სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 01:15

ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

პოლიტიკური ტრანსფორმაციის ოთხი ელემენტი

x
მკითხველს წინასწარ უნდა მოვუხადო ბოდიში იმის გამეორებისათვის, რაც მას, სავარაუდოდ, ისედაც შესანიშნავად მოეხსენება. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხანდახან შეიძლება რაღაც იცოდე, მაგრამ მაინც ვერ ან არ აკეთებდე, ამიტომაც კარგად ცნობილის გამეორება, შესაძლოა, მაინც სასარგებლო იყოს.

I.
საქართველო, როგორც ბოლო დროს სჩვევია, ორ განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ერთ რეალობაში დაემხო სააკაშვილის "სისხლისმსმელი რეჟიმი". მეორეში პირველად საქართველოს ისტორიაში (ნუ კარგი, მეორედ) მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. ერთ რეალობაში სისხლიანი რეჟიმის მესვეურებს ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყონ, მეორე რეალობაში საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამეტო უმცირესობასთან ერთად ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ითანამშრომლოს. ამ ორ რეალობას ერთმანეთთან იოლად ვერ შეათანხმებ. მაგალითად, პირველ რეალობაში, თუ დაიჭერ, ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის მიერ სიზმრებრივ სწრაფად გაგენერლებულ გენერალური შტაბის უფროსს, მეორე რეალობაში საყვედურს მიიღებ ნატოს გენერალური მდივნისაგან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. მეორე რეალობაში ყოფნას თუ გადაწყვეტ და წინა მთავრობის ყველა მოხელე-ჩინოვნიკს ერთიანად ვირის აბანოში არ ამოაყოფინებ თავს, მაშინ მომხრეთა დიდი ნაწილი, რომელმაც პური ჯერ ვერ მიიღო, სეირსაც თუ ვერ მიიღებს (მაგალითად ისეთს, როგორსაც საქართველოს კულტურის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გვპირდება), ძალიან გაბრაზდება. საქართველოს ახალი მთავრობის ერთი მხრივ სიფრთხილე, ბოლოს და ბოლოს იკისროს პასუხისმგებლობა და დაიწყოს პოლიტიკური გეგმის განხორციელება, მეორე მხრივ კი იმპულსურობა წინა მთავრობის მომხრეთა უხეირო დაჭერებში (პარადოქსულია, მაგრამ ასეა), ჩემი აზრით, სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ის ხან ერთ კურდღელს მისდევს, ხანაც მეორეს.

პირველი კუდღლის დევნა, რომელსაც „კბილი კბილისა წილ“ ჰქვია, ფაქტიურად ნიშნავს იმ რევოლუციას, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე თითქოს უარი გამოაცხადა და აბათილებს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ყველა უპირატესობას.

ეს უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საქართველოს თავიდან დაფუძნების შესაძლებლობა (შესაძლებლობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრა წლის განმავლობაში ვერ და არ გამოიყენა), არა როგორც ერთპარტიულად მართული ჰიბრიდული ქვეყნისა, არამედ როგორც მრავალპარტიული დემოკრატიის. ნებისმიერი დაფუძნება, მათ შორის ესეც, რევოლუციურ მომენტს გულისხმობს, ოღონდ ეს რევოლუცია განსხვავდება იმ რევოლუციისაგან, რომელიც ერთ ხელისუფლებას მეორით ანაცვლებს, ხოლო „სისტემას“ (რომელიც თითქოს უნდა დანგრეულიყო) - ხელუხლებელს ტოვებს. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც უკანონობას სჩადის იმ მოტივით, რომ ამას წინა ხელისუფლებაც აკეთებდა და ამ უკანონობას წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს, იმ სისტემის რეპროდუქციას ახდენს, რომელსაც თითქოს თავად ებრძოდა. ეს შეცდომა დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრა წლის წინ, იმავე შეცდომას იმეორებს „ქართული ოცნება“ დღეს. რევოლუციურობა, რომელიც ახალ დაფუძნებას ახლავს თან, გულისხმობს რადიკალურ ცეზურას ძველსა და ახალს შორის; თავიდან დაწყებას; ახალ პრინციპებს; იმდენად ახალს, რომ დღევანდელი და გუშინდელი ადამიანი ერთი და იგივე აღარ იქნება.

ძველსა და ახალს შორის განსხვავების პატარა მაგალითი გასულ კვირაში ვნახეთ: ნატოს გენერალური მდივნის (და არა მარტო მისი) კრიტიკა (შეშფოთება, გაფრთხილება) „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების გამო“ ნამდვილად არ არის ნაციონალური მოძრაობის ლობისტური ჯგუფების დამსახურება, როგორც ეს მიამიტურად ჰგონიათ ზოგიერთებს. უბრალოდ, ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების შედეგად გადაბარების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებით ზომავენ. ახლა უკვე მთავრობის ხელშია, რას იზამს: გააგრძელებს ყველაფერს, რის გამოც ის აკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას და ახლა გაოპოზიციონერებული ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს მას, ქარს გაატანს ნდობის კრედიტს თუ მას კონკრეტულ სიკეთეებად (მაგალითად, MAP-ის მოპოვებად) გადააქცევს.

II.
„ქართული ოცნების“ პირველი ნაბიჯები - სააკაშვილის მომხრეთა დაჭერები (უფრო ფორმა, მაგრამ შინაარსიც) - გვიჩვენებს, რომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციამდე, რომლის იმედიც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლამ მოგვცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაკლია.

ვინ არის ამ პოლიტიკური ტრანსფორმაციის მატარებელი? წინა მთავრობას ჰქონდა ამბიცია (დავამატებდი - თავხედობაც!), რომ პოლიტიკური ტრანსფორმაციის მატარებლად მხოლოდ თავისი თავი მიეჩნია. მისი წინასაარჩევნო ლოზუნგი - „მეტი სარგებელი ხალხს“ - ქვეცნობიერად (ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ფსიქოანალიზს არ ცნობენ, მაგრამ ეს მათ ქვეცნობიერისაგან მაინც ვერ გაათავისუფლებს) იმაზე მიგვანიშნებდა, რომ სარგებელს იქამდე ძალიან პატარა ჯგუფი იღებდა. ნაციონალური მოძრაობის პროექტის წარუმატებლობამ გვიჩვენა, რომ „ელიტარული მოდერნიზაცია“ XXI საუკუნეში (XX საუკუნისაგან განსხვავებით) აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ დისტანცია „ელიტასა“ და გასამოდერნიზებელ „ხალხს“ შორის (განათლების და, თუნდაც, მატერიალური რესურსების თვალსაზრისით) უკიდურესად არის შემცირებული. დღევანდელ ხალხს მეტი ინტერესი და საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ვიდრე 70 წლის წინ ექნებოდა.

გამოცდილებამ გვასწავლა, რომ რაც უნდა დიდი ნდობით იყოს აღჭურვილი მთავრობა, რაც უნდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, მას (მარტო) არ შესწევს მოდერნიზაციის ძალა. მოდერნიზაციას, სულ ცოტა, კიდევ სამი რამ სჭირდება.

პირველი (ეს თანმიმდევრობა მაინცდამაინც იერარქიას არ გულისხმობს) პოლიტიკური ოპოზიციაა. გასაკვირია, როდესაც ახალი მთავრობის მინისტრები გვეუბნებიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება დააკომპლექტა, არამედ  საკანონმდებლო ხელისუფლებაც და სწორედ აქედან გამოაქვთ დასკვნა, რომ ოპოზიციამ, როგორც წაგებულმა, ახლა გამარჯვებულს უნდა აცალოს. საკანონმდებლო ხელისუფლებას საქართველოში დღეს ორი პარტია ქმნის და საპარლამენტო უმცირესობის ფუნქცია შემდეგ არჩევნებამდე მოცდა ნამდვილად ვერ იქნება. ოპოზიციისათვის ოპონირების შესაძლებლობის ჩამორთმევა სწორედ იმ ერთპარტიული ხელისუფლების გაგრძელება იქნება, რომელიც ასე არ მოგვწონდა ნაციონალური მოძრაობის (და მისი წინამორბედების) დროს. მეორე მხრივ, აშკარა დემაგოგიაა ნაციონალური მოძრაობის მიერ ისეთი რაღაცების გაპროტესტება, რასაც ის თვითონ ამკვიდრებდა და აკრიტიკებდა უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში. ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამე ინტერესი დარჩათ საკუთარი ვიწროპარტიული ან ვიწრობლოკური ინტერესის გარდა, ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყნის ინტერესებში, არა მარტო ძაღლი და კატასავით თანა-ცხოვრებაა, არამედ თანამშრომლობაც. ეს თანამშრომლობა იმას კი არ გულისხმობს, რომ მხარეებმა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები უნდა შეუთანხმონ ერთმანეთს, არამედ გულისხმობს შეთანხმებას თამაშის ახალ წესებზე, ისეთზე, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ წარმოშობილმა რეალობამ მოიტანა. ახალი წესები წარსულის შეფასებას და აქედან გამომდინარე შეთანხმებას გულისხმობს: მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მოღვაწეობის შეფასებას (თუნდაც გაფართოებული საპარლამენტო კომისიის მიერ, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც შევლენ). ასეთი შეფასება კონსენსუსს უნდა წარმოადგენდეს იმის შესახებ, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, რა უნდა გაგრძელდეს და რა არ უნდა განმეორდეს არაფრის დიდებით. ნაციონალური მოძრაობისაგან ეს კეთილ ნებას და (მისთვის) არცთუ ისე სასიამოვნო თვითანალიზსს მოითხოვს. მეორე მხრივ, კი „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უნდა აიღოს ოპოზიციის განადგურების ნებისმიერ მცდელობაზე და იმოქმედოს ისე, რომ პოლიტიკური დევნის ეჭვიც არ გააჩინოს. კარგად მესმის, რომ ეს მოთხოვნა ორივე მხარის მიმართ ილუზიის ზღვარზეა, მაგრამ მთლად შეუძლებელიც არაა.

მეორე: ის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს საბოლოო პოლიტიკური მიზანი, რომელიც არ არის დამოკიდებული მთავრობის ცვლილებაზე, ცალკე აღსანიშნავი არ არის. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება სახელმწიფო სამსახურში გარკვეული თანმიმდევრობის გარეშე: თუ ყოველი ახალი მთავრობა ყველა სამინისტროში გამოცვლის არა მარტო მინისტრებსა და მათს მოადგილეებს, არამედ ჩინოვნიკებსაც, და ახალ მოხელეებს დანიშნავს არა პროფესიონალიზმის, არამედ მის მიმართ ლოიალობის ნიშნით, ქვეყანა ვერასოდეს გამოვა მოჯადოებული წრიდან. ეს მოჯადოებული წრე კი რომელიმე მთავრობამ ნამდვილად უნდა გაარღვიოს. როდისმე უნდა დაიწყოს სახელმწიფო მოხელეების, ჩინოვნიკების, მასწავლებლების, პოლიციელების, სამხედროების დეპოლიტიზაცია - ამ ხალხის საკუთარ ინტერესებში გამოყენება იყო სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რომელიც ძალიან ძნელი გამოსასწორებელია და რომელზეც მისი მომხრეები (რუსეთის გარდა, ტრადიციულად, ვერც ერთ სხვა პრობლემას რომ ვერ ხედავენ) თვალებს ხუჭავენ.

მესამე: უკანასკნელი 21 წლის განმავლობაში პოლიტიკური კლასის რეპუტაცია გვარიანად შეილახა. პოლიტიკით (პარტიული პოლიტიკის გაგებით) იმედგაცრუება მარტო ქართული პრობლემა არ არის, ეს, ზოგადად, XXI საუკუნის პრობლემაცაა. გააქტიურებული ხალხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თანამონაწილეობას მოითხოვს. პრობლემა ის არის, რომ ხალხს ამის ინტერესი და საშუალება კი აქვს, მაგრამ საამისო უნარი აკლია. ხოლო პოლიტიკური გამოხატვის, არტიკულირების უნარი მართლაც რომ აკლია, კარგად დაგვანახა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის „ფეისბუკის“ გვერდზე ატეხილმა კორიანტელმა: ჩვენი თანამემამულეები ცდილობდნენ, აზრი გამოეხატათ, მაგრამ ხშირად სხვა რამე გამოსდიოდათ.

დილემა იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოსნაირ ქვეყნებში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ინსტრუმენტები საკმარისი (აღ)არ არის. საკმარისი არ არის იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტები, ისევე, როგორც კონსტიტუცია, მზა რეცეპტითა გვაქვს მიღებული და ჩვენთვის ჯერ ვერ გახდა ტრადიციული. ტრადიციული კი იმიტომ ვერ გახდა, რომ არსებობს აცდენა, ვთქვათ, პოლიტიკურ ფორმას, კონსტიტუციასა და საზოგადოების მოთხოვნილებებს შორის, რომელსაც ეს კონსტიტუცია და პოლიტიკური ფორმა წესით უნდა გამოხატავდეს. ჩვენ ჯერ პოლიტიკური ფორმა და კონსტიტუცია მივიღეთ, ახლა კი ვცდილობთ ამ ფორმას როგორმე მოვერგოთ. უფრო ტრადიციულ სახელმწიფოებში ეს პირიქით ხდებოდა: პოლიტიკური ფორმა და კონსტიტუცია საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იყო და მის თარგზე იყო მოჭრილი.

ეს გზა (რომელიც მოკლე არ იქნება) ჩვენ ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. მაგალითად, უკვე მივხვდით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ჩვენთვის უკეთესია, ვიდრე საპრეზიდენტო. მაგრამ როგორ უნდა მოახდინოს საზოგადოებამ საკუთარი ინტერესების არტიკულირება? თუ იმ გზით იარა, რომლითაც რასმუსენის კედელს მიადგა, კარგს ვერაფერს ვნახავთ. ჩემი აზრით, აუცილებელი გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, ორგანიზებული მოქალაქეები - ანუ სამოქალაქო საზოგადოებაა. რაც უფრო მეტად მოახერხებს საქართველოს მოსახლეობა ორგანიზებას, მით უფრო მეტ და პირდაპირ გავლენას მოახდენს ის პოლიტიკაზე. მაგალითად, ტაქსის მძღოლების პროფკავშირი თუ იარსებებს, ფირმის მფლობელი ტაქსისტს კვირაში 7 დღის განმავლობაში 12 საათს ან მეტს ვერ ამუშავებს იმიტომ, რომ ამ პროფკავშირს შეეძლება შრომით კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენა. თუ გაძლიერდება მომხმარებელთა კავშირი, სუპერმარკეტები ვეღარ გაყიდიან უხარისხო პროდუქტებს, თუ ძლიერი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები გვეყოლება, გარემოს დაცვის სამინისტრო ვეღარ გაბედავს იშვიათი ჯიშის ცხოველებზე ნადირობის ლიცენზიის გაცემას და ა.შ.

მოკლედ, პოლიტიკურ ტრანსფორმაციას ოთხი ელემენტი სჭირდება: ძლიერი და დამოუკიდებელი მთავრობა, ოპოზიცია, სახელმწიფო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოება (რომლებიც სახელმწიფოს თანმიმდევრულობას უზრუნველყოფენ პოლიტიკური აქტიურობის ფონზე). მეხუთე ელემენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბიზნესი, მაგრამ ეგ ცალკე ისტორიაა. ამიტომაც, ნებისმიერ მთავრობას, დაინტერესებულს იმ ქვეყნის გაძლიერებით, რომელსაც მართავს, უნდა აინტერესებდეს არა დანარჩენი ელემენტების შესუსტება და მოსპობა, არამედ მათი დამოუკიდებლობის გაძლიერება.

Tags: ბლოგი,"ქართული ოცნება",ნაციონალური მოძრაობა,სამოქალაქო საზოგადოება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
10.12.2012 02:44
მე მგონი საქართველო ერთადერთ არც ისე რეალურ კოშმარში ცხოვრობს. იმ რეალობა კოშმარში სადაც საბჭოთა არტილერისტების ძმური დახმარებით საქართველოს დედაქალაქი თბილისის ნგრევას და ამ დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე უდანაშაულო და უიარაღო მამაკაცების და ქალების ხოცვას დემოკრატიზაცია ქვია. სადაც საბჭოთა მაფიოზის მოსკოვიდან ჩამოჰყავს ანდროპოვის სკოლაში გამოწვრთნილი შევარდნაძე ვისაც უჩოქებს მაღალდიპლომირებული სორი საზოგადოება და პატრიარქი ლამის ხელებს უკოცნის. პატრიარქი ცოდოა, ის ათ მცნებას და ნეტარებებს კითხულობდა მაშინ როცა ეს ანტისაბჭოთა პროპაგანდად ითვლებოდა და კაი. დიდი რუსი მეცნიერი ავერინცევის მოწმობით კომკავშირი კომკავშირლებს წამების და დახვრეტის შიშით აძალებდა წირვის დროს სამრეკლოზე ასვლას და სალოცად მისულ თავის ბებიებზე დაფსმას. ამ მდგომარეობის შედეგია მაფიოზის გაპროფესორება და დემოკრატიული საქართველოს მამად გამოცხადება. ხსენებული კომკავშირლები იქცნენ დემოკრატ ოლიგარქებად და დაიწყო პერესტროიკა. ხოდა ვიდრე ამ რეალობიდან არ გამოხვალთ არაფერი გეშველებათ თქვენც ბატონო ზაალ. იცოცხლეთ და გაიხარეთ მაგ რეალობის ჯინაზე მაინც.

ავტორი: Temo საიდან გვწერთ: Tbilisi
04.12.2012 12:09
ამიტომაც ამ ეტაპზე უნდა მოხდეს პიროვნებების ლიცენზირება ხმის მიცემისათვის.

ავტორი: ანონიმი
28.11.2012 14:01
გრამატიკოპულო, ეხლა უკვე არაგრამატიკულადაც აურიე ?!))

ავტორი: გრამატიკოპულოს საიდან გვწერთ: საქართველოდან
28.11.2012 09:54
ავტორი: ანონიმი
27.11.2012 14:35
გრამატიკოპულოსს,

1. დუმბაძე რა შუაშია ? - შენ თვითონ არ წერ: "ნათქვამია:ეშმაკები დეტალებში იმალებიანო". მაგაშია საქმე ! თუ რა შუაშია დუმბაძე , წყევლა და არჩევნები-მომყავს თქვენი კომენტარის სრული ვერსია:"ავტორი: ანონიმი
26.11.2012 13:25
"რას ნიშნავდა აირაის და ენდიაის გამოკვლევები
რა ისეთი დებილია ამერიკის სპეცსამსახურები თუ ვინმე უშლიდა ხელს გაეგო რეალური განწყობები.
სადმე ასეთი ჩასვრილი წინასწარი მონაცემები გინახია?"
========================
სწორედ მაგაშია საქმე. სადმე, რომელიმე ქვეყანაში გინახავთ არ გამართლებულიყოს მაგათი პროგნოზები?
ისინიც გაოგნებული არიან. მაგრამ მოხდა საქართველოში შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი რამ - ერთ-ერთი არც თუ მთლად ჭკვიანი კაცის წყევლამ ( ?) დაზაფრა ყუთთან მისული, (არ ეწყინოთ, მაგრამ )დაბალი განვითარების მქონე ამომრჩეველი და არ შემოახაზინა 5-იანი.
ამაზე ევროპელები ხმას არ იღებენ,იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის დიდ სირცხვილად მიაჩნიათ და ეს ასეც არის.
მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. მე თვითონ რამოდენიმემ მითხრა,მარტო მაგიტომ არ მივეცი ხმა ნაციონალებსო.
რასაკვირველია, ეს სამარცხვინო და (აქამდე!) დაუჯერებელი ამბავია". იქნებ შემეშალა და სხვა პირის მიერ გამოთქმულ წყევლას გულისხმობდით? იქნებ დააკონკრეტოთ! ნს

ავტორი: ანონიმი
28.11.2012 02:21
ჯერ-ჯერობით ერთი რეალობაა. ვთქვათ მარტო 20-21-საუკუნის ტრანსფორმაციების შედეგები ისეთია რომ მალე საქართველოსგან საუკეთესო შემთხვევაში თბილისის უბანი ვაკე შეიძლება დარჩეს. სამაგიეროდ ეს ვაკე ნაღდად დემოკრატიული იქნება და ეს დაამშვიდებს საბოლოოდ ტანჯული ქართველობის სულს.

ავტორი: ანონიმი
27.11.2012 14:35
გრამატიკოპულოსს,

1. დუმბაძე რა შუაშია ? - შენ თვითონ არ წერ: "ნათქვამია:ეშმაკები დეტალებში იმალებიანო". მაგაშია საქმე !

2. შენ წერ: "გრამატიკისა და ზოგადად ქართული ენის უცოდინარობა ამხელს საერთო განათლების დაბალ დონეს" - გეთანხმები და შეგახსენებ რომ ვინც გრამატიკა ყარგად იცის, არასდროს დაწერს ასე: "5 - ნს".
აქ "ნ" ზედმეტია, ძვირფასო შემსწორებელო!))

და საერთოდ, იქნებ დროა ეგ შენი დაუსრულებელი შენიშვნები ჩამოწერო სქელ ქაღალდზე ?!

ავტორი: naturali
27.11.2012 11:09
გ ე რ მ ა ნ ე

შედარება შეიძლება. შენ ის დამანახე თუ არ არსებობს პარალელები და თუ ეს ასე არაა. უკვე მერამდენეჯერ ახსენე როსიისკი კრედიტი.

ჯერ ეს ერთი ასეთივე ბრალდების ფონზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ნაცების მხრიდან, ბიძომ განაცხადა ჩემი ბანკი იყო ერთადერთი ვინც სრულად დააკმაყოფილა მეანაბრეები რასაც სხვა კაპიტალიდანაც ვაფინანსებდიო.

ნაცებს ბუზიდან სპილო გამოყავდათ და ფულიც არ ენანებოდათ საარჩევნოდ. რაიმე რომ ყოფილიყო ცხვირში არ ამოადენდნენ კომპრომატებს ?

მეორეც თუ 100000 მევალე მეანაბრე ყავდა როგორ იყიდეს თანაც უცხოელებმა? ხოლო პუტინმა რატომ გააყიდინა და რატომ მოიმდურა ამდენი კაცითქო რომ გკითხო, მისი კაცია და იმიტომო იტყვი, რა ენა არ მოგიბრუნდება თუ რა.

იმას კი არ იტყვი პუტინს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ან რუსეთში მყოფ ბიზნესმენებზე აქვს ძალა, თორემ აგერ ლონდონში მყოფ ბერეზოვსკის რას აკლებს, რა ვერ გაყიდა კომერსანტი ან სხვა ბევრიც, რა ფეხები მოჭამა პუტინმა. გეხვეწები ბერეზოვსკიც მაგის კაციაო არ თქვა.

ისე გეტყვი ყურში თუ არ გამამხელ.

ბიძო ჩემთვის საშუალება და თითქმის ბოლო შანსი იყო ნაცების მოსაშორებლად, დიახ მხოლოდ საშუალება ყველანაირი ნიმბის გარეშე.

ეჭვი მაქვს ბევრი ხმისმიმცემი ფიქრობს ასევე.

ავტორი: გრამმატიკოპულო საიდან გვწერთ: საქართველოდან
26.11.2012 22:49
ავტორი: ანონიმი
25.11.2012 14:58
"გერმანე, მეეე.. კაცო ! - მე რა შუაში ვარ ?
ეგ გრამმატიკოპულოსს უთხარი... შეგვჭამა, ბატონო, თავისი შენიშვნებით.))
მე მხოლოდ კონტრარგუმენტებს ვუყენებ. დიახ !-"ნათქვამია:ეშმაკები დეტალებში იმალებიანო-გრამატიკისა და ზოგადად ქართული ენის უცოდინარობა ამხელს საერთო განათლების დაბალ დონეს, ეს უკანასკნელი კი გვარწმუნებს იმაში, რომ დაბალი განათლების დონის მქონე პიროვნების კომენტარი მხოლოდ პირად ახირებას ეფუძნება და არა ინტელექტის, დაგროვილი ცოდნისა და ინფორმაციის, ღრმა ანალიზს. მაგალითი? თქვენივე კომენტარი ნაცების მიერ არჩევნების წაგებასთან დაკავშირებით-თურმე წვერგაუპარსავი, გოიმ მურმანას წყევლა: ("ვინც მარცხენათი შემოხაზავს 5-ნს ხელი გაუხმება, ვინც მარჯვენათი-ინფექცია შეეჭრება და ბავშვებს სახლში არ მიუტანოთ") ყოფილა ხალხის "ოცნების" მხარეზე გადასვლის ჭეშმარიტი მიზეზი...აი დონე, აი ინტელექტი! ობიექტურობაზე საუბარი ხომ ზედმეტია:აბსოლუტური მიუკერძოებლობის პარადი... ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან:"დოქსოპულო, შენ დედა (და პატრონი საერთოდ) გყაავს?"

ავტორი: ანონიმი
25.11.2012 14:58
გერმანე, მეეე.. კაცო ! - მე რა შუაში ვარ ?
ეგ გრამმატიკოპულოსს უთხარი... შეგვჭამა, ბატონო, თავისი შენიშვნებით.))
მე მხოლოდ კონტრარგუმენტებს ვუყენებ. დიახ !

ავტორი: GERMANE
25.11.2012 13:35
ნატურალ, შენი პრობლემა ისაა, რომ რუსულ ცარიზმს ამერიკულ სისტემას ადარებ და ცდილობ მსგავსად დახატო. აი ესაა შენი დაუნახაობა.
რუსეთი შეასაუკუნეების მერე პოლიტიკური კულტურით არ შეცვლილა.

რაც შეეხება სადამ ჰუსეინს - რას ერჩი ამ პიროვნებას? თუ გგონია რომ ბატონი ახლანდელი პარლამენტარები, განსაკუთრებით კომუნისტების დროს დაწვერულვაშებულინი, სადამ ჰუსეინზე მეტი დემოკრატიულ-პლურარისტული გაგების არიან? და საერთოდ, ბიგ-ბიზნესის სივრცე - ეს დიქტატორული სტრუქტურაა. ამიტომაც იქნებოდა მიტ რომნი ნაკლებად სავარგი ამერიკელებისათვის - მიუხედავად იმისა რომ ამ კაცს 10 წელია არ უმუშავია. ახლა გადახედე შენ ლიდერს და დაგვანახე რომელი პლურარისტული, დემოკრატიული თუ მსოფლმხედველობრივი გაგებით გვარწმუნებს საკუთარ დემოკრატობაში.

მე არ მწამს ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოს როგორც ბიზნესს და მენეჯმენტს უყურებენ. სახელმწიფო არის კონსენსუსი, შეთანხმება, სუსტის ჩაყლაპვაზე უარის თქმა მარტო კიარა, არამედ ამ სუსტისათვის დახმარება, გინდაც შენს წინააღმდეგ იყოს. აი ესაა სახელმწიფო.
ამას 90-იანი წლების რუსეთის ბიზნესში ვერ ისწავლი.
90-იანი წლების რუსეთში უფრო ჰუსეინის ტიპისათვის იყო გადარჩენის შანსი.

ქართველები ზოგადად კონსერვატივები ვართ - ვუყურებთ ვისი გორისაა კაცი, საიდან მოდის, რა გზა გაიარა, რითი მოიპოვა სახელი. ნაკლებად ვუყურებთ იდეებს და კონკრეტულ სვლებს.
თუკი გადავხედავთ იმ სისტემატიკას, რითაც ჩვენ ახლანდელ პრემიერს პატივს ვცემთ - დავრწმუნდებით შემდეგში:
-ჩვენ მოგვწონს რომ იმ 90-იანი წლების რუსეთის კაციჭამიობაში, კგბ-სა და ელცინს შორის ჭიდილში, ადამიანების, ბიზნესმენების მასიური მკვლელობების დროს ამ ქართველმა კაცმა თავი გაიტანა და ერთ-ეღტი უმდიდრესი გახდა.
ეს ანალოგიურია სტალინის მიმართ ქართველების სიამაყესთან.
ამავე დროს ფეხებზე ვიკიდებთ, თუ რა მსხვერპლი გაიღო რუსეთმა სტალინის დროს და ასევე ფეხებზე გვკიდია, თუ რამდენი ასიათასი რუსი მეანაბრის ფული შეიწერა რასიისკი კრედიტმა. ასევე ფეხებზე გვკიდია, რომ რუსეთი 90-იან წლებში გაიყვლიფა და მთელი რესურსები პირად ჯიბეებში წავიდა. ისევე როგორც ფეხებზე გვკიდია ის,მ რომ სტალინის პირადი ბრძანებით უკრაინელებისაგან უკანასკნელი სათესი ხორბალი ამოიღეს და ქალაქის მცხოვრებთ დაურიგეს. ამით კი 3 მილიონი უკრაინელი გლეხი შიმშილით მოკვდა.
ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია ის, რომ ვინმე რუსის უკანასკნელი დანაზოგის შეხრამუნებით რა ბედი ეწია ამ ხალხს.
ჩვენ ფეხებზე გვკიდია - რადგან ჩვენმა ქართველმა ჭაბუკმა რუსების მგლებში ყველაზე მაგარი მგლობა დაამტკიცა და ამ მგლის ხროვის სათავეში მოექცა.

ტუკი გვინდა ამგვარი მორალური ფასეულობებით სიამაყე - ვიამაყოთ სტალინით, ვიამაყოთ ედუარდით და ბიძინათი. კუწაშლილი და ტყეში გაქცეული (ტრაწიანი პრეზიდენტით - როგორც ეს ერთმა ახლანდელმა დიდმა პარლამენტარმა თქვა) ნუ ვიამაყებთ.

ავტორი: გრამმატიკოსი საიდან გვწერთ: საქართველო
25.11.2012 00:19
"კაი ყმა"-ქართული არ ყოფილა... "კაი კაცო" არც ესაა ქართული?"კომფერენცია"-მომკალი და მაინც ქართულის უცოდინარობაზე მიანიშნებს, მერე რა რომ უცხოური ტერმინია? ამიტომ შეცდომით გამოთქმა გამართლებულია? მაგარი ლოგიკაა შენი კვნესამე...

ავტორი: GERMANE
24.11.2012 21:08
ავტორი: ანონიმი
24.11.2012 12:39

ანონიმ, დარწმუნებული ვარ, ასე რომ ვწერო - კრიტიჩნი აზროვნებასთან გრამატიკა რა შუაშიაო - დარწმუნებული ვარ და არაფერი გექმება საწინააღმდეგო. არც კაი პრიატნი პოსტი გაგაბრაზებს - ბიძიზე თუა.
ხოდაა, ეს "კონფერენცია" რა ამოიგდე ყბაში, კაცო. მაინცდამაინც "კანFირენცია" უნდა ვწეროთ, რომ შენგან ზამეჩანიები არ მივიღოთ?
ხომ მისცა ბიძინამ განათლების მინისტრს ზამეჩანია (თუ რომელი იყო)? არა, გადმოაქართულა - შენიშვნა მივეციო, არადა, რუსულად კარგად ვერ ვლაპარაკობ - წაიკეკლუცა ქართულ მედიასთან. არადა, ეს "ზამეჩაინია" კი გადმოგვიქართულა - უბრალოდ კონტექსტში რომ ცუდად ჯდება და ქართულად შენიშვნას ან მსაჯი რომ იძლევა ან კიდევ ბავშვებს რომ აძლევენ - ეს ჩერეზ ჩურ ტრუდნა პანიატ.

მაინც რა ცოდნის კაცია - ისე გადავა ფრანგულიდან გერმანულზე და მერე ინგლისურზე ამერიკული აქცენტით რო გაგიკვირდება.

ავტორი: naturali
24.11.2012 19:10
რუსეთი და რუსულ ენაზე მოტიკტიკე ჯერ ძველ თავადობას
და მერე ინტელიგენციას იმიტომ არ ვცემდი პატივს რუსეთი რომ მიაჩნდათ პატრონბატონად.

ეხლა კიდე ,,დინების საწინააღმდეგოდ დაიწყო ცურვა,,

ანუ პატრონს და მარჩენალს რატო არ ეახლა ვაშინგტონსო.

მაგათ არ მოუყვანიათ ხალხმა მოიყვანა ხოლო ვინც დარბოდა ის მაგათი მამაძაღლი იყო.

,,არ უყვართ იანკებს ასეთი რამეებიო,,

რაც შენი ქვეყნის ინტერესია თუ იმათ არ მოწონთ დაივიწყეთო.

ხალხო ვერ ამჩნევთ იმ ძველი თავადობა ინტელიგენციისგან მონური ფსიქიკით არ განირჩევით.

ამერიკას ყველა ითვალისწინებს მაგრამ ასე უთავმოყვაროდ.

მაგ. ასე ითვალისწინებენ და შეციცინებენ შვედები დანიელები?

როგორ არ მევასება მიშა მაგრამ რომ გავიგე იქ საფრანგეთის ელჩმა ხოლო ამერიკის ელჩმა ტეფტმა სულ ფეხები უბრახუნა და უყვიროდაო სულ ავირიე მზად ვიყავი მიშასთამ ერთად სულ .. ნუ არ ვიცი.

ეს უმსგავსო რუსები ჯერ ცეკას მდივანს აგზავნიდნენ და არც ის და არც ელჩის დონის ჩინოვნიკიც არ უყვიროდა.ჩვენს მდივანს.

როგორც თავს დავიფასებთ და პატივისცემას მოვითხოვთ ისე მოგვექცევიან.

ან სადამ ჰუსეინის მაგალითი რა იყო,

რა ამის დედა ვატირე არც ამერიკელებს და რაც უარესია არც თქვენ თქვენი ერი მაგათზე უკეთესს არ იმსახურებს ასე გგონიათ.?

ავტორი: ანონიმი
24.11.2012 12:39
გრამატიკოსო, "კაი" კი არა, "კარგი"!

თუ მართლა ქართული სიტყვების არასწორი გამოთქმა გითუთქვს გულს კომენტარებში და არა მისი შინაარსი, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ "კონფერეცია" არ არის ქართული სიტყვა, "კარგი" - არის !!!

ასე რომ, შენივე სიტყვებით შეგახსენებ:

"ჯერ კაი ქართულის ცოდნა და მერე სხვისი კრიტიკა!"

ავტორი: დათო
24.11.2012 10:17
მეეჭვება მაგ კაცმა ერთი წელი მაინც გაძლოს.დინების საწინააღმდეგოდ დაიწყო ცურვა.-ხოდა მოუვლიან მაგას იანკები...

საერთოდ არ გაადგას ფეხი აქედან ჯობია.სულ იმის შიში მაქვს,მორიგ სისულელეებს იტყვის და საქვეყნოდ მოგვჭრის თავს ,როგორც ევროპაში მოგვჭრა თავი!!! ჩვენ კი ვიცით მაგის გონებრივი შესაძლებლობები,ხოდა არაა საჭირო მთელმა მსოფლიომ გაიგოს!!!

გერმანე ბატონო,ევროპამ რა უნდა დაგიცვას,იქეთ დასაცავია...გასპრომზე გამოძიება დაიწყეს მაგ საცოდავებმა,მონოპოლისტი და მონსტრი რომ არის,ვითომ არ იციან და გამოძიება ჭირდებათ, ამ დროს რუსები გაღმა ედავებიან,კარგად თუ არ გამოიძიებთ გაზს გაგიძვირებთო...
ხოდა ჩემი მტერი იყოს ევროპის იმედზე....

ტვინიკოს გრამატიკოსს მინდა ვუთხრა:კაი ქართული და გრამატიკა რომ არ ვიცი,იმიტომ ვაკეთებ კომენტარებს და არ ვწერ ბლოგებს.თორემ ერთი-ორი კაპიკი არც მე მაწყენდა...

ავტორი: გრამატიკოსი საიდან გვწერთ: აქედან
23.11.2012 22:37
ავტორი: დათო
22.11.2012 19:57
დღევანდემა პრესკომფერენციამ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი ეჭვები...."კონფერენცია" და არა "კომფერენცია"...ჯერ კაი ქართულის ცოდნა და მერე სხვისი კრიტიკა!

ავტორი: GERMANE
23.11.2012 20:47
ავტორი: დათო
22.11.2012 19:57

ხომ არ შეგვესწრო აფხაზებისთვის და ოსებისთვის სნგ-ში? თუ უკვე შეგვასწრეს? არ ვიცი.

ძნელია -
კაცი რომ ობამასთან ვიზიტს გადადებ - იმ მოტივით რო ქვეყანას სამი დღით ვერ დავტოვებო - ბევრის მთქმელია:
ჯერ ერთი - ობამას ასე რომ დაადებ - რაღაც უნდა გქონდეს ჩანაფიქრი.

მეორეც - თუკი სამი დღით ვერ ენდობი საკუტარ მინისტრებს - არც ესაა სახეირო. ვინაა ბრუტუსი?

მართლა ძნელი გამოსაკვლევია, რა უდევს თავში ამ კაცს.
რუსეთთან კი მაინც არ მგონია შეკრული იყოს. მე უფრო მგონია, რომ ბიძინა მთელ ძალას და იმედს ევროკავშირზე ამყარებს. თანაც ისე, ამერიკელებიც არ "გააციოს". უბედურება ისაა, რომ ასეთი თამაში არ უყვართ კავბოებს და ასე რო წაუთამაშა სადამმა ტერორისტებთან მიმართებაში, მოგეხსენებათ როგორ გადაუხადეს მადლობა ადრინდელი თანამშრომლობისათვის.

ახლა ალბათ ევროკავშირის დასაცავები ავღმოჩნდებიტ რუსებისაგანაც და ამერიკელებისაგანაც.

ერთ რჩევას მივცემდი ბატონ ბიძინას - ეს გზაც გავლილი გვაქვს - ედუარდმა გაიარა, მას შემდეგ რაც ყველამ დაგვადო.
რა ხეირი ვნახეთ - ესეც ვიცით.

მოდით რა, ღია კარებების მტვრევას ნუ დავიწყებთ, გარდა იმ სიტუაციისა, როცა კარებების მტვრევა გისწორდება ზოგადად.

ავტორი: ანონიმი
23.11.2012 18:38
მამას ტკბილად უთხრეს შენი პატარა ბიჭი გჯობიაო და ის წავიდა.

ბერა გჯობია ბიძინაჩემო,ნახე რას რეპავს :) ხო სიხარულო ასეა :)

ავტორი: ანონიმი
23.11.2012 14:00
დავით აღმაშენებლის მშობლების მეგობრებს არ დასჭირვებიათ საეჭვო პირების მიერ გადაღებული საეჭვო ფილმების საეჭვო გზებით გავრცელებით კაცობრიობის გადარევა. მამას ტკბილად უთხრეს შენი პატარა ბიჭი გჯობიაო და ის წავიდა. ასეთი იყო ქრისტიანული ადამიანური საზოგადოება. ხოდა ასეთს გისურვებთ, დავითის, მარტო აღმაშენებლის კი არა სარაჯიშვილის აღმზრდელ საზოგადოებასაც. დანარჩენი მერე. გილოცავთ გიორგობას, შეეწიოს წმინდა გიორგი საქართველოს და გაიხარეთ.

ავტორი: მიშა
22.11.2012 23:22
რიგ საკითხებში გეთანხმებით, მაგალითად რომ ახალ ხელისუფლებას უდაოდ ჭირდება კრიტიკა.
კრიტიკა კი უნდა იყოს რეალისტური და არა პროვოკატორული. კრიტიკა - კრიტიკისთვის. ეგ უარესიცაა პოლიტიკისთვის.
ძველი ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც თავის მხრივ იმ "უხსოვარ ეპოქაში" ნაც. მოძრაობიდან დაიბადნენ, ხშირად უპასუხისმგებლო "კრიტიკას" სთავაზობდა ამომრჩეველს. სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის ქართული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციის.

ვერ დავეთანხმები "პოლიტიკური ნიშნით" მთლიანად საქართველოს ორად გაყოფას.
ადრე ქალბატონ ია ანთაძეს ქონდა დაახლოებით მსგავსი კონსტრუქციის ბლოგი და არც იმ ხედვას ვიზიარებდი.
ის, რომ პოლიტიკური ძალები ორ ნაწილად არიან გაყოფილი და მათ ძალიან ვიწრო, ელიტურ პარტ აქტივებს აქვს მსგავსი პოზიცია, არ მიმაჩნია სწორად ამ სურათის მთელ საქართველოზე "კოპირება".
ერთის მხრივ აკრიტიკებთ ხელისუფლებას, მოდერნიზაციას "ელიტური" ფორმით სთავაზობდაო. მეორეს მხრივ, მხოლოდ ვიწრო, ორი პოლიტიკური ელიტის, ორი ნაწილის ჭრილში განიხილავთ მთელ საქართველოს.
ქვეყანას მართლაც შეიძლება ჰქონდეს, გარკვეული საერთო განზოგადებული პრობლემები.
რომ საქართველოს ერთი "მშიერი ნახევარი" გამალებული ელოდება სანახაობას, ასეთ ინტერპრეტაცია მცდარი მგონია.
იმ კადრების გავრცელების შემდეგ და საერთოდ ბოლო ორი წლის, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის პერიოდში,
პოლიტიკის მიმართ ერთადერთი ლოგიკური რეაქცია შეიძლება გაჩენილიყო - "სამართლიანობის აღდგენა".

ნატოს გენ. მდივანის კედელზე "მიდგომა" დიდად არ გამკვირვებია. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ასეთი საქციელი კომიკურია. თუ გავითვალისწინებთ მაგ. დასავლურ ელ. პრესაში ამა თუ იმ ინტერვიუებზე, სტატიებზე კომენტარებს და შემდეგ ქართულ რეალობას შეავადარებთ განსაკუთრებული სხვაობა ალაბათ არ იქნება.
საერთოდ ინტერნტის საშუალებით კომენტარების, ხანდახან "ეთიკას" აცდენილი დოზით, წერა ახალი "ფენომენია", რომელსაც პოზიტივიც ახლავს თან პირდაპირი დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით. ამაზე დასავლეთშიც საუბრობენ. ასე რომ, ამ მხრივ მარტო ქართველები არ ვართ "აცვენილები", თუ "აცდენილები".
თუმცა, ცხადია გეთანხმებით, უკეთესია ადამიანებმა მაქსიმალურად მიზანმიმართულად გამოხატონ ხოლმე თავიანთი პრობლემა, რათა შედეგიც ეფექტურად დადგეს.

რაც შეეხება "შეცდოემბის აღიარებას" და "ნიურბერგის პროცესს:
ის ავადსახსენებელი პროცესი უკევე იყო და შესაბამისად 21-ე საუკუნეში ცხადია ვეღარ გაიმართება.
ამავე დროს, თუ "შეცდომებად" იქნება "ნაღიარები", ის სამართლებრივი დარღვევები, რომელიც არის ასახული ქართულ და უცხოურ უფლებდამცელ ორგანიზაციების დასკვნებში, სტრასბურგში გაგზავნილ და მოგებულ საქმებში, მაესტროს ორ ცნობილ ჟურნალისტურ გამოძიების, თითქმის 100-მდე დოკუმენტურ ფილმში, თავად ყოფილი სახალხო დამცველის, ანაგარიშებში საუბედუროდ ალბათ მსგავსება ექნება კიდეც იმ პროცესთან:(

თუ გულისხმობთ, რომ "გადაფასდეს" პარტიის საკუთარი ე.წ. "ლიბერტარიანული", ან "საბაზრო ფუნდამენტალიზმის", როგორც იდეოლოგიის (რაც რეალურად არც ჰქონიათ, რომელიც ბატონმა ბენდუქიძემ წმინდა ნინოს რელიგიასავით შემოიტანა ოღონდ ჩრდილოეთიდან და რომელსაც ნაძვისხესავით დიდი წითელი, ხუთ ქიმიანი ვარსკვლავებით წამდაუწუმ რთავდნენ)
რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში თავსობადობის მცდარობა მაგაში შეიძლება ყოფილიყო ჭეშმარიტების მარცვალი.

კარგი იქნებოდა თუ მსოფლიო უახლესი პოლიტიკის ისტორიიდან მსაგავსი "შეცდომების გდაფასების",ან "აღიარების" მაგალითს განსახილველად მაინც მოიყვანდა ვინმე. მე ეგეთი აღიარების მოლოდინი სამწუხაროდ არ მაქვს. და როგორც ერთი ფრანგი, იუმორისტი პიერ დეპროჟი იტყოდა იქაურ მონსტრებზე, იგივეს გავიმეოებდი:

"გაცილებით დიდი ადამიანურობაა ძაღლის თვალებში, როცა ის კუდს აქიცინებს, ვიდრე "უხილავი ხელის" თეორიის მიმდევარ ფუნდამენტალისტებში, როცა ისინი სირის ქიცინთან ერთად თვალებს ამოძრავებენ". (გამიხარდება, თუ შევცდები)

******
ნაციონალურ მოძრაობას "შეცდომების ასაღიარებლად" პარლამენტში საგამოძიეობო კომისიის შექმნა მოუთხოვია. ოღონდ, უმრავლესობა ჩვენ უნდა ვიყოთ და თავჯდომარეც ჩვენ უნდა დავნიშნოთო:

http://www.youtube.com/watch?v=Da1RT1TCa0I&feature=youtu.be

ანუ, ყველაფერს სამართლიანად გამოვიძიებთ და უმკაცრესად დავსჯით ხელისუფლებაში უკანონოდ მოსულ ახალ პარტიასო:)
მაგ ინციატივაზე პიერ დეპროჟი კიდევ ერთხელ გამახსენდა-ამ ჯერად ეს ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=uadICDdnlV0&feature=related

ავტორი: nodari საიდან გვწერთ: ისევ აქედან
22.11.2012 22:46
ბატონო ზაალ, ერთ კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ: ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა წარსდგეს თუ არა მართლმსაჯულების წინაშე? თუ ფიქრობთ რომ არა, მაშინ ნუღარ გააგრძელებთ ჩემი კომენტარის კითხვას. თუ კი - მაშინ გავაგრძელოთ დიალოგი.
(1) თქვენ ამტკიცებთ, რომ ახალი მთავრობის მიერ განხორციელებული დაპატიმრებები "უხეირო" და რევოლუციურ-რევანშისტულია, თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს, არ აგიხსნიათ. ნუთუ გგონიათ, რომ არ არსებობს საკმარისი ფორმალურ-იურიდიული საფუძველი დაპატიმრებისათვის და დღევანდელმა სასამართლომ, რომლის თავმჯდომარეც ბატონი კუბლაშვილია, "ქართული ოცნების" მიმართ კეთილგანწყობის გამო შეუფარდა დაპატიმრება იმ პირებს? და თუ საკმარისი იურიდიული საფუძველი არსებობს, მაშინ რატომ არის ის დაპატიმრებები უხეირო? ან რატომ რევანშისტული? თუ დამნაშავე რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი ან ლიდერია, აღარ დავიჭიროთ? პოლიტიკოსობა ინდულგენციაა? თუ რამოდენიმე ერთად არ შეიძლება დავიჭიროთ? თქვენი ლოგიკა მთლად კარგად ვერ გავიგე.
იმისთვის, რომ თქვენი სტატია არ დაემსგავსოს ნაციონალური მოძრაობის დემაგოგიას, უნდა დაასაბუთოთ, კონკრეტულად რომელი პირი იქნა დაკავებული უსაფუძვლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით? ან რა შუაშია ტალიონის პრინციპი? რომელია უდანაშაულო და ტყუილად დაჭერილი? თუ ასეთი ინფორმაცია გაქვთ, ჩვენც გაგვაგებინეთ, თუ არა, გაანებეთ თავი ამ მიკიბ-მოკიბულ საუბარს.
(2) რა დასამალია და ყოველთვის ძალიან მაღიზიანებს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მიმართ ეს ერთგვარად "საკრალური" დამოკიდებულება. "რასმუსენმა თქვა" არც არგუმენტია და მითუმეტეს არც ჭეშმარიტება. რასმუსენი ადამიანია და სისულელის თქმაც ისევე შეუძლია, როგორც მე და თქვენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის შეცდა, როდესაც პოლიტიკურ დაჭერებზე დაიწყო საუბარი. ამიტომ, მოდით თავი დავანებოთ რასმუსენის კამათში მოშველიებას. კიდევ ვიმეორებ - თუ ვინმე ტყუილად, უსაფუძვლოდ არის დაკავებული, თქვით, დაასახელეთ კონკრეტული ფაქტები და განვიხილოთ ეს პრობლემა - ერთად შემოვკრათ განგაშის ზარი.
პ.ს. აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენს მიმართ და გისურვებთ წარმატებებს ))

ავტორი: ქლეხი საიდან გვწერთ: ლაპარაკი რომ არ იცის იქიდან
22.11.2012 22:07
ანონიმს:ვიფიქრობ თქვენ არაფერ შუაში ხართ.საქმე ეხება შემდგომს: უბრალოდ თქვენს კითხვას,რომ ამ დრომდე ვერ გაეცა პასუხი.)

ავტორი: დათო
22.11.2012 19:57
დღევანდემა პრესკომფერენციამ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი ეჭვები....

ოპოზიციამ იდეოლოგია და რიტორიკა შეცვალონო,თუ არადა დავიჭერო!!! მეცხრე არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდესო...ამას რომ კაცი იტყვის რაღა დემოკრატიაზეა საუბარი?

კრიმინალი გაიზრდებაო,მაგრამ უნდა გაგებით მოვეკიდოთ...თვითონ ალბათ გაგებით ეკიდება,აშკარად საიმედოთაა დაცული კრიმინალისგან....გუშინ უკვე გაძარცვეს მანქანები ეზოში.....

მონოპოლიები და ელიტური კორუფცია მძვინვარებს ქვეყანაში,ერთი კაცი ვერ დაიჭირეს ქრთამზე,სამაგიეროდ იჭერენ სისულელეებზე,ერთი დანგრეული მონოპოლია და გახსნილი კარტელური გარიგებებიც არ ჩანს ჯერჯერობით...
ტარიფების განახევრებაზე რომ არ ვისაუბროთ...

ხოდა გონია ამას ევროპას აყლაპებს,გააცურებს,ისინიც დებილებად მიაჩნია,მიშა თუ ატყუებდა მე როგორ ვერ მოვატყუებო ალბათ...

ამერიკაში ვიზიტიც გადაიდო,....ხოდა ჩემო გერმანე რა ნატო რის ნატო...ესენგეშიც თუ მიგვიღეს ეგეც საქმეა...


ავტორი: GERMANE
22.11.2012 13:46
ავტორი: დათო
21.11.2012 20:19

დათო, ვერ დაგეთანხმები.
იქნებ კი უნდა ვინმეს ეს ყველაფერი, რასაც ამბობ, მაგრამ..

საქართველო ის "მარგო" არაა, 1988 წელს რომ იყო - რუსებმა ათჯერ გაგვაუპატიურა, მიუხედავად იმისა, რომ არც გამსახურდია შებრძოლებია დიდად მის დიქტატურას პუტჩის დროს, არც კიტოვან-იოსელიანს დაუკლია რუსების ფეხქვეშ ნავარდი და ედიკამ ხომ საერთოდ - მთელი აფხაზეთის მოსახლეობის 44% დაუცალა რუსებს.
მიშა პირისპირ დაუდგა და იმასაც კარგად გადაუდეს

- ასე რომ, ქართველებისთვის აშკარა უნდა იყოს:
შეუძვერი და ყველაფერი მიეცი (ბაზები საქართველოში 50 წლით და ესენგეში შესვლა ედიკას დროს!) გიხმარეს და მიგაფურთხეს.
- მარტო წინ თუ დაუდექი - თბილისს გიბომბავს.

ერთადერთი გაზა დარჩენილა ნატოსთან ალიანსი და ახლანდელი სტატუსქვოს დაცვა, დამუკიდებლობა რუსეთისაგან და მოძლიერება. და მერე, ეკონომიკურად მოძლიერებულმა კი ახალი, არასამხედრო იერიშის მიტანა საკუთარ ტერიტორიებზე - ვაჭრობით, ფულის დაბანდებით, გაცვლა-გამოცვლით, ევროატლანტიკური კარის გაღებიტ და ა.შ.

არა მგონია ივანიშვილს, რომელსაც სულ მცირე ასიათასზე მეტი მოვალე ჰყავს რუსეთში (როსიისკი კრედიტის ძველი მეანაბრენი) და რომელსაც რუსეთმა ოფიციალურად შეუძლია ბრალი წაუყენოს ამ მეანაბრებიის სახელით - ახლა რუსული რულეტკა აწყობდეს.

თუკი რუსეთი ნატოსკენ მიმავალ ბიძინას ძველ ბიზნეს-მაქინაციებში დაადანაშაულებს - ეს პოლიტიკურად აღიქმება ყველგან.
თუკი რუსეთის მეგობარ ბიძინას ამას უზავს - ამით რუსეთი სულ მცირე 100 მილიონი რუსის გულს მოიგებს - რუსეთის გაყვლეფას ვერავის შევარჩენთო.
ამიტომაც, ივანისვილს უბრალოდ საკუტარი ტყავისათვის არ აწყობს რუსული სიახლოვე და აწყობს რუსეთთან გარკვეული კონფრონტაცია. ის ყველა ოლიგარქი, რომელიც 90-იან წლებში გამილიარდერდა - ისინი ყველა პუტინის პროპაგანდის თანახმად რუსი ერის მტერია და ახლა ბიძინას ამ სიიდან ვერ ამოიღებს. ეგებ 1-2 წლით ამოიღოს, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, სანამ დიდ ნაწილს უკან არ მიატანინებს ხალხის დასანახად - მანამ არ მოეშვება.
არა მგონია ამ რისკზე წავიდეს ბიძინა.
ნატოს მეგობარი ივანისვილი ყველაზე უფრო დაცულია.
მე თავად კი ვფიქრობ, რომ ივანიშვილი სულ-ხორცით რუსეთის ვაზალია, მაგრამ, საკუტარი ოჯახის მომავალს არ დააყენებს რუსული რულეტკის და რუსეთის პატიოსანი სიტყვის ამარა.
ის 350 მილიონი დოლარი, რომელიც მან "როსიისკი კრედიტის" ახლანდელი გაყიდვით მიიღო ყველაზე კარგად არის დაცული ნატოსთან მეგობრობით, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია თქვას, რომ ამ ფულიდან ძველი მეანაბრეები უნდა გასტუმრდეს, თან პროცენტებით და პროცენტის პროცენტებით. თითო მეანაბრეს საშუალოდ 3.ათას დოლარამდე ჰქონდა ამ ბანკში და 100 ათასჯერ 3. ათასი ზუსტადაც 300 მილიონი არაა?
სხვათაშორის, როსიისკი კრედიტის ძველ მეანაბრეებს სარჩელები ჯერ არ გამოუტანიათ სასამართლოდან.
რუსებისათვის ამაზე მეტი ლოგიკური რა უნდა იყოს? ბანკი გაკოტრდა 90-იანი წლების ბოლოს, მეანაბრეებმა დაკარგეს ფული და ახლა მოგების სახით მისი მაშინდელი მფლობელი 350 მილიონ დოლარს იჯიბავს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე - ამაზე მეტი უსამართლობა რა გინდა რუსი მეანაბრისათვის?

ამ რისკზე წამსვლელი ბიძინა არაა. მე ისიც არა მგონია ბიძინა პუტინს რუსეთში შეხვდეს.

ავტორი: ანონიმი
22.11.2012 12:20
რანაირად "ახერხებს" ეს კაცი, ივანიშვილი, ყოველთვის ერთი და იგივე იძახოს.))
_____________________________
"პ.ს.არა ანონიმს:უკაცრავად თქვენ ბრიყვი ხართ?"
-----------------------
კერძოდ არ არ მოგწონთ ჩემს კომენტარში ?))

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
22.11.2012 00:21
ჰფიქრობთ ბ.ზაალ?

ავტორი: მამალი საიდან გვწერთ: ქანდარიდან
22.11.2012 00:14
44 000 კაცი ყოფილა დაჭერილი.ამ 44 000 ჩადენილი დანაშაულის შესახებ არც რუსთავი 2-დან და არც იმდროინდელი იმედიდან არაფერი მსმენია.
პ.ს.არა ანონიმს:უკაცრავად თქვენ ბრიყვი ხართ?
პ.ს.პასუხისმგებლობას ვგრძნობ,ვითომ ჭკვიანს ვეძებ,ხუხაშვილის ნახვა მსურს,თავი კიტრივით მოაქვს და თავში მინდა რაღაც ჩაუდო.არადა განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციას ვქმნიო. საჯარო პირიათქო:მივდექი,მოვდექი,შევანჯღრიე ინტერნეტი,დავრეკე 08-ზე,09-ზე, არ ვიცითო.პარტიზანი უფროა ვგონებ. მერე დავრეკე ოცნებაში,დაცვამ მიპასუხა:რა შუაშია?თან არაფერი ვიცითო,ანუ კი ვრეკავ ოღონდ არსად.იქაც ნაღები ბრიყვები ზიან,არ აკლებენ(

ავტორი: NATURALI
21.11.2012 21:33
წავიკითხე ანონიმი და დათო
საბოტაჟის ფინალი
აგერ ნახეთ რა ხდება
თუ არ იყო საჭირო ცოცხი მიშა რომ ხსნიდა დანაშაულს მეორე დღესვე. დაიჭერ მალე ჯერ მტკიცებულებები შეგეგროვებიათო
იცდი რომ შეაგროვო მიშა უფრო მალე ხსნიდაო
ნაცებო და მიშა რა უყავით ამ ხალხს სეთური შურით გასკდებოდა.
თუ თქვენს ირგვლივ ასეთი ხალხი ირეოდა მარტო და სხვა არ გინახავთ
ვაღიარებ რომ თქვენი სიძულვილი ხალხისადმი გასაგებია
ასეთები უნდა მოიხმარო და მერე რასხოდში გაუშვა, .
ბოდიში ბოკერია და რამიშვილო თუ სხვა არ გინახიათ ,არცოდნა არცოდვაა.

ავტორი: ანონიმი
21.11.2012 21:04
"სამჯერ უნდა დაიჭირო მაინცდამაინც ერთი და იგივე გენერალი..." - ჰო, გენერალს, საქართველოსთვის ნაომარ კაცს იჭერენ, სამაგიეროდ ქურდს და არაკაცს აღარ ეშინია ციხის-

- იცის, მაინც გამოუშვებენ ! ! !

გუშინ ერთი ბენზოკალონკა გაქურდეს, დღეს მეორე და სხვა რა ხდება კიდევ, კაცმა არ იცის.
მიშას დროს, მეორე დღესვე ხსნიდნენ დანაშაულს.
ეხლა რა დაემართათ ?)

შედეგად, ველოდოთ კრიმინოგენული სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას.

ავტორი: დათო
21.11.2012 20:19
მშვენიერი ნაშრომია ზაალ ბატონო.კარგი თეორეტიკოსი ბრძანდებით,მაგრამ მგონი(ნეტა ვცდებოდე)კიდევ ვერ აცნობიერებთ რა მოხდა და რა ხდება საქართველოში.

ტყუილი იმედი გაქვთ,რომ ამ მთავრობას ნატო და ევროკავშირი ჭირდებათ რამეში...აბა ნატოსა და ევროკავშირში ვიზიტის წინ რომელი ჭკუათმყოფელი დაიჭერს გენშტაბის უფროსს?--კაციჭამია რომ ყოფილიყო ვიზიტის მერე დავიჭერდი ამათ ადგილას,მანამდე ფაქტებს და მტკიცებულებებს მოვიპოვებდი...არა! სამჯერ უნდა დაიჭირო მაინცდამაინც ერთი და იგივე გენერალი...უნდა დაანახო მსოფლიოს, რომ მოსაკლავად დასდევ!!!...უნიჭოოდ აკეთებენ თან ყველაფერს,,,ესაა კიდევ უფრო დიდი უბედურება,თუ იჭერ იმის შნოც უნდა გქონდეს შენიშვნა არ მიიღო...მიშა ამას მაინც ახერხებდა....

ამათ ახლა ჭირდებათ,პირდაპირ ვერ იძახიან არ გვინდა ნატო და ევროკავშირიო, ცოტა მოძლიერდებიან და მერე ნახავთ,ისეთ დემოკრატიას დაამყარებენ, ევროპას რომ გაუკვირდება და რუსებს რომ შეშურდებათ...ამის პირველი ნიშნები სახეზეა... ასე რომ არამგონია თქვენი ნაშრომი სერიოზულად მიიღოს ვინმემ...

ავტორი: ანონიმი
21.11.2012 19:01
ეეუუჰ...)) რა გაბრაზება სცოდნია ნატურალს?))

ნამდვილად "გაგვბდღვნის" მაგის ხელში რომ ჩავარდეთ))

მეშინია. იმიტომ ვარ ანონიმი. ჩემნაირი დაშინებული ძალიან ბევრია უკვე.

ეხუმრებიიი?

ავტორი: naturali
21.11.2012 18:45
ანონიმო
ჩემს და შენს მსჯელობაში კიკინად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რომელია შენი ნაცბაცილიანი თავი რომ ვერ მიხვდება ეს ვიცი. კაცი რომელიც ბაჩოს ნამოქმედარზე ჭორიაო იძახის როცა ციხე და გარეთაც სავსეა მაგის სადისტობის მსხვერპლებით როცა იმით სარგებლობ რომ ახალი ხელისუფლება ნაცურად არ გექცევა რომ ჯერ წინაა სასამართლო სადაც არაერთი მოწმე ილაპარაკებს მაგრამ ეს დღე ჯერ არ დამდგარა და ამიტომ ჭორებიაო იძახი. რაც ხარ ამის თქმას ფორუმის ფორმატი არ მაძლევს.
ოქრუაშვილზე იმის მერე ალაპარაკდნენ მიშას რომ დაადო ხელი. შენ ეხლა ნახე ეგ და ბაჩო სოცშეჯიბრს რომ გამართავენ ,,მწერლობაში,,
ხელი ვინ უნდა დაადოს შემკვეთს ანუ დიდ დამნაშავეს შემსრულებელმა ანუ პატარა ნაკლებ დამნაშავემ. მივლენ მაქამდე.
ეს ბაჩოს და ნაცების ფანობა. თუთბერიძის წიკლაურის და შენისთანების კაკანი იმ ბილწი გეგმის ნაწილია ნაცებს რესტავრაციის ილუზიაში რომ აქვთ. ეგებ შენნაირი პაიკების კაკანმა მოთმინებიდან გამოიყვანოს ხალხი გაგბდღვნას და ნაცებიც აკივლდნენ რასმუსენის გასაგონად.
თქვენ შტერი გგონიათ ხალხი ჯერ ეს ერთი შეეცდებიან კანიონიერად და სამართლიანობტს აღდგენით გაგაქრონ პოლიტიკური არენიდან, მეორეც თუ გაბდღვნა გადაწყვიტა ვერც დასავლეთი და ვერც ნატო ვერ გიშველით.

ავტორი: ანონიმი
21.11.2012 18:20
"3 მილიარდი აქვს დახარჯული "
-----------------------------
კაი,ერთი))

"ქვეყანა შეიძლება ჩქარა არა მაგრამ სტაბილურად წინ წავა"
-----------------------------
მეტი არაა ჩემი მტერი....

ავტორი: naturali
21.11.2012 17:49
ბ ე რ მ ა ნ ე

როგორც წესი კონკრეტულ პასუხებს არ მაძლევ. 15 კაცის დაჭერას მასიურს ეძახი. რამოდენიმე საწარმოს შემოწმებას ყველას შემოწმებას. წინასწარ აცხადებ მაგის ხალხი არ გადაიხდისო. ქვეყანას დააქცევენო.
ბიძინამ კი არა ვინც წაართვა იმან დაუბრუნა საკუთარი ინციატივით და მლიქვნელობით ფული. ჯერ ვნახოთ საით გაუშვებს ამ 80 მილიონს. 3 მილიარდი აქვს დახარჯული და ახლა რა ღმერთი გაუწყრება.თუ 10-15 წლის უკან ჩაიფიქრა და დაიწყო ოპერაცია ,,სათავეში მოსვლა,, და ახლა დახარჯულის ამოქაჩვა უნდა ესეც არ დაიმალება.
რადგან საქმეს აღიარებ და არა ნათქვამს, კაი ბატონო მოვიცადოთ.
100% რომ ვერავინ შეასრულებს დაპირებას შენც იცი, ასე რომ თუ თავისი დანაპირების 30% შეასრულა ეს უკვე ნიშნავს რომ ნაცებს აჯობა. თუ მეტი საღოლ მაგას.
მე მინიმუმ ნაცებზე მეტი და სუფთა უკანალი მინდა თორემ ბიძინა რომ უკანასკნელი სტადია არაა ვიცი. არსად უცებ თავისუფალი და სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბებულა, ამისაკენ უნდა იარო , ხვეწო საკუთარი თავიც და მთავრობაც. ჩვენნაირი წარსულის და მეზობლების პატრონი კიდევ კარგად მივდივართ.
თუ ამათაც იმედები გამიცრუეს, დანახვა და გინება რომ ვიცი მგონი დამეთანხმები. მე ამათზე ჯვარი კი არ დამიწერია.
რატომღაც მგონია თუ ხალხმა ამოისუნთქა და ქვეყანა შეიძლება ჩქარა არა მაგრამ სტაბილურად წინ წავა არ უნდა გაგიჭირდეს ამის დანახვა და თქმა.
რავი იმედი მაქვს.

ავტორი: GERMANE
21.11.2012 15:33
ნატურალ, მასულელებ და მადლობა გინდა გიხადო?

" მთელი საბიზნეთეთი იყო ბიძინასთან შეხვედრაზე და სანამ არ უყვირა ლამის თავისუფლები ხართო ვერ გაიგეს.ამათზე თავისუფალი აზროვნების გგონია შენ საპროკურეთი?"

რომელი ბიზნესია თავისუფალი?
დრო არ ეყო ჯერ ბეიზნესმენებზე - ჯერ პოლტიკურ მოწინააღმდეგეზე უნდა ღრიანცელი.
აი რატო აიყვანეს ახლა წინასწარში "წყლის უფროსი ბიზნესმენი"?
იმიტომ კიარა - ფასები შეათანხმა და განგებ აუწიაო, იმიტომ კიარა - არასწორად ჩიაგდო ბიზნესიო.
არა ბატონო - აიყვანეს იმიტომ, რომ საკუტარი ანგარიშიდან - ერთიდან მეორეზე ფული გადარიცხა და ესო "გათეთრების მცდელობააო"!!!
ამისმაგვარზე სააკაშვილმა კახი კალაძეს ანგარიში გაუყინა და დააჯარიმა - შენი აზრით უნდა დაეჭირა არა?

კაი რა, სინდისიც მაგარი საქონელიაო - უთქვამთ. რომელ "თავისუფალ ბიზნესზე" საუბრობ, ერტთი კვირაა არაა მოსულ-დამტკიცებული და ქოფაკები მიუგზავნა ყველა საწარმოს. და ნახე რას იზახის შენი ფინანსთა მინისტრი - საქართველო ვერ იქნებაო საგადასახადო ოაზისიო. ბიუჯეტი 8 მილიარდია - ათჯერ მეტი ვიდრე ათი წლის წინ და ეს კიდე გადასახადებზე წუწუნებს. კიარ წუწუნებს - მისი ხალხი არც გადაიხდის - უბრალოდ ამით ბიზნესის დამონება და დაშანტაჟება უნდა.

შე კეი კაცო - ჯერ ააწყვე მთავრობა, დააწყვე პროგრამა-პრიორიტეტი, გაიმტკიცე სტრუქტურები და მერე მიუსიე თუ გინდა შენი საპოლიციო ქოფაკები ბიზნესს.

მორჩი რა ნატურალ - ან გველაპარაკე ნაღდად და ან კიდე თქვი - რწმენა ინდივიდუალურია და რას მედავებითო.

მე ძმაო მწამს საქმის - მასე სადამ ხუსეინიც კი იყო დემოკრატი, საგარეო საქმეთა მინისრი ქრისტიანი ყავდა.

საქმე კი ასეა - ხალხი დაიწირეს მასიურად, ბიზნესს პოლიცია მიუსიეს მასიურად, მუშებსა და ლტოლვილებს საბოტიორებს ეძახიან მასიურად, 80 მილიონი ლარი დაიბრუნა ბიძინამ ეგრევე მაგრამ კახეთის ფონდში არ გადარიცხა (დაპირებისამებრ), კალაძემაც დაიბრუნა მისი ფულები და იმაზე არაფერი ძიება მიდის, თუ რატომ არ ასრულებს უკვე სამი წელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინვესტიციას ქობულეთში - აი ესაა საქმეები და კიდევ სხვა.

ავტორი: ანონიმი
21.11.2012 14:41
მე მხოლოდ სა-კი-კი-ნოდ კი არ მიკითხია...))
თუ, კ ი, მაშინ რატომ არ იჭერენ უფრო მ ე ტ დამნაშავეებს და იჭერენ უფრო ნ ა კ ლ ე ბ დამნაშავეებს?
ამაშია საქმე და გვერდს ნუ უვლი იმას, რაც მთავარია!

აი, ეგ არის ზუსტად შერჩევითი სამართალი და მათი მოქმედება საბავშვო ბაღის ბავშვების (:))) დონეს არ სცილდება!
შერჩევითი სამართალი ეხლაა და არა წინა მთავრობის დროს, როგორც სულ ამტკიცებდით.
მათ რომ შერჩევითი სამართალი ჰქონოდათ, იმ ბაჭია ოქრუაშვილს არ გამოუმზევრებდნენ დანაშაულს - შეინახავდნენ როგორმე, თუნდაც იმიტომ რომ საკუთარი გუნდის იმიჯი არ შეელახათ. მაგრამ სწორედ, სიმართლე რომ იყო მთავარი, იმიტომ არ ქნეს ეგ.
და ყველა შეეშვას აქ ახალაიას "სისხლისმსმელობის" მტკიცებას, იმიტომ რომ თვით ეს მტკიცებაა შეუძლებელი. იმიტომ რომ ეს იცით მ ხ ო ლ ო დ ჭორის დონეზე ( რა, იქ იყავით?), ჭორ - ვილლიდან კი ძალიან ბევრი სიცრუე მოედინებოდა ( კარგად იცით), მართლა ჯიბის ტელევიზიების და ასევე ჯიბის პრესის საშუალებით.

ავტორი: NATURALI
21.11.2012 14:36
გ ე რ მ ა ნ ე
პირდაპირ გკითხავ შენი აზრით ახალაია არის თუ არა დამნაშავე. თქვი პირდაპირ შენ ხომ კანონის უზენაესობა და აქედან გამომდინარე უდანაშაულობის პრეზუმცია გკიდია.
კალანდაძე არის თუ არა დასაკავებელი, კანონის საფუძველზე სადაც მოწმის ჩვენება საკმარისია დასაკავებლად. მოწმეები ამბობენ გვცემაო.
რაც შეეხება ეხლანდელ დაპატიმრებებს რომელიც მართალია პროცედურების დარღვევით ჩატარდა. განსხვავებას ვერ ხედავ ესენიც ისეთივე სისხლისმსმელურია?
უდანაშაულოებს იჭერენ?
ჯეჯერობით ეს ჩვენებები აქვს ხელზე პროკურატურას და რას ფიქრობ მომჩივანს რომ უთხრას რას ამბობ იცი რეები აქვს ჩადენილი შენ რა გიჭირს დაახვიეო ს წ ო რ ი იქნება?
ვინმემ უარი თქვა ალკაპონეს დაპატიმრებაზე გადასახადების დამალვის გამო იმიტომ რომ მკვლელია და გინდა თუარა ამის მტკიცებულობებს დაველოდოთო. ზუსტად რომ დიდ ბრალდებაზე სერიოზული ნამუშევარი უნდა დაიდოს ისე კი არა ნაცები ეგრევე რომ იჭერდნენ.
ერთი საქმეა პროკურორს მოსამართლის მოთხოვნაზე ბრალდება რა არისო სამი დღე უთხოვია მოვიფიქრებთ და მოგიტანთო. რაც შენ დაწერე ჯარისკაცზე მეწაღეზე და ბოლოს მთელ ერზე რომელსაც თურმე დედმამის და შვილის მცემელი, ხოლო მეზობლის უასაკო /აბა სხვა ასაკიანი გოგო მე არ ვიცი/ გოგოს ტრუსიკში მაყურებელი ვაჟკაცი გონია.
ამაზე საყვედურის გამოთქმა კი არა, დემაგოგია ისაა რასაც შენ ცდილობ, ზუსტად რომ შევცდიო იმის თქმას აარიდო თავი. შენ სისხლის სამართლის არა მაგრამ, მთელი ერის ასე მოხსენიებით უფრო მაღალი ზნეობრივი კანონი დაარღვიე.
ვინაა ისეთი სულელი რომ თვითშემოქმედება გამოიჩინოს და გენერალს რამე ჩაუდოს? მთელი საბიზნეთეთი იყო ბიძინასთან შეხვედრაზე და სანამ არ უყვირა ლამის თავისუფლები ხართო ვერ გაიგეს.ამათზე თავისუფალი აზროვნების გგონია შენ საპროკურეთი?
ისეთივე სისხლისმსმელი და ბოროტი რომ იყოს როგორც შენ გგონია ახალი ხელისუფლება რას იზამდა ნაცბანდა ასეთ ვითარებაში დაგიწერო თუ თვითონ მიხვდები?

ავტორი: GERMANE
21.11.2012 13:19
ნატურალი - ეს ბოგდანოვკელი მეწაღე გამოცდის ხერხია - ვინც ამ სიტყვას ჩააფრიდება და ყბაში ამოიგდებს, ჩეთვის მას მკავრად დემაგოგიის სუნი უდის.
აზრი გაიგე რა გითხარი?
რატომ აკავებ კაცს, რომელსაც მკვლელობა ედება ბრალად - ციხის აჯანყების დროს კალაშნიკოვი აქვს გისოსში შეყოფილი და მთელი მაგაზინი აქვს ხალხის თავებზე დაცლილი. ასეთ კაცს ვაშლის დანის არასტანდარტულად გამოყენებისათვის აპატიმრებ? არაა სირცხვილი?
თუ ჯერ, პირველ ორ დღეს არ გაქვს მასალა, მოიცა სამი კვირა - რაში გეშლება ხელ`?
მე გეტყვი და აგიხსნი რაში.
სენ გგონია, სააკაშვილი რო ამბობდა - კომუნისტების პოლიციას ერთ დღეში ვერ ვცვლითო - ისე მოგდის.
ვინ გაბედავს გენერალზე რამეს ცადებას პირდაპირი ბრძანების გარეშე?
შენ რა ხო არ ისიაფანტებ თავს?
მე გეტყვი რაა პრობლემა.
პრობლემა არის ის მეთოდი - ვინ არის შეფი?
აი ესაა ბიძინას მეთოდი - დანიშნა გენ.პროკი - საერთოდ არ გააჩნია საკუტარი აზროვნება და დანიშნა იუსტიციის მინისტრი, დეპრესიებში ჩავარდნილი ინტელიგენტი მოაზროვნე, რომელსაც არ გააჩნია რეალობის გრძნობა - აი ესაა პრობლემა და რატომ დანიშნა?
იმიტომ რომ ყველას უთხრას - ახლა მე ვარ შეფი და ჩემს დაკრულზე იცეკვეთო.
ბიძინას რომ დემოკრატია ან ადამიანის უფლების დაცვა უნდოდეს, მაშინ ამოიღებდა სისხლის სამართლის კანონიდან რამდენიმე მუხლს და კანონის უზენაესობას ჯერ დამნაშავეებზე აამოქმედებდა.
ნატურალ, მე ჯერ კანონი არ დამირღვევია - მე სულ ფეხზე მკიდია მისი უზენაესობა.
კანონის უზენაესობა დამნაშავეს სჭირდება - ამას ამერიკელი ადვოკატები პირველივე კურსიდან სწავლობენ.
კანონის სამართლიანობა სჭირდება მოქალაქეს, რომელიც კანონთან კონფრონტაციაშია.
კანონის უზენაესობა არაა ლინჩის წესი - შენ იყავი ბოროტი და სისხლისმსელი და მეც ასე გექცევიო - ამას კანონთან არაქვს კავშირი.
ახლა გინდა გაიგე და გინდ არა.

ავტორი: naturali
21.11.2012 13:03
ბატ ზაალ
მეორე რეალობა ანუ გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ი და არა სადისტური მოთხოვნა დაისაჯოს უკლებლივ თუ არა დამნაშავეთა ძირითადი ბირთვი მაინც.
უამრავი მიზეზი შეიძლება მოიძებნოს რომ ეს ხელს შეუშლის ქვეყანას კონკრეტული სიკეთეების მიღებაში,/ ნატოში მიღება /
გააბათილებს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისგან მიღებულ უპირატესობას და ა.შ.
როგორ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო რომელიც სამართლიანობაზე კანონის უზენაესობაზე და საყოველთაობაზე უნდა იყოს დაფუძნებული?
ეგებ თქვენ სხვა ბაზისი იცით ბატ ზაალ. ეგებ ისეთი დემოკრატია იცით სადაც დემოსის სამართლიანი მოთხოვნის იგნორირებაა შესაძლებელი და ამ დროს დემოკრატიის მშენებლობა.
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ დემოკრატია ფასადური სიტყვები და თამაშის კონკრეტული წესებია, სადაც ხალხი როგორც კარტის ნიშნები ისე განიხილება და საკითხებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარა სუფრის ქვეშ პოლიტიკური შულერები გადაწყვეტენ. ეს იმას ნიშნავს რომ ვითომ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობისთვის სამართლის მიცემას და წართმეული ქონების თუ ღირსების დაბრუნებას უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნების სირცხვილის და ორმაგი სტანდარტების დაფარვა არჩიოს ,როცა ისინი საკუთარი ძაღლიშვილის უკანონობა სადიზმზე ხუჭავდნენ თვალ-ყურს. საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამო. მაგ ყველაზე მეტი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში , აშშს შემდეგ. და ისეთივე მახათი რუსეთს როგორიც ვენესუელა აშშ–ს რათა თავი შეირცხვინოს რუსეთმა რაიმე შტერული ქნას და მერე ევაჭრონ.
თუნდაც ქვეყანა დაიქცეს ოღონდ აღსრულდეს სამართლიანობა.
ან როგორ უნდა შესძლოს ხელისუფლებამ ან ელიტამ გადაწყვეტილების მიღებისაგან გამოთიშოს ხალხი როცა თქვენივე თქმით ინტეტელექტუალური თუ სხვა განსხვავებები ასე უკიდურესად შემცირებულია მათ შორის?
რაც შეეხება მთლიანად ხელისუფლების დაკომპლექტებას. ჯერ ეს ერთი შედარებით ლაით ნაცებს შეთავაზეს დარჩენა მაგალითად სერგი კაპანაძეს მაგრამ კაცმა რომელმაც ეთერში განაცხადა მე რომელიმე პარტიას კი არა ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდიო უარი განაცხადა სამსახურის გაგრძელებაზე და არასამთავრობოში წავიდა რომელიც მიუკერძოებლობით ზურაბ ჯაფარიძის სუფთა პოლიტიკას გავს
რატომ ვერ ხედავთ რომ ნაცბანდა არ არიას ის ხალხი ვინც კათარზის დაემქვედებარება ვინც იტყვის ბაჩო ეს ჩვენ არ ვართო ვინც აღიარებს შეცდომა დანაშაულს და ახალი შედარებით პატიოსანი თამაშის წესებით ითამაშებს. ხოლო ნატოს თუ არ ვჭირდებით ყოველთვის მონახავს მიზეზს ხოლო თუ ვჭირდებით სამართლის აღსრულებაზე კი არა უკანალში ცოცხებზე ეხუჭებოდა თვალი შეჭმულ წართმეულ მილიარდებზე რომ არაფერი ვთქვათ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ეხლა არ მითხრათ ეს არ ხდებოდა ეს არ იცოდა და თვალყურს არ ხუჭავდა დასავლეთი,
პირიქით ახალისებდა შუქურას ეძახდა ოღონდ მისი ძაღლიშვილი ყოფილიყო. ძალიან გთხოვთ ამ ნაწილში მაინც მიპასუხეთ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აი ეს არის რეალობა და ამას გვიჩვენებს პრაქტიკა და ზუსტად რომ თქვენთვის მისაღემ სასარგებლო რაციონალურში ჯდება ოცნების მისწრაფება ყველა ბერკეტი გამოაცალოს ამ ბანდას.
რაც შეეხება პოსტნაცეპოქას აქ ერთპარტიული დიქტატი ბიძინას ფაქტორის გამო კი არა იმიტომ არ გვემუქრება რომ ოცნება ძაან განსხვავებული სუბიექტებისაგან შედგება და პოლიტიკურ ველზე მარტოდ დარჩენის შემღხვევაში დაიშლება. თანაც ხალხიც აღარაა ის თამრო.
იგივეს თუ დაუშვებდა თავის ქვეყანაში და რა რეაქცია ექნებოდა რასმუსენს. გენერალი პეტრონუსი ცოლისადმი ღალატის გამო გადადგა. ვიღაც ქალი მისივე თანხმობით გაჟიმა არც პატიმრები უხმარია ცოცხით და არც ჯარისკაცები უცემია. ბოლოსდაბოლოს ამათ მართლა ველურები ან უინფორმაციო დებილები ხომ არ ვგონივართ.
დარწმუნებული ვარ ეხლა რომ რეფერენდუმი ჩატარდეს ძაან გაუჭირდება ნატოს, ხოლო ასე თუ ჩვენი დამოძღვრა მასხრად აგდება გააგრძელეს გაქანებულ ანტიგანწყობებს მიიღებენ, ასე რომ დაფიქრდნენ ეს რაციოს გადაყოლილი ხალხი.

ავტორი: naturali
21.11.2012 10:59
ა კაცი სახელი მისი გერმანე
ჩემი ერთი შეკითხვიდან ,სხვათაშორის ისიც დავუმატე დანარჩენი მერეთქო, მთელი ხარაკტერისტიკა გამოაცხო.
გერმანე რაც შენ ერთ პოსტში ჯარისკაცს აკადრე მარტო იმისათვის შენი ლაპარაკი არ უნდა გაიშვას ,განსაკუთრებით როცა სამხედრო საიდუმლოებებს გვიმხელ. ბოგდანოვკელი მეწაღეც რომ ადამიანად არ მიგაჩნია ამაზე არაფერს ვამბობ. შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები ბევრი თუ ცოტა რომ იკითხა და ვერ განათლდა რასაც ნაკითხობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მხოლოდ ხიბლში ჩავარდა და თვითშეფასება გაებერა უკიდეგანოდ.
ჯერ ეს ერთი მე ახალაიაზე გკითხე. დანარჩენზე ვინ გამოგიგზავნა უსტარი რომ კითხვები არ მაქვს. აგერ ერთი მართლაც თვითკრიტიკული კაცი ა რ ა მ კ ი თ ხ ე წერს და გაჩვენებ როგორ უნდა გეპასუხა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბატ, ა რ ა მ კ ი თ ხ ე

1. კი
2. კი
3 . კი
4. კი
შენიშვნა მე-4 -ზე
არავინ იცის თუ ბიძინა ავალებდა მოსმენას
პირიქით ისეთი პირი უჩანს ბიძომ კი არა ნაცებმა შეასრულეს.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კონკრეტულ კი ან არას იმიტომ ვითხოვდი რომ გერმანეს ამბავი რომ ვიცი თუმცა, ან აგერ არაა პოსტ მაგალითი. პოლიტიკური მაშინაა ჩემო გერმანე როცა დანაშაულზე ან შეთითხნილზე მხოლოდ პოლიტიკურ მოწინაარმდეგეს იჭერ ხოლო შენს მომხრეს არა. ან საერთოდ არად აგდებ თუნდაც ვაი სამართალს და ისე იჭერ ეს უფრო მძიმე ფორმაა. როცა პროცედურაა დარღვეული ეს არ ხდის საქმეს პოლიტიკურს ეს სასამართლოს აძლევს უფლებას ბრალდება ზოგიერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინოს.
საქმე იცი რაშია, ჩვენ ისე მივეჩვიეთ სიმხეცეებს თანამდებობების პირებისაგან თავში ჩარტყმის და ყურის აწევის გამო თუ შეიძლება გავასამართლოთ , თუნდაც დავაჯარიმოთ ან გავათავისუფლოთ თანამდებობიდან ვერ წარმოგვიდგენია.
რაც შეეხება იბანიშვილის ბრალეულობას იარაღის და ნარკოტიკების ჩადების გამო. ყველაფრის კონტროლს მხოლოდ დიქტქტორი თუ შეძლებს , თანაც ძველი ხალხი ბევრია სისტემაში, ვინც ვერ გაიგო რომ კანონიერად თხოვენ საქმის შესრულებას და არა ისე ქე რომ იყო. ან დემოკრატიული ქვეყანა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ივანიშვილი არ აპირებს ან ამ ეტაპზე ვერ განვიხილავთ დიქტქტორად. ხოლო სამოქალაქო საზოგადოების როგორც ბიძო ამბობს იმ კრიტიკული მასის ჩამოყალიბებას დრო უნდა.
რა თქმა უნდა ჩვენც ხელები არ უნდა დავიბანოთ და ყველაფერზე თუნდაც კარგი იდეებით მოსული მთავრობა იფიქრებსო არ უნდა დავიმედდეტ მარა ცოტა ობიექტურად ამათ სიკეთეც არ ესმითო ნუ ვაფიქრებინებთ. თორემ ვთქვათ ამოუვიდა ყელში ბიძოს და ერთი თქვენიცო და კია საფრანგეთის მოქალაქე და მოხია ფიქრობ რა მოხდება.
დიახ ეს უბედურებაა რომ ჯერ პიროვნებების და არა ინსტიტუტების და ხალხის გადასაწყვეტია პრობლემები. ეს კაციც მაგას იძახის გამართული ინსტიტუტები მინდა
დ ა ვ ტ ო ვ ო ო.
გავაკრიტიკით მაგრამ ობიექტურად ხოლო თუ აცდა გზას ეგეც მოვისროლოთ. ოქრუაშვილი ბიძინას არ გამოუცხადებია პოლიტდევნილად და ასე რომ გამოშვებას და პრინციპების ერთგულებას ამ შემთხვევაში ნუ სთხოვ. ოქრო მოსწონს თუ არა ბიძინას არაფერშუაშია ეგეც მსხვილი დამნაშავე და ბევრი უზნეობის დამნერგავია. შენ ადგილას მე ბესელიას ბივში ოქროს პარტიის წევრს ვკითხავდი აზრს. კარგად დაუგდე ხოლმე ბიძოს ყური. თავანკარა სიმართლეს ამბობს სულთქო ვერ ვიტყვი მარა ხანდახან კაისაც ამბობს. ჟურნალისტმა შეეკითხა ბატონო ბიძინა თქვენს მიერ შერჩეული ხალხიდან საზოგადოებას ბევრთან კითხვები აქვსო. ეხ რაც იყო იქიდან ავარჩიეო უპასუხა. შენ არ გიცნობს ალბათ. მარა ჩემი აზრით არც ობიექტურობის და არც ინტელექტის ძაან ცოტა თუ გცხია შენ.
ადრე დავწერე ნაცმოძრაობამ კარგი ის ქნა ხალხს ავის და კარგის გარჩევა ასწავლათქო, შენ და შენნაირებს რომ ვუსმენ ვფიქრობ რომ შევცდი კიდე საჭირო იყო ის ხალხი. შენი სიბნელის ნიშანი ისაა რომ, მაღალრანგიანებმა ჯარისკაცზე ხელი არ უნდა გაისვარონ ფუ ჯრისკაცისთვის ხელის დარტყმა ხელის გასვრაა რა, ბოგდანოველი თანაც მეწარე ვინ გდია, და უამრავი სხვა მარგალიტი შენი რეჩებიდან.
ჭკუით იყავი გაიგე რამე?

ავტორი: GERMANE
20.11.2012 22:15
ნატურალო, უსმინე ირაკლი ალასანიას მაესტროზე და გაიგე - ამ კაცს ენა არ ეღლება, რომ თქვას - ჩვენ უნდა ვიყოტ სხვანერებიო.

გაიგე რამე?

ავტორი: GERMANE
20.11.2012 21:28
ავტორი: naturali
20.11.2012 20:28

კი, ნატურალ ბატონო, დასასჯელია და ამისთვის არსებობს პროცედურა:
მაგალიტად კალანდაძის საქმეში - ამ რანგის თანამდებობის პირის საქმეს ვინმეს ქვეშემდომს თუ შეურაცხყოფა მიაყენა, ხდება ასე - იქმნება შიდა ´კომისია ახალ თავდაცვის მინისტრის მიერ, ხდება საქმის შინაგანი გამოძიება და მერე გადაეცემა პროკურატურას. არსებობს შინაგანი ადმინისტრაციული სასჯელი, არსებობს სამხედრო სასამართლო და არსებობს თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი. გენშტაბის უფროსის დაჭერა იმიტომ რომ ვიღაც არაადექვატურად ავარჯიშა ან ყური უკნიდან აუწია ან გინდაც სცემა - არ ხდება ასე ჰოპლაზე. ეს ხდება გარკვეული პოცედურებით. თუ რატომ არ იყო საქმის ýურში გინდაც ალასანია ან თუნდაც თავად თავდაცვის მინისტრს გადაეცა საქმე საშინაო "ვითომ მოძიების" მერე პროკურატურისათვის - რა პრობლემა იქნებოდა?
მაგრამ იქნებოდა, რადგან ალასანია ამაზე არ წავა.
ამიტომაცაა ეს დაპატიმრება პოლიტიკური.

რაც შეეხება ახალაიას - აქაც არაადექვატურია სისხლისმსმელი (მართლაც ასეა) დააკავო ხელქვეითის ცემისთვის - ამაზეც დისციპლინარულზე მეტი არაა ძალოვან სტრუქტურაში.
და ბოლოს - საქმე ეხება იმავე ახალაიასეულ მეთოდებს - დაიჭირე იარაღის ტარების ან ნარკოტიკებისათვის და მერე, დაჭერილს დაუმძიმე.
ამას აკეთებდა ახალაია - ოღონდ ამის სწავლას ის 2 წელი მოუნდა.
ივანიშვილს ეს წესი თურმე ადრიდანვე უსწავლია.

და საერთოდ - სენ რომ იყო იუსტიციის მინისტრი - პირადად შენ, აიყვანდი უმაღლესი რანგის გენერალს, რომელსაც ყუმბართტყორცნის ტარების უფლება აქვს მაკაროვის ტარების ბრალდებით? არ ეტყოდი შენს ბიძინას - მაცალე 2-3 კვირა ან თვე და ვნახოთ უფრო სეუთიტხნავი ბრალდებათქო? ამას არ იზამდი?
მითხარი მართლა გულწრფელად.
რა გჭირთ, ან ადრე მიშამ რა გიქნათ ასეთი და ახლა ბიძინა რას გიშვებათ? გაახილეთ თვალი, საქმე შენს და შენი მომავლის მომავალს არ ეხება? არ მოსულხარ ხელისუფლებაში და დაჭერით იწყებ? რომელია მანიაკი მკვლელი ახალაიას გარდა, რომელიც იზოლაციაში უნდა მოაქციო? არაა საჭირო დაკიტხვისთვის, გადამოწმებისთვის, სამხილისთვის რამდენიმე კვირა მაინც? თანაც მაშინ, როცა სტრუქტურაში სამი კაცია აქტიური?
არ აჯობებდა იუსტიციის მინისტრის იმ საწარმოების ხელმძღვანელები დაეკიტხა ჯერ, რომელთა მუშებიც იფიცებიან? არ ჯობდა საგადასახადო თუ პოლიცია ჯერ ამ ორგანიზაციებს გაცნობოდა?

მოდი რა, თუ კამათი გინდა, მეკამათე, ორონდ დებილად ნუ ჩამთვლი რა და თავის მოტყუებას ნუ ცდილობ - აქ, ამ სივრცეში მაინც იყავი ალალი და საკუთარ თავთან მართალი.

ვაა ბიჭოს არ გადაიგლიჯინეს სინდისზე და სიმართლეზე და თანაც თავები რობინ ჰუდები ჰგონიათ. ერთ მართლა დამნაშავესთან რომ 20 არადამნაშავეს დაიჭერ - ესაა სიმართლე? არ გახსენდება რაღაცეები?
და ოქრუაშვილს რატო არ უშვებენ? ისიც ხომ აღიარებული პოლიტ-დევნილია? თუ საქმე ისაა, რომ ბიძოს არ მოსწონს ოქრუაშვილი და ამიტომ არ გამოუშვებს იმ ამინისტირებულებთან ერთად?

იაზროვნეთ რა ცოოოტათი მაინც.

ავტორი: არამკითხე
20.11.2012 21:24
ნატურალო,
დასჯადი არის თუ არა ადამიანზე მანქანით გადავლა და მისი მოკვლა? - კი, თუ არა?
დასჯადი არის თუ არა, ბერაძის ვაჟიშვილმა რომ კაცი დაჭრა? - კი, თუ არა ?
დასჯადი არის თუ არა, გაჩეჩილაძის შვილმა რომ კაცი დაჭრა და კინაღამ მოკლა? - კი, თუ არა?

გჯერა თუ არა, რომ 7 მილიარდის მქონე ადამიანი ავალებდა და "ახერხებინებდა" თავისთვის სანდო ადამიანებს, მასთან კავშირში მყოფი ადამიანებისთვის მიყურადებას და დასჯადი არის ეს თუ არა? - კი, თუ არა?

ავტორი: naturali
20.11.2012 20:28
გ ე რ მ ა ნ ე

გეკითხები არის თუ არა დასჯადი თავში დანის ტარით/ანუ ბლაგვი სადნით/ ჩარტყმა სისხლის სამართლის კოდექსით .

პასუხად თუ შეიძლება კი ან არა.

დანარჩენი მერე.

ავტორი: აკიბა
20.11.2012 20:08
გერმანე, შენგან მიკვირს, სწორედ, ჭკვიანი და მოაზროვნე ადამიანისგან, – „ვისთან მიხვედი აღსარებისთვის„, ვის უსვამ „ტიალ„, კითხვებს, ვისგან ითხოვ „იმნაირ„ პასუხებს?!

სოლომონისგან?!

ვაი, რა ცუდად გცნობია!

კაცი ჯერ ტრანსიდან არ გამოსულა/არც გამოვა!/, ჯერ ისიც არ გაუგია, რომ ტრანს–ნაციონალური ხელისუფლების ტრანს–კორპორაციად/„ბიძინა და კომპანია„/ ტრანსფორმირება მოხდა, „ის დრაკონი„ ისევ „ის დრაკონი„ „ჰგონია„ და ძველებურის შემართებით, გზნებით, წვით, დაგვით და სიმამაცით ებრძვის!

მაგდენ ფილოსოფიას სულ ფუჭად რომ ახარჯავდი, უბრალოდ გეთქვა, შემოგელაწუნებინა, ესე იგი, შემოგეძახა მაგ ტრანსირებულისათვის/იმედია, გინებაში არ ჩამომართმევენ/, გაიღვიძე, სოლომონ ძია, „ახალ, ვერტრანსფორმირებულ დეპო–საქართველოში ხარ, თვალი გაახილე, ყურებიდან ბამბა გამოიღე და შენს კუმირ რესპუბლიკელებ–ოცნებაამხდარებს წინასაარჩევნო, ოპერატიულად დავიწყებული დაპირებები, დაბრუნებული 80 მილიონი შეახსენე,წინასაარჩევნოდ „ფალსიფიცირებული„ და ამჟამად თურმე ჭეშმარიტი ჩანაწერები, სადაც „ერთგული„ საჭურველმტვირთველები მეოცნებე „დონ კრისტოს„ ისე „ამკობენ„../ნეტაი, თვალებში როგორ უყურუბენ მთქმელებ–მსმენელი ერთმანეთს, მთავრობის ჭერში ამსვლელი სხდომებისას?! – ასე გამოდის სოლომონის სექველის მიხედვითა – უმაღლესი განათლების მიღება გაიაფდებაო და – არა, გაძვირდებაო... და რომელი ერთი ვთქვათ...

მთავარია, დაჭერების სანახაობა არ მოაკლდეს ჩვენს ბრძენ, მუდამ მართალ ხალხს! ბიძინა, რა სხვაზე ნაკლები მესიაა?!.

შემოვარდება ახლა სოლომონი „მიშისტების„ ყვირილით...

რა უნდა ელაპარაკო, კაცს „კალმის„ დანიშნულება ვერ გაუგია...

ავტორი: GERMANE
20.11.2012 18:19
გაგრძელება.......

ეხლა რაც შეეხება აკიბასეულ "ტრანს" - "ფორმაცია". ეს სიტყვა საქართველოში 1988 წლიდან გაყოფილი რჩება -ანუ:
ქართველები ვართ პოლიტიკურ ტრანსში და ვფორმირდებით - ხან გამსახურდიას გარშემო, ხან კიტოვან-სიგუა-ჯაბას გარშემო, ხან ედიკას გარშემო და ხან მიშა- ბიძინას გარშემო. თანაც ის პირები, რომლებიც ფორმირდებიან, ამ პატრონების ცვლისას საერთოდ არ განიცდიან ტრანსფორმაციას და ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურასაც, ეხება სადისკუსიო კულტურასაც, ეხება სამოქალაქო საზოგადოების და ე.წ. ინტელიგენციის თვითგადარჩენის კულტურასაც და საერთოდ მთელ ქვეყანას.
საქართველო ისეთივეა, როგორიც იყო კომუნისტების დროს, როგორიც იყო ჯაბას და მიშას დროს. საქართველოს მოქალაქის აზრობრივ სტრუქტურაში, ლოგიკაში, მისწრაფებებში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ ჩანაცვლდა სახელები - ზვიადი - ჯაბა- მიშა-ბიძო.
ჩანაცვლდა და ისევ გადმონაცვლდა სავაზალე იმპერიების სახელები -აშშ- რუსეთი- ევროპა-ნატო- რუსეთი.
ის, რისი ცვლილებაც 2003 წელს დაიწყო - 2005-ში გაჩერდა და 2008-დან უკუსვლა იწყო - უბრალოდ არ ეყო ქართველებს წინდახედულობა, საქმის კეთების სურვილი და მოთმინება.

და მართლაც ბოლოს - ბატონ სოლომონს, ალბათ უკვე მრავალმხრივ დასაქმებულს - ცხოვრება მულტ-ფილმი არაა. ცხოვრება მონო-ფილმია, ცალმხარეზე იწერება, ერთჯერადად და უკან ვერ დააბრუნებ.
საქართველოს ოცნებამ ჩაირა.
საქართველოს ოცნება იყო ვყოფილიყავით კულტურული და სამართლიანი ქვეყანა - ამიტომ აირჩიეს ბიძინა.
ეს არ მოხდა, ამის დაწყებაც არ მოხდა, ამის საწინააღმდეგო დაიწყო - უკულტურობა (კარებების აჭედვა, ოქმებზე იარაღის ქვეშ ხელისმოწერების ძალადობა, საარჩევნო ოლქებში კომისიის წევრების ჩაკეტვა მოხდა და დაიწყო.
დაიწყო გამგეობებში შევარდნა - არა ათასებისა, არა ბატონო, აგერ იგივე ზვიად ძიძიგურის ძმისა, კობასი კაცო, 12 კაცითა, იმ თორმეტი კაცითა, რომელთა გვერდით ამაყი მეგრელდედულეთიანი სამტრედიელი კიარა, მეწაღე ბოგდანოვკელი არ დადგება.

სამართლიანიც ვერ გავხდით და არც ვისურვეთ გინდაც ერთი დღით ვყოფილიყავით - სამინისტროები დამტკიცებულიც არ იყო და ნამინისტრალების აყვანა დაიწყეს, ბრალდების გარეშე, და ეს ბრალდება კი იგივე ახალაიას სისტემის მსგავსად დაჭერის მერე დაუმძიმეს.

დიახ, ბატონო სოლომონ, პირველი ნაბიჯი წაგებულმა უნდა გადადგას - ოღონდ, ეს გავიწყდება: მოგებული სანამ არ გაძღება ღრიანცელით და აღებული ქალაქის გაუპატიურებით, მანამ წაგებულს არაფრის გაკეთების უნარი არ გააჩნია.
დღეს საქართველოში 55%-ით მოგებულთა ღრიანცელია - ყოველგვარი სამომავლო ვიზიის, ყოველგვარი ახალი იდეის და ყოველგვარი ახალი გზის გარეშე.
სააკაშვილმაც იღრიანცელა 2003-ში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მან თქვა - მე ამ უსამართლობითა და ღრიანცელით ახალ გზას ვადგავარ - ნატოსკენაო.
ამ გზას ბიძინა ახლა სიტყვით და ღრიანცელობით აგრძელებს ზუსტად სააკაშვილისეულად, ზუსტად ახალაიასეულად - ასი პროცენტით ზუსტად ისე.
რომ გაძღება მერე სხვას თუ იზამს - რა ვიცი აბა. ეგებ სხვა გზაზე დაგვაყენოს, ეგრევე ღრიანცელობითა. ოღონდაც, მე არ მჯერა, რომ სისხლის გემო თუ გაუგო, მერე გაადამიანდეს.
თუმცა, ნურასოდეს იტყვი ნურასედესო.

ავტორი: GERMANE
20.11.2012 18:10
მიუხედავად იმისა, რომ ბევრში ვერ დავეთანხმები, მაინც ვგრძნობ და ვიცი, რომ ეს ბლოგი ქართული პოლიტიკურ-სოციალურ-ადათწესობრივ-საძმო-სამეგობრო რეალობიდან მოდის.

არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, თუმცა საქართველოში და ქართველებთან მიმართებაში ეს ცუდად გამომდის.
მაგრამ...
ბატონო ზაალ, მე რომ არ გითხრათ, აგერ სოლომონი გეტყვით : აბა ის "დამოკლეს ხმალი" დასამალი იყო?არსახსენებელი იყო?
ივანიშვილმა ხელი მიჰყო მაღალჩინოსნების დაჭერას - შსს მინისტრი დაიჭირა და იმიტომ, რომ ვიღაც სოლდატს უკნიდან მიეპარა და ყური აუწია (დაკითხვის ოქმიდანაა!) და მეორეს დანა ბლაგვად ჩაარტყა თავში - უსისხლოდ, მაგრამ დამამცირებლად, გადაამატა თავის უფლებამოსილებას ხელქვეითებთან ურთიერთობაშიო.
მერე, გენშტაბის უფროსი დაიჭირეს და რატომ? ოოოო - ესეც დასაჭერ-გასაციმბირებელი იყო - აგინა ხელქვეითს, სულ დედმამა უტრიალა - რაზე არ ივარჯიშეთო.
მერე მაღალჩინოსანი გენერალი აიყვანეს - კაცს, რომელსაც მოტორიზებული ტყვიამფრქვევის ტარების უფლება აქვს იჭერენ იმიტომ, რომ თურმე ჩახმახიანი "მაკაროვი" ჰქონია - გაუფორმებელი და თანაც ჯიბეში სამი ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელიც (ქართულად ნარკოტიკი) ედო თურმე ჯიბეში ღამის 2 საათზე, საკუტარ სახლში შემავალს.
ნუ, ძნელია ახლა ვინმე მოაზროვნე გლეხს ან მოინტილეგენტო ელემენტს აუხსნა, რომ ეს ყველაფერი არაა შეთხზული ბრალდება იმ მიზნით, რომ ვიღაცის დაჭერა გინდა.
ძნელია დააჯერო ნებისმიერი ქართველი, გინდაც ეს სოლომონ თერნალელი იყოს, რომ ეს ყველაფერი არაა პოლიტიკურ-პიროვნული რევანში და "კბილი კბილის წინ".

ქალბატონი სალომეს დაჯერება-დარწმუნება უფრო ძნელია, რამეთუ ქალბატონი სალომე ძალიან ჭკვიანია და ამით მართლა დაბრმავებულია. იუსტიციის მინისტრი ქალბატონიც - ასევეა. აი გენ.პროკური კი - რეალობას ხედავს და იცის რაც ხდება.
ძნელია ამ ფაქტებს ბატონი ზაალი ვერ ხედავდეს.
საკუტარი შარავანდედები მე, სოლომონსა და ზაალს არა მგონია გვაბრმავებდნენ.
აი ქალბატონი ია ანთაძე მართლა დააბრმავა საკუთარმა სამოქალაქო შარავანდედმა და ვერ გაიაზრა, რომ სოზარ სუბარის სურვილი - ომბუდსმანი " მისი კაცი" ყოფილიყო - არასწორია და ასევე გაუაზრებლად თქვა ფბ-ზე - სოზარი რა პატიოსანი და ცნობილი ბიჭია, აბა რატო აკრიტიკებთო.

და ბოლოს ისევ "დამოკლეს ხმალს" ვუბრუნდები - უბრალოდ, ეს ზემოჩამოთვლილები ამ "ხმალს" იმიტო მოვაყოლე, რომ სოლომონმა არ იფიქროს, მეც ვიბრმავებდე თვალს ჩემი ნათებით.

მშვიდობიანი გადაბარება - ეს ჯერ არ მომხდარა და მანამ სააკაშვილს უფლებად რჩება პარლამენტის დაშლის თეორიული შანსიც კი, ამ გადაბარებას მშვიდობიანად ჯერ ვერ ჩავთვლით.

ავტორი: NATIA
20.11.2012 15:07
მშრალი ზედაპირული წერილია. ავტორი ცდილობს ახალი ხელისუფლების შეცდომები მხოლოდ გაკვრით ახსენოს. მის განხილვაზე და ღრმა ანალიზზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
ამის შესავსებად ( გარკვეულ წილად კოჭს უგორებს ახალ მთავრობას) გადასწვდება ხოლმე და ისევ და ისევ მცდარ აზრს გამოთქვავს სააკაშვილის მთავრობის მუშაობაზე.
შედეგად მივიღეთ არაფრის მთქმელი სუსტი სტატია.

ავტორი: ტრანსფორმირებული აკიბა
20.11.2012 15:05
5.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი საკუთარი ფეხითა და პერსონით გამოგვეცხადა.

სათითაოდ, ხელის ჩამორთმევითა და მხარზე კოცნით მოგვესალმა ყველას.

მაგიდა და სკამებიც არ დატოვა უყურადღებოდ, ალერსიანად მოუთათუნა ხელი გვერდებში, უთათუნა და უთათუნა, უსვა და უსვა, სკამებს განსაკუთრებულად.

„მოგეხსენებათ ფსიქოანალიზისა – ჩვეული სანდომიანი და მომხიბვლელი ღიმილით გაგვენდო, – და ილფისა და პეტროვის დიდი ტრფიალი ვარ, სადაც სკამს დავინახავ, იპოლიტი მახსენდება, მატვეევიჩი, აი იმ კინოდან, ერთი სიდედრი გათიშულ მთვრალს სკამის შიგანში ბრილიანტებს რომ გადაუმალავს, სხვათა შორის, მახსენდება ქალბატონი ნინოს ბატონი ბადრი, ჩვენმა ტრატოსფერებულმა წინამორბედმა რევანშისტებმა სადღაც, მეგობარ, ესე იგი, მეზობელ რუსეთში რომ გადამალეს, და როგორც ამბობენ, ძალიან იმას შვრება, რუსის იმათშიო, და ხო აღმოჩნდა, სასაცილოდ რომ ამიღეს და დამიღეს ზოგიერთებმა, აგერ ჩემს სიაში რომ მელოდებიან, – გულის ჯიბიდან უშველებელ თაბახის ქაღალდს იღებს და ცხვირწინ ინიავებს, – პოლიტიკაში და შესაბამისად, ციხეშიც სექსუალურად შესაბამის ეტაპებგავლილები, დაღვინებულები და დამაჭრებულები უნდა წავიდნენ, რომ ადგილებზე ახალი, საეტაპო კარიერის დაწყება, და განსაკუთრებით ეტაპირება არ გაუჭირდეთ მეთქი. რა იყო აქ სასაცილო? როგორც იტყვიან, კარგად ის იცინის, ვინც ბოლოს და დამარცვლით იცინის, ხა–ხა–ხა! და ატყობთ თქვენც, ვითვალისწინებთ რა ჩვენი შეგნებული, დემოკრატიულად და ტრანსპორტირებულად ჰუმანური და ტოლერანტული მოსახლების უდიდესი და პროგრესული უმრავლესობის საზოგადოებრივ მოთხვნას სამართლიანი და უხვი, სამხედრო და სამოქალაქო დაჭერების შესახებ, კიდევ ბევრს მოუწევს ამ სამართლიანი და პროგრესული მოთხოვნის ეტაპობრივად დაკმაყოფილება, რისთვისაც დღედაღამე ვიღვწვით სახალხო ორგანოები.

სხვთა შორის, ეს სკამი ცოტა უფრო მძიმე მეჩვენება, შიგნით თუ არ ჩაფათურებულხართ , ხომ არ მაჩუქებდით?! ავეჯი გვაკლია პროკურატურისთვის, ხომ იცით, რა ღარიბი და მომჭირნე მთავრობა მოვედით, ბატონი ბიძინა რომ არ გვაჭმევდეს ხანდახან ხიზილალიან ბუტერბროდებსა და ხაშლამას, დავწყდებოდით შიმშილით!.. დიდი მადლობა, ვიცი თქვენი კეთილი გულის ამბავი, რომ სხვებიც არ დაგენანებინათ მშობლიური და საყვარელი პროკურატურისთვის... დიდი მადლობა, ალბათ სხვა ოთახებშიც გექნებათ ასეთივე მძიმე და საინტერესო სკამები...ამ ერთ ოთახში ხართ შემოყუჟულები? სამწუხაროა, მე კიდევ როგორ გამიხარდა, ეს რამდენი საინტერესო სკამი ვიშოვნე–თქვა...

სხვათა შორის, ამ მაგიდის ფეხების შიგთავსი ხომ არ გაგისინჯავთ?.. არა?!.. ძალიან კარგი, თქვენის ნებართვით, ამასაც ვიჩუქნებ, იცით, ხომ, მაგიდა არ მაქვს კაბინეტში და ფეხზე მდგომიარეს მიწევს ჭამა!..
უიმე, ეს რამოდენა წიგნების კარადა გქონიათ!..

მოიცა, ერთი კარგად ვნახო... რა მასიური და სქელი თაროებია!.. შიგნით ხომ არ ყოფილხართ?!. არა, ხომ?! ძალიან კარგი! დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვისაც...
რომ იცოდეთ, ჩემი გულის დარდები, როგორ გვაკლია, როგორ, თაროები, წიგნები... მიგიხვდით, წიგნებიანად გვჩუქნით, ხომ!?

ოხ–ოხ–ოხ! რამდენი წიგნებია, რამსისქეები!

შემთხვევით, ხომ არ გადაგიშლიათ და რამე არ... არ გადაგიშლიათ, აბა?! აგაშენათ ღმერთმა, მე გადავშლი და გავჩხრიკავ სათითაოდ!

რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს, როგორ, წიგნებში ჩხირეკედალაობა, განსაკუთრებით ფროიდი!.. რას მეუბნებით, თქვენც გაგიგონიათ?! უყურე შენ! რა სჯობია ბრეგაძეებში ქეიფს, ესე იგი განათლებულ და წესიერ ხალხთან საქმის დაჭერას!.. კი ბატონო, ჯერ სადა ხართ, კიდევ ბევრს დავიჭერ!..

აკოს?! რაზეა ლაპარაკი!. აკოს მიყვება ბაკუ, ბაკუს გაკუ, გაკუს კაკო, კაკოს კობა, კობას, ზვიადი, ზვიადს ბერძენიშვილები, ბერძენიშვილებს ხიდაშელ–უსუფაშვილი... მოკლედ, უმცირესობას მიყვება უმრავლესობა... დაბოლოს, რაღა თქმა უნდა,– ოცნებით – ბიძინა...

ჰოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მოვედი სწორედ თქვენთან.

ჩიტმა ამბავი მომიტანა, – ჰე–ჰე–ჰე, – ტკბილად იცინის, – ქუთაისიდან პარლამენტის ჩამოგორების საქმე წამოგიწყიათ, და მერე, რეზიდენცია წესიერი ხომ დამჭირდება მეე?!

ჰოდა, გადაეცით იმათ, ლევანს, გუბაზს, აი იმას, ნასოსს რომ დაეძებს, შალვებს, სანამ გარეთ არიან, ჩემთან შემოაგორონ!..

ავტორი: ტრანსფორმირებული აკიბა
20.11.2012 14:29
4.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაქვს მეორე მწვავე და აქტუალური შეკითხვაც ტრანსფორმირებულ ხელისუფლებასთან:

სად არის ის აგარაკი, რომელიც მე სატრანსფორმირებელი ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ/რათა ბატონი ბიძინასთვის ხელი არ შემეშალა!/ შევიძინე, როგორც ამბობენ, სიმბოლურ ფასად?!

რას ჰქვია სიმბოლური ფასი?!

როგორც ყველა გონიერ და განათლებულ ქართველს მოეხსენება, მილიონს რომ კაპიკი აკლდეს, მილიონი აღარაა, და ის ე.წ. სიმბოლო მთელი ლარი იყო!

ახლა კი თავად განსაჯოს ყველა ობიექტურმა მათემატიკოსმა, ლარში რამდენი თეთრია და რამდენი მილიონი ვერ შესრულდებოდა და შევიდლდა ჩვენს, ისედაც ღარიბ ბიუჯეტში ამდენი თეთრის დაკლებით!

არ დაგავიწყდეთ, იმ მხეცებმა, როცა ჩემს, შეძენილ აგარაკს მართმევდნენ, ხოხმიზა შემომთავაზეს, თუ კაია, მილიონი დოლარი გადაიხადე და დაგიტოვებთო.

და, იცით თუ არა თქვენ, რომ იმ მილიონზე სწორედ ის „სიმბოლური„ ლარი დამაკლდა?!

ამდენად, სასწრაფოდ ვითხოვ ჩემი საკუთრების დაბრუნებას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მის ღირებულებას, მილიონ დოლარს! ხოლო თუ ერთ დოლარს დამაკლებენ ესეც ამათ სინდისზე იყოს!

თუ ეს ვარიანტიც არ აძლევთ ხელს, მაშინ მზად ვარ, იგივე, „სიმბოლურ„ 5 ლარად/ანუ 5 მილიონ დოლარად!/ იგივე ფუნქციისთვის შევიძინო უფუნქციო პარლამენტი, რასაკვირველია, ბატონი ბიძინას კოლექციითურთ!

ციხეების მინისტრ სოზარ სუბარის მრჩეველმა ლალი მორიშკინამ, რასაკვირველია, ამ საკითხზეც გამოთქვა თავისი კომპეტენტური აზრი:

„უიმე,რას მეუბნებით, პარლამენტი უნდა ჩამოაგორონ ქუთაისიდან ლევანმა, გუბაზმა, შალვა ნათელაშვილმა და აქუ აქუბარდიამ?.. არა, სამწუხაროდ მე ვერ მივეხმარები, ძალიან დაკავებული ვარ ციხეებით და პატიმრებით! და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ პრობლემის, ციხეებისა და პატიმრებისთვის უნდა გამოვიყენოთ ის ჩამოსაგორებელი.

მანამდე ერთი ამბავი უნდა გავიხსენო, ერთმა მეგობარმა რომ მომიყვა:

„ისრაელში ვარ, ვზივარ ავტობუსში და ერთი ბოლოდან მეორეში ერთი კაცი მეორეს უყვირის ქართულად, – ადრე უნდა შევსულიყავი ციხეში, ადრე! კაცი გამოვედი, კაცი! რაც გარეთ არ მინახავს და მღირსებია, იქ ვნახე და მეღირსა! გაზეთებს ვკითხულობდი, წიგნებს!.. უნივერსტეტი დავამთავრე!.. კინოში დავყავდით, თეატრში, ექსკურსიებზე!..
ადრე უნდა შევსულიყავი, ადრე!.. ეეჰ, სად იყო ჭკუა!..„

დიახ, – დასძინა ქალბატონმა ლალიმ, – ჩემი მიზანია, და სოზარისაც, ისეთი ციხე შევქმნათ, რომ კაცს, მაინცდამაინც, შესვლას თუ არ დაიშლის, გამოსვლა აღარ უნდა უნდოდეს!..

ამ საქმისთვის უთუოდ დიდად საჭიროა იმ ჩამოსაგორებელში გაიხსნას თითით საჩვენებელი ციხე!

ამავე თითით, საშუალება გვექნება აგრეთვე სტუმრებს ვაჩვენოთ ნომერ პირველი პატიმარი მიშა!

ქვემო ქართლის გუბერნატორის ახლადანიშნული მოადგილე ბადრი ბასიშვილი აქეთ გვეწვია, დუბინკა კუთხეში ააყუდა და თავაზიანად მოგვესალმა:

– ტოო, გავიგე, შალვა ხაჭაპურიძე რომაა თუ გამბურგაძე, პრესასა და კომფერენციას მართამს თურმე. სად არი ერთი, მე იმის, მართლა ცომივით და ბურჯანაძისავით უნა გავაბრტყელო მე მაგის, აი, ამ დალოცვილითაცა! – შარვლის უკნიდან შედარებით მომცრო და შეუდარებლად სქელ დუბინკას იღებს, – ჩემი ბიჭები კიდე გარეთ ელოდებიან!

რეებიო, აბა, რეებს გვიძახდით?! მა ზორგეები, არა?! მოიცა, ნახამთ სუყველაი როგორ უნდა დაზომბირება და დაზორგებაი!

არა, იშავი კაცი სადღაა, სად გადამალეთ, გორიდან რო გამოგვასწრო, კალათბურთელი კალაძეი?!

ჯავრად მომყვება, განა, მაშინ რო გადაგვირჩა!

სად არი, სად იმალება, იმის! გაიქცა, არა, ამერიკაში?! მა რა ჭირ იზამდა, იმის!.. ერთბაშად რამე თანამდებობაზე არ დაენიშნათ ი უწიგნური და გაუნათლებელი!

ვენაცვალე ამ კობალსა და ამ ახალ მთავრობასაცა, ესე კარგად რო იციან კადრების მოძიება და დანიშვნაი!

ხოო, მართლა, კაცო, კიდე რაზე ჩამოვედით!

გავიგე, პარლამენტი უნა ჩამოაგორონ ქუთაისიდანო და ბარემ გორში მომიგორეთ, თქვენი! რაა, მე არა მჭირდება ერთი პატარა რეზიდენციაი?!

თორე, მოვიდა ჩემი კომბალი!

ჩემი ზორგეები თუ ზონდერები ხო მოსულები არიან და არიან!..
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

სხვა მასალები

სოციალური დაცვა

​2015 წლიდან ამოქმედდება სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია. გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სოციალური დაცვის პროგრამის არსებული სისტემის გადასინჯვა.
გაგრძელება

აუდიო ნაზარბაევი უკრაინასა და რუსეთს კომპრომისისაკენ მოუწოდებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა კომპრომისისაკენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.
გაგრძელება

აუდიო მოსაწონი უნდა ვაკეთოთ

​19-20-21 დეკემბერს, „უნიჰაკის“ ორგანიზებით, თბილისში კიდევ ერთი ჰაკათონი ჩატარდა. ეს უკვე მესამე ჰაკათონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
გაგრძელება

ირაკლი ალადაშვილი ქართველ მეომრებზე უკრაინაში

22 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ჩართვისას სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა უკრაინის ომში ქართველი მეომრების მონაწილეობაზე ილაპარაკა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული