შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

რას იტყვის ჩვენზე კუსტურიცა?

30.10.2009
მაინც გავტეხე ფიცი. ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, კუსტურიცაზე ხმას არ ამოვიღებ, კანის ფესტივალამდე მოვიცდი-მეთქი; ნინია კაკაბაძეს ვუთხარი, აუ, რა ამბავი ატყდება მომავალი წლის მაისში, რა ჩართვები და რა ლაივები! „ბატონო გოგი, მართლა ცუდად მიიღეს, ხო, კანში კუსტურიცას ანტიქართული ფილმი?“ - მკითხავენ თბილისიდან. მე კი ამაყად ვუპასუხებ, რომ კუსტურიცას ბუტაფორულ, ცარიელ ფსევდობალაგანებს დიდი ხანია, ვეღარ ვუყურებ; რომ შემოქმედებითი კრიზისის დროს, მართლმადიდებლად მონათლული კუსტურიცას ფილმი „აღთქმა“ თავისებური რეკორდსმენია ჩემს ცხოვრებაში: კანში, ამ სურათის პრემიერაზე, დარბაზი ფილმის დაწყებიდან მესამე (!) წუთზე დავტოვე (სხვათა შორის, ნინიასთან ერთად).

ეჰ, ვინ მაცალა? უარი უთქვამს ფილმის გადაღებაზე. უმოგზაურია ვლადიკავკაზ-ცხინვალში, ჩემი საყვარელი ოსური ხაჭაპური უჭამია, რუსული ეკლესიის რაღაც ჯილდო მიუღია, სერბიისთვის რუსეთისგან ერთი მილიარდი ევრო „ჩაუწყვია“ (ამის არ მჯერა, მაგრამ არაფერია გამორიცხული), მერე კი გამოუცხადებია, საიდან მოიგონეთ, სულ სხვა გეგმები მაქვსო.

ვიღაცამ თქვა, რენი ჰარლინის მომავალმა ფილმმა შეაშინაო, ვიღაცამ თქვა, კოკოითი გაიცნო და გული გაუსკდაო. რა ვიცი, ისიც თქვეს, ქეთი დოლიძემ მისწერა წერილი და ამან გადააფიქრებინაო.

ფაქტია, რომ საქართველოში, სადაც ცოტა ხნის წინ წყევლიდნენ და აგინებდნენ, ისევ შეუყვარდათ ემირ კუსტურიცას ფილმები. ახლა უკვე ჩვენი „ერთმორწმუნე ძმის“ ფილმები.

ასე ვიცით ჩვენ!

აი, ბუშის ვიზიტი ხომ გახსოვთ?

„სირცხვილია რა! - მირეკავენ ჩემი ევროპელი მეგობრები და გაოგნებულები არიან! რას გავს ეს ტაშ-ფანდური?“ ვერ ვიხსენებ, რომელმა პოლიტიკოსმა განაცხადა იმ დღეებში. „ევროპელი მეგობრები“ როგორ დაურეკავდნენ, წარმომიდგენია. შეიძლება იქიდან დაურეკეს, ბერლუსკონი რომ ჰყავთ დღეს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, ისინი საკუთარ თავს მიხედავენ; მე უფრო ჩვენი ცხოვრების მთავარი კითხვა მადარდებს: „რას იტყვის ხალხი?“ რას იტყვის ამაზე ევროპა? რას იტყვის ამერიკა? რას იტყვის რუსეთი? რას იტყვიან მშობლები, მეზობლები, მეგობრები? ხელისუფლება და ოპოზიცია? ბიჭები, გოგოები, „ენჯეოშნიკები“, ჟურნალისტები, მღვდლები?..

მოვიდა ამას წინათ ჟურნალისტი გოგონა და მკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის ჰარლინის ფილმიო?

ჯერ ერთი, ეს ჰარლინი ვინაა, აქამდე აზრზე არ ვიყავი. თანაც, რა უნდა ვთქვა წინასწარ, როცა ფილმი არ დასრულებულა? იქნებ კუსტურიცასავით მოიქცეს? მიირთვას კარგი ხაჭაპური (ამჯერად ქართული), „დაირტყას“ დავით აღმაშენებლის ორდენი, „პაჩკა-პაჩკა დოლარები“ ბიუჯეტიდან; მერე კი დაგვცინოს ენდი გარსიასთან ერთად.

რა ვქნათ მერე? რას იტყვიან ჩვენი საყვარელი ტელეჟურნალისტები, რომლებმაც რუსთაველზე თავმოყრილი „მასოვკა“ იმ დღის მთავარ სახედ აქციეს? თან, ჩვეულ სტილში - ხმამაღლა. თავაწეული (დროდადრო თმას რომ გაისწორებენ ხოლმე აღელვების ნიშნად), საყვარელი გამოთქმებით „მინდა გითხრა“, „დააფიქსირა“, „გააჟღერა“ და ა.შ.

„ენდი გარსია ჩვენთანაა! უფრო მეტიც, ახლა უკვე ემირ კუსტურიცაც ჩვენთანაა!“

იმდენად აღიგზნო სრულიად ქართული მედია, რომ ერთი ტელეკომპანიის პროდიუსერისგან სმს-იც კი მივიღე: „გოგი, შემთხვევით კუსტურიცას ტელეფონი ხომ არა გაქვს?“

რა ვიცი, ამ ხალხს რომ ჰკითხო, ღმერთი სწამს. და თუ მართლა ასეა, რაში უნდა ადარდებდეს, რას იტყვის მასზე ემირი, ენდი და, თუ გნებავთ, თეა თუთბერიძე?

თუკი სწამს და თუკი მართალია, რისი ეშინია?

P.S.: მთავარი დამავიწყდა. ამ ჩემს ბლოგებში ხომ სამიზნე ჩემივე თანამოაზრეები და ჩემივე სოციალური წრე მყავს.

„რუსთაველზე მასოვკას უყურებ? არ მითხრა ახლა, რომ ამ ხალხზე არ ცოფდები?“

ესეც სმს-ია. ოღონდ იმ სიმღერიდან, „რას იტყვის ჩვენზე ევროპა?“

არ ვცოფდები, მეგობრებო, არა. რადგან ასეთ „მასოვკებს“ ჰოლივუდი მუდმივად იღებს. ეგაა, რომ „მასოვკებით“ არ იწყება ახალი ამბები ქვეყნის მთავარ ტელეარხებზე. მაგრამ ჩვენ ხომ ყველას, ვაკელებსაც და გლდანელებსაც, თბილისელებსაც, ზესტაფონელებსაც, როგორც, ამას წინათ, ლადო ვარდოსანიძემ თქვა კარგად, „ისევ თოხი გვიჭირავს ხელში“...

ამ უნუგეშო პროვინციალიზმს, ამ ხალხურ ქრისტიანობას, მისთვის დამახასიათებელი წარმართული ატრიბუტებით (მამა-მარჩენალი, მოძღვარი, დამრიგებელი, ავტორიტეტი, ახალგაზრდების კოლექტიური ლოცვა პლენერზე, სანთლებით ხელში) ჯერჯერობით ვერავინ უშველა.

ქვეყანა იზრდება. მაგრამ სოფელი სოფლად რჩება.

მრავლდება ერი, საქართველოს მიმართულების მთავარი „ვექტორი“ კი ისევ ვაკეა - ჭავჭავაძე, ბარნოვი, ფალიაშვილი.

მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4
ავტორი: Psychosocial საიდან გვწერთ: DrownTown
08.11.2009 02:44
ჟაკლინ, პროვინციამ მოგცა შენ როკენროლი შენი არსობისა :D

პ.ს.
ხომ ვთქვი ტალახს მესვრიან მეთქი :))) უყვარს ამ ხალხს ’სტრანნობა’ :))))

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
07.11.2009 18:27
მართლა, რატომ ვერ ვხედავთ "წითელი ზონას" ინტერნეტში? კარგი იყო...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.11.2009 14:47
ავტორი: tiko საიდან გვწერთ: Tbilisi 06.11.2009 04:01
ყველაზე კარგი, რაც გავიგე, - სიყვარულში შვილების გაჩენა. თიკო, სულ ბედნიერებაში გაიზარდნონ!

ჰუმანიზმზე, რომ იხუმრე ამის ეჭვი კი მქონდა...
რაც დაწერილა, ის რომ ვთარგმნოთ ან განათლებულმა ადამიანებმა მოგვიყვნენ მაინცაა ბლოგებში.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
06.11.2009 14:07
ვაიმე მაიკო ამას გვიმალავდი? ქორწილიოოოოოო:))) რა ვქნა გოგი და ქორწილი ....არ მჯერააააა:დ:დ:დ:დ:დ

გოგი იმედია ცოცხალი ხარ ხო?:)))

ავტორი: ანა
06.11.2009 13:21
შუადღე მშვიდობისა ყველას
ახმაურებულხართ ისევ თუმცა ბატონი გოგი ისევ არ ჩანს.)
ჯაკლინ-რა ვქნათ რომ როგორც შენ ამბობ არაფერი ახალი არ არის ერთიდაიგევე პროვინციალიზმი, ფობიები ახლა აქ მაინც გამოვხატოთ ჩვენი. ბოლი გამოუშვათ სადმე ხომ უნდა ვთქვათ))
მართლა დღეს ზონა რომელ საათზე იქნება ხომ არ იცით ?მოუთმენლად ველოდები

ავტორი: ნიანუ
06.11.2009 12:38
გოგი, ახალ სტატიას ველოდებით რა...ეს ნიკო ნერგაძესაც ეხება

ავტორი: deadman
06.11.2009 12:19
ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.11.2009 02:29
ავტორი: tiko საიდან გვწერთ: tbilisi 06.11.2009 02:22
მანდ ალბათ სიყვარული მოკვდება და გოგი მერე უარეს ფობიებზე დაწერს რაღაცეებს. ასე, რაღაცა სხივი მაინც არსებობს. იყოს რა!
მითხარი რა ჰუმანიზმზე ვინ წერს? გავიქცე და წავიკითხო, მაინტერესებს!

ჟაკლინ, გენაცვალე!

მართალია ჟაკლინი, ხომ ვამბობ არა :):):):)

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
06.11.2009 09:24
მოკლედ გოგის ყველა ბლოგი მაიკოს სიყვარულით მთავრდება... ისე რა კაია ზოგადად სიყვარულით რომ მთავრდება და არა სხვა რამით...

რახან გოგი სულ დაგვეკარგა ამაზეც თანახმა ვართ არა?:))))

მაიკო გაიხარე გენაცვალე... შენკენ ვაააარ:)))))

ავტორი: tiko საიდან გვწერთ: Tbilisi
06.11.2009 04:01
ჯაკლინ
ვიხუმრე ჰუმანიზმზე.
მაიკო
სიყვარული დამეჯახა რომელია! ოღონდ ინტიმურად და ამის შედეგად 2 შვილი მყავს და მესამეს ველოდები. რუსთავის 2 - ზე არ განმიცხადებია. ასე მგონია, რომ თუ ეს სასიყვრულო მიმოწერა ქორწილით დასრულდა, რუსთავი2 აუცილებლად აჩვენებს მას გადაცემის კულტურულ განყოფილებაში და მაიკოს ამიტომ ვთხოვ, ამ მიმოწერის მოწმეები დაგვპატიჟოს.

ავტორი: MAIKO
06.11.2009 03:03
ისე, სხვათაშორის, ერთი ადამიანის ფსიქოლოგის სიტყვები გამახსენდა, რომელმაც ასეთი რამ მითხრა: ,,როცა ხედავ გამოსავალი არ არსებობს, მრავალწერტილს ნუ დასვამ, ერთიც საკმარისიაო".
მგონი, მართალი იყო ეს ადამიანი. :)

ავტორი: MAIKO
06.11.2009 02:39
tiko, შეგისწორებ, მხოლოდ მაიკოს სიყვარული. :)

ისე, როგორც ჩანს სიყვარული ჯერ არ დაგჯახებია.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.11.2009 02:29
ავტორი: tiko საიდან გვწერთ: tbilisi 06.11.2009 02:22
მანდ ალბათ სიყვარული მოკვდება და გოგი მერე უარეს ფობიებზე დაწერს რაღაცეებს. ასე, რაღაცა სხივი მაინც არსებობს. იყოს რა!
მითხარი რა ჰუმანიზმზე ვინ წერს? გავიქცე და წავიკითხო, მაინტერესებს!

ავტორი: tiko საიდან გვწერთ: tbilisi
06.11.2009 02:22
მაიკოსა და გოგის სიყვარული უკვე ბრაზილიური ტელესერიალივიტაა. იცი, რა იქნება შემდეგ სერიაში, მაგრამ მაინც უყურებ.როდის გადავა ეს ჟანრი ალმოდოვარის ვარინტში და პონტში? იქნებ, მაიკო ჩასვათ რადიოს შტაში. ხალხო, დამიჭირეთ მხარი! ძალიან გთხოვთ. მაიკოც მოისვენებს და ჩვენს მოვითქვამთ სულს და ახალი თემა გაჩნდება ბლოგში.გოგიმაიკოს ბლოგი. ან მაიკოგოგის ბლოგი. გოგი, ქრისტიანი ხომ ხართ? რაღაც მოიმოქმედეთ! ჰუმანიზმე წერთ და ცხოვრებაშიც გაატარეთ ეს ჰუმანიზმი.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.11.2009 02:08
ავტორი: La belle femme 05.11.2009 14:58
აბსულუტურად არაფერი არ არის ახალი! ერთი და იგივე გაუთავებელი პროვინციალიზმიო, ფობიებიო... არაფერი გულის გასახარი. სიყვარულზე არაფერი!

ავტორი: ანონიმი 05.11.2009 15:39
მეც გკოცნი!

ავტორი: MAIKO
06.11.2009 01:48
სალამი ჩემგან, კარგებო და ძვირფასებო!

რა გითხრათ, აბა? სასიამოვნოდ დაღლილი და სიხარულით სავსე ვარ. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, მონატრებულ მეგობრებს რომ ნახავ? მერე რა, რომ კიდევ ერთი წელი გემატება და დრო უმოწყალოდ ჩქარობს? კარგია............... :)
te, არა მგონია, პიროვნულ თავისუფლებას და მის ხარისხს სავარძელში საკაიფოდ ჯდომა განსაზღვრავდეს. :)))
თუმცა, ვაღიარებ, რომ ქეთა ყოველთვის იყო მეტად ექსტრაორდინალური ადამიანი, ისეთი, აზიატებს დაუვიწყარ "ალიყურს რომ უთავაზებს".

ანონიმს

ჯი-გარი ხარ. :)))))))))))))))))))))
მიყვარს მიხვედრილი ხალხი.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
05.11.2009 21:02
მოკლედ გოგი სულ დაგვივიწყე რა:(((((9

ავტორი: ანონიმი
05.11.2009 15:39
ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.11.2009 22:06
მე მგონი ნორმალურია და ძალიან კარგია!

დამამშვიდე, ჟაკლინ
და გამახარე
:):)
გკოცნი
:)

ავტორი: deadman
05.11.2009 15:28
სად წაიკითხე ეს, ნინია?

ავტორი: La belle femme
05.11.2009 14:58
ყველანი მომენტრეთ ხალხნო.. რამდენი ხანია არ შემოვსულვარ.. მაიკო ისევ გოგის უხსნის სიყვარულს.. ჯაკლინ ისევ გეთანხმებით ბევრ რამეში.. გოგი ისევ მოგზაურობს.. ახალი რა არის? :))

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
05.11.2009 14:55
21-ე საუკუნე, ბლოგში ახსნილი სიყვარული, ხომ ხედავ, უსტარი და წერილი სულ სხავა ხარისხის სიყვარულს გვიჩვენებს, უფრო ფაქიზია და კორექტული, მაიკო იყავი გაბედული და ნუ გრცხვენია.
მთელი ბლოგი გვერდში ამოგიდგებით.
გოგი ნუ დატანჯე ეს გოგო!

ავტორი: kukaracha საიდან გვწერთ: TIFLIS
05.11.2009 10:18
გამოვეხმაურები კომპლექსამდე მისულ ქართულ სატკივარს `რას იტყვიან ჩვენზე`?!?!? ეს განცდა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია და ნაცნობია ყველა ნაციისა თუ საზოგადოებისათვის, რადგან გარშემო მყოფთა შეფასება შენს მოქმედებებზე პირდაპირ კავშირშია მომავალში შენსა და გარშემო მყოფთა ურთიერთობაზე, უბრალოდ ჩვენ როგორც ყველაფერში ამ საკითხშიც ცივიდან ცხელში ხტუნაობა გვიყვარს!

ავტორი: ანონიმი
05.11.2009 07:19
ავტორი: MAIKO 01.11.2009 23:58 კითხვა რადიო "თავისუფლებას":

"როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხმა ოდესმე შეიძლება მაქსიმუმს მიაღწიოს? (ოღონდ არ მითხრათ, მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ხდებაო)"

შენ მიეცი თავისუფლებას "მაქსიმუმს მიღწეული" სიზუსტის მქონე განმარტება და მერე მე გეტყვი მიაღწევს თუ არა მისი განვითარების ხარისხი მაქსიმუმს საქართველოში :)

ავტორი: MAIKO
05.11.2009 02:11
გოგი ჩემო უსაყვარლესო და ძალიან კარგო ადამიანო, იმედი მაქვს, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და უკვე თბილისში ხარ.
მოუთმენლად ველოდები პარასკევს იმიტომ, რომ მენატრები............. იმიტომ, რომ მიყვარხარ ...........
ხედავ, აქ ბლოგებში გაბედული ვარ. რეალურ ცხოვრებაში კი ისიც ვერ გკითხე და გამოგართვი რაც ყველაზე მეტად მინდოდა ........
მაგრამ იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამას..........

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
05.11.2009 01:02
MAIKO
თავისუფლების ხარისხი ნანუკას გადაცემაში ვნახე, ქეთა თოფურია ძაან საკაიფოდ იჯდა სავარძელში

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.11.2009 23:19
ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო 04.11.2009 22:06
რა სიშტერე წერია არა? სრული სიშტერეა! განსაკუთრებით "გთხოვთ". არც ხუმრობაში არ გავა, ნამდვილი სიშტერეა!

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.11.2009 22:06
ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid 04.11.2009 06:26
Lacho, ნუ, ნუ, გთხოვთ! არც ერთი მაგათგან! გვიყვარდეს მხოლოდ! რაც შეიძლება ბევრს უყვარდეს. მაშინ რაღაც რაღაცეებს არა უშავს. ამას გთხოვთ.

ავტორი: deadman 04.11.2009 11:04
მე მგონი ნორმალურია და ძალიან კარგია!

ავტორი: ნინია საიდან გვწერთ: თბილისი
04.11.2009 21:47
"მიყვარს მე ეს ბებია და არ მინდა კიდევ ერთხელ უთხრან რომ უაზრობისთვის იცხოვრა. მე მისი კომუნისტური წარსულის, კომკავშირში ბუქნაობის, ჩაის კულტურის კრეფის და ბევრი სხვა გამოცდილების ასიმილაციას გავაკეთებ ჩემში და ვიქნები „მე“, რომელიც არ უარყოფს და არ რცხვენია რომ კომუნიზმიდან მოდის. იმიტომ რომ ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, იმიტომ რომ მე და ბებიაჩემს არავინ გვკითხა ბრეჟნევს მოვუსმენდი თუ მ.ლ. კინგს. მერე ეს ასიმილირებული „მე“ მხოლოდ იმას შეეცდება რომ ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ჩემს წარსულს არ დავაკისრო და „აქ და ამჟამად“ გადავწყვიტო იმ პრინციპებით, რაც მისაღებია."
ეს ცავიკითხე ეხლა და რატომგაც ძალიან მომეწონა და გადვწყვიტე აქ დამეწერა:))))

ავტორი: ანა
04.11.2009 12:42
კეთილი მგზავრობა ბატონო გოგი!
ამსტერდამი ლამაზი ილუზიაა))
http://www.youtube.com/watch?v=B7GU3msz72I

ავტორი: deadman
04.11.2009 11:04
მართალი ხარ, ჟაკლინ. ამ ბლოგზე ყველამ ყველაფერი იცის, სხვებმა არ იციან. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ჩემს კომენტარებს რომ ვკითხულობ, სირცხვილით ვიწვები. ნორმალურია ეს?

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
04.11.2009 06:26
მე არ მაგონებს ჯაკლინის კომენტარები, კანდელაკის ქალის, "შტერულ" კომენტარებს!

ვფიქრობ, რომ კარგი უნარი აქვს, თითოეულ სიტყვას მოცვადი შინაარსი მისცეს და მცირე კომენტარში, ფიქრისთვის საჭირო მასალა ჩადოს.

ისევ, სერიოზული გამოვიდა! განწყობას რა ვუყო?... არა, შემიძლია თავს დავაძალო, მაგრამ, აბა, რატომ? :)

ავტორი: მკითხველი საიდან გვწერთ: ნამეტანი შორიდან
04.11.2009 04:44
ყოჩაღ,რომ არ გაიყიდე!
ბრავო! ბრავო,კუსტურიცა!
ოსიც ფეხზე დაიკიდე
და პუტინის ხუშტურიცა...

ავტორი: MAIKO
04.11.2009 01:49
გოგი, კეთილი მგზავრობა და იცოდე, მშვიდობით დაგვიბრუნდი. :)
გვიყვარხარ და გვჭირდები..............

ავტორი: cherry
04.11.2009 00:54
ვიღაცამ დაწერა კომენტარებში გოგი რას ჩამოგვიტანსო და რას ჩამოგვიტან გოგიიი? :D

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.11.2009 00:38
ავტორი: mariam 03.11.2009 20:48
შევეცდები!
ჯენტლმენებს მადლობა არაჯენტმლენობისაგან მორიგი თავდასხმისას.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.11.2009 23:36
ავტორი: deadman 03.11.2009 16:39
გმადლობ პასუხისათვის, გასაგებია ჩემთვის როგორც იხმარება, მაგრამ სიტყვების და სიტყვებით დამახინჯების ქვეყანში ვცხოვრობთ. ეგ აბზაციც ვერ გამოუვიდა მაესტროს. "სხვა დროს საუბრის" იმედით...

ავტორი: გოგი გვახარია
03.11.2009 21:26
ანა
მადარდებთ, მადარდებთ. ამსტერდამი არაფერია. ილუზიაა:)
თანაც დღეს მოვდივარ.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.11.2009 21:23
ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier 03.11.2009 18:38
მერაბ, ეს ხომ უკვე ერთხელ მომწერეთ! ჯაკლინაო, და ასეო და ისეო შტერი ხარო. კიდევ და კიდევ რატომ მეუბნებით ამას, სათქვენოდ ხომ არ დავჭკვიანდები.
სავარაუდოა, რომ თქვენ არისტოკრატიის წარმომადგენელი, არ ბრძანდებით და საფრანგეთის რევოლუციას მახსენებთ მთელი თავისი კოშმარებით. მოდერატორიც პლურალიზმზეა ეტყობა შეყვარებული უგონოდ.
ააა, მივხვდი, ესაა ხალხური ქრისტიანობა?
In Response

ავტორი: მოდერატორი
04.11.2009 00:12
შენიშვნა მიღებულია. პლურალიზმი პლურალიზმად, მაგრამ მერაბის კომენტარი არ უნდა გამომექვეყნებინა.

ავტორი: mariam
03.11.2009 20:48
ჯაკლინ რისი თქმა გინდათ ვერ ვიგებ, იქნებ ცოტა გასაგებად წეროთ?

ავტორი: kotik
03.11.2009 20:10
merab ar Gcxvenia mandilosnebs rogor moixsenieb? meSengan amas ar velodi
ra dros liberalizmia xalxo,liberalizmma daRupa evropa, xo xedavT ra dReSi arian, sadacaa Sewyveten arsebobas, da magenic Cveni sarCeni gaxdebian mere
me Semomaqvs winadadeba, yvelani muxlebze da vilocoT evropisa da amerikis gadasarCenaT, Cveni locva Tu gadaarCens exla magaT Tvara, wasulia magaTi saqme xelidan
organulad ver vitan liberalebsa da memarCxeneebs. im andazisa ar iyos erTi Txilis guli cxra Zmam gaiyoo, liberalizmi dagvRupavs Cven

ავტორი: deadman
03.11.2009 20:10
ამისთვის არ ღირდა კომენტარის გაკეთება, ბატონო მერაბ.

ავტორი: float საიდან გვწერთ: .............
03.11.2009 19:57
Merab,
თავი შეიკავეთ

ავტორი: deadman
03.11.2009 19:54
'" "სტილი ადამიანია." რა ცოტა მცხოვრები იქნებოდა დედამიწის ზურგზე." :):)

ავტორი: deadman
03.11.2009 19:44
ეჰ დავიღალე ამ სისულელეებით. ყველანი რა ჭკვიანები ვართ ამ კომპიუტერებთან

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
03.11.2009 18:38
ჯაკლინა, შენი ლაპარაკი ერთი მოსკოველი თინა რომაა კანდელაკის ქალი, აი, მის შტერულ კომენტარებს მაგონებს.

ავტორი: ანა
03.11.2009 18:29
ninia-ჩემი ვარაუდი გამართლდა
ისე ამსტერდამში მყოფს ნაკლებად მგონია რომ კომპიუტერი და ინტერნეტი გაგახსენდეს))
deadman-მართმადიდებელი საქართველო ასე უფრო სწორი იქნება

ავტორი: deadman
03.11.2009 16:39
აარა, ძვირფასო ჟაკლინ, მაგ ხალხურობაზე არაა ლაპარაკი.:):)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.11.2009 16:02
რას ერჩით ხალხურობას? ეგ რა გამოთქმაა? ქრისტიანობის რომ არ გაგვეგება, ეს კი გასაგებია, მაგრამ "ხალხურობა" ცუდი სიტყვა არაა, იგივე ქრისტიანობის მიმართებაში (საქართველოს მთა) და ეს მაინც იქნებ დააყენოთ ერთ ადგილზე "ლიბერალიზაციის" დამდგარ საქართველოში?
ხალხური ლოცვით ვლოცულობ, ღმერთო და ადგილის დედავ დაგვიცავი ამ თავაშვებული ლიბერალობისაგან.

ავტორი: deadman
03.11.2009 15:18
ეხლა დავრწმუნდი, რომ საქართველო ხალხური წარმოდგენების ქვეყანაა:):)

ავტორი: deadman
03.11.2009 15:15
ააა, 'ხალხური ქრისტიანობა', ეხლა მივხვდი.

ავტორი: Semen
03.11.2009 03:09
“Kogda cherpaetsa schaste polnoi miskoi,
Kogda kajdiy jizneradosten i vesel,
Tetia Pesia ostaetsa pessimistkoi,
Potomu chto est’ uma u teti Pesi.”
I. Guberman.
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS