უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

საქმე

05.02.2010
საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს არ იწყება. ის კალენდარულ ახალ წლამდე ორი კვირით ადრე იწყება და ძალიან დიდხანს გრძელდება.

შეგახსენებთ: 17 დეკემბერი - ბარბარობა, 25 - შობა (იმათი), 30 - კორპორაციული წვეულება (რა თქმა უნდა, თუ უმუშევარი არ ხარ); 1 იანვარი - ახალი წელი, 2 - ბედობა, 7 - შობა (ჩვენი), 14 - ძველი ახალი წელი, 19 - ნათლისღება, 27 - ნინაობა, 32 (ან სადღაც მის ირგვლივ) – ჩინური (ან სადღაც მაგ რეგიონიდან) ახალი წელი...

ეს ყველაფერი როგორც იშიფრება, ალბათ, კარგად იცით: ღვინო, შამპანური, კონიაკი, ლუდი (პახმელიაზე), ჭაჭა (ხაშთან), ვისკი, გოზინაყი, ჩურჩხელა, შოკოლადი, საცივი, ბაჟე, გოჭი, ხალადეცი, ხიზილალა, კუპატი, ხაში (ჭაჭა), ქონი, ცხიმი, ქოლესტერინი; ერთნაირი სადღეგრძელოები, ერთნაირი ხუმრობები, ჭორები, სიფათები; ტელევიზორში ბავშვობიდან გაზეპირებული ფილმები, ბენი ჰილი, მისტერ ბინი, ერიკ კლაპტონი, ელტონ ჯონი, ჯო კოკერი, The Rolling Stones, Jingle Bells; სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავენ, ბანკები, ფარმაცევტული ფირმები, სამშენებლო, სადაზღვევო, დეველოპერული კომპანიები, რესტორნები, ტურ-ოპერატორები, ორგანიზაციები, რომლებიც ტელეკამერების წინ ხეებს რგავენ და მრავალი სხვა. თანაც, ეს ყველაფერი თითქმის ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში... ხომ შეიძლება კაცმა გარეკოს?! მით უმეტეს, რომ შარშანაც ასე იყო, შარშანწინაც, იმის წინაც.... ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ყველა ჯურის ტაკიმასხარებით, და გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამით და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
საქმე კი ნაახალწლევს საქართველოში საახალწლო შეხვედრების და სუფრების გარჩევა-გაზიარებით იწყება და ახლომდებარე რესტორანში პრაქტიკული მეცადინეობით გრძელდება. ამეებზე კიდევ ერთი-ორი დღე იხარჯება.

იმ ორი დღის მერე კი ნამდვილად იწყება ქართული საქმეები. ერთ რამეს ვარ დაკვირვებული: როცა ჩვენში გეუბნებიან, შენთან ერთი საქმე მაქვსო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდათ, რაღაც გთხოვონ, რაღაც გაგაკეთებინონ მუქთად, უფასოდ. ამ გამოცდილებით გამდიდრებული, უფრო მეტი სიმპათიით ვეკიდები იმ ადამიანებს, რომლებიც მომმართავენ: შენთან ერთი წინადადება მაქვსო. მაგრამ, ალბათ, უჩემოდაც კარგად იცით, რომ საქართველოში საქმიან ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას.
დიალოგების სახით ეს საქმეები დაახლოებით ასეთია:

- მისმინე, საქმე მაქვს შენთან. ერთ ჩემ ძმაკაცს, შენ არ იცნობ, კაფე აქვს წარმატებული და უნდა, ამ კაფეს ვებსაიტისთვის თავფურცელზე ერთი გვერდი დაუწერო. იცის, რომ გიცნობ, მაგის რაღაცეები წავიკითხე, მომწონს როგორც წერსო.

- უყურე შენ, კაფესთან ერთად გემოვნებაც ჰქონია და რო არ ვიცი მაგის ფასები, რამდენს გადამიხდის?

- მოიცა ერთი, რა უნდა გადაგიხადოს, ვორდის ერთი გვერდია, თანაც მაგარი პრესტიჟული ადგილია!

და თუ ამ საუბრის შემდეგ ამ “საქმეს” მაინც მოკიდეთ ხელი, მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ “შემკვეთისგან” დაუმსახურებელი საყვედურიც კი დაიმსახუროთ:

- იცი, რაღაც არა გავს შენს ნაწერს, თითქოს მარილი აკლიაო. რახან არ გიხდიან, შენც დაიკიდე, არა?!

ცხადია, ასეთ საქმეებს მაქსიმალურად უნდა ერიდო. და არა იმიტომ, რომ ვორდის ერთი გვერდი ბევრია, ან არავის არ უნდა დაეხმარო. უბრალოდ ასეთ “შემკვეთებს” ჭკუა უნდა ასწავლო. უნდა ასწავლო გადახდა, სხვისი შრომის, სხვისი დროის დაფასება. ამით შენ საქმიანობასაც შესძენ პრესტიჟს. თუმცა, ბუნებრივია, ამასთან ერთად მეგობრობაც არ უნდა დაივიწყო.

ნათქვამის საუკეთესო ილუსტრაციად კი პოპულარული ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის პიროვნება მიმაჩნია. მისი მრავალი ღირსებიდან უმნიშვნელოვანესად ვთვლი სწორედ იმას, რომ მან ფოტოგრაფის საქმეს საქართველოში ფასი დაადო და პრესტიჟული გახადა ეს პროფესია. მომიტევონ მისმა კოლეგებმა, მაგრამ გურამმა ერთად აღებულ ყველა ქართველ ფოტოგრაფზე მეტი გააკეთა ამ პროფესიის პოპულარიზაციისათვის საქართველოში. ნეტა თუ იციან “კოდაკში”, “ნიკონში”, “კენონში”, “ლაიკაში” და სხვაგან, რამდენად არიან დავალებულნი გურამისგან მათი პროდუქციის გასაღების გამო?!

ის სულ საქმეშია, გაჩერებულს ვერ ნახავთ: როცა არ იღებს, ახალგაზრდებს ასწავლის.

ის წარმატებული ბრენდია, ამიტომ მის ნამუშევრებს მარტო საზღვარგარეთ კი არა, საქართველოშიც ყიდულობენ.
ის პროფესიონალია, მაგრამ ფული მისთვის არასდროს არ არის გადამწყვეტი და ამიტომაც კარგად იცის, ვის უნდა გადაახდევინოს ფული და ვის უნდა აჩუქოს თავისი ნამუშევარი.

ის იმდენად უკონფლიქტო და მშვიდობიანი ადამიანია, რომ გაურბის ფოტოგრაფებისთვის ერთობ მომგებიანი თემის, ომის გადაღებას. თავის მშვიდობისმოყვარეობას კი ტანსაცმლით აბალანსებს: ძალიან უყვარს მილიტარისტული სტილი, განსაკუთრებით კი - კიტელები.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: თუ 12 თებერვალს საგამოფენო დარბაზ “კოპალაში” მიხვალთ, სადაც 5 საათზე გურამის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, იუბილარი თავის რომელიმე დიქტატორულ კიტელში დაგხვდებათ გამოწყობილი. წიბახა ხომ 50 წლის გახდა ამ დღეებში!

P.S.: ბლოგის დასაწყისში შევეცადე, საახალწლო სიტუაცია წიბახას ფოტომეთოდით აღმეწერა.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: shorena საიდან გვწერთ: tbilisi
23.02.2010 14:41
გამარჯობა ბიდინა,კარგია,რომ ხელოვნების ამ დარგს ეხმიანები,თუმცა ...ამ მასალის გაცნობის შემდეგ,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ამ სფეროში არ უნდა წერო,ეს სტატია დათო ანდრიაძემ,რომ წაიკითხოს,, გული გაუჩერდება". თანაც ვერ დაგეთანხმები,რომ წიბახა ყველაზე მაგარია,ალბათ მეგობარია და ამრიგად იმიტომ აქებ,შენც ხომ იცი რომ საქართველოში უფრო მაგრებიც არიან.

ავტორი: HERMINA საიდან გვწერთ: TBILISI
12.02.2010 14:17
ბატონო ბიძაინა ესე რიგად რატომ მოგწონთ კომისიის წევრთა შორის ყოფნა ? იცით როგორ არ მომწონს თქვენი პერსონა მათ რიგებში ? როგორ დამწყდა გული ... საქმიანად ინიშნავდით რაღაცას რვეულში და დაუფიქრებლად უგულისყუროდ .. იქნებ მომეჩვენა კიდეც ...? ! ჯანდაბა რა მნივნელობა აქვს

ავტორი: ნენე
09.02.2010 00:30
წიბახა არის არა მხოლოდ უკონფლიქტო, არამედ სასიამოვნო ადამიანიც. :) აუცილებლად წავალ გამოფენაზე, დიდ პატივს ვცემ, როგორც ფოტოხელოვანს. ბიძინა და, რეკლამისთვის რამდენი გადაგიხადათ წიბახამ ამ ბლოგში? :)
In Response

ავტორი: GERMANE
09.02.2010 19:52
რა გადახდა, ეს "საქმე" იყო. მაგრამ, წიბახა არაა ის კაცი რომ უთხრას - რახან არ გადაგიხადე ამიტომ გამიწიე ასე მოკლე რეკლამაო?

სამწუხაროა, რომ ვერ ´ვნახავ გამოფენას.
იქნებ ინტერნეტში იყოს რაიმე ამაზე?

გერმანე

ავტორი: me საიდან გვწერთ: muxiani
07.02.2010 15:20
iqneb uketesia isini davafasot visac metis gaketeba sheudzliat. Tundac nino leselidze. saintereso fotografi. romelic sakatrvelos garet ician . saqartveloshi ki

ავტორი: mematiane ioane
06.02.2010 13:06
საქმეა განა ეს? ვიღაცის სადრაც ნათქვამს მვკარი გუშინ თუ დღეს გარიჟრაჟზე ყური ; " ის პატიოსანი კაი კაცი ზვიადი დაღუპეს მისმა უმეცარმა და რეგვენმა ფანატებმაო.
გამახსენდა 90-ან წლებში დემოჭანტურიას რადიოღრიალი; "გავაგდოთ ზვიადა და ვმართოთ ეს ქვეყანა!" ასე მიმართავდა ის "უმეცარ და რეგვენ" ზვიადისტ ფანატებს.

ვიდრე რადიო თავისუფლება საგა,ნგებო გადაცემებს არ მიუძღვნის ახალგაზრდა და ვაჟკაც გაბრიელ ისაკაძეს რომელმაც საბჭოთა კავშირში საქართველოს მთავრობის სასახლის თავზე 1921 წლის შემდეგ პირველად აღმართა ქართული ეროვნული ტრიკოლორი,საქართველოს პირველი რესპუბლიკის, დემოკრატიული საქართველოს დროშა მანამდე არაფერი ეშველება საქმეს. ეს ახალგაზრდა ვაჟკაცი, " უმეცარი და რეგვენი ზვიადისტი ფანატი" ამიტომ მხეცურად მოკლეს და ასე სივდილით დასაჯეს.შემდეგ კი როსტოვის სპეცნაზმა აღშფოთებულ-განრისხებული "ქართველი დემოკრატების" რაზმებთან ერთად აიღო საქართველოს მთავრობის სახლიც. ვიდრე რადიო თავისუფლება სპეციალურ გადაცემას არ მიუძღვნის ქალბატონ აველინა პერტიას რომელსაც ,ნახევრად მძინარეს, უიარაღოს,"დემოკრატები" გარიჟრაჟზე მიეპარნენ და მოკლეს (მისი ძმა მერე აფხაზეთში მიოკლეს) მანამდე არაფერი არ ეშველება საქმეს. ვიდრე საქართველოსთვის დღევანდელი იურიდიული დამოუკიდებლობის მომტან ამ ხალხს არ სცემენ პატივს მანამდე არაფერი ეშველება ამ საქმეს. " იქ სადაც წინათ გალობდა გურამ "დემოკრანტებმა" ააშენეს დემოკრანტურა, ვახ დრონი,დრონი... ახვგაუძელით,იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ რა თქმა უნდა დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად.ისთე აჯობებს ხალხმა ერთმანეთის ლანძღვა შეწყვიტოს და საქმეს მიხედოს,აბა ჰე!

ავტორი: თემური საიდან გვწერთ: პეკინი
05.02.2010 10:51
ძალიან მშობლიურია ეს დამადლებული საქმე. ხანდახან მგონია, მადლობა რომ არ მოგიხადონ, იმიტომ გადებენ აქეთ ვალს : ))

ავტორი: n
05.02.2010 00:49
მივალთ,მივალთ...

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
05.02.2010 00:28
წიბახას გაუმარჯოოოს! სიკეთე და ბევრი ობიექტივები არ მოაკლოს ღმერთმა!
In Response

ავტორი: დოლგარმონი საიდან გვწერთ: ტიფლისი
05.03.2010 02:23
პირველად ვნახე ეს ვიდეო სრულად.

http://join.ge/movies/movies-in-english/13367-around-the-beatles-1964-rare-dvdrip.html
     

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS