შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / ია ანთაძე

შაბიამნის ზოდზე და უფრო მთავარზე

27.08.2009
ავტორი ია ანთაძე
ვინც ჩვენს ბლოგს იცნობს, ისიც იცის, ვინ არიან ბატონი სოლომონი და კავკასიოლოგი. შესაძლოა, ის კი არ იცოდეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონმა სოლომონმა კავკასიოლოგს „შაბიამნის ზოდი“ უწოდა, ხოლო კავკასიოლოგმა სამჯერ მთხოვა, ჩემი მოსაზრება გამომეთქვა ამგვარი მიმართვის გამო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ახალი ბლოგი სწორედ ამ საკითხისადმი მიმეძღვნა – იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი მგონია. კონკრეტულად, რა საკითხია, ამას გზადაგზა დავაზუსტებ.

თავიდან მინდა, რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს კანონი ამგვარ გამოთქმებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, ინტერნეტი ჩვეულებრივი მედიაა, როგორც გაზეთი ან ტელევიზია. ბლოგიც მედიის ნაირსახეობაა. სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ბლოგზეც კანონი იცავს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას (ე.ი. აზრის გამოხატვას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე). ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ეს კანონი პარლამენტმა 2004 წელს მიიღო და, მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის ყველაფერს შორის, რაც ახალ ხელისუფლებას შეუქმნია.

როდესაც ჯერ კიდევ ძველი კანონი მოქმედებდა, ვანო ჩხარტიშვილმა ლევან ბერძენიშვილს უჩივლა – რატომ თქვა ჩემზე, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ქურდიაო, აბა, დამიმტკიცოს, რომ ყველაზე დიდი ქურდი მე ვარო. ბატონი ლევანი მაშინ დიდხანს უხსნიდა სასამართლოს – ფაქტად არ მითქვამს, მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამ ადამიანზე და ამის უფლება მქონდაო, – მაგრამ სასამართლომ მაინც გაამტყუნა. ახალ კანონში კი შავით თეთრზე წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას გულისხმობს.

იმის შემდეგ, რაც ბლოგერი გავხდი, მეც არაერთხელ ვმდგარვარ არჩევანის წინაშე – გამომექვეყნებინა თუ არა კომენტარი, რომელშიც თითქმის წაშლილი იყო ზღვარი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, პირისპირ შეურაცხყოფას ან ცილისწამებას (ზოგჯერ, უხამსობას) შორის. მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ – კანონზე დაყრდნობით – „შაბიამნის ზოდი“ ძალიან ნორმალური გამონათქვამია, ერთი ადამიანის აზრია მეორეზე და იმ ერთ ადამიანს კანონი იცავს საკუთარი აზრის გამოთქმისას. ამის შემდეგ, ალბათ, ნაკლები შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, მომწონს თუ არა მიმართვა „შაბიამნის ზოდო!“ და სხვა ამგვარი. კანონი ლიბერალურია და მე მისი მომხრე ვარ თავიდან ბოლომდე.

ჩემი მთავარი სათქმელი ახლა იწყება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და გამოხატვა მყარად არის დაცული კანონის სივრცეში, მეტისმეტად მყიფე და დაუცველია რეალობაში. მაგრამ – არა ყველგან! „რადიო თავისუფლება“ გვაძლევს უნიკალურ შანსს, ვისაუბროთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე – დაუბრკოლებლად, გულწრფელად, ხანგრძლივად... არ ვიცი, ვინ რა მიზნით სტუმრობს ჩვენს ბლოგს, მაგრამ ვიცი, რომ კანონი ყველას თანაბრად გვიცავს – გულწრფელსაც და ფარისეველსაც, კეთილსაც და ბოროტსაც, გონიერსაც და უგუნურსაც. „რადიო თავისუფლების“ ბლოგზე კი, კანონთან ერთად, თავად „რადიო თავისუფლებაც“ გვიცავს. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ნებისმიერი მწვავე ფორმით გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. შეგვიძლია, ერთმანეთს ვუწოდოთ შაბიამნის ზოდი ან კიდევ უარესი; შეგვიძლია, ზრდილობიან-ბურუსიანი ან „ელვა-დეპეშის“ სტილით ვცადოთ, ერთმანეთს წონასწორობა დავაკარგვინოთ; ისიც შეგვიძლია, ადგილ-ადგილ ირიბი მუქარა შემოვაპაროთ. ყველაფერში თავისუფალი ვართ, რადგან ორმაგად დაცულ სივრცეში ვიმყოფებით.

რა ვქნათ? როგორ გამოვიყენოთ ეს დაცულობა? ეს თავისუფლება? გავფლანგოთ, თუ საქმეს მოვახმაროთ?

ერთი იდეა მაქვს: მომწერეთ, რა თემები მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად; რომელი საკითხების განხილვაში მიიღებდით მონაწილეობას სიამოვნებით; რას გააკეთებდით ჩემს ადგილზე იმისთვის, რომ ძვირფასი რესურსი ნებაყოფლობით არ გაგვენიავებინა.

გავითვალისწინოთ, რომ კომენტატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძნელად მოძებნიან ერთმანეთთან სასაუბრო ენას. ეს რეალობაა და მისი უგულებელყოფა სწორი არ იქნება. მაგრამ ამ რეალობაშიც ბლოგი ჩვენი სივრცეა, ჩვენი შანსია. მე ასე ვხედავ მის ფუნქციას.

ხომ ვგრძნობთ, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმში იწყებს ცხოვრებას? ამ რეჟიმში შაბიამნის ზოდებით თამაში, ერთმანეთისთვის თავში ჩაკაკუნება და სიტყვის მოგება ბავშვურ გართობად მეჩვენება. ახალ რეალობაში მკვეთრად აღარ მომწონს გამოთქმა „შაბიამნის ზოდო!“ აქამდე ვშრომობდით და თან ცოტას ვერთობოდით. ახლა გართობა მარცხის ტოლფასი მგონია. არადა, რატომ უნდა დავმარცხდეთ – სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან საგანგებო მომენტში განსაკუთრებულად დაცულ სივრცეში მოვიყარეთ თავი. რაღაც ნამდვილად გვევალება – ეს ვიცი და შეგვიძლია თუ არა – ეს ჯერ არ ვიცი.

* * *
ალბათ, იგრძენით, რომ ბლოგის დასაწყისიდან დასასრულამდე სტილი შეიცვალა, გზადაგზა დამძიმდა და დაიძაბა. იცით, რატომ? შუაში ბაჩო ახალაიას გათავდაცვისმინისტრების ამბავი გავიგე.

ჰოდა, მით უმეტეს!
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 15
ავტორი: cnobismoyvare
13.09.2009 21:51

საინტერესო ევროპელი :

ფილოსოფოსი,პარიზის პოლიტიკური კვლევების
ინსტიტუტის და წმინდა სერგის ინსტიტუტის პროფესორი. ევროპელთა საფიქრალ-საწუხარით დანტერესებული ადამიანი გვერდს მას ვერ აუქცევს.

ახალი ათეიზმი დასავლეთში : რატომაა ტანჯვა და ბოროტება თუ კი ყველაფერი სიცოცხლეა და სიცოცხლე კარგია?

თუ კი ღმერთი არსებობს როგორ შეუძლია მას უბრალოთა და უმანკოთა ტანჯვის ატანა? ეს ყვირილი, რომელიც შეიძლება ჩვენიც იყოს, კვე-
ბავს თანამედროვე ათეიზმს...

ბერტრან ვერჟელი :

" ღმერთის მოკვლა ისჯება " :

გუშინ მე-18 საუკუნის ფილოსოფოსები ფიქრობ-
დნენ რომ ღმერთი იყო ილუზია. დღეს ღვთისმგმობელები ფიქრობენ რომ მასთან რაიმე ურთიერთობა უწესობა და უსაქციელობაა.
ღმერთი არ იცავს ჰუმანიტარულ ნორმებს. ის არ არსებობს ურალოდ იმიტომ რომ არაა არსებობის ღირსი. ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის ასპარეზზე მეცნიერებას გაუსწრო მორალმა. ფაქტორივი არგუ-
მენტების ადგილი დაიკავა სამართლებრივმა არგუ-
მენტებმა.

მობრძანდა ახალი ათეიზმი : ის აღარაა მეცნიე-
რული ათეიზმი,ისაა იურიდიული ათეიზმი.

იმის გამო რაც მოხდა და ისევ ხდება დედამიწაზე
ვერ იარსებებს ვერავითარი ღმერთი.

სიკვდილით დასჯა გააუქმეს ყველას.

სიკვდილით სჯიან მხოლოდ ღმერთს.

მაგრამ ღმერთის მკვლელობა ისჯება: მკვდარი ღმერთი უნდა შეცვალო. ადამიანს აიძულებენ გაღმერთდეს. გარდა იმისა რომ ეს იძულებითია,
ძალდატანებითია, ეს ტყუილიცაა.

ღმერთის სიკვდილი დიდ საფრთხეში აგდებს მსოფლიოს და მომავალს ( 45 წლის ამ საკმაოდ პოპულარული ფრანგი ფილოსოფოსის ნააზრევი ამ საკითხზე თუ საინტერესოა თქვენთვის შეიძლება გაგრძელდეს, უღრმესი პატივისცემით და მოწოწებით).

ავტორი: ია ანთაძე
13.09.2009 21:51
დიახ, ძალიან საინტერესოა. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ძველი ბლოგისთვის ასეთი (მაგარი) კომენტარების "მიბმა" არ ვიცი, რამდენად სწორია. თუმცა, ნება თქვენია.

ავტორი: erTi vinme evropofili
08.09.2009 15:03

" ინსტინქტების განწმენდა, ამაღალება წარმოადგენს კულტურული განვითარების ერთ-ერთ
ყველაზე თვალსაჩინო,გამოკვეთილ თვისებას"
(ფროიდი).

" ამაღლების" კონცეფცია ფროიდმა ჩამოაყალი-
ბა ნაშრომში " უქეიფობა ცივილიზაციაში" (1929)
გერმანულად ის გამოიცა სათაურით "Unbehagen in
der Kultur", მოყვანილი ფრაზა არის ნაშრომის III თავში.

" უქეიფობა ცივილიზაციაში" არის ფიქრი "ცი-
ვილიზებულ" საზოგადოებაში ადამიანის ბედნიე-
რების შესაძლებლობაზე.

ფროიდი ასკვნის რომ ცივილიზაცია ყოველი ინ-
დივიდისთვის არის მისი გაუცნობიერებელი, განსაკუთრებთ აგრესიული გაუცნობიერებელი მის-
წრაფებების დათრგუნვა. განწმენდა და ამაღლება;
სუბლიმაცია არის ენერგიის ერთგვარი გადაადგილე-
ბა, რაც გულისხმობს დაკმაყოფილების შემთხვევაში
საზოგადოებისათვის მავნე გაუცნობიერებელი მის-
წრაფებების გადატანას მისაღები და სასარგებლო საქმიანობისკენ.

ლაპარაკი იქნება ეროსზე ( სიცოცხლის ინს-
ტინქტზე) თუ თანატოსზე ( სიკვდილის ინსტინქტ-
ზე),ფუნდამენტური გაუცნობიერებელი მისწრაფებე-
ბი გარდაქმნილია.მსხვერპლი, რომელსაც ცივილი-
ზაცია მოითხოვს თანამედროვე ადამიანის სექსუალო-
ბისა და აგრესიულობისაგან თითქოს ხელს უნდა უშლიდეს მის გაბედნიერებას, მაგრამ სულაც არაა ასე.განწმენდა ამაღლების,სუბლიმაციის მეშვეობით:
ადამიანი " შესაძლო ბედნიერების ნაწილს ცვლის
უსაფრთხოების ნაწილში" ვინაიდან მას არ შეუძლია თავისი ინსტინქტების დაკმაყოფილება სხვის საზარა-
ლოდ და სხვას არ შეუძლია თავისი ინსტინქტების და-
კმაყოფილება მის საზრალოდ:

" ინსტინქტების განწმენდა-ამაღლება არის კულ-
ტურული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე თვალსა-
ჩინო, ყველაზე გამორჩეული თვისება; სწორედ ის ქმნის ამაღლებული ფსიქიური,მეცნიერული,შემო-
ქმედებითი თუ იდეოლოგიური საქმიანობის,ცივი-
ლიზებულ არსებებში მნიშვნელოვანი როლის შესრუ-
ლების პირობებს...."

მეც არა ვარ ცივილიზებული,ვერ გავუძელი ჭკუის სწავლების გაუცნობიერებელ მისწრაფებას,ვერ მოვერიე ამ გაუცნობიერებელ ჟინს,რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მაგრამ ხშირად თავაშვებულობად
გადაგვარებული საწყალი თავისუფლების მნახველს
მომერია ეს სისუსტე და გამახსენდა მივიწყებული
ფროიდი. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: ია ანთაძე
08.09.2009 15:03
დიდი მადლობა. მესმის, რომ სპეციალურად არ გზავნით ამ თქვენს შეტყობინებებს იქ, სადაც "ჟრიამულია". დარწმუნებული ვარ, კარგი მკითხველი ყოველთვის მიაგნებს კარგ ტექსტს.

ავტორი: cnobismoyvare
07.09.2009 19:50

ბოდღო ემუხვარის მაფივრად აფხაზეთის ინტერესებს დღეს 26 წლის ახალგაზრდა აფხაზი პატრიოტი
დენის სოლომკო იცავს !!!

" ქართველი გადაადგილებულნი აღარ დაბრუნდე-ბიან ჩვენში. ჩვენ არ ვიქნებით უმცირესობა ჩვენი მამების და ბიძაშვილების მკვლელების გვარდით!"

ამ ზაფხულს დენისმა კოდორის ხეობაში მოაწყო
არდადაგების ბანაკი 25-26 წლის ახალგაზრდებისათ-
ვის.სიმბოლური ადგილი. 2008 წელს რუსებმა და
აფხაზებმა წაართვეს ქართველებს ეს სტრატეგიული ტერიტორია სადაც იყო მნიშვნელოვანი სამხედრო ყაზარმა.

პროგრამაშია ბრძოლათა სიმულაცია.დენისი კმაყოფილია : " თუ გვინდა მშვიდობა უნდა ვემზა-
დოთ ომისთვის" ( ფრანგული ჟურნალი
"ნუელ ობსერვატორ",2009 წლის 27 აგვისტო-
-2 სექტემბრის ნომერი).

ასეა, აფხაზი პატრიოტები ბოდღო და არზაყან ემუხვარის "მემკვიდრე" დღეს არის აფხაზებში საბრძოლო სულისკვეთების აღმზრდელი აფხაზი პატრიოტი დენის სოლომკო. ეს თემა უფრო შტირლიცების საქმიანობით დაინტერესებულების-
თვის უნდა იყოს საინტერესო,მაგრამ იყოს აქ,
ბოდღო ემუხვარის წერილის გვერდით. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: ია ანთაძე
07.09.2009 19:50
საპასუხო პატივისცემით და მოწიწებით!

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
05.09.2009 15:34
+1
სიამოვნებით ვუყურებ როგორ იცვლები ....
და არა მარტო ბლოგში.

ავტორი: ია ანთაძე
05.09.2009 15:34
ჩემთვისაც სასიამოვნოა, ოღონდ, არ ვიცი, რას გულისხმობთ.

ავტორი: cnobsmoyvare
04.09.2009 16:49

ხმა წარსულიდან :

"მიხედეთ აფხაზეთს"

ღია წერილი ქართველ საზოგადო მოღვაწეებს

" აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა ძლიერ სერიოზულია. დღევანდელი მომენტი აფხაზეთს დიდ საკითხს უყენებს წინ!... იგი განახლების ხანაშია და,დღეს თუ ხვალ,დიდი ცვლილება უნდა შეიჭრას მის პატრიარქალურ,ნახევრად გამოღებულ ცხოვრების კარებში.

ამიტომაც მეტი ყურადღება, მეტი სიყვარული,
გულწრფელი რჩევა-დარიგება მოგვეთხოვება დღეს ახაზეთის მეზობლებს,ტომით ერთს სისხლსა და ხორცს...კიდევ მეტი შრომა, დაკვირვება და სასტიკი ბრძოლა -მის მეთაურებს,აფხაზეთის გამოფხიზლების დღევანდელ წინამძღოლებს!
მაგრამ არიან კი დღეს აფხაზეთში ასეთი წინამძღოლები?-უნებლიეთ იბადება საკითხი საუბედუროთ,სულ არა,და თუ არიან,ძლიერ ნაკლებად.

იმ მცირერიცხოვან ჯგუფს,აფხაზეთის წინამძღოლად ვერ ჩავთვლი,რომლებიც ხშირათ მეტიჩარას როლს თამაშობენ ,ყველა საზოგადოებაში თუ კრებებზე ესწრებიან ,თავის რწმენის დოგმებს,
სხვის ათასჯერ ნათქვამ აზრებს თუთიყუშივით იმეორებენ და მსმენელს არწმუნებენ: მთელი აფხაზეთი ჩვენი რწმენისა არის,ჩვენ გვითანაგრძნობსო. ვერც იმათ ჩავთვლი აფხაზების კეთილის მყოფლად,რომლებიც თვითონ უკვე გადაგვარებულან და სხვებსაც ურჩევენ საქართველოსგან ჩამოშორებას და უცხო ქვეყნის მიკედლებას. რადგან ესენი ეროვნულ წმინდა წყალში განგებ ისვრიან ტალახს,რომ წყალი აამღვრიონ და ეს მღვრიე წყალი თავის სასარგებლოთ გამოიყენონ.

ამ მიზნით ხალხში დაძრწიან და ეროვნულ შუღლს,
მტრობას და სიძულვილს თესავენ...


ეს მშვენიერი წერილი ქართველ საზოგადო მოღვაწეებს ოჩამჩირიდან მისწერა აფხაზმა ბოდღო ემუხვარმა ( "ჩვენი ქვეყანა",ქუთაისი, ნომერი 121,1917).იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 16:49
დიდი მადლობა თქვენ.

ავტორი: ვლად.კვიტა საიდან გვწერთ: თბილისი
04.09.2009 03:16
გიგა ზედანიას ურჩევნია ლექციები იკითხოს უნივერსიტეტში, ჩინებულად გამოსდის! აი, სტატიები და "ღამის საუბრები" კი მისი საქმე ნამდვილად არ არის! (კეთილი რჩევა კეთილმოსურნისაგან)

ავტორი: ვლად.კვიტა საიდან გვწერთ: თბილისი
04.09.2009 03:01
დიახ, დიახ, "ხერხემლის" ხერხემალს... ჯერ იყო და წასვლამდე მოვასწარი ბატონი ჯანაშიას 2 მარგალიტისთვის თვალის შევლება, ძალიან დავინტერესდი, აუცილებლად უნდა წამეკითხა...

იცით, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ხანდახან ჯობია, უბრალოდ, შორიდან გეგონოს გონიერი ადამიანი და ახლოს მის "უსაზღვროებაში" არ ჩაიხედო...

დიდი მოლოდინი მაქვს საქართველოს ნაციონალური ინტელექტის ელიტარული ლიგის წარმომადგენლების შტურმით შეტევის, ახლო მომავალში ... რატომღაც...

დღეს ხომ ცოტა ხნით ვიყავი ისედაც და დამატებით გზავნილებსაც ძალიან გვიან მიჩვენებდა, ახლაც ასეა... ახალ თემაზე ჯერ არ მინახავს... უფრო ზუსტად, ჩემი კომპიუტერი ვერ ხედავს... არადა, რაოდენობას მიჩვენებს... ვიმედოვნებ, გამოსწორდება!

წასვლას და დანებებას არ ვაპირებ!

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 03:01
ლადო, მგონი, გადატვირთულია ახალი ბლოგი. იმედი მაქვს, კითხულობენ და იმიტომ "გაიჭედა". ჩემთანაც გვიან აქვეყნებს. რაც შეეხება ყურადღებას ჩვენი ბლოგის მიმართ, ეს ნამდვილად არის და იქნება. არა ჩემ გამო – მე როგორი ჟურნალისტიც ადრე ვიყავი, ზუსტად ისეთი ვარ ახლაც – არამედ, თქვენ გამო. გიგა ზედანიას უხსენებია თავის სტატიაში "სიმღერ–სიმღერით" დამანგრეველი. ცხადია, ჯელსომინოსთან აქვს საქმე. რა საქმე – ხვალ მოვძებნი იმ სტატიას და გავარკვევ. დღეს სიკო გამოჩნდა. ხვალ კიდევ რამე მოხდება. მთავარია, ჩვენ მოვუაროთ ჩვენს ბლოგს.

ავტორი: ვლად.კვიტა საიდან გვწერთ: თბილისი
04.09.2009 02:34
როგორ ცუდ დროს გამოჩნდება ხოლმე საქმე... თავგასიებული მოვედი და ბევრი დამიკარგავს, სინანულით ვწერ...

სოლომონ, დიდი პატივისცემით, აუცილებლად დეტალურად გავეცნობი ყველაფერს, "ცალი თვალით" კი საკმაოდ ვიხალისე...

ბრავო! შეუდარებელი ხართ, ჩვეულად... ვეცდები ამაღამვე სრულად გავეცნო...

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 02:34
ლადო, "ხერხემლის" ხერხემალს" ჩახედეთ, არა, ცალი თვალით? დღეს იქ დატრიალდა დიდი ამბები.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 02:25
შეგიძლიათ დააბრუნოთ. არმანდუჩის ”ხათრით”...

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 02:00
სოლომონს! მაპატიეთ, სულელურად გამომივიდა. ეგ არის სიტყვის ბუნება. გაფრინდება და მორჩა, ვეღარ დააბრუნებ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 01:53
ყველას დიდი მადლობა. შემდეგი ორი დღე ისევ ფოტონადირობის დღეები მაქვს და ალბათ ვერ შემოგეხმიანებით.

ირმა
---

მინდა გაგახარო. აქ თბილისში კი წაგვართვა ბუშმა ქუჩა, მაგრამ სამაგიეროდ ბელგიაში, მიხელენში (თუ მიშელინში) ყოფილა ქუჩა ზუსტად მაგ სახელით - მელაან. შეგიძლია google.maps-ზე თავად ნახო:
Melaan 2800 Mechelen, Belgium

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 01:53
ძალიან არ მიყვარს ეგ თქვენი ნადირობის დღეები. მშვიდობით დაგვიბრუნდით.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 01:33
ია,

ტაშისთვის დიდი მადლობა! მთავარი მადლობა და აპლოდისმენტები თქვენ გეკუთვნით! იმედია, ამას მარტო გართობის აზრი არ ექნება.

იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სიკო თუ არ არის აქ, ე.ი. უყურადღებოდ ვართ დატოვებულები.

ვშიშობ, სიკო დაკარგეთ! დროებით მაინც... ან შეიძლება ისიც გითხრათ, ეგ მე არ ვიყავი, ვიღაცამ ჩემი სახელით იშაყირა, შენი ჭირიმე, ია, არ გეწყინოს, მაგრამ სად მცალია ბლოგების საკითხავად, ხომ იცი რა ყულფში მაქვს თავი გაყოფილიო...

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 01:33
არა, არ უარყოფს. ყველაფრიდან ჩანს, რომ სერიოზული კომენტარი დატოვა. ახალი ბლოგი სწორედ იმაზე დავწერე, რომ აწი აღარ მიგვატოვებენ. აი, ეს შევძელით 500 კომენტარით. ახლა გადავგზავნე მასალა და არ ვიცი, როდის შეძლებენ ჩვენები გამოქვეყნებას, ალბათ, ამაღამვე. მართლა მთელი გულით მადლობელი ვარ თქვენი. პ.ს. სიკოს პირადად არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 01:11
ქ-ნო ია!

გაეჭედა ფარდა?

ელიავაზე ხომ არ გავვარდე მუშების მოსაყვანად?

თუ s. janashia-მ განახორციელა რაიმე კონტრდარტყმა?

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 01:11
ჩემთან ყველაფერი ჩანს უკვე კარგა ხანია. აქ სიკო არ არის და საიდუმლოდ გეტყვით, რომ მოვკვდი სიცილით. იქ აპლოდისმენტებისგან თავი შევიკავე, მაგრამ აქ ნამდვილად საკუთარი ხელები არ მენანება ტაშისთვის.

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 01:09
აი, ჩემს კომპიუტერში ფარდა უკვე ახდილია. არ გამოტოვოთ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 01:08
მელანქოლიკოსს

გმადლობთ მშვენიერი ციტატისათვის.

"ცარიელია ფილოსოფოსის სიტყვა თუ კი ის არ უწყობს ხელს სულის ავადმყოფობის განკურნებას"
(ეპიკურე მენესეს).

ეს ლადარია რანაირი ფილოსოფოსია, ვერ გავიგე.
ალბათ, ეპიკურეც ვერ გაიგებდა.

არა, ეპიკურეს თურმე ცოდნია, პრინციპში...

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 00:59
იას,

აქ რომ ბრძანდებით, ბედნიერი ვარ, მაგრამ იქ ფარდას ვინ გახსნის? (მოდერატორო, რატომ არ ხსნით ფარდას ხერხემლის სტატიაზე?)

გახსენით, ელპიტე ბებია პირველ რიგშია და თავისი შვილიშვილის (ქოროს მეორე წარმომადგენელს თამაშობს) გამოჩენას მოუთმენლად ელოდება!

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 00:59
გამოქვეყნებულია ყველაფერი, ჩემი კომენტარიც მოვაყოლე. ჯერ არ ჩანს, ალბათ. გამოჩნდება რამდენიმე წუთში.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.09.2009 00:42
სპექტაკლის ანონსი
-------------------

ძვირფასო თანაბლოგერებო!
---------------------

გულითადად გიწვევთ გვერდით დარბაზში (სტატიაზე ”ხერხემლის ხერხემალი”): სადაც ხუთიოდ წუთში გათამაშდება არაპროფესიონალი დრამატურგის ერთმოქმედებიანი ტრაგედია ”პროფესია - კილერი” არაპროფესიონალი მსახიობების შესრულებით.

დასწრება უფასოა.

აპლოდისმენტები სავალდებულო არაა (ოღონდ კვერცხის სროლა არ იყოს, ხერხემლის ბიჭები იქვე არიან დამწკრივებულნი!)

პროგრესულო, შენ დაუკარ! (მუსიკა ხომ უსაქმურობა არაა ლექსებისგან განსხვავებით!)

თქვენი მონა-მორჩილი

სოლომონი (თერნალიდან)

ავტორი: ია ანთაძე
04.09.2009 00:42
აქ ვართ.

ავტორი: lasha საიდან გვწერთ: argveTidan
03.09.2009 23:59
იჩეჩება საქართველო
ჯაბა ხუბუა ავირჩიოთ პრეზიდენტად.)))))

ავტორი: irma
03.09.2009 23:53
ბატონო melanqolikos აბა ყველას ფეისობა რატომ უნდა?

ავტორი: melanqolikosi
03.09.2009 23:09


" სიამოვნება არის ბედნიერი ცხოვრების
პრინციპი და მიზანი. ბედნიერები რომ ვიყოთ ვიცხოვროთ მალულად.

ცარიელია ფილოსოფოსის სიტყვა თუ კი ის არ უწყობს ხელს სულის ავადმყოფობის განკურნებას"
(ეპიკურე მენესეს).

სამყაროში სადაც ადამიანთა ცხოვრების წესად იქცა ერთმანეთის ყელში წავლება და სირბილი უფსკრულისაკენ ალბათ მართლაც ჯობია მალული ცხოვრება.

ავტორი: საბა წიწიკაშვილი საიდან გვწერთ: გორი
03.09.2009 22:27
ალბთ ია, როგორც ყოველთვის დიდებთან ერთად ბავშვები ცხოვრობენ. პრობლემა ისაა, რომ პირველ რიგში წყალზე და პურზე ზრუნავს ხალხი, ხოლო შემდეგ სადღაც ბოლოში ბავშვების პირობები ან გაახსენდებათ ან არ გაახსენდებათ...ხშირად ჩვენც გვავიწყდება, რომ ბავშვებზე ვკითხოთ რამე.

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
03.09.2009 22:26
სოლომონი -ს
აბა შენ თვითონვე შეეცადე გასცე პასუხი შენ მიერ დასმულ კითხვას,ოღონდ ეცადე მოკლედ ჩამოაყალიბო

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
03.09.2009 22:25
ქ-ნო ია,


SOS!

ჯერ ერთი, ყველას გირჩევთ ფრთხილად იყოთ
http://saakashvili.wordpress.com -ზე შესვლაზე მანამ შეიკავოთ თავი, სანამ არ ვიცით, ეს ვისი გვერდია. სწორედ ასეთი მიმზიდველ გვერდებს შეიძლება ვანოს კანტორა ხსნიდეს მსოფლიო საიტებზე და მერე აფიქსირებდეს იმ კომპიუტერების ქართულ IP მისამართებს, საიდანაც შესვლა მოხდეა, როგორც პოტენციურ ოპოზიციონერებს. მათი რეალური მისამართის დადგენამდე შემდეგ 5-10 წუთის სამუშაოა!!

რაც შეეხება ქოშის სურათს და ჩამოსულ კაცს თუ ქალს. გახსოვთ, ვიღაცამ თქვა - მერაბიშვილს და ადეიშვილს სააკაშვილი ფსიქოლოგიურ ტერორში ყავთ და სპეციალურად აშინებენ - გესვრიან და აგაფეთქებენო? მგონი, დესპერადო იყო, ან გიორგი ხარაშვილი... თუ ეს სიმართლესთან ახლოსაა, ახლა, როცა უკვე ჯარსაც მერაბიშვილი მართავს ახალაიას ხელით, არაა გამორიცხული სააკაშვილის შემდგომი დისკრედიტაცია უკვე მერაბიშვილის ამოცანაშიც შედიოდეს. აქედან კიო ერთი ნაბიჯია იქამდე, რაც მას საბოლოო პრეზიდენტობას გაუნაღდებს - სააკაშვილს ოპოზიცია კი არა - სწორედ მერაბიშვილის ”გადააგდებს” და ამით მოხდება მისი რეინკარნაცია... და კორონაციაც!

ერთადერთ ”იმედად” უგულავა და ბოკერია გვრჩება. რადგან ამ სცენარში ისინი უკვე ბალასტად იქცევიან!..

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2009 22:25
სოლომონ, მე უკვე შევედი ამ მისამართზე, მაგრამ ეგ არაფერი, ჩემს შესახებ ისედაც ყველაფერი იციან. მეორეც – როდესაც ვანო მერაბიშვილი ათი დღით ამერიკას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, გიგა ბოკერია მის გვედრით იყო – დასკვნა თავად გააკეთეთ. პროცესებზე გიგი უგულავას გავლენა კი დიდი ხნის წინ ამოიწურა. რაც შეეხება ქოშს, თქვენს ვერსიას აღარაფერს დავამატებ – უცხო ადამიანი პრეზიდენტს ქოშს ესვრის და ქრება – ეს ხომ ზღაპარია!

ავტორი: fotine საიდან გვწერთ: cudixasiatidan
03.09.2009 22:21
ქართველ "გაბედულ"ჟურნალისტებს ეძღვნებათ!
აი, გულაშვილი საუბრობს რუსეთში ქართველი ჟურნალისტები პრესტურში წავიდეთო.ფაჟავა ან ლეჟავა გავუშვათ და დაამტკიცებენ რუს ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან,როგორ "უყვართ" საკუთარი ქვეყანა.
დანარჩენ "გაბედულ" ჟურნალისტებსაც ალბათ ისე ჩაახრამუნებენ რუსები,რომ დაწიკვინებასაც ვერ მოასწრებენ ეს საწყლები.მაგათ მარტო აქ აქვთ დიდი გული.
კატასტროფული დონეა ქართულ ჟურნალისტიკაში, ქალბატონო ია.მიხედავს ამ საქმეს ვინმე ოდესმე?? რუსების პასუხის გამცემი ნორმალური ქართველი ჟურნალისტი გეგულებათ,რუსულ გაზეთში საქართველოს დასაცავ სტატიას რომ გაუშვებდეს?ან შეკითხვას რომ დასვავდეს ? აგე,კასაევი ამბობს,მოიტათ ქართველო ჟურნალისტებო საქართველოს დასაცავი სტატიები,ინტერვიუები, ანალიტიკური მასალები და იზვესტიაში და რია ნოვოსტის საიტზე გამოვაქვეყნებო.ატვეჩაი ვარო.მარა ვინაა დამწერი? ზოლუშკა ფაჟავა? "მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის" მთქმელი ბანძელაძე ?"ვერტალიოტები დაფრენენო"-ს ავტორი ნუცუბიძე? ეხ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
03.09.2009 22:09
ია, გმადლობთ, რომ არ გამომაპარეთ საპატივცემულო სტუმარი სტატიაში.

ავტორი: საბა წიწიკაშვილი საიდან გვწერთ: გორი
03.09.2009 21:55
საღამო მშვიდობის მეგობრებო...მიხარია რომ ყოველთვის ასეთი აქტიურია იას ბლოგი და დღევანდელი დღის კომენტარების რაოდენობამაც ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა...
.......
აქ იყო საუბარი ჟურნალისტ ნანა ფაჟავასთან დაკავშირებით, რასაც შესაბამისი არაჩვეულებრივი შეფასება მიეცა ბატონ სოლომონის მხრიდან... ნანა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ჟურნალისტია ზუგდიდში, ისევე როგორც გენკა და სხვები და ასეთი გაბედული ჟურნალისტების მუშაობა დაძაბულ რეგიონში ემსახურება მხოლოდ სიმართლის ძიებას და არა მიმალვას...მე ვაფასებ ამ ადამიანებს, რადგან ისინი სიმართლეს ეძებენ და არა მალავენ...ხან გამოგვდის ბოლომდე სიმართლის პოვნა, ხან არა.
.........
როდესაც გორელი და ზუგდიდელი ჟურნალისტები სხვადასხვა სემინარებზე ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ვკამათობთ იმაზე, რომ არა ჩემი რეგიონი უფრო მძიმეა ვიდრე შენიო... ზუგდიდელებს ჰგონიათ, რომ შიდა ქართლი უფრო მძიმე რეგიონია. ჩვენ კიდევ ზუგდიდი გვგონია - მძიმე. საბოლოოდ კამათს ყაიმით ვამთავრებთ - ,,ყველას რეგიონული ჟურნალისტიკის ხვედრი გვაწევს თავს"....
...
თუ არ შეგაწუხებთ ამის ნახვა, ორ ვიდეო-ლინკს გთავაზობთ, რომელიც გორში დღეს მომხდარ ორ ფაქტს ეხება. პირველი სოფელ კარალეთში მაცხოვრებელ გაჭირვებულ ოჯახებს ეხება, რომელსაც გამგეობის კანცელარიაში გადავაწყდი და რომელთა დახმარების გამო პრობლემები შემექმნა. ხოლო მე-2 ვიდეო-ლინკი ეხება რამდენიმე წუთში გამგეობის წინ მეჯვრისხევიდან ჩამოსულ მოსახლეობის გამართულ აქციას. აქციაზე ადმინისტრაციის უფროსმა ზურაბ ლომიძემ მეჯვრისხეველებს განუცხადა, რომ რადგანაც გუბერნატორი და მისი პირველი მოადგილე მეჯვრისხევში წავიდნენ, ვეღარ შეგხვდებიანო...
მადლობთ

http://www.regions.ge/video.php?video_id=17&width=320&height=240

http://www.regions.ge/video.php?video_id=18&width=320&height=240

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2009 21:55
საბა, დიდი მადლობა. გაჭირვებულ ოჯახში ბავშვებიც არიან? ჩვენ ხომ ვერ დაგეხმარებით?

ავტორი: montekristo rom ver gamovida da axla pasoansiT daw
03.09.2009 21:40

ოოო, კვალიფიკაციაზე ვდუმდები. ჩემზე უკეთესები არიან.მადლობთ

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2009 21:40
უკაცრავად, ჩვენ კი გვიხარია თქვენი მოსვლა, მაგრამ... სხვაგან ხომ არ მოხვდით?

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2009 21:24
სოლომონს! აბა, ეს ნახეთ: http://saakashvili.wordpress.com/2009/08/31/first/

ქოშის თუ ფეხსაცმლის ამბით დღეს ტვ "იმედიც" დაინტერესებულა. არ არის ეს უბრალო ამბავი და ვიღაც დაბეჯითებით ცდილობს, რომ პრეზიდენტისთვის ქოშის სროლა არ დაგვავიწყოს. გაიხსენეთ, რომ ჩემმა წყარომ თქვა – ვინ იყო ქოშის მსროლელი ქალი, განმუხურელებმა არ ვიცით, რადგან აქაური არ იყოო. რა მაგარია, არა?!

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
03.09.2009 21:16
ანეგდოტების მოგონება არასოდეს ყოფილა ჩემი ჰობი, მაგრამ ეს ბლოგური გამოცდილება ეყტობა ამ მხრივ დადებითად აისახა ჩემს უნარ-ჩვევებზე.

გთხოვთ ძაანაც ნუ დამძრახავთ - პირველია მაინც.

---------------------
კახური რადიო ეკითხება ვიქტორინის ”რა ვიცით ჩვენს მთავრობაზე” მსმენელებს:

”რომელია პრეზიდენტ სააკაშვილის საყვარელი სიმღერა?”

შესაძლო პასუხები:
1) ”ჩემი ხატია სამშობლო”
2) ”თავო ჩემო”
3) ”К сожалению, день рождения только раз в году”

გამარჯვებულად ჩაითვალა მიხო, შემდეგი პასუხით
- ადრეი, იი პირველი უყვარდა, შარშან იი მეორეზე გადავიდა და ახლა კიდეე, აი ეგ ბოლო სტკივა ნამეტნავად, მაშა!

ავტორი: ვლად.კვიტა საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2009 21:00
მგონი სწორად გავიგე თქვენი გზავნილი, სხვა არჩევანისკენ მივმართე და "თხლად" დავწერე...

მაგრამ თუ ვცდები, ბოდიშს გიხდით, ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ ერთად და შესაძლოა აისახა უკვე ჩემზეც...

რომ დავასრულებ, აუცილებლად გადავიკითხავ კიდევ ერთხელ.

ალბათ, განებივრებაზეც უნდა ვთქვა, მხოლოდ კვალიფიციური გზავნილი იგულისხმებოდა.

მაპატიეთ და დიდად გმადლობთ, უდიდესი პატივისცემით...

ავტორი: cnobismoyvare
03.09.2009 20:55

ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს, ეს მხოლოდ კერძო,ნამეტანი პირადი მოხმარებისთვისაა
ეეჰ ნიკოლაი დურნოვოს ხსენება ქართულ თავისუფლებაზეც აკრძალული ყოფილა, თუ რა თქმა უნდა ტექნიკა არ გვღალატობს...

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2009 20:55
რაშია საქმე? რამე არ გამოჩნდა? აკრძალული მხოლოდ უცენზურო გამოთქმები და სიძულვილის ენაა, რაც თქვენ სრულებით არ გახასიათებთ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
03.09.2009 20:50
P.S. ისევ ”პროღრესულ” ლოგიკაზე
”კირკიტაძე, ცისკარიშვილი, ვარძელაშვილი, გეწაძე, ბრეგაძე - მედროვეებია? თუ მედროვეებია რატომ არიან მედროვეები? ეგენი ძალიან დადებითი ადამიანებია” და ა.შ. და ა.შ.

ავტორი: ია ანთაძე
03.09.2009 20:50
დარწმუნებული ვარ, ყველამ ვიხალისეთ, პროგრესულის გარდა (ან მისი ჩათვლით).

ავტორი: cnobismoyvare
03.09.2009 20:45

აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით ბატონო
ვლად. კვიტა,მაგრამ მე რაინდულად დახვედრაზე სულ არ ვლაპარაკობდი. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე რაინდობისაგან ჩემდა სამწუხაროდ იმედია რომ ჯერ-ჯერობით,მაგრამ მაინც ძალიან შორსა ვარ.

მე ვლაპარაკობდი იმაზე რომ XXI საუკუნეშიც პირადად მეც მთელ კაცობრიობასთან ერთად ( თუმცა ვიტოვებ იმედს რომ დღეს გამოაკლისებიც არსებობენ, გუშინ რომ იყვნენ ვიცი)ცხოველებისაგან გვჭირდება რაღაცის სწავლა და მერე უნდა დავიწყოთ რაინდობაზე ფიქრი. თურმე, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ გარკვეულ პერსპექტივას ხსნის. ადრე რაინდებად აკურთხებდა ცოცხალი მრევლის მყოლი ცოცხალი ეკლესია ( ეკლესია ხომ სამღცდელოების და მრევლის მთლიანობაა), დღევანდელ პირობებში არაა გამორიცხული რომ რაინდებად კურთხევა ზოოპარკში შეიძლება უფრო ქმედითი აღმოჩნდეს.

მაგრამ დასაწყებია. გზა. რომ დავიბრუნოთ დაკარგული ღირსება. ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად მაქვს ეს ღირსება დასაბრუნებელი და დიდი მადლობა რომ ეს შემახსენეთ.

და ბარემ : წელს არის 1859 წელს დაბადებული ანრი ბერგსონის ალბათ საიუბილეო წელი და მოდით საყვარელ ვითომ პირუტყვებთან ერთად ისიც გავიხსენოთ :

" მის მიერვე გაკეთებული პროგრესით გასრესილი კაცობრიობა მოსთქვამს. მან კარგად არ იცის რომ მომავალი მასზეა დამოკიდებული. თვითონ კაცობრიობამ უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა მას არსებობის გაგრძელება. შემდეგ მან საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა თუ რა უნდა მას,უბრალოდ ცხოვრება თუ მოქმედება იმისათვის რომ ჩვენს ურჩ და ჯიუტ პლანეტაზე განხორციელდეს ღმერთების მკეთებელი სამყაროს მთავარი ფუნქცია".

თბილისში მგლის ქანდაკების დადგმა და ბავშვებისთვის ამის მნიშვნელობის ახსნა ალბათ იქნება ქართველების და მათი მეზობლების გარაინდების გრძელ გზაზე გადადგმული ერთი მოკრძალებული ნაბიჯი.უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 15
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS