პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 18:52

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

თვითმფრინავი „დალანდი“

x
ავტორი ნიკო ნერგაძე
იქნებოდა დილის ოთხი საათი, როდესაც თბილისს ფრანკფურტიდან გამოფრენილი თვითმფრინავი მიუახლოვდა. რეისი 15-16 წლის ზრდასრული, მოწიფული, ზომიერად ფერ-ხორციანი გოგო-ბიჭებით იყო სავსე. ამერიკიდან ბრუნდებოდნენ. 1996 წელი იდგა. მე მეშვიდე რიგის შუა სავარძელში ვიჯექი. მხრებამდე თმა და ამაზრზენი ბლანჟე მქონდა. Offspring-ის ჩონჩხიანი მაისური მეცვა.

იმდროინდელი ემოციები საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი სცენები დღესაც ცხადად წარმომიდგება, თითქოს გარედან ვუყურებდე ჩემს თავსაც და სხვებსაც.

ორმოცდაათამდე გოგო-ბიჭი ვართ, რომლებმაც ათი თვე გავატარეთ ამერიკული სკოლის დამამთავრებელ კლასში. უმეტესობას, ბუნებრივია, ძალიან ენატრება სახლი - მაშინ არც ინტერნეტი ჰქონდა ვინმეს და არც ესემესი. ტელეფონით დარეკვა ოთუსბირი ღირდა. თვეში ოთხჯერ რომ გელაპარაკა 15-15 წუთი, ფული სულ აღარ დაგრჩებოდა.

ახლა კი დაღლილობისგან ყველა გაწამებულია. ყველა დაცლილი ჩანს. სახლის მონატრება ერთია, მაგრამ ამას თან ფიზიკური დაღლილობა ემატება. ბევრი დღე-ღამეზე მეტია, რაც გზაშია. უმეტესობა მარტო გამოფრინდა ამერიკის პატარა ქალაქიდან უფრო დიდ ქალაქში, იქიდან ჩიკაგოში ან ნიუ-იორკში და მერე - გერმანიაში. გზადაგზა თავისნაირებს - ამერიკამოვლილ ქართველებს - შეხვდა. პატარა ჯგუფები ნელ-ნელა გამსხვილდა და ბოლოს, ფრანკფურტში, ერთად აზვავდა თვითმფრინავში.

ეს მეორე დიდი ნაკადი იყო, რომელიც ასეთი მასობრივი გაცვლითი პროგრამით ეწვია ამერიკას. მანამდე უცხოეთში სასწავლად ვიღაცები კი დადიოდნენ, მაგრამ თითო-ოროლა - ან ძალიან მდიდრები, ან ძალიან იღბლიანები. ჩვენ კი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა დაგვაფინანსა. პროგრამის აზრი ის იყო, რომ ბავშვებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ამერიკულ სკოლაში ესწავლათ და მერე სამშობლოში ჩაეტანათ თავისუფლების სურნელი და ლიდერებადაც ჩამოყალიბებულიყვნენ. პროგრამას ასეც ერქვა: Freedom Support Act (დღეს ჰქვია FLEX – Future Leaders Exchange. ისეთი მასშტაბური აღარ არის, მაგრამ მაინც კარგი რამეა).

სხვებს რა გეგმები ჰქონდათ მომავალ ლიდერობასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ჩემი მიზნები უფრო მოკრძალებული იყო: მენახა ამერიკა, მეყიდა კარგი მაგნიტოფონი (თავისი ბევრი დისკით), მქონოდა სექსი და... და მეტი, მგონი, არც არაფერი.

ახლა, აქეთობას, ნაწილობრივგეგმაშესრულებული მოვდივარ: ჩანთაში სონის ყველაზე იაფიანი მაგნიტოფონი მიდევს, თავისი 4 დისკით (სამი ნახმარია, კლასელისგან შეძენილი და ერთიც - ახალი. კიდევ ბევრი კასეტა მაქვს). ამას გარდა, მომაქვს ჟურნალ „Rolling Stone“-ის ათი თვის ნომრები.

კიდევ ქაღალდის პარკი მაქვს, რომელშიც ქურთუკია ჩატენილი და „ეივონის“ შამპუნის ოცამდე ტესტერი ყრია. პარკი ნაწილობრივ გახეულია და ტესტერები ძირს ცვივა (ამერიკელი „დედა“ „ეივონის“ პროდუქციას ჰყიდდა და უპრიანად მიიჩნია, საჩუქრად სახლში ტესტერები გამოეტანებინა. მანამდე საბეჭდი მანქანის ჩუქება გადაწყვიტა, რადგან კომპიუტერი იყიდეს და აღარ სჭირდებოდათ. უმძიმეს რკინის ჯართზე რომ ზრდილობიანად წიხლი ვუკარი, გაბრაზდა).

მეტი მაინცდამაინც არაფერი მომაქვს. არც მატერიალური და, არც, მგონი, სხვანაირი. პიროვნულ ზრდას და ლიდერად ჩამოყალიბებას თავს ვერ ვატყობ. რა ბითურიც ჰამბურგერის ჭამამდე ვიყავი, ისევ ის ბითური დავრჩი.

იქვე შავტუხა გოგო ზის, რომელსაც თმაზე წითელი „პიორიშკები“ გაუკეთებია, გვერდით მჯდომ ბიჭს გამიზნულად აბოყინებს სახეში და თან ნაზად უღიმის. ამაყი სახე აქვს. შეურაცხყოფას კი არ აყენებს, უფრო აჩვენებს, რა ისწავლა. ახლა აღარ ვიცი როგორაა, მაგრამ მაშინ ამერიკის სკოლაში მიღებული საქციელი იყო.

ჩემგან ორი რიგით უკან მჯდომი მოხეული ბიჭი უყვება სხვებს, როგორ აგინა დედა საორიენტაციო შეხვედრაზე გაცნობილ უზბეკებს. ეგ ბიჭი კარგად მახსოვს ამერიკაში წასვლამდე გამართული შეხვედრებიდან. თეთრი, გაუთოებული პერანგი ეცვა ხოლმე, თმა ბოლომდე ჰქონდა დავარცხნილი და შეკრებებზე რომ იჯდა, გარეთ დედა ელოდებოდა. გაზრდილა.

მარცხენა რიგში მჯდომი ბიჭი „გეიმბოის“ თამაშობს და თან ამერიკაში ნაყიდ პლეერს უსმენს. კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს ამოღებული, იმ დროისთვის ძვირიანი. ამბობს, იქაურმა ოჯახმა მაჩუქაო. აი, ეგეთი ჯიგრები იყვნენ, ყველაფერი მიყიდესო. მე ჩემს ტესტერებს დავცქერი და ვფიქრობ, რომ ვიღაცებს მაგრა გაუმართლა. მხოლოდ დიდი ხნის მერე მივხვდი, რომ იტყუებოდა: საქართველოდან გაატანეს ფული და უთხრეს, არ გააბაზროო.

გვერდით მჯდომი გოგო ინგლისურად მელაპარაკება, ანუ ინგლისურ ფრაზებს კი არ ურევს ლაპარაკში, არამედ სუმთლიანად ინგლისურად ლაპარაკობს. ქართულად რომ ვეუბნები რამეს, ინგლისურად მპასუხობს. რაღაც ხნის შემდეგ ვაპროტესტებ, კაი, შეჩემა, რა იყო-მეთქი. გაბრაზებული მპასუხობს (სრულიად სერიოზულად), I forgot how to speak Georgian-ო.

თუმცა, ცოტა ხანში ავიწყდება, რომ ქართული დაავიწყდა და მშობლიურ ენაზე გადადის. გარშემო ყველა თავის ამერიკელ კლასელებზე ჰყვება და იმაზე, თუ რა კარგი დრო გაატარეს (მე ვყვები, რა კარგი იყო „რედ ჰოტ ჩილი პეპერსის“ კონცერტი. ვიტყუები. არანაირ კონცერტზე იქ არ ვყოფილვარ). ეს გოგო კი მომავალზე ნერვიულობს. იმაზე კი არა, როგორ გაავრცელებს თავისუფლების სულისკვეთებას, ან როგორი ლიდერი გახდება, არამედ უფრო ახლო მომავალზე. წუხს, რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი დაეშვება და ოჯახს დაინახავს.

- ნეტა მანქანით დამხვდნენ, - ამბობს და წინასწარ ბრაზდება, - უფ, აი, მეტიც არ მინდა, ავტობუსით მოსულები დავინახო!

ძალიან ნერვიულობს.

როცა ვამბობ, ბითური ვიყავი-მეთქი, არ ვხუმრობ. იმ თვითმფრინავში სერიოზული დეგენერატი ზის Offspring-ის ჩონჩხიანი მაისურით. აი, არაფრის აზრზე არ არის ცხოვრებაში. მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ ავტობუსით იმას სახლში არავინ წაიყვანს.

ეგრეც ვეუბნები, ერთი წელი ამერიკაში იყავი, მალე გათენდება, ბარგი გაქვს, იშოვიდნენ შენები სადმე მანქანას და ისე წაგიყვანენ-მეთქი. არც ჩემებსა ჰყავთ მანქანა და არც ჩემების ჩემებს, მაგრამ რამეს მოახერხებენ და შენებიც ეგრე-მეთქი.

მაგრამ ის გოგო არ მისმენს. აღარც ინგლისური ახსოვს და აღარც არაფერი. იმას ფიქრობს, როგორ ჩასვამენ ავტობუსში მშობლები და ბრაზისგან კანკალებს.

ამ ამერიკაში წასვლა-წამოსვლისას ბევრი შთაბეჭდილება მივიღე. ჯერ კიდევ წასვლამდე გამოცდების ჩაბარება რად ღირდა (უზარმაზარი კონკურსი იყო, ლამის საქართველოს ყველა მეათეკლასელი მონაწილეობდა)! მერე თვითონ უცხო ქვეყანაში და უცხო ქვეყნის ოჯახში ცხოვრება. ამერიკული სკოლა. იქაური წეს-ჩვეულებები. მოკლედ, ამდენი რამე...

მაგრამ, იმ დროიდან ყველაზე ცხადად მაინც ეს „ქართულდავიწყებული“ გოგო მახსოვს. როგორ ეშინოდა დაბრუნების! და რისი ეშინოდა! და როგორი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა!

- ოღონდ ავტობუსით არ წამიყვანონ. Fuck! ოღონდ ავტობუსით არ წამიყვანონ.

ნეტა დამენახა, რით დახვდნენ...


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ნდ საიდან გვწერთ: თბილისი
06.02.2013 19:02
კარგია, ნიკო, მე პირადად მომეწონა, იმიტომ, რომ არაა ყალბი და ქლესა.
რაც შეეხება უცხოეთში გასვლის ცნებას ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუნდაც 1-2 თვით აუცილებელია უცხოეთიდან შეხედო საკუთარ ქვეყანას, ახლობლებს, ოჯახს, საკუთარ თავს. ნურც იმის გამო გალანძღავთ იმ გოგოს, რატომ და რისთვისო, ასე იყო ალბათ აღზრდილი და არც მისი მშობლები იყვნენ სხვანაირი და ალბათ არ გაუკვირდებოდათ მათ შვილს რომ "სულ დაგავიწყდა ქარტული, რაც მამამ პეტერბურგში წაიღო" :))

ავტორი: mariami
03.02.2013 01:57
ვაიმე ეს ანონიმი ვინ ისროლა :დ

ავტორი: მესამე მიზანი საიდან გვწერთ: მესამე სართული
31.01.2013 14:20
მესამე მიზანი მაინც ვერ შეისრულე და სექსის გარეშე დაბრუნდი ? : )

ავტორი: იური კუზნეცოვი
30.01.2013 20:38
მოსკოვი, ვნუკოვოს აეროპორტი,მხოლოდ ერთი ტელეფონ-ავტომატი აეროპორტში, ოღონდ ჟეტონს ვერსად იშოვი, შორიახლოს მდგომი სპეკულიანტი ყიდის ხუთ დოლარად ცალს.ქართველი "კარმანშიკებით" სავსე, გასასვლელში ხელოვნურად ქმნიან საცობებს და ოსტატურად ასუფთავებენ მგზავრებს. ომონი და მილიცია სავსეა,მაგრამ ვერავინ ამჩნევს ამათ ქმედებას,ეტყობა შეთანხმებულად მუშაობენ. "პრაპისკა" არ მაქვს და ჩუმათ ვდგავარ რეგისტრაციის გასავლელად რიგში,არ მინდა მილიციონერს შევეჩეხო,30 დოლარს მაინც ამახევს "პრაპისკის" გამო.გულში ქართულად, მამაპამურად ვიგინები... ვიცი იქ რომ ჩავალ პირდაპირ ტრაპთან დამხვდებიან ძაღლები და ვენებს გამისინჯავენ,გამჩხრეკენ და რომ ნახავენ ისეთი არაფერი მაქვს 10$ დაჯერდებიან მარტო.....

ავტორი: PUZKA საიდან გვწერთ: BATKA MEDVED
29.01.2013 04:02
ცოტა მოიცადეთ და გამღერებთ სუყველას "რუსულ" ნოტებზე...

ავტორი: Floydian საიდან გვწერთ: თბილისი
27.01.2013 23:54
თვითმფრინავი "ლუფტანზა", 14 საათი მიუნხენში, დაუბანლობა, დაღლილობა, რკინის სკამებზე და ჩანთების გროვაზე ძილი...
ქართული არ დამვიწყებია, არც ქართველობა :დ მარტო ფასთფუდის კვალი მაჩნდა (ძალზედ მსუქანი კვალი). თან გიტარა მომქონდა, რომელზე დაკვრაც დღემდე ვერ ვისწავლე და სახატავი საღებავების მთელი ყუთი (ვერც ხატვით დავიკვეხნი). ამ ორი შენაძენით ამაყი ჩამოვედი. ჩემები ბიძაჩემის დანჯღრეული, შინდისფერი "ძევიატით" დამხვდნენ, ჯერ კიდევ თბილისში სამი ვულკანიზაცია გამოვიარეთ, რიკოთზეც ლამის ხელით ვათრიეთ ის მანქანა. მმ... გრძნობები მართლა ბუნდოვნად მახსოვს, მეც თითქოს გარედან ვხედავ იმ მომენტებს, რომელიც გადამხდა... ერთი გრძნობა კი სამუდამოდ გამყვება, როგორ ვტიროდი (უფრო სწორად, როგორ ვქვითინებდი) კლივლენდის "Rock n Roll Hall of Fame"-ში, როცა ელვისის კადილაკს, პეიჯის და ჰენდრიქსის გიტარებს, მორისონის ჩვილობაში ნაქონ წინდებს და ლენონის პიანინოს ვხედავდი. ძალიან კარგი 10 თვე იყო, ურომლისოდაც ერთი შეხედვით არაფერი არსებითი არ შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში და ალბათ მაინც ის ვიქნებოდი რაც ახლა ვარ, მაგრამ მაინც კარგი იყო.

ავტორი: დაინტერესებული, რით დახვდნენ საიდან გვწერთ: თბილისი
23.01.2013 00:44
მართალია, ეს არ არის მნიშვნელოვანი და არ იფიქროთ, რომ ზედაპირულად გავიგე რამე, მაგრამ მართლა, ძალიან მაინტერესებს რით დახვდნენ იმ გოგოს, იქნებ როგორმე გავარკვიოთ? :) (სერიოზულად)

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 20:07
ავტორი: ლანგუსტი საიდან გვწერთ:(ა)ქვეწარმა(წაშ)ვალი
22.01.2013 16:42
===========================
ამ ლანგუსტიმ რავა ყველაფერი იცის არაა ?

ავტორი: ლინგვისტი საიდან გვწერთ: აქედანვერწაშლი
22.01.2013 16:42
ავტორი: ფლექსელი :) საიდან გვწერთ: თბილისი
22.01.2013 11:52–დედის რძესთან ერთად 15 წლის განმავლობაში შეთვისებული სიტყვები, როცა 1 წლის განმავლობაში არსებას მართლაც ავიწყდება(რაღა უნდა თქვან სამ ოთხ ენაზე მოლაპარაკეებმა?)– მაგას მედიცინაში გონებრივი ჩამორჩენილობა ჰქვია, თუმცა ხალხში არსებობს უფრო ეშხიან–მარილიანი შეფასებითი გამოთქმებიც...

ავტორი: ფლექსელი :) საიდან გვწერთ: თბილისი
22.01.2013 11:52
Germane, თქვენ მგონი გავიწყდებათ იმის გათვალისწინება, რომ ბავშვები 15-16 წლის ასაკში მივდივართ ბავშვები და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად ვსაუბრობთ სახლშიც, სკოლაშიც, მეგობრებთან ერთადაც და სავსებით დასაშვებია, რომ რაღაც სიტყვები დაგავიწყდეს. ქართული ყოველთვის მახსოვდა და მემახსოვრება, მაგრამ სიტყვები ვერ მომიფიქრებია მაშინვე და ამაში გასაკვირი არაფერიც არ არის.

რაც შეეხება თქვენ ნაშრომს ბატონო ნიკო, გამიკვირდა რომ ერთი კარგი მოგონებაც კი არ ახსენეთ... დავიჯერო ტკბილად არაფერი გაგონდებათ?

მე სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი ამერიკაში გატარებული 11 თვით. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი მრწამსის, შეხედულების და კულტურის ადამიანი გავიცანი (რამდენიმე ათეული ჩემნაირი გაცვლითი სტუდენტი სხვა ქვეყნებიდან)... და ერთადერთი რაზეც გული მწყდებოდა სახლში დაბრუნებისას იყო, რომ მათ ვეღარ ვნახავდი დიდი ხნის განმავლობაში... სამწუხაროა, თუ თქვენ დროს ისეთი სტუდენტები იყვნენ როგორადაც თქვენი ნაწარმოებიდან ჩანს...
მე პირადად რამდენიმე უახლოესი მეგობარი შემომრჩა ქართველთაგან და რამდენიმეც სხვა სახელმწიფოდან, რომელთა ნახვასაც მალე ვგეგმავ.

კარგი იქნებოდა თუ თქვენ ამერიკაში ცხოვრებაზეც დაწერდით რაიმეს ... :)

საუკეთესო სურვილებით!

ავტორი: ჰიპი საიდან გვწერთ: პიკადილიდან
21.01.2013 22:09
ავტორი: ანონიმი
21.01.2013 20:10-კი, ვუსმინეთ, კომენტარებიც ვნახეთ:ახალი არაფერი- რიგითი სიცრუე, ცილისწამება და დემაგოგია, რომელიც ამჯერად საერთაშორისო ასპარეზზე გააჟღერა...რამდენიმე ენაზე...არაადეკვატური და ექსცენტრული რომ არის ისიც ვიცით, კითხვას ადამიანთა წამების ფაქტების შესახებ როგორ "უგვერდულა"? ოსტაპ ბენდერი,ყვარყვარე თუთაბერი, კვაჭი კვაჭანტირაძე და ქოსატყუილა უსუსური ჯუჯები არიან მასთან შედარებით!

ავტორი: ანონიმი
21.01.2013 20:10
ბრავო, პრეზიდენტო!
ყველაფერი, ყველაფერი და პრეზიდენტი სააკაშვილი რომ ნამდვილად მამაცი (ჭკვიანი რომ არის - ყველამ იცით!) ადამიანია, ამას ვერ დაუკარგავ!

უსმინეთ სტრასბურგში?

ავტორი: naturali
21.01.2013 20:06
ანონიმი

;მთელ საქართველოს ეტირა ყოფა;

გული თუ საქართველოზე გტკივათ ნაცების ჩაბანას თავი დაანებეთ მაგათ რიონის მთელი წლიური მარაგი არ ეყოფა

ნუ აცოფებთ ხალხს ნაცების ქებით და მაკიაჟის კეთებით

ამ მიდგომით თქვენგან 100% სიმართლესაც არ გაიგებენ

თუ საკუთარი დაკარგული მდგომარეობა ისე გაწუხებთ რომ ის გაუსაძლისი ყოფა გინდათ მოაბრუნოთ

არბიტრებად ვერ ივარგებთ

ვერ ხვდებით რაც მეტს იხვანცალებენ და არაფერი დაგვიშავებიაო იყაყანებენ ნაცები

მით მეტ წყალს ასხამენ ოცნების წისქვილზე და ეგენიც უკრიტიკოდ გამოქლიავდებიან

მაგრამ შეიგნეთ ნაცების მთელი ისტორია რომც გაიმეოროს ოცნებამ ნაცებს მაინც არ აქვთ შანსი

უარესი მართლაც რუსული ორიენტაციის პარტიებს მიეცემათ შანსი

ჩემი აზრით ქვეყნისთვის მას უნდა კარგი ვინც სამუდამოდ გადახაზა ნაცები და აკრიტიკებს სამართლიანად და არა დემაგოგიურად ჩასაფრებული რევანშის ოცნებით

გაიგეთ მიშა და მისი ბოროტი რაზმი ამ დამცირება გამწარების შემდეგ რომ დაბრუნდნენ

ისეთი რეალობა დადგება 90-ანი წლები მოგვენატრება

ავტორი: naturali
21.01.2013 19:32
გერმანე

ძროხებზე ეს ფრაზა ძაან ადრეც გავაგზავნე მაგრამ სხვა რამეების გამო არ გამობეჭდეს

ორი ვარიანტია ვიღაც ქალბატონში გეშლები იმისი და ჩემი ნათქვამები დაემთხვა ან მოდერატორს მოეწონა და იქედან გაჟონა

გერმანე ნაჩქარევი დასკვნები დაგღუპავს

ისე თუ გინდა საქართველოში გასტროლებზე რომ ჩამოხვალ მაცნობე და გაგიცნობ და უტყუარ მტკიცებულებებს წარმოგიდგენ

ავტორი: კაკო საიდან გვწერთ: ყვარელის მთებიდან
21.01.2013 18:23
ავტორი: ანონიმი
21.01.2013 13:31"ნაცებს" და მის მომხრეებს რა გვიჭირს :)) :))მართალია- მთელი ქვეყნის ქონება "მოაყუჩეთ"-რაღა გიჭირთ....თუ შეგარჩინეთ...

ავტორი: GERMANE
21.01.2013 17:35
ნატურალ, გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, გიცანი და იცი რითი?

"ძროხები ცელოფანში გახვეულებს ფუნავენ" - აი ამითი.

ამას შენს გარდა, ვერ წარმომიდგენია ვინმე იტყოდეს.
რაღაც "ფერანშტალტულგზე" გნახავ და თითს დაგიქნევ - შეიძლება ასე ეშმაკზე სულის მიყიდვა? თუ გვეკაიფები?
ნწუ-ნწუ-ნწუ - არაა საქმე სახუმროდ, დამიჯერე. მივდივართ ელვისსისწრაფით იქეთ, შენც რომ არ გინდა - ასი პროცენტით ვიცი.

ავტორი: გოგონა საიდან გვწერთ: სამსახურიდან
21.01.2013 15:21
"ეგ ბიჭი კარგად მახსოვს ამერიკაში წასვლამდე გამართული შეხვედრებიდან. თეთრი, გაუთოებული პერანგი ეცვა ხოლმე, თმა ბოლომდე ჰქონდა დავარცხნილი და შეკრებებზე რომ იჯდა, გარეთ დედა ელოდებოდა. გაზრდილა." <3 :)))))

ავტორი: ანონიმი
21.01.2013 13:31
"ისედაც ეტირათ ყოფა"
============================
ეეჰ, "ნაცებს" კი არა, მთელ საქართველოს "ეტირა ყოფა" .
"ნაცებს" და მის მომხრეებს რა გვიჭირს :)) :))

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
21.01.2013 00:37
მე მგონი კომენტარების დიდ ნაწილში ზედმეტად სერიოზულად არის აღქმული მთელი ეს პოსტი და განსაკუთრებით ის საწყალი გოგო. მთელი ის საზოგადოება, რომელიც თვითმფრინავში იჯდა ისეთ ასაკში იყო, როდესაც უფრო მაგარი ტიპი გინდა გამოჩნდე ვიდრე სინამდვილეში ხარ და მე ვფიქრობ ამაში არაფერია ტრაგიკული . მთავარია სიბერემდე არ გაგყვეს ,თორემ მაგ ასაკში მოსულა. დღეს შეიძლება ის გოგოც ისევე ირონიულად უყურებს იმ დროინდელ საკუთარ თავს, როგორც ნიკო. ასე, რომ ბატონებო, ყველამ ჩვენ ჩვენი თინეიჯერობა გავიხსენოთ და უბრალოდ გავიღიმოთ იმ გოგოზეც, ნიკოზეც და საკუთარ თავზეც. :))))))))))) შობა-ახალ წელს გილოცავთ.:))))))))

ავტორი: naturali
20.01.2013 23:49
გოგია

ერთის მხრივ მიშას გვერდით დგომა იდეურ საწყისებზე თუ ფასადური დემიკრატიის უკან ხალხის ბრბოდ მიჩნევა და ძარცვა წამება რაიმე იდეაში ჯდება

მეორეს მხრივ ეს არაობები ისტორიის ცინიკური ბუნებიდან გამომდინარე რადგან ისტორიის შექმნაში ადამიანები მონაწილეობენ და ძირითადად მანიაკები და გაიძვერები
ზევით რომ ამოტივტივდნენ და ეხლა სალაფლავიანი გეჯა ააცალეს

ეს ორი კომპონენტი ისეთ კოქტეილს ქმნის ამათთან ლაპარაკი უაზრობაა

პირადად მე წესიერი და მშრომელი ადამიანი თუნდაც შეურაცყოფა შეურაცხყოფაში რომც ერეოდეს ამათ მირჩევნია ამ თავზეწიგნდაცემულ ენაგატლეკილებს

ასე რომ ამათი განაჩენი გამოტანილია და ჩვენ იმის მაგიერ რომ შევაგნებინოთ დანაშაულის სიღრმე ჯობია განაჩენი შევუსრულით

ანუ წესიერი ქვეყანა ვაშენოთ

ამათ რად უნდათ შეურაცყოფა ისედაც ეტირათ ყოფა

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 18:22
ბოდიში, მოდერატორო !))
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
20.01.2013 18:30
არაფერს, ანონიმო! :-)

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 18:11
რატომ გამოტოვეთ ჩემი კომენტარი,

სადაც "გოგიას" მის სტილში ვესაუბრები ?
ანუ, ვასწავლი როგორ ჩაწეროს სიტყვა.
"შეურაცყოფა" კი არა, შეურაცხყოფა !:))
და მისსავე სიტყვებს შევუბრუნებ: " სამწუხაროდ, ისევ ცოდნა, ისევ სწავლა...მისი დეფიციტი..." :))
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
20.01.2013 18:13
ამ ფორუმზე ერთადერთი გამოუქვეყნებელი კომენტარია, და ისიც - სხვისი. როგორც ჩანს, ან სხვა ფორუმზე გაგზავნეთ, ან რაიმე ტექნიკური მიზეზით არ გამოიგზავნა.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
20.01.2013 17:29
ავტორი: ანონიმი
20.01.2013 16:07-ტვინი ფიზიკურად არსებული, თანდაყოლილი ფენომენია, განათლება-შეძენადი, წიგნიერება -შრომის ნაყოფი... უტვინოდ კომენტარს საერთოდ ვერ დადებ, განათლებისა და წიგნიერების გარეშეც დადებ, მაგრამ ზემოაღნიშნული კომპონენტების დეფიციტი დაეტყობა და რა ვქნა თუ შევამჩნიე-აღარ დავწერო? ამაში საწყენიც არაფერია, ახალგაზრდები ხართ (სიფიცხესა და რადიკალურობაზე გეტყობათ), ცხოვრება წინა გაქვთ, ისწავლით.... სასურველია სხვის შეცდომებზე ისწავლოთ ვიდრე საკუთარზე...

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 16:07
"ისევ უნდა შეგახსენოთ, სამწუხაროდ, ისევ ცოდნა, ისევ სწავლა...მისი დეფიციტი..."
------------------------------------------
ოჰ, ვის გაუკვირდა?! :))
ეს შენი სიტყვები არ არის, გოგია, ამაზე მეტი პირადი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
20.01.2013 13:22
ავტორი: ანონიმი (სავარაუდოდ,იგივე NATIAლონდონიდან)
19.01.2013 00:17
{დეფიციტი შენს ტვინშია გოგია ! ჰო, კიდევ"სხვა ხალხები" - არასწორია}.გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რომ (ამ გვერდზე)ვერანაირი არგუმენტი ვერ გამონახეთ ბლოგერის პოზიციისა და (სხვა გავერდებზე) ჩემი შეფასებების საწინააღმდეგოდ და იძულებული გახდით ჩემს პირად, დაუსაბუთებელ, შეურაცყოფაზე გადასულიყავით...პოლემიკისას და ცხოვრებაშიც ასეთი უსუსურობა ყოველთვის სიბრალულს იწვევს... მეც მებრალებით...

ავტორი: me
19.01.2013 01:23
რა შუაშია ეს კომენტარები ბატონი ნიკოს შთაბეჭდილებასთან მაინც ვერ ვხვდები.

ავტორი: ანონიმი
19.01.2013 00:17
დეფიციტი შენს ტვინშია გოგია !

ჰო, კიდევ
"სხვა ხალხები" - არასწორია.

ავტორი: naturali
18.01.2013 23:45
რა იციან ამათ რაა ევროპა ამერიკა

იქ თხა კაზიოლი არაა

მგელი ვეგეტარიანელია

ძროხები ცელოფანში გახვეულებს ფუნავენ

ჩიტები სმოკინგებით ფრენენ მარსელიოზას უსტვენენ და არ ისკლინტებიან

ირგვლივ სულ მხიარულება და ცეკვა სიმღერებია

იქ არავინ კვნესის ხოლო თუ კვნესა მაინც მოგესმა

ეს ელტონ ჯონი ან ვესტეველეა და ისინიც მხოლოდ სიამოვნებისაგან კვნესიან

ეხ ევროპა ეხ ამერიკა

სად ვცხოვრობთ ფუ გოიმები

ავტორი: naturali
18.01.2013 23:11
გოგი ბატონო აქ ორივე მართალი ხართ მე მგონი

ბევრ სიტყვას სრულფასოვანი შესატყვისი რომ არ აქვს შემოუშვებ ენაში

მაგრამ ანონიმო ცოტა თუ არ დავამუხრუჭეთ არ გიფიქრია სადამდე შეიძლება მივიდეთ ენის ნახევარი ბარბარიზმები ხომ არ შეიძლება იყოს

ქართული ენა რომ ორივესთვის ძვირფასია ეჭვი არაა ასე რომ აქ კი არ ვიციგნოთ ვიკამათოთ

ავტორი: ისევგოგია საიდან გვწერთ: ისევგოგიეთიდან
18.01.2013 22:40
სხვაობაისაა, რომ ის სიტყვები საერთაშორისოა ტერმინებია (შენ რომ იშრომე ჩემთვინა)მეტნაკლებად ყველა ენისათვისაა დამახასიათებელი, ხოლო ისინი , რომლებსაც მე ვაკრიტიკებ- მხოლოდ ინგლისურენოვანია და სხვა ხალხები მას არ იყენებენ...ისევ უნდა შეგახსენოთ, სამწუხაროდ, ისევ ცოდნა, ისევ სწავლა...მისი დეფიციტი...

ავტორი: შენ რომ ძალიან გძულს,ის ანონიმ
18.01.2013 21:14
ჩვენო ძვირფასო და თანაც გრამატიკოსო გოგია, არ ეშვები ამ სხვისი სიტყვებით ( ასოებს-არ დავწერ! ) თამაშს ხომ?:))

მაგრამ ნახე რა ხდება, შენ გავიწყდება, რომ როდესაც შენ სიტყვა "ბაზარს" ახსენებ და ქილიკობ "მარკეტზე", გავიწყდება რომ "ბაზარიც" შემოსული სიტყვაა ქართულში.

...და ასეა მთელი რიგი სიტყვებისა, შენივე კომენტარში, რომელსაც შენ ყურადღებას აღარ აქცევ.

წავიდააააა :

ინტონაცია;
კომუნისტი;
ინსტიტუტი;
ტერმინოლოგია;
ტექსტი;
სისტემატურად;
კომენტარები;
ინტერნეტი;
ფაქტები;
პროვინციალიზმი;
გეოგრაფიული;
ინტელექტი;
კოპლექსი;
პერსონა;
ფენომენი;
ავტომატურად.( აუჰ, რამდენი ვიშრომე შენთვინააა...)

განა ყველა ეს სიტყვა სხვადასხვა დროს არ შემოვიდა ქართულ ენაში ?
შე გრამატიკოსო შენააა...

ავტორი: მაგი ანონიმი,
18.01.2013 20:30
ავტორი: აქაური საიდან გვწერთ: საქართველოდან
18.01.2013 16:28
-------------------------------
დიდუუუ... ნემეტანი კაი, ჩემო ბატონო !))

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
18.01.2013 20:15
ავტორი: GERMANE
18.01.2013 17:21-გერმანე, გეთანხმები 100%-ანი ხარ...არის ერთი ქართული ავადმყოფობათაგანი რომელსაც მისი გამოთქმის ინტონაციური შესაბამისობის გამოხატვა სხვა ენის გამოყენებით შემიძლია-"თბЫლისელ"-ობა! კომუნისტების ეპოქაში მათი უმეტესობა რუსულად "ბაზრობდა", ქურდული ინსტიტუტი რუსული ფენომენია-ყველა ძველბიჭობდა, გოგოებიც კი... ტერმინოლოგიაც რუსული იყო-სტავკა,კუსოკი, ტუსოვკა,როჟა, შატალო, ტისაკი, პრიჩოსკა, კალბასი...დღესაც კი თბილისის ბაზრებში კლიენტურა შაქარს-"პესოკს" ეძახის... კულტურაც მორგებული იყო-რუსულ საბჭოური:ესტრადა! ყველა სიმღერას 50-50 ათზე ქართულ რუსული ტექსტით მღეროდნენ, გგონიათ ვინმე აძალებდათ?-არა...ბევრი რომ არ გავაგრძელო-"გავწიეთ" რუსები და იმავე დღიდან დაიწყო მარა, რა დაიწყო: "ფეშენ უიკები", "ივენთები", "მარკეტები"," შოუმენი", "პრეზენტაცია", "პრისელერი" "მარჩენდაიზერი," მენეჯერი""დისტრიბუტორი".... ეს კიდევ არაფერი-რადიო "თავისუფლებას" ვინც სისტემატურად უსმენს, იქ აუცილებლად აღმოაჩენს დავით (იგივე გონზო) ჩიხლაძეს, რომლის ლექსიკაში ეგერ აგერ ურევია ქართული სიტყვები-დანარჩენი სულ ინგლისურია....აქვე კიდევ ერთი: მისი კომენტარები ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ მასალებზე ყოველთვის მთავრდება სიტყვებით "ბევრი ვიხალისეთ", "იხალისეს"-ეს ხალისი... ფაქტებისადმი, ხშირად ტრაგიკული ფაქტებისადმი მხიარული, მსუბუქი, აგდებული დამოკიდებულება, ისევე გამაღიზიანებელია როგორც ის "პაკაზუხობა"(აჰა,კიდევ ერთი რუსული ტერმინი) რომლებზეც ჩვენ დღეს გვიხდება საუბარი... ეს პროვინციალიზმია...ღრმა პროვინციალიზმი, რომელიც არავითარ კავშირში არაა გეოგრაფიულ წერტილში დაბადება- ცხოვრება- ყოფნასთან... ეს ინტელექტზე, განათლების დონესა და აღზრდის დონეზე დამოკიდებული ქცევათა კომპლექსია, რომელიც პერსონას დედაქალაქში დაბადებით ("კარენნოი"- აი კიდევ ერთიც- თბილისელის ფენომენი) ცხოვრების გატარებით ავტომატურად არ ეკუთვნება...

ავტორი: GERMANE
18.01.2013 17:21
გამაკვირვებს ეს ხალხი: 16 წელია გერმანიაში ვარ და ისიც ყოფილა, რომ სამი წელი არ ვყოფილვარ საქართველოში. ისიც ყოფილა და 2 წელი გასულა - ქართველი კი სათოფე მანძილზეც ვერ მინახავს.
მაგრამ, ან ენა დამვიწყებოდეს და ან კიდევ რაიმე ქართული სიტყვა არ გამხსენებოდეს - ვერ წარმომიდგენია.

ერთი ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ - მე საქართველოდან 23 წლის ასაკში წავედი და გერმანიაში 26 წლის ასაკში დავფუძნდი.
რა ასაკისაა ეს ბავშვები - 3 დან 5 წლამდე ასაკისანი ხართ ბავშვებო ამ FLEX- პროგრამაში თუ უფრო წამოქოჩერებულები?

იმათთვის, ვინც სამი თვეზე მეტია უკვე ამერიკაში და ქარტული კარკატ არ ეკერკება, ავხსნი სიტყვა "წამოქოჩორებას":
"ქოჩორი" ნიშნავს მტკიცე და ბღუჯა თმას.
"ბღუჯა" რას ნიშნავს?
ამას მშობლები აგიხსნიან ტელეფონით.

დაგიჯეროთ ახლა ესა I forget how to speak georgian "?
კი დაგიჯერებდით, მაგრამ, ასე რომ იყოს, იქ გასაშვებ გამოცდას IQ-ს გამო ვერ ჩააბარებდით და ამიტომაც თქვენთვის ჯობია რომ არ დაგიჯეროთ, ჯობია უფრო ბლატაობაში და პაკაზუხობაში ჩამოგართვათ, ნამდვილად ჯობია.

ავტორი: აქაური საიდან გვწერთ: საქართველოდან
18.01.2013 16:28
ავტორი: ანონიმი
17.01.2013 20:44- ფაქიზად მოგახსენებთ ჩემს სათქმელს... თქვენგან განსხვავებით მე არ მიხდება ასეთი ტექსტის წერა:"ისეთი ამბები მესმის საქართველოდან და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ზ ე, რომ ზოგჯერ მგონი მეც მირჩევნია აღარ მახსოვდეს ქართული!"-რადგან აქ ვარ, აქ ვცხოვრობ , ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის... საქართველოს ყველა ბედნიერი და უბედური წუთების მომსწრე ვარ,...იყო დრო საკუთარ შვილებს მოხარშული ხორბლით გაკეთებულ შეჭამადს ვაჭმევდით...აქ ვრჩებით, აქვე მოკვდებით , მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ ქართულს (ჩემი შვილი თავისუფლად ფლობს გერმანულ, ინგლისურ, ნორვრგიულ, რუსულ ქართულ, ენებს)არასოდეს ეთაკილება ქართველობა...იმას ვისაც "ლაითად" ცხოვრება უნდა, სამშობლო კარგად გამომცხვარი ხაჭაპური ჰგონია, ყველიანი გული რომ უნდა გამოაჭამოს და პურიანი ყუა გინებით მოისროლოს...ასეთებისათვის არის მარტივი, მუსიკალურად ჟღერადი გამოთქმები-მატრაკვეცი, მედროვე...არ მინდა გაწყენინო, მაგრამ გეტყვი საზღვარგარეთიდან საქართველოს "პატრიოტობა" კარგად "გამოგდით" მაგას "ინტერნეტპატრიოტიზმი" შეიძლება დავარქვათ და ისევე ნაყოფიერია, ისეთივე შედეგის მომტანი, როგორც ინტერნეტ სექსია სასამოვნო და განაყოფიერების მომტანი... არცარაფერს ვიტყოდი-ჩუმად მაინც იყავით, აქეთ ნუ გვასწავლით და ნუ გვიხსნით, რა პირობებში ვცხოვრობთ, ვისი ხელმძღვანელობისასაა ცხოვრება უკეთესი და ვისთან უარესი....გიყვარდეთ და ეთაყვანეთ თქვენს კერპებს, ღმერთმა მშვიდომაში მოგახმაროთ! ჩემი "კერპია" საქართველო და სანამ მას ჩემს კერპად ვაქცევდი-მთელი სიგრძე სიგანით ვისწავლე ყველაფერი ქართული რაზეც ხელი მიმიწვდა...კარგად ვისწავლე ჩემი ქვეყნის მტრების ისტორიანი, ხასიათ-თვისებები... აქ ვცხოვრობ, აქ ვიცხოვრებ და სანამ პირში სული მიდგას მედროვეებისა და "ნეობოლშევიკების" მომხრე, ფანი მით უმეტეს- არ ვიქნები...

ავტორი: ანა მეხვარიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
18.01.2013 12:57
(წინა კომენტარის გაგრძელება....)
არაფერი არ შემმატა მეთქი იქ ყოფნან, რომ ვთქვა ძალიან ვიცრუებ. ელემენტარული რომ ვთქვათ ამერიკაში ვიყავი ეს პერიოდი და ახლა ინგლისურად გამართლად ვლაპარაკობ! მაგრამ, რაც მთავარია - ჩამოვყალიბდი, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე! მარტო რომ სადმე გამიშვა, ვიცი, რომ თავისუფლად მოვახერხებ დამკვიდრებას და ცხოვრებას. გავიცანი უამრავი კულტურის წარმომადგენელს, და მართლაც მივხვდი, თუ რამხელა განსხვავებები და მსგავსებებია ჩვენს შორის, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათთან ურთიერთობას და მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობა. გავიზარდე! სულ 9 თვე გავატარე იქ, მაგრამ გავიზარდე! PDO-ზე (გამგზავრების წინა ორიენტაცია) ნასწავლი რამდენიმე ფრაზა კი დღემდე ხშირად მახსენებს თავს და თქვენი სტატიაც ერთ-ერთი იყო. "Not better, Not Worse - Just Different!" ალბათ იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენს რეისებზეც, თუ რამდენად განსხვავებული იყვნენ ისინი, ან რამდენად განსხვავებულიად მივიღეთ ჩვენ ორმა ეს გამოცდილება, და დარწმუნებული ვარ რამდენი FLEX-ელიც დადის ამ დედამიწაზე ყველას სხვადასხვანაირი, თავისებურად უნიკალური გამოცდილება აქვს. ან ალბათ ისიც არის, რომ ჩვენმა "კულტურულმა სათვალეებმა" სხვადასხვა ფერებით დაიწყო ხედვა....
დღეს კი აქ ვარ! სამშობლოს დავუბრუნდი, მაგრამ ალბათ იგივე გრძნობები მაქვს უკან, ამერიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ის არ არის ჩემი სამშობლო, მაგრამ ის არის ადგილი, რომელმაც დაუვიწყარი ერთი წელი და დაუვიწყარი ხალხი მაჩუქა, რომელთა ნახვაც ვვდები ისე მინდა... ყოველთვის დიდი სიამაყით გავიხსენებ იმას, რომ მე მქონდა შანსი ვყოფილიყავი ერთ-ერთი, რომელსაც ქონდა შესაძლებლობა ეტარებინა ის ლურჯი მაისური, რომელსაც დიდი თეთრი ასოებით აწერია FLEX!! მოვა დღე, როდესაც კიდევ განვიცდი ამ გრძნიბებს ისევ იქიდან მომავალი და ვიტყვი "იქ ოკიანის გაღმა...........................
მეამაყება მუდამ, რომ ქართული მაქვს მიწა!"

ავტორი: ანა მეცხვარიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
18.01.2013 12:49
2011 წელი... მაისი... კარგად მახსოვს ბოლო დროის განმავლობაში როგორ მაღვიძებდა დილაობით, რაღაც უცნაური, ალბათ უფრო შიშის გრძნობა... წამოსვლის დღე ახლოვდებოდა და ყველაფერზე ვნერვიულობდი, ფრენაზეც კი, თითქოს პირველი ფრენა ისევ თავიდან უნდა განმეცადა... არ შეიძლება არ ითქვას ის, რომ ამ მომენტში დარწმუნებული ვარ ყველა FLEX-ელის გული ორად სკდებოდა... ნაწილი, რომელსაც სასტიკად უნდოდა უკან, სამშობლოში დაბრუნება და მეორე ნაწილი, რომელიც იწვოდა, რადგან იქაურობა, მეგობრები, ოჯახი და ყველაფერი, რისთვისაც კი ამ ერთი წლის განმავლობაში მიუღწევია ასე ადვილად უნდა დაეტოვა... ბოლო დღეების განმავლობაში მასპინძელ დედას ვერ ველაპარაკებოდი, რადგან სულ ტირილი მივარდებოდა. გამოსვლის დღეს კი დედაჩემმა ბოლოჯერ რომ დამირეკა სკაიპში, იმასთვისაც ორი სიტყვა ძლივს გაიმეტა ჩემმა ირგანიზმმა. დედაც მიხვდა და დამემშვიდობა... ვხვდებოდი, რომ ეს გაცვლითი სტუდენტობის ყველაზე ცუდი ნაწილი იყო... ორად გაყოფა...
......
უკვე ჩიკაგოში ვარ... შევხვდი რამდენიმე მონატრებულ მეგობარს! ახლაც მახსოვს, როგორი უცნაური შეგრძნება იყო "ლაივში" ქართულად ლაპარაკი. შემდეგ როგორი სიამაყის გრძნობით ვაყურებინე დათას, ნიკას და რამდენიმე მეგობარს ამერიკულ სიმღერის გუნდში გაკეთებული ხალხური სიმღერა! მოეწონათ... ყველანი ლაპარაკად ვიყავით ქცეულები და ერთმანეთს ამბებს და გამოცდილებებს ვუზიარებდით! დრო არც კი გაწელილა... ყოველთვის ძალიან კარგად მახსენდება ის ორი უძილო და დაღლილი დღე, როდესაც ჩვენ უკან, სამშობლოში ვბრუნდებოდით.
....
უკვე გერმანიაში ვართ... ჩამოსვლიდან შემდეგ ფრენამდე 12 საათი იყო შუალედი... ეს დრო საათი როგორ გავიყვანეთ? მოგიყვებით... გიტარა... გიგის გასაშლელი პიანინო :D საჩხაკუნოები,ჩვენ ერთ-ერთი აეროპორტის "კაფის" მაგიდასთან და ცოტა ხანში ხალხი ტაშს გვიკრავდა. შემდეგ ბავშვების უფრო დიდ გუნდს შევუერთდით. "გეითის" გახსნას ვუცდიდით ყველანი. ამასობაში კი ხალხური სიმღერები, ცეკვა, ბოლოს მგზავრები და ფრანი. :)) ყველა გამვლელი ჩვენ გვიყურებდა... გამახსენდა ისიც, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც შარშან, კიდევ იქამდე სანამ მეთვითოვე გავხდებოდი FLEX-ელი ჩემმა მეგობარმა მარიამმა, რომელიც წინა წელს იყო გაცვლითი სტუდენტი, თავვისი უკან დაბრუნების ერთ-ერთი ვიდეო მაყურებინა, სადაც ბავშვები თავისივე დაწერილ სიმღერას მღეროდნენ. "იქ ოკიანის გაღმა........................... მეამაყება მუდამ, რომ ქართული გვაქვს მიწა"... მაშინ მივხვდი, რომ ამ სიტყვების აზრს სწორედ მაშინ გავაცნობიერე, როდესა მართლაც იქ, ოკეანის გაღმა ვიყავი. მოგვიანებით ამ სიმღერის ავტორები მარიამი და თორნიკეც გავიცანი. ეს სიმღერა კი ალბათ ყველა FLEX-ელმა იცის უკვე, მინიმუმ 4 თაობის ბავშვებმა ზუსტად ამასწინად გემრიელად ვიმღერეთ!
.....
უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეში ვართ! ჩემს გულში რა ხდებოდა იმ მომენტში არ ვიცი... ალბათ ახლა კიდევ უფრო კარგად ვიგებდი დიდი ილიას განცდებს "მგზავრის წერილები"-დან "როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე"... ზუსტად ეს განცდა... ერთი ის კი ვიცოდი, რომ ძალიან მენატრებოდა...
არ დამავიწყდება არც ის, თუ როგორ დაუფიქრებლად დავიწყე ჰიმნის სიმღერა ხმამაღლა, როდესაც თვითმფრინავი მიწას შეეხო და როგორ ამყვა შემდეგ მთელი თვითმფრინავი....
ჩვენ ჩამოვედით!

გაგრძელება შემდეგ კომენტარში....

ავტორი: Marina საიდან გვწერთ: Tbilisi
18.01.2013 11:37
წაკითხვისას უცნაური რამე აღმოვაჩინე: მცირე გამონაკლისის გარდა ქართველი პოლიტიკოსები "იმ გოგოსნაირები" არიან:))))

ავტორი: 373 საიდან გვწერთ: surebi
18.01.2013 06:46
ავტორის ამპარტავნება ნახე!
ვითომ მას არ ქონდა 'ავარდნილი' როგორც სხვებს. თავად Cool იყო, აი სხვები კი.....

ავტორი: Gio FLEX საიდან გვწერთ: USA
18.01.2013 05:13
მოგესალმებით!
პირველ რიგში დიდი მადლობა პოსტისთვის და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესოა. მართალია მე ჯერ დაბრუნება არ გამომცდია როგორია იმიტომ რომ კიდევ აქ ვარ მაგრამ...
კომენტარებს გადავავლე თვალი და ძალიან ბევრი წერს, რომ ამ პოსტში ყველზე დიდი ყურადგება მიიქცია ფრაზამ: "I forgot how to speak Georgian" : სიმართლე რომ ვთქვათ არც მიკვირს! რადგან მეც რომ ველაპარაკები ჩემ ოჯახის წევრებს ზოგი სიტყვა მავიწყდება მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ " გავამერიკელდი " :X ისევ ქართველი ვარ და მუდამ ვიქნები უბრალოდ 1 წელი როცა მარტო უცხო ენა გესმის ძალიან რთულია რომ სწრაფად გადაერთო სხვა ენაზე. ასე რომ, შეიძლება ის გოგოც უბრალოდ ემოციებში იყო მაგრამ მაინც მაგარია... ერთ რამეს კი მივხვდი შტატებში ყოფნისას : FLEX is huge opportunity, which helps you to open gate to your successful life. ეს ერთი წელი ჩემ ცხოვრებაში უდიდესი მიგებული გამოცდილება იქნება!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პოსტისთვის :)

ავტორი: rambo
17.01.2013 22:41
ნიკოჯან, გამაგებინე, ,,თავისუფლების" ღამის გადაცემაში ,,ახალგაზრდულ პროგრამას" რომ გამოგვიცხადებენ,ეს ნიშნავს,რომ შენ გაიჩითები და ამერიკულ მუსიკაზე იწყებ თავდავიწყებით ქადაგებას. ქართული ახალგაზრდული - აღარ ჟღერს? ნონსენსია?თუ ასეა, ხომ არ გველაპარაკა ამაზე?

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
17.01.2013 22:38
მე 95-ში დავბრუნდი და ნიკოს ნაამბობი ძალიან ნაცნობია ჩემთვის, მეგონა ჩემს ამბავს ყვებოდა, იმას დავამატებდი რომ წასვლა კიდე უფრო საინტერესო იყო, ფოთიდან თბილისამდე ბეტეერი გვაცილებდა გზაში რო არ დავეყაჩაღებინეთ :)))

ავტორი: არჩილ საიდან გვწერთ: რუსაანთუბნიდან
17.01.2013 21:28
რატომ გგონიათ რომ ახლა ნაკლები მასშტაბია? 50 ბავშვს გზავნიან ისევ...
საინტერესო ისაა წინა წლების ალუმნებისგან რამდენი რეალური ლიდერი მიიღო საქართველომ -კარგი იქნებოდა მაგ საკითხზე გესაუბრათ კომენტირებისას -რა მოგცათ თქვენ FLEX-მა

ავტორი: ანონიმი
17.01.2013 20:44
ავტორი: Giorgi389 საიდან გვწერთ: Tbilisi
17.01.2013 19:59
"თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ამ სტატიის მთავარი აზრი შემდეგ სიტყვებშია: I forget how to speak georgian "
---------------------------------------
ისე, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ისეთი ამბები მესმის საქართველოდან და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ზ ე, რომ ზოგჯერ მგონი მეც მირჩევნია აღარ მახსოვდეს ქართული!:))

[ გოგია, ნუ ებდღვნები ეხლა ჩემს კომენტარს... ვიხუმრე! მაინც გაფრთხილებ, იმიტომ რომ შენნაირებს იუმორის გრძნობა არ შეიძლება რომ ჰქონდეთ!!! ]

ავტორი: Ana საიდან გვწერთ: NYC
17.01.2013 20:37
ნიკო, მაგრად ვისიამოვნეეე, დიდი მადლობა. დავბრუნდი 16 წლის წინ, ბავშვობაში.
ჩემთვის საქართველო ისეთი აგარასოდეს აგარ იყო, როგორიც მანამდე, სანამ გაცვლით სტუდენტად წავიდოდი...

ავტორი: Giorgi389 საიდან გვწერთ: Tbilisi
17.01.2013 19:59
თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ამ სტატიის მთავარი აზრი შემდეგ სიტყვებშია: I forget how to speak georgian

ავტორი: ლეილა საიდან გვწერთ: რუსთავი
17.01.2013 14:32
არ მიკვირს, წავიდა,წამოვიდა,მაგრამ ჯერ ხომ ბავშვი იყო მაინც,ისევ ბავშვური ემოციები ჰქონია და ეს სულაც არ ნიშნავს მისი პიროვნების დეგრადაციას.მომავალი მეტს დაანახებს და მეტ-ნაკლებად მაინც დაიხვეწება და მჯერა,აუცილებლად გაარჩევს პირველს მეორისაგან.ზოგადად, არ მიყვარს ბავშვში მაინცდამაინც ცუდის და გამოუსწორებლის დანახვა.

ავტორი: nino2000 საიდან გვწერთ: Tbilisi
17.01.2013 09:33
მეც კარგად მახსოვს უკან დაბრუნება - თუმცა, სიმართლე გითხრათ, გზაში უფრო ვიხალისეთ, ვიდრე "ვიტრიპაჩეთ." ეტყობა ამდენი ემოციებისგან, ზოგს მართლა ავიწყდებოდა სიტყვები ქართულად და ვიცინოდით ამაზე. გამოცდილების გარდა, FLEX alumni საუკეთესო რესურსია ინფორმაციის მისაღებად ან საქმის გასაკეთებლად. და რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც alumni ვიკრიბებით, თუნდაც საღამოს, სუშიზე და ღვინოზე და ბევრს "ვჭორაობთ" და ვხალისობთ :) ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაბრუნების შემდეგ ალუმნების ურთიერთობა, სხვადასხვა პროექტების თუ ღონისძიებების მოწყობა, ეს კიდევ უფრო გვაკავშირებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მთლიან პროგრამას. FLEX '99-'00

ავტორი: exchange საიდან გვწერთ: USA
17.01.2013 01:31
ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა დ ავისიამოვნე, მეც ვიყავი მაგ პროგრამით და მართლა ასახავს რეალობას! :)

ავტორი: გვანცა თოთლაძე საიდან გვწერთ: თბილისი
16.01.2013 23:38
FLEX-ის ერთ-ერთი მიზანია სტერეოტიპების დამსხვრევაში დაგვეხმაროს,თუმცა სამწუხაროდ ზოგჯერ თავად ხდება ობიექტი მასზე შექმნილი სტერეოტიპებისა(თანაც უფრო ხშირად არაკომპეტენტური ადამიანებისგან). ისეთ ასაკში გვიშვებენ ამერიკაში როდესაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ და რათქმაუნდა ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ამ ერთ წელს, ზოგი ამერიკაში ყოფნის დროს ხვდება რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა, იგი "გაიზარდა" და ბევრი რამ ისწავლა,ზოგსაც კი წლები სჭირდება რომ მიხვდეს რომ იქ გატარებული ერთი წელი მართლაც რომ განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო.მაგრამ დამერწმუნეთ ეს ერთი წელი,რომელიც სავსეა საოცარი გამოცდილებებით,თითოეული ჩვენგანის ლიდერად,დამოუკიდებელ და პასუხისმგებლიან ადამიანიად ჩამოყალიბებაში მართლაც რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს.
სტატია რომ წავიკითხე,ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ არ შემეძლო რაიმე არ დამეწერა. დარწმუნებული ვარ ყველა FLEX-ელს ამ სტატიამ საქართველოში დაბრუნების დღე გაახსენა. მიუხედავად იმისა რომ მე ჯერ კიდევ ახალ თაობად ვითვლები, სულ რაღაც 2 წლის წინ ვიყავი შტატებში, რაღაც საერთო მაინც ყოველთვის იქნება ძველსა და ახალ თაობებს შორის. რათქმაუნდა არიან ისეთი გამონაკლისებიც რომლებიც ამერიკულ ცხოვრებაში იმდენად "გადავარდებიან" ხოლმე რომ ძველი-ქართულის გახსენებაც აღარ უნდათ. მაგრამ მე ამას ამ პროგრამის სისუსტედ ვერ ჩავთვლიდი, რადგან უმეტესად,ძირითადად არიან ისეთები, რომლებიც პატრიოტული სულისკვეთებით ბრუნდებიან საქართველოში და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისკენ იღწვიან. მე ვამაყობ ასეთი FLEX-ელებით!!!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არის

ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან, მაგრამ მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არის.
გაგრძელება

მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგი

მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშში Doing Business საქართველოს პოზიციამ მერვე ადგილიდან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, რეიტინგის გამოანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლის გამო, შარშანდელი მერვე ადგილი წელს მეთოთხმეტეს გაუტოლდა.
გაგრძელება

ვიდეო პაატა შეშელიძე დანაზოგების შესახებ

31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი.
გაგრძელება

აუდიო ნავთობზე ფასების კლება

​ივნისიდან მოყოლებული, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 პროცენტით დაეცა, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ისეთ ექსპორტიორ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული