ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 01:26

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

არ გაბანძდე!

x
ტექსტის ზომა - +
აქვე ვიტყვი, რომ ეს არაა რომელიმე პარტიის მხარდამჭერი წერილი. ჩემთვის ყველა პოლიტიკოსი ერთი ნაგავია და ყველა კრიმინალია. ასე რომ, აქ ჩემზე არაა ლაპარაკი. ეს ბლოგი შეკითხვა უფროა. ხოლო შენ თუ მაინც გადაგიწყვეტია რამდენიმე დღეში არჩევნებში მონაწილეობის მიღება - დაფიქრდი, ხომ არ აძლევ შენს ხმას ამაზრზენთა, მურდალთა, უვარგისთა, საძაგელთა, უჯიშოთა, უგუნურთა, სიაბანდთა, საზიზღართა, მოძალადეთა, უძარღვოთა, ჯალათთა, ღრძოთა, ნაძირალათა, ტლუთა, გათახსირებულთა, მკვლელთა, უნამუსოთა, წამხდართა, ზნედაცემულთა, უხამსთა, არარაობათა, უღიმღამოთა, რეგვენთა, უსახოთა, მყრალთა, მლიქვნელთა, საძაგელთა, ხეპრეთა, უნებოთა, ყრუთა, ბრმათა, ლეშთა, მუწუკთა, ფლიდთა, უსუსურთა და მონათა პარტიას? ან თუ მოიძებნება პარტია, რომელიც მსგავსი არსებებით არაა დაკომპლექტებული? ჩემთავად არ მეგულება პარტია, რომელიც ასეთი ელემენტებით არაა სავსე.

ჩვენთან ახლა წარმოებულმა გულისამრევი კომპრომატების ომმა კიდევ უფრო დააპირისპირა ისედაც დაპირისპირებული თანამოქალაქეები. თანამოქალაქეები, რომლებმაც ხვალ ისევ ერთად უნდა იცხოვრონ ამ ისედაც ერთ მუჭა ქვეყანაში. გვსიამოვნებს თუ არა ჩვენ ამის აღიარება, რევანშისტული განწყობა უკვე აქედანვე იგრძნობა. თანაც მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, მსგავსი განწყობით ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება, უკვე მერამდენედ. და კიდევ, სამწუხარო აქ ისაა, რომ ბევრი ვერ ხვდება, როგორ იქცა ამ გულისამრევი კომპრომატების ომში მანიპულაციის მსხვერპლად. დარწმუნებული ხარ, რომ არ ცდები, რომ სულ მალე მოლოდინი არ გაგიცრუვდება, რომ სწორ არჩევანს აკეთებ? დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერ ლიდერს - ძველს თუ ახალს - შენი ბედი ანაღვლებს? დაფიქრდი, ვის გამო უპირისპირდები შენს თანამოქალაქეს. დაფიქრდი, ვის აძლევ ლეგიტიმაციას.

Tags: არჩევნები, ბლოგი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: orbit bez saxara ))))
19.10.2012 22:34
ცოტა ცინიკურად კი გამომდის, მაგრამ ზაზა ბურჭულაძემ თავი მაგრა "გაიბანძა".

არ გაბანძდე ზაზა, მეტჯერ აღარ გაბანძდე!!!! ;)

თავი აღარ აცემინო ტიპებს, თორე ისედაც ლანდივით ხარ, ერთი გარეცხვაღა დარჩი და და და რაღა გეშველება ნეტა ???(((((((((((((((((((

ავტორი: dual საიდან გვწერთ: ...
17.10.2012 07:17
თუ ამ ლოგიკით მივყვებით ის პოლიტიკოსებიც ჩვენი თანამოქალაქეები და თანამოძმენი არიან, ჩვენი დიადი ერის დიადი შვილები... მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმები ავტორო იმაში რომ პოლიტიკოსები ყველა ნაგავია მაინც იგრძნობა შენს ხმაში ნაციონალური პარტიის მხარდაჭერა :)

ავტორი: აკიბა
12.10.2012 20:44
სხვათა შორის, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე სოციალურ ქსელებში დაიხატა ამგვარის სცენარი და სურათი, არჩევნების შემდეგ რომ შეიძლებოდა შემდგარიყო:

... თქვენ იხრუკეთ და მოიგებს მიშიკო საპარლამენტო არჩევნებს და არ წავა, ვერ მოიგებს და დაუყვება გორული გორაობით მის დაგებულ-აშენებულ გზებს, დათხრილავს და დააორმოებს უხვად გზადაგზა, ტარზანივით მკერდს შეუშვერს შადრევან 1–ს, შადრევან 2–ს, შადრევან 3–ს შადრევან 4...–ს და დასტოვებს ხახაგამშრალებს, ვიღაც გუგულივით გადაუფრენს სოლოლაკის რეზიდენციას და ჩაყრის შიგნით გუგულის კვერცხებს, ჩაუხტება რესტავრირებულ სიღნაღს, აჩეხავს ვენახებში ვენახს, – დასთესს ბრინჯს, აუხტება მესტიას, მოხვეტავს შვეიცარიელების ჩასატყუებელ თოვლს, გაგზავნის ოთუსბირად გრენლანდიაში, დაწვება და აუდგება გვერდები თავის გახსნილ საავადმყოფოებში, შეადორბლებს რესტავრირებულ კულტურულ მემკვიდრეობას და ქვას ქვაზე არ დატოვებს, ყველა ნათურას სათითაოდ ჩააქრობს რაც აუნთია და გაყიდის რუსეთში, ჩამოფხაჭნის შეღებილ ფასადებს, ჯარს და პოლიციას დააშიშვლებს, დაშიშვლებულებს გამოაწყობს კედებში, დაალაგებს პატარ-პატარა ნატურმორტებად და რურუას ჩააბარებს კულტურის სამინისტროში, დასუფთავების სამსახურს შეიერთებს ტვინში, მოახდენს საბანკო სისტემის განვალიზაციას, გააქცევს ყველა ინვესტორს ოქრუაშვილთან, ელექტროსადგურებს ლეიბორისტებს დაუბრუნებს, მირცხულავას გააგდებს თურქების სამსახურში, აღადგენს გაი–ს და ობგაიძეს გაუშვებს უფროსად, მერე აჭარაში გადავა და აჭარის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს ვარშალომიძისგან, ჩოლოქზე პალიკოს ჩააყენებს და სამრეცხაოს მოაწყობს, გურიაში შექმნის პატარ–პატარა ყაზილარულ დივერსიფიკაციულ ჩალაღაჯურ გუფთებს, ქართლში გულისა და საწნახელის გასახარად შუა–შუა გაკრიფავს ანანასებს, დაწიხლავს ბოკერიასა და ლ. ბერძენიშვილის პირადი ფეხებით, ჩამოასხამს ვერიკოს მდგრადად ნატიფი ხელებით ძველბერძნულ ამფორებში და გაიტანს მოხისის ფლორენციის სამშობიაროს აუქციონზე, სამეგრელოში აღარ დააშრობს ჭაობებს, ჭაობებში ჩაასახლებს ბასკერვილების ძაღლებს, კერვალიშვილის ქალს დანიშნავს კოპერატივების მშენებლობის მინისტრად, ვახტანგ რჩეულიშვილს აუზში ჩაუსხამს კონიაკს, თემურ ჭყონიას ჩამოართმევს კოკა–კოლას და მიუსჯის „კოლა ბრუნიონის„ წაკითხვას, ეროსი კიწმარიშვილს შეაძვრენს „კავკასიაში„, შალვა რამიშვილს ჩამოუღებს ახალ კბილებს, რეზო ამაშუკელს მოაჭამს ყურს, შევარდნაძეს გააგდებს კრწანისის რეზიდენციიდან...

სანამ შევარდნაძის დროინდელი სანუკვარი შვეიცარია და თავისოფლიანობა არ დაბრუნდება, არ მოისვენებს...

ასე რომ, სიფრთხილეა საჭირო, დიდი შანსია გაბოსდეს...
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ა ბატონო, ბურთი და მოედანი.
როგორც იტყვიან, ვნახოთ, რა მოხდება დარჩენილ დროში, რა ახდება და რა არა, ზემოაღნიშნულ წინასწარმეტყველება–ვარაუდებიდან...

ავტორი: ანონიმი
12.10.2012 12:27
ზაზა.....
დღითიდღე ვბანძდებით და ვბანძდებით...
მე, პირადად ივანიშვილი რუსის პატარა კაცი რომ იყო, მის გამოჩენმდე ვიცოდი, არასდროს მჯეროდა მისი "ქველმოქმედების" და "დიდ კაცობის", მისი მილიარდების.
როცა პატარკაციშვილი მოკლეს, მაშინ ვთქვი ეხლა ვის გამოძებნის კკგ ???
ივანიშვილის გვარი ამოტივტივდა, ასე ამიხდეს ყველაფერი კარგი.
გაზეთ ალიამ გამოაქვეყნა ქურდების წერილი და მიმართვა ნაცინალებისადმი, იმუქრებიან.
ეს კკბს მორიგი სვლაა, დახოცვას უპირებენ ნელნელა ნაცებს, და მათი მომხრეებს დააშინებენ, ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს საქართველოში!!!!!!!!
ვითომ ქურდები კლავენ, სინამდვილეში რაც მოხდება ჩვენ გონიერი ადამიანები ვხვდებით..აი 55% ნახირი ჯერ კიდევ ვერ მოვა აზრზე რა საშინელება ჩაიდინეს.
კიდევ მესტროს უსირცხვილო მტკიცება : რომ თურმე ეს დაყაჩაღებები ნაცების ინსპირირებულია, მორიგი უზნეობაა..
ნაცების მომხრეები ისედაც დაკომპლექსებულები არიან , არ ჭირდებათ ახალი პრობლემები.
ეს ის ხალხია, ვინც ელოდებოდა მოუთმენლად არეულობას საქართველოში. ვინც ყვიროდა ციხეში: მალე მოვა ბიძო , ჩვენი დრო მოვა... გარეთ მყოფი ამგვარი აზროვნების ხალხიც ხომ მრავლად არის????
შეხედეთ....როგორ უსწორდებიან მეოცნებეები ნაცებს, სად გაგონილა, რომ მეციხოვნეების სადიზმის გამო, მთელი პარტია და მათი მომხრეები აგებდნენ პასუხს?!!!
გამოდის რომ ვინმემ რომ ბავშვი გააუპატიუროს, მისი მთელი ოჯახი, მშობლები, მესობლები, ნატესავები უნდა დავხოცოთ????
ასე რომ რაც არ უნდა ალამაზოთ სიტუაცია, როგორც გამსახურდიას წინასწარმეტყველება ახდა, არეულობების შესახებ.....
ასევე ახდება პრეზიდენტის სიტყვები კრიმინალების გააქტიურების თაობაზე. მუმიებს ხომ უკვე ვხედავთ..ჯერ სად ხართ...
ნახიროოო..ისევ თქვენ დაზარალდებით ყველაზე მაეტად...

ავტორი: A. Conselheiro საიდან გვწერთ: Sertao
10.10.2012 16:50
სოლიდარობა ზაზა ბურჭულაძეს, რომელიც მმკ-ასავალდასავალის, ანუ ჩვენი საზოგადოების ყველაზე გულისამრევი სეგმენტის ნაძირალების მიერ სასტიკადაა ნაცემი. კარგი იქნებოდა რადიო თავისუფლების ბლოგებში იმ უფსკრულის ხსენებაც, რომელიც დღეს არსებობს ქართულ საზოგადოებაში: მოაზროვნე ნორმალურ ადამიანებსა და ერთსა და იმავე დროს შუასაუკუნეობრივ და საბჭოთა სიბნელის მქონდე მასებს შორის. ეს უფსკრული როგორ ამოვავსოთ? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ზაზასნაირ ადამიანს, პროტესტის გამოთქმის გამო ქუჩაში ფიზიკურად არ უსწორდებოდნენ?

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
10.10.2012 10:56
ზაზა ბურჭულაძის, არ იყოს არანაირი სხვაობა ციხის ჯალათებსა და ასავალ-დასავალის რედაქტორს შორის არ არის. როგორც კი, რიგითი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას სამართლის აღსრულების უფლება აქვს, ის უკვე კრიმინალია. რა იცით, იქნებ ციხეში მომსახურე ჯალათებიც ასე იწყებდნენ, სამართლიანობის აღსრულებით! იქნებ თავიდან მხოლოდ მოძალადეებზე ძალადობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ისინი ამას ნამდვილად იმსახურებდნენ. შემდეგ კი, ცოცხით გაუპატიურება უკვე ჩვეულებრივ მანიპულაციად იქცა, რომლითაც კრიმინალს უნდა ებრძოლო(რატომღაც არავის ახსოვს, რომ ციხეში მოძალადეები და კრიმინალებიც ისხდნენ) . ასე რომ, სანამ თავიდანვე არ გამოითქმება პროტესტი უკანონობის მიმართ, სანამ ვიფიქრებთ, რომ ეხლა ლინჩის დროა და ცოტა ხანში დადგება კანონიერი სამართლის დრო , ეს არასოდეს დამთავრდება. ემოციები უნდა გადაიდოს გვერდზე და კანონი უნდა ამოქმედდეს თანაბრად ყველა ადამიანის მიმართ, მათი დამსახურებების მიუხედავად. p.s.ლიი, თავისუფლად შეგიძლიათ იმისაც შეგრცხვეთ, რომ ასავალ-დასავალი ერთ-ერთი რეიტინგული გაზეთია და ჩვენს მომავალ პრემიერს ეს გაზეთი პროგრესულ გაზეთად მიაჩნია. ისე, ჩემი აზრით ერის სირცხვილი სულაც არ არის ის, რაც ციხეებში მოხდა. ზუსტად იგივე მოხდება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანს მიეცემა უფლება კანონზე მაღლა დადგეს. ეს ადამიანური ბუნებაა და არა გარკვეული ერების მახასიათებელი.

ავტორი: ანონიმი
10.10.2012 00:03
ზაზა, მირცხულავა ენერგეტიკის მინისტრიო???!!!!!
ვბანძდებით აბა რა...
რას ერჩით ვანოს შოუს......
ახალ პარტიას ვქმნი/ "ქართული მონატრებაო", მოდი და უწოდე გოიმი ჯავახიშვილს, მგონი იქითკენ მიდის საქმე...

ავტორი: ანონიმი
08.10.2012 14:09
ლიი, ამ შემთხვევაშიც გადაუმოწმებელ, ალბათ ( ვინ იცის???) მოგონილ ამბავს ყვებით და ცდილობთ სიმართლედ შემოგვასაღოთ. ვგულისხმობ თქვენს მიერ დახატულ სცენას.
აი მაგისი უნდა გრცხვენოდეთ.
ირაკლი ღარიბაშვილის სამართალს უყურეთ აწი.
იქნებ არ შეიკავოთ თავი და თვალი არ დახუჭოთ მის ქმედებებზე.
თ უ _გ ა ვ ი გ ე თ_ ს ა ე რ თ ო დ რას ჩაიდენს :)))))))))))))))

ავტორი: ლიი
08.10.2012 02:49
ის, რაც იმ რამოდენიმე ვიდეოთი ვნახეთ, გვესმოდა წლების მანძილზე. ბოლოსდაბოლოს ვნახეთ.
ძალიან ბევრი სისხლია სააკაშვილის და მისი გუნდის სინდისზე და მათ მოუწევთ ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგენა. მათ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ და მალე შევა აღსრულებაში.
რა უნდა ვთქვა ახალი, რაც უკვე დასაბუთებულად არ თქმულა ახალაიებზე, ქარდავაზე, კალმახელიძეზე, ბოკერიაზე...? თქვენზე ამას არ მოუხდენია შთაბეჭდილება და რომელი ერთი შეგახსენოთ?
თქვენ ჩემს მეგობრებს თავი დაანებეთ. სწორედ მათ გამომიყვანეს შოკური მდგომარეობიდან, როცა ცოტნე გამსახურდიას ციხეში დაწერილი წერილი წავიკითხე. იგივეს ამბობდა ძალინ ბევრი. გნებავთ, ნუ დაიჯერებთ.

ამ წუთებში ვუყურებდი გადაცემას, სადაც აფრასიძეების დედა იხსენებდა, როცა მან შეეკითხა ნიღბიან მკვლელს: "ეს რა გამიკეთეთ?!" იცით, რა უპასუხა ჯალათმა?!: " რა გაგიკეთე?! ქმარი მოგიკალით, შვილები მოგიკალით - თან თითებზე ითვლიდა მოკლულებს - ახლა შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ." ამის შემდეგ, უთქვამთ, რომ მოშიებიათ. დასხდნენ მოკლული გვამების გვერდით. გახსნეს კონსერვები და ნარჩენები გვამების ფეხებთან დაყარეს... თუ აფრასიძეები დამნაშევეები იყვნენ, როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში ხდება, ისინიც სასამართოში უნდა წაეყვანათ, როცა უკვე გაკოჭილები ჰყავდათ. თუმცა, რას გიხსნით...?
ასეთი სისასტიკე კი ნაციონალების ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს ჩადენილი არა მხოლოდ ციხეებში.
თქვენ არც ამას დაიჯერებთ და იტყვით, რომ სისულელეა.
იმაში კი გეთანხემებით, რომ კამათს არანაირი აზრი აქვს.

მე თქვენს წინაშე სირცხვილს არ განვიცდი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ძალიან მაშინებთ. ამდენს წერთ რადიოთავისუფლების ბლოგებზე. წინადადების წყობა არ გეშლებათ, ლექსიკა მდიდარი გაქვთ, აზროვნება ძალიან მოქნილი. მგონი, არ მეშლებით. მაშინებს მხოლოდ ის, რომ თქვენს ნაწერში გულის ფეთქვას ვერ ვგრძნობ და არ მინდა დავიჯერო, რომ გული არ გაქვთ.

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 17:55
ლიი..ნუ ბრაზობთ..
ჩვენ ვერ შევთანხმდებით თქვენი წერილის მეორე ნაწილზე, ამიტომ კამათს აზრი არა აქვს.
ვიდოები სწორეთაც მტერმა დადო, მან გადაიხადა დიდძალი ფული და ის ქართველი ვინც ეს გაყიდა ისიც მტერია, მას შეეძლო ეს საკითხი უფრო ერისთვის სასარგებლოდ გადაეწყვიტა.
პრეზიდენტი ამბობდა რომ არ ვიყოთ ხინკლის და ხაჭაპურის ასოციაცია, უფრო მეტს ვიმსახურებთ, უფრო მეტ ცივილიზაციასო და არა ყველაზე მაგრები ვართო.
ჩემთვის პირადად ფრანგ მეგობრებთან უფრო შემრცხვა , როდესაც "ქურდული მენტალიტეტის" ახსნას შევეცადე და ვერაფრით გაიგეს , რა იყო ეს მოვლენა და გულწრფელად გაიკვირვეს. მეათე კლასელი ხუთოსანი რომ დაუწყებს ყურებას პირველკლასელ ოროსანს, აი ასეტი მზერა ვიგრძენი ჩვენი საზოგადოების და ერის მისამართით.
აი, რაც შეეხება წერილის პირველ ნაწილს ლიი....
გეთანხმები...შურისძიებით, ბოღმით შეპყრობილი, ვერაფრით მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც უარესი ბოროტების ავტორიც გახდები.
აი სწორედ ასეთი ბოროტება მოუტანა საქართველოს ამ შურისძიების არჩევანმა.
ნეტა ვცდებოდე...
მოდი შევთანხმდეთ, თუ პროგრესი იქნება, მე ვაღიარებ ჩემს არასწორ გათვლებს, თუ რეგრესი- მაშინ თქვენ შემეხმიანეთ იგივე მოსაზრებით.
კეთილი სურვილებით...

ციხის ამბავი კი ჩათვალეს ჩვეულებრივ დანაშაულად , რომელიც ყველგან ხდება.

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 15:38
ლიი, ბოდიში, მაგრამ მაგარ სისულელეებს წერთ.
მე მგონი სულ სხვა რამის უნდა გრცხვენოდეს. კერძოდ იმის, რომ ვერ გაგირჩვევიათ ჭორი და მართალი .
ერთეულს, ან თუ გინდა 3-4 შემთხვევას ( რომელიც ციხეში შეიძლება დავალებით შემძვრალმა არაკაცებმა ჩაიდინეს ), მთელ ციხის პერსონალზე ავრცელებთ - აი, ამის უნდა გრცხვენოდეთ .
ზუსტად თქვენნაირები არიან იმ სულელური ასავალ-დასავალის ჟურნალისტებიც.
ვითომ ვერ ხვდებით ვისი შეკვეთა იყო ეგ. ვინ გადაიხდიდა მაგ ამბავში 2 მილიონს, რომელიც იმ ვიგინდარა ბედუკიძის ანგარიშზე მოჯდა.
დაპირდი ნაძირალას 2 მილიონი კი არა 2 ათასი ლარი, მერე გააქეზე მიდი, ესე ქენი ფულს ეხლავე ჩაგიჩხრიალებო და ნახავ თუ არ იზამს.

სრულიად ვეთანხმები "ანონიმს" საფრანგეთიდან. მას გაუმართლა მეგობრებში - სწორი ანალიზის უნარი ჰქონიათ.

ავტორი: ლიი
07.10.2012 14:24
ავტორი: ანონიმი
07.10.2012 13:09
ძვირფასო....,
გმადლობთ, რომ ჩემს კომენტარს გამოეხმაურეთ.
მართალი ხართ, რომ ასე ძალიან არ უნდა მრცხვენოდეს. ამას მეუბნებიან ჩემი მეგობრებიც, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის ერის სირცხვილი.

-მტერს არ დაუდია ეს ვიდეოებო. :)

-ის, რომ "ქართველი ყველაზე მაგარია მსოფლიოში", ჩემი ცივილური, ჯერ კიდევ პრეზიდენტი გვასწავლიდა 9 წლის განმავლობაში. :)

-გერმანელებს დღემდე ძალიან რცხვენიათ თავიანთი საქციელის. მათ შორის, ახალ თაობასაც. :(

-ავსტრიაში თქვენგან ხსენებული შემთხვევის შემდეგ, კიდევ აღმოჩნდა ერთი სარდაფი, სადაც ერთ კაცს 9 წელი ჰყავდა გატაცებული გოგო გამოკეტილი და აუპატიურებდა. ამის შემდეგ დაიწყო ავსტრიის პოლიციამ ყველა სარდაფის, კუთხე-კუნჭულის გაჩხრეკა. ეს იყო საერთაშორისო სკანდალი, რის გამოც მათ მოიხადეს ბოდიში. ავსტრიისთვის ეს იყო სამარცხვინო.

ვისაუბრებდი თქვენთა, მაგრამ სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს დაუნდა დაგემშვიდობოთ.
თქვენი ნიკი რატომ არ დააწერეთ კომენტარს, ჰა? :))
კარგით, კარგ დღეს გისურვებთ. :)
ლიი

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 13:09
ლიი....
არ შეიძლება ასე დრამატულად აღწეროთ მომხდარი ფაქტი, გასაგებია რომ ძალიან ცუდი რამის მომსწრენი გავხდიათ, მაგრამ, ის რომ თურმე გრცხვენიათ ამის გამო თქვენს მეგობრებთან, ჩემთვის გაუგებარია.
არ ვიცი რა მაშტაბებით აზროვნებენ თქვენი მეგობრები.
მე არაფრის არ მრცხვენია ჩემს ფრანგ მეგობრებთან,რატომ უნდა მრცხვენოდეს, არც არავინ მითანაგრძნობს არაფერს, ისინი თვლიან რომ ეს არის კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც უნდა იქნას დასჯილი. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
უი , ეს როგორ დაგვემართა ქართველბს და "თავი არ გამოგვეყობა", სწორედ იმ მახიჯი მენტალიტეტის გაგრძელებაა, რომელსაც " ქართველი ყველაზე მაგარია მსოფლიოში" ქვია და რომელმაც 2004 წლამდე სახელმწიფო ვერ აგვაშენებინა და არც რაიმე ნიშნები გვქონდა ამის.
ეს პრიმიტიული მიდგომაა საკითხისადმი, საბჭოთა მენტალიტეტი, ან უფრო შორეულიც, მთის კანონების, მახვშვების, ხევისბერების და ამის მსგავსი გადმონაშთები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ცივილიზაციასთან.
არაერთი პუბლიკაცია მინახავს იმის შესახებ, რომ ფაშიზმი იყო მსოფლიო უბედურება და ის არარასოდეს არ უნდა განმეორდეს, მაგრამ ამის გამო გერმანელებმა მუდმივად ბოდიში იხადონ და ახალმა თაობებმა პასუხი აგონ დაუსრულებლად წინაპრების შეცდომაზე ყოვლად დაუშვებელია.
რა შუაშია ციხის ამბავთან " ქართველი ერის სირცხვილი".
მსოფლიოს წინაშე რა დანაშაული ჩავიდინეთ?
ჩემი ფრანგი მეგობრები უფრო იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ამ ფაქტის გამო ერმა დაუშვა შეცდომა, რომელიც შეიძლება იყოს საბდისწერო ქვეყნისთვის, რომ პრორუსული მთავრობის არჩევა გაბრაზებული ტვინით გაცილებით უფრო მძიმე შედეგებით დასრულდეს.
ავსრტიელმა კაცმა საკუთარი შვილი რომ ჩაკეტა 24 წელი და აუპატიურებდა, ამის გამო მთელი ავსტრია უნდა დაკომპლექსდეს და ბოდიშები იხადოს მსოფლიოს წინაშე??????
აი, ასე იქნება ყოველთვის,, სანამ ქართველები არ გამოვალთ ნაჭუჭიდან , სანამ კარგად არ შევისწავლით სიტყვა ადამიანის მცნებას, სულ ასე გაურკვევლობასა და ემოციებში ვიქნებით, მსგავსი ვიდეოებით გაგვაბითურებს მტერი და საკუთარი ხელით გამოგვაჭრევინებს ყელს.
უფრო ლოგიკურები უნდა ვიყოთ სამყაროს რეალობებთან. მოხდა დანაშაული, დაისაჯონ დამნაშავეები...

ავტორი: ლიი საიდან გვწერთ: ნაწილი I
06.10.2012 20:05
შურისძიების გრძნობა მეტ-ნაკლებად ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაოდენ ძლიერი შეიძლება გახდეს შურისძიების წყურვილი. თუ მან შეგიპყრო, ძალიან ძნელია მასზე კონტროლის შენარჩუნება.

თინეიჯერობის ასაკში მინდოდა ფიზკურად გავსწორებოდი ერთ ქართულის "მასწავლებელს", თამარა მაისურაძეს, რომელმაც ქართულის რა მოგახსენოთ და, სომხური კი იცოდა (შეიძლება, ჩინურიც ცოდნონდა? ეს უკვე აღარ ვიცი), და რომელსაც 4 წლის მანძილზე ფსიქოლოგიური წნეხის და ტერორის ქვეშ ვყავდით მე და ჩემი მეგობრები. სამწუხაროდ, სახლში არაფერს ვყვებოდი მის შესახებ... ის მე-8 კლასიდან წავიდა ჩვენგან. სკოლის დამთავრების შემდეგ განვიზრახე, გამეგო მისი მისამართი და პირადად მეძია შური! ბინაზე მისვლას ყოველგვარი იარაღის გარეშე ვაპირებდი. ფიქრები ამის შესახებ არ მტოვებდნენ. ეს იყო ყოვლისმომცველი, ძალიან ძლიერი და მწველი გრძნობა, რომელიც აზროვნების უნარს გიხშობს და მას თავს ვეღარ აღწევ. მყისიერად ამ საზარელი ფიქრებისგან გაქცევა აღემატებოდა ჩემს ძალებს. წარმოსახვაში კი სულ ერთი და იგივე სურათი მიტრიალებდა, როგორ ვამსხვრევდი და ვლეწავდი მის სახლში ყველაფერს და ხელიდან ვერავინ მაცლიდა ამ ტარტაროზს!! ვიცოდი, რა შეიძლებოდა მომსვლოდა მე, როგორც ფიზიკური ანგარიშსწორების დროს, ისე მის შემდეგაც, მაგრამ შურისძიების სურვილით შეპყრობილს ესეც არ მაშინებდა.

ერთადერთი, რაც მაყოვნებდა, იყო იმის შეგნება, თუ რამხელა ზიანს მოუტანდა ეს საშინელება ჩემსავე ოჯახს!
წარმოვიდგინე, როგორ დაიტანჯებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები ჩემი საქციელის გამო და ეს ტვირთი მათ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ეტარებინათ. ხანგრძლივი შინაგანი ბრძოლისა და დიდი ტანჯვის შედეგად შევძელი და არ მოვიძიე ამ ბავშვების მწამებლის მისამართი. ეს იყო პირადად ჩემთვის დიდი გამარჯვება. მე დღეს ამით უბედნიერესი ვარ. ამის შემდეგ აღარასოდეს გამჩენია პირადი შურისძიების სურვილი.

შურისძიება შობს შურისძიებას და რაოდენ მართალიც არ უნდა იყო, ამით სამართალი ვერ იზეიმებს! ცივილურ სახელწიფოში დამნაშავე, მწამებელი და ჯალათი უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს მხოლოდ კანონის ძალით და არა პირადი ანგარიშსწორებით.

ავტორი: ლიი საიდან გვწერთ: ნაწილი II
06.10.2012 19:46
კატეგორიულად ვგმობ გაზეთ "ასავა-დასავალი"-ს რედაქოტორის საქციელს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჯალათების მისამართების გამოქვეყნება.

მწამებლებმა უკვე გამოუტანეს საკუთარ თავს და მათ მოდგმას განაჩენი. სად უნდა იცხოვრონ მათ ამიერიდან მშვიდად?! ვინ მიიღებს სიხარულით მათ მეუღლეებს სტუმრად?! ამ ქალებმა არ იცოდნენ, რა საშინელებას სჩადიოდნენ მათი ქმრები სამსახურში?! ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ვისთან უნდა იმეგობრონ მათმა შვილებმა - უდანაშაულო ბავშვებმა?! მათ თავიანთი და საკუთარი ოჯახების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს! დაწყევლეს საკუთარი მოდგმა! ამით არ დასრულებულა მათი სასჯელი. ისინი უნდა წარსდგნენ მართმსაჯულების წინაშე და წარსდგებიან!!

ადამიანებმა, რომლებიც ამ პირუტყვებმა აწამეს, არ უნდა გაისვარონ მათ სისხლში ხელები. მათ ახლა სჭირდებათ სიმშვიდე. შური უნდა იძიოს ერმა, სახელწიფომ!! გაზეთის თანამშრომლებმა კი, საკუთარ პასუხისმგებლობაზე იზრუნონ!! ამ საშინელებისთვის ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი!

რატომ აქვეყნებს „ასავლ-დასავლი“ ჯალათების მისამართებს ახლა?! არჩენებამდე, წლების მანძილზე მოგვდიოდა ინფორმაცია ქართულ ციხეებში გაუპატიურების, წამების შესახებ... გვამი გვამზე გამოჰქონდათ ციხეებიდან. ეკრანებზე ვხედავდით ციხეებში გარდაცვილილი პატიმრების გამწარებული ოჯახების წევრებს! ადამიანების წამება და ლიკვიდაცია გრძელდებოდა საპატრულო პოლიციებში, ქუჩებში, რაიონებში, სოფლებში. ამაზე წლების მანძილზე საუბრობდნენ ადამაიანის უფლებათა დამცველები, სოზარ სუბარი, ტუღუში... ჟურნალისტები, ია ანთაძე, ნინო ზურიაშვილი, ნანა ლეჟავა... გიორგი მარგველაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, თეა წულუკიანი, კახა მიქაია... ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველთვის ყოფნიდათ გამბედაობა, ეთქვათ სიმართლე.
ცოტნე გამსახურდიას ციხიდან გამოგზავნილი საზარელი წერილი მაქვს წაკითხული, რომლის შემდეგაც შოკირებული ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი... სოლომონ თერნალელი მის ყოველ ახალ ბლოგში წერდა საზარელ პოლიტიკურ მკვლელობებზე. მას ყველაფერი გამოწვლილვით აქვს აღწერილი და განხილული, თუ რას სჩადიოდა სააკაშვილი და მისი სისხლიანი ხელისუფლება წლების მანძილზე. აღარაფერს ვამბობ გადაცემა "ანატომია"-ზე ან "ჟურნალისტური გამოძიება"-ზე... რამდენი ერთი ჩამოვთვალო?!

სად იყო აქამდე "ასავალ-დასავალი", ახლა რომ შურისძიებას გამწარებული და მორალურად განადგურებული ადამიანების ხარჯზე ცდილობს?! თუ, ასე გაზეთი უფრო გაეყიდებათ? რა უნდა „ასავალ-დასავალს“, რომ პირველ რიგში ეს ადამიანები, რომლებიც ობიექტურად არიან შურისძიების სურვილით შეპყრობილები - რაც მე ძალიან კარგად მესმის - მივიდნენ გამოქვეყნებულ მისამართებზე, სადაც ბავშვებიც ცოხვრობენ?! ის საცოდავი ბავშვები, რომლებსაც უკვე აქვთ თავიანთი მშობლებისგან სული დამახინჯებული! როგორ იცავდნენ ამ გაზეთის თანამშრომლები პატიმრების უფლებებს იმ დროს, როცა მათ სასიკვდილოდ აწამებდნენ?!

დესტაბილიზაცია ამ ხელიდან წასულ ნარკომანს ახლა ყველაზე მეტად აწყობს. რა, ხელი აუკანკალდება, გამოქვეყნებულ მისამართებზე დააგზავნოს კიდევ სხვა ავაზაკები და ამოაჟლეტინოს ოჯახები?! ჯერ არ გაუკეთებია ეს?!

მთელი ჩემი არსებით მესმის ჩვენი გაუბედურებული თანამემამულეების, რომლებიც ჩვენ ვერ დავიცავით და რომლებსაც სამართალი სწყურიათ! დაღუპულებს და პატიმრობისას იმ მდგომარეობაში მიყვანილებს, როგორშიც ახლა ჯაბა ბოჯგუაა, აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ სამართალი იზეიმებს!!

პირადად მე ვთვლი მათ წინაშე თავს დამნაშავედ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ვაი, რომ ეს ძალიან ცოტაა. ეს საშინელი სირცხვილი, რომელიც თავს დაგვატყდა მთელ ერს, ჩვენი უსუსურობის და უპასუხისმგებლობის გამო, უნდა ვატაროთ ტვირთად!

ჩემს უცხოელ მეგობრებს, თანამშრომლებს, მოსწავლეების მშობლებს თვალს ვეღარ ვუსწორებ სირცხვილისაგან. ინგლისელი, ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, იაპონელი... ყველა ეროვნების ადამიანი, რომელებთანაც ახლოს ვარ, ჩემს გამხნევებას ცდილობენ და მათი ერის ისტორიის სირცხვილს მახსნებენ. მამშვიდებენ, რომ ქართვლები ამ მხრივ მარტო არ ვართ, მაგრამ ეს ჩემთვსი ისეთივე ნუგეშია, როგორიც მათთვის სხვა ერების სირცხვილი!

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 12:31
ბუჟერა,
სამღვდელოება არ გაყიდულა, ის სამ ნაწილად არის გაყოფილი.
მღვდელი-ძველი ბიჭები.
ძველი კკბეს აგენტი მღვდვლები.
თავისი ფუნქციის მეტნაკლებად ადექვატურად შემსრულებელი მღვდლები.
პირველი ორი ყოველთვის ერთიანდება დიდი რუსეთის ინტერესების დასაცავად საქართველოში.
არჩევნებზაც ეგ მოხდა.

ავტორი: DABNEULI საიდან გვწერთ: qalaqi anara
06.10.2012 10:21
რაც გვემართება ყველაფერი ჩვენი ბრალია... ემოციებს აყოლილი,მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ხალხი ვართ,ცოტანი თუ ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე. ერთი ქართული მულტფილმი მახსენდება ..მტრობა..აი იმ კურდღლებს ვგავართ ჩვენ რატომ ვებრძვით ერთმანეთს. ამ ხელისუფლების გადაბარებამ ერთი ბრძნული გამონათქვამი გამახსენა, "თუ მიზანს ვერ მიაღწიე მიზანი კი არ შეცვალო ნაბიჯები შეცვალეოოო"" აი ასე მოიქცა მიშა...ახლა ვნახოთ ესენი რას იზამენ.

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: ვენეცია
05.10.2012 14:02
სიმართლე გითხრათ 04/10/2012 ის პოლიტმეტრში ვეღარ ვიცანი ბურჭულაძე-თითქოს უფრო გამბედავი და შემართული იყო-მესმის შიშს სძლია-ალბათ მის მკითხველებს ერჩივნათ უფრო ადრე მომხდარიყო ეს, მაგრამ სჯობს გვიან
ოღონდ ეს არის ვერ გავიგე რის დამტკიცებას აპირებდა, მეც არ ვეთანხმები მისამართების გამოქვეყნებას, სურათებს ვამჯობინებდი მაგრამ არაეთიკური სხვის ეთიკაზე როგორ საუბრობთ, სიჩლუნგე ადამიანის დაავადებაა-თქვენ ამით მათი უფლებები შელახეთ
ძალიან მოგწონთ ლიბერალის პოზაში ყოფნა თუმცა ჩემი აზრით საერთო არაფერი გაქვთ ლიბერალურ ღირებულებებთან

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: რუთავი
05.10.2012 12:38
ზაზა ძალიან მიხარია, რომ გუშინ ასავალ დასავალს თავისი ნამდვილი სახელი ჩლუნგი დაარქვით.მეც მგონია, რომ მისამართების გამოქვეყნება დიდი ღორობა იყო.

ავტორი: vazari
04.10.2012 20:27
დაწყნარდით,დაწყნარდით ! ყველაფერი ემორჩილება ლოგიკას და ბუნების კანონებს: რა ხალხიც ვართ (რაც კარგები ვართ".. და ა.შ.)ისეთი მთავრობა გვყავს,რა მთავრობაც გვყავს, ისეთი ოპოზიცია იხატება ,(ან კიდევ უარესი) და რაცა ვართ ისეთი მწერლები გვყავს. ასე,რომ,როგორც იტყოდა განსვენებული კომენტატორი – ვნახოთ, რას მოგვიტანს დარჩენილი დრო !

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
04.10.2012 02:09
ახლა - არჩევნების შემდეგ, როცა ქართველმა ხალხმა თავისი უაღრესად მაღალი აქტირობით გამოჭედა საკმაოდ სერიოზული გამარჯვება თავისუფლებისათვის ბრძოლაში, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ავტორისდა სამწუხაროდ, "არ გაბანძდე" სწორედ ის იქნებოდა, თუ იგი ამ კაპიტულანტურ სტატიას არ გამოქვეყნებდა! სტატიის რეალური შინაარსი (პათეტიკის ჩრდილში) ხომ ესაა - "სახლში დეეგდე, სიმონ!"

მადლობელი ვარ, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი მართლაც "არ გაბანძდა" და სწორედ იმის წინააღმდეგ მისცა ხმა, რის წინააღმდეგ ხმის მიცემა თაივსუფლების წყურვილის გამოხატულებაა - დაჩმორების და ღირსების შელახვის წინააღმდეგ!

ავტორი: ანონიმი
03.10.2012 12:43
რადიო თავისუფლების ჟურნალისტებო, ასევე თანამედროვე მწელებო , პუბლიცისტებო....
აი ახლა თქვენი ტესტირებაც მოხდება, აი ახლა გამოჩნდება თქვენი ნამდვილი სახე.
თქვენ ხომ ამ ხელისუფლებას მუდმივად, დაუსრულებლად დემოკრატიული პრინციპების შებღალვაში ადანაშაულებდით.
ვნახოთ რა რეაქციები გექნებათ ივანიშვილის ნაბიჯებზე, გუშინდელი მისი გამოსვლები უკვე არადემკრატიული იყო. აშკარაა რომ ერთპარტიულობა სურს, ითხოვს პრესიდენტის ნაადრევად წასვლას, მაკონტროლებელი ორგანო არ სურს, იმუქრება, კონსტიტუციასი ვერ ერკვევა, როგორც თვითონ ამბობს, აკეთებს წინდაუხედავ განცხადებებს, არ სურს მართლა ცივილიზებულად და მშვიდად წაიყვანოს პროცესები.
ვნახოთ რას იტყვით, ვნახოთ რა კომენტარებს გააკეთებთ.
ახლა უკვე თქვენ გაკვირდებათ საზოგადოება ლუპით.

ავტორი: Боря
02.10.2012 22:57
გეთანხმები გერმანე... ახლა ან მართლა წავალთ ევროპისკენ,ან მოუსავლეთში საიდანაც მართლა აღარ ბრუნდებიან...მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია სამწუხაროდ...

ავტორი: bujera საიდან გვწერთ: batumi
02.10.2012 22:00
სამღვდელოებაც მაგრად გაიყიდა.მრევლის აგიტაციებს ეწეოდნენ 41 შემოხაზეთო. მაგრამ მარტო გაყიდვაზეც არაა საქმე. საქართველოს კარგ მდგომარეობამდე არ მიიყვანს ეგ ივანიშვილი და მისი ნაყარ ნუყარა ფულის მონები. დაანგრევენ და დაშლიან საქართველოს.ამასაც ნახავთ. და ცჰვენ ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ფულის მონები არიან.მერე მიხვდებიან ვის მოაგებინენ არჩევნები მაგრამ გვიანი იქნება გვიანიიიიიიიიიიი..არუნდოდათ რძე და ?ყველი

ავტორი: GERMANE
02.10.2012 19:43
ნათია, არავინაც არ გაყიდულა - ანუ, უფრო სწორად, ისე მოხდა, როგორც ყოველთვის - 50/50-ზე გაიყო, თითქმის, ვერავის ექნება აბსოლუტური უმრავლესობა.
და აი ახლა, ჩემო ნათია, ყველაზე მაგარი!!!!
ვის ჰყავს უფრო მეტი აგენტი და თავისი მონა-მორჩილი ვისთან?
ალასანია უფრო მიშას რელსებზე დგას (მე ვგულისხმობ დასავლური ორიენტაცია და არა ელიტ-კორუფციას) თუ ბიძინას?
ძიძიგურს რომ მიშამ თითი დაუქნიოს, ლაქუცა ძაღლივით მასთან მივარდება.
წარმოგიდგენია ძიძიგურისა და მისი მსგავსების ერთად ყოფნა ბიძინასთან? მე ვერა. ეს ის ხალხია, ვისი "სულიც" მიშას ხელშია. ეს ის ხალხია, რომელსაც სააკაშვილი (და არა მისი კლანი) ყოველთვის ყველაფერს გააკეთებინებს.
ეს "დამარცხება" იყო ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ სააკაშვილს თავი დაეძვრინა ახალაია-რურუებისაგან - ამ ხალხს მალე გაასამართლებენ - მიშა თავადვე გაასამართლებს.
ახლა დაიწმინდება ყველაფერი, დალაგდება, გახდება ან კალაძე ან კიდევ ვინმე სხვა პრემიერმინისტრი, მერე, ერთ წელში გახდება ბიძინა პრეზიდენტი და სააკაშვილს, თუკი მოუნდება, დასტოვებს ბიძინას პრეზიდენტად და თავის კაცს აარჩევინებს პარლამენტს პრემიერად - სწორედ ისინი აირჩევენ - ალასანიები, ძიძიგურები და ბევრი სხვა უკვე ბიძინაზე განაწყენებული პარლამენტარები.
აი ასე მგონია რომ მოხდეს.
ბიძინას კოალიცია იყო სააკაშვილის წინააჭმდეგ კოალიცია. სააკაშვილის "დამარცხებით" და მისი თამაშიდან გასვლით ეს კოალიცია ფურცელზეც კი შეიძლება არ დარჩეს. აი ამ სემთხვევაში პარლამენტის 40% დიდი ძალაა.
ოღონდ, ახლა სააკაშვილმა უნდა მოახერხოს რამდენიმე თავის გაგორება საკუთარი კლანიდან - დიდი თავების - მაგალითად მერაბიშვილის, ახალაიების, რურუების და ბიზნესმენ კეზერიშვილი კი ისე საჯიჯგნად მისცეს ახალ მტავრობას - ასე ვთქვათ და გასაწეწად. ამით ნაც-მოზრაობას პოლიტიკური სტატუსი დაუბრუნდება და არ ეწვევა ბედი "მოქალაქეთა კავშირისა". აი ეს თუ მოახერხა სააკაშვილმა, მართლა გრანდიოზულ საქმეს იზავს. თუარადა - გაქრება ისევე როგორც კომპარტია, მხედრიონი, მოქ-კავშირი.

ასე რომ, ნათია, ილოცე რომ მისამ წააგო.
აი დაფიქრდი - რომ მოეგო, რა უნდა ექნა? უფრო უნდა მოეჭირა მარწუხები, უფრო უნდა ჩაჰყოლოდა ახალაია-მერაბისვილების პოლიცისტურ სისტემას და ამით გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და არ ასცდებოდა კადაფის ბედი.
ახლა კი ყველა კარი ხსნილი აქვს - დემოკრატიის გამოცდა ფრიადზე ჩააბარაო, ასე არ ამბობენ ევრო-ამერიკელი დამკვირვებლები? შუქურა დარჩა შუქურად და ეს მხოლოდ არჩევნების არმოგებით შეიძლებოდა.

ავტორი: ანონიმი
02.10.2012 10:20
ზაზა...
გაბანძდა და დაგოიმდა ნახევარი საქართველო..

ავტორი: მკითხველი
02.10.2012 09:50
დღესვე უნდა შეიქმნას სერიოზული საკანონმდებლო პროექტები ძალაუფლების შტოთა რეალური დაბალანსებისა და ხელისუფლების ქმედებათა გამაკონტროლებელი ღონისძიებების შექმნის მიზნით. სამოქალაქოებმა იაქტიურონ, თორემ პოლიტიკოსთა კეთილი ნების იმედზე ყოფნამ რაც მოიტანა ხომ ვნახეთ უკვე.

ავტორი: მკითხველი საიდან გვწერთ: ზუგდიდიდან
02.10.2012 04:57
ნათიას და ყველა კეთილი ნების ადამიანს.. სააკაშვილის ხელისუფლემამ ,,ქართველთ მესია'' ნათელაშვილი კი მოაშთო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, თავად ამ მესიანიზმს ვეღარაფერი დააკლო... და მესიანიზმის იდეას არათუ ვერაფერი დააკლო , თვითონვე სასათბურე პირობები შეუქმნა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის ამ სამარცხვინო იდეას..ისტორიამ კი ამჯერად უკვე მწარედ დასცინა სააკაშვილის ამ მცდელობას და მისმიერ ქართველობაში საფუძვლიანად გაღრმავებულ მესიანისტურ განწყობებს, ,,მესიის'' როლს..სულ სხვა პიროვნება მოარგო.

ავტორი: GERMANE
02.10.2012 04:13
ზაზა, სად დაგვეკარგე, ქუჩაში ხომ არ ხართ და დროშას ხომ არ აფრიალებთ?

და მაინც, ბატონო ზაზა, გილოცავთ უკვე მეორედ ორპარტიულ პარლამენტს.
თუ გახსოვთ - გამსახურდია-კომუნისტების პარლამენტი. აი ის სიტუაციაა ახლაც. მაშინ ზვიადამ აკრძალა კომპარტია და გამოყარა არჩეული პარლამენტარები. ახლანდელი სცენარი საინტერესო იქნება.

ავტორი: TIA
02.10.2012 02:18
ზაზა! გაბანძდნენ!! მაგრად გაბანძდნენ!!!

ავტორი: მანანა საიდან გვწერთ: თბილისი
01.10.2012 20:50
მგონი ქვეყნის მომავალი რამდენიმე წლის კურსი გაირკვა. ილოცეთ და იოცნებეთ!

ავტორი: NATIA
01.10.2012 20:39
ეს იყო დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ !
მე ის ვიცი, რომ დამთავრდა საქართველოს ოქროს ხანა !
აწი ახი იქნება რაც მოგივათ ....
ისე, მურმან დუმბაძეს უმადლოდეთ !

ავტორი: ანონიმი
01.10.2012 20:29
მგონი სპეტაკი საბჭოთა ბიზნესი ცოტა წინ გაიჭრა და რა თქმა უნდა გილოცავთ.

ავტორი: მარინა
01.10.2012 10:17
ზაზა ან მიშას ემხრობი და ან ცვლილებების მომხრე ხარ, ასე არ არის? გაბანძებულხარ და ეგ არის!

ავტორი: დადარდიანებული საიდან გვწერთ: თბილისი
30.09.2012 21:46
იმაში, რომ კომპრომატების ომში უმეტესობა მანიპულაციის მსხვერპლი გახდა - დავძენ: საკუთარი ნებით!!!! - ამაში სავსებით გეთანხმებით ავტორო, მაგრამ, თუ ყველაფერი ისეა, როგორც აღწერთ (და რამდენადმე მაგაშიც გეთანხმებით), რისთვის გამოიგონა კაცობრიობან არჩევნები? და როგორ მოვიქცეთ ჩვენ? საკითხავი აი, ეს არის.

ავტორი: თქვენზე ოდნავ ასაკიანი საიდან გვწერთ: თბილისიდან
30.09.2012 14:17
ბატონო ზაზა. ნუ წუხართ. არავინ არავის არ უპირისპირდება უმიზეზოდ. თუ მიზეზი გექნებათ, დარწმუნებული ვარ თქვენც დაუპირისპირდებით და დაპირისპირებულხართ კიდევაც უსამართლობის ჩამდენს. დაპირისპირებაში არაფერია სამარცხვინო. სამარცხვინო შეიძლება აღმოჩნდეს დაპირისპირების ფორმა. ამიტომ, კარგი იქნება, სანამ სათქმელს იტყვით, უფრო მეტ ანალიზს თქვენი სათქმელი დაუქვემდებაროთ და პრიორიტეტები სწორად წარმოაჩინოთ. მაგალითად, როგორც ნიკო ნერგაძე, ლაშა ბუღაძე, გოგი გვახარია და სხვები ახერხებენ. თქვენი სტატია, მიუხედავად თქვენი აზრით საჭირბოროტო ფილოსოფიური წიაღსვლებისა, არაფრის მთქმელია და თანაც ეჭვს ბადებს: ვინმესი ან რამესი ხომ არ გეშინიათ?

ავტორი: tamari საიდან გვწერთ: tbilisi
30.09.2012 13:49
აბა რა ვქნა??? ეს რომ არ მინდა???? რომ ვაპროტესტებ უამრავ რამეს???? არც რუსი მინდა და არც ამერიკელი ორივე ქართველთყლაპიაა!!!!.... ჩემი ენა მინდა, ჩემი რელიგია მინდა, ჩემს მიწაზე ერი მინდა ჩემი!!! სამუდამოდ!!!!!!

ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: რუსთავი–1
30.09.2012 12:41
მთავარი" მოძრაობაა",მოქმედება,ხალხის აქტიური ჩარევა 'პოლიტიკაში", მე ვხედავ როგორ ვიზრდებით,შეცდომა აუცილებელია წინსვლისთვის..მე მინდა ცვლილება.. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამორიცხულია უარესი შედეგი...

ავტორი: Dino საიდან გვწერთ: saqartvelo
30.09.2012 02:21
ყოვლად უფასური აბდაუბდაა. იმ " თანამოქალაქეში" რომელსაც უპირისპირდება მეორე მოქალაქე, გგონიათ რომ პოლიტიკოსისგან განსხვავებული თვისებებია ან პირიქით? ნიჰილიზმი და კვდომა )) აი, რა გვამცნე მწერალო ზაზა. ხშირად ადამიანები წერენ მხოლოდ იმიტომ რომ მწერალად გაასაღოს თავი. ზოგი საუბრობს მხოლოდ იმისთვის, პირიდან ჰაერი რომ ამოუშვას. რაღაც ასეთი აბდაუბდაა...

ავტორი: ირაკლი იბერიელი საიდან გვწერთ: აქედან
30.09.2012 02:11
ყველაფერში ვეთანხმები ბლოგერს, მაგრამ რომელ კურსს ვირჩევთ, დასავლურს, თუ რუსულს. მიშამ იმდენი იჩალიჩა, რომ ოკუპანტი რუსი მოანატრა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ძირითადად ყოფილ პოლიტიკურ, ბიზნეს, ინტელიგენტურ და ხელოვანთა ნომენკლატურას, მათ ოჯახებს, ნაშიერსა თუ მეგობრებს.
რას ვირჩევთ, დამოუკიდებლობას თუ "ФСБ - ფსევდო დამოუკიდებლობას??????
ამაშია საქმე...

ავტორი: shaliko საიდან გვწერთ: Tbilisi
29.09.2012 22:41
ეს რა არის ვერ გავიგე... ამაზე ადვილი სათქმელი რაა? შენ გამოსავალს თუ ხედავ ჭკვიანურს - ის გაგვიზიარე, თორემ ეს ჩვენც ვიცით ყველამ. და რომ არ მივალთ არჩევნებზე - ეს უკვე ვიღაცის მხარდაჭერა არაა? ბოლო-ბოლო რომ გაუსკდეს გული მიშას და მოკვდეს - თქვენ ფიქრობთ დავიღუპებით? პრეზიდენტობის ორი ვადა დაასრულა და ეხლა დროა სიახლის, დაიღალა ხალხი ამდენი ტყუილებითა და თვალში ნაცრის შეყრით. და თუ ახალი ხელისუფალიც ვერ ივარგებს, იმასაც გადავირჩევთ. რა, ბოლო-ბოლო სულ ასე "კეთილი" მეფეების იმედზე ხომ არ ვიქნებით?!

ავტორი: jongliori საიდან გვწერთ: de
29.09.2012 22:11
ალბათ არც იქნებოდა საჭიროება თქვენთვის მეპასუხა ბატონო სიტყვის მჭედელო, რომ არა ის სამწუხარო გავლენა რომელსაც თქვენ თესავთ…

მოდი შევხედოთ თქვენს დისკურსს… დისკურსს რომელშიც დაკვირვებული თვალი დაინახავს მორჩილების ყველაზე პირდაპირ ფორმას…

თქვენ დეფინიცირებას ახდენთ ვინმე ზე მდგარისა…თქვენი სიტყვებით ყველა კრიმინალია… თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით ამ სიტყვების კონტექსტს და ფორმას, დავინახავთ თქვენს მოწოდებას შეგუებისკენ, ფუნდამენტურ პესიმიზმისა და მორჩილებისკენ, ‘ესეა რას ვიზავთ’!

თუმცა არც მთლად ესეა ბატონო ჩემო სიტყვასთან ‘მებრძოლო’…

ფუნდამენტურად ადამიანური ელემენტის ადამიანთაგან ჩამორეცხვით, თქვენ ერთი მხრივ დიფირამბას უმღერით ‘მასას’…

(რომელსაც ზუსტად ასე განსახღვრავს თქვენი მიდგომა… მიუხედავად მცდელობისა დაიკავოთ უშუალო და ‘უბრალო’ ტონალობა, თქვენი სამჭედლოდან სწორედ ეს ხმა გამოჰკივის: განუვითარებელი მასა, ბრბო… სხვაგვარად როგორ გაბედავდით მსგავსად ღაღადს, სხვა პირობებში იქნებ ‘მწერლობაზეც’ აგეღოთ ხელი, თუმცა ეს სხვა თემაა…

თუმცა ამ ხმის გარდა თქვენი სამჭედლოდან სხვა ხმას გვესმის, ეს არის ხმა არასაკმარისად გახურებულ სიტყვაზე ჩაქუჩის რახუნისა… )

ეს ერთი

მეორე: თქვენი აღიარებაა იმ პოზისა რომელიც თუ კარგად დავფიქრდებით ამ მასისვე ‘სხვა’ წევრებმა მოირგეს…

მოკლედ: თქვენ უშვებთ ძალაუფლებას, და თქვენ საუბრობთ მორჩილების აუცილებლობაზე, და მას ურთიერთ დათმობისა და გაგების აუცილებლობით ამართლებთ, რადგან ასევე უშვებთ რომ ეხ, ხომ იცი რა არიან პოლიტიკოსები, ეგენი ყველა კრიმინალია…

თქვენ ამბობთ: ‘ხო იცი რომ ესეა, ეს ესე იყო ყოველთვის, ამიტომ რამის შეცვლას აზრი არ აქვს, იყავი იქ სადაც ხარ და ცადე ერთმანეთს ზედმეტი ტკივილი არ მიაყენო…’

ყველაზე ვირუსული თქვენს დისკურსში ეს ფუნდამენტური უიმედობაა, რომელიც ჩემი აზრით თქვენი კაFკას ვერ გაგებით უნდა იყოს სავარაუდოდ გამოწვეული. ეხლა ვფიქრობ ჩემთვის, იქნებ აჯობებდა დაგეწერათ მასზე, ისე როგორც გეგმავდით, და იქნებ შეუსაბამობათა თანხვედრით დაგენახათ უფრო ფართო სურათი, თუნდაც ის სევდიანი ცა რომელიც კონკრეტულ სივრცეში კონკრეტულ დროს გადაეფარა კონკრეტულ გეორგაფიულ არეს… და შესაბამისად არ ‘გაგეყიდათ’ ის როგორც კაცობრიობის მუდმივი მდგომარება…

თუმცა თქვენ რთული გზიდან ჩემთვის უცნობი მიზეზებით გადაუხვიეთ, შემიძლია ვივარაუდო ეს იყო შიში, თუმცა რას იზავ, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

ასეა თუ ისე დღევანდელი თქვენი პოზით თქვენ საკმაოდ სარგებლობთ. ერთი რომ ძალაუფლებასთან მეგობრულ პოზას ინარჩუნებთ
(ფუნდამენტურად და არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან) და მეორე თქვენ ინარჩუნებთ ამ სიტყვის მჭედელის მანტიას… რაც ასე თუ ისე თქვენს ეგოს აკმაყოფილებს…

თუმცა თქვენს ვერსიებსა და მსოფლაღქმებს არსობრიობის აქვს უფლება და არც და მე გავირჯებოდი, რომ არა ის სამწუხარო გავლენა რომელიც დასაწყისში ვახსენე. დიახ მეც(ისევე როგორც თქვენი ქვეცნობიერი) ვფიქრობ რომ ფიქრი ამ სივრცეში არ შემდგარა და ადამიანი თავისუფლებისთვის არ არის მზად…

თუმცა თქვენგან განსხვავებით მე არ გამოვყოფ რაიმ ზე კასტას ‘ბოროტმოქმედთა’, რომელნიც რაიმე ფორმით არიან წინ ან უკან და ფუნდამენტურად განსხვავდებიან სხვათაგან… არამედ მე ვხედავ უფიქრველობას მის მთლიანობაში და შესაბამისად მე ვხედავ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას ამ მდგომარეობის წინაშე, და შესაბამისად პასუხისმგებლობას ვამხილოთ პირველ რიგში საკუთარი თავი…

სწორედ ეს გზა არის ზრდის გზა და სწორედ ამ გზაზე დადგომისკენ მოუწოდებს ნებისმიერი გულწრფელი სიტყვის მჭედველი ადამიანს… თუმცა მოწოდებას მხოლოდ ის გასცემს, ვინც ამ გზაზე თავად დგას…

თქვენ ჩემო მეგობარო, მჭედლის მხოლოდ მოსასხამი გაქვთ, თქვენ ქურაში ცეცხლი არ გიზგიზებს…

თქვენ ასეთი სამჭედლოსგან შორს, კომფორტულ ზონას შეაფარეთ თავი, როცა შუა გზაზე მიატოვეთ ფიქრი და სავარაუდოდ გადაწყვიტეთ რომ მიზანი მიღწეული იყო(ან მეორე, უბრალოდ შეგაქანათ)

როგორც გითხარით თქვენ საკმარისი სიმხურვალის დაგრიოვება ვერ შეძელით რომ სიტყვა გეჭედათ…

დღეს კი სხვას მოუწოდებთ რომ აზრი არ აქვს…

აზრი შესაძლოა ძიებამ თქვენთვის დაკარგა, თუმცა ეს რომ არაფერს ნიშნავს, ეს მემგონი იმ შექანებულ მდგომარეობაში იგრძენით…

ავტორი: ფანტაზიორი
29.09.2012 15:23
ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: ფსიქიატრიულიდან
29.09.2012 14:59
დაპირისპირებაშიც სიყვარულია... რევანში არ იქნება...ბიძინა კეთილია და ყველას სიკეთისკენ მოუწოდებს!!! და ყველას ვინც მოინანიებს მიუტევებს...მოინანიებს ჩუმად ყოფნას, გულქვაობას, ჩმორობას, ამპარტავნობას, ჩაგვრას, უმოქმედობას, ტყუილ, მზაკვრობას, ჩათლახობას, გადაყლაპვას, გაბოროტებას, უსამართლობას, შეცდომეს, არაჰუმანურობას და სიძულვილს...
=================================================
თინა ხიდაშელს რომ სისხლდენა აქვს თანაგუნდელთა მხრიდან ამდენი გინებისგან, ამას თუ მოუშუშებს ის ეშმაკის მოციქული ფულის ტომარა? და ალბინოსები რატომ ჩდებიან ზოოპარკშიო ამასაც მიუტევებს იმედია გუბაზ სანიკიძეს ))))))

ხოდა აგინეთ ერთმანეთს მკვდარი და ცოცხალი და მერე მიუტიეთ!!! დაისვენეთ ცოტა მერე ისევ აგინეთ!!!

თქვენი მისატევებელი თქვენსავე ჩასვრილ ოცნებებშია!!!

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: ფსიქიატრიულიდან
29.09.2012 14:59
დაპირისპირებაშიც სიყვარულია... რევანში არ იქნება...ბიძინა კეთილია და ყველას სიკეთისკენ მოუწოდებს!!! და ყველას ვინც მოინანიებს მიუტევებს...მოინანიებს ჩუმად ყოფნას, გულქვაობას, ჩმორობას, ამპარტავნობას, ჩაგვრას, უმოქმედობას, ტყუილ, მზაკვრობას, ჩათლახობას, გადაყლაპვას, გაბოროტებას, უსამართლობას, შეცდომეს, არაჰუმანურობას და სიძულვილს...

ავტორი: ფანტაზიორი
29.09.2012 02:05
რას აგინებენ ერთმანეთს ეს ჩასვრილი ოცნების ლიდერები...
ისე ყველანი მართლები არიან თავისებურად,,)))თინა ხიდაშელის გაძლება მოგცემოდეთ ყველას!!!

ჩაარუსულეთ პროგნოზები, მაინც ჩასვრილი ოცნება შეგრჩებათ ხელში.....

ავტორი: ანონიმი
29.09.2012 01:55
ბურჭულაძე! ბანძობაა ეს ბლოგი!! თავიდან დაწერე. ოღონდ ჯერ კარგად მოიფიქრე, რა გინდა თქვა.

ავტორი: ანონიმი
28.09.2012 22:41
გილოცავთ. ამ პროგნოზით გიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სკკპ ცკს,კგბს და საკავშირო კომკავშირის მიერ ნაშობი კაპიტალიზმი.
Предвыборные прогнозы - дело неблагодарное, но шансы "Грузинской мечты" выглядят предпочтительней. Если фальсификации не будет, Иванишвили, скорее всего, победит.

ავტორი: რატი
28.09.2012 22:00
ზაზუნამ ნინო ჟიჟილაშვილთან "შიშიკო არ შემოხაზოთ, არ გაბანძდეთო" და ეხლა ამ ბლოგში დაუბალანსებია წინა საარჩევნო აგიტაცია:)))))
საქმე არაფერი გქონდა?

ავტორი: ტანკლი საიდან გვწერთ: თბილისი
28.09.2012 21:38
ასე მგონია მე დავწერე )) 10000000000000000% გეთანხმები!
ეს ხალხი ვერ ხვდება მარიონეტებად რომ იქცნენ :X საშინელებაა :X

ავტორი: კოლმეუნებობის თავმჯდომარე საიდან გვწერთ: მარჯვნიდან
28.09.2012 21:38
ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მოგებისთვის.
სანამ სხვის იმედზე ვიქნებით მანამდე მაინც.
ხოლო რაც შეეხება დანარჩენს
არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული