Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA გააკრიტიკეს ბინ ლადენის ლიკვიდაციის დადგმული სცენის გამო


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საინტერნეტო სივრცეში გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის მეხუთე წლისთავზე ტვიტერით გამოქვეყნა ამ ოპერაციის სცენის დადგმული ვერსია, ვითომ ეს რეალურ დროში მომხდარიყო. ალ-ყაიდის ლიდერი აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა აბოტაბადში, პაკისტანში, 2011 წლის 2 მაისს, დილით ადრე. მომხდარიდან ზუსტად ხუთ წელიწადში, დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ტვიტერით გამოაქვეყნა ჩანაწერი ტექსტის და ფოტოების თანხლებით. გამოქვეყნებული მასალა შეიცავს ბინ ლადენის თავშესაფრის, ასევე ახლა ცნობილ იმ კადრს, რომელიც გადაღებულია თეთრ სახლში, როცა ბინ ლადენის სიკვდილის ამბავი მივიდა ვაშინგტონში. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აკრიტიკებენ გამოქვეყნებული მასალის "გროტესკულ და უხერხული" ხასიათის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG