შაბათი, 04 ივლისი, 2015 თბილისის დრო 09:00

საზოგადოება / მედია

უცნობია როდის დარიგდება „მაესტროს“ ანტენები ზუგდიდში

x

მულტიმედია

აუდიო
10 სექტემბერს, უწყებათშორისი კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 11ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაყადაღებული ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენები საქართველოს ფოსტის მეშვეობით დარიგდება.  თუ როდის მოხდება ეს ზუგდიდში, საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალისთვის ცნობილი არ არის.

ფოსტის ხელმძღვანელმა ზუგდიდში, ზურაბ ჯინჯოლავამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით მისთვის ინფორმაცია სათავო ოფისს ჯერ არ მიუწოდებია:

„ჯერჯერობით ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. რაღაც ტელევიზორში გაიჟღერა, მე მგონი, და ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით  არავის არ მოუცია ინფორმაცია.“

ზურაბ ჯინჯოლავას განცხადებით, ის მზადაა, როგორც კი ზუგდიდის ფოსტა სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით  რაიმე ინფორმაციას მიიღებს, მაშინვე მედიის წარმომადგენლებს აცნობოს და ესაუბროს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნას დადებითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები, თუმცა მათ უკმაყოფილებას იწვევს გავრცელებული ცნობა, რომ შესაძლოა სატელიტური თეფშები მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდეს. გამოკითხულ რესპონდენტებს ასევე სურვილი აქვთ, რომ, „მასთ ქერის“ პრინციპის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ჩართული დამატებითი ქართული არხები არჩევნების დასრულების შემდეგაც დარჩეს:

„ინფორმაცია რაც მეტი  გაქვს, მით უფრო განათლებული ხარ. ყველას უნდა არხები. არჩევანი ჩემზეა, სხვა რატომ უნდა მიყვებოდეს სად რა არის?! ხომ უნდა ვიცოდე, ხომ უნდა ვხედავდე და ხომ უნდა მესმოდეს? ამბობენ, ანტენებს ფოსტა არიგებსო, მაგრამ არ მგონია, ჯერ გარკვეული იყოს. სოციალურად დაუცველ ფენას თუ დაურიგეს, იმათ დიდად არც აინტერესებთ ანტენები, სხვა რამე უფრო აინტერესებთ. როცა გაჭირვებული ვარ, ასეთ რაღაცას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.“

„უტელევიზორო კაცს ანტენა რად უნდა? სისულელეა!... აუცილებლად უნდა დარჩეს დამატებითი არხები, რომ ინფორმაცია ჰქონდეს ხალხს. ყველა თავის აზრს გამოიტანს.“

„მეცხრე არხი რასაც აკეთებს ჯობია, რომ საერთოდ არ იყოს, ტელევიზია, რომ ჩაირთვება უნდა იყოს ისეთი, რომ ხალი მიიზიდოს.“

„მეცხრე არხი ჩვენთან არ არის და უმეტეს დროს მაესტროს უყურებ. მგონია, რომ უფრო რეალური ინფორმაცია მაესტროდან არის. ანტენები სურვილისამებრ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი.“

შეგახსენებთ, რომ დამატებითი ხუთი ქართული არხი ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს, 4 აგვისტოს ჩართო  ზუგდიდში მოქმედმა ერთადერთმა საკაბელო ოპერატორმა კომპანიამ. მისი ხელმძღვანელის, დავით გრიგოლიას ცნობით, დამატებითი სერვისით ქალაქში მცხოვრები 300-მდე აბონენტი სარგებლობს. სამეგრელოს სოფლებში კი მოქალაქეთა დიდი ნაწილი სატელიტურ თეფშებს დამოუკიდებლად ყიდულობს და ამონტაჟებს, რაშიც საშუალოდ 100 ლარს ხარჯავენ.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nodari საიდან გვწერთ: tbilisi
12.09.2012 19:51
დღევანდელი სიტუაცია ანტენებთან და თავისუფალი აზრის გავრცელებასთან დაკავშირებით მახსენებს კომუნისტურ ეპოქას,როდესაც კომუნისტური პარტია გვიკრძალავდა თავისუფალი აზრის მოსმენას, ახშობდნენ რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას,...სამწუხაროდ საქართველო დღეს იგივე რეალობაშია გაჭედილი...ისტორია მეორდება,ჩვენი თანამედროვე ისტორიაც თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებით ისევე დამთავრდება როგორც დამთავრდა კომუნისტურ ეპოქაში...თავისუფლებას,დემოკრატიას შეიძლება შეუქმნან დაბრკოლება მაგრამ ვერ შეაჩერებენ,ხალხი არ დათმობს დემოკრატიას,ხალხი არ დათმობს თავისუფლებას,რამეთუ ქართველებმა ამისთვის ჩვენი არსებობის მანძილზე ძალიან ძვირი ფასი გადავიხადეთ და მზად ვართ ახლაც გადავიხადოთ ეს ფასი...სიცოცხლე !!!

სხვა მასალები

რადიოჟურნალი - 1094-ე გამოშვება

"მეათე სტუდიაში" ვუბრუნდებით პრობლემებს, რომლებიც საქართველოში ექმნებათ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს. გიამბობთ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე.
გაგრძელება

აუდიო „ენა, მამული, მოქალაქეობა“

რა კულტურულ ბარიერებს აწყდებიან საქართველოს ის სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ, ხშირ შემთხვევაში ფლობენ კიდეც ქართულს და სურთ, ინტეგრირებული იყვნენ.
გაგრძელება

საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდა დაიწყო

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, საქართველოში ტურისტთა ნაკადის ზრდა დაიწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
გაგრძელება

აუდიო რა გვასწავლა "ბილეთების კრიზისმა"

უეფას სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს, ბილეთები ონლაინ აღარ გაიყიდება. biletebi.ge-მ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პროცესის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული