ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 08:33

პოლიტიკა / საქართველო

საარჩევნო უბნებზე იზღუდება ფოტო- და ვიდეოგადაღება

x
ტექსტის ზომა - +
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო- და ვიდეოგადაღების ახალი რეგულაციების შესახებ. როგორც ორშაბათს განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, კენჭისყრის დაწყების შემდეგ ფოტო- და ვიდეოგადაღებისათვის გადაადგილება თავისუფალი იქნება 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც კამერები განთავსდება საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე. ადგილი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. ხარატიშვილის განმარტებით, კენჭისყრაში იმ პირთა მონაწილეობისას, რომელთა მიმართაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. ეს რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე. ცესკოს ახალ დადგენილებას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო ორი. დადგენილებით გათვალისწინებულ წესებს აკრიტიკებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
25.09.2012 21:23
ახალი ამბები- გე,მართლა ყვითელი უვარგისი საიტია.აი ერთ ერთი ამ მასმედიის,ბოლო სტატიის სათაური. "გიორგი ხაინდრავა: სააკაშვილს და მერაბიშვილს უკან ერთი ადგილი ეწვით".საჭიროა?ამგვარი ყოფილი მინისტრი,ქურდ არაკაცებთან შეკრული,"განაბი ტოო", თავიუფალ მომავალ საქართველოსათვის.გადაბარგდეს ქურდ ძმა ბიჭებთან სამუდამოდ

ავტორი: ანონიმი
25.09.2012 20:16
ჭაკობს თავისუფლებაც.ბევრ სიმართლეს მალავს ახალი გე-ს საიტივით იქ ხომ სულ ანტიქართული ,მტრებთან შეკრული ვაი ჟურნალისტები ჩალიჩობენ.შეკრულები ქურდებთან და რუსებთან ხაინდრავა,ჯაფარიძე<კონსული თურქეთში,გადადგა,ერთდროულად ქართველ კონსულთან კატალონიაში>ამ ქართველებს სურთ საქართველოს თავისუფლება? არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, მკაფიოდ ჩნდება,ვინ რას წარმადგენს.საქართველოს ანტიქართულ მასალებს,ქართველებისვე მიერ ნათითხნს,დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ,გვაწვდიან,ფრანგული ჟანდარმერია,ბრიტანული ინთერფოლი,ამერიკული სექიურითი სამსახურები.გვეხმარებიან,სჯერავთ ჩვენიюქართველები კი ყურებს ვაბარტყუნებთ,და დავჭამეთ ერთმანეთი,გონებადახშული თვალებში სისხლჩაქცეული მხეცებივით.რისთვის? ქურდების და რუსი ოლიგარქების მიერ საქართველოს არჩევნებში გამარჯვებისათვის და სხვის მიერ დამონებულ აყროლებულ ქვეყანაში დაბრუნებისათვის

ავტორი: ანონიმი
25.09.2012 18:19
ტატა მე არა ვარ, ჯერ ერთიც.

- გერმანიაში საქართველოზე ბევრად უფრო ნამუსიანი ოპოზიციაცაა. რუსებს კი არ ჰყიდიან საკუთარ დედას ბევრი ქართველი ოპოზიციენერივით და კაი-კაცურობის სახელით ქურდულ-ყაჩაღურ-ბარიგულ კრიმინალს არ შეეკვრიან. საკუთარ ქვეყანაზე, - გერმანიაზე ფიქრობენ.

ავტორი: ამომრჩეველი საიდან გვწერთ: ბნელი საარჩევნო უბნიდან
25.09.2012 14:20
tatas- (ანონიმს)გერმანიაში დემოკრატიული, არამოძალადე და ნამუსიანი ხელისუფლებაა-ასე რომ გერმანიასთან- ავტორიტარული, ბანდიტურად ჯალათი ხელისუფლების მქონე საქართველოსთან შედარება მკრეხელობა და დემაგოგიაა!

ავტორი: ანონიმი
25.09.2012 11:29
ეს გერმანიაშიც შეზღუდულია.

ყველაზე პოპულარული