კვირა, 20 აპრილი, 2014 თბილისის დრო 19:51

ბლოგები / სალომე ასათიანი

მანტრებს მიღმა

x
ტექსტის ზომა - +
ბლოგზე ახალი პოსტის გამოქვეყნება ძალიან დამიგვიანდა. ამასობაში არჩევნებიდან უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ალბათ შეიძლება, დღეს აღარ გავიმეორო ისედაც მანტრად ქცეული ფრაზა - რომ 1 ოქტომბერს, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლით, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ამაზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დასამატებელი აღარაფერია. უცხოელები “ისტორიულ” არჩევნებს გვილოცავდნენ და გვეუბნებოდნენ, ეს „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“ დემოკრატიისკენ თქვენი სვლის გზაზეო. საქართველოს შიგნით კი პოლიტიკის ანალიტიკოსები წერდნენ, დამარცხების მშვიდად აღიარებით სააკაშვილმა “გარღვევა” მოახდინა და ევროპული ტიპის დემოკრატ ლიდერად მოგვევლინაო.

კი ბატონო, ყველაფერი სწორია. პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად უნდა დავუფასოთ, რომ სწორედ მათი მმართველობის პირობებში შედგა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პირველი პრეცედენტი. ამ მიღწევის უარყოფა არ შეიძლება და ამას არც არავინ აპირებს. თუმცა ალბათ ისიც სათქმელია, რომ აღტაცების, აღფრთოვანების თუ პოსტსაარჩევნო ეიფორიის ასეთი მაღალი ხარისხი ცოტა არ იყოს დაბალ მოლოდინზე მიუთითებს “დემოკრატიის შუქურად” გამოცხადებული ქვეყნის მიმართ. ყველა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, გაკვირვებული დავრჩით, რომ სააკაშვილის
აღტაცების, აღფრთოვანების თუ პოსტსაარჩევნო ეიფორიის ასეთი მაღალი ხარისხი ცოტა არ იყოს დაბალ მოლოდინზე მიუთითებს “დემოკრატიის შუქურად” გამოცხადებული ქვეყნის მიმართ.
 ხელისუფლებამ არჩევნები ვერც მასშტაბურად გააყალბა - ვერ გასცდა წინასაარჩევნო პერიოდში კონტროლიდან გამოსულ კონტროლის პალატას, ან, ვთქვათ, საკუთრივ არჩევნების დღეს ხაშურის საარჩევნო უბანზე მშვიდად მოსეირნე შეიარაღებულ ნიღბიანს - და არც არჩევნებისშემდგომ არეულობაზე წავიდა. არადა, კაცმა რომ თქვას, არჩევნებში განცდილი ძლიერი მარცხის შემდეგ ძალაუფლების დათმობას განსაკუთრებული შუქურობაც არ უნდა სჭირდებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ მარცხამდე, ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მოახერხებ და დასავლური ფასეულობების, განახლების თუ სამართლიანობის დაპირებებით მოსული გუნდიდან გადაიქცევი ხელისუფლებად, რომელმაც, როგორც მინიმუმ, არ აღკვეთა და, სავარაუდოდ, სანქციაც გასცა ადამიანების წამებაზე - მოზარდი პატიმრების სხეულებით “კენწლაობის” პრაქტიკის ჩათვლით.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხელისუფლება შეიცვალა და ახლა, ცხადია, არჩევნების ხარისხის, თუ შედეგის შეფასება-დაფასებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაღაცეებზე ფიქრი და ლაპარაკია. “სამომავლო პერსპექტივასთან” დაკავშირებულ პრობლემებზე. მით უფრო, რომ საფრთხე არც ისე ცოტაა. საქმის გამარტივების მიზნით, მათ ორ ტიპად დავყოფდი - ერთი მხრივ ღირებულებით, იდეოლოგიურ, ან, თუ გნებავთ, „დისკურსულ“, მეორე მხრივ კი ინსტიტუციურ სირთულეებად. თუმცა, ცხადია, ასეთი დაყოფა პირობითია და რეალობაში - პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - მათი მკაფიოდ განცალკევება არც არის შესაძლებელი.


„მეინსტრიმი“ და „მარგინალები“

იდეოლოგიით დავიწყოთ. ამ ტიპის საფრთხეებზე წარსულშიც გვისაუბრია და ამიტომ დღეს მოკლედ ვიტყვი - მე მართლა ვშიშობ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მარცხთან ერთად ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმ ღირებულებებმაც განიცადა დისკრედიტაცია, რომელთა სახელითაც ეს ხელისუფლება მოქმედებდა. მაგალითად, “დასავლური ფასეულობების”, “ლიბერალიზმის”, “მოდერნიზაციის” თუ ზოგადად, კულტურული ცვლილების, ან ღირებულებითი ტრანსფორმაციის ცნებებმა. ის, რომ ეს ფასეულობები დიდწილად რიტორიკული ფასადი იყო, რეჟიმი კი, თავისი არსით, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ესწრაფვოდა და ძალადობრივ მექანიზმებს ემყარებოდა, დღეს უკვე ბანალური რეალობაა. მაგრამ, ამის მიუხედავად - და ალბათ სწორედ ამის გამოც - დარტყმის ქვეშ სწორედ ეს ღირებულებები მოდის.

ამის მაგალითები ბევრია და მკაფიო. ხელისუფლების ცვლილებიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, “მაესტროს” ვარსკვლავმა, შალვა რამიშვილმა, ტელელექცია რომ ჩაგვიტარა და მიგვითითა, ნაციონალური მოძრაობის მარცხი “სოციო-კულტურული მეინსტრიმის” გამარჯვებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მარგინალური ჯგუფების” წარმომადგენლები აწი მორიდებით უნდა მოიქცნენ და მეინსტრიმი დიდად არ უნდა შეაწუხონო. ახლა - ამ ბლოგში - იმაზე ვერ ვილაპარაკებ, ამგვარი დაყოფა თავისთავად რაოდენ უაზრო განზოგადების თუ ტლანქი იარლიყების მიწებების მაგალითს წამოადგენს - ნაციონალური მოძრაობის, სხვადასხვა უმცირესობის თუ სუბკულტურის ერთ დიდ და ამორფულ ქვაბში მოხარშვის მცდელობას. ამ შემთხვევაში სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი - ის, რომ ჟურნალისტმა ლამის ტოტალიტარიზმი გვიქადაგა და მრავალფეროვნების, ნონკონფორმიზმის, სკეფსისის თუ განსხვავებულობის მიჩქმალვისკენ მოგვიწოდა. არადა ღია საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სწორედ “მეინსტრიმთან” დაპირისპირებას, მის წინააღმდეგ ამბოხებას. საზოგადოება, რომელიც სრულ კონსენსუსს, ერთფეროვნებას და კონფორმიზმსაა დაფუძნებული, მოსაწყენის გარდა, თავისი არსით, არადემოკრატიული და ჩაკეტილი იქნება.

ბევრს არ ვილაპარაკებ არც სხვა, ბევრად უფრო შემაშფოთებელ მაგალითებზე - ნიგვზიანში რელიგიური უმცირესობის პირდაპირი და აშკარა დისკრიმინაციის ფაქტისგან ახალი ხელისუფლების ხაზგასმულად გვერდზე გადგომაზე, ან ბობოქარ ჰომოფობიაზე ომბუდსმენობის (!) ზოგიერთი კანდიდატის რიტორიკაში. არც იმ ალოგიკურ, არაკონსტიტუციურ, მაგრამ “სოციო-კულტურული მეინსტრიმის” ყურის საამებლად ნათქვამ ფრაზას ჩავუღრმავდები, სულ უფრო და უფრო ხშირად რომ გვესმის ჩვენს საჯარო სფეროში - რომ თურმე “უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე”. ამ ფრაზის კეთილხმოვანება, თუ ზედაპირული პოზიტივი ნუ მოგვატყუებს. ეს მხოლოდ სიტყვების რახარუხია. უმცირესობა უმრავლესობის უფლებას ვერ „შელახავს“ - თუ, რასაკვირველია, იმას არ ვიტყვით, რომ ნიგვზიანში ქრისტიანების „უფლება“ იყო მუსულმანების შეურაცხყოფა და მათთვის ლოცვის და თავშეყრის აკრძალვა. რეალურად, ეს პოზიცია სხვა არაფერია თუ არა უმცირესობების თუ სუბკულტურების ჩაგვრის, მათი გარიყვის ლეგიტიმაცია და საზოგადოების იმ ერთფეროვან, კონფორმისტულ და იერარქიზებულ ერთობად წარმოჩინება, “მაესტროს” წამყვანი როგორზეც საჯაროდ ოცნებობდა იმ დღეს, არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე.

ეს ტენდენციები ნამდვილად დასანანი და საშიშია, თუმცა, სამწუხაროდ, გასაგები და ლოგიკურიც. “ლიბერალიზმის”, “დასავლური ფასეულობების” თუ “ტოლერანტობის” ცნებები ბოლო 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მონოპოლიზებული, თავისი ძალადობრივი ნაბიჯებით და მმართველობის ქედმაღალი, ცინიკური სტილით კი მათი სერიოზული გაუფასურება მოიტანა. ის იდეოლოგიური ბირთვი, ჩვენი საზოგადოება რომელსაც ეფუძნება, დიდად ისედაც არ გამოირჩეოდა ლიბერალურ ღირებულებებზე აქცენტით - მისი მთავარი შემადგენელი ეთნიკური შეფერილობის ნაციონალიზმია, თავისი თანმდევი მითებით, შოვინიზმით, უცხოს შიშით და ქსენოფობიური განწყობებით. შესაბამისად, ახლა - მას შემდეგ, რაც კულტურული ცვლილების და საბჭოთა ინერციის დაძლევის მისიით მოსული ნაციონალური მოძრაობა ჩვენს თვალწინ გარდაიქმნა ძალისმიერ და ფარისევლურ რეჟიმად - ნამდვილად არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად იმძლავროს კონსერვატიულმა თუ შოვინისტურმა განწყობებმა. მით უფრო, რომ ახალი მმართველი კოალიცია თავის იდეოლოგიურად ამორფულ რიგებში შოვინისტი ქსენოფობების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა - ამის კარგ მაგალითს თუნდაც აჭარაში მისი წარმომადგენლები გვაძლევენ, თავიანთი იაფფასიანი პოპულიზმით და ანტითურქული სულისკვეთებით.

მოკლედ, სურათი მარტივია. პოპულარული მითი გვასწავლის, რომ სააკაშვილს და მის გარემოცვას “ახალი ქართველის” გამოყვანა სურდათ, “ტრადიციების” წართმევის გზით და “მენტალიტეტის” შეცვლით. და სანამ ეს მითი პოპულარობას ინარჩუნებს, დახავსებულ კლიშეებთან დაპირისპირების თუ გაბატონებული ეთნონაციონალისტური შეხედულებების ეჭქვეშ დაყენების მცდელობები ხშირად სწორედ ამ კონტექსტში იქნება აღქმული - და, შესაბამისად, უნდობლობის, თუ მიუღებლობის მაღალ ხარისხს გადააწყდება.


დიდი და პატარა ვერტიკალები

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. დომინანტური იდეოლოგიური კლიმატის შეცვლა, შოვინიზმთან დაპირისპირება თუ მრავალფეროვნებისთვის ბრძოლა, გართულებული პირობების მიუხედავად, მაინც შესაძლებელია - ღია დისკუსიების, ღირებულებებზე კამათის და, რაც უპირველესია, ქსენოფობიის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორის, მასშტაბური ეკონომიკური გაჭირვების ოდნავ მაინც შემცირების გზით. ამაზე კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა, თუ საფრთხე, ჩემი აზრით, იმ სტრუქტურებს უკავშირდება, პოლიტიკის ანალიტიკოსები „დემოკრატიულ ინსტიტუტებს“ რომ უწოდებენ ხოლმე. უფრო ზუსტად კი ამ ინსტიტუტების სისუსტეს, სიმყიფეს თუ ფაქტობრივ არარსებობას.

ზოგადი სურათი აქაც მარტივია. ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ მემკვიდრეობად დაგვიტოვა რამდენიმე კაცის ნებაზე მორგებული, ძალაუფლების რეპრესიული და გაუმჭვირვალე ვერტიკალი. მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ხელში იყო კონცენტრირებული უზარმაზარი ძალაუფლება - რასაც, პირველ პერიოდში, გარკვეული დადებითი შედეგებიც მოჰყვა, რეფორმების სწრაფად გატარების თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით. მაგრამ ამ ვერტიკალის მანკიერი მხარე ბევრად უფრო ღრმა და ძლიერი იყო. სწორედ ამ ვერტიკალმა განაპირობა ის, რომ დღეს არ მუშაობს ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კონსტიტუციური იდეები თუ პრინციპები - ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილება და ურთიერთკონტროლი, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო უფლებები.

ახლა კი იმ ვერტიკალის სათავეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სათავისოდ რომელიც ჰქონდათ კომფორტულად მოწყობილი, სხვა ძალა მოვიდა - და ყველაფერი მათ ნებაზე გახდა დამოკიდებული. იხეირებენ ამ ვერტიკალით და, მთლად იდენტურით თუ არა, მსგავსი სტილით გააგრძელებენ ქვეყნის მართვას, თუ უარს იტყვიან ძალაუფლების უზურპაციაზე და მართლა დაიწყებენ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას? ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტად დარჩება - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ინსტიტუციური თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ ისეთი მემკვიდრეობა გადააბარა, ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს რომ დიდად გაუხარებდა გულს. ამ მემკვიდრეობის პირობებში ქვეყანას მართლაც კეთილსინდისიერი, მტკიცე ნების მქონე პოლიტიკოსები სჭირდება - რომლებსაც ძალაუფლება არ აცდუნებს და ქვეყნის მართვას თამაშის წესების დაცვით შეუდგებიან.

ვითარებას განსაკუთრებულად ირონიულ ელფერს ის ფაქტორი ანიჭებს, რომ ახალი მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“ - თავადაა სპეციფიკური „ვერტიკალი“.

ვითარებას განსაკუთრებულად ირონიულ ელფერს ის ფაქტორი ანიჭებს, რომ ახალი მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“ - თავადაა სპეციფიკური „ვერტიკალი“. ფაქტია, რომ მისი არსებობაც და გამარჯვებაც ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის - ნებამ, გავლენამ და უზარმაზარმა ფინანსურმა რესურსებმა გახადა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ჯერ მაინც ნაადრევია იმის დარწმუნებით მტკიცება, რომ ივანიშვილი ცალსახად და აუცილებლად ავტორიტარი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერი იქნება - ამგვარი კატეგორიული განცხადებების გასაკეთებლად  უბრალოდ არასაკმარისი დროა გასული. მაგრამ საფრთხე არის. და ასეთი რომ აღმოჩნდეს, პირობები მართლა ხელსაყრელი ექნება. დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყიფე იქით იყოს - საქართველოს მოქალაქეები ისეთ ტრივიალობებსაც მიგვაჩვიეს, როგორიცაა ქვეყნის ლიდერის სურვილით თუ გემოვნებით გადაწყვეტილი ქალაქების იერსახეები, ბრჭყვიალა ფასადები თუ ქალაქების მოედნებზე მოულოდნელად წამოჭიმული ექსტრავაგანტული მონუმენტები. აღარაფერს ვამბობ ოპერეტის უცვლელი დივას მელოდრამატულ საახალწლო დუეტებზე საბიუჯეტო სახსრებით ჩამოყვანილ უცხოელ ვარსკვლავებთან.

არადა, წმინდად ფორმალურად რომ მივუდგეთ, დღევანდელი სურათი სწორედ ერთ-ერთ იმ შესაძლებლობას წარმოადგენს, რის გამოც თუ რის შესაკავებლადაც ოდესღაც გონიერმა ხალხმა ძალაუფლების დაბალანსების, შეზღუდვის თუ გაკონტროლების მექანიზმები მოიფიქრა - მათ შორის ის ინსტიტუციები, ჩვენ რომლებსაც ვერაფრით ვეღირსეთ. ხელისუფლებაში მოვიდა და, შესაბამისად, პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა ინდივიდმა, რომელსაც ფინანსური თვალსაზრისით უკვე ჰქონდა გიგანტური, საქართველოს მოქალაქეების კოლექტიურ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით აბსოლუტურად არათანაზომადი ძალაუფლება. ერთი ადამიანის ხელში ასეთი უზარმაზარი მასშტაბის ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია თავისთავად არის საფრთხის შემცველი - საქმე მორალურად სრულყოფილ ლიდერთან რომც გვქონდეს, მაინც. ხოლო ბანალური ჭეშმარიტებები - სრულყოფილი რომ არავინაა და ძალაუფლება რომ დიდი ცდუნებაა - ჩემგან ნამდვილად არ გესწავლებათ.


იმედები და ბერკეტები

ცხადია, ახლა ცოტას ვაზვიადებ და საქმე მთლად ისეც არ არის, რომ ყველა ეს საფრთხე წუთი წუთზე რეალობად გადაგვექცევა. იმედის მომცემი თუ შემაკავებელი ფაქტორები - “ბერკეტებს” რომ უწოდებენ ხოლმე - სუსტად, მაგრამ მაინც გვაქვს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი დღევანდელი კონტექსტი და ის დაპირებები მგონია, რომლებიც “ქართული ოცნების” კამპანიაში მთავარ ადგილს იკავებდა. უმძიმესი ეკონომიკური გაჭირვების შემსუბუქების გარდა, დღევანდელი მმართველი პარტია სამართლიანობის განცდის გაჩენის, სასამართლოს დეპოლიტიზაციის და, ზოგადად, ავტორიტარული ინერციის მოშლის პირობებს დებდა. ამ პირობების შესრულების მოლოდინი დიდია - მთლად ევროპის “გაოცებას” არა, მაგრამ არსებული, წინა ხელისუფლებისგან დატოვებული ვითარების გაუმჯობესებას მოქალაქეთა დიდი ნაწილი ნამდვილად მოელის - რამაც, წესით, ახალ მმართველ გუნდს უნდა გაურთულოს ავტორიტარიზმისკენ გადახრა. ისიც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია, რომ, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის წევრების სახით მთავრობის წამყვან თანამდებობებზე ნამდვილად არიან სამართლებრივად მოაზროვნე და დემოკრატიული პრინციპების ერთგული ფიგურები. ამასთან, როგორც ბოლოდროინდელ დაპატიმრებებზე ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მყისიერმა და მკვეთრმა რეაგირებამ მკაფიოდ დაადასტურა, დასავლეთის ქვეყნები და სტრუქტურებიც გააგრძელებენ ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, მისი ავტორიტარიზმისკენ გადახრის პრევენციის მიზნით.

ამის შემდეგ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. პოლიტიკური ძალაუფლების დაბალანსების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ოპოზიციაა და, ფორმალური თვალსაზრისით, ნამდვილად დადებითი მოვლენაა ის, რომ ყველა სხვა, უწინდელი არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად დამარცხებული პარტია არ გამქრალა და პარლამენტში უმცირესობის სახით მოგვევლინა. მეტიც - მრავალპარტიულობა საკანონმდებლო სფეროსაც სცდება და, ბედის ირონიით, ქვეყანას, რომლის პოლიტიკური კულტურა აქამდე ერთპარტიულ მმართველობაზე იყო აგებული, ახლა მთლად “კოჰაბიტაციის” ნიუანსების გათვალისწინება უწევს. მაგრამ, როგორც ალბათ ყველა ვხედავთ, ამ პოლიტიკურ თანაცხოვრებას დიდად ვარდებით მოფენილი მომავალი არ უჩანს. ამ შთაბეჭდილებას, ერთი მხრივ, ქართული ოცნების ლიდერების ნაბიჯები ქმნის - ძნელია კოჰაბიტაციის პრინციპების ხორცშესხმის იმედი გქონდეს მაშინ, როცა, მაგალითაც, პრემიერ-მინისტრი გაკვირვებას გამოთქვამს, საინტერესოა, საერთოდ რატომ ინარჩუნებს ხელისუფლებას სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მან არჩევნები წააგოო. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო დიდი პრობლემა თავად ოპოზიციურ ძალას - ნაციონალურ მოძრაობას - და მის სამართლებრივ, თუ მორალურ სახეს უკავშირდება.

“შერჩევით სამართალზე”, “სასამართლოს პოლიტიზაციაზე” თუ “მედიაზე ზეწოლაზე” მათ აღშფოთებას ცინიზმის და ფარისევლობის ელფერი დაჰკრავს.

დღესდღეობით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის როლის შესრულება უხერხულობის განცდას აჩენს. 9 წლის განმავლობაში თავად იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები და პოლიტიკური სისტემის შემქმნელები - მემკვიდრეობად კი სამართლიანობის პრინციპებზე კი არა, ძალაზე და ძალადობაზე აგებული პოლიტიკური კულტურა დაგვიტოვეს. შესამაბისად, “შერჩევით სამართალზე”, “სასამართლოს პოლიტიზაციაზე” თუ “მედიაზე ზეწოლაზე” მათ აღშფოთებას ცინიზმის და ფარისევლობის ელფერი დაჰკრავს. მით უფრო იმის გამო, რომ, როგორც სჩანს, ნაციონალური მოძრაობა ვერც ოპოზიციაში ყოფნისას ახერხებს თავისი ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლის - საზოგადოებასთან კომუნიკაციის არაადეკვატური ფორმის - გამოსწორებას. ჯერჯერობით მათ მორალისტურ რიტორიკაში არც ბოლო 9 წლის განმავლობაში დაშვებული სერიოზული შეცდომების აღიარების სურვილი ჩანს, არც თვითრეფლექსიის უნარი და, მით უფრო, არც საბოდიშო განწყობა.

ვითარებას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაამძიმებს ახალ-ახალი ამბების გამოაშკარავება - მათ შორის “გახმაურებულ საქმეებად” მიჩნეული მოვლენების ირგვლივ. ქიმერიძის, გირგვლიანის, კვინტრაძე-ასათიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, ხურჩის, ციხის სკანდალების, წამების თუ ელიტური კორუფციის გამოძიებამ შეიძლება ზედაპირზე ისეთი ინფორმაცია ამოატივტივოს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ისედაც შერყეულ პოზიციებს კიდევ უფრო დაასუსტებს. კონკრეტული პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მორალური გაკოტრების პრობლემაც გამწვავდება.

თუმცა იქნებ ეს მორალური დისკრედიტაციის პროცესი შეუქცევადი მაინც არ იყოს. ნაცმოძრაობის მოსალოდნელი „კათარზისის“ თუ „განწმენდის“ შესახებ სააკაშვილის მიერ გამოთქმული ლამის ბიბლიური მეტაფორების სერიოზულად აღქმა ნამდვილად რთულია - მაგრამ იქნებ ნაცმოძრაობის წევრთა ნაწილმა მაინც შეძლოს წარსულის პოლიტიკური შეფასება, თავიანთი შეცდომების აღიარება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათი დღევანდელი მდგომარეობისთვის შესაფერისი და ადეკვატური ინტონაციის პოვნა. სხვა გზა მათ უბრალოდ არ აქვთ. სხვანაირად, ჩემი აზრით, ვერც საზოგადოების ნდობას დაიბრუნებენ და ვერც პოლიტიკურ ცხოვრებაში შეძლებენ კონსტრუქციული ფუნქციის შესრულებას.

არადა ძლიერი ოპოზიცია ნამდვილად გვჭირდება. ორგანიზებული, მრავალფეროვანი და დინამიკური სამოქალაქო საზოგადოება - კიდევ უფრო მეტად. კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისვას ახალი ხელისუფლების მიმართ, გროვდება და გროვდება. როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ზღვრის გავლება „სამართლიანობის აღდგენასა“ და „პოლიტიკურ რევანშს“ შორის; იურიდიული ბერკეტების ამოქმედებისთანავე რატომ მიანიჭეს უპირატესობა საქმეებს, რომლებშიც პირადად იყვნენ დაინტერესებული - სატელეფონო მოსმენებს, თვალთვალს თუ ივანიშვილისთვის ჯარიმის დაბრუნებას; პირველივე ნაბიჯებით რატომ ამოიღეს მიზანში იმ სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებსაც კონსტიტუციურად ვერ აკონტროლებენ - გაერთიანებული შტაბი, თუ დედაქალაქის მერია; აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს გავლენა პროკურატურის გადაწყვეტილებებზე; შეუძლია თუ არა ჩვენს სასამართლოს იმ პირების სამართლიანი გასამართლება, რომელთა მიმართ განსაკუთრებით მაღალია საზოგადოების კოლექტიური აგრესია და დასჯის მოთხოვნა; რა კრიტერიუმებს დაეფუძნა „პოლიტიკური პატიმრის“ ცნების განმარტება - თუკი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს სტანდარტები უგულებელყოფილი იქნა; რამდენად ნორმალურია - და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს - ის, რომ ერთ-ერთ პოპულარულ ტელეარხს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ფლობს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ კითხვების დასმა ახლავე უნდა დავიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთჩამოთვლილ საფრთხეებს კიდევ ერთი დაემატება - ბანალური, ბრტყელ-ბრტყელი აფორიზმების გულდაწყვეტილი ინტონაციით წარმოთქმის აუცილებლობის საფრთხე. მორიგი მანტრების - ძალაუფლება რომ რყვნის, პოლიტიკოსები ერთმანეთს რომ გვანან და იმედგაცრუება რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მახასიათებელია.

Tags: პოლიტიკა, ბლოგი, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: ანონიმი
14.12.2012 17:47
სლომე,
რა რას იტყვით ხაჩიშვილის გამობრწყინებაზე?
მაგარი დემოკრატია არა? გული ცუდს არ გიგრძნობთ? გუნავას საქმეზე რას იტყვთ? არის ეს მთავრობა სამართლიანი?
იმედს ვიტოვებ , რომ ელოდებით მასალას და მერე ამოიღებთ ხმას.
ხაჩიშვილი მალე თანამდებობაზე რომ იხილოთ, დაიჯერებთ რომ ნაციონალებზე უფრო ჰუმანური იქნება მისი მმართველობა?დაიჯერებთ რომ ნაციონალებზე უფრო ჰუმანური იქნება?
და საერთოდ თქვენ მართლა გჯერათ რომ "ქართული ოცნება" უკეთესი პარტიაა, უფრო ცივილიზებული, უFრო პროფესიონალი კადრებით და უფრო თანამედროვე?
საშიშ სიმპტომებს ჯერ ვერ ხედავთ თუ არ გინდათ რომ დაინახოთ?
აი ახლა მკვლელობები დაიწყება და იმედია რაგაცას გვეტყვით უფრო ლოგიკურს.
სალომე, მინდა გითხრათ , რომ 1 ოქტომბრიდან თქვენც , ნინაკა კაკაბაძე, ლიკლიკაძე და ასე შემდეგ.. ხართ დაკვირვების ობიექტები, ახლა გამოჩნდება თქვენი კომპეტენცია და თუ თქვენ ახლა ჩაიჭრებით ან გასცემთ თქვენს თავებს და ნათელი მოეფინება თქვენს "ნამდვილ ზრახვებს", სამუდამოდ დაკარგავთ იმიჯს, მერე წერეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ, როგორც ლუბა ელიაშვილი და შალვა რამიშვილი ვერ გაცოცხლდება , ისე თქვენ არ გეშველებათ არაფერი.
ამიტომ თუ თქვენ პრეტენზია გაქვთ პროფესიონალიზმზე, წერეთ სიმართლე, უკვე ბეევრია, ძალიან ბევრია დასაწერი ახალი მთავრობის შეცდომებზე.
ნუ გადაიქცევით რა ახალი მთავრობის მეხოტბეთ, ჯერ ახალგაზრდა ხართ.
მაგალითად რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე უკვე გვაგონებენ ირაკლი აბაშიძეს, ხუტა ბერულავას და სხვებს, რომლებიც მტელი ცხოვრება აქებდნენ საბჭოებს და მათ "მტერებს " აგინებდნენ. ეს ორი ბატონიც განაგრძობენ დიდის ენთუზიაზმით სააკაშვილის და მისი გუნდის ლანძღვას, და არაფერს ამბობენ ახალი მთავრობის ანომალიებზე.
თქვენ ნუ იზავთ ამას, სასიამოვნო და აზრიანი გოგო ხართ, ნუ გაიფუჭებთ თავს, დამიჯერეთ, არაფრის ფასად არ ღირს თავისუფალების დაკარგვა.
პასუხი

ავტორი: სალომე ასათიანი
17.12.2012 17:16
ბოდიში, ეს კომენტარი გვიან შევამჩნიე და აქამდე ვერ გიპასუხეთ. მე - პირადად - რისი მჯერა და რისი არა, ეს ჩემი საქმეა. ჟურნალისტის და ბლოგერის ფუნქციაში კი შედის ეჭვები და მუდმივი სკეპტიციზმი ხელისუფლებების და ზოგადად, ძალაუფლების ნებისმიერი წყაროს მიმართ. მერწმუნეთ, გაჩუმებას არავინ არ აპირებს. გეთანხმებით, რომ გარკვეული საგანგაშო სიმპტომები უკვე გამოიკვეთა, რომელთა ნაწილზეც ამ ბლოგის ბოლოსაც მაქვს ლაპარაკი. მომავალში ცხადია კიდევ უფრო მეტს დავწერთ. თქვენს ადგილას ჯერჯერობით თავს შევიკავებდი ცალსახა დასკვნების გამოტანისგან ჩემი კოლეგების შესახებაც. ჯერ მაინც ცოტა დროა გასული. ამ ბლოგში კი იმაზე დავწერე, რაზეც ძალიან მწყდება გული - რომ ხელისუფლებამ, რომლის იმედი ოდესღაც მართლა მქონდა, ასეთი მანკიერი სტრუქტურული მემკვიდრეობა დაახვედრა ამ ახალ ძალას. თქვენ თუ ამას პრობლემად ვერ აღიქვამთ, ეს - ბოდიში ტავტოლოგიისთვის - თქვენი პრობლემაა.

ავტორი: ანონიმი
11.12.2012 02:22
ჯანო,
არ გიხარია რომ უმცირესობაში ხარ??
არ გიხარია რომ 1200000 არ ხარ? არ გიხარია რომ არც გაიყიდე და არც უგონი არ ხარ?
არ გიხარია რომ გათვალე ყველა ის უბედურება , რაც ამათ მოსვლას უნდა მოყოლოდა და არ გწყინს რომ ყველაფერი ერთი ერთში სრულდება?
არ გიხარია რომ დათა თუთაშხიას როლში ხარ და ისევე უყურებ ამ 1200000, როგორც ის უყურებდა სეთურის მონებს?
ხოდა მოვითმინოთ, გული არ გაიტეხო, შეუძლებელია ამ "მოვლენამ" დიდხანს გაძლოს, "გაგებით მოეკიდე," მართლა იმას რომ ეს მასა უნდა დარწმუნდეს თავისი არჩევანის კატასტროფაში, არაუშავს, ასეა საჭირო ალბათ, როგორც მოზარდი არაფერს უჯერებს მშობელს და ბოლოს ან კვდება ან გადარჩება და აზრზე მოდის, ქართველები ასე ვართ ახლა,
გამაგრდი თანამოაზრევ, ბოლოს და ბოლოს თავს იმით დავიმშვიდებთ რომ ზომბები არ ვართ და ვაზროვნებთ ესეიგი ვცხოვრობთ.

ავტორი: ჯანო
07.12.2012 12:41
ავტორი: ანონიმი
05.12.2012 21:50
დრო მოვა და ოცნების მხარდაჭერა სირცხვილი იქნება.

და ეგ დრო მოსულია უკვე...სამარცხვინოა ამ ადამიანის ყოველი სიტყვა.ყოველი განცხადება.ყოველი ქმედება.ნუ გამოდის მაინც საჯაროდ ,გაჩუმდეს და ნუ გამოამჟღავნებს თავის უვიცობას და პროვინციონალიზმს.

შუა საუკუნეების დიქტატორული და ქსენოფობიური განცხადებებისგანაც იქნებ თავი შეიკავოს,არავინ არ ყავს მრჩეველი?იქნებ ურჩიოს ვინმემ...

ამ გუნდმა ორ თვეში მოახერხა საქართველოს სახელის ტალახში ამოსვრა ცივილიზირებული მსოფლიოს თვალში...ოქროს სარაიას პირდებოდა ხალხს და ოსტაპ ბენდერივით გააბითურა...სამართლიანობას პირდებოდა და ტყუილსა და კრიმინალის წახალისებას ამკვიდრებს.თავისუფლებას პირდებოდა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას,რელიგიურ დევნას და შიშის სინდრომს თესავს ქვეყანაში...

ვიღაც მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა,სულ ეგაა ჩვენი მორალი?

იქნებ აგვეხილოს თვალი,იქნებ გამოვიწმინდოთ ყურები....ასე უფსკრულში გადაჩეხვა არ აგვცდება...

ავტორი: ანონიმი
05.12.2012 21:50
ნატურალო,
მისასამძიმრებელი შენ გაქვს, ივანიშვილი ეროვნული კაცი რომ გგონია, რას იზამ, ვერ გაგიგია..
ამერიკას და ევროპას თავი დაანებე, მართლა ძალიან დაბალ დონეზე ვართ მათთან შედარებით, მადლიერი იყავი რაც გაგიკეთეს და სხვათაშორის, ეხლა სული რომ გიდგია , მაგატი დახმარებებითაა, შენზე მაგარი სტრუქტურბიც ააქვთ, ნუ ვიბღინძებით და ვაიღიაროთ რომ სწავლა გვჭირდება.
ივანიშვილი რომ მიშაზე მაგარი კომპლექსებიანია და დიქტატორული მონაცემების, მაგასაც ვერ ხვდები?
სწორედ დასავლეთი აჩერებს, თორემ ეგ ამბებს დაატრიალებს, კარგად ჩახედეთ თვალებში რა...
არ გაჩერდება და ჩამოენგრევა ქვეყანა თავზე, ორ კვირაში დაგცემს დასავლეთი თუ უნდა.
ასე რომ გეყოფათ რა , დრო მოვა და ოცნების მხარდაჭერა სირცხვილი იქნება.

ავტორი: naturali
04.12.2012 13:41
თუ ვინმეს გონია რომ ვაშინგტონ პოსტი და სხვა სერიოზული გამოცემები თუ აშკარა ჩავარდნა არ დამტკიცებულა

ამერიკის ინტერესების და მათ შორის მისი რენომეს შენარჩუნებისათვის ცოტა სუბიექტური და მიკერძოებული არ იქნება ხოლო როგორ შეფუთოს ეს ვერ მოიფიქრებს იმას რეალობის შეგრძნება ღალატობს

მიშას ასე გაპიარებული და სამაგალითო პროექტის კრახი კი არა უარესი, თითქმის ყველა უკეთურობაში მხილება და სასამართლოზე დამტკიცება რაც ყოველგვარ დემოკრატიული შიშებს გადაცდომის შესახებ საფუძველს გამოაცლის

კატასტროფა არა მაგრამ დიდი ჩასვრაა ამერიკისათვის

ხოდა აფრთხილებენ ბიძოს სამართლიანობის აღდგენა ჩვენ შენს ბოსებს გვირტყამს და გაჩერდიო.

ასევე არ მოწონთ ნაკლებად მათ ინტერესებზე და მეტად თავისი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი

რა კარგი იყავ ამ მხრივ მიშავ.

ბიძინა იმ შეცდომას უშვებს რომ ამის თქმა მე შემიძლია და არა პრემიერ მინისტრს

კარგი იყო მოწვევა საგამომძიებლო საქმიანობაზე დაკვირვებისა ნატოს მხრიდან. რადგან ჩინოვნიკურ დონეზე უარი თქვეს

დასავლეთიდან ავტორიტეტული იურისტები და ამ სფეროში გამოცდილი ჟურნალისტები მოიწვიოს როგორმე, გამოძიების მიმდინარეობის და კანონიერების შესახებ მათ ამცნონ დასავლურ პრესას.

ხოლო ვისაც ამერიკა და დასავლეთი თეთრფრთებიან არსებათა მხარე გონია ვუსამძიმრებ

ეგაა დემოკრატიაზე უკეთესი წყობა რომ არ მოუგონია კაცობრიობას ჯერ.

ავტორი: ჯანიკო
03.12.2012 23:32
ავტორი: GERMANE
03.12.2012 18:41

თქვენ თუ გგონიათ მაგ დიდ და რენომირებული გაზეთში,ისევე როგორც ასავალ დასავალში,ვიღაც გზააბნეული ჟურნალისტი წერს სტატიებს თავისი სურვილისამებრ, ძალიან ცდები...

ოფიციალური ვაშინგტონის შეხედულებები გააჟღერა ფანჯიკიძის ვიზიტის წინ მაგ გაზეთმა და ამას უამრავი პოლიტოლოგი აღნიშნავს...

დაუშვათ შენ რომ ამბობ ისეა, მართლაც სიმპატიები აქვს იმ ჟურნალისტს მიშას მიმართ და მიკერძოებულია და ნაყიდი....

ეს ჩვენი "ბრძენი" პოლიტიკოსი იძახის:"დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს,სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე."ო

ამას რომ ამბობს ასე მგონია უახლოეს დღეებში ამ ჟურნალისტს კბილაშვილ-წულუკიანის ტანდემი დაიბარებს პროკურატურაში,სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავებენ და ამ დეპოლიტიზირებული მოტივით კაი ხანი ჩააყუდებენ ე.წ. "ნაობახტში".მალევე ბენზინის ტალონების გაფლანგვის გამო ბრალიც დაუმძიმდება...ამსობაში იქ იმდენს ურტყამენ, სანამ სააკაშვილთან ერთად თანამზრახველად ბარაკობამას არ დაადებს ხელს .

აშკარად ობამას დაჭერა უნდა!!!თანაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო!!!!!....133- ე მუხლია ხომ? 

ავტორი: GERMANE
03.12.2012 18:41
ავტორი: ჯანიკო
28.11.2012 19:37"

არც ასე მარტივადაა საქმე - მართალია, სააკაშვილს ან სხვას არ "უყიდია" ეს დიდი და რენომირებული გაზეთი. მაგრამ.....
ისიც ხომ ფაქტია, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი სუბიექტია, პიროვნებაა, თანაც ამერიკელ ჟურნალისტს რომ აღიარებული დემოკრატი - სააკაშვილი უფრო მოსწონდეს, ვიდრე რუსი ოლიგარქების თანამოსაქმე ივანიშვილი - რა გასაკვირია?

ასე რომ, მთლად მიუკერძოებელი არ იყო ის ამერიკული გაზეთი.

ავტორი: moqalaqe
01.12.2012 01:12
სალომე, ის ბადრაგი რითი დაიღუპა ?

თქვენი ვერსია მაინტერესებს.

ავტორი: naturali
28.11.2012 20:24
გ ე რ მ ა ნ ე

არა ვარ ორიგინალური და არც მარტო

მე უბრალო მიყვარს საქართველო არა აკვიატებულად და არა მესიანურად

ვაჟა რომელიც ყველაზე დიდი პატრიოტი იყო ასევე დიდი კოსმოპოლიტიც იყო საუკეთესო გაგებით

ამიტომ მიკვირს როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს ცემდე სხვა კარგ ქვეყანას შენი თუნდაც ცუდი თუ არ გიყვარს

ეს იმას ,მაგონებს ქალაქში ჩასახლებულს გლეხი დედმამა რომ ესირცხვება

სხვათა შორის იმ ბლეზ პასკალს კინაღამ რომ შემაზარეს აქვს ნათქვამი

მე 14 თაობა გლეხები მყავდა წინაპრები და ვის ყავს უფრო კეთილშობილიო

პოლიტიკოსი ნაშა კი არ არაა რომ მიყვარდეს ბრმად

გპირდები ჯერ სანამ ნაცები ჯანზე არიან ვიცდი

ცოტაც თუ ასე გააგრძელეს ან უარესი მოუმატეს

შენვე მეტყვი გაჩე ცოდოა ქართული ოცნებაო.

მე ერთხელ გითხარი უბრალოდ შენს შიშს ჩემსაზე დიდი თვალები აქვსთქო

რავი ეგებ პროსტო რაჭველია და ნელნელა ბრაზდება

სალომეს პოსტში უამრავი სიმართლეა

მე წესიერი რომ მგონია იმ ქვეყნებიდან მწყინს ფარისევლობა თორემ რუსეთისაგან წიხლი რა საწყენია .

ერთხელ მითხარი თუ პირად წყენას დაივიწყებ გამიგებო.

არა მაქვს ასეთი განცდა შენთან.
.

ავტორი: ჯანიკო
28.11.2012 19:37
პასუხს მოვითხოვთ 'ვაშინგტონ პოსტისგან'
"საოცარია, როგორ დაიბეჭდა ასეთ წერილი. ჩვენი პრეზიდენტი ამას აკეთებს და ეს სისტემა აწყობილი აქვთ. იბეჭდება რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც ჩვენ გავაკეთებთ რეაქციას.დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს,სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე."

ამას რომ პარტიის ლიდერი იტყვის გაკოტრებულია მორალურად....

ავტორი: GERMANE
28.11.2012 19:22
ისე კი, ბატონო ნატურალ, პირად კითხვას თუ არ მიწყენ - ქალბატონი ქეთლინის ვიზიტი და სახე როგორ მოგეწონათ? ერთი დღით არ ჩამოვიდა? და რამდენი რამე თქვა... მოსალოცად არ იყო მოსული?
თუ მაგიც ნაყიდია მიშას მიერ? ან იქნებ "მოჩვენებიბი" აქვს?

თურმე ვიღაცას უთქვამს - ქეთი, რა იყო, თქვენ დემოკრატია "ლობიოობა" ხომ არ გგონიათო?

მართალი გითხრათ და მე პირადად "ლობიო" კანონისდამცველი და კანონისმოყვარე მირჩევნია ვაჟკაც "მაუთოვებელს".
თუმცა, როგორც აღნიშნეთ, თურმე ახლა არ "აუთოვებენ" - ახლა რაღაცეებს აყურებინებენ და ასე ტექნიკურ-ფსიქოლოგიურად მოქმედებს თურმე სამართალი.
ლობიოობას მართლა ვერ დავაბრალებთ ახალ ხელისუფლებას, ნამდვილად ვერა.

და ბოლოს, ჩემო ნატურალ - სულ ასე კიარ გვეტყვის ვინმე - ამას ნუ იზამთო.
ნახე, აი აგერ უკრაინას უკვე თითქმის თავიც დაანებეს, სულ მოეშვნენ, არც კარგს და არც ცუდს ეუბნებიან - საჭირო ქვეყანაა მაინც.
ასე იქნება როდესრაც - ასე 1-2 წელსი ალბათ ჩვენს მიმართაც, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, ვიდრე აქამდე.

თუკი ამ პროცესის დაჩქარება უნდა ვიმე მეოცნებეს, მაშინ ვურჩევდი პრეზიდენტი აიყვანონ წინასწარ პატიმრობაში - ამის მერე მართლა მოგვეშვება ყველა - ევროპაც, ამერიკაც, ნატოც, ინვესტორებიც და ასე სწრაფად დავუახლოვდებიტ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - სახელმწიფოებრივი თვალსაზრისიტ მაინც ძალიან დავუახლოვდებით, სხვამხრივ თუ არა.

ავტორი: GERMANE
28.11.2012 19:15
ძვირფასო ნატურალ, რა კარგად აღწერთ ხოლმე წამების და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის მეთოდი კარგად იყო აპრობირებული ახალაიას და ვანო მერაბისვილის ციხეებში.

ოღონდ.... მე არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იგივე მეთოდებს არ მიმართავს ივანისვილის სამართალი.
ამ განცხადების უფლებას მაძლევს შემდეგი:
1. ბიძინა ივანიშვილი პოსტსაბჭოური მგლური საზოგადოებიდან 8 მილიარდი დოლარიტ გამოვიდა და არა მგონია, ეს მილიარდები ადამიანთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით გამრავლებულიყვნენ.
მოკლედ - ბიძინა ივანისვილისათვის ერთ-ორ პიროვნებაზე გადაბიჯება "კარგი საქმისთვის" ან "საეღტო საქმისთვის" არაფერ დიდ მორალურ ბრძოლას არ უნდა იწვევდეს.

2. იუსტიციის მინისტრიცა და შსს მინისტრიც ორივენი არ ჰგვანან იმ ადამიანებს, რომელთაც ბატონი ბიძინას საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უნარი გააჩნდეთ.
ამ კონტექსტში მე ზვიად ძიძიგურს, ალასანიას ან სოზარ სუბარს უფრო ვაფასებ.

3. სწორედაც დიდად განათლებული და ევროატლანტიკაში ნასწავლი იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ყველა ის მუხლი, რომლითაც "ჩვეულებრისამებრ" ხდება ჯერ დაპატიმრება და მერე მტკიცებულობების გამოწველა, გადავიდა შსს-ხელში. ძალიან გთხოვ ნახე ის მუხლები, რომლებსაც არ ესაჭიროება უკვე პროკურატურა წინასწარი პატიმრობის და დაპატიმრებისათვის - ყველაფრის გადაწყვეტა შსს-ს თავადვე შეუძლია.

4. სწორედაც რომ იმ სცენარებით ხდება ადამიანების დაჭერა, რასაც ახალაიას უწყება აკეთებდა: იჭერდა რაღაც მცირედი, მაგრამ სათვალსაჩინოსთვის, რომლისთვისაც ბევრი მოწმე არსებობდა (მაგალითად წელზევით შიშველი დამცირებულად მტელი კაზერნის წინაშე არბენინაო!). მერე კი ხდება, უკვე პატიმრობაშიაყვანილისთვის მძიმე ბრალდებების წაყენება.

აი სწორედაც ამიტომ ძალიან მომწონს, რომ ამდენს წერ ფსიქოლოგიურ და სხვა ზეწოლებზე.
არაა გამორიცხული, რომ როცა იქნება და ივანიშვილსაც იქ მიუჩენენ ადგილს, სადაც ახლა ედუარდია. მერე რომ ამოტივტივდეს ის ფაქტები, რითაც შსს მინისტრის დამტკიცებიდან ორი დღის მერე აყვანილებისთვის მათი ბრალეულობის დამტკიცება მოხდა, სრულიად არ განსხვავდებოდეს შენს მიერ დახატული მეთოდებისაგან.

ახლა კი იმაზე, ტუ მე რას მოვითხოვ ახალი ხელისუფლებისაგან:

მე მოვითხოვ, რომ სამართალი კანონს ემყარებოდეს და არა ვინმე პიროვნების, გინდაც ივანიშვილი ან სააკაშვილი იყოს, პიროვნულ გაგებას და მორალს.

მე მინდა, რომ შსს იყოს მხოლოდ პოლიცია და ნებისმიერი ბრალეულობა მხოლოდ პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა იყოს.

მე მინდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ჩარევა არ მოხდეს და ის თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც ან მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის ანულირებას იტხოვენ, ან იმ უბანში არჩევნების შედეგის გაბათილებას, ან გამგებელს და გამგეობას და ან კიდევ ადგილობრივ მმართველობას კარებს უჭედენ - დაკითხულნი და შესაბამისად კანონიერად დასჯილნი იყვნენ.
მე მინდა რომ შეწყდეს სკოლის დირექტორების წინააღმდეგ პროვოკაციები და სკოლა გათავისუფლდეს პოლიტიკისაგან. თუკი ახლა ვინმე დირექტორი პოლიტიკურ აქტივობას ამჟღავნებდეს - უნდა იქნას კანონიერად დასჯილი. მაგრამ ის მასწავლებლებიც, რომლებიც სულერთია რომელი "ოცნების" სახელით სკოლებში და მშობლებთან პოლიტიკურ აგიტაციებს ეწევიან, მსობლებს მოუწოდებენ - არ გაუსვათ ბავშვები იმ სკოლაში, რომელსაც ესა თუ ის დირექტორი მართავსო - ასევე დასჯის ღირსნი გახდნენ.
სულერთია რომელი პარტიის მომხრე ხარ - სკოლა პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს და ეს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს.
თუკი ის ადრინდელი ნაც.მოძრაობის მომხრე დირექტორი აგრძელებს პროპაგანდას - უნდა დაისაჯოს. იმის გამო რომ ეს იმის კაციაო - ამ კრიტერიუმით დასჯა კი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

ასე რომ, ჩემო ნატურალ, ძალიან მომწონს რომ სამართლისათვის და კანონიერებისათვის ასე აქტიურობ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.


ავტორი: naturali
28.11.2012 18:16
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

პატიმარზე ზემოქმედების ის ხერხი რომელიც მე ავღწერე,

არ გახლავთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი.

პატიმარი რომელმაც ასეთი რამ ილაპარაკა და რომლის საჩივარი პროკურატურაში შეიტანა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა

გახლავთ მ ა ლ ხ ა ზ ა რ ქ ა ნ ი ა

ბატ. აკიბამ ამას ჩემი პათოლოგიური მონაგონი და მეც ავადმყოფი და შეურაცხადი მიწოდა..

ვინ არის აკიბა თქვენ განსაჯეთ მე პირადად დავამთავრე მასთან ურთიერთობა .

სხვათა შორის იმ კომისიის წევრებიც შემიძლია შევახვედრო ნებისმიერს სადაც მომხდარი ფაქტის გადმოცემის გამო,

ბატ. აკიბამ რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულად შემაფასა.

აი ორი უმსგავსო დეტალი დანარჩენი ვინც დაინტერესდა იმან შეაფასოს.

ავტორი: აკიბა
28.11.2012 18:01
მოდერატორს,

გენაცვალეთ „პასუხში„, ლოგიკაში და კითხვა–საკითხის გაგებაში! სალომე ასათიანის მეტი ვერაფერი ამოიკითხეთ ჩემს შეკითხვაში?!

საინტერესოა, მაინც, რა კრიტერიუმებით გსვამენ მანდ მოდერატორებს?! წანაკითხიდან შინაარსის გაგებაზე რომ არ გაბარებინებენ ტესტებს, აშკარაა!..
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
28.11.2012 18:06
რედაქციის ხელმძღვანელობის სახელით გაფრთხილებთ, რომ მომავალშიც თუ გააგრძელებთ ჩენი თანამშრომლების მისამართით ასეთი თავხედური სტილით წერას, საერთოდ აღარ გამოგიქვეყნებთ კომენტარებს.
რაც შეეხება გამოუქვეყნებელ კომენტარებს, მათში ბლოგთან დაკავშირებით მსჯელობის ნაცვლად მრავალსიტყვაობისა და წერის ჟინი უფრო ჩანს, რასაც ხშირ შემთხვევაში არავითარი კავშირი არა აქვს ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ მასალასთან.
გთხოვთ, ამ თემაზე შემდგომი კომენტარებისთვის თავს ნუ შეიწუხებთ.

ავტორი: naturali
28.11.2012 11:52


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

პატივცემულო მედერატორო
და თავისუფლი ევროპის ბლოგების მკითხველებო

დარწმუნებული ვარ რომ ყველა თქვენთაგანს წამს რომ პრობლემა თუ შენ უშუალოდ არ გეხება მაინც შენივე განსჯის საგანი უნდა გახდეს პრევენციის მიზნით.


პატივცემულმა აკიბამ პათოლოგი მიწოდა იმის გამო დაყრდნობით, რომ მე ვარაუდი გამოვთქვი , აბდალაძეზე რომელიც დუმს, თუ რა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა შეიძლება განხოეციელებულიყო

ხომ არ გახდა აპრობირებული მეთოდის დაანახე დასჯა და გამოსატეხად მსგავსითვე დაემუქრების ობიექტი.

აკიბამ განაცხადა რომ მსგავსი მეთოდი ჩემი პათოლოგიური ტვინის პროდუქტია.და რომ მე ვარ პათოლოგი.

არ მქონდა რა აკიბას იმედი მე თვითონ გავარკვიე

იმ პატიმარს მ ა ლ ხ ა ზ ა რ ქ ა ნ ი ა ქვია

ვინაც ამ მის წინააღმდეგ გამოყენებულ უმსგავსობაზე ილაპარაკა.

სხვა ინფორმაციასაც მოვიკვლევ მალე. და მოგაწვდით.

მოვითხოვ ამ არსებამ ბოდიში მომიხადოს

ასევე მზად ვარ ნებისმიერს შევახვედრო 51 სკოლის ტერიტორიაზე არჩევნების დროს მომქმედი კომისიის წევრი თუ წევრები რომლებიც დაადასტურებენ ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტს.

რაც ამ არსების მხრიდან ასევე შეურაცყოფის საბაბი გახდა.


ავტორი: აკიბა
28.11.2012 09:47
მოდერატოს, იგივე ქ–ნ სალომე ასათიანს,

ფოუმისა თუ არა მოდერატორ–ბლოგერის ქცევის წესებს ხომ მაინც უნდა იცნობდეთ? ანუ ერთ იუზერს „უპრაგონოდ„ და უპირობოდ არ დაუთმოთ სივრცე მეორის სალანძღავად, როცა ამ მეორეს ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე და უსამართლოდ ართმევთ სიტყვის უფლებას.

რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი წუხანდელი გზავნილი?! რა მეწერა მაგ თქვენს „რჩეულზე„ უარესი?!
საერთოდ, ეცნობით მაგ... ის „ტექსტებს„?! ნახეთ ეს ბოლო ორი მაინც, ლანძღვის მეტი რომ არაფერი არაა?!

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ თქვენი ნატურალური... კაცია და გემოვნება, მაგრამ ობიექტურობა–სამართლიანობაც კაი საქონელიაო!..
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
28.11.2012 17:23
ამ შემთხვევაში მოდერატორი არ გახლავთ ქ-ნი სალომე ასათიანი. და, საერთოდ, მოდერატორები ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე.

ავტორი: naturali
28.11.2012 01:28
აკიბა ხალხი რადგანაც პიროვნებებისაგან შედგება ამიტომ მისგან გამოსულ პიროვნებას თუნდაც მის მიერ არჩეულს ვერ დაუპირისპირდება? თემისა და კაი ყმის დაპირისპირება მაინც არ წაგიკითხია?

მეც ზუსტად იმ დიდ ნაწილზე და მის მიერ არჩეულის დაპირისპირებაზე და მათი ინტერესების შესაძლო დაპირისპირებაზე ვსაუბრობ. სადაც უმჯობესია ხალხის პრიმატი.

აკიბა კრეტინი იმბეცილი შიზოიდიც სამედიცინო ტერმინებია

ასე რომ ეფარები აქაოდა მხოლოდ მედიცინურად ვაფასებო

ნეტა შენი სული დასმენების და ბანალური ლანძღვის რა ეტაპზე შეჩერდება?

სხვადასხვა თიკუნი მოირგო აკიბამ მაგრამ ბოლო თიკონი რასაც არ წერს ასეთია.

სკუნსისებრტაქტიკიანი აკიბა.

სკუნსი როცა ხედავს რომ ვერ ერევა ქიმიურ შეტევაზე გადადის.

მართალი ხარ აკიბა ამ სიტყვიერ ფაღარათს /ფაღარათიც სამედიცინო ტერმინია/ მე ვერ გავუძლებ არ მაქვს შენსავით სქელი კანი. ჩათვალე შენს ტაქტიკას ვერ გავუძელი და გაგეცალე.

რაც შეეხება ბრძენს კონფუცი ერქვა მაგრამ შენთან რას მოვა> თუ ვინმეს ვეკამათებოდი მხოლოდ იმ ნაწილში რაც სწორად არ მიმაჩნდა რაც იმას არ ნიშნავს რომ სხვა რამეში არ ვეთანხმებოდი.

უცოდინარობას არა უშავს სწავლა სიკვდილამდეო მაგრამ იტერესების გამო სიმართლის ღალატი არაა საქმე.

არ ხარ შენ კაი კაცი აკიბა. შენსავით ტყუილებს არ ვკითხულობო ვერ ვიკადრებ წავიკითხავ მაინტერესებს სადამდე დაეცემი.

ავტორი: NATURALI
27.11.2012 23:38
აკიბა სანამ საკუთარ ბოღმაში არ ჩაიხრჩვები ეგებ გაიგო მე ყოველ შემთხვევაში ვცდი.

შენს მიერ აბრაკადაბრად გამოცხადებული პოსტი შენს სხვადასხვა აბრევეატურით გამოჭენებულ პოსტებზე მაგ. ფანტაზიორი აკიბა უფრო გაუგებარია?

რომ წაიკითხოს ვინმემ და შეადაროს?

შიში იყო ვითომ დიდიო .

ჰო არ ყოფილა ისედიდი როგორიც გვეგონაან თურმე შესაძლებელი ყოფილა გადალახვა. რა მერე მაგითი დამშინებელი გაპატიოსნდა? თუ ისეთი შეცდომაა აწი რომ ხმა არ ამომეღება.თან იმ ფონზე რასაც შენ იტყუები.

რა ნახე საქილიკო და სასიხარულო ?

ამხელა პოსტებიდან როდის როდის ამოიღე ჩემი ნააზრევი როგორც შენ ამბობ და ლოგიკურად ფაქტობრივად დაამტკიცე საპირისპირო?

ჯერ ვერ გაიგე რა გექნა და რადგან ინტელექტი არ გყოფნის მერე ინსინუაციებზე და მდაბიურ შეურაცყოფებზე გადადი.

საკუთარი საცოდაობის დემონსტრირებას ბანალური ლანძღვით ახდენ.

აგერ 27 11 2012 22 00 პოსტი აიღე და ასევე მიპასუხე სად ვცდები და სად არ ხარ შენ ცილისმწამებელი

რაც შეეხება სკოლის ამბავს ეს 51 სკოლაში მოხდა ორიდან ერთ ერთ უბანში და ადვილია ამის გადამოწმება თუ ვინმე ნაცნობი იყო კომისიაში თავმჯდომარეს დათო ერქვა.

ხოლო პატიმრის ამბავი რომელსაც ამ უბედურებისთვის აყურებინეს ალიაში ან ქრონიკაში ან შალვა რამიშვილთან შეგიძლია გადაამოწმო.

რა ვქნა პასკალი მკვდარია.

არ იფიქრო რამეს ცუდს ვფიქრობდე ან გაგინებდე შვილებს ვფიცავარ მეცოდები.




ავტორი: აკიბა
27.11.2012 22:34
რამდენი გულიანი სიცილი დამიკარგავს, ამ ნატურალური ბრიყვის/სამედიცინო ტერმინია!/ „ტექსტებს„ რომ არ ვეცნობდი!

თუმცა, აბა, მას ჰკითხეთ/ ავტორი: naturali
27.11.2012 17:47/ :

„ანონიმ

რა თქმა უნდა ჩემი ფილოსოფია შენისაგან განსხვავდება„

ხედავთ, თურმე ფილოსოფიაც ქე არ ჰქონია ამ „დალოცვილს„?!/გერმანე და კომპანიავ, თქვენ გედოთ ამ უბედურის – სამედიცინო ტერმინია! – ცოდვა! იმდენი წერეთ და ელაპარაკეთ სერიოზულად, სერიოზულად დაიჯერა, ერა სერიოზული ვყოფილვარ! აბა, ეს სერიოზული ხალხი ასე სერიოზულად ხომ არ დამელაპარაკებოდაო! მოუვიდა მადა ჭამაში და ნახეთ მალე თავი მართლა პასკალად თუ არ გამოაცხადოს!/.

ახლა ამ „პასკალის„ „ფილოსოფიაც„ ვნახოთ:

„შენ ხალხს არად აგდებ და ფიქრობ ისე უნდა იყოს ქვეყანა და თანაც დემოკრატიული მოწყობილი რომ პიროვნებებმა გადაწყვიტოს სვლა გეზი.

მე კი ვფიქრობ რომ დიახაც ხალხი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი მისი დაქირავებული და მისი ნების აღმსრულებელი უნდა იყოს„.

ეს ჩვენი სანატრელი „ფილოსოფოსი„ ისე აპირისპირებს პიროვნებებსა და ხალხს, თითქოს ხალხი პიროვნებებისგან არ შედგება და პიროვნებები ხალხიდან არ გამოდიან,
თითქოს დემოკრატიაში ხალხი, საზოგადოება პიროვნებებს, თავის არჩეულებს არ აგზანიდეს ხელისუფლებაში, როლებმაც სწორედაც რომ უნდა „გადაწყვიტონ სვლა გეზი„, როგორც „მოხდენილად„ აღნიშნავს თვითგამოცხადებული ფილოსოფოსი/ამას, ეტყობა, ხალხის მმართველობა 4 მილიონი მინისტრის – საქართველოს მაგალითზე – მმართველობად წარმოუდგენია, ან ისე, კადაფიმ „ლიბიის სახალხო მმართვლობა, ჯამაჰირია„ რომ გამოაცხადა და ვითომ მართლა ხალხი რომ „მართადა„!/.

„ისწავლოს მისი დასჯაც თუ თავისას გაუბერავს დიახაც საშუალება უნდა იყოს მისი ნების აღსრულებისა .და საშიშროებაც არ იყოს რომ ერთი კაცი გადაწყვეტს საით წაიყვანოს ქვეყანა„.

ამ... ფილოსოფოსს, ეტყობა, არ გაუგია, რომ ხალხი მრავალი ადამიანისგან შედგება, რომ შეუძლებელია, მას ერთი ნება ჰქონდეს, „რომელსაც„, ასე თუ ისე, არჩევნებში გამოხატავს, და რომლის შემდეგაც ყოველთვის რჩება ხალხის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ის „აღმასრულებელი„ მისი „ნების„ გამომხატველი არაა...

„ყველაზე კარგი მმართველი ისაა ვისი სახელიც არ იცის ხალხმა„ – იმოწმებს „კოლეგას„,– ამბობდა ერთი ბრძენი ჩინელი„.

და რა ჰქვია ასეთ ხალხს?!

ბრძენიო, იტყვის ალბათ ხალხის დიდი „დამცველი„ ნატურალური.

ისემც მაგას რა ვუთხარი!


ავტორი: ანონიმი
27.11.2012 22:23
აკიბ, ვერ ხედავ რომ გტროლავს. შეეშვი რა, რას ეპასუხები. ეგ ნატურალია, თუ ნატურალისტი მაგაზე მუშაობს, რომ ვინმე წამოაგოს, ჰოდა წამოგაგო, რა!

ავტორი: naturali
27.11.2012 22:00


მოდერატორო გთხოვ პასუხის უფლება მომცეთ. ძალიან უსამართლოდ მომექცა აკიბა,

ამ კომენტარის გამოქვეყნება მირჩევნია, წინაში ალბათ გადავამლაშე
ეხლა ცოტა გადამიარა და უფრო გასაგებად დავწერე მგონი .

წინასწარ გმადლობთ შეგიძლიათ ჩემი თხოვნა შესავალი გამოტოვოთ. იმედია გესმით რომ ასეთ შეურაცყოფაზე პასუხის გაცემის უფლება მაქვს.
------------------------------------------------------------------

წაკითხვისთანავე დაწვით!!!!!!

ნუ აყვებით აკიბას მოწოდებას ობსტრუქციისა,

არ აწყობს პასუხი იცის რომ გაშავდება, მაგრამ არა სინდისის ქეჯნით. უფრო ჩაფლავებით რადგან იცის სულ მაქვს ახსნა ჰაიჰაიზე არ ვწერ.

1. აკიბა ამბობს ნატურალმა იცის რომ აბდალაძე სცემესო.

მე კი ვწერ, ციხეში ცემა იციან თან ისეთიც რომ არ დაგამჩნდეს, მაგრამ გამოსატეხად ისეთი ცემაა საჭირო რომ უკვე ფინგალებად და არა მარტო ფინგალებად აჩნდებათქო.

რადგან აბდალაძე ცნობილი კორესპოდენტი იყო, ციხის ძიები ისეთი გამოშტერებულები არ იყვნენ სანიმუშო ფინგალები დაედოთქო.

მაგრამ აბდალაძემ აღიარა ე.ი. რაღაც სხვა ზემოქმედების ხერხს ხომ არ ქონდა ადგილი ?

უეჭველი მტკიცებულებები გამორიცხულია რადგან აღიარებაა მთავარი სამხილი.

თანაც კაცი ამბობს ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ,მაგრამ როგორი დუმს.

მეც ვწერ მაგალითად და მომყავს ზემოქმედების ის ფორმა რაც მედიის საშუალებით ყოფილმა პატიმარმა განაცხადა ასეთი რამ მაყურებინეს კარმუშკიდან ანუ სარკმელიდან და მეც იგივეთი დამემურნენო ამაზე ალია და ქრონიკაც წერდა.

თუ ვინმესთვის ცნობილია ეს ფაქტი ვთხოვ დამიდასტურო

მეც რომ მახსოვდა ის ინტერვიუები, შესაძლო ზემოქმედების მაგალითად მოვიყვანე.

ასე რომ აკიბას უღირსი ინსინუაცია რომ ზემოქმედების ეს ხერხი ჩემს პათოლოგიურ თვინში ჩაისახა, ყოველგვარ საზღვარს ცილდება და ამ რეკორდის მოხსნა მხოლოდ მას ძალუძს რაც მოახერხა თუ დააკვირდებით.

იქვე ქილიკობს ნატურალი ამბობს პატიმარს ეზოში სარკმლიდან აყურებინეს ეს აქტიო.

ხედავთ
კარმუშკა სარკმელია რომლითაც კამერაში იყურება ზედამხედველი.

ამან სად გადაიტანა მიზანსცენა

მე აბდალაძეს არაფერს ვერჩიო, იქვე ამბობს არც უცემიათ და რა გამოვიდა აგერ კობა ბექაურს გაუწევია ცოტა წინააღმდეგობა და მაგან კი არც გაუბრძოლია ისე ითანამშრომლაო

არ ერჩი არა? მეც იმიტომ დავწერე რომ გაგეგო იმ პერიოდში დაპატიმრებულ ხალხთან უადგილოა რამე პრეტენზია .

მეცოდები ბოღმამ სადამდე დაგცა.

ავტორი: ანარქისტი ანანია
27.11.2012 20:40
ნატურალისტო არ მოგწყინდა ამდენი დემაგოგია?

ავტორი: აკიბა
27.11.2012 17:54
გადავწყვიტე მაინც წავიკითხო ხოლმე ნატურალური ბრიყვის/სამედიცინო ტერმინია!/ „ნააზრევები„: ხომ ვიცინით ხოლმე, რომელმე ბრიყვი სერიოზული სახით, რომ ჰგონია, თითქოს რაღაც სერიოზულს ამბობს და სისულელეს, სასაცილოს კი „უბერავს„/ფორუმსაც ვურჩევ, წაიკითხეთ ამგვარები როგორც შავი იუმორი/.

მოდი და ნუ გაგეცინება, როცა ამ, „ნამეტანი კაი ქართულითა„ და „გასაგებად„ დაწერილ აბრაკადაბრას წაიკითხავ:

ავტორი: naturali
27.11.2012 16:34
რასაც ეხლა დავწერ ჯერ ეს ერთი სიმართლეა ,

მეორეც კარგად ასხავს იმ სინამდვილეს რაც იყო და არა იმას რასაც დებდნენ სახვადასხვა გაქნილი ორგანიზაციები.

თბილისში ერთ ნაცებს რომ ეგონა მათ დასაყრდნენ სკოლაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არცთუ წვრილი მოხელე და ნაცპარტიელი მიავლინეს.

კომისიის 13 წევრიდან 7 თავმჯდომარიანად ნაცმაცურად განიხილებოდა.

რაც არ უნდა შედეგი დამდგარიყო ეს 7 ხმა ვითომ ნაღდი უნდა ყოფილიყო.

მთელი მუღამი იმაშია რომ ყველა სხვა კონვერტებში ორი ბიულეტენი იდო 13 კონვერტის გარდა.

ერთი პარტიულად ხმამისაცემი
მეორე მაჟორიტარულად

მხოლოდ კომისიის წევრებს არ ქონდათ უფლება ხმა მიეცათ მაჟორიტარისთვის რადგან სხვა უბნებში იყვნენ მიწერილები

ანუ მხოლოდ 13 კონვერტში იდო 1 ბიულეტენი

როცა გახსნეს

ცამეტივეს ხმა ოცნებისთვის მიეცა თავის ნაცმოხელეს ჩათვლით.

მერე ჩუმად იცინოდნენ .

იქ არ ვყოფილვარ მაგრამ ვინც იყო ჩემს თავზე მეტად ვენდობი.

შიში კი იყო ვითომ დიდი.

ამოცანა. ეხლა რომ არჩევნები ჩატარდეს რამდენ ბიშტებს მიიღებს ნაცჰაილმოძრაობა?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აბა, ბრიყვი რისი ბრიყვია/სამედიცინო ტერმინია!/:

აქამდე ეს /და ამისი „კოლეგები/ თავებს რომ იხოცავდნენ, ასეთი და ისეთი საშინელი , დამთრგუნველი, დიქტატორული რედიმი იყო, საწყალი ხალხი დაშინებული, დაჩმორებული ჰყავდათო, ახლა – „შიში კი იყო ვითომ დიდი„–ო!

ბიძინას თამამად შეუძლია ითხოვოს, ღმერთო, მიხსენი ასეთი მომხრეებისგანო!

„იქ არ ვყოფილვარ მაგრამ ვინც იყო ჩემს თავზე მეტად ვენდობი„–ო, ისე „ავტორიტეტულად„ აცხადებს, თითქოს, სულ მცირე, პასკალი მაინცაა, რომ სიტყვაზე დაუჯერო.
ისე კი მართალია ეს გაჭირვებული/სამედიცინო ტერმინია!/! ეტყობა, იმდენი მაინც ესმის, რომ თავის თავს არ უნდა ენდოს!..

ისე კი, ის მინდოდა მეთქვა: გაიგეთ, თქვე არასანდოებო, რომ „ის თამრო„ აღარაა ხელისუფლებაში!

სხვა, ახალი ხელისუფლებაა!

შეანელეთ ძველების „მამაცური„ კრიტიკა! აღარაა ეს იმდენად აქტუალური.

„დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას„! ანუ, ახლებს დააკვირდით, ახლებს!

ვითომ არაფერი აქვთ მისათითებელ–საკრიტიკო?!.

ავტორი: naturali
27.11.2012 17:47
ანონიმ

რა თქმა უნდა ჩემი ფილოსოფია შენისაგან განსხვავდება

შენ ხალხს არად აგდებ და ფიქრობ ისე უნდა იყოს ქვეყანა და თანაც დემოკრატიული მოწყობილი რომ პიროვნებებმა გადაწყვიტოს სვლა გეზი.

მე კი ვფიქრობ რომ დიახაც ხალხი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი მისი დაქირავებული და მისი ნების აღმსრულებელი უნდა იყოს.

ისწავლოს მისი დასჯაც თუ თავისას გაუბერავს დიახაც საშუალება უნდა იყოს მისი ნების აღსრულებისა .და საშიშროებაც არ იყოს რომ ერთი კაცი გადაწყვეტს საით წაიყვანოს ქვეყანა.

როცა ამას მკვიდრად გაისიგრძეგანებს ხალხი მერე შეიგნებს ყველა ავტორიტარიტარიზმისკენ მიდრეკილი რომ მის სიგრძესიგანის გაერთიანებამდე შორი არაა.

დიახ სწორად დავწერე ნიმბის გარეშეთქო რადგან მოცილდეს თაყვანისცემის საცდური და ყველამ იცოდეს, ისიც ხელისუფალი ჩვეულებრივი მოკვდავი და ყურფიჩორაა
,
დიახ ისე უნდა მოაწყოს საქმე რომ ზუსტად მნიშვნელობა არ ქონდეს ვინ იქნება პირველო კაცი რადგან დამკვიდრებულმა სისტემამ არ უნდა მისცეს ძირითად საკითხებზე ერთპიროვნული დიქტატის საშუალება.

ყველაზე კარგი მმართველი ისაა ვისი სახელიც არ იცის ხალხმა
ამბობდა ერთი ბრძენი ჩინელი.

ეხლა შენ მითხარი ჩემი შეხედულებიდან უფრო ახლოა ავტოროტარიზმი თუ შენი

რა უცებ გაიყიდე გიყვარს დ ი დ ი კაცები და თვალი დამევსოს რა ვაკადრე უფროსობას.



ავტორი: ანონიმი
27.11.2012 16:36
ავტორი: naturali
27.11.2012 11:09
ისე გეტყვი ყურში თუ არ გამამხელ.

"ბიძო ჩემთვის საშუალება და თითქმის ბოლო შანსი იყო ნაცების მოსაშორებლად, დიახ მხოლოდ საშუალება ყველანაირი ნიმბის გარეშე.

ეჭვი მაქვს ბევრი ხმისმიმცემი ფიქრობს ასევე"
===========================
ე.ი. ბიძინა მხოლოდ "საშუალებაა", თორემ არაფერს რომ არ წარმოადგენს, ვიციო>))

ამას რომ ადამიანი დაწერს, იმას სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია საქართველო?
რაში ენაღვლება ვინ იქნება საქართველოს პირველი პირი და საით წაიყვანს მას. ეს ადამიანი, უბრალოდ, არის ნაწყენი რაღაცაზე და იქიდან გამოდის მთელი მისი ფილოსოფიაც.))
ღირს კი ასეთ ადამიანთან საუბარი?))

ავტორი: naturali
27.11.2012 16:34
რასაც ეხლა დავწერ ჯერ ეს ერთი სიმართლეა ,

მეორეც კარგად ასხავს იმ სინამდვილეს რაც იყო და არა იმას რასაც დებდნენ სახვადასხვა გაქნილი ორგანიზაციები.

თბილისში ერთ ნაცებს რომ ეგონა მათ დასაყრდნენ სკოლაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არცთუ წვრილი მოხელე და ნაცპარტიელი მიავლინეს.

კომისიის 13 წევრიდან 7 თავმჯდომარიანად ნაცმაცურად განიხილებოდა.

რაც არ უნდა შედეგი დამდგარიყო ეს 7 ხმა ვითომ ნაღდი უნდა ყოფილიყო.

მთელი მუღამი იმაშია რომ ყველა სხვა კონვერტებში ორი ბიულეტენი იდო 13 კონვერტის გარდა.

ერთი პარტიულად ხმამისაცემი
მეორე მაჟორიტარულად

მხოლოდ კომისიის წევრებს არ ქონდათ უფლება ხმა მიეცათ მაჟორიტარისთვის რადგან სხვა უბნებში იყვნენ მიწერილები

ანუ მხოლოდ 13 კონვერტში იდო 1 ბიულეტენი

როცა გახსნეს

ცამეტივეს ხმა ოცნებისთვის მიეცა თავის ნაცმოხელეს ჩათვლით.

მერე ჩუმად იცინოდნენ .

იქ არ ვყოფილვარ მაგრამ ვინც იყო ჩემს თავზე მეტად ვენდობი.

შიში კი იყო ვითომ დიდი.

ამოცანა. ეხლა რომ არჩევნები ჩატარდეს რამდენ ბიშტებს მიიღებს ნაცჰაილმოძრაობა?

ავტორი: აკიბა
27.11.2012 15:15
მიაღწია ბოლოსდაბოლოს ნატურალურმა შეურაცხადმა/მოდერატორის საყურადღებოდ: სამედიცინო ტერმინია!/ და წავიკითხე მისი ნატურალური ბოდვა/სამედიცინო ტერმინია/.

წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა მართალი ვიყავი, რომ არ ვკითხულობდი, და არც ამჯერად რომ არ უნდა წამეკითხა მისი „მარგალიტი„: სიბრიყვე/სამედიცინო ტერმინია!/ ხომ ისეთი დაავადებაა, რომელიც არ იკურნება და რომლითაც ეს ჩემი სანატრელი შეურაცხადი ასე დიდადაა დაჯილდოებული.

წაუკითხია, რაღა თქმა უნდა, თავისებურად, ანუ ბრიყვულად/სამედიცინო ტერმინია!/ ამ ჩემს სანატრელს ჩემი პოსტი და აბდალაძის „ცემა–არაცემის„ მეტი ვერაფერი ამოუკითხია!

აღნიშნული/სამედიცინო/ და ასეთი?!

აბდალაძის ციტირებას ვახდენ, არა მცემდნენო/გუშინ რომ განაცხადა თავადვე!/!

არაო! მე უკეთ ვიცი, ნამდვილად სცემდნენო! – 100 კი არა, 1000 პროცენტითაა დარწმუნებული სანატრელი! იცის და შეეკითხე!

მერე კიდევო, – არ იშლისას თავისას – სარკმელთან დააყენებდნენ და დარდაკათი და მისი ნამოქმედარით შეაშინებდნენო!

არა, ამ „ნატურალისტის„ პათოლოგიები ნახეთ: სარკმლიდან აყურებინებენ ეზოში/!/ რომელიმე დარდაკა თუ დარჩო როგორ „საქმიანობენ„!

აქამდე ხომ ალბათ „მეცოცხეთა„ ავადმყოფური ფანტაზიაც ვერ მივიდოდა!
ამისი მივიდა!
კიდევ ამიტომაა ავადმყოფი და შეურაცხადი /ვიმეორებ, სამედიცინო ტერმინებია!/. ამიტომ კითხვას არ ვუბრუნებ, ამის მაყურებელი შენ როგორ მოიქცეოდი სანატრელო–თქვა, ისედაც კარგად მოქცეულია/სამედიცინო ტერმინია/.

აბა, ასე რომ არ იყოს ჩემს მთავარ სათქმელს ხომ დაინახავდა?! –
„... მე აბდალაძეს კი არაფერს ვერჩი, იმ სიტუაციასა და გაწყობებს ვერჩი, დღეს საზოგადოებაში რომაა აღზევებული, როცა ერთი მხარე ბაჩო ახალიას აბრალებს გმირობასა და ცოტნეობას, მეორეს „აბდალაძიზმი„ გაუხდია „მამხილებელ საბუთად„, როცა „ხალხის მოთხოვნით„ იმგვარ ამნისტიას აპირებენ, რის შედეგადაც „კრიმინალი გაიზრდება„, მაგრამ ამას გაგებით უნდა შევხვდეთ და ცოტა ხანს გავიჭირვოთ„/პრემიერი, რა თქმა უნდა, გაიჭირვებს, აი „უბრალო ადამიანი„ როგორ გაიჭირვებს, ისაა საკითხავი/, როცა „ყოფილებს„ ჰგონიათ, რომ ყველაფერი „დავიწყებადია„, ხოლო „ამჟამინდელები„ „ხალხის მასას„/ჯერჯერობით წარმატებით„/თავიდან ზელენ და ყურებს და თვალებს უგლისავენ...„

ამ სანატრელმა ზემოხსენებულმა კი აბდალაძის, დარდაკასა და დარჩოს მეტი ვერაფერი დაინახა. რას იზამ, როგორც იტყვიან, ყველა საკუთარი საზომით ზომავს.

მაგისი ამბავი რომ ვიცი, სიხარულით აღარ იქნება, აჰა, ხომ მაინც მიპასუხაო, და დაბომბავს საიტს „პასუხებით„.
დე იცოდეს და გასკდეს გულზე, რომ არ წავიკითხავ!/რისკენაც მოვუწოდებ გერმანეს და სხვებსაც. ნუ აყვებით, ბატონებო! თქვენი ესოდენ სერიოზული საუბარი მასთან ნამეტანი არასერიოზულია!/


ავტორი: naturali
27.11.2012 14:53
v a z a r i

არანაირი საჭიროება იმის შეხსენებისა რომ სისულელეა თითქოს ილიას საქართველო არ უყვარდა არ იყო.

კარგად მიგიხვდი რაზეც დაგჭირდა ეს შესავალი.

იმ კომუნისტებს პარტია ავალებდა მაგის თქმას თორემ ძაან კარგად იცოდნენ ვინც იყო ილია.

ხოლო იმედია ის დრო დასამარდაო, იმ უსირცხვილო დემაგოგიასთან და ცილისწამებასთანაა წილნაყარი.

საქართველო უშუქობაში არ დაბრუნდებაო რომ იჭაჭებიან ნაცები.

იმ დაავადებულ ხალხთან ვისაც ნაცების ფიზიკურად და სულიერად არაადამიანური მმართველობა რომ მოწონდათ

1 ძულთ ხალხი როგორც ბნელი ბრბო და ნაცები დამოუკიდებლად ან მისივე მონაწილეობით რასაც უკეთებდა მოსწონდა.

2 უარესი, ნაცსალაფლავის გობში ჰქონდა ცხვირი ჩაყოფილი და ეხლა რომ ააცალეს გაბოროტდა.

არაფერი მაქვს საკამათო.

ეს თქვენი დრო წავიდა ტყუილად გაქვთ იმედი რესტავრაციის.

რადგან ქართულ ოცნებას უბრალოდ არ აქვს იმდენი პერვერსიული ფანტაზია რომ ნაცებზე უარესი გაუკეთონ ხალხს.

გიხაროდეს რომ მთავრობა აკეთებს იმას რაც ასე ძალიან უნდა ხალხს რომ თვითონ გააკეთოს.

თუ რას და როგორ გააკეთებდა ნუ მკითხავ სადმე მანდ დანტე თუ შეგვხდა მაგას კითხე.

რომ წამოპლაკულხართ ზაგრანიცაში და აქ რა სიძულვილი დათესეს ნაცებმა აზრზე არ ხართ ,ეს მე დავდივარ ქუჩაში და ვგებულობ ხალხიდან თორემ მიშა და გიგა რომელი ჰარუნ ალ რაშიდები მყვანან გადაცმულებს ხალხის აზრის გასაგებად რომ ევლოთ.

ისე უცებ ხალხში დაცვის გარეშე მიშა და გიგა წარმოვიდგინე.

დიტუუუუუუუუუუ!!!



ავტორი: ანონიმი
27.11.2012 14:08
იქნებ "დარდაკა" , ან იმაზე უარესი, კობა ბექაურსაც აჩვენა შალიკო რამიშვილმა, ჰა?
მოდი და არკვიე))

ის გჯერა... ეს, არ გჯერა ))

იდიოტური მსჯელობაა და შერჩევითი სამართალი !

ავტორი: ანონიმი
27.11.2012 12:33
ავტორი: ანონიმი
26.11.2012 13:25

მთავარია ვინ დაავალა ეგ დუმბაძეს. ტყუილად კი არ არის ივანიშვილი ფსიქოანალიზში გარკვეული. გარკვეული კი არა, მთელი ჯგუფი არაყავსო შეკრებილი. გამოადგა ზნაჩიტ.

ავტორი: vazari საიდან გვწერთ: italia
27.11.2012 10:39
შეხედულება, რომ ილია ჭავჭავაძეს არ უყვარდა საქართველო, შეიძლება შექმნოდა მხოლოდ კომუნისტებს ან ჩვეულებრივ ნატურალურ იდიოტებს.
ამიტომ არ იქნება ზედმეტი,რომ ერთხელაც გავიხსენოთ მისი ,,ბედნიერი ერი" .
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!?
მძიმე ყალნით,ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი,
უწყინარი,უჩივარი,ქედდრეკილი,მადლიერი,
უშფოთველი,ქვემძრომელი,რიგიანი,წესიერი;
ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!?
ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,გულჩვილი და ლმობიერი
თვალაბმული,თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი,გულხმიერი;
მცირე,დიდი-ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?
მტვერწაყრილი,თავდახრილი,
ყოვლად უქმი,უდიერი,
უზღუდონი,გზამრუდონი,არგამტანი და ცბიერი;
მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი შინ ძლიერი;
არ რის მქონე,არ რის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი!?

სულ რაღაც 20-25წლის წინ ქართული ,,ცეკა" კრძალავდა ქართულ თეატრში ილიას დადგმას,იმედია ის დრო დასამარდა!

ავტორი: naturali
27.11.2012 10:35
ჩემო ალფავიტურო

ვიცი შემომწყრი ალბათ ისე დიდია ჩემი დანაშაული რომ ვერც ვხვდები.

მაგრამ ჩაგეკითხები

აბდალაძე კორესპოდენტი იყო და მგონი რომელიღაც მსუქანი დასავლური მედიის კორესპოდენტაფხანიკიც

რას ფიქრობ სულ ასე გამოშტერებულები იყვნენ ციხისთავი კეთილი ძიები რომ სანიმუშო ფინგალები დაედოთ?

ასეთ დელიკათურ დროს დაუმჩნეველად ცემდნენ მაგრამ ეს გამოტეხვის სრულ გარანტიას არ იძლევა

ხოლო როგორი ცემაც იძლევა ის უკვე შესამჩნევ კატეგორიაში გადადის

ხოდა რას შვებოდა უხვფანტაზიანი მოძრაობა ნაცური

მაგალითად მიიყვანდნენ სარკმელთან სადაც იასამანი კი არ ყვაოდა არამედ რომელიმე დარდაკა ან დარჩო მის დასავსებ თვალების წინ მწუხარედ ააკვნესებდა და ააყვირებდა რომელიმე უბედურს

მერე აბდალაძის წინ იშლებოდა პერსპექტივა ან ჯენტლმენური თანამშრომლობა ან დარდაკა და ამ დაუვიწყარი წუთების გაიუთუბევობაო

კი შეიძლება ბლეფი ყოფილიყო მაგრამ ის უბედურიც რომ ძაან ყვიროდა

შენ რას იზამდი სანატრელო.

ავტორი: დათო
27.11.2012 02:14
მერე ამისთანა მარგალიტები თუ აქვთ შე კაი კაცო,ვარჯიშისთვის,დანის ტარის თავში ჩაკაკუნებისთვის,1952 წლის მაკაროვის ტარებისთვის რატო იჭერენ თუ იცი, საქართველოს არმიის, ფლოტის და შსს- ს პირველ პირებს??პირდაპირ ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაში დასდონ ბრალი...

ახლა ისიც ამიხსენი ანალოგიური მეთოდები,რითაც წინა ხელისუფლება მოიპოვებდა ჩვენებებს,ამათმაც რომ გამოიყენონ?? რით ხარ დაზღვეული ასე რომ არ მოხდება და დავიჯერებ მერე სამართლიანობის ზეიმს საქართველოში...
ჩანაწერების მეტი რა ვნახეთ ცხრა წლის მანძილზე,მარა გაყალბებულიაო იძახოდნენ,ახლა არ ყოფილა გაყალბებულიო,მაგრამ დამონტაჟებულიაო...თუმცა აღარ არკვევენ მაგას უკვე,გუბაზას კოსმონავტობა ისედაც დავიჯერეთ ყველამ...

რამიშვილს ყავდა ერთი მაგნაირი მოწმე მოყვანილი მაესტროში...ღმერთმა დაგიფაროთ და ხვალ რომ სამხედრო გადატრიალება მოხდეს ;) შალვას რესპოდენტი რუსთავი 2 ში, რომ გაიქცევა, ძალით მიქნა შალიკომ, ძალით მიმათრია სტუდიაშიო არ იტყვის ვითომ?

ევროპამ რომ გვითხრას ფარშევანგები ხართო,მე-8 ში უნდა ჩავჯდეთ ყველა და ცოცხები მოვიმარჯვოთ...იმათმა იციან როგორ მყარდება დემოკრატია ქვეყანაში....

ავტორი: აკიბა
27.11.2012 02:09
ქართულ გმირულ კაბადონზე ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა:

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.11.2012 00:50

"შარშან ჯაშუშობის ბრალდებით მცირე ხნით დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ დღეს(26.11.12) საჯარო გახადა 2011 წლის ზაფხულში, გლდანის საპატიმროში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მას და ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძეს კუდ-ის თანამშრომლები აიძულებენ ადვოკატებს აცილება მისცენ, უფლებების დასაცავად სხვა ადვოკატთან დარეკვას ავალებენ და სანაცვლოდ გათავისუფლებას პირდებიან. ვიდეომასალა, რომელიც გიორგი აბდალაძის თქმით, მას კონკრეტულმა პირმა გადასცა, დღეს გაავრცელეს მე-9 არხმა და ”მაესტრომ.” აბდალაძის განცხადებით, არსებობს სხვა ვიდეოჩანაწერებიც, რომლებიც ასახავს ფოტორეპორტიორებისგან აღიარებითი ჩვენებების მიცემის მეთოდებს და კიდევ რამდენიმე, მათ შორის ე.წ. ენვერის სპეცოპერაციის საქმეს. გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ პირი, რომლისგანაც ფარული ვიდეოჩანაწერი მიიღო, საჯაროდ თავადაც გამოჩნდება. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ მისი და ორი კოლეგის საქმის გაყალბებასთან უშუალო კავშირი აქვთ შს-თა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს და პრეზიდენტს. აბდალაძის განცხადებით, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, ფოტორეპორტიორები პროკურატურას მტკიცებულებებით მიმართავენ, ყველა ფარულ ვიდეოჩანაწერს კი საზოგადოება აუცილებლად ნახავს."-რა ვქნათ? ნატიას, ტატას, ანონიმის(უზარბაზნო) და თქვენს "მყარ არგუმენტებს" ვენდოთ თუ...?„

რა უნდა ქნათ, ბატონო გოგია და თქვენს საკუთარ, მყარ თვალებს, ყურებს, აღქმას უნდა ენდოთ, თუ საამისო სურვილი გექნებათ, რასაკვირველია და „სამართლიანობის აღსრულების„ მასობრივი აღტყინება–ფსიქოზიდან გამოხვალთ.

„მისშისტის„ ძახილი რომ არ ატყდეს მერე, ახლავე ვიტყვი, არავიზე ნაკლებად არ მიკრიტიკებია მიშაცა და მისი უგვანი რეჟიმიც, მაგრამ, ბევრივით ეს არ მართმევს უფლებას, დამოუკიდებლად ვიაზროვნო, ვუყურო და შევაფასო მოვლენები ობიექტურად, აღტყინება–ფსიქოზის გარეშე. და ვერც საკუთარ თვალებსა და ყურებს ავუკრძალავ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

თუ ამგვარად, თავსმოხვეული განწყობებისა და მოწოდებული დასკვნების გარეშე შევხედავთ იგივე „გმირი„ აბდალაძის „მამხილებელ ვიდეოს„ რას ვხედავთ და რა გვესმის?

ვხედავთ და გვესმის, რომ მთელი იმ „პროცესის„ დროს, როცა მას „აიძულებენ„ ადვოკატებს აცილება მისცეს, სულ ჰოო–ჰოო, კი ბატონოს იძახის, თავს აქნევს ყველაფერზე... მოკლედ, „თანამშრომლობის„ სრულ მზადყოფნას გამოხატავს... კითხვის ნიშანიც კი არაფერზე აქვს/ბექაურიც კი ამბობდა შალვა რამიშვილთან, განადგურებით მემუქრებოდა ადეიშვილი, მაგრამ პატარა წინააღმდეგობა მაინც გავუწიეო!/. თან იმასაც ამბობს ჟურნალისტთან, ფიზიკური ზემოქმედება არ იყო, არა მცემდნენო; ფსიქოლოგიური ზემოქმედება კი იყოო/თუმცა არ თუ ვერ ამბობს, რაში გამოიხატებოდა ეს უკანასკნელი/.

და შემდეგ: „... მას და ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძეს კუდ-ის თანამშრომლები აიძულებენ ადვოკატებს აცილება მისცენ, უფლებების დასაცავად სხვა ადვოკატთან დარეკვას ავალებენ და სანაცვლოდ გათავისუფლებას პირდებიან...„

ესე იგი, რა გამოდის, – დაპირდნენ, „ითანამშრომლა„, გაათავისუფლეს...

მე აბდალაძეს კი არაფერს ვერჩი, იმ სიტუაციასა და გაწყობებს ვერჩი, დღეს საზოგადოებაში რომაა აღზევებული, როცა ერთი მხარე ბაჩო ახალიას აბრალებს გმირობასა და ცოტნეობას, მეორეს „აბდალაძიზმი„ გაუხდია „მამხილებელ საბუთად„, როცა „ხალხის მოთხოვნით„ იმგვარ ამნისტიას აპირებენ, რის შედეგადაც „კრიმინალი გაიზრდება„, მაგრამ ამას გაგებით უნდა შევხვდეთ და ცოტა ხანს გავიჭირვოთ„/პრემიერი, რა თქმა უნდა, გაიჭირვებს, აი „უბრალო ადამიანი„ როგორ გაიჭირვებს, ისაა საკითხავი/, როცა „ყოფილებს„ ჰგონიათ, რომ ყველაფერი „დავიწყებადია„, ხოლო „ამჟამინდელები„ „ხალხის მასას„/ჯერჯერობით წარმატებით„/თავიდან ზელენ და ყურებს და თვალებს უგლისავენ...



ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.11.2012 00:50
ავტორი: GERMANE
26.11.2012 23:29 ასე თქვენ ქილიკობთ:"ახლა მალე ვანოსაც გაბაწრავენ - უკვე დამტკიცებულია - თურმე პატრულის სერჟანტს ენა გამოუყო და პაგონები ჩამოახია. ეს უკვე დამტკიცებულია და ამის მოწმეებიცაა საკმაო რაოდენობით". ამას კი რადიო თავისუფლება იტყობინება:"შარშან ჯაშუშობის ბრალდებით მცირე ხნით დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ დღეს(26.11.12) საჯარო გახადა 2011 წლის ზაფხულში, გლდანის საპატიმროში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მას და ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძეს კუდ-ის თანამშრომლები აიძულებენ ადვოკატებს აცილება მისცენ, უფლებების დასაცავად სხვა ადვოკატთან დარეკვას ავალებენ და სანაცვლოდ გათავისუფლებას პირდებიან. ვიდეომასალა, რომელიც გიორგი აბდალაძის თქმით, მას კონკრეტულმა პირმა გადასცა, დღეს გაავრცელეს მე-9 არხმა და ”მაესტრომ.” აბდალაძის განცხადებით, არსებობს სხვა ვიდეოჩანაწერებიც, რომლებიც ასახავს ფოტორეპორტიორებისგან აღიარებითი ჩვენებების მიცემის მეთოდებს და კიდევ რამდენიმე, მათ შორის ე.წ. ენვერის სპეცოპერაციის საქმეს. გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ პირი, რომლისგანაც ფარული ვიდეოჩანაწერი მიიღო, საჯაროდ თავადაც გამოჩნდება. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ მისი და ორი კოლეგის საქმის გაყალბებასთან უშუალო კავშირი აქვთ შს-თა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს და პრეზიდენტს. აბდალაძის განცხადებით, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, ფოტორეპორტიორები პროკურატურას მტკიცებულებებით მიმართავენ, ყველა ფარულ ვიდეოჩანაწერს კი საზოგადოება აუცილებლად ნახავს."-რა ვქნათ? ნატიას, ტატას, ანონიმის(უზარბაზნო) და თქვენს "მყარ არგუმენტებს" ვენდოთ თუ...?

ავტორი: GERMANE
26.11.2012 23:29
ეს მეორახარისხოვანი ვითომ დემოკრატი და დემაგოგი კეთრინი ეშტონი რაებს ბოდავს - სამართალი არაპოლიტიკური და გამჭირვალე უნდა იყოსო.
რა არაა თუ? რას გვიკითხავს მორალს?
მაგათმა მის თავს მიხედონ, საკუტარ ხელფასებს რომ არ იკვეცავენ და ბერძნებს მოუწოდებენ, ცოტა ქამრებს მოუჭირეთო.
დემაგოგიაა აბა რაა, ეშტონი რომ დემოკრატიაზე და სამართალზე დაგიწყებს საუბარს.

ასე არაა?????

ახლა მალე ვანოსაც გაბაწრავენ - უკვე დამტკიცებულია - თურმე პატრულის სერჟანტს ენა გამოუყო და პაგონები ჩამოახია. ეს უკვე დამტკიცებულია და ამის მოწმეებიცაა საკმაო რაოდენობით.
მერე, რომ აიყვანენ კი გამოუქექავენ ყველაფერს, მერე ნახე რა ჩვენებების მიცემა წავა და რა სამტკიცი საბუთები იქნება მოპოვებული.
საკადრისი პასუხიც მიეცემა - ჩაალპობენ ციხეში. რა არ ეკუთვნის თუ რა? ეკუთვნის და რისთვის დაიწერენ რა მნიშვნელობა აქვს.
ახლა, ამ ახალი გადაწყვეტილებით, იუსტíციის მინისტრმა რომ მიიღო, "სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით" ბრალდებას არც უნდა პროკურორი-მოკურორი - პირდაპირ პოლიციას და შსს-ს შეუზლია აყვანაც და წინასწარი პატიმრობის მიცემაც. ასე არ ჯობია?
რათ უნდა მერაბისვილებისთანა ბანძების დაჭერას პროკურორი - მიუშვით ხალხის ნება და ხალხის სამართალი თავის ნებაზე და დაინახავთ რაც მუვა მაგნებს. ჩაქოლავენ.
მადლობელი უნდა იყვენ კიდო, რო იწერენ და ხალხის რისხვისგან რო იცავს ივანიშვილი ამ გარეწრებს. მერაბიშვილს თურმე პირადად ბიძინასაგან 20 კაციანი დაცვა დაჰყვება - რო არ გამოეყო ბიძინას ეს დაცვა, ხალხი ჩაქოლავდა, იმფერი აღელვებული იყო მთელი საქართველო. ახლა, ბიძინას უთქვია, კაცოო, ამდენი დაცვის ხარჯებმა გამყიდა და ამიზა ვერ ვასრულებ ჩემს დანაპირებსო. ამიტომაც გადაწყვიტა მთელი ნაც. მოძრაობა ერთ ახალ ციხეში ჩაესვა, კარგად დაცულად, საჭმელ-სასმელს და დენის ძაბვას არ მოვაკლებ ერთი-ორი ჩვენებუკას საფასოდო და დაცულიც იქნებიანო საშვილისვილოდო.
არაა ახლა ეს მართლა ქრისტიანული სამართალი?
არ უნდა გაუხმეს ხელი ამის წინააღმდეგ რო ვიონცხა რაცხას დაწერს? არ უნდა გოუჩნდეს 5 კიბო და ორი ამდენი სარკომა, ვინც ხუთიანი ანგარიშობიდან ჯერე ვერ ამოაგდო?
არაა თვითონ იმ მძინვარე და ბობოქარ ხალხთა მასებზე გადასაცემი, გამგეობების წინ რომ დგანან და უსაქმურად სემიჩკას რო უკნატუნებენ? რავა, ცოტა ხალხი დგანა? აგერ ქორწყოთში 12-ზე მეტი დავთვალე და ბუქთახარშიოოო, აგერ კაცო ბუქთახარშიოო, ისე გაავებული და გამწარებული მასები გამოსულა თურმე, მთელი ქორწყოთ-ბუქთახარის მაგისტრალი ისე სავსე ყოფილა, დაჟე გადაკეტვა ემუქრებოდაო.
ა, გვეჩვენბებია ეს აბობოქრებული მასები იმ ქეთინია ეშტონისთვინ და მერე გარმეეგდო მეტრნახევრიანი ენა "არაპოლიტიკურ საამართალზე" ბოდიალით.

ავტორი: დათო
26.11.2012 20:55
ავტორი: vazari
25.11.2012 21:34

თქვენს პესიმიზმში ერთი მნიშვნელოვანი პოზიტივია, მატერიალურ კეთილდღეობაზე და ფოჩიან კამფეტებზე მეოცნებეთა ოცნებების დასამარება დაიწყო...აპრილში კარტოფილის მოსავლის და მასთან დაკავშირებული პენსიების ზრდის,ხელფასების ზრდის,ბენზინის და ენერგომატარებლების ტარიფების განახევრების,უმუშევრობის შემცირების ოცნებების დასამარება.გარბიან ინვესტორები, სამაგიეროდ წრფივად და თანაბრად იზრდება კრიმინალი,რომელსაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ.მართალია 200 კაციანი არმია არ გვიცავს თითოეულს,მაგრამ იმედია ბრონეჟილეტებს და კასკებს მაინც დაურიგებენ თავიანთ მხარდამჭერებს გაგებით, რომ შეხვდნენ საპატიმროდან გამოშვებულთა რესოციალიზაციას. ასე რომ სულ მალე ეს პეპლები გამოუფრინდებათ თავიდან ბევრს...

სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება აქაც უამრავ მითებს და ქართულ ფანტაზიებს მოუწევთ რეალობასთან შეხვედრა,ის თუ როგორ მძვინვარებდა ელიტარული კორუფცია,მაგრამ ქრთამისთვის ერთი არ აღმოჩნდა დაჭერილი,ის რომ კარტელური გარიგეგები ყოფილა,მაგრამ ბენზინის ფასი კვლავ უცვლელი რჩება...საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდება მე-9-ე არხს და გვექნება ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მაუწყებელი,საიდანაც გვესაუბრებიან ჭეშმარიტ ღმერთზე )))

ასე რომ რასაც ვიმსახურებთ იმას მივიღებთ და ეს იქნება ყველაზე დიდი სამართლიანობის აღდგენა ამ ქვეყანაში...

ავტორი: naturali
26.11.2012 20:19
ვ ა ზ ა რ ი და ი პ ო ნ ი ც შენ!

საკუთარ სენს სატისფაქციას რომელიც და ზიზღს რაც ჩქეფს შენს გენიალურ მიგნებებში რომ ვერ ხედავ ეს არაფერი.ამას ფიქრი უნდა

მაგრამ გარეგნობაზეც გადადი? მაგას მარტო მხედველობა სჭირდება.

მოგაწვდიდი სიას მაგრამ ...მაგრამ იმედი მაქვს ტელევიზორს უყურებ

სიის სათავეში ერთი ცნობილი და დიდი ხანია ტელევიზორში არ გამოჩენილი მამრი ,,თავისუფალი იდეოლოგი,, მინდიდა მარა შენ ისეთი ხარ, სურათიც გექნება მაგასთან გადაღებული.


რაც შეეხება ა ნ ო ნ ი მ ს

რა დასკვნაც შენ გამოაცხე 26.11.2012..13,25 ძმაო ვერაფერს ვიტყვი კონგენიალურია

და ამას მამაკაცთა შეძახილი: ბრავისიმო...

ხოლო ბანოვანთა გულის წასვლა მოუხდებოდა.

ავტორი: ანონიმი
26.11.2012 13:25
"რას ნიშნავდა აირაის და ენდიაის გამოკვლევები
რა ისეთი დებილია ამერიკის სპეცსამსახურები თუ ვინმე უშლიდა ხელს გაეგო რეალური განწყობები.
სადმე ასეთი ჩასვრილი წინასწარი მონაცემები გინახია?"
========================
სწორედ მაგაშია საქმე. სადმე, რომელიმე ქვეყანაში გინახავთ არ გამართლებულიყოს მაგათი პროგნოზები?
ისინიც გაოგნებული არიან. მაგრამ მოხდა საქართველოში შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი რამ - ერთ-ერთი არც თუ მთლად ჭკვიანი კაცის წყევლამ ( ?) დაზაფრა ყუთთან მისული, (არ ეწყინოთ, მაგრამ )დაბალი განვითარების მქონე ამომრჩეველი და არ შემოახაზინა 5-იანი.
ამაზე ევროპელები ხმას არ იღებენ,იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის დიდ სირცხვილად მიაჩნიათ და ეს ასეც არის.
მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. მე თვითონ რამოდენიმემ მითხრა,მარტო მაგიტომ არ მივეცი ხმა ნაციონალებსო.
რასაკვირველია, ეს სამარცხვინო და (აქამდე!) დაუჯერებელი ამბავია.

ავტორი: naturali
26.11.2012 10:40
ყველა დემაგოგის გასაგონად ვინც მედემაგოგება

მე დასავლეთი მინდა მაგრამ არ მინდა მისი შემოთავაზებული მეორადი დემოკრატია
ნაღდი მინდა

რუსეთი მხოლოდ სავაჭრო სივრცედ მინდა სანამ უკეთესზე გასვლის საშუალება გვექნება.

არავის ფანი და მითუმეტეს ურაპატრიოტი არ ვარ

ვიმეორებ ჯერ ნათლად მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავ

ასევე ნათლად თუ არ დამანახეს რომ ნაღდ დემოკრატიას თავისუფლებას თუ არ ამკვიდრებენ

ვერც ერთი ვერცერთი ვერ მაჯობებს სამართლიან კრიტიკაში

და ბოლოს როცა რამე პრეტენზია გაქვთ მიოტანეთ ჩემი გამონათქვამი9 და მასზე დაყრდნიბით მეკამათეთ!

ავტორი: naturali
26.11.2012 10:23
გერმანე დავიღალე პიდაპირ გეტყვი ცრუობ და დემაგოგობ

შენსავით კი არ მოვიქცევი სამ იგრაეტ სამ პაიოტ სამ ბილეტი პრადაიოტ.

1დემაგოგია ცრუ ბრალდება და მერე ამაზე რეჩების აგებაცაა,

მაგალითი,
1,, ნატურალ არაა აქვს აზრი შენთან იმაზე საუბარს თუ რატომაა დასავლეთი რუსეთზე უკეთესი,,

სად სად ამოიკითხე ან საიდან დაასკვენი რომ მასე ვფიქრობ
ეს არის ცილისწამება და არაფერი სხვა.
იქნებ რომ ვაკრიტიკებ იმას ფიქრობ გვაკრიტიკებს... მტერია!

2.ის რაც საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიული და სამართლებრივი თვალსაზრისით, ალბათ რუსეთს იქამდე 20 წელი არ ეყოფა. ,,

მე არ ვიცი რა ეყოფა რუსეთს მაგრამ შენ თუ თვლი რომ რაც საქართველოში მიშამ ჩამოაყალიბა ანუ ავტორიტარიზმი და რომ დაცლოდა უარესამდე მიგვიყვანდა ამას დემოკრატიასთან ან სამართლებრივ სახელმწოფოსთან რაიმე კავშირი აქვს შენ ძმაო ძალიან შენიღბული მიშისტი ხარ.

3რუსეთს სამართლიანობის ეშინია. აი სწორედ ამ სამართლიანობას უშენებდნენ ევროატლანტიკა სამეზობლოდ რუსეთს,,

ააშენეს თქვი? ის რაც ააშენეს და რაც კადრებით დაამშვენეს რუსეთს მოკუნტვის თუ საქილიკოს მიზეზს აძლევს

4.მე მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სააკაშვილს ისე ელაპარაკნენ, რომ ვერავითარ შემთხვევაში გაბედავდა გაყალბებას,,

გაყალბება მარტო არჩევნების დღეს და მერე ხდება? რას ჩადიოდნენ დაგავიწყდა? თუ არ აქეზებდნენ და ამხნევებდნენ
რას ნიშნავდა აირაის და ენდიაის გამოკვლევები
რა ისეთი დებილია ამერიკის სპეცსამსახურები თუ ვინმე უშლიდა ხელს გაეგო რეალური განწყობები.
სადმე ასეთი ჩასვრილი წინასწარი მონაცემები გინახია?

როცა ნახეს რა დამანგრეველი ანგარიშიც დადგა მერე კი ბატონო გაანძრიეს თავი და ვაღიარებ დიდი დამსახურებას სისხლისღვრა რომ აგვაცილეს.

ეხლა მიდი ამ კითხვებზე შინაარსობრივად კი არ მიპასუხო განსაკუთრებით პირველზე.

დაიწყე რომ ბორში უფრო ცხელია თუ ორთქმავალი უფრო სწრაფი.

გერმანე მოვრჩი შენთან კამათს

დაიხსომე მე ველოდები რას იზამენ თუ ვერ დააყენეს ან თუ ნათლად დავინახე საშიშროება რომ ახალიძველი ტიპები მიშას ან უფრო უარეს გზას დაადგნენ შენ ნახავ თუ ვინმე მაჯობებს მაგათ გაშავებაში.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
26.11.2012 00:18
ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
25.11.2012 17:48
ხალხი მოითმენს ამაზე დიდ გაჭირვებასაც, მაგრამ უსამართლობას ვერ მოითმენს.
მე მგონი წავიდა ის დრო, როდესაც ხალხს ამ ურა-პატრიოტული შეძახებებით კვებავდნენ. ჩვენ გავიარეთ ის ეტაპი, როდესაც ასეთი ფრაზები აღტყინებულ ბრბოზე მაგიურად მოქმედებდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ არაფრის მოთმენა არც გვინდა და არც შეგვიძლია, არც ისეთი ამაყები ვყოფილვართ, როგორადაც წარმოგვედგინა საკუთარი თავი და საკუთარი კეთილდღეობისთვის უღირსობების ჩადენაც შეგვძლებია. მე მგონი ამ დროში ცოტა ზედმეტია ხალხის სახელით ასეთი ფრაზების ყვირილი. მეეჭვება , რომ ხალხის უმრავლესობა შიმშილისთვის იყოს მზად სამართლიანობის ზეიმის სანაცვლოდ.

ავტორი: vazari
25.11.2012 21:34
საქართველო შედის ,,ბართლომეს ღამის" წინა პერიოდში (თუ უკვე შევიდა?) ,,სამართალის ზეიმი", "ობიექტური მართმსაჯულება" და ა.შ. რეალურად კი ერთად–ერთი მოტივი ზეიმობს–"ხომ მოვედით,ეხლა ნახეთ!" მაგრამ მათ უფრო შორს მიმავალ გეგმებზე მიგვითითებს ის სულელური დაპატიმრებები,რომლებმაც გამოიწვია ნატო–ს ვიზიტის გადადება (შესაძლებელია გაუქმებაც),გორდონის ჩამოსვლის შედეგები, ა.შ.შ.–ს ელჩის დაბნეული და სევდიანი გამომეტყველება... ივანიშვილმა შექმნა შურისძიების,შურისგების ატმოსფერო და როგორც ნამდვილი საბჭოთა დემაგოგი ამოეფარა მაღალფარდოვან სლოგანებს.ამ დროს მის მიერ დანიშნული იუსტიციის მინისტრი შეპყრობილია სატისფაქციის მწვავე სენით და თავისი სისასტიკით,გამარჯვების ტრიუმფით დამთვრალი ჯალათის გამომეტყველებით, ტკბება თავისი დაუნდობლობ ით. ეს ყველაფერი მიდის იქითკენ,რომ ქართულმა საზოგადოებამ დაკარგოს იმედი დასავლეთთან დაახლოვებასთან და ისევ დაუბრუნდეს "თბილ საბჭოთა ოჯახს,სადაც არც მოპარვა ისჯება და ბენზინიც იაფია" და ეს ყველაფერი შეჩვეული მ ო ნ ო ბ ი ს ფასად.
საქართველო ხო მიჩვეულია მონობას,ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი აზროვნების ქვეყანა და თუ დროის მოკლე მონაკვეთებში იყო საკუთარი თავის პატრონი ეს იმ ფენომენი წინამძღოლების დამსახურებაა,რომლებიც გამჭრიახი გონებით და რკინის ხელით აიძულებდნენ ხალხს გამოფხიზლებულიყო,მაგრამ ქართული კონფორმიზმი ვერ იტანდა მათ და ყველა დროს ჰყავდა თავისი ივანაშვილები და რობერტ სტურუები,რომლებიც ხალხის მდაბიო ინსტიქტებზე ზემოქმედებით ახშობდნენ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვას და ხალხის მყრალ, მაგრამ თბილ ბუნაგში დაბრუნებას ცდილობდნენ.
ეს უცხადესი სიტუაცია შეიძლება არ ესმოდეს მხოლოდ ისეთ ,,პრინციპიალურ პატრიოტს" ,როგორც NATURAL და მისთანები, და რა ან ვინ აიძულებს ივანიშვილს შეგვათრიოს რუსეთის უღელქვეშ,ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტად მეჩვენება!

ავტორი: GERMANE
25.11.2012 20:26
და კიდევ ნატურალისათვის.....
ახლა რაც შეეხება რა აირჩია ხალხმა. ხალხმა აირჩია ახლის განწყობა და კეთიდღეობა. ხალხმა აირჩია მოკლე გზა ამ კეთიდღეობისაკენ და ამისთვის არც კი დაფიქრებულა, ისე მისცა ხმა ივანიშვილს, რომლის გვერდითაც ისეთები დგანან, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, პარლამენტის ვიცესპიკერი და ბევრი სხვა, რომ საქართველოს მოქალაქეს მათთვის ხმა არ უნდა მიეცა. საქმე იმაშია, ნაც.მოძრაობა უნდა გამხდარიყო ოპოზიცია - სხვანაერად ვერ მოხდებოდა ის, რომ საქართველო დემოკრატის გზით წასულიყო.
ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა ეს იციან. ამიტომაც ცდილობენ, რომ ეს სიტუაცია როგერმე შეცვალონ, როგორმე ერთმმართველობაში გადავიდნენ, რომ ეს ფაქტი - სრულფასოვანი და საპარლამენტო ოპოზიციის შეძლებისდაგვარად დაამცირონ, გააფარჩაკონ და ამით ხალხსავ დაუკარგონ დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების იმედი.

სააკაშვილმა, ერთპიროვნულმა, იმაზე მეტი გააკეთა, რაც მოსალობნელი იყო - ისე არ გაბოროტდა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო. და ეს დამსახურებაა. ახლა მეორე ეტაპია - ოპოზიციასთან თანაცხოვრების სწავლა. დიახ ნატურალ, ესეც გათვლილია და ესაა ახლა მეორე კლასი. მერე გადაგიყვანს ევროატლანტიკა მესამეში და ა.შ. ამიტომაც ნურაფერი გიკვირს - სიტუაციას დემოკრატიული დასავლეთი მაინც გააკონტროლებს და არ წავალთ უკრაინის გზით.

მე მგონი ეს უნდა გიხაროდეს.

ნუ დაიჯერებ, რომ ამ გზას ბიძინა ზეწოლის გარეშე გაივლის - ეს არ ზის 90-იანი წლების რუსი ბიზნესმენის გონებაში. ამაში რომ დასავლეთი ბიძინას არ ენდობა - ესეც უნდა გაუგო ამ ხალხს.

ავტორი: GERMANE
25.11.2012 20:25
ნატურალ, არა აქვს აზრი შენთან იმაზე საუბარს, თუ რატომაა დასავლეთი რუსეთზე უკეთესი და რა ბუნებრივია, რომ დასავლეთსაც საკუტარი ინტერესები აქვს.

არც იმაზე დაგიწყებ სახარების კითხვას, რომ სააკაშვილს და ივანისვილსაც ვერავინ მოსთხოვს ხვალვე გახდნენ სამაგალიტო დემოკრატები და გამიჯნონ სამი სისტემა - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო.
მე მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სააკაშვილს ისე ელაპარაკნენ, რომ ვერავითარ შემთხვევაში გაბედავდა გაყალბებას. სააკაშვილს აშკარად და პირდაპირ უთხრეს როგორც ეუ-ში ისევე მისმა პირადმა მეგობარმა საფრანგეთმა და ასევე აშშ-მ, რომ იგი განიწირებოდა სადამივით თუ არჩევნებს გააყალბებდა.
ამის გარანტია მისცეს ბიძინას და ამ კაცმა დაადო ყველას.

ახლა იძახე - რა მაგრები ვართო.
ამტკიცე - თურმე არავითარი ორიენტაცია არ გვინდა - რუსეთს მოველაპარაკებით, ჩავჯდებით სასტავში წყნარად და მორჩა.
აი ესაა უბედურება, რომ შენ არ გესმის ამით რა გზას ადგები.
ეს არის გზა მანამდე უკანონობისა, ვიდრე თავად რუსეთი არ გამოსწორდება.
ეს არის გზა კიდევ და კიდევ მეტი კონფლიქტებისა - ეთნო, რელიგიური, სამეზობლო და ა.შ.
საქართველო ვერ იქნება დემოკრატიული და ამასთანავე დიქტატორი რუსეთის მეგობარი.
სააკაშვილს იმაში კიარ აძლევდნენ ფულს, რომ რუსეთს ეომეო.
სააკაშვილს მილიარდებს იმაში ჩუქნიდნენ, რომ ამ ჩამორჩენილ რუსეთს დაანახე, რომ არ კმარა მარტო რესურსები - კეთილდღეობას სწორი მიმართულება სჭირდებაო.
ის რაც საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიული და სამართლებრივი თვალსაზრისით, ალბათ რუსეთს იქამდე 20 წელი არ ეყოფა.
სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება ერთი პრინციპით, ძალიან ადვილით და ესაა - მე ვიხდი გადასახადს და ამიტომ მმოვითხოვ რაღაცას. ეს სისტემა საქართველოში უკვე დამკვიდრებულია, თუმცა, ამ მენტალიტეტის გადაგვარება საბჭოურად, მარჩენალების და მონების სიტემად ალბათ 2-3 წელში მოხდება, თუკი ჩვენმა მზეჭაბუკმა ისევ და ისევ დაიწყო ხალხის მანანის მარცვლით დაპურება, ტელევიზიების 20-წლიანი დაფინანსება (ვითომ არვერევიო), სხვის ჯიბეზე ცქერა, სახელმწიფო ქონების გაყვლეფა, ყველაფერისაგან და ყაველა სტრუქტურისაგან ფულის შოვნა-გამოძალვა და ა.შ. გახსოვს ალბათ როგორც იყო. მანქანის გადაფორმება ამდენი ღირდა და ამდენს თუ ჩაუდებდი - გადააფორმებდი. თუკი უარს იტყვი კანონიოერებაზე - გაიაფდება გაზიც, მანქანის გაფორმებაც და ბევრი რამ - ოღონდ არ გექნება სახელმწიფო სამართლებრივი სტრუქტურა და არ გეყოლება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზემდგომს რაიმეს მოთხოვს, კანონიერად.
ჩვენ შეიძლება 5-6 წელი პრინციპში უკეთესადაც კი ვიცხოვროთ, ორონდ სახელმწიფოებრიობის ხარჯზე.
სახელმწიფოებრიობა არის ლუქსუსი, ძვირად ღირებული და ეს შექმნილია. ამის დაფინანსებაც გადაწყვეტილია და საქართველოს ამ ლუქსუსის ფლობა შეუძლია. ამ ლუქსუსის გარანტად ჩვენ დასავლეთი ავირჩიეთ.

რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილს რაღაცეებიო ცალყბად უთხრეს და ივანისვილი ვერ ენდობოდაო. სააკაშვილს იმაზე გაცილებით მეტი უთხრეს, ვიდრე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს ეკადრება.
და საერთოდ - რუსეთს ყველაზე უფრო არც ამერიკის, არც ევროპის და არც საქართველოსი არ ეშინია. რუსეთს დემოკრატიის ეშინია, რუსეთს დაშლის ეშინია, რუსეთს სამართლიანობის ეშინია. აი სწორედ ამ სამართლიანობას უშენებდნენ ევროატლანტიკა სამეზობლოდ რუსეთს და მე მეგონბა, რომ ეს შენც გინდოდა ჩემო ნატურალ.
ევროდასავლეთზე დადება ნიშნავს, რომ ამ სამართლიანი სახელმწიფოს გზას დაადო. რუსეთისთვის ატომური ბომბი არაფერია - 2500 აქვს მას. რუსეთისთვის ყველაზე დიდი ბომბი არის დემოკრატია. და სწორედ ამისთვის გვაძლევდნენ მილიარდებს და არ იმისთვის, რომ სააკაშვილი ან აგენტია, ან მაგარი მომხიბვლელი თვალები აქვს. თუკი დემოკრატიულობით და სამართლიანობიტ მოხიბლავ - ეგებ შენც დაგეხმარონ პრეზიდენტობაში.
დახმარება რომ შეუძლიათ - ეს ფაქტია - ვერ წაუხვალ.


ავტორი: ანონიმი
25.11.2012 20:04
""ჩემი პირადი და საკმაოდ პესიმისტური აზრით, ამ ბოლო ერთ თვეში, მთელი ქვეყანა თითქოს ერთბაშად უკან შემოტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით, სადღაც წარსულში, საბჭოეთში, 80-იან წლებში მიისწრაფის. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ სხვადასხვა მხრიდან, რაღაც შემაწუხებლად მკაფიოდ, სიძველის, "ნაფტალინის" სუნი მცემს. და ეს შემაწუხებელ-შემაშფოთებელი სურნელი, ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, ამ ბოლო დღეებში, თბილისის სამხატვრო აკადემიასაც აუვიდა. თითქოს, ამ ბოლო თვეებში, აკადემიაში, წლების მანძილზე ასე მონატრებული სიახლის სუფთა ჰაერი, სასიამოვნო და იმედის მომცემი სიო შევიდა და დროს აცდენილმა ერთეულებმა სასწრაფოდ ყველაფერი ჩარაზეს - "ნაფტალინი" არ აორთქლდესო! ""


ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
25.11.2012 17:48
"ნაცბანდა უნდა განადგურდეს ვითარცა ტროა.
დროა, ჭკვას ვუხმოთ ქართველებმა, მე მგონი დროა"!
--------------------------------------------------------------
მაპატიოს შესანიშნავი ქართველი პოეტისა და მამულიშვილის, შოთა ნიშნიანიძის სულმა, ტირებისადმი მისი მიძღვნილი ლექსის ბოლო სტრიქონების გადაკეთების გამო, მაგრამ პოლიტიკური სბინძურის, (რომელსაც "ვასოს მაღალმა" რატომღაც "ნაციონალური მოძრაობა" უწოდა, ალბათ, ჰიტლერის მიბაძვით, რომელიც , როგორც ცნობილია, ასევე დემოკრატიული გზით მოიყვანა პირველი მსოფლიო ომის შედეგებით თავმოყვარეობაშელახულმა და გამწარებულმა გერმანელმა ერმა ხელისუფლების სათავეში!) "ღვაწლის" დასაფასებლად, უკეთესი უცებ ვერაფერი მოვიფიქრე...რაც ნაცბანდას დანაშაულები აქვს ჩადენილი, მათ "მამებს" ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, თვითლიკვიდაციას მოახდენდნენ და არ გააგრძელებდნენ ხალხთან ასე თავხედურ საუბარს...ეს ბანდა ისევე უნდა გასამართლდეს, როგორც ნიურნბერგში მოხდა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გასამართლება... სხვაგვარად საქართველო არ დაწყნარდება... ხალხი მოითმენს ამაზე დიდ გაჭირვებასაც, მაგრამ უსამართლობას ვერ მოითმენს. ნაცბანდას ისე ეკუთვნოდა ხმების 40%, როგორც მე, მაღრიბელ დერვიშს, იაპონიის იმპერატორობა...მე თუ მკითხავდა ვინმე, გაზაფხულამდე ხალხს ზოგიერთ დაპირებას, (რომელიც არ გამოიწვევდა დიდ ფინანსურ რყევებს!) შევუსრულებდი და გაზაფხულზევე დავნიშნავდი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს! ვნახავდი რა 40 პროცენტს აიღებდნენ...ამასთან, საშუალებას მივცემდი, სხვა პარტიებსაც ეცადათ ბედი. ახლა ისე არავინ გამიგოს, თითქოს ერთპარტიულობის მომხრე ვიყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ნაცბანდის წარსულს, თუ ამ სიბინძურისგან არ განთავისუფლდა პოლიტიკური ველი, მაგათ იმდენი ფული აქვთ ქართველი ხალხისგან მოპარული, რომ არ გამიკვირდება, რომ ისევ გამოათაყვანონ თავისი რუსთავი -2-ით და "საზოგადოებრივი" მაუწყებლით ხალხი და კიდევ არიონ ქვეყანა...ამ დასავლეთისაც გამკვირვებია, რით ვერ ისწავლეს ჭკუა, რომ თუ ამ რეგიონში მართლა სტაბილურობა სჭირდებათ, ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცენ! რაღაც არ მაგონდება რასმუსენის შეშფოთება აღშფოთება 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების გამო...არც იმის გამო მომისმენია მათი შეშფოთება, საჯიშე ბიჭებს, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე რომ ხვრეტდნენ ქუჩაში! "კი მაგრამ, (ცხონებული მუხრანისა არ იყოს,) ღმერთი აღარ არის? ბნელა?" რაც შეეხება ჩვენს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინას--ეს უნიკალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და იმას, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა-დაფასება უნდა..ჯერჯეროით მას პოლიტიკამ ათასი თავსატეხისა და 300 მილიონი ზარალისა, არაფერი მოუტანა, გარდა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემისა! ახლა მან თვითონ გადაწყვიტოს რა სჯობდა და რატომ! დასასრულ იმითვე დავამთავრებ, რითაც დავიწყე:
"ნაცბანდა უნდა განადგურდეს, ვითარცა ტროა,
დროა, ჭკვას ვუხმოთ ქართველებმა, მემგონი დროა!"

ავტორი: ანონიმი
25.11.2012 17:08
"საკუთარი ერი რომ ბნელი უნიჭო და ისტორიის სუფრის კუთხეში მჯდარი ღარიბი ნათესავი გგონიათ"
--------------------------------
ნატურალ,
ეს ჩვენ კი არა იმას ჰგონია ასე, ვინც თქვა საქართველო არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ის ასე არც უნდა განვიხილოთო.
გახსოვს ვინ ბრძანა ეს ? - თქვენმა ლიდერმა!
აი, ჩვენი ლიდერი ყოველთვის საწინააღმდეგოს მბობდა და გვიმტკიცებდა კიდევაც საქმით. მარტო ბიუჯეტის 500 ათასიდან 8 მილიარდამდე გაზრდა რას ნიშნავს, სულ რაღაც 9 წელიწადში. დაუჯერებელი ამბავია! - ამიტომ უწოდეს მას შუქუირა და ჩვენი "ძაღლიშვილიაო" მაგაზე ა რ ა ვ ი ს უთქვამს... ყურს რომ გინდათ მიგვაჩვიოთ:)). ეგ სულ სხვა პიროვნებაზეა ნათქვამი და რაც არ უნდა იმეოროთ ხშირად-შენ და შენნაირებმა, მაინც არაფერი გამოგივათ.
სააკაშვილი ნამდვილად გამორჩეული პიროვნებაა, თავისი უდიდესი ღვაწლით საქართველოში დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებისთვის.
რაც არ უნდა ილაპარაკოთ, რაც არ უნდა იჭიკ-ჭიკ-ჭიკოთ, ამას ვერ წაართმევთ.
მიშა ისტორიაში შევიდა უკვე.
ეგერ ლაშა ბუღაძემაც მოინდომა - დაეტოლა მიშას... მერე თავის წიგნებზეც შედგა... რომ არაფერმა უშველა და მაინც რომ ვერ შეწვდა: ფხუკ, ფხუკ, პრეზიდენტი რაღაცნაირად(?) ბრაზიანად(?!) აცემინებდაო ზედა სართულშიო:)))))

ეჰ, რა ქნას ლაშიკომ.....


სალომე, იმედია არ დაბლოკავ ამ კომენტარს, თუ არა სხვაგანაც გავაგზავნი..არაა პრობლემა!))


ავტორი: naturali
25.11.2012 16:57
დათო რასაც ვწერ და პრეტენზიები მაქვს ის სწორი არის თუ არა ის მითხარი

თორემ რაც შენ ჩაარიხინე პირველ ნაწილში რანაირად მოახერხე და ვერ მიხვდი რომ მეც მანდა ვარ

შე კაცო კერპთაყვანისმცემელი ხომ არ ხარ დასავლეთის ფაქტებზე დაყრდნობით კრიტიკას რომ ვერ იტან.

ადამიანო თუ რამეს არასწორს ვწერ კონკრეტულად მეკამათე ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზე

თორემ რასაც შენ პირველ ნაწილში მეუბნები 2ჯერ 2 -ი 4-ია 3ჯერ 3-ი 9 ასეტივე წარმატებით შეგეძლო აგეხსნა.

რაც შეეხება მეორე ნაწილს მე ასე არ მგონია თუმცა ყველაფრისთვის უნდა იყო მზად

თუ პატივი დამდე და წაკითხული გაქვს ჩემეული აღთქმა ბიძოს პრესკონფერეციის ჩემს ახსნასაც აქვს ლოგიკა და სხვის კრიტიკულ ახსნასაც

თუმცა ბოკერიამ სულ გაუბერა.

ისე იმ ქვეყნებს რასაც მიშა აქ უბერავდა მანამდე ეფიქრათ ამ ბიჭმა გადაუხვია და დროზე პოზიტიური როლი შევასრულოთ სჯობს ,რადგან არანაირი მონაცემი არაა ხალხს დასავლეთი არ უნდოდესო

თან საიმედო ძაღლიშვილების მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და მხარდაჭერა ადრე რომ დაეწყოთ ბევრ უბედურებას გადავჩებოდით და თვითონაც გაბახებული პროექტშუქურით არ შეირცხვენდნენ თავს.

მე რუსეთთან ვაჭრობა იმისთვის მინდა რომ ხალხმა ამოისუნთქოს ეს დიდი ბაზარია .ხოლო უაზრო გინება და სუსტი კუნთების ჩვენება არაფერს კარგს არ მოგვიტანს

დათმობა კი რაც ტერიტორიებს და სუვერენიტეტს შეეხება არანაირი.

რუსული პოლიტიკის მიუღებლობა ასევე არ ნიშნავს რუსული კულტურის მიუღებლობას კულტურისა რომელ სივრცეში ცოტა მაგრამ მაინც მოიძებნება ჩვენდამი კეთილგანწყობა. სადალსკი თუნდაც

ბოლობოლო თუ ლაპარაკი გვინდა დავაწყებინოთ, მინიმუმ ამპარტავან პუტინს ლილიპუტინი არ უნდა ეძახო.კი გადამწყვეტი გეოპოლიტინტერესებია მაგრამ ესეც არ არგია საქმეს და მიზეზებსაც ემატება

ტუ ამას არ გასცილდა ბიძო კარგია თუ არა და მაგას კი არა ძმას არ დავინდობ საკრიტიკოდ.

ავტორი: დათო
25.11.2012 12:49
ერდადერთი სივრცე დედამიწაზე,სადაც მეტ-ნაკლებად დემოკრატია და თავისუფლებაა არის ნატო და ნატოში შემავალი ქვეყნები.თუ ამ ქვეყნებმა ჩათვალა, რომ საქართველომ კურსს გადაუხვია,რომ საქართველო აღარაა პროდასავლური,რომ საქართველო დაადგა ნებისმიერ სხვა გზას, ეს ქვეყანა ავტომატიურად დაკარგავს მათ მხარდაჭერას და ვერასდროს გხდება ამ ოჯახის წევრი.ეს იმას ნიშნავს რომ

ოქტომბერში უკანასკნელად ჩატარდა არჩევნები და ვეღარასდროს ვეღარ შეცვლის ხალხი ხელისუფლებას არჩევნების გზით,ეს ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს აღიდგენ ტერიტორიულ მთლიანობას,ეს იმას ნიშნავს, რომ ვეღარავინ ვეღარ გადაიღებს ცოცხებს ქართულ ციხეებში, ახალი მთავრობა რომ ამზადებს ჩვენთვის,ან თუ გადაიღებს მედიით გვეტყვიან, ეს ცოცხები თქვენივე უსაფრთხოებისთვის მზადდებაო,ამასვე დაუდასტურებენ აქაური არასამთავროებიც,რომელთაც დიდი ალბათობით ადგილობრივი ოლიგარქი დააფინანსებს,ქვეყანა ისევ ჩაეფლობა ძალადობის,კრიმინალის და კორუფციის ჭაობში და ეს რომ მოხდება ნატურალო მერე მე ნუ შემიცოდებ,არც გერმანე,ტატა. ტუტუც აკიბა, ნათია და ანონიმი შეიცოდო,არც ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები და პარლამენტები,მერე შენი საკუთარი თავი შეიცოდე,შენს გარშემო მყოფი ადამიანები შეიცოდე,მაგრამ ეს სინანული გვიან იქნება უკვე... ტაშტსაც არ მოგაწოდებს არავინ...

შემოქმედმა ერთი საინტერესო სიტყვა თქვა:ვისაც გონია რომ დგას,ფრთხილად იყოს არ წაიქცესო.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული