ბირმაში ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი აცხადებს, რომ მისი აზრით, მისმა პარტიამ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა ბირმაში 8 ნოემბერს გამართული ისტორიული საყოველთაო არჩევნების შედეგად. როგორც აუნ სან სუ ჩიმ 10 ნოემბერს უთხრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს, მისი პარტია, „ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის“, სავარაუდოდ მიიღებს მანდატების 75%-ს ორპალატიან საკანონმდებლო ორგანოში. 2008 წლის კონსტიტუციით, რომელიც სამხედრო მმართველებმა დაწერეს, მანდატების 25% ეკუთვნის ბირმის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო „ეროვნულ ლიგას დემოკრატიისათვის“ სჭირდება ხმების 67% ორივე პალატაში უმრავლესობის მისაღებად. წინასწარი მონაცემებით, აუნ სან სუ ჩის პარტიას ერგო 78 ადგილი პარლამენტის ქვედა, 88-ადგილიან პალატაში, რაც მიანიშნებს მის დამაჯერებელ გამარჯვებაზე. სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება 8 ნოემბერის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი