შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:00

რუბრიკები / დისკუსია

”დისკუსიები დავიწყოთ…” ანუ სამოქალაქო საზოგადოება ახალ რეალობაში

გია ნოდია, თამარ კორძაიაგია ნოდია, თამარ კორძაია
x
გია ნოდია, თამარ კორძაია
გია ნოდია, თამარ კორძაია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რა გამოწვევები აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით? რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ, გაიზარდა თუ არა სამოქალაქო საზოგადოების როლი, უკვე შეიძლება თუ არა ამაზე ლაპარაკი? აქვს თუ არა გავლენა სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუციებზე საქართველოში და სად გადის ზღვარი? რა აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების წარსულმა გამოცდილებამ? ეს შეკითხვები ძალზე აქტუალურია დღევანდელ საქართველოში და სწორედ მათზე პასუხის დაძებნას ცდილობენ რადიო თავისუფლების დღევანდელი სადისკუსიო მაგიდის სტუმრები - პოლიტოლოგი გია ნოდია და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მანგა საიდან გვწერთ: ბრაზილია
30.10.2012 22:19
ავტორი: ანონიმი
29.10.2012 14:20
არაჩვეულებრივად ობიექტური, მართალი და რაც მთავარია განათლებული ადამიანია.
დიდ პატივს ვცემ, ნეტავ ბევრნი იყვნენ მასეთები ქართველებში, მაგრამ... :)) -გისურვებ მაგნაირ განათლებულს ოჯახში, მაგნაირ "ობიექტურ პიროვნებას" მოსამართლედ-როცა გაგასამართლებენ... მასეთი სიმართლით სიარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში...

ავტორი: ანონიმი
29.10.2012 14:20
არაჩვეულებრივად ობიექტური, მართალი და რაც მთავარია განათლებული ადამიანია.
დიდ პატივს ვცემ, ნეტავ ბევრნი იყვნენ მასეთები ქართველებში, მაგრამ... :))

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისი
26.10.2012 17:35
ამ ბატონის კაცობის შესაფასებლად 2008 წლის არჩევნებიც კმარა (წინა კომენტარი წაიკითხეთ). ჩემთვის დიდი ხანია მისმა სიტყვამ ფასი დაკარგა.

ავტორი: ჟილმარი საიდან გვწერთ: ბრაზილიიდან
26.10.2012 09:50
ჟურნალ "ტაბულაში" გამოქვეყნდა გ.ნოდიას წერილი, იმ მიზეზების შესახებ, რამაც არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მარცხი გამოიწვია. წერილის ერთ ადგილზე (პატიმართა წამების ცნობილ ფაქტებზე) იგი "გაკვრით" აღნიშნავს და იყენებს ტერმინს "ციხეების ვერ მიხედვა". იმავდროულად იგი არაფერს ამბობს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, აფრასიძეების ჩახოცვის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ფაქტების თაობაზე... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს პერსონა (იაკობაშვილთან ერთად) პასუხისმგებელია საპრეზიდენტო არჩევნებში ეკზიტპოლების ფალსიფიკაციაზე-რისთვისაც ორივე მინისტრებად მყისიერად "გაჩითა" მადლიერმა მიშიკომ-ასე, რომ ეს პერსონა მხარეა და არა დამოუკიდებელი ექსპერტი და ვთხოვთ რადიო თავისუფლებას: მოწვევისას ბ-ნ გ.ნოდია სტატუსით: -ნაციონალური მოძრაობის მხარე-იქნეს წარმოდგენილი

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 00:36
სამოქალაქო საზოგადოება რომ იყოს უნდა იყოს ,მოქალაქეთა ანუ როგორც თავისი უფლებების ისე მოვალეობების შემგნებ ადამიანთა ერთობლიობა! მოქალაქის მოვალეობა არაა მაგალითად საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზებული ადამიანის თუ ქვეყნის დამატებით ჩაწიხლვა! როდესაც შევარდნაძე მადლობას უხდის საბჭოთა ზარბაზნით თბილისის მნგრევლებს ის და მისი მომხრეები რისი მოქალაქეები არიან? ასეთი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს თემურ ლენგის დროსაც უნახავს. მაშინ გადარჩა და იმედია ეხლაც გადაურჩება მასეთ საზოგადოებას. იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ყველაზე პოპულარული