9 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თემურ ფხალაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი. მან ილაპარაკა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების, კერძოდ - ძაღლებისა და კატების სავალდებულო რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროცესზე. თემურ ფხალაძემ ყურადღება გაამახვილა ცხოველების პატრონების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე, რომლებიც განსაზღვრულია თბილისის საკრებულოს მიერ 2015 წლის აპრილში მიღებული წესით.
დაწერეთ კომენტარი