Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკვარსკვლავ ბონოს აზრით, ახლო აღმოსავლეთს „მარშალის გეგმა“ სჭირდება


ბონო ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე
ბონო ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე

ირლანდიელი როკვარსკვლავი, ჯგუფ U2-ს სოლისტი, ბონო ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სჭირდება ისეთივე მასშტაბური დახმარება, როგორიც აშშ-მა გაუწია ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომელიც ცნობილია, როგორც „მარშალის გეგმა“.

ეს შეფასება ბონომ გამოთქვა ვაშინგტონში, სადაც მან ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე თავისი მოსაზრებები გაუზიარა ამერიკელ სენატორებს. მანვე ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, მიმართოს ზომებს ევროპის „ეგზისტენციურ კრიზისის“ დროს, როცა ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის საკითხს განიხილავს. აშშ-ის კონგრესში განიხილავენ საბიუჯეტო ხარჯების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც შესაძლოა, მოჰყვეს უცხოეთისათვის აშშ-ის დახმარების მნიშვნელოვნად შეკვეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG