Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა ვეტრიაკოვი: საქართველომ დიდი პროექტი დაკარგა


გოჩა ვეტრიაკოვი
გოჩა ვეტრიაკოვი

2006 წლის ოპერაციით კოდორის ხეობაში და რუს ჯაშუშ ოფიცერთა სკანდალით, რაც იყო დესტაბილიზაციის შექმნის შენიღბული მცდელობა, საქართველომ სერიოზული ინვესტიცია დაკარგა, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ში, ტეხასში მცხოვრები საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი გოჩა ვეტრიაკოვი, რომელმაც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურებისაკენ მიმართული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად, 2007 წელს დატოვა შეიარაღებული ძალები და შემდეგ საქართველოც. ამერიკაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამად სერიოზული საინვესტიციო საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა ყურადღებით ადევნებს თვალს სამხედრო მშენებლობის პროცესს, კერძოდ კი, სამხედრო ფლოტისადმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას. „გულისტკივილით მივწერე ბატონ ირაკლი ალასანიას, რომ მას აქვს ანეკდოტური მდგომარეობა ამ მიმართულებით,“ - ამბობს გოჩა ვეტრიაკოვი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტეხასში დაუკავშირდა.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG