შაბათი, 20 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 22:35

ბლოგები / ია ანთაძე

ავთანდილის ანდერძი

x
ავტორი ია ანთაძე
ორიოდე დღის წინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოგი გვახარიამ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია „ეგ თუ არა, აბა, ვინ?“, რომელიც, ჩემი აზრით, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება – „მამებისა“ და „შვილების“ ურთიერთობას.

ეს ურთიერთობა, ძირითადად, ორგვარ ალგორითმში აისახება ხოლმე: „მამის გაღმერთება“ და „მამის მოკვლა“. 

პირველი ალგორითმის თანახმად, შვილები მამების ხიბლში ცხოვრობენ, მათ ბაძავენ და, შესაბამისად, თვითონ ახალს ვერაფერს ქმნიან. მამის წასვლასთან ერთად, მთლიანად ინგრევა მის მიერ შექმნილი სამყარო. სწორედ ამგვარი ურთიერთობა აღწერა გოგიმ საკუთარ სტატიაში რობერტ სტურუას და მისი მოწაფეების მაგალითზე. „მამის გაღმერთების“ ალგორითმი ძალიან სიცოცხლისუნარიანია თანამედროვე საქართველოში და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ბევრ ოჯახსა თუ სოციალურ წრეში დამკვიდრებული ურთიერთობების შინაარსს.

მეორე ალგორითმის თანახმად, შვილები მამებს უჯანყდებიან, „კლავენ“ (ანუ სრულად უარყოფენ) მათ და იწყებენ რაღაც ახლის კეთებას, ისეთის, რაც პრინციპულად განსხვავდება ძველისგან. ეს მუდმივად ხდება, მაგალითად, ქართულ პოლიტიკაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში: ზვიად გამსახურდიამ პირწმინდად უარყო კომუნისტების მემკვიდრეობა, შევარდნაძემ – გამსახურდიას მემკვიდრეობა, ხოლო სააკაშვილმა – შევარდნაძის მემკვიდრეობა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს ლიდერებმა სამჯერ თავიდან დაიწყეს სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ წინამორბედების საქმიანობა თუ ღვაწლი ყველა მომდევნო პრეზიდენტის მიერ სრულად იყო დაგმობილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სააკაშვილის შემთხვევაში, რადგან იგი, როგორც პოლიტიკოსი, სწორედ შევარდნაძის გუნდის წიაღში წარმოიშვა და გაძლიერდა. შემდეგ კი შევარდნაძის ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციით დაამხო და ახალი სახელმწიფოს შენება ძველის ნანგრევებზე დაიწყო. ამიტომაც, სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებში მისი რიტორიკის ძირითადი ღერძი იყო დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესთან და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან. 

* * *
„მამის გაღმერთება“ იწვევს არაპროდუქტიულობას, შემოქმედებითი მუხტის და რესურსის განლევას, გემოვნების დეგრადაციას. „მამის მოკვლა“ იწვევს მემკვიდრეობითობის წყვეტას როგორც მატერიალურ, ასევე – სულიერ ჭრილში. იშვიათად ხდება, რომ ძველის სრული უარყოფა სათავეს უდებს ნამდვილ პროგრესს, ახალი ღირებულებების დამკვიდრებას (ანტიგონე, ალუდა ქეთელაური). მაგრამ, ძალიან ხშირად, მემკვიდრეობითობის წყვეტა იწვევს კრიზისს, რადგან სიახლე საკუთარ თავში არ მოიცავს შემოქმედების მძლავრ სტიმულს და თვისებრივად არ აღემატება იმას, რაც უარყოფილია.

როგორც „მამის გაღმერთების“, ასევე „მამის მოკვლის“ ალგორითმი, უმეტეს შემთხვევაში, ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ურთიერთობის ამ ორი, ტრადიციული სქემის გარდა, არსებობს მესამე, რომელიც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის  სრულად არის მივიწყებული. 

* * *
ჩემი ღრმა რწმენით, „შვილებსა“ და „მამებს“ შორის ურთიერთობის ოპტიმალური მოდელი აღწერილია „ვეფხისტყაოსნის“ იმ თავში, რომელსაც ჰქვია „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“.

ამ ანდერძს „შვილი“ სწერს „მამას“, რომელსაც მისი ნებართვის გარეშე ტოვებს –  შესაძლოა, სამუდამოდ. „შვილი“ მიდის საკუთარი სახლიდან, საკუთარი ქვეყნიდან, საკუთარი დაცული სივრციდან შორს – ღია, დაუცველ სამყაროში. მიდის, რათა აღასრულოს თავისი ვალი არა მხოლოდ ოჯახისა და ქვეყნის, არამედ, პირველ რიგში, ღმერთისა და მთელი კაცობრიობის წინაშე (ავთანდილი ასე აფასებს საკუთარ მისიას: „მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!/ აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.“). „მამა“ არა მხოლოდ წინააღმდეგია „შვილის“ სახლიდან გაშვების, არამედ, ლამის სიკვდილით ემუქრება ვაზირს, რომელიც ავთანდილის წასვლის განზრახვას შეატყობინებს („კვლა უბრძანა: თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!“). როსტევანის მკაფიოდ გამოხატული ნების მიუხედავად, ავთანდილი მასთან დაუმშვიდობებლად ტოვებს არაბეთს და „მამას“ ანდერძის მეშვეობით უხსნის საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებს.

სწორედ ეს მოტივებია საინტერესო! „მამის“ ნების არშესრულების ძირითადი საფუძველია ცოდნა, რომელიც ავთანდილს სწორედ მამებისგან აქვს მიღებული. ის, რასაც პლატონი, ფილოსოფოსები, მოციქულები კაცობრიობას ასწავლიან, ცარიელი სიტყვები არ არის; ადამიანი სწორად ცხოვრობს მაშინ, როცა ამ ცოდნაზე, ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით წყვეტს, როგორ მოიქცეს. ავთანდილი არა მხოლოდ „გამტარია“ მამების ცოდნის, არამედ, მისი „მიმღებიც“ არის.  ამიტომ, როცა როსტევანი სხვა – პირად – მოტივებს ანიჭებს უპირატესობას და სურს, თავისი შვილი გვერდიდან არ მოიშოროს, ავთანდილი უპირისპირდება როსტევანის ნებას და განსხვავებულ გზას ირჩევს. ამ გზაზე ავთანდილის დევიზია „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ ოღონდ, „ყველაფერიც“ და „არაფერიც“ სრულად თავსდება მამების სწავლებაში, რაც ანდერძში დაწვრილებით არის ახსნილი.

ყოველ ანდერძში, როგორც წესი, თავმოყრილია მთავარი ფასეულობა, რასაც წამსვლელი დამრჩენს უტოვებს. ავთანდილი როსტევანს ანდერძით უტოვებს ხსოვნას მამების მემკვიდრეობის შესახებ და საკუთარ გადაწყვეტილებას – რომ იყოს მამების – მათ შორის, როსტევანის – ღირსეული მემკვიდრე.

ავთანდილის და როსტევანის ურთიერთობა ეყრდნობა ალგორითმს, როდესაც შვილი პატივს მიაგებს მამას, მის სწავლებას, მის მემკვიდრეობას და სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ოღონდ, საკუთარი გზით, საკუთარი ძალისხმევით (მამის ნების უარყოფით) ქმნის თვისებრივად ახალ, უკეთეს სამყაროს („შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“).

* * *
„ვეფხისტყაოსანი“ იმიტომ გამახსენდა, რომ არ მომწონს ის ქვეყანა, რომელიც „მამის მოკვლის“ შემდეგ მივიღეთ. მამის მკვლელობით თავდაჯერებული, ენერგიული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, დარწმუნებით ვიცი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა. მჯერა, რომ ცინიკურ მოპყრობას არ იმსახურებს ქართული მეცნიერება, ქართული კულტურა, ქართული ენა. არ ვეთანხმები, რომ მამების თაობა ჩასარეცხია, შვილების თაობა კი – მაგარზე მაგარი! ვფიქრობ, რომ ღირებულება არ დაუკარგავს თავისუფლებისკენ სწრაფვას, რამაც საქართველოს ისტორია შექმნა. მიმაჩნია, რომ ჩვენს საერთო სამშობლოში დღემდე სულიერება უფრო მიმზიდველია, ვიდრე ტურისტული ინფრასტრუქტურა. არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ყველა ქართული ტრადიცია უნდა დავივიწყოთ და „ახალ ადამიანებად“ გადავკეთდეთ. ერთი სიტყვით, „მამის მოკვლის“ ტენდენცია ძალიან მავნე მგონია საქართველოსთვის და მეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მოვა ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მთლიანად გადახაზავს იმას, რაც ახალგაზრდა პრეზიდენტმა შექმნა – კარგსაც და ცუდსაც; გადახაზავს კომუნისტების, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ, ახალი  ნანგრევებიდან დაიწყებს საქართველოს სახელმწიფოს შენებას.

* * *
როცა ვამბობთ – „კლასიკა უკვდავია!“, ამ სიტყვებში, კონტექსტის მიხედვით, სხვადასხვა შინაარსს ვდებთ. ახლა მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ როსტევანის და ავთანდილის ურთიერთობა ცოცხალია ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს ცნობიერებაში. ეს კი ჩემთვის ცხადად ნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლებელია ჯანსაღი ურთიერთობა თაობებს შორის: როდესაც შვილი, მამის მემკვიდრეობის აღიარებით და მასზე დაყრდნობით, ოღონდ, საკუთარი გზით და ხედვით, საკუთარი თავისუფალი ნებით შექმნის ახალ, თვისებრივად უკეთეს გარემოს; მამა კი მთელი ცხოვრება იმისთვის მოემზადება, რომ შვილს სწორი, წესიერი მემკვიდრეობა დაუტოვოს და, როცა დრო მოვა, თავის გზაზე გაუშვას.

ის, რაც უკვე მოხდა მხატვრულ დრო-სივრცეში, შესაძლოა, რეალობაშიც გამეორდეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8
ავტორი: მერაბ მერკვილაძე საიდან გვწერთ: ბათუმი
17.09.2011 23:42
დღეს ერთ ოჯახში პირველი კურსის სტუდენტის სადღეგრძელოს ვსვამდით, რომელმაც 100%-იანი გრანტი აიღო. კმაყოფილებას გამოვთქვამდით, რომ ბავშვის ცოდნა დაფასდა. გავიხსენეთ, რომ დაიბადა ე.წ. "უშუქობის დროს", 90-იანი წლებისდროინდელი ზღვარგადასული კორუფციის, სამოქალაქო ომისა და კრიმინალური სამყაროს აღზევების პერიოდში. სიამოვნებას გვგვრიდა ის ფაქტი, რომ საზიზღარი ყოფა წარსულს ჩაბარდა, აღარასოდეს განმეორდება. და უცებ გავაცნობიერე, რომ სახემომღიმარი მამა, რომელიც უბედნიერესი ადამიანი იყო ჩვენს შორის, თანამედროვე ეპოქის ხოტბას მშვიდად, უსიტყვოდ ისმენდა. შვილის ბედნიერებამ მას დაავიწყა (ან იქნებ, არც დაავიწყა), რომ დღემდე პრობაციონერია; მძიმედ ავადმყოფმა, პატიმრობა გამოსცადა მხოლოდ იმის გამო, რომ საბაჟოს ყოფილი თანამშრომელია; საპროცესო გარიგების მისაღწევად კი, სოლიდური თანხის გაღება და საოჯახო ნივთების გაყიდვა მოუწია; ყოველთვიურად შსს-ს აბარებს სამარცხვინო პატაკს, რომ ქალაქიდან არ გასულა და პატიოსნად იხდის სასჯელს; არის გატეხილი მორალურად, ფიზიკურად; ახალგაზრდა კაცი აღარ ფიქრობს საკუთარ კარიერაზე და მისი იმედი მხოლოდ შვილების წარმატებული მომავალია.

თაობა დაიჩაგრა. ღმერთს მადლობა, ის ბიჭი, რომელმაც გუშინ ასპროცენტიანი გრანტი აიღო, "პატრიოტთა ბანაკის" ყალბი სულისკვეთებით არ გაზრდილა და ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდაა. მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია. სამწუხაროდ, ახალი თაობის ბევრი წარმომადგენელი გულგრილად უსმენს პრეზიდენტის მიმართვას "ჩარეცხილებისადმი" და პროტესტი მამის, თუნდაც, პაპის თანამედროვეთა შეურაცხყოფის გამო, არ უჩნდება. იმედია, პავლიკ მოროზოვების გაზრდისგან ღმერთი დაგვიფარავს.

ავტორი: ია ანთაძე
17.09.2011 23:37
http://www.youtube.com/watch?v=XtHBMfI7riM&feature=share

ავტორი: ლიი
17.09.2011 23:30


ავტორი: ია ანთაძე
17.09.2011 23:16 ლიი, ძვირფასო, მანდატურს დავარქმევთ თუ ქართულის მასწავლებელს, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ადამიანი, რომელიც არასრულწლოვნებთან მუშაობს, მათზე ზრუნავდეს და მათში სრულფასოვან ადამიანებს ხედავდეს.
_________________________________

ია, გეთანხმებით, მაგრამ თამარა მაისურაძისნაირი რომ შემოგივა გაკვეთილზე, რა უნდა მოუხერხო? როგორ უნდა გადაარჩინო ბავშვი? მშობლები ებრძოდნენ, მაგრამ სანამ თვითნ არ მოშორდა სკოლას, ვერაფერი.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
17.09.2011 23:39
ლიი, მანდატურმა ინასარიძემ თბილისის მერვე საჯარო სკოლაში პედაგოგს შეუდგინა ოქმი, სადაც ჩაწერა, რომ პედაგოგმა უნდობლობა გამოხატა განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმის მიმართ. ამ წმინდა პოლიტიკური მოტივით დაწერილი ოქმის საფუძველზე პედაგოგი დირექტორმა ბრძანებით გაათავისუფლა სამსახურიდან. სამინისტრომ კი წერილობითი განმარტება დაწერა, რომ მანდატურს თავისი უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია. სასამართლომაც (პირველ ინსტანციაში) დაადასტურა მანდატურის სიმართლე.

ხედავთ, რა ცუდად არის საქმე?

ავტორი: ლიი
17.09.2011 23:14
ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Georgia
17.09.2011 12:53
მოგესალმებით,
სკოლაში სწავლისას ძალიან ვინატრებდი მანდატურს. მე მყავდა რამოდენიმე სრულიად აუტანელი "მასწავლებელი" - ამორალური და უვიცი.
ჩემი ქართულის მასწავლებელი, თამარა მაისურაძე, რომელმაც სომხური უკეთესად იცოდა და ქართულში არაფერი გაეგებოდა, გვარჩევინებდა მხოლოდ ორ წინადადებას: "მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა" და "კალატოზი სახლს აშენებს". იყო გამომძალველი, ქრთამს იღებდა პირდაპირ გაკვეთილზეც. მაგალითად... თბილ რეიტუზებს! უკაცრავად ასეთი კომენტარისთვის, მაგრამ ეს მართლაც ასე იყო. გადაგვკიდა მეგობრები ერთმანეთს. დაგვყო ორ ჯგუფად: ქრთამის მიმტან და არმიმტანებად. არმიმტანებს სისხლს გვიშრობდა.
მისმა გამოსაშვებმა სადამრიგებლო კლასმა ძალიან ცუდი დონე აჩვენა, რის გამოც უნდა გაეგდოთ სკოლიდან, მაგრამ თავს იქაჩლებდა, რას არ აკეთებდა, რომ სკოლიდან არ გაეძევებინათ. საუბედრუროდ, ის ჩვენი დამრიგებელი გახდა. ერთ-ერთ პარადზე ჩვენი კლასიდან მხოლოდ 9 ბავშვი უნდა წასულიყო. გვაიძულებდა ყველას. მხოლოდ სამმა ვერ შევძელით წასვლა და ამ სამს მთელი წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო. მერე კი ამაყაობდა, გველის ნაკბენივით დავამახსოვრე მე მაგათ პარადზე არგამოცხადებაო. გვაყენებდა შეურაცყოფას და ამას არ ქონდა ბოლო, სანამ ვარკეთლში არ გადასახლდა. მერვე კლასიდან მოგვშორდა. სკოლა როცა დავამთავრე, მიფიქრია ფიზიკურ შურისძიებაზე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თავი დავარწმუნე, რომ შურისძიებაში გამოსავალი არაა და როცა შემხვდა, უბრალოდ არც მივესალმე. ასეთ ნაძირალას მანდატურის შეეშინდებოდა!
კიდევ სხვა პედაგოგრბიც იყვნენ მასავით კრიმინალები. მაგათ პარპაშს საზღვარი არ ქონდა ჩვენს სკოლაში.
იყვნენ, ასევე, კრიმინალი ბავშვებიც.

მიუხედავად ასეთი გამოცდილებისა, არ მიმაჩნია მანდატურების მუშაობის ასეთი ფორმა მართებულად, რადგანაც მათი ამგვარი ქმედებები და გაუკონტროლებელი უფლებები ზღუდავს სხვის უფლებებს და სერიოზული სირთულეების წინაშე აყენებს ბავშვის და პედაგოგის (და არა თამარა მაისურაძისნაირის) ფსიქიკას.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
17.09.2011 23:16
ლიი, ძვირფასო, მანდატურს დავარქმევთ თუ ქართულის მასწავლებელს, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ადამიანი, რომელიც არასრულწლოვნებთან მუშაობს, მათზე ზრუნავდეს და მათში სრულფასოვან ადამიანებს ხედავდეს.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
17.09.2011 23:01
ავტორი: GERMANE
17.09.2011 21:07

გერმანე როგორ არ დაუდგა. დაუდგა პროფკავშირები ვისი საქმეცაა, თანაც კერძო კომპანიის ინტერესებს პოლიცია, რომ იცავს ესაა მნიშვნელოვანი. ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა და ისევ ხელისუფლებსთან მიდის კუდები. მთავარი ესაა.
საკუთარი მუშები გაარკვევდნენ კომპანიასთან პროფკავშირების დახმარებით საქმეს, ეს ხომ არ იყო პოლიტიკური მოთხოვნები? მაგრამ არა სახელმწიფომ პოლიცია გაგზავნა, რომ დააშინოს და დაშალოს. თანაც ხელწერილებს აწერინებენ, რომ აღარ გაიფიცებიან, პოლიცია აწერინებს.
ქართული პოლიცია ხელს უწყობს მონებად იქცნენ საკუთარი მოქალაქეები.
არასამთავროები კი იცავენ, უბრალოდ იმდენია დასაცავი საქართველოს ყველა მოქალაქე არასამთავრობოში, რომ გაერთიანდეს არ ეყოფა. ისეთი რაოდენობით და სისწრაფით ირღვევა ყველას უფლებები.
მოძალადე ხელისუფლებაა. ამის გამო კი ყველა მათი გაკეთებული არაფრისმანქნისია, არც დაგებული, არც ანთებული და არც აშენებული. ესენი იმათ მოსწონთ ვისაც ჯერ არ შეხებია ძალადობა და უსამართლობა, რომ შეეხება მერე გვიან იქნება, რადგან ყველა დაშინებული იქნება, ამას კი ერთეული არასამთავროები არ ეყოფა. პირიქით უფრო ბევრი არასამთავრობო უნდფა შეიქმნას და უფრო მეტი დაფინანსდეს. ეს დაეხმარება საზოგადოებას.

ავტორი: GERMANE
17.09.2011 21:07
ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
17.09.2011 11:46

სწორი ხარ ბლად, სადავო რაა - მიტინგებს გერმანიაშიც შლიან, მაგრამ ამას თავისი "კუდი" მოჰყვება ხოლმე - საჯარო დისკუსია, ერევა დამოუკიდებელ ადვოკატთა კავშირი, დგება კრებითი სასჯელები - თუ რათქმაუნდა კანონის უფლება არ იქნება დაცული.
საქართველოსი კი - ვინ დაუდგა ამ ხალხს გვერდით? არც პოლიტიკა, არც ადვოკატთა ასოციაცია და არც არასამოთავროები.
ესაა ცემტვის გაურკვეველი.

ხალხი, რომელიც უცხოეთიდან ფულს ირებს საქართველოში დემოკრატიისათვის, კონკრეტულად და ფიზიკურად არ უდგას ასეთ სიტუაციებში ხალხს გვერდით - იმის შისიტ, გრეანტიო

ავტორი: ნანა
17.09.2011 19:49
დღეს მინისტრმა ერთი სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვი კერძო სკოლაში სწავლის უფლებით დააჯილდოვა .რა გამოვიდა .მთელი ამ წარმატებული რეფორმების მიუხედავად კერძო სკოლა ბევრად ჯობია საჯაროს და ამას თავად მინისტრი აღიარებს .ფიცი მწამს ,ბოლო მაკვირვებს.

ავტორი: ირმა
17.09.2011 18:04
ავტორი: ია ანთაძე
16.09.2011 22:59
ირმა, ბოლო წინადადებას მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ, რომ თქვენი აზრია პოლიტიკოსზე. აზრი კი, კანონის თანახმად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ეს განმარტება თქვენთვისაც დავწერე და სხვისთვისაც. ისე, საკმაოდ უხეში ნათქვამია, ამასაც ვადასტურებ
.........

პოლიტიკოსების დახასიათება მხოლოდ აკადემიური ქართულით უნდა ხდებოდეს? თანამედროვე ინგლისურით უკეთესი ხომ არ იქნებოდა? უხეში ტონი გამიგია მე,სიტყვაც თუ უხეში შეიძლებოდა ყოფილიყო არ მეგონა..და მაინც რა არის უხეში სიტყვა,ცუდ თვისებებს რომ გამოხატავს? ჭკვიანი კარგი სიტყვაა და სულელი უხეში?...თუ მასეა კიდევ მეტი სიუხეშე ყოფილა საჭირო..

ავტორი: ირმა
17.09.2011 17:54
ავტორი: ია ანთაძე
16.09.2011 22:59
ირმა, ბოლო წინადადებას მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ, რომ თქვენი აზრია პოლიტიკოსზე. აზრი კი, კანონის თანახმად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ეს განმარტება თქვენთვისაც დავწერე და სხვისთვისაც. ისე, საკმაოდ უხეში ნათქვამია, ამასაც ვადასტურებ.

...............

ქალბატონო ია,დორბლიანი არის ქართული სიტყვა და სრულიად გამოხატავს იმას რისი თქმაც მინდოდა.

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Georgia
17.09.2011 12:53
ავტორი: ლიი
17.09.2011 00:59
ავტორი: ია ანთაძე
17.09.2011 01:05
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24330360.html
სკოლაშიმანდატურების ყოფნა ხელს უშლის მოსწავლეების ინტეგრირების შესაძლებლობას ერტმანეთთან.
ბავშვები ისე დაამთავრებენ სკოლას როისინი ცივები იქნებიან ერთმანეთის მიმართ, მასწავლებლების მიმართ . მანდატურებს დიდობაში სუ ფურთხის ღირსად რო ჩათვლიან ამაზე არაფერს ვამბობ.

ესინტეგრაცია თუ ასეთს ექნებოდა ადგილი როგორც ჩემს მიერ მოყვანილ რადიოთავისუფლების ლინკზე წერია სოციალური კაპიტალია რომელიც დიდობაში ითარგმნება ფასეულობაში რომელიც უკვეფულად ერთეულში გამოიხატება. ყველა დონეზე ხდება კონვერტირება ამ ლკაპიტალის მატერიაში მატერიალიზაცია ხდება.
ესაა ასევე სწორად და გაუყალბებლად ჩატარებული არჩევნები ,ასევე თანამშრომლობა ბიზნესში ,ნდობა ერთმანეთის მიმართ რომელიც რაც დრო გადის აკლია საზოგადოებას.

მოკლედ მარტო ის არარის საზრუნავი რომ მოსწავლემ არდაჭრას მეორე ,შატალოები და დაგვიანებები როგორც მოსწავლეების ისევემასწავლებლების ხომსაერთოდ არაა საზრუნავი . საერთოდ
არანაირი კორელაცია არ ექნება ამ ფაქტორებს ბავშვის გაზრდისას .

მოკლედ ბავშვებს ყოველთვის ახსოვთ მანდატურთან დაბეზღებები ღრმა სიბერემდეც კი . ტყუილ უბრალოდ ამისი პროვოცირება
გვიან გამოიღებს თავის უარყოფით შედეგებს...

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
17.09.2011 11:46
ვინ იძახდა აქ, მიშას გადადგომით კი არა კონკრეტულ თემებზე უნდა იყოს პროტესტიო? სოციალურ საკითხებზეო?
ა ბატონო, ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ მოთხოვნებით და პოლიციამ დაარბია. ხომ ხედვათ, როგორ იცავს საკუთარ ბიზნესმენებს სახელმწიფო და ატერორებს მუშებს?
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24330324.html
აბა გერმანე ამ დროს გერმანიაში რა ხდება?

ავტორი: ლიი
17.09.2011 00:59
გამარჯობა ია,
სტატიაში "საფრთხის განცდით დახუნძლული უსაფრთხო სკოლა" ვერაფერი სახარბიელო ვერ ამოვიკითხე, მაგრამ არც ის იყო სახარბირლო, რაც ჩემი სკოლაში სწავლისას ხდებოდა.
დღეს მოზარდი გოგოების ჩხუბს და ლანძრვას გაიგებ ისეთს, რომ ქუჩის ყოჩი-ბიჭებისაგანაც კი არასოდეს გამიგია.
მე ვისურვებდი, რომ, ვთქვათ, მანდატურის სკოლა დახვეწილიყო, მაგრამ თუ თვითნ მადნატურები არ დაიხვეწებიან, საქმე წინ ვერ წავა. ამაზე პირველ რიგში იმან უდბა იზრუნოს, ვინც წამოიწყო მათი დანიშვნა. მანამდეც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სკოლაბი.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
17.09.2011 01:05
ძვირფასო ლიი, გეთანხმები, სკოლაში ბევრი რამ ძალიან ცუდი ხდებოდა. მაგრამ ახლა სკოლა მთლიანად იზოლირებულია საზოგადოებისგან. არც კი ვიცით, სინამდვილეში რა ხდება სკოლებში. და ეს ცუდზე ცუდია.

ავტორი: ია ანთაძე
16.09.2011 23:01
თუ გაინტერესებთ, რა ხდება საჯარო სკოლებში, არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ეს სტატია: "საფრთხის განცდით დახუნძლული უსაფრთხო სკოლა".

http://www.kalmasoba.com/sazogadoeba/514-safrthkhis-gancdith-dakhundzluli-usafrthkho-skola.html

ავტორი: ირმა
16.09.2011 22:56
ავტორი: გამვლელი საიდან გვწერთ: თბილი ქვეყნებიდან
15.09.2011 23:58
ჩამოვყალიბდი მგონი - ჩვენ იმიტაციური სახელწიფო ვართ. სახელმწიფოს იმიტაცია. იმიტომაც მცირდება პერმანენტულად ტერიტორია, იმიტომაც არ გვაქვს საზღვარი დემარკირებული არცერთ (!!!) მეზობელთან, იმიტომაც ქვია გოკა გაბაშვილს პოლიტიკოსი და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

პოლიციურ სახელმწიფოებს კიდევ რა უჭირთ, ტერიტორიას მაინც ინართუნებენ, თვაისი ჩლუნგი მეთოდებით.
.....................

გეთანხმებით სრულიად..აბა გოკა გაბაშვილი რა პოლიტიკოსია.პუტკუნა მამიკოს დორბლიანი ბიჭი..
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
16.09.2011 22:59
ირმა, ბოლო წინადადებას მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ, რომ თქვენი აზრია პოლიტიკოსზე. აზრი კი, კანონის თანახმად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ეს განმარტება თქვენთვისაც დავწერე და სხვისთვისაც. ისე, საკმაოდ უხეში ნათქვამია, ამასაც ვადასტურებ.

ავტორი: ია ანთაძე
16.09.2011 22:41
მეგობრებო, დამდეგი კვირის ორშაბათს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარი იქნება ფსიქოლოგი დალი ბერეკაშვილი. იგი ისაუბრებს თემაზე: „სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა - გარემოზე ზრუნვა, შეცდომა თუ დანაშაული?“ თითოეულ თქვენგანს შეუძლია, კვირა საღამოს ჩათვლით გამოგზავნოს შეკითხვები და მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორია ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს უნიკალური ბუნების მიმართ – მზრუნველი, მომხმარებლური თუ გულგრილი? თქვენს შეკითხვებს ქალბატონი დალი ბერეკაშვილი „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში უპასუხებს ორშაბათს, 18.30–დან.

ქალბატონი დალის საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატია (თუ ჩანაწერი) აქ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე. თუ დაინტერესდებით, ადვილად იპოვნით.

ავტორი: გამვლელი საიდან გვწერთ: თბილი ქვეყნებიდან
15.09.2011 23:58
ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
15.09.2011 22:29
პოლიცია ვის ინტერესებს უფრო მეტად უნდა იცავდეს ქარხნის თუ მუშის?!სწორედ ეს არის პოლიციური სახელმწიფო!!!

ჩამოვყალიბდი მგონი - ჩვენ იმიტაციური სახელწიფო ვართ. სახელმწიფოს იმიტაცია. იმიტომაც მცირდება პერმანენტულად ტერიტორია, იმიტომაც არ გვაქვს საზღვარი დემარკირებული არცერთ (!!!) მეზობელთან, იმიტომაც ქვია გოკა გაბაშვილს პოლიტიკოსი და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

პოლიციურ სახელმწიფოებს კიდევ რა უჭირთ, ტერიტორიას მაინც ინართუნებენ, თვაისი ჩლუნგი მეთოდებით.

ავტორი: გამვლელი საიდან გვწერთ: თბილი ქვეყნებიდან
15.09.2011 23:51
ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
15.09.2011 22:29
პოლიცია ვის ინტერესებს უფრო მეტად უნდა იცავდეს ქარხნის თუ მუშის?!სწორედ ეს არის პოლიციური სახელმწიფო!!!

ცდებით ბატონო, პოლიციური სახელმწიფო იყო ჩილეში. ჩვენთან, ძალიან რბილად რომ ვთვათ დეფექტური სახელმწიფოა :( ჩილეს ეკონომიკა მაინც მიდიოდა წინ პინოჩეტის დროს და ჩვენთან ეგეც არ ხდება. ნუ მივაყენებთ შეურაცყოფას პოლიციურ სახელმწიფოებს.

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: ფილადელფია
15.09.2011 22:59
სხვას მივმართავ შორიდან.
თქვენს დაკოპირებულში, ალგორითმი განმარტებულია მათემატიკაში და კომპიუტერულ მეცნიერებაში. ამ ბლოგში, ავტორი, ამ სიტყვის ანასახს იყენებს. როგორც თქვენი დაკოპირებული განმარტებით მოცემული ალგორითმის ანასახის განმარტება, მისაღები და კარგია ავტორის მიერ მოცემული ალგორითმის განმარტება.

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
15.09.2011 22:29
პოლიცია ვის ინტერესებს უფრო მეტად უნდა იცავდეს ქარხნის თუ მუშის?!სწორედ ეს არის პოლიციური სახელმწიფო!!!

,,ქუთაისში მდებარე ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო "ჰერკულესთან" საპროტესტო აქციის 150 მონაწილეს პოლიცია არბევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს, ამ წუთებში საწარმოს შესასვლელთან სამართალდამცავები 20-მდე მანქანით არიან მისულები.
ერთ-ერთი მოშიმშილე, გოჩა დარჯანია აქციის დარბევის დროს პოლიციამ დააკავა და ის მანქანაში ჰყავთ იზოლირებული. რაც შეეხება იმ ავტომობილს, რომელშიც მოშიმშილეები ღამეს ათევდნენ, სამართალდამცავები საჯარიმო ავტოსადგომზე უპირებენ გადაყვანას.
საწარმოსთან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოითხოვნით 4 მეტალურგი მესამე დღეა შიმშილობს''
http://www.interpressnews.ge/ge/politika/179022-moshimshile-metalurgebis-aqcias-policia-arbevs.html

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
15.09.2011 20:13
დიდი მადლობა გელა მთივლიშვილს. მიბაძეთ ჟურნალისტებო!

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Georgia
15.09.2011 18:10
ავტორი: GERMANE
15.09.2011 01:26
და რაგანსხვავებაა ის არაა მნიშვნელობვანი?
გამოგდით რო ყველაგერი საერთოა მათ შორის. ვინც ამბობს რო მიშა ეშმაკია და ვინც ამბობს რო ღმერთია .
ბოლო ბოლო ის შუაწელის ხალხი ვინც ართვლის არცერთს აქედან რამდენნი არიან და მათ მიშას ყოფნა უნდათ ,მიშას წასვლა თუ მათთვის სულერთია?

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
15.09.2011 08:51
ავტორი: GERMANE
15.09.2011 01:26


"შენ ასე ამბობ - რახან მე ვთვლი, რომ მიშა არაა ის დიდი პიროვნება, რომლის ხელსიც მართლა ყველაფერია, მიშა არაა ის პიროვნება, რომელსაც უნდა ვაღმერთებდეთ (ან ეშმაკად ვნათლავდეთ - ეს სულერთია) - გამოდის რომ მე არ მინდა მისას მოცილება."

სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რას წერ. მიშა პიროვნება არაა გერმანე, ის სისტემაა რომელსაც პირობითად მიშა ქვია. თორემ ეს კონსტიტუციაა, დატერორებული ტელევიზიებია, პოლიტიკური პოლიციაა, ერთპარტიული პარლამენტია, დანიშნული გუბერნატორებია, პარტიული ბიზნესია, უსამართლო სასამართლოა და ტყუილი, ტყუილი ტყუილი.
ეს შენ არ გინდა მიშას მოცილება, რადგან თვლი, რომ საზოგადოება არაა ისეთ დონეზე თავისუფლება შეირგოს. ამიტომ მიშა ცუდია, მაგრამ ის საჭიროა ამ ეტაპზე. თვლი რომ გზა რომელსაც მიშა ადგას ის მაინც ევოლუციისკენ მიდის, საზოგადოების ევოლუციისკენ და სხვას ეს არ შეუძლია. ქართველებს(ნავთობმაგნატებს, რელიგიურებს და სხვა) ძალით თუ მიათრევ ევროპასთან.
მაგრამ სცდები გერმანე, ძალიან სცდები. ევროპასთან კი არა ლათინური ამერიკასთან თუ მივედით დიდი წარმატება იქნება. საზოგადოებაც ძალით არ აშენდება. ძალით კონფორმისტების არმია იზრდება, რაც მომავალში ვერ იქნება საფუძველი შეიქმნას თავისუფალი ადამიანი. თავისუფალ ადამიანს სამართლიანობა ზრდის.
შეიქმენება სახელმწიფო სადაც უგვანი, არაიდენტიფიცირებული მასა იცხოვრებს ბოსების მმართველობის ქვეშ. ეს ბოსები კი ახალი ქართველი სინგაპურელები იქნებიან. ყველაზე მაგარი კონფორმისტები კი მათი ნების აღმასრულებლები. თავისუფალი ადამიანი კი ან ჩარეცხილი იქნება ან ემიგრანტი.

ავტორი: ანონიმი
15.09.2011 03:09
http://www.youtube.com/watch?v=HrfX7k8EOy8&feature=player_embedded

ავე სოლომონ! (იგივე ავე მარია)

ავტორი: ანონიმი
15.09.2011 02:54
ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
14.09.2011 23:14

მაინც რას გვირჩევ და რატომ?
აუ, რა ბნელი ნაციაა ეს ბლოგი!

ავტორი: ანონიმი
15.09.2011 02:05
..."სამოქალაქო სექტორი ჩვენთან რეალურად არ არსებობდა, რადგანაც, ხალხის აზრს კი არ გამოხატავდა, არამედ, ავანგარდი, ელიტა იყო..."
ელიტა კი არა, ნიჭიერი გოიმების კრუჟოკი იყო!

ავტორი: GERMANE
15.09.2011 01:26
ბლადი,

აი ეს კი სუფთა სოლომონების სტილია რაც დაწერე და ახლა მაინც მიხვდები, თუ ვის ვგულისხმობ ზოგადად სოლომონებში.
სამწუხაროდ შეც სოლომონი ყოფოლხარ:
შენ ასე ამბობ - რახან მე ვთვლი, რომ მიშა არაა ის დიდი პიროვნება, რომლის ხელსიც მართლა ყველაფერია, მიშა არაა ის პიროვნება, რომელსაც უნდა ვაღმერთებდეთ (ან ეშმაკად ვნათლავდეთ - ეს სულერთია) - გამოდის რომ მე არ მინდა მისას მოცილება.

ესაა სოლომონობა - მეტი არფერი და ესაა მიშისტობაც - მეტი არაფერი. რახან ადამიანს სხვა აზრი აქვს და გამოსავალს კომლექსურ ბრძოლაში და არა ერთი კაცის ან გაღმერთებაში ან გაეშმაკისებურებაში ხედავს - მასინ ეს პიროვნება მორალატეა - ანუ ან მიშისტია, ან რუსეთის აგენტია და ა.ს.

ბლადი ბატონო - როცა თქვენ პირადად დაინახავთ, თუ რაა საერთო თქვენსა და მისისტსა და სოლომონისტებს სორის და საერთოდ -ისტებს სორის - აი მაშინ შეგეძლებათ მიშასნაერებისაგან თავის დაღწევა.
როცა თქვენ ბლად პირადად და თქვენისთანები ამგვარ აზროვნებას მოეშბვებით - მაშინ გეშველებათ

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
15.09.2011 00:09
ამბობენ გეგენავას ბიზნესები ბაქრაძის მამამ აახიაო.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
14.09.2011 23:14
ყველას გირჩევთ წაიკითხოთ!

http://www.shokoladi.ge/node/1760
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
14.09.2011 23:20
დიდი მადლობა, ბლად!

ავტორი: შემოდგომა
14.09.2011 12:58
თავისუფლებაზე საუცხოო ბლოგებია!

მაშინ ეგრე უნდა ავღნიშნოთ ხოლმე, არა, "კიდევ სხვავ"?
და ამით ეს მშვენიერი სიტყვაც, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით უფრო ქართველის ფანტაზიაზე და კეთილგანწყობაზე მიუთითებს, ჩავხარშოთ დღევანდელი ქართული პროვინციალიზმის და თვითლიკვიდირების თუხთუხა ქვაბში. მოურიეთ კარგად, ძირი არ მიგეწვათ, მაგისთანა ფელამუშები ჭამეთ მერე პროვინციალურ სოროებში ბლოგის (სუპერ გრძელ) ჩურჩხელად ამოვლებული.

ავტორი: გარედან
14.09.2011 12:48
მაშინ თქვენი 2 ალგორითმა გამოდის "მამის მოკვლა" და "მამის გაღმერთება". ასე არაა? აქვე წერთ დაახლოებით განმარტებას - "მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას."
ე.ი. ამოცანაა "მოკვლა" და ალგორითმებია ამ მოკვლისკენ სვლა, თუ მაინც როგორაო? თანაც მაინტერესებს, ეს ამოცანად ვინ დასვა, გოგი გვახარიამ?

ავტორი: კიდევ სხვა საიდან გვწერთ: შორეთიდან
14.09.2011 11:45
ავტორი: სხვა საიდან გვწერთ: შორიდან
14.09.2011 01:19
გენაცვალე, იამ ორივე ცნების განმარტება დაგიწერათ გასაგებად. ვიკიპედიიდან კოპირება არ გაუკეთებია. იქნებ, გადმოგეთარგმნათ ქართუად. დიდი შრომაა?ინტერნეტიდან გადმოღებულ დეფინიციებს რომ დებთ აქ , ვის რაში ჭირდება, თუ ჩვენ ვერ ვიპოვიდით?

სიტყვა "საუცხოო" ზუსტად განმარტავს ქართულ ბუნებას. მთელი სიტყვის კონიდან მხოლოდ ეს სიტყვაც საკმარისია გაერკვე ქართულ ბუნებაში, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართულ პროვინციალიზმს.

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
14.09.2011 08:42
DIVER SIFIRA A KAცIA

ნოოსფერო, ნოესფერო,
უფერო და იისფერო,
იასამნის სამაია,
სამაისო სარაია...
დაირია, რავარია,
დაირა და დარაია,
ავარია, ვავა, ვავა,
ვივა, ვივა, ფიდელია...
ოფელია, ო, ფედია,
ბედი, ბედი, ო, ბედია,
ბადეს თევზი და თევზს თავზე
ახურია, არ ახარებს...

ვერ იხარებს, გაიხარებს,
ხერხმა ხერხით უნდა ხერხოს,
ხმაურით და ხვავრიელით
ხარო ხორბლით ახვარხაროს...

ახვარი და მოხეული
მიხვეული, მოხვეული,
ახვეული, ჩახვეული,
გახვეული, შეხვეული...

და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ:

ოპტიმალიზმი, ანიმალიზმი,
გლობალიზმი და მინიმალიზმი,
იმპერატიზმი ქე ეროვნული...
და ალგორითმი პარადიგმული!..

ავტორი: ანონიმი
14.09.2011 02:29
მაგაზე კამათი დამეზარა...

ავტორი: სხვა საიდან გვწერთ: შორიდან
14.09.2011 01:19
პარადიგმის განმარტება: The word paradigm (play /ˈpærədaɪm/) has been used in science to describe distinct concepts. It comes from Greek "παράδειγμα" (paradeigma), "pattern, example, sample"[1] from the verb "παραδείκνυμι" (paradeiknumi), "exhibit, represent, expose"[2] and that from "παρά" (para), "beside, beyond"[3] + "δείκνυμι" (deiknumi), "to show, to point out".[4]

The original Greek term παράδειγμα (paradeigma) was used in Greek texts such as Plato's Timaeus (28A) as the model or the pattern that the Demiurge (god) used to create the cosmos. The term had a technical meaning in the field of grammar: the 1900 Merriam-Webster dictionary defines its technical use only in the context of grammar or, in rhetoric, as a term for an illustrative parable or fable. In linguistics, Ferdinand de Saussure used paradigm to refer to a class of elements with similarities.

The word has come to refer very often now to a thought pattern in any scientific discipline or other epistemological context. The Merriam-Webster Online dictionary defines this usage as "a philosophical and theoretical framework of a scientific school or discipline within which theories, laws, and generalizations and the experiments performed in support of them are formulated; broadly: a philosophical or theoretical framework of any kind."[5]

ალგორითმის განმარტება: In mathematics and computer science, an algorithm Listeni/ˈælɡərɪðəm/ is an effective method expressed as a finite list[1] of well-defined instructions[2] for calculating a function.[3] Algorithms are used for calculation, data processing, and automated reasoning. In simple words an algorithm is a step-by-step procedure for calculations.

Starting from an initial state and initial input (perhaps empty),[4] the instructions describe a computation that, when executed, will proceed through a finite [5] number of well-defined successive states, eventually producing "output"[6] and terminating at a final ending state. The transition from one state to the next is not necessarily deterministic; some algorithms, known as randomized algorithms, incorporate random input.[7]

ავტორი: სხვა საიდან გვწერთ: შორიდან
14.09.2011 00:53
არასწორია - "ორი ალგორითმი"
სწორია - "ორი პარადიგმა"
გამოვიყენოთ სწორი ტერმინოლოგია
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
14.09.2011 00:54
ალგორითმი — იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას.

პარადიგმა – წესი, კანონი, რომლის მიხდვითაც ეწყობა გარემო, რომლის მიხედვითაც ჩვენს გარემოში რაღაცა ხდება. იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობა (უპირატესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში); აყალიბებს კონსენსუსურ ჩარჩოს ან მოდელს, რომლის შიგნითაც მეცნიერები ოპერირებენ.

ავტორი: ლიი
14.09.2011 00:42
გმადლობთ მოკითხვისვის, ია.
მე დღეს დილით ისე ვიყავი რა, ჩვენი მტერი რომ უნდა იყოს და ახლა უკთესად ვარ. ხვალ კიდევ უკთესად გავხდები და მერე - სულ უფრო კარგად.

ჰო, ბბ კინგი გვახარიასთანაც ოყო შემოსული. იქაც მივწერე, მაგრამ, მგონი, ახლა იქაც აღარ შემოდის :))))) სხვა რა გზაა, სადმე უნდა დავუხვდე.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

სანჩო, თქვენი კომენტარებიდან ძალიან მომწონს თქვენი იუმორი და მახვილგონიერება, მაგრა ბლადის ნუ აწყენინებთ, რა, თორემ, მეც მეწყინება:)

პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
14.09.2011 00:50
ჩვენი მტერი რომ უნდა იყოს, ისე ჩვენი მტერი იყოს. თქვენ კი ძალიან კარგად უნდა იყოთ. დასტურ.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
14.09.2011 00:37
"მე არავინ (ანტი-მიშინსტისტმა) მიპასუხა - აი ვთქვათ მოკვდა მიშა - მერე ყველაფერი მაგრად იქნება? ერთი კაცი ღუპავს და არჩენს საქართველოს?"

გერმანე აი ეს უკვე შენს სტილშია. დიდი ხანია ვიცი შენი დამოკიდებულება. მიშა ცუდია მაგრამ დანარჩენი უარესია, ნავთობმაგნატია, არასამთავროები ფულის გამკეთებლები. ალასანია მიშას კაცია. რესპუბლიკელები უსაქმურები და მრავალი სხვა. ამიტომ ნუ შევცვლით მიშას.

დიახ გერმანე დრეს საქართველოში ერთი კაცის ხელშია ძალაუფლება კონსტიტუციით, კანონებით. თუ რამე გააკეთეს და კანონი არ მოერგო დაჯდებიან და შეცვლიან. ასე ბევრჯერ გაუკეთებიათ.
დიახ გერმანე დღეს საქართველოში ერთი კაცი წყვეტს რა ფერი უნდა იყოს შენობა, ღობე, როგორი სახლი უნდა აშენდეს, ვინ უნდა მოკვდეს ვინ უნდა იცოცხლოს. ვის უნდა ეპატიოს სხვისი სიკვდილია და ვის არა. აქამდე რას ვწერთ არ კითხულობ?
ეგ სენთვისაა ტრაგედია მიშა თუ წავა(მოკვდეს არა, ისიც ადამიანია), ვინ უნდა მოვიდეს რადგან ყველა ნავთობის მაგნატია და ფულის მკეთებელი მიშასგან თუ ამერიკელებისგან. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია მისი წასვლა, დარც რაც მთავრია ვინმეს მოსვლა კი არა ძალაუფლების გადანაწილება. ეს მრავალჯერ დავწერე და ყურადღებას არ აქცევ ან არ გინდა მიაქციო. ძალაუფლების გადანაწილება უნდა მოხდეს. თორემ აუცილებლად მივალთ სამოქალაქო ომამდე.

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
14.09.2011 00:08
მიხეილ სააკაშვილი: მე უკვე დიდი ხანია გასვანებული ვარ
13/09/2011 18:25

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სვანეთს ესტუმრა.
...ვაკეთებთ სწრაფად და ხარისხიანად. ამასობაში, ქართველებმა კი ვისწავლეთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შენება“, - განაცხადა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
...ხშირად ამბობენ, რა პრეზიდენტის საქმეა პრარაბივით აქეთ-იქით სირბილი, გზის შემოწმებადა ყველა ორმოზე ფიქრი... აბა ვისი საქმეა?!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გაგიჟებულ გურულს, რამაზ ნიკოლეიშვილს, რომელსაც არც დღე ძინავს და არც ღამე. პრინციპში გურული იყო, თორე სვანეთში რომ მოხვდები და ჩაისუნთქავ ამ ჰაერს, ეგრევე სვანი ხდები.ეს ნამდვილად ასეა. მე უკვე სამ დღეზე მეტი მაქვს გატარებული და უკვე დიდი ხანია გასვანებული ვარ და თქვენსავით ვაზროვნებ და ვუყურებ ცხოვრებას.
...ხშირად ამბობენ, რა პრეზიდენტის საქმეა პრარაბივით აქეთ-იქით სირბილი, გზის შემოწმებადა ყველა ორმოზე ფიქრი... აბა ვისი საქმეა?!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
-------------------------------------------------------------------------------------

პრინციპში, რაღა კომენტარი უნდა ამ ობროს სიტყვებს, მაგრამ შეუძლებელია „ანტისაბჭოელი„ სააკაშვილისდაკვალად ამაყად არ გაიმეორო ცნობილი საბჭოთა, როგორც ახლა იტყოდნენ, პერიფრაზ–სლოგანი, „ვაკეთებთ სწრაფად და იაფად„/„ვაშენოთ სწრაფად და იაფად!„/!

„...ხშირად ამბობენ, რა პრეზიდენტის საქმეა პრარაბივით აქეთ-იქით სირბილი, გზის შემოწმებადა ყველა ორმოზე ფიქრი... აბა ვისი საქმეა?!“, - აღუნიშნავს ღირსაღსანიშნავ პრეზიდენტს.

პრინციპშიც და არაპრინციპშიც, მართალია სააკაშვილი.

დიახ, აბა ვისი საქმეა, როცა სხვა საქმე არ აქვს?!

და ამასთან, საკუთარივე აღიარებით, გასვენებული ყოფილა, – სხვა, „არასაპრარაბო„ საქმეებისთვის.

ჰოდა, რა გინდათ, თქვე, კაი ხალხო, მაშინ, როცა ყველა თავისებურად ერთობა, ამ პრეზიდენტისხელა კაცს არ აქვს მაინცდამაინც „პრარაბული„ გართობა–მოღვაწეობის უფლება?!

მითუმეტეს, როცა საწყალი „თქვენსავით აზროვნებს და უყურებს ცხოვრებას„!..

სირცხვილი, თქვენი!..

ავტორი: ლიი
14.09.2011 00:05
მოგესალმებით, მეგობრებო,
______________

ავტორი: ავტორი
13.09.2011 16:12
__________________________

ჩემი ანგელოზები არ ვიცი და მე რომ დამფრთხალი ვრჩები სოლომონის ყოველი გზავნილის წაკითხვისას, ამას გარწმუნებთ. ქართველმა ადამინმა შეიძლება ეს ყველაფერი დისტანციაზე და გულგრილად წაიკითხოს? ეჰჰ!
________________
ქალბატონო ია, ბბ კინგი აღარ შემოდის აქ, რაც ჩემი მისამართით დაწერა კომენტარი. პასუხი დროულად ვეღარ მოვწერე, ძალიან დამიგვინდა. მას ჩემდეგ ჩასაფრებული ვარ და აქ ვეღარ ვხედავ. ნეტა, მე ხომ არ ვაწყენინე?
იმედია, ერთხელაც შემოვა.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
14.09.2011 00:13
ლიი, ძვირფასო, მეც მოგესალმებით. იმედია, თქვენსკენ ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება ბბ კინგს, მისი კომენტარები ვნახე გვერდით ბლოგზე, მგონი, გოგის ბლოგზე. იმედია, აქაც შემოიხედავს.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
13.09.2011 23:41
სანჩო პოსტი არ გამოგიტოვია რომ არ გეხსენებინე. დიდი მადლობა, მაგრამ თავს ძალა დაატანე და ზრდილობა გამოიჩინე. უზრდელებთან არ ვაპირებ კამათს არცერთ თემაზე. ბევრი მინახავს შენნაირი.
აქ შეურაცხყოფების წერა არაა გმირობა და ვაჟკაცობა დამიჯერე.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
13.09.2011 23:35
ავტორი: GERMANE
13.09.2011 12:19

გერმანე სოლომონზე ჩემი აზრი გითხარი. თუ ჩემს გამონათქვამებთან დაკავშირებით გაქვს სათქმელი სიამოვნებით მოგისმენ. სოლომონის გამონათქვამებზე სოლომონს ეკამათე.

ავტორი: ავტორი
13.09.2011 21:01
სანჩოს გაუმარჯოს, სანჩოს!
მაგრად ვიხალისე თქვენს ნაწერებზედა. მართლა.
ეს შავგრვრემანი კარდინალი ვინღა, ჰაა?

ავტორი: ანონიმური
13.09.2011 19:24
"ავტორი: ავტორი
13.09.2011 16:26"
ჰო, ვალიდოლს ვსვამთ მაგის მერე :(

ავტორი: ანონიმი
13.09.2011 16:48
იდენტიფიცირებულია როგორც ბოღმა, დემაგოგი და ია ანთაძის კოჭის გამგორებელი გამოყენების მიზნით. მაგის თვალების იდენტიფიცირება ვის რაში აინტერესებს.

ავტორი: ავტორი
13.09.2011 16:26
ჰა, ანონიმურო გერმანეებო და მისთანებო, დაგიფრთხოთ სოლომონმა ანგელოზები?! მასსსე!

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
13.09.2011 16:26
ახლა ვნახე ,,შრომის კოდექსი’’,სადაც წერია:,, გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველ’’და მით უმეტეს პროფკავშირებთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გათავისუფლება!!!
http://www.parliament.ge/_special/kan/files/1909.pdf

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს
http://netgazeti.ge/GE/73/News/6054/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%A1[video].htm

ავტორი: ავტორი
13.09.2011 16:12
ავტორი: NATIA
რა ხარ, ნათია, რა ხარ. შენ რომ არ იყო, აქამდე დღეში შვიდჯერ აგვაფეთქებდნენ.
ერთი, შენი თავი გამაცნო. თუნდაც ლონდონში.

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
13.09.2011 14:47
დასასრული/აუუჰ!/.

შემოვედი იმედიანადა, მხიარულადა, ვიფიქრე, იმ... საცოდავი ბლადის პასუხი დამხვდება, ერთი კარგად, გემოზე გავერთობი და ვიცინებ კიდე უფრო მხიარულად–მეთქი და... ა, ხომ ხედავ, მოვფინე კლავიატურაი მარგალიტებივით ცრემლებითა, ცხელებითა და ოხშივარავარდნილებითა, მსუყეებითა... უი, მართლა, მოვკვდი კაცი შიმშილითა, მთელი ორი საათია არაფერი მიგემნია!..

თქვენ თუ არა, აბა ვინ/ხო კარგადაა გვახარიაი, სადაა ახალი ბლოგი?! არ გაუგია, ბრუნდება მგონია პრინციპული და შეურყეველი ვითარცა სალი კლდეი სტურუაი იმავ თეატრშიდა, თავს რო იკლავდა, კახპა ხო არა ვარ ეს ამოდენა კაცი, უკან მივბრუნდეო, და მთელი თვეა ყირაზე რო გადადის მაგის გულისთვისა სრულიად არასრული საქართველოი!/ იცით, თუ რა ტკბილია დამშეულზედა ქართული ცასავით ღრმა მათლაფაში ჩაბუჟბუჟებული კაკლი მურაბაი!..

სცადეთ თქვენცა!..

შენცა, შე საცოდავო ბლადი, მერე ვინ გაჭმევს ამ ნუგბარებსა იმ ოხერ ეგვიპტეშიდა!

მეტი არა, შენ იქ სულთანი კი არა, იანიჩრების კაპიტანიც ვერ გახდე, ჰაა–ჰაა ფელდფებელობამდე გაქაჩო!

შენცა, გერმანე, რო გადაყევი მანდა ღორის თავებსა და შნაპსსა!

ეჰ, ვინ იცის, როგორ გენატრება თუშური ყველი!..

მანდ რამ წაგიყვანა ან ვინ გაჩერებს, ან ვით ჩერდები, შე ნოსტალგირებულო, შენა, ჰაა?!

ოი, შენი ცოდვა დაედოს ამ გამყიდველ მიშიკოსა თავისი შავგვრემანი კარდინალის ჩათვლითა, ჰაა!..



ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
13.09.2011 14:45
გაგრძელება.

რასაც მოჰყვება თავფეხიანად აღშფოთებული სოლომონის, რასაკვირველია, მორიგი ღია და მრისხანე წერილი ჯონ /ა/ბასისადმი, მიშას ამ „მორიგი, საზიზღარი და გამყიდველური ნაბიჯის„ წინააღმდეგა! მაშაა!.. ანუ ვაშაა სოლომოის მოხერხებასა/ეჰ, მეცოდება მაინცა ის საცოდავი ბლადი! ადამიანისშვილია, ბოლოსდაბოლოსა, ნაურუელი კონტრადმირალისა ხო არა!/!..

და შევიწმინდოთ ჩვენ აქ ცრემლები!.. ვახსენოთ, ძმებო, ფრენდთა სახელი! გაყიდულების!.. გადაყიდულების!.. მართლა და მართლა, სუყველა ხომ არ იქნება სულთან, ვეზირი, ხონთქარ!.. ვინ იცის, ვის რა მოელის ბედი!.. და როცა ერთხელ, ეგვიპტის სტეპში, ბლადი, გერმანე დაერევიან ერთმანეთს ხმლებით, – არა არაბი, ან გერმანელი, ორივ ქართველი, ორივ გურული, დაიძახებენ: ძირს სოლომონი, ეგ გამყიდველი! ასე იაფად რატომ გაგვყიდაშ ვიყიდებოდით როცა ათმაგად!
და შევიწმინდოთ ჩვენ აქ ცრემლები!..
ვახსენოთ, ძმებო, ფრენდთა სახელი!
გაყიდულების!..
გადაყიდულთა!..

მართლა და მართლა,
სუყველა ხომ არ იქნება სულთან,
ვეზირი, ხონთქარ?!.


ვინ იცის, ვის რა მოელის ბედი!..

და როცა ერთხელ, ეგვიპტის სტეპში,
ბლადი, გერმანე დაერევიან ერთმანეთს ხმლებით, –
არა არაბი, ან გერმანელი,
ორივ ქართველი, ორივ გურული,
დაიძახებენ: ძირს სოლომონი,
ეგ გამყიდველი!
ასე იაფად რატომ გაგვყიდა,
ვიყიდებოდით როცა ათმაგად!..

ეჰ, ნატია, ნატია!..
შენ რა გითხარი!
ეს რა დღეში ჩამაგდე/მადამ?! მადმაზელ?!/!


ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
13.09.2011 14:39

ავტორი: NATIA
13.09.2011 04:16

სანჩო, წავიკითხე თქვენი კონტრლექსი და მივხვდი რომ თქვენ კონტრადამიანი ხართ !
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ესეც ასე!..

არადა, ბედი არ გინდა?!

იმ სოლომონმა, კიდევა, ამ ნატიას „სასტავში„, ანუ მიშისტებში რომ გამიყვანა!

სოლომონის იმისთვის, რა ჰქვია... ნუ, შევარდნაძის გოშიას რომ ეძახდნენ... მოკლედ, დებილი/სამედიცინო ტერმინია!/ ბლადისთვის რომ გეკითხათ, ჩემი „პოემები„ თურმე „უინტერესო და უაზროა„!..

შე... ესე იგი, მამაცხონებულო, რა „უაზრო„, ვერა ხედამ, მაგ შენი დასაფსები თვალებითა, მიშიკოს თაყვანისმცემელ/როგორც პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწისა, რაღა თქმა უნდა!/ ნატიასა ტავისი ტვინდატვალხატულა მიშიკოს საწინააღმდეგო იმდენი აზრი აღმოუჩენია იმ ჩემს პატარა „პოემაშიდა„, ტავიდან ტერფამდე იმოტენად შეუძრავს და შეუძრწუნებია, ანტიმიშსტობას ვიღა ჩივის, მთლად ანტიადამიანად გამომაცხადა სოლომონის ვერსიით ეს ცნობილი „მიშისტი„!

ეხლავე გამომიყვანოს იმ... სოლომონმა იმ „სასტავიდანა„, თორემა მთელ ქვეყანას ვაუწყებ, რომ სინამდვილეში სოლომონ თერნალი კი არა, შავგვრემანი კარდინალია მიშიკოს კარზედა!..

ჰოდა, ერთხელაცა, ამ შავგვრემანმა დიდძალი თანხა წააგო პოკერშიდა თავის თეთრუკელა ხაზეინთანა.

რა უნდა ექნა. ნაღდი ფულის მიცემა, რასაკვირველია, არ იკისრა ამ ქვაწვიამა.

ბევრი არ უფიქრია/სადა ჰქონდა მაგდენი დრო და თავი/, ახტა, დახტა ფეისბუქშიდა სოლომონ ტერმინატორის, ესე იგი, ტერნალის კლიჩკიტა, გაიჩიტა ფრენდები...

მრავლდებიან ნელა–ნელა ის ფრენდებიცა/მეტი რა საქმე აქვთ იმათაცა!/...

10. 000 სულამდე როგორც კი ავლენ, ადგება ეს ვერაგიცა, ჩააბარებს სუყველასა ვანოს კანტორაშიდა.

ვანოიცა დაუძახებს სახელგანთქმულ და გამოცდილ გამყიდველ–გადამყიდველ ბენდუქიძესა!..

ბენდუქიძეიცა, წაასხამს, რა თქმა უნდა დაუყოვნებლივა და მკვირცხლადა იმ საცოდავებსა/ბლადსაცა, მათ შორისა, ამ საცოდავ დებილსა/, სტამბოლის ბაზარზედა და, აბა, თქვენ თუ არა, მაშ ვინ/გადარჩება გვახარიაი ბეწვზედა, არა მგონია იმ ფრენდებში იყოს!/ იცის, რა იქნება შემდეგა:
უზალთუნების ჩხრიალი, მერე იმ უზალთუნებითა გრიალ–შლიგინი მიშასი, ვანოსი, კახასი...

კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8

სხვა მასალები

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

აუდიო „რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“

საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე.
გაგრძელება

აუდიო არჩილ სულაკაურის თბილისი და თბილისელები

არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებში“ შესული 14 ამბავი ამ სახით მისმა ვაჟმა, ლაშა სულაკაურმა გააერთიანა და შარშან გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ.
გაგრძელება

აუდიო რადიოჟურნალი – 1066-ე გამოშვება

მეათე სტუდიაში მიგიწვევთ გერმანელი ხელოვანის, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში მოღვაწე, მოდის ილუსტრატორის მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენაზე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული