კვირა, 21 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 06:33

ბლოგები / სალომე ასათიანი

სამთავრობო ნავთი აგრესიის ცეცხლზე

x
სანამ საქმეზე გადავალ, ჯერ ერთი ამბავი უნდა დავაზუსტოთ, მოკლედ და კონკრეტულად. თბილისის ქუჩებში 8 თებერვალს კონცენტრირებული აგრესია ცალსახად შემზარავი იყო; თავაშვებული ძალადობის შემყურე პოლიციის უნიათობა - ძალიან დამთრგუნველი. მაგრამ სენტიმენტები, რომ “თვისებრივად არაფერი შეცვლილა” და “ისევ ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ” მაინც უადგილო მგონია.

რაღაცეები - და თან არც ისეთი უმნიშვნელო რაღაცეები - მგონი მაინც შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს. ახალი ხელისუფლების და მისი ლიდერის ირგვლივ ბევრი ეჭვის თუ შეშფოთების საფუძველი გვაქვს; პირადად მე ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას სულ მცირე ორჯერ საჯაროდ დატუქსვის და დასჯის შემდეგ განსაკუთრებული სიძლიერის სკეფსისი მომეძალა როგორც თავად პრემიერ-მინისტრის “დემოკრატობასთან”, ისე მთლიანად კოალიციის პოლიტიკურ სიჯანსაღესთან მიმართებით. მაგრამ ძალადობის ხარისხის თუ ინტენსივობის მხრივ მაინც მგონია, რომ ცოტაოდენი უკეთესობაა.

ჯერ ერთი, ალბათ შეგვიძლია ფრთხილად, მაგრამ მაინც ვივარაუდოთ, რომ საპატიმროებში თუ სამხედრო სტრუქტურებში წამების პრაქტიკა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში წამება ნამდვილად არ მოხდება - თუმცა ის, რომ ეს პრობლემა უწინდელ მასშტაბებს აღარ შეედრება, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა. უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, საქმე აღარ გვაქვს სახელმწიფოს ძალისმიერი თუ ძალადობრივი მექანიზმების ლამის ფეტიშამდე აყვანასთან. კი, ბატონო, ეჭვი არავის შეაქვს დახვეწილი თეორიების ჭეშმარიტებაში - რომ “თანამედროვე სახელმწიფოში მთავრობა უნდა ფლობდეს მონოპოლიას ლეგიტიმურ ძალადობაზე” და რომ ეს “საზოგადოებრივი ხელშეკრულებით” უნდა იყოს განპირობებული. მაგრამ კიდევ უფრო ბანალური ჭეშმარიტებაა ის, რომ სახელმწიფოს ძალაუფლებას მკაფიო ზღვარი უნდა დაუწესდეს, ხოლო მთავრობამ თავისი ფუნქცია კანონის ფარგლებში უნდა შეასრულოს. სხვა შემთხვევებში - როცა ხელისუფლება თავისი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობს, ძალის გამოყენებას და ძალადობას შორის ზღვარს სისტემატურად არღვევს და საპროტესტო აქციების “დაშლად” წოდებულ, სისხლიან და თავაშვებულ სადამსჯელო ოპერაციებს “სახელმწიფოდ შედგომად” მიიჩნევს - მოქალაქე უუფლებო და დაუცველი ხდება სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმების წინაშე. დაახლოებით ისეთი, როგორიც ის საქართველოში წინა ხელისუფლების პირობებში იყო.

ეს შესავლის სახით. ახლა მთავარ სათქმელს რაც შეეხება: 8 თებერვალმა აშკარად გვაჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩვენს ბევრ თანამოქალაქეში დაგროვილი სიბრაზე თუ უსამართლობის განცდა ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სპონტანურ და ქაოსურ აგრესიაში. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ ამ აგრესიას შესაძლოა ბევრი მოწინააღმდეგე არც გამოუჩნდეს, გულგრილი პრინციპით “აბა რა ეგონათ” და “რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”. ყველაზე დიდ პრობლემას კი, ჩემი აზრით, ის წარმოადგენს, რომ ახალი ხელისუფლება ამ სახიფათო რეალობას ხშირად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის - თავისი მორალური უპირატესობის გასამყარებლად. იმის ნაცვლად, რომ ყველანაირად ცდილობდეს საზოგადოების ემოციები როგორმე რაციონალურ ჩარჩოებს დაუქვემდებაროს და სამართლებრივ კალაპოტში მოაქციოს, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, თავისი ქმედებებით, ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამს და ვნებების თუ აგრესიის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას უწყობს ხელს. (დღეს შეგნებულად არაფერს ვამბობ უმცირესობის წარმომადგენელთა გამომწვევ და უპასუხისმგებლო ქცევაზე. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მარტო პრეზიდენტის მიერ იმავე 8 თებერვლის საღამოს ნათქვამი სიტყვები რად ღირს, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები იმიტომ შევიწყალე, რომ ეს თემა „ზეპოლიტიზებული“ გახდაო. ან ქალაქის მერის ძველბიჭურ-ქედმაღლური პოზიცია - რომ დასაკითხად იქით უნდა ესტუმრონ და თავად გამოცხადებას არ აპირებს. ამ პოლიტიკური გუნდის წევრთა ქცევას და რიტორიკას უკვე თითქმის ათწლეულია ვუყურებთ და პირადად მე უკვე ზედმიწევნით უშედეგო, უიმედო და უინტერესო მგონია იმის გაუთავებელი წერა, რომ დაშვებულ მძიმე შეცდომებზე ცოტაოდენი რეფლექსია და ოდნავ უფრო ადეკვატური ნაბიჯები მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. დღეს ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა - და სწორედ მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა რაციონალურად მოიქცეს და საზოგადოებაში დაგროვილ ემოციებს სამართლიანი მიმართულება მოუძებნოს).

ყველაზე ნაკლებად ახლა პოლიციის მიერ 8 თებერვალს გამოვლენილ პასიურობას ვგულისხმობ აგრესიის მიმართ - ისევე, როგორც ძალადობის დაშვების შემდეგ თავის მართლებას ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი „პროვოკაციის“ საბაბით. ცხადია, თავისთავად ესეც დიდი პრობლემაა - თუმცა, ჩემი აზრით, საქმე კიდევ უფრო ფართო ტენდენციასთან გვაქვს. მაგალითად, მე ცოტა არ იყოს მიჭირს ჩვენი ემოციებით და ციხის კადრებით მიღებული კოლექტიური ტრავმით მანიპულირება არ დავინახო გენერალური პროკურორის ქცევაში, რომელსაც ლამის უკვე ტრადიციად ექცა ორ კვირაში ერთხელ ტელეეკრანიდან ახალ-ახალი შემზარავი ამბების მოყოლა - რომ “პატიმრებს აყურებინებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ მისი ოჯახის წევრს”, რომ “ყელამდე მიწაში ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ”, რომ “პატიმარი ყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში”. გავიგეთ - წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში საშინელება ტრიალებდა. ისიც გავიგეთ, რომ წამების ფორმები სისასტიკის თავაშვებულ ორგიებში იყო გადაზრდილი. ეს რომ გავიგეთ, სწორედ ამიტომ დაისაჯა ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბრის არჩევნებში. ახლა, ჩემი აზრით, გენერალური პროკურორისგან პორციებად მოწოდებული, სენსაციური და შემაძრწუნებელი ამბებით კიდევ უფრო მეტად დაზაფვრა კი არ გვჭირდება, არამედ წამების პრაქტიკის მიუკერძოებელი, რაციონალური და უკომპრომისო გამოძიება. ზუსტად ისეთი, როგორიც ახლახან თერთმეტმა ავტორიტეტიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა და იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები არ არის გადადგმული - არც ციხეებში შეიმჩნევა მსჯავრდებულებთან გამომძიებლების აქტიური საუბრები წამების ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით და არც საზოგადოებაა სათანადოდ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

აღარაფერს ვამბობ იმ ირონიულ ფაქტზე, რომ პოლიციის პროფესიონალიზმის და ეთიკის ამაღლების და, რაც მთავარია, მისი “დეპოლიტიზაციის” შესახებ დიდი რიხით გაცემული დაპირებების ფონზე პოლიციის აკადემიის პრორექტორად აი ამ სიტყვების ავტორია დანიშნული: “რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ‘ნაციონალი’ ცოცხლად იქნებოდა გატყავებული". ლუკა კურტანიძის სახელს პოლიციის აკადემიის გარეთაც უკავშირდება უსიამოვნო ამბები, იქნება ეს არჩევნების წინა პერიოდში რწმუნებულის დაშინება თუ ჭიდაობის ფედერაციაში ახლახან მომხდარი ცემა-ტყეპა. მაგრამ ყველაზე მძიმე და აშკარა პრობლემა, ცხადია, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნაა. ასეთი მოუთოკავი აგრესიის მფრქვეველი პირი პოლიციის აკადემიაში უბრალოდ არ შეიძლება მუშაობდეს. თან ის ხომ რიგითი ფიგურა არ არის - ცნობილი სპორტსმენია, ჩემპიონი, რომელსაც მომავალი პოლიციელები ალბათ ავტორიტეტად, მისაბაძ პიროვნებად აღიქვამენ. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი “ავტორიტეტის” ყოლის პირობებში მათ თავიანთი უმთავრესი მოვალეობების და ეთიკური პრინციპების გათავისება შეძლონ - რომ, უკანონობასთან ბრძოლასთან ერთად, მათი უპირველესი ფუნქცია უნდა იყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა და, რაც მთავარია, სუბიექტური ემოციების, პოლიტიკური შეხედულებების, პირადი მტრობის თუ მეგობრობის გვერდზე გადადება მოვალეობის შესრულების დროს.

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, შევაჯამებ - მგონი დროა, ახალმა ხელისუფლებამ მოუკლოს პათეტიკურ, მორალისტურ და ადამიანებში ისედაც დაგროვილი ნეგატიური ემოციების კიდევ უფრო დამუხტვისკენ მიმართულ განცხადებებს და, თუკი ეს საერთოდ შეუძლია, “სამართლიანობის აღდგენის” გზაზე კონკრეტული, რაციონალური ნაბიჯები გადადგას. „სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმზე“, “მკვლელებზე” და “ჯალათებზე” ლაპარაკი და თუნდაც „რეჟიმის მსხვერპლთა“ მემორიალის გახსნა პირველ რიგში სწორედ ემოციების გაღვივებას ემსახურება. და ეს მაშინ, როცა არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე კვლავაც ძალიან ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ან რა სტადიაზეა იმ საქმეების გამოძიება, “გახმაურებულებს” რომლებსაც ვუწოდებდით და შეძრწუნებულები რომლებითაც ვიყავით. ციხეებში წამებაზე ახალი და კონკრეტული ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ; ხაშურის პოლიციაში „კიბიდან გადმოვარდნილი“ სოლომონ ქიმერიძის ან 26 მაისის შემდეგ “სახურავზე ნაპოვნი” ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის საქმეები ჯერჯერობით მგონი საერთოდ არავის უხსენებია; გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით იანვრის ბოლოსთვის დაპირებული ახალი დეტალებიც აშკარად იგვიანებს. ერთადერთი საქმე, რომლის ირგვლივაც მეტნაკლებად გამოიკვეთა ახალი გარემოებები, ბუტა რობაქიძის მკვლელობაა - ოღონდ, ამ ახალი ინფორმაციის გავრცელების და კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენების პარალელურად, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს და შემდეგ სააკაშვილის ბობოქარ ოპონენტად ქცეულ ირაკლი ოქრუაშვილს ყველა ბრალდება მოუხსნეს, რაც ცოტა არ იყოს ირონიულ ჟღერადობას ანიჭებს იუსტიციის მინისტრის მიერ თავდაჯერებული კატეგორიულობით გაკეთებულ განცხადებას - რომ „საქართველოში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, არ არსებობს შერჩევითი სამართალი“.

ბოლოს ძალიან მოკლედ ყველაზე მთავარზე. ჩვენ ჯერ კიდევ თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, თუ როგორ აპირებს, ან საერთოდ თუ აპირებს სახელმწიფო წამების და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, მათ რეაბილიტაციას. რაც ვნახეთ და რასაც ვისმენთ, იმის ნახევარი მაინც თუ სიმართლეა, ეს ნიშნავს რომ ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც ძალადობამ სიცოცხლე დაუმახინჯა და ალბათ სამუდამო დაღი დაატყო. მათ დასახმარებლად ნამდვილად არ იკმარებს რამდენიმე, თუნდაც ძალიან კარგი და კეთილშობილი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, საგანგებო დაფინანსება გამოყოს და პროგრამები აამუშავოს. დრო სწრაფად გადის - არადა წამებასთან მებრძოლი ყველა ჯგუფი თუ ორგანიზაცია გეტყვით, რომ მსხვერპლის დახმარება წამების ფაქტიდან რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ზიანი შესაძლოა შეუქცევადი აღმოჩნდეს.

შურისძიების სურვილი ძლიერი ვნებაა, რომელსაც ესკალაცია ახასიათებს. თუმცა კანონიერებით, სამოქალაქო სოლიდარობით, აგრესიის არდაშვებით და ტრავმირებულთა დახმარებით ემოციების დაცხრობაც შეიძლება და ესკალაციის აღკვეთაც. მაგრამ ჩვენში, როგორც ჩანს, ეს საფრთხე კიდევ დიდხანს იარსებებს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ჩვენი ბევრი თანამოქალაქის მიერ რეალურად გამოვლილი წამების და ძალადობის შემზარავი გამოცდილება პირველ რიგში პოლიტიკური ელიტების დაპირისპირებას თუ არჩევნებში მოგება-წაგებას მოხმარდება. და სანამ ადამიანების დახმარებაზე უფრო მეტად უკვე ლამის სიტყვიერ კლიშედ ქცეულ „ცოცხებზე“ ნიშნისმოგებით ლაპარაკს მოვუნდებით.

Tags: ძალადობა,პოლიტიკა,ბლოგი



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4
ავტორი: naturali
08.03.2013 09:52
სალომე გილოცავ დღევანდელ დღეს

ბედნიერი და თავისუფალი იყავი სულ

ასევე ამასვე ვუსურვებ რადიოს თანამშრომელ და კომენტატორ ქალბატონებს

ავტორი: ანონიმი
06.03.2013 16:40
ფასების საზომი თუ 10-ია, წინა მთავრობას ( ეს ჩემი აზრია, თქვენ უფლება გაქვთ სხვა აზრი გქონდეთ!) 9-ს დავუწერდი.
დავაცადოთ ახლებს, ვნახოთ რას იზამენ:)

9 არა მაგრამ მე 7 დავუწერდი ნამდვილად.
ვნახოთ ვნახოთ ახლები რას იზამენ.

ავტორი: ალისა
05.03.2013 15:11
ანონიმს
ბევრჯერ კიარა, ერთხელაც არ გამეცი. დამიწერე, პოლიციის ძალადობა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მთავრობის გადადგომას არავინ ითხოვსო. მერე მე გკითხე, რა მოხდებოდა მაგ ქვეყნებში მთავრობას რომ ერთიანი ძალებით მიეჩქმალა მკვლელობის საქმე მაღალჩინოსნების გადარჩენის მიზნით, როგორც ეს გირგვლიანზე მოხდა საქართველოში. ამის მერე შენგან სიცილაკების მეტი არაფერი მინახავს. ან გამეცი პასუხი ან შევწყვიტოთ აღარ აქვს აზრი.

ავტორი: ანონიმი
05.03.2013 14:10
უზრდელობაში რომ არ ჩამეთვალოს, გეტყვი - პასუხი ბევრჯერ გაგეცი, მაგრამ რომ ვერ გაიგე ?!

როცა ცხადზე ცხადს ვერ იგებენ, რა აზრი აქვს ბევრ ლაპარაკს...

ავტორი: vakeli
05.03.2013 10:23
ალისა,ჩემო კარგო, გთხოვ , მიიხედ- მოიხედე,ვინმე,სახელად ბაზილიო, ხო არ გიწევს კონსულტაციებს?

ავტორი: ალისა
05.03.2013 05:09
ვაკელს და ანონიმს - ამოოხვრა და სიცილაკები კარგი გცოდნიათ, მაგრამ პასუხიც გამეცით რომელიმემ თუ შეგიძლიათ. თუ არა და გვეყოფა უკვე და მოვრჩეთ ამით.

ავტორი: vakeli
03.03.2013 14:40
02.03.2013 01.57
----------------------
ეეეჰ, ალისა, ალისა.......

ავტორი: ალისა
02.03.2013 01:57
სიცილაკებს ჯობია კითხვაზე გამცეთ პასუხი. რა მოხდებოდა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობას რომ ისე მიეჩქმალა მკვლელობის საქმე, როგორც ჩვენთან გააკეთეს გირგვლიანის შემთხვევაში. გისმენთ, ძალიან საინტერსო იქნება ტქვენი კომპეტენტური და გონივრული მოსაზრება.

ავტორი: ანონიმი
01.03.2013 22:24
ავტორი: ალისა
01.03.2013 19:41
"ბატონო ანონიმო, თქვენ მე მართლა სულელი ხომ არ გგონივართ?"
------------------------------
:))))))

ავტორი: ალისა
01.03.2013 19:41
ბატონო ანონიმო, თქვენ მე მართლა სულელი ხომ არ გგონივართ? დასავლეთში პოლიციის ყველა დანაშაულზე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი როგორ დადგება, როცა დამნაშავეებს მაშინვე სჯიან და საქმეებსაც იძიებენ? მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა მოხდებოდა საერთაშორისო სასამართლოს რომ ეთქვა გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ პროკურატურაც და სასამართლოებიც არ დაინტერესდნენ მკვლელობის გარემოებებით და საქმე მიჩქმალესო. როგორც ეს ევროპის სასამართლომ თქვა გირგვლიანის საქმეზე. ამ შემთხვევაშიც არავინ მოკითხავდა მთავრობას, რატომ არ გამოიძიეტო? დანაშაულის დაფარვა და გულგრილობა უკვე დანაშაული რომაა არ იცით არა? კარგით რა მართლა. ახლა მაინც გაახილეთ თვალები.

ავტორი: VAKELI
01.03.2013 17:12
ბოლო-ბოლო,რისი ჯიჯგნა-ჭყლეტა მიდის პარლამენტში ნაცებსა და ქოცებს შორის? ნაცებს უნდათ ევროპაში, და ქოცებს კიდევ ერთი რამის ჟიმჟიმი აქვთ: მიშამ მართლა არ დაიფრინოს მთავრობა ! აბა წარმოიდგინეთ კობახიძე,კალაძე ან თუნდაც უსუფოვი და წულუკიანი თანამდებობების გარეშე! საცოდაობა იქნება მაგათი შეხედვა. და ის ,თუ საითკენ წავა ქვეყანა,მაგათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ,მთავარია მაგ უნახავებმა სკამები შეინარჩუნონ! მეორედ მთავრობაში მაგათი მოსვლა ხო ავადმყოფის ფანტაზიაა! ერთხელ ვჭამეთ და გვეყო....

ავტორი: მოდერატორი
01.03.2013 16:32
სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები არ ქვეყნდება!

ავტორი: ანონიმი
28.02.2013 21:15
ალისა, პოლიციური დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ყველა მთავრობის დროს არის მომხდარი.
შენ წარმოიდგინე, ციხეებშიც ხდება ისეთი სისაძაგლეები, რაც ჩვენ ვიხილეთ.
დასასჯელი ისჯება ( აქაც დაისაჯნენ!), მაგრამ მთავრობის და პრეზიდენტის პასუხისმგებლობას, ამაში, არ ითხოვენ.

ავტორი: ალისა
28.02.2013 16:53
ვნახოთ, კი ბატონო. ზალიან ტყუილად გგონივართ ამ მთავრობის მომწონებელი და მეხოტბე. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული რომ ახლა გვექნება დიდი წინსვლა.

მაგრამ მკვლელობის და წამების შემთხვევების სასწორზე შემოდების ამბავზე არავითარ შემთხვევაში არ გეთანხმებით. ადამიანის მოკვლას ვერანაირი სასწორი ვერ გააწონასწორებს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს აუცილებლად.

ავტორი: ანონიმი
28.02.2013 16:12
ვნახოთ ეს მთავრობა რას გააკეთებს საქართველოსთვის და მერე ვილაპარაკოთ...
გაკეთებული საქმეები და შეცდომები სასწორზე უნდა შემოვდოთ და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ დროის მონაკვეთზე და იმ დროს მოქმედი მთავრობის მოღვაწეობაზე.
ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება .
შეფასების საზომი თუ 10-ია, წინა მთავრობას ( ეს ჩემი აზრია, თქვენ უფლება გაქვთ სხვა აზრი გქონდეთ!) 9-ს დავუწერდი.
დავაცადოთ ახლებს, ვნახოთ რას იზამენ:)

ავტორი: vakeli
28.02.2013 14:33
თანახმა ვარ,როდესღაც უნდა შეწყდეს ,,ვენდეტობანა" !

რ ა ტ ო მ ა რ ა ე ხ ლ ა ? ? ?

ავტორი: ალისა
28.02.2013 14:08
მე რატომ უნდა მოვკითხო ბურჯანაძეს? გადატრიალება თუ მზადდებოდა, რატომ არ აღიძრა საქმე და რატომ არ დაისაჯა არავინ ამისათვის? "ნოემბრიდან ნოემბრამდე" ფილმის არ იყოს. მთელი ოპოზიცია აგენტებიაო გვითხრეს და მერე ვითომ არაფერი. გამოძიება და დამტკიცება არ ჭირდებოდა ამას? თქვენ თვითონ მოკითხეთ თქვენს ყოფილ მთავრობას ცრუ განცხადებები და უპასუხისმგებლო ნაბიჯები.

და საერთოდ, თქვენი პოზიცია მაინტერესებს - რადგან ასეთი მძიმე წარსული გვქონდა და დამნასავე მთავრობები, ნაციონალურმოძრაობას თქვენი აზრით ყველაფერი რომ უნდა ვაპატიოთ ეს გასაგებია. მაგრამ მაშინ ამ მთავრობამაც რომ იგივე გააკეთოს, ამას რატომ არ უნდა ვაპატიოთ? წინაც ხო იგივეს აკეთებდაო, ამ ლოგიკით? ამიტომ იქნებ მითხრათ, როდიდან უნდა დავიწყოთ ათვლა. თუ იქნებ ყველა მთავრობას ყველაფერი ვაპატიოთ და ასე ვიძახოთ, წინებიც ხომ სჩადიოდნნენ დანაშაულსო? გისმენტ აბა. ძალიან საინტერესო იქნება ტქვენი აზრი.

ავტორი: Vakeli
28.02.2013 14:04
ჩემო ალისა,სწორეთ შენსავით ადვილად სამართავ ხალხზეა გათვალისწინებული ამ კაროჟნა ბურჯანაძის ტაქტიკა, მე მგონი
უკვე დროა ტვინის მეორე ნახევარიც აამუშავოთ და რაც ანონიმს ახსოვს,ის მეც და მრავალს კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, ყველა მსხვერპლი უბედურებაა,მაგრამ რასაც დასთეს.....

ავტორი: ანონიმი
28.02.2013 12:01
26 მაისს ხელკეტების ტრიალი და ბრახუნი არ გახსენდებათ?
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ის ქცევა არ გახსენდებათ, რომ ისინი გააფრთხილეს მეორე დღეს აღლუმი იქნება და ნუ შექმნით შეტაკების შესაძლებლობასო?

მერე ის არ გახსენდებათ, რომ ის ხელკეტიანები არ აპირებდნენ დაშლას და პირიქით თავს დაესხნენ ავტომანქანაში მყოფ ხალხს და ჯოხებს უბრახუნებდნენ და ისინი შემთხვევით გადარჩნენ?
ის არ გახსენდებათ რომ ყოველი ეს შემთხვევა ( 7 ნოემბერი, 26 მაისი) სწორედ ოპოზიციის უგნურმა და ა რ ა _მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ მ ა ქმედებებმა გამოიწვია და მ ხ ო ლ ო დ ამის შემდეგ მოგეცათ მასზე სალაპარაკო?

ის არ გახსენდებათ, ბურჯანაძემ და მისმა ძვირფასმა ოჯახმა ადამიანები რომ გადათელა ? - იმათი სახელი და გვარი თუ იცით ? - არა !!!
ის არ გახსენდებათ, რომ ეგ უგნური ოპოები ყველგან დაძვრებოდნენ( მათ შორის იარაღითაც ალბათ) და სახურავზე ( სადაც ჩვეულებრივ ელექტროსადენები გადის) არ უნდა ასულიყვნენ, იმ სიბნელეში და თანაც წვიმაში?
იქ ალბათობა დენი დარტყმის ასჯერ მეტია, ასეთ შემთხვევაში -
ამიტომაა წესრიგი საჭირო, რომ ასეთ არეულობაში ხალხი იღუპება ... სწორედ მაგიტომ.

26 მაისი, სრულიად ბურჯანაძის და მისი პარტიის დამსახურებაა - მათ მოკითხეთ !

საქმე იმაშია, რომ თქვენ მარტო ის გახსენდებათ, რაც გაწყობთ.
ეგ ადამიანები თუ გეცოდებოდათ( მაგრამ ნამდვილად არ გეცოდებათ!), მაშინ მანამდე უნდა მოგეწოდებინათ , მანამდე უნდა დაგერწმუნებინათ ადამიანები რომ დიდ არეულობას, მსხვერპლი მოსდევს.
მაგრამ ზოგიერთ ოპოზიციურ ლიდერს ხომ ზუსტად ეგ უნდოდათ -ისინი ამბობდნენ სისხლი უნდა დაიღვაროსო.
ეს ყველაფერი მათი დადგმული და განხორციელებულია!
ეს ყველაფერი თუ გახსოვთ ?
მე მახსოვს !

ავტორი: ალისა
28.02.2013 03:16
ანონიმს
კი პირადი წყენა მაქვს. როცა მახსენდება 26 მაისი და დასისხლიანებული მოხუცები, სახურავზე არმოჩენილი გვამები, ციხეებში ნაწამები ხალხი, სანდრო გირგვლიანი და დედამისი და კიდევ ბევრი რამე. ნამდვილად მაქვს პირადი წყენა. არ მესმის როგორ სეგიძლიათ ამეებზე თქვათ არაფერია სხვებთან შედარებითო. ბოროტებას შედარებით კატეგორიად ნუ გადააქცევთ. საშიშია ეს ძალიან.

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 23:56
მერეე... მაგ გრძელ სიაში, რაღა იმის დასჯა გინდა, ვინც ბევრი გააკეთა და ცოტა შეეშალა (თუ შეეშალა,საერთოდ!) და იმათი დასჯა არ გინდა, ვინც არაფერი გააკეთა და უფრო მეტი შეეშალა?

მაგრამ წყენა გაქვს პირადი...ასე გგონია, თუ რამე არ გამოგივიდა ამ ცხოვრებაში, მიშას ბრალია:))
აბა მიდი ეხლა, ხო მოვიდა შენი მოსაწონი მთავრობა ( და ხომ გვანგრევს ქვეყანას თავზე!) და აგაშენოს იქნება.

ავტორი: ალისა
27.02.2013 22:38
ანონიმო, ასეთი ტონით ნუ მელაპარაკებით. მოკლე მეხსიერება არ მაქვს. ნამდვილად ძალიან ცუდი წარსულიდან მოვდივართ. მაგრამ რადგან იმის წინა, წინის წინა და კიდევ უფრო მეტად წინის წინის წინა, ანუ საბჭოთა ხელისუფლებაში არავინ დასჯილა, ამიტომ სულ ასე უნდა გაგრძელდეს?

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 21:36
"მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა რბილად რომ ვთქვა საეჭვო გარემოებებში. ხოლო ადამიანის მოკვდინება არავის არ უნდა ეპატიოს. "
------------------------------------------------------

იმის წინა ხელისუფლებას?
თუ მოკლე მეხსიერება გაქვს ?

ავტორი: ალისა
27.02.2013 16:25
ანონიმს: "დრო გადის და "ბევრი ეწვი და კითხვა", არ გიჩნდება რატომ არ გაგინახევრათ ბიძინამ გადასახადები და ბენზინის ფასი? რა უფრო აწუხებს მოქალაქეებს გადასახადები და საკუთარი ჯიბის დაცარიელება თუ კბილაშვილ-წულუკიანის ყოველდღიური დუეტი ?))"

_ _ _ _ _
მე არ ვიცი მოქალაქეებს უფრო რა აწუხებს. გადასახადები და სიღარიბე ყველას გვაწევს კისერზე და გვაწუხებს აბა რა. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა რბილად რომ ვთქვა საეჭვო გარემოებებში. ხოლო ადამიანის მოკვდინება არავის არ უნდა ეპატიოს.

ავტორი: Rambo
27.02.2013 11:39
თავიდანვე ცხადი იყო,რომ პირველ ვიზიტს ბიზიანა ივანიშვილი აშშ-ში არ გააკეთებდა, და აჰა ,მოსკოვმა გამოაცხადა ,რომ მზად არის მის მისაღებად.ქოც-ების ლტოლვას რუსეთში შეტენვისაკენ მარტო ბრმა (ან მონა) ვერ ხედავს.

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 23:58
"დრო გადის და უკვე ბევრი ეწვი და კითხვა ჩნდება. "
----------------------------------------------------------

დრო გადის და "ბევრი ეწვი და კითხვა", არ გიჩნდება რატომ არ გაგინახევრათ ბიძინამ გადასახადები და ბენზინის ფასი?

რა უფრო აწუხებს მოქალაქეებს გადასახადები და საკუთარი ჯიბის დაცარიელება თუ კბილაშვილ-წულუკიანის ყოველდღიური დუეტი ?))

ავტორი: ალისა
26.02.2013 19:29
არავისი დაპატიმრება არ მიხარია მე პირადად. მაგრამ მკვლელობების და წამების საქმეები არ შეიზლება გამოუძიებელი დარჩეს. ამდენი ხანია გასული და მერაბიშვილი კიდევ არაა დაკითხული გირგვლიანის საქმეზე. აქ სწორად წერთ რომ ხასურის პოლიციაში დაღუპული კაციც არავის არ ახსოვს. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სიუჟეტი ვნახე, რუსთაველზე მაღაზიის პატრონი ყვებოდა როგორ აიძლებდნენ ეთქგვა რომ სახურავზე კაბელები გაფუჭებული იყო და 26 მაისის ღამეს ის ორი ადამიანი ამის გამო დაიღუპა. ამ სიუჟეტის გასვლის მერე ამ საქმეზეც აღარაფერი უთქვამთ. კიდევ ვამბობ რომ ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი ვინმეს დაპატიმრება რომ სიხარულს ანიჭებდეს. ფულის მოპარვაზე კორუფსიაზე საერთოდ არ მაქვს დიდი რეაქცია. მაგრამ ადამიანების სიკვდილი არ შეიზლება არ გამოიზიონ. დრო გადის და უკვე ბევრი ეწვი და კითხვა ჩნდება.

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 00:22
ჭორებმა, ჭორებმა და ფულზე გაყიდული ადამიანების ცრუ მონაყოლებმა წაიღო ეს ქვეყანა.
წამება არა კვახი...
ციხე რომ სანატორიუმი არ არის,ეგ ცხადია.
რა, სანატორიუმი უნდა იყოს? - კაი ასვან, კაი აჭამონ, მაშინ ციხის ვის შეეშინდება.
წამება... წამება ოცნებისტების შეთხზული სტორია - დადგმულიც და განხორციელებულიც.
ეგ არის!
სულელი ვერ მიხვდება....

ავტორი: ნატურალი
25.02.2013 19:32
ანონიმო შე ტვინ არეულო რამდენი საჩივარია შესული პროკურატურაში გაზეთები სავსეა ნაწამები ხალხის ინტერვიუებით ტელევიზორიც იქ მოყვანილი მაგალითებისაგან ლამის საცოდაობით გასკდეს

მეტი რა ჯანდაბა და დოზანა გინდა

ავტორი: ანონიმი
25.02.2013 13:41
მიშას და მის გუნდს გაუმარჯოს კიდევ ერთხელ!!!!!!!!!!!!!

ავტორი: vaiedinburgeli საიდან გვწერთ: UK
25.02.2013 02:47
,,გავიგეთ - წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში საშინელება ტრიალებდა. ისიც გავიგეთ, რომ წამების ფორმები სისასტიკის თავაშვებულ ორგიებში იყო გადაზრდილი. ეს რომ გავიგეთ, სწორედ ამიტომ დაისაჯა ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბრის არჩევნებში.''
საცნაურია რომ ნაცმოძრაობის გურუების მსგავსად, თქვენც ,,დასჯად'' მიგაჩნიათ არჩევნებში დამარცხება. მე კი მგონია, რომ ,,დასჯა'' სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს...
რაც ეხება კურტანიძეს, სავსებით მართალს ბრძანებთ. მისი ინტელექტის პატრონს, მართლაც არ შეიძლება რაიმე უცყება ანდო...
პასუხი

ავტორი: სალომე ასათიანი
25.02.2013 13:35
კი, პოლიტიკური თვალსაზრისით სწორედ არჩევნებზე მარცხია პარტიის "დასჯა" ამომრჩევლის მხრიდან. რაც შეეხება სამართლებრივ სასჯელს, მგონი სწორედ ამაზეა ეს ბლოგიც - რომ წამებაში და მკვლელობაში დამნაშავეთა საქმეები უნდა გამოიძიონ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ავტორი: ანონიმი
24.02.2013 16:28
ავტორი: naturali
23.02.2013 08:39
"როგორი პროფესონალია ფირცხალავა ერთი ჩემი ნაცნობისათვის გაკითხინა მის ნეკნებს რომ ლაპარაკი შეეძლოს ახალ სიტყვას იტყოდა"
-----------------------------------------

ჩემმა ნაცნობმა მითხრა... ჩემმა ნათლიამ მითხრა... ჩემმა მეგობარმა ნახა...
:)))))))))))))
ერთი ისეთი ვერავინ ვნახე, ვინც საკუთარი თვალებით ნახა! - ყ ვ ე ლ ა ს "ვ ი ღ ა ც ა მ " უთხრა.

კარგად იმუშავეს ფულით დაგეშილმა ბიჭებმა!))

ჭორები...ჭორები...
ჭორებს მიაქვს თბილის-ქალაქი !

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
24.02.2013 13:34
სალომე გულისხმობს, რომ წინა ხელისუფლების უზნეობაზე მაღლა უნდა დავდგეთ. საშინელებას საშინელებით არ უნდა დაუპირისპირდეთ. 1 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე საკადრისი პასუხია არაკაცობის წინააღმდეგ.


მაგალითად არ გვჭირდება ჩვენ ისეთი სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც ჰორორულ მტკიცებულებებს პირდაპირ ეთერში მოყვებიან - ამაყობენ იმით, რომ ამ ფაქტების გადმოცემის პრივილეგია მიეცათ. თვალებდაჭყეტილი ხალხი კალთაში ჩაისვეს და ცეცხლის კოცონთან ეშმაკებზე მოუთხრობენ.

ავტორი: მოდერატორი
23.02.2013 18:03
შეურაცხმყოფელი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

ავტორი: naturali
23.02.2013 08:39
ელიზა

როგორი პროფესონალია ფირცხალავა ერთი ჩემი ნაცნობისათვის გაკითხინა მის ნეკნებს რომ ლაპარაკი შეეძლოს ახალ სიტყვას იტყოდა ქართულ სკაბრეზულ ზეპირსიტყვიერებაში

გერმანე თუ სააკაშვილის რეჟიმს როგორც ტოტალურ ყველა სფეროში ძალადობის შემტან და პრაქტიკაში დამნერგავ სისტემად აღიარებ მაშინ გეტყვი შენ და ელიზას

ამ სისტემაში რომლის ხერხემალი მათივე გეტმანის აღიარებით შსს იყო ხოლო მისი აღვირახსნილობის მოწმე მთელი ქვეყანაა

სამმართველოს უფროსად სამართლის დარღვევის ანუ პოლიტიკური შეკვეთის შესრულების გარეშე ვინმე ამაღლდებოდა?

რისი კულტი რას ბოდავ

კურტანიძე ჯაჭვლიანი დავითაშვილი ალასანია საგანელიძე ხუხაშვილი თუ რესპები დადიან ბიძინას ჭკუაზე

ყველა თავისას უბერავს

რაც შეეხება იმას რომ ალასნია დატუქსაო კი ვერ მოხია ბიჭმა სექსტურში დუბაიში

აი მესმის დისციპლინა და დატუქსვის შედეგი

ხოლო შენ და ნაცები მოლა ნასრედინს გევხართ
წყალზე გაგზავნილი შვილი წინასწარ რომ სცემა აბა კოკა რომ გატეხოს მერე რა დროსიაო

აგერ წინმსწრებად დარწმუნებული ხარ საღსალამათებს კი არა დაჭრილებს გააუპატიურებენო

ხოლო ნაცები ყველაფერი რომ სჯერათ როცა უნდა ამერიკის ელჩის და კლინტონის არაა ბიძინა ანტიდასავლელიო რომ ეუბნება ეხლა არ ჯერათ რა ქნან არ ჯდება მაგათ სტრატეგიაში

რაა თქვე უზე დაწყებულებო გებელსმა ხომ არ დაგკბინათ
დააბრალე მოწინააღმდეგეს ყველაფერი რასაც ებრძვისო

ესეც კი გაამდიდრეთ თქვენი დანაშაულების რისთვისაც სამუდამოდ გაგიძულათ ხალხმა ოცნებისთვის მიწერა დაიწყეთ

ვერ ეშვებით ამ ცოცვას ზოგი მიშას ევერესტზე აცოცდით ზოგი უსინდისობის და მედროვეობის

ისე იკლაკნებით თითქოს ათიათასობით პროკურატურაში სარჩელის შემტანი ხალხი შტანდატერფიურერმა შტირლიცმა შეთავსებით რუსმა ჩეკისტმა ისაევმა დააზარალა

კუბო ხომ გამიოთალეთ ეხლა ლურსმნებსაც იჭედებთ
ღმერთი იყოს თქვენი შემწე

ამ ე რ თ ა დ ე რ თ კეთილშობილურ საქმეში

როგორც მიყრილი მიწის ხმას გავიგებ ეგრევე ამ ბრაკ ოცნებას მივუბრუნდები მე შენ გეტყვი და აქ სულ აჟურშია საქმე

ისე აჟურზე გამახსენდა ქარდავას რუდუნებით შეგროვილ კადრებში რამდენი ნაცების მომხრე კაცი დადის შარვალში დამალული აჟურული კალგოტკებით ჰა

ეგებ გამიგო გერმანე შენ რა არ იცი
ველის ერთიანი თეორია გექნება შემუშავებ;ული სახელად

ველით ხუთიან თეორიას

არა არა არის შენში რაღაც ანტიკური ჩემო გერმანიკუს ანონიმუს ელზასელო

თქვენი ხსოვნისა იყოს ნაცებო იფ იფ რა კაი ღვინოა გერმანე ერთი ძეხვი მომაწოდე გერმანიიდან მივაყოლო

ავტორი: ელიზა
23.02.2013 01:49
გერმანე,
გარკვეული ნაწილი მეოცნებეების ხვდება ყველაფერს, მაგრამ "ვალშია" ქველმოქმედთან და კიდევ დიდხანს არ ამოიღებს ხმას.
ნაწილს ეშინია.
ნაწილს გამარჯვებული უყვარს
ნაწილს ისე ეზიზღება წინა მთავრობა, გულწრფელად სჯერა რომ სამართლიანობა აღსდგა.
ნაწილის ტვინი მართლა დაბადებიდან პრიალაა
ნაწილი კი შოკშია, ასე სწრაფად ამდენ შეცდომას არ ელოდა "ოცნებისგან", ქართველის ბუნება ხომ იცით, ადვილი არ არის იმის აღიარება რომ შეცდა და მწარედ მოატყუეს.
სულ რომ შვილი დაუუთაონ, მაინც იტყვის კრიმინალს არ მოუმატიაო.
სოლომონი, ერეკლე და მისი სულიერი ძმები და სეხნიები, რომელ ნაწილს მიეკუთნებიან არ ვიცით, თუმცა შედეგისთვის რა მნიშვნელობა აქვს.
გულწრფელად გეთანხმებით და ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას.
იმედს კი ფეისბოკის გამოკითხვა მაძლევს, სადაც 40% აპირებს მიტინგზე წასვლას. თუ მანამდე პრეზიდენტს არ აიყვანენ ან ყველას დახოცავენ.

ავტორი: ანონიმი
23.02.2013 01:25
ნატურალლ.., არ მითხრა ეხლა, გიგი უგულავას დაჭერა არ დაამთხვიეს 19 ნოემბრის მიტინგს, აკი შენმა ღმერთმა კომიკურად შეხედეთო?
თვითონ მგონი არ უყურებს კომიკურად?

ავტორი: GERMANE
22.02.2013 23:39
სოლომონ და ყველა სხვა სეხნიებო, ნუთუ არ გაქვთ საერთოდ უმცირესი პასუხისმგებლობის და მოქალაქეობრივი გრძნობა. ნუთუ საერთოდ არ გაგაჩნიათ შუბლის ძარღვი, როცა ახლანდელი სიტუაციის შემყურეებს ენა მოგიბრუნდებათ და რაიმე დადებითს ხედავთ ამ პროცესებში.
საქართველო სტალინისტურ ქვეყნად იქცა. კიარ იქცევა - უკვე იქცა.
აბსოლუტური ავტორიტეტი და კულტი - ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია სხვა აზრის არათუ მოსმენის, არამედ სხვისი მონაყოლით აქცეპტირების უნარი. ამ პიროვნებას სძულს ყველა, რომელიც მას არ აღმერთებს. ყველა ის, ვისთვისაც ბიძინა ივანიშვილი მზეჭაბუკი და მაცხოვარი არაა, ციხეში ჩაჯდომის კიარა, გალინჩვის ღირსია.
ნუთუ შენ სოლომონ, შენი პოპულისტური სარკასტული გამოცდილებით ეჭვი გეპარება ჩემი სიტყვების სისწორეში?
არა მგონია.
ნუთუ შენ, ნატურალ, ვითომდა კრიტიკული თვალით რომ უყურებ რეალობას, ვერ ხედავ რა სისტემა ჩამოყალიბდა?
სააკაშვილი თუ ქრთამის აღების გამოაშკარავებისათვის ადამიანებს სხვების ჩაშვებისაკენ უბიძგებდა - ახლა ადამიანებს მასობრივად ჰკითხავენ და იძულებულს ხდიან როგორც სტალინის დროს გვარები და დამნაშავეები, რაღაც შეთქმულებებში მონაწილეები დაასახელონ, თანაც მასობრივად დაასახელონ, რომ თავად არ დაიჭირონ.
ამას აკეთებდა სტალინი. ოღონდ იმ განსხვავებიტ რომ ის ამ ხალხს კლავდა. ესენი ამ დაჭრილებს რას უზავენ და ვის გააუპატიურებინებენ ციხეებში ქურდებისათვის უპატივცემულობის ბრალდებიტ - ესეც საკითხავი დარჩება.
მტელი საქართველოს სახელმწიფო პოლიციად გადაიქცა. ენერგეტიკულიდან დაწყებული ფინანსთა სამინისტროს ჩათვლით, განათლების სამინისტრო პოლიციად იქცა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახლა "ტრაქტორების" საქმის გამომძიებლად გადაიქცა. ვერ ხვდებით საით მიდიხართ? ბოლო ბოლო საქართველოს 70% ჩაუშვებს 30%, ეს 30% იმ 70%-ის ნახევარს და ასე გაგრძელდება პინგ-პონგი. საქმე კი არაფერი გაკეთდება. ხალხს 3 თეთრით უიაფებენ ენერგიას და ეს მიღწევაა და დახმარებებს უკვეცავენ - ეს ალბათ არავინ იცით არა?
რა ხართ, რა ჯურის ხართ ან ოჯახი და მომავალი თუ გყავთ -ძალიან მაინტერესებს. და თუ ვინმე ახალგაზრდა ასე 15-20 წლის მოზარდი გიმშვენებთ გვერდს - იმას როგორ უხსნით, რომ ათასობით ადამიანები იკითხება, პოლიციად იქცა მთელი ქვეყანა?

ავტორი: ელიზა
22.02.2013 19:17
იქნებ ნახოთ 21 თებერვლის "პოლიტმეტრი".
ნინო ჟიჟილაშვილის და ირაკლი ფირცხალავას საუბარი.
ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი ( კახა ბენდუქიძის შორენა შავერდაშვილის, ინგა გრიგოლიას დიანა ტრაპაიძის შემდეგ) იმის საჩვენებლად, რა მძიმე საყურებელია მოუმზადებელი ჟურნალისტის საუბარი მოაზროვნე პროფესიონალთან.
ასევე ნათელია , რა მაშტაბის როლი მიუძღვით "მოჭორავე" და მიკერძოებულ ჟურნალისტებს საზოგადოების მოტყუებასა და მანიპულირებაში.

ჩვენს თვალწინ , ჟიჟილაშვილმა შემოუშვა სატელეფონო ხაზით ია მეტრეველი და ალანძღინა ფირცხალავა, იმ ახსნა-განმარტებით, რომ ქალბატონი ია დაჟინებით ითხოვდა ჩართვას
და უარს ვერ ეტყოდნენ.
ცოტახნის შემდეგ ჟიჟილაშვილის თქმით ასევე "დაჟინებით" ითხოვდა ჩართვას ბატონი რობაქიძე.
რომელმაც საუბარი ასე დაიწყო:
" თქვნმა პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა რომ ფირცხალავა გყავთ ეთერში და დიდი მადლობა......"
უთანაგრძნობდით დაბნეულ ჟიჟილიშვილს, რომელიც წამის წინ ფირცხალავას საზოგადოების მოტყუებაში სდებდა ბრალს.
სახეზე იყო ჟურნალისტის შემდეგი ქმედება:
1) სრულიად მოუმზადებელი და გაუთვითცნობიერებელი კითხვები პროფესიონალს.
2)სტუდიაში წყევლა-კრულვის სცენების დადგმა
3) ტყუილი მაყურებელს

ქალბატონო სალომე!
9 წლის წინ რევოლუციით მოვიშორეთ დამნაშავე მთავრობა, 5 თვის წინ- არჩევნებით.
სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამომყენებელი ჟურნალისტების მოსაშორებლად რა გზები არსებობს?

ავტორი: naturali
22.02.2013 18:54
ბუხუტი ასჯერ გითხარი მაგრავ ვერ გადნა გოგირდი შენს ყურებში

არც ნაცი ვარ არც ოცნებელი

ერთისაც და მეორესიც

ერთი მოძალადე მეორე იდიოტი

ავტორი: БУХУТИ
22.02.2013 18:14
რასაც ვიმსახურებთ იმას მივიღებთ და სამართალიც აღსდგება...ბარი-ბარში ვიქნებით ბოლოს და ბოლოს )))
მოემზადეთ ქოცებო!!!

ამ საკითხზე გენერალ როდიონოვის არ შეგვშინებია თავის დროს,ვნახოთ ერთი დღევანდელი გენერალი როგორ ფორმაშია....მე უფრო მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლის "ბაბუინების" ან "ჯაბას" მეთოდს გამოიყენებენ მგონია,შევხედავთ ძალიან საინტერესოა....

ავტორი: naturali
22.02.2013 18:11
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნათიას

,,ეს მიშას დრო კი არაა, ქუჩაში გამოსვლისთვის რომ პასუხი ( რაიმე სახით) არ მოსთხოვონ!:))

ვაგზლის პეპელას მეტი სინდისი ექნება ალბათ

არავინ თქვას მდიდარია ქრთული ენაო

მაშინ ნათიას ეს ნათქვამი შეაფასეთ ერთი სიტყვით გინდ ორით

ადამიანის ჯილაგი შეგძულდება კაცს

ავტორი: naturali
22.02.2013 17:07
კაია 19 აპრილი ერთად შექუჩდებით აბა ცალცალკე სად გეძიონ ოცნებისტებმა გვერდებში საბაყუნოდ

ეხლა სერიოზულად

გუშინ იყო მგონი იხუმრა ალბათ ვიღაცა ინკოგნიტომ როზენტალის კომისიას თუ ჯგუფს ვქმნითო

ბუხუტი და ბუხუტიანელებო

მიუხედავად თუ რა შთაბეჭდილება გაქვთ ჩემზე საქმე საქმეზე რომ მიდგება ძალიან კი არა სისულელემდე გულჩვილი ვარ

ღმერთია მოწამე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძალადობისა
ეხლა სილის სურვილი არ გამაგონოთ კაცმა კი უნდა იჩხუბოს ხანდახან

არ მინდა ვინმე დაშავდეს ან უარესი მოხდეს

ნუ იწვევთ ხალხს გადარეული ქართველი ძალიან სასტიკიც შეიძლება იყოს

მღვდლის შეურაცხყოფით გაგიჟებულებმა თათრების ცოლ-შვილიც არ დაინდეს სუყველა გაჟლიტეს

გთხოვთ ნუ მიდიხართ ავანტიურაზე

მე უფრო დაჭერილი საქმეაღძრული ნაცების და ელექტორატის გასამხნევებლად ნათქვამი მგონია ასევე ოცნების საღავღავოდ გადაგდებული სატყუარა მარა რა ვიცი ეშმაკს არ ძინავს

ავტორი: NATIA
22.02.2013 16:56
არ იქნება საკვირველი, რომ ცოტა გამოვიდეს !
ნაციონალების მხარდამჭერებიდან, ბევრი, შიშის გამო არ მივა, იმიტომ რომ იციან რა ხალხთან აქვთ საქმე.
ეს მიშას დრო კი არაა, ქუჩაში გამოსვლისთვის რომ პასუხი ( რაიმე სახით) არ მოსთხოვონ!:))
მაგრამ არა უშავს, ბოროტებას არასდროს გაუმარჯვნია დიდი ხნით....
მაშინ მათი დევიზი იყო " არ მეშინია" და მართალიც იყვნენ, სხვათაშორის მარტო ამაში..

ჩვენ - გვეშინია !!!

იმიტომ რომ ამათ შუბლზე ძარღვი გაწყვეტილი აქვთ უკვე დიდიხანია.

ავტორი: БУХУТИ
22.02.2013 13:34
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
22.02.2013 00:01

მართალია სოსო ჭვავისყანელო!!!,ხოდა მივადგებით 19 აპრილს მთავრობას კოჰაბიტაციისთვის :)

ავტორი: ეკუნა
22.02.2013 13:07
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
22.02.2013 00:01
ვავა, ვავა!
http://news.ge/ge/news/story/46679-jachvliani-kohabitatsia-somkhuri-sityvaa-da-qartulad-shedebas-nishnavs

სოსო ჯაჭვლიანი ძალზედ სიმპატიური მამაკაცია, ხშირად სასაცილო.
როგორც პოლიტიკოსი საგანგაშო.
თუ ივანიშვილს მაინცდამაინც უნდოდა დაესაჩუქრებინა ეგ და ლუკა კურტანიძე გაწეული წვლილისთვის, გამოეყო ადგილი სვანეთში, ნებაყოფლობით შეეკრიბა შუასაუკუნეებში ცხოვრების მსურველი სვანები და დაენიშნა სოსო მამასახლისად, უკაცრავად, მახშვად (როგორც ადგილობრივი) და მოადგილედ ლუკა კურტანიძე (როგორც თანამოაზრე).

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
22.02.2013 00:03
უფრო მეტად ვავა, ვავა!
http://news.ge/ge/news/story/46721-kobakhidze-sosom-albat-ikhumra

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
22.02.2013 00:01
ვავა, ვავა!
http://news.ge/ge/news/story/46679-jachvliani-kohabitatsia-somkhuri-sityvaa-da-qartulad-shedebas-nishnavs

ავტორი: ანონიმი
21.02.2013 22:44
ნატურალ,
დაწყნარდი, 19 აპრილს რომ ტავი მოეჭრებათ, მერე დაისვენებს ყველა.
ტვტონ მივლენ და ტავიაანტი ოჯახის წევრები, დიდი დიდი 1000 კაცი მოგროვდეს.
საბოლოოდ მასინ ჩაიქოლებიან ნცაიონალები, შენ არ ინერვიულო.

ავტორი: ნატურალი
21.02.2013 18:17
ნატურალი მიესალმება გერმანე ვერვოლფს

გერმანეს ვეუბნები ანონიმო გაიგონე

საქმე იმაშია რომ ძალაუფლების სიტკბოთი გაბრუებული ხალხი მათ შორის ნაცობა ვინაიდან ჯერ კიდევ ამ ჩაკრაშია

არაადექვატური ხდება ძნელია შეეგუო იმას რომ ჯერ კიდევ ყოვლისშემძლე დღეს მაგია გამოცლილი ბებერი შამანი ხარ ისტორიის სანაგვეზე მიგდებული და ის ხვადები გუშინ რომ შენი გულის მოსაგებად კნაოდნენ დღეს თავზე გაშარდავენ

ასე რომ ისტორიასაც ბევრი ახსოვს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულები და მათგან შანსი გამარჯვებისა ცოტას ქონდა

მაგრამ ამას ვერ შეუჩერებია

სხვა გზა გარდა ვა ბანკისა ანუ ძალისმიერი გადაწყვეტისა ნელნელა ციხეში გადაბარგებას და პირველსავე საპარლამენტო არჩევნებზე გაქრობას უდრის

ძალაუფლება კი ის ჩიტია ბდღვნად რომ ღირს

ხოლო ხალხი ის ჩიტი არაა გერმანეს და მიშას ზომბირებას დაუჯეროს

იყავით მშვიდად არ ვაპირებ ამ უფლების გამოყენებასო

ძაანაც რომ რელურია საფრთხე ასე რომ ეს ჩიორას ეჭიკჭიკეთ
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4

სხვა მასალები

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

აუდიო „რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“

საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე.
გაგრძელება

აუდიო არჩილ სულაკაურის თბილისი და თბილისელები

არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებში“ შესული 14 ამბავი ამ სახით მისმა ვაჟმა, ლაშა სულაკაურმა გააერთიანა და შარშან გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული