ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:07

პოლიტიკა / საქართველო

დიმიტრი შაშკინის დამშვიდობება, დაბრუნების იმედით

დიმიტრი შაშკინიდიმიტრი შაშკინი
x
დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
დიმიტრი შაშკინმა, რომელსაც ბოლოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, 22 ოქტომბერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული წერილით დაადასტურა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება. ის წერილში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში დაბრუნდება და კვლავ მიეცემა საშუალება ემსახუროს თავის ქვეყანასა და  ხალხს, საქართველოდან წასვლის მიზეზად კი ხელისუფლების შეცვლას ასახელებს.  დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეერთებულ შტატებში იყო  ვიზიტად და საქართველოში 6 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო. როგორ ემშვიდობება დიმიტრი შაშკინი საქართველოს და როგორ აფასებენ მის ამ ნაბიჯს პოლიტიკოსები და ექსპერტები?

”მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი ,,გაუგონარი ამბავი" ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს, თუმცა ვინც არ მიცნობს, მინდა დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას” ,- წერს დიმიტრი შაშკინი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე. ის ასევე დასძენს, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში გაატარა და ამბობს, ”ჩვენ, ყველამ ერთად, საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთო“.
დიმიტრი შაშკინი ლაპარაკობს სასჯელაღსრულების მინისტრობისა და ასევე განათლების მინისტრობის დროს მიღწეულ წარმატებებზე და ბოდიშს უხდის ჯარს, რომ ვერ მოასწრო ამ უწყებაში მისვლისას დასახული მიზნების განხორციელება.

დიმიტრი შაშკინის წერილის კომენტირებისას პარლამენტის თავდაცვისა და  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ  თავდაცვის მინისტრი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა სამსახური ასეთნაირად მიატოვა:

”თუ რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ბატონ შაშკინს, ნებისმიერ შემთხვევაში ჯარის ასე მიტოვება და წასვლა არის აბსოლუტურად მიუღებელი და უპასუხისმგებლო. თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ის ვერსად გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედება არის მხდალი ადამიანის ქმედება და მეტი არაფერი.”
ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეიძლება რაიმე სამსახური იშოვა, შეიძლება მართლა გაექცა ...

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებას დიმიტრი შაშკინი 2012 წლის  4 ივლისს შეუდგა. მანამდე ის, 2009 წლის 7 დეკემბრიდან მოყოლებული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. ამ თანამდებობაზე სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადაიყვანეს, სადაც მუშაობა 2009 წლის 6 თებერვალს ჰქონდა დაწყებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გივი თარგამაძის ვარაუდით, დიმიტრი შაშკინმა უცხოეთში სამსახური იშოვა და იმიტომ დატოვა საქართველო. შეგახსენებთ, რომ იგი  1998 წლიდან მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2008 წლიდან კი იმავე ინსტიტუტში (IRI) - საქართველოს პროგრამის დირექტორად.

”ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ეს, ალბათ, ყველაზე უკეთ იცის თვითონ დიმიტრი შაშკინმა, მე არ ვიცი. ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეიძლება რაიმე სამსახური იშოვა, შეიძლება მართლა გაექცა, რაღაც... აი, ნამდვილად მის მაგივრად ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ”, - ამბობს გივი თარგამაძე.

უპასუხისმგებლო ადამიანის ქცევად აფასებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი დიმიტრი შაშკინის საქციელს, მისი წერილის შინაარსიდან გამომდინარე, და დასძენს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველო მსგავსი  ქცევის თანამდებობის პირებისგან გადაარჩინა:
ეს ხალხი პატრიოტებად იყვნენ ცნობილი და გაირკვა, რომ საქართველო მას უყვარს, თუ მინისტრია ამ ქვეყანაში, და ისე, ჩვეულებრივ მოქალაქედ, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა ...

”ეს ადამიანი არ ყოფილა არც ერთ თანამდებობაზე დასანიშნი, არანაირი ნდობის ღირსი ეგ ადამიანი არ ყოფილა და, საერთოდ, ეგ არის დანაშაული, რომ ეს კაცი ასეთ მნიშვნელოვან პოსტებზე იყო ამდენი ხანი.”

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი  დიმიტრი შაშკინის წერილის გაცნობის საფუძველზე ასკვნის, რომ მან,  სულ ცოტა, ისიც კი არ იცის, როგორ ტოვებენ მინისტრები თანამდებობას:

”ეს ხალხი პატრიოტებად იყვნენ ცნობილი და გაირკვა, რომ საქართველო მას უყვარს, თუ მინისტრია ამ ქვეყანაში, და ისე, ჩვეულებრივ მოქალაქედ, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა. მაგრამ ეს მისი ნებაა. თუ არ აქვს კრიმინალთან კავშირი, იქნება უცხოეთში და,  თუ რაიმე კავშირშია შემჩნეული, - და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ იცის თვითონ ძალიან კარგად, რისთვის გაიქცა, - როგორც გაიქცა, ისევე დააბრუნებენ. ეგ ახლა, დღევანდელ ცხოვრებაში, პრობლემა არ არის. ჩვენ დიდი ხანია გვიჭირს ამ ქვეყანაში ცხოვრება და შაშკინზე ნაკლები შანსები არ გვქონია უცხოეთში, მაგრამ არ წავსულვართ, იმიტომ რომ არ შეგვიძლია ამის გარეშე. ვიღაცას, როგორც ჩანს, ძალიან შეუძლია და ეგ მიგვითითებს, რომ ჩვენ მისი სახით გვყავდა ადამიანი, რომელსაც საქართველო არ უყვარს.”
რა წერილიც უნდა დაწეროს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ სამართლებრივად იქნეს შესწავლილი მისი ქმედებები ...

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯომარე თამარ ჩუგოშვილი  დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით სამი  სხვადასხვა სამინისტროს მუშაობას იხსენებს და ამბობს, რომ  სასჯელაღსრულების სამინისტროში სწორედ მისი მინისტრობის დროს გაგრძელდა პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არსებული სისტემის განვითარება; განათლების მინისტრად მისი მუშაობისას  კი ჩვეული სახე მიიღო პედაგოგთა და სხვა პირთა სამსახურიდან დათხოვნამ პოლიტიკური ნიშნით. შესაძლოა, ეს პირდაპირ შაშკინის მითითებით არ ხდებოდა, ამბობს ჩუგოშვილი, მაგრამ, შესაძლოა, ის ამ საკითხებს  ხელს აფარებდა. თამარ ჩუგოშვილისვე სიტყვებით, ასევე შესასწავლია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამინისტროში არსებული ვითარება.  შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილისთვის მეორეხარისხოვანია დიმიტრი შაშკინის წერილის შინაარსი:

”რა წერილიც უნდა დაწეროს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ სამართლებრივად იქნეს შესწავლილი მისი ქმედებები და, თუ დამტკიცდება და დადასტურდება შესაბამისი სამართალდარღვევის და დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.”

შეგახსენებთ, რომ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  და სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, დიმიტრი შაშკინის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებდნენ. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა და ბრალდება დღესაც არსებობს და, შესაბამისად, გამოქვეყნებული წერილი  მას ამ პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: წინა კომენტარდაკარგული..
23.10.2012 16:32
ახლად მოსული, კრიმინალებთან ჩაძმაკაცებული ხელისუფლების ხელში, წესიერი ადამიანების ჩავარდნა სახიფათოა.
ეგენი ნებისმიერ "ფაქტს" დადებენ და ნებისმიერ " მოწმეს" იშოვნიან ფულის მეშვეობით და რასაც უნდა იმას ათქმევინებენ.

რა, ამაში ეჭვი გეპარებათ?

კანონით არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი, იმის მერე რაც მათ შეძლეს არჩევნებზე.კერძოდ, დიდი ფულით - ხალხის დიდი პროცენტის მიმხრობა:))

მე მჯერა, რომ შაშკინიც, ახალაიაც და ადეიშვილიც პატიოსანი და წესიერი ადამიანები არიან.
ძალიან კარგი ქნეს, ამ უგონო და უთავო ბრბოს რომ გაერიდენ.

მაგრააამ.... ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
23.10.2012 17:19
პატივცემულო წინა კომენტარდაკარგულო!
იმ "დაკარგულ" კომენტარში ერთი პირი დამახინჯებული გვარით გყავდათ მოხსენიებული. ალბათ მიხვდით, რომ კომენტარი სწორედ ამიტომ "დაიკარგა"...

ავტორი: კოდორელი
23.10.2012 15:19
კორუბცია მოვსპეთო, რომ გამოგვიყრუეს ყურები, კორუბცია არ არის როცა ამხელა ხელფასს დაინიშნავ შენთვის. იცთ რამხელა ხელფასები დაინიშნეს? ამერიკის პრეზიდენტსაც კი, რომ არ დაესიზმრაბა იმის ნახევარიც, რასაც ქართველი ჩინოვნიკები თავის თავს უწერენ. ასტრონომიული, პრემიები კიდევ ცალკე. შაშკინი რომ ამბობს ისეთ დაუჯერებელ ამბებს გაიგებთო, თავს იზღვევს "სტო ვ პერიოდს" იკავებს, ხომ იცის რამხელა თანხები გამოიწერეს და აიღეს, ლაპარაკია ასობით ათასებზე და მილიონებზეც. ამიტომაა ასე თავდაჯერებული არანაირ მატერიალურ პრობლემას არ წააწყდება სიცოცხლის ბოლომდე თუ შერჩა რათქმაუნდა. ამ დროს კი სამხედროების ხელფასები სასაცილოთ დაბალია. სამოქალაქო პირთა ხელფასი, რომლებიც თავდაცვის სტრუქტურებში მუშაობენ (რატომღაც მათი უდიდესი უმრავლესობა შტატში არა ყავთ და შტატგარეშე მოსამსახურეების კატეგორიაში გადიან, დარაჯები, მზარეულები, დამლაგებლები, მატერიალური საწყობების ბუღალტრები და სხვა მრავალი. ) არ აღემატება ორას ლარს. მორიგეთათვის 24-საათიანი შრომადღის გრაფიკი, შრომის კანონის და ადამიანის უფლებების დარღვევის, თვალსაჩინო მაგალითია. ოთხი ადამიანის ნაცვლად, ერთ ადგილას სამი და ზოგან ორი მოსამსახურე ჰყავთ და 24-საათიანი სამუშაო დღის მერე მხოლოდ ერთი სუტკა უწევს ადამიანს დასვენება. მუშაობის ასეთი გრაფიკი მონებსაც არ ჰქონიათ. გამოუვალი სოციალური სიდუხჭირის გამო ადამიანები იძულებულები არიან ყველაფერს შეეგუონ. ის ორასი ლარი მათთვის ოჯახის გადარჩენის ერთად-ერთი წყაროა. სამარცხვინოა ასეთი სოციალური უთანასწორობა. კაცს ასეთ დაბალ ხელფასზე რომ ამყოფებ და შენ ამ დროს მილიონებს იჯიბავ, ეს არის კაცობა? არ ვიცი ღამე როგორ იძინებენ ან შვილებს როგორ ეფერებიან, ცას ხომ არ აპირებენ გამოეკიდონ, არ ეშინიათ ღვთის სამართლის?...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.10.2012 15:12
სულ ეს არის?...

ავტორი: ანონიმი
23.10.2012 11:44
"უკიდურესად დემოკრატიული იყო ჩვენი "შუქურის" მიერ სპეცნაზის შეგზავნა ხაშურის საარჩევნო უბანზე და ბიულეტენების ჩაყრა გატანა და რა ვიცი კიდე რა"
-------------------------------
"ტუტუცო", შენ მართლა ტუტუცი ყოფილხარ. რაღა იმათ უჯერებ და ამათ არა?
ან ნურცერთს ნუ დაუჯერებ. რატომ უნდა დაიჯერო გაავრცელო ის, რაშიც დარწმუნებული არ ხარ. მასე ვრცელდება სწორედ ჭორები, მეტი კი არაფერი.

კარგი ვთქვათ ფირზეც კი არის აღნიშნული ეგეთი რამ რომ ვიღაც დემონსტრატიულად ყრის ბიულეტენებს ყუთში და ვერ უნდა მიხვდე, რომ ეს შეიძლება ( და უფრო შესაძლებელია!) "ოცნების" დადგმული სცენა იყოს, იმიტომ რომ მას აწყობს ეს.
ისინი დარწმუნებული იყვნენ რომ არჩევნებს წააგებდნენ და ესეთი პატარ-პატარა სცენები დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრგან აქვთ ჩაწერილი. მაგრამ როდესმე ყველაფერ ამას იტყვის ვინმე, ისე არ დარჩება.

ავტორი: ჟორდანია-ჩოლოყაშვილის მოდგმისა საიდან გვწერთ: მათივე ოცნების ქვეყნიდან
23.10.2012 11:28
ტაშ-ფანდური ხელში ტუტუცებს და კახი კალააძეებს და შიროკა მოია სტრანა რადნაიაში არ ჩაიხრჩოთ რუს-ქართველა ოლიგარქთან ერთად.თქვენ, თქვენი საქმეებისათვის ვერ მიგიხედიათ ხეირიანად თავის დროზე და აჰა ერთი, მეორე კაცია ქვეყანაში,და მეორენი, უსაქმური ტუტუცი მრჩევლები ხომ ყოველთვის ბლომად ჰყავდა ქვეყანს და არასოდეს დაჰკლებია ამგვარი სიმდიდრე.და აჰა!ქართველთა გმირებიც გაამათრახეს ტუტუცებმა,ნოე ჟორდანიას და ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც გადასწვდენ.

ავტორი: ქართველი ვარ-მეც მტკივა გული! საიდან გვწერთ: Universitat De Barcelona
23.10.2012 10:30
რის გარშემო, წერს თავისყფლება?თქვენ ძალათი იბრმავებთ თვალებს,ვერ ხედავთ ქვეყნისთვის მთავარ დასანახს,თუ მართლა ვერ ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში.ვანიას შვილი მკვეთრად ცვლის, ერთად-ერთ,სწორი დემოკრატიული მიმართულებით მავალ, ქვეყნის გეზს და რუსეთის ხელისუფლების საამებლად,დაიწყო "მოღვაწეობა მუხლებზე ხოხვით",ენერგიულად აცეკვდა,ვოვკა ბოსის გარშემო.სოჭში,თამაშებზე მივიღებთ მონაწილეობასო,ПИК-ი,ერთად-ერთი საქართველოსათვის ეფექტური,რუსეთის მასმედიებთან ბრძოლაში,რუსულენოვანი არხი დახურა-გაანადგურა.ქუთაისიდან, საკანონმდებლო ორგანოს უკან,თბილისში გადმოვიტანო-ძალია ცხელაო,ქუთათურებთანო.საბაჟო კავშირში შესვლა,ჩვენთვის კარგი იქნებოდაო.ჩვენი მიწების წამრთმევ რუსეთთანო,ეკონომიკის აყვავებისთვის, მისწრებააო.ძალიან მკვეთრ, ქვეყნის დამამონებელ,იმვე რუსეთის მიერ,კრემლის სასიხარულოდ,მოძრაობებს აკეთებს,ლაზიკა არ არი საჭიროო,არ ესმის ან არ სურს ქვეყნის სიძლერე,შავი ზღვით გასასვლელზე,ყველანაირად ძლიერი,დიდი,ქართული ქალაქის არსებობის სასიცოცხლო საჭიროებაზე.ქვეყანა შეუმდგარია,თუ არა გააჩნია სამი-ოთხი დიდი ქალაქი,თავისი ტერიტორიის საკვანძო,სტრატეგიულ ადგილებში.თქვენ კი!არ გეწყინოთ სიმართლე- უტვინოები, რაზე წერთ?ჭორებს აყოლილნი.შაშკინი,აქ გაიქცაო,უგულავას,ის ჩაუწვაო.უვიცთა "ახალი ამბები -GE" ხომ არ ხართ-თავისუფლებას არ სშვენის,არაფერზე ჯღაბვნა.რუსული უბედურება,კვლავ მოგვაყენეს,ქვეყნის დამოუკიდებლობის,კაცურად არსებობის კარიბჭეს.რამ დააბრმავა?თუ არა შეგნებულად,ქართულ,თავისუფალი მასმედიაში, ხელფეხდაუკრეფავად მოღვაწენი

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.10.2012 10:03
სობჩაკის ძეგლი რომელი, მიშამ რო საზეიმოდ გახსნა ყველა ქართული ტელეარხის და მედია საშუალების წინაშე?

ნეტა რა ქონდა ჩაფიქრებული, პუტინის გამზრდელია და ამის მნახველი ვოვა მაპატიებს ლილიპუტი რო ვაძახეო?

თუ მაგის მასტერიც იყო სანამ საბჭოთა უშიშროების ჯარებში მოღვაწეობდი ნორჩი მიშა?

ავტორი: პროსტო აბდალა
23.10.2012 01:39
სამაგიეროდ თბილისის მნგრევლებისთვის მადლობის გადამხდელი ედვარდ შევარდნაძე ხო მშვიდადაა სობჩაკის ძეგლის ჩეროში, ხოდა გეიხარეთ!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
22.10.2012 22:46
ქვეყნის სიყვარულის უპრეცედენტო მაგალითი იყო სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი მანქანების ნაც-მოძრაობის მხარდამჭერი მმართველობებისადმი გადაცემა

სამთავრობო ხარჯების პირადად პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადატანა

სხვადასხვა სამინისტროების და საბიუჯეტო სახსრების უაზროდ დიდი რაოდენობით დახარჯვა მას შემდეგ რაც წააგეს არჩევნები

უკიდურესად დემოკრატიული იყო ჩვენი "შუქურის" მიერ სპეცნაზის შეგზავნა ხაშურის საარჩევნო უბანზე და ბიულეტენების ჩაყრა გატანა და რა ვიცი კიდე რა

ეხლა კიდე კეკლუცი და პრანჭვა დაიწყეს, აქაოდა თვალცრემლიანები ვტოვებთ "გაბოლშევიკებულ" ქვეყანას, რომელშიც მისივე განვითარების "ზენიტში" ამყვანებს აღარ დაგვედგრომებაო

მოწამეობრივი ღვაწლის მქონე ადამიანებივით ლაპარაკობენ

მოკლედ ახალი ნოე ჟორდანიები და ქაქუცა ჩოლოყაშვილები არიან რო კითხო :D

ალბათ სადმე ახალ "ლევილ"-საც დააარსებენ და იქ ამოხდებათ "წარსულში დაბრუნებულ, გაბოლშევიკებულ, ქურდულ მენტალიტეტში ჩაძირულ" საქართველოზე დარდში სული

არადა, წააგეს და ეგრევე დაიკიდეს ქვეყანა

ჩემი თვალით ვნახე როგორ შეესწრო პოლიცია ზემო ვერაზე ავტოსაგზაო შემთხვევას და დამნაშავე მძღოლი რომელმაც წითელზე გაიარა და მოხუცს დაეჯახა მხოლოდ ფულადი ჯარიმით დაასაჩუქრეს, არაფერი უთქვამთ სხვა

აი ამათ პატრიოტ ჭკუაში ჩამახედა ერთი რა...

ყველაზე პოპულარული