შაბათი, 02 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 10:30

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა შენელება იწყო

“ფაინეშელ ტაიმსის” ფორუმი - ”ინვესტ ინ ჯორჯია”  ჰონგ-კონგში, 9 ივნისი 2012 წ.
“ფაინეშელ ტაიმსის” ფორუმი - ”ინვესტ ინ ჯორჯია” ჰონგ-კონგში, 9 ივნისი 2012 წ.

მულტიმედია

აუდიო
საპარლამენტო არჩევნებმა და ხელისუფლების ცვლის პროცესმა, რასაც თან ახლავს პოლიტიკური დაძაბულობა, გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ოთხ-ნახევარ პროცენტზე ოდნავ მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც არჩევნებამდე ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ მეტი იყო.

საქართველოს ახალი მთავრობის სამართალდამცავი სტრუქტურები ჯერჯერობით იმ ბიზნესორგანიზაციების ნაწილით დაინტერესდნენ, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის - "ენ-სი-სის" - ხელმძღვანელი გიგი ქელბაქიანი და კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ერთი კვირის წინ დააკავეს, "უკანონო ლეგალიზაციის" ბრალდებით. სასამართლომ ქელბაქიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 150 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, ხოლო ჩოგოვაძეს 2 თვიანი პატიმრობა. გამოძიება გრძელდება და ორი თვის შემდეგ დანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა, ჩაიდინა თუ არა დანაშაული «ენ-სი-სის» ხელმძღვანელობამ. ამ და სხვა საქმეების კომენტირებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მთავრობა შეუვალი იქნება:

"25 ოქტომბრიდან საქართველოში დასრულდა ხანა არშემოწმებების. არ არსებობს ფირმა, კომპანია, ვისიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა ლობირებდეს, რომ იქ არ შევიდეს საგადასახადო სამსახური".
ჩემს შეხვედრებზე ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენენ საბანკო თუ იურიდიული სფეროდან, ირკვევა, რომ ერთი თვის მანძილზე მათი აქტივობა საკმაოდ შემცირებულია ...

ამ პროცესებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილი, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიზნესმენებს შეხვდა და მეწარმეების მისამართით რამდენიმე კრიტიკული განცხადებაც გააკეთა

"ვისაც შეგიძლიათ, ახლავე იზრუნეთ, ახლავე იზრუნეთ, სანამ მოგაკითხავენ, რომ ის მოგონილი ფასები... კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ჭკუაზე და მოიყვანეთ ნორმაში, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ამაზე, ვთქვათ, მითითებები და ზედმეტად ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩადგომა არ მოუწიოს".

მომდევნო ერთი თვის მანძილზე რამდენიმე მსხვილი საწარმოს თანამშრომლები ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ დაძაბული ვითარებაა, ხოლო მთავრობის ხელმძღვანელი ხან პოლიტიკიდან წასვლაზე, ხანაც დარჩენაზე საუბრობს. ეს ყველაფერი შეშფოთების საფუძველს აძლევს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ფადი ასლს, რომელიც არჩევნების წინ ღიად მხარს უჭერდა კოალიცია «ქართულ ოცნებას»:

ფადი ასლიფადი ასლი
x
ფადი ასლი
ფადი ასლი
„ჩემს შეხვედრებზე ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენენ საბანკო თუ იურიდიული სფეროდან, ირკვევა, რომ ერთი თვის მანძილზე მათი აქტივობა საკმაოდ შემცირებულია. ბიზნესმენები და ინვესტორები შეშინებული არიან, რადგან ისინი ვერ ხედავენ მომავალს. მათ არ იციან, გაუშვებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს აპრილში. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე პოსტს დატოვებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის“.

ფადი ასლის განცხადებით, ბოლო ერთი თვის მანძილზე შემცირებულია ბანკების მიერ გაცემული კრედიტების რაოდენობაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია. ინვესტირების შეფერხება და დაკრედიტების შემცირება ასახვას პოვებს სტატისტიკაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მანამდე:

”ოქტომბერში არის შემცირებული, რაც გამოწვეულია დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის შემცირებით. ჯამში, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 5 პროცენტით, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენ ოქტომბერში, წინასწარი შეფასებით, ზრდა მივიღეთ 4.6 პროცენტი.”
იანვარსა და თებერვალში დიდი მოთხოვნა იქნება დოლარზე, რაც გამოიწვევს ლარის დევალვაციას და საქართველოს მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობა დაეცემა ...

ზაზა ჭელიძის უწყებას ჯერ არ გამოუქვეყნებია მესამე კვარტალის მონაცემები, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას ასახავს, მაგრამ წინა ორი კვარტალის რიცხვები მეტყველებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტირების მოცულობამ კლება იწყო. ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არჩევნების დროს ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადადიან და ეს მოლოდინის რეჟიმი არ შეიცვლება, თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდა. ინვესტორების შეშფოთების შესახებ თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ.

რადიო ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლილოს სამკერვალო ფაბრიკის მფლობელმა ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ მისი საწარმოს იტალიელმა ინვესტორებმა რამდენჯერმე იკითხეს, ”რა სიტუაციაა და რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნებაო”. ლაურა ღაჭავა აღნიშნავს, რომ ყველაფერი მშვიდად და ხმაურის გარეშე უნდა წარიმართოს, რადგან ინვესტორებისთვის საჭიროა სტაბილურობის განცდა. იმის შესახებ, თუ რა საჭიროა პირდაპირი უცხოური ინვესტირების გაგრძელება, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ამბობს:

”თუ არ გაგრძელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, იანვარსა და თებერვალში დიდი მოთხოვნა იქნება დოლარზე, რაც გამოიწვევს ლარის დევალვაციას და საქართველოს მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობა დაეცემა. დღევანდელი არასტაბილური სიტუაცია თუ შენარჩუნდა, ბუნებრივია, დაიკლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები”.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი მთავარი რესურსია. სწორედ მისი მეშვეობით ხერხდება არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე, ინვესტიციებია ერთ-ერთი კომპონენტი უარყოფითი სავაჭრო სალდოს დასაბალანსებლად.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
08.12.2012 17:34
ერთ საიდუმლო ინფორმაციას გეტყვით ბიძინას ოცნებებზე შეყვარებულებს. იცით რომ ბოლო 8 წლის მანძილზე ოქტომბერ-ნოემბერში საგადასახდო შემოსავლების გეგმა პირველად ვერ შეასრულეს? ეკონომიკის ზრდის თუ არ გჯერად შემცირებას უსათუოდ იგრძნობთ :(

ავტორი: ანონიმი
08.12.2012 16:26
ნატურალლლლ...
"ნაცები" კი არა, ნაციონალები !
- გაიგე ?
უტვინოების ხროვა რომ მოიყვანეთ, აგებთ მაგაზე პასუხს ?

ავტორი: naturali
07.12.2012 17:36
რატომ გგონია რომ თუ მე ნაცების შეცვლას მივეცი ხმა ოცნება ჩემი ოცნებაა

კარგად თუ წამიკითხავდი არც ოცნებას ვაკლებ დაცინვას

მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება

მე ის დავწერე რომ ბიძოს და საერთოდ ყველა პოლიტიკოსს როგორც საშუალებას თავისი სურვილების მიღწევისა ისე უნდა უყურებდეს ხალხითქო და ზოგმა დამცინა თავისი ჭკუით

რა ამის მთქმელს ფანობა მეტყობა

ვინც მეთანხმება რომ ნაცების მმართველობა კატასტროფა იყო იმასთან როგორც მიუკერძოებელ მხარესთან სიამოვნებით გავაკრიტიკებ ამათ მიქარვებს

ასევე გამოსაცვლელებიც რომ დარჩნენ ესენი ნაცების რესტავრაცია გამორიცხული უნდა იყოს.

ამათ გარდა თუ საქართველოს წესიერი და განათლებული ხალხი არა ყავს მაშინ გავიქცეთ უნდა.

რუსეთის მე ბაზარი და მსოფლიო მწერლები და განათლებული ნაწილი მინდა თორემ მაგათთან სამხედრო პოლიტიკურად მტერმა ითანამშრომლა. და მითუმეტეს რაიმე უნიაში შევიდა.

დასავლეთსაც ბევრი ნაკლი აქვს და ამას ჩვენზე კარგად იქაური ინტელექტუალებიც კარგად ხვდებიან მარტო ვუდი ალენი რასაც დასცინის ის ეყოფათ.

ეკლესიას ფრთხილად მოვეპყრათ ეკლესია რწმენა და ქრისტიანობის არსი სხვაა ხოლო მასში მოკალათებული ქვაბავაზაკები და მედროვეები სხვა,

თუ გწამს და განათლებულიც ხარ ყველაფერი გასაგებია ახსნა რაა საჭირო.

თუ არ გწამს და ფიქრობ რომ ღმერთი არ არსებობს
ყველაფერი ნებადართული არაა
ადამიანი ასეთი საცოდავი თავისი მოკვდავობით უნდა გეცოდებოდეს უფრო ძლიერ ვიდრე მორწმუნეს ავალებდეს ეკლესია

მიგელ დე უნამუნო წმინდა მანუელ სათნო ალბათ იცი.

რაც შემეხება მე თითქმის სამთვიანი ავადმყოფობის შემდეგ შევძელი სიარული და ასე რომ ბევრის გასახარად აქ კაკუნის ამდენი დრო აღარ მექნება,

თანაც რა აზრი აქვს ყველა ჩვენსას ვუბერავთ

ისე გაუნათლებულობა საიდან მოიტანე.

ავტორი: ანონიმი
07.12.2012 16:00
ჩემო კეთილო ნატურალო,
ნუ ბრაზობ, თუ გინდა მეჩხუბე, მე არ გეჩხუბები, მოგეფერები, მართლა, მართლა...
საქმე იმაშია, რომ ერთი რამ გავითავისოთ და შევთანხმდეთ, რომ ვის მომხრეებიც არ უნდა ვიყოთ, არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც ვერ გავექცევით
დასავლეთი ბევრად, უფრო, ძალიან, ნამეტნავად, უცილობლად, უეჭველად, გარდაუვლად, , ფაქტებით, შედეგებით და ასე შემდეგ წინ უსწრებს რუსეთს, რუსეთი მასთან შედარებით არის მცირე და სწორეთაც რომ ტერიტორიულად ასეთი უზარმაზარია და პირველ ადგილზეა ბუნებრივი რესურსებით, ამხელა შესაძლებლობების ქვეყანა რომ ასეთი განუვიტარებელია, ამიტომაა მცირე.
არასწორი აზროვნება, ამოტრიალებული, აი, ამიტომ არ მინდა რუსეთი..დარღვევები ყველგან არის, ყველგან, მაგრამ შედარებითია ეს ცხოვრება, შედარებითი და სწორედ პირველები არიან ამერიკელები , პირველებიიიიიი, და როდესაც ასეთი ქვეყანა გვერძე გიდგება კი არ უნდა ლანძღო, არამედ უნდა ისწავლო, დაეშურო და ისწავლოოოოო....
არ დაგავიწყდეს რომ ამერიკის პრეზიდენტი პროაფრიკელია, მეორე ვადით, დიახ ეს ის ამერიკაა 50 წლის წინ ავტობუსებში რომ არ უშვებდნენ ზანგებს, წინ წასულა ხომ, პროგრესი განუცდია ხომ, რუსეთიში კავკასიელებს მოსკოვის დატოვებისკენ მოუწოდებენ, მაშინ როცა კავკასია რუსეთიაო...
37 მანეტიან ბილეტს კლიშე რად ჭირდება და თანაც ნაციონალების ჩემო კარგო, ეს ფაქტია, ყოველი მეორე ამას ამბობს, ისე როგორც ყველა ტაქსისტს ორი დიპლომი აქვს.
ასე რომ, დიახ, არ ვუჭერ ოცნებას ხმას( ღმერთმა დამიფაროს)მე ვიქნები იმ პარტიის მხარდამჭერი, ვინც დასავლურ კურსს გააგრძელებს, სწორი გზაა, სწორი.
კიდევ ბრაზობ ჩემზე?
არ ჯობია გავერთანდეთ და არც ძველის შევარჩინოთ არასახელმწიფოებრივი ნაბიჯები და არც ახლებს ვაპატიოთ იგივე ქმედება?! და ეკლესიაც მოვსვათ თავის ადგილზე, არ გეჩვენება რომ მაგრად ურევენ?
არ გვინდა ვინმეს გაღმერთება არააააა...

ავტორი: naturali
07.12.2012 09:06
სხვათავ შორის შენც აქა ხარ და პროპაგანდის ნაირსახეობით ლანძღე ვინც გევასება იმის ვიზავი შენი საქმეა
არც ერთი რაც ჩამოთვალე
ისე ინგლისური ვინც არ იცის რუსეთუმეა? შელი/პოეტია/ და ზეპები მგონი ინგლისურად უბერავენ

რუსეთს როგორც ვაგზლის პუტანას რა უნდა მოსთხოვო

მე დასავლეთთან ვისგანაც ბევრს ველი იმას ვაკრიტიკებ

ისე ამ პოსტში ჩვენთან რა ხდება ის დავწერე და წასულებს რომ სწორად არ ესმით ის ვთქვი თორემ აქ დასვლეთის გინება სად ნახეთ
ან ამ კლიშე იარლიყებს 37 მანეთიანს სად შოულობთ

ნაცების ოფისებში არიგებენ?

ავტორი: ანონიმი
07.12.2012 00:42
აუუუ...
აქაც ხარ ნატურალო???!!!
შენ რა სერიოზული პრობლემები გაქვს დასავლეთთან.
გემუდარები მითხარი რომელ კატეგორიას მიეკუთნები.
1) უბრალოდ პატარა აგენტუკა რუსების და აგიტაცია-პროპაგანდას ეწევი "ბოროტი , სისიხლისმსმელი კაპიტალისტების"

2) ინგლისური არ იცი და გეჯავრება ყველა დ ყველაფერი რაც ამ ენასთან არის დაკავშირებული.
3)მაგარი მონა-მორწმუნე "დედა ეკლესიის", და ერთგული მრევლი მამა იობის, ან კახელი თუ სხვა რეგიონის მღვდლების.
4) გენატრება 37 მანეთიანი მოსკოვის ბილეთი.
5) უბრალოდ მაგარი გაუნათლებელი, არანაირი ინფორმაცია დასავლურ სამყაროზე და მის ისტორიაზე, მის პროგრესზე, მის მიღწევებზე.
ვინ ხარ მითხარი რა, რამდენი წლის ხარ, მართლა გემუდარები,

ავტორი: naturali
06.12.2012 17:54
გამსახურდიას დროს საქართველოს მოსახლეობა 4,5 მილიონი იყო

მიუხედავად შობადობის შემცირებისა ამ ციფრიდანაც რომ ამოვიდეთ

1. 200 000 შრომისუნარიანი გაქცეულია საზღვარგარეთ

1 600 000 შემწეობაზე თხოვნა დაწერა შიათ!

უმუშევრობამ ლამის წაგვლეკა

ქაღალდზე რასაც გინდა დაწერ

პატ ზვიად სადაა ეკონომიური წინსვლა!!

მანდ ფილადელფიაში?

მაძღარ მღვდელს დიაკვანიც მაძღარი ეგონაო

საზღვარგარეთ ორთვიანი კურსები სერთიფიკატი და ნაცების ლიქნა აღარაა კარიერის გარანტია.

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თბილისი
03.12.2012 15:11
დააიწყო როგორც იქნა "ოცნებების" ახდენა :))

ავტორი: ანონიმი
03.12.2012 01:06
Zviad Kavteli, გეთანხმები ყველაფერში 100%

ეს მართლა სრულიად უვიცი პრემიერი, კაცმა ამდენი ხანი რუსეთში გაატარო, იქ ამდენი ფული იშოვო, დისერტაცია დაიცვა (ვითომ) და ელემენტარული სალაპარაკო რუსულიც ვერ ისწავლო? მარა რუსულს ვიღა ჩივის - ქართულიც არ იცის სრულყოფილად! მართლა ვის ხელშია ქვეყანა, ვაი ჩვენს პატრონს!!

ავტორი: Zviad Kavteli საიდან გვწერთ: Philadelphia, USA
02.12.2012 23:34
ვინც ამბობს ეკონომიკური ზრდა მარტო ქაღალდზე იყოო, ის ან ბრმა და ყრუ არი, ან თვალების გახელა არ უნდა.
ზრდის შენელებაო? შენელებას ვინ ჩივის მალე ეკონომიკის შემცირება დაიწყება.

ენერგეტიკის მინისტრი რო ფეხბურთელი იქნება და პრემიერი კი უვიცი, იქ მხოლოდ შენელება დიდი პროგრესია.

ბიძინამ გვითხრა კრიმინალი გაიზარდაო და ამას გაგებით მოვეკიდოთო. ბიძინა მაინც აგრძელებს იმ ხალხის დაჭერას ვინც კრიმინალს და კორუფციას ებრძოდა. და ამავ დროულად ციხიდან გამოყავს კრიმინალები და თანამდებობაზე ნიშნავს უვიცებს და საეჭვო რეპუტაციის ხალხს. ეს "პიარის არ ცოდნა" კი არა ეს საქმის არ ცოდნა და უკუღმართობაა.

როგორც ჩანს ინვესტორები ინერციით აგრძელებენ რაღაც ინვესტიციებს, მაგრამ მუხრუჭის ხმა უკვე ისმის.

მანქანით რომ მიდიხარ 100 კმ/საათში და წინ ქვებით და კეტებით შეიარაღებულ ბრბოს რო დაინახავ, რომელიც შენსკენ მორბის და თან ქვებს ისვრის, რას იზამ?

ჯერ მუხრუჭს დააწვები და მანქანა დაიწყებს შენელებას, მაგრამ მანქანა ჯერ კიდევ მოძრაობს ამ ბრბოსკენ. აი იმ ეტაპში ვართ ეხლა.

შემდეგი ეტაპი იქნება მანქანის ბოლომდე გაჩერება, მერე კი შემობრუნება და უკან წასვლა რათა ბრბოს თავი დააღწიო.

ასე რომ მალე მიშაც, ვანოც და ბაჩოც სანატრელი გაგვიხდება.
ისინი ქურდულ და კორუფციულ გაგებას ებრძოდნენ და ქვეყანას აშენებდნენ. ბიძინა კიდე ყველაფერს პირიქით აკეთებს. მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ ილუზიებშია და ჰგონიათ რომ ახლა მალე დაპირებული ოქროს დოვლი დაიწყება. "ვაცალოთ ამ კაცს, ვაცალოთ". ვაცალოთ აწი და ვუყუროთ როგორ ანგრევენ აშენებულს და კრიმინალს გარეთ უშვებენ როგორც "პოლიტიკურ დევნილებს".

ავტორი: რევაზი საიდან გვწერთ: ისრაელი
02.12.2012 21:17
ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი შემდეგ თვეებში, მით უფრო თუ ივანიშვილის რეჟიმის ეს რევანშისტული ისტერია გაგრძელდება...
საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესის გაციება გაზრდის რისკებს, შეამცირებს ინვესტიციებს, დაწევს სუვერენულ რეიტინგს, გაზრდის განაკვეთებს კრედიტზე...

წინდაუხედაობას და დილეტანტიზმს ისინი მარტო პოლიტიკაში არ ავლენს, წმინდა ეკონომიკურ სფეროშიც შესამჩნევია საქმისადმი ზერელე, პოპულისტური, არაკომპეტენტური მიდგომები...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
02.12.2012 17:19
გაანთავისუფლეს კანცელარიის 100 თანამშრომელი

იჭერენ ყველას და ყველაფერს- მართალია სამხილებზე დაყრდნობით მაგრამ პოლიტიკურად ძალიან არამომგებიან დროს

არ გვცალია ბატონო მარტო თემიდას მადის ასაწევად!

მიუხედავად იმისა რომ 8 წლის შემდეგ სხვა საქართველო გვაქვს, დენი 24 სთ და გაზიფიკაცია (ორივე ძალიან მაღალ ფასად) არ უნდა გახდეს ცხვირში ამოსადენი ფაქტორი - 21-ე საუკუნეა ბოლო-ბოლო!

ბატონი მამუკაც მართალია ქაღალდების საკითხში და უკეთილეს ბიზნესმენებსაც შეგახსენებთ, მხოლოდ "ნაციონალებზე" საქმის გადაფორმების სურვილი რომ ქონდათ და სხვა არაფრის

თუმცა ახალ ხელისუფლებას ეს გასამართლებლად არ უნდა ქონდეს, მათ უნდა "ამოქაჩონ" ის რაც აქამდე ვერ მუშაობდა- ამისთვის აირჩია ეს ხელისუფლება ხალხმა

სამწუხარო ის არის რომ ამის ვერანაირ სურვილს ვერ ვხედავ

ანონიმს არ ვეთანხმები ჩემოდნების თაობაზე, მორჩა ეს ბანანას რესპუბლიკის სქციელი ჩვენში- ევროპაა ბოლო ბოლო :D

ან ესენი იშრომებენ ანდა შემდეგ არჩევნებს პირწმინდად წააგებენ

ავტორი: პესიმისტი საიდან გვწერთ: თბ
02.12.2012 16:43
დღესვე რო შეჩერდეს დაუსაბუთებელი დაჭერები, არასტაბილურობის განცდა, შრომის კოდექსის გადაკეთების მცდელობა, ნგრევებზე მინიშნებები, არაკომპეტენტური შენიშვნები დასავლეთის მიმართ, რომელიც ცხადია რუსეთის საამებლად კეთდება ურთიერთობის "დალაგების" მოტივით, ლარის გაუფასურება და ფასების ზრდას მგონი ვეღარ ავცდებით

ავტორი: ანონიმი
02.12.2012 13:18
აჰა, აი უკანალგამოხეული მაგრამ ამაყი ერი.

პირველ რიგში სწორედ ეკონომიკის უკანსვლის გამო მოუწევს ივანიშვილს მალე ჩემოდნის ჩალაგება.

ავტორი: ანონიმი
02.12.2012 12:19
მამუკა, ირგვლივ მიმოიხედე, მერე 8 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენე და მიხვდები, რომ ბანდის წევრები საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა უწოდო.

ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
02.12.2012 01:57
ეკონომიკური ზრდის პროცესი მართლაც გრანდიოზული იყო...ოღონდ ერთი პატარა ნიუანსი გამოგრჩათ ღრმადპატივცემულო გენიოსო ეკონომისტებო და უძვირფასესო და უტკბილესო უცხოელო პოლიტიკოსებო,რომ ყველაფერი ეს ქაღალდზე ხდებოდა,უკეთეს შემთხვევაში კი ეს ზრდის პროცესი მხოლოდ სააკაშვილის ბანდის წევრებს შეეხო,ხოლო დანარჩენ საქართველოს კი ღდინი გააძვრეს,ასე რომ ეს თქვენი პიარი,რასაც ჩვენ ქართველები "დაბოლებას"ვუწოდებთ აღარ ჭრის,ხრიკები დაგიძველდათ და ამ ბოლო დროს უნიჭობაც დაგჩემდათ.იმუშავეთ საკუთარ თავზე ბატონებო,ხომ ხედავთ უკვე გავიღვიძეთ ქართველებმა,და თქვენც თუ გაიღვიძებთ შეამჩნევთ რომ ამ ძილიდან ქართველები ნამეტნავად გაბრაზებულები გამოვედით!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
01.12.2012 23:51
დაიწევდა ბიზნეს ინტერესი აბა რა იქნებოდა

დაიწყეს სმართლის ძებნა და პირველი 1,5 თვის მანძილზე ნახევარი ნაციონალური მოძრაობა პროკურატურაში მიიახლეს

ნაცვლად ბიზნესმენებთან მჭიდრო კავშირისა და საერთაშორისო ინსტიტუციებთან მუშაობისა და ბიზნესის მოზიდვისა, დასხდნენ პირში წყალჩაგუბებულები და ელოდებიან ნაციონალური მოძრაობის პიარ კამპანია როდის აქცევთ მომავალ გამსახურდიებად

პრემიერს ვერ ასწავლეს წესიერი საუბარი და შავზე შავიაო-ს თქმა რომ უნდა სულ პირიქით გამოთქვამს აზრს. ვერ გაიგებ რისი თქმა უნდა

იმის მაგივრად რომ შექმნან ეფექტური ანტიმონოპოლიური სამსახური, ადგა ბიძინა ბატონი და ისევ პოლიტიკოსისთვის უჩვეულო წესით მოსთხოვა ფარმაცევტებს და სხვათ, გსაყიდ პროდუქტზე ფასების დაწევა

მოკლედ საქმის კეთება უნდათ მაგრამ არ იციან როგორ ილაპარაკონ, არ იციან პიარ ტექნოლოგიები და უაზროდ ადრე იჭერენ უაზროდ დიდი რაოდენობით ხალხს

თუ ნაციონალები თითს უქნევდნენ და ახევდნენ ბიზნესებს საქმოსან ადამიანებს, ესენი ზედმეტად პირდაპირები და მოუქნელები არიან - არ ახევენ (ჯერ-ჯერობით) ბიზნესს არავის, მაგრამ არც ის იციან როგორ უნდა ესაუბრონ და როდის - კანონის დამრღვევებს

პოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში არიან და კიდევ იუარესებენ მდგომარეობას

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული