პარასკევი, 01 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 17:51

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

ბიძინა ივანიშვილი, ევროპის მომავალი და რიგის კონფერენციის გაკვეთილები

x
„რიგის კონფერენციას“, რომელიც, ტრადიციულად, ორ დღეს გრძელდება ხოლმე, 6-7 სექტემბერს უკვე მეოთხედ დავესწარი და ამჯერადაც, ისევე როგორც წინა მივლინებების დროს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამეუფლა. საქმე ისაა, რომ გამუდმებული გადარბენების გამო, რაც რადიორეპორტაჟისათვის ხმების აკრეფას, მათ დაჭრა-დახარისხებას, ელექტრონული ფოსტით გაგზავნას, შესაბამისი ტექსტის დაწერას და სატელეფონო ჩართვას სჭირდება, ბევრი საინტერესო დისკუსია, გლობალურ საკითხებზე ცნობილი პოლიტიკოსების მოსაზრება თუ, უბრალოდ, ყოფით მომენტებთან დაკავშირებული შთაბეჭდილება რჩება რეპორტაჟების მიღმა. ამჯერად კი ჩვეულებრივ ჟურნალისტურ რუტინას დაერთო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჯერ ჩაწერა, შემდეგ მისი სასწრაფოდ გაშიფვრა და ამ უზარმაზარი აუდიოს ოპერატიულად გაგზავნა პრაღაში, რის გამოც, შეიძლება ითქვას, რიგის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ალბერტიდან“ გაუსვლელად ყოფნის ყველა რეკორდი მოვხსენი. თუმცა, წარსული შეცდომებისა და ჩემი ზოგიერთი კოლეგის თხოვნის გათვალისწინებით, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებთ, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ბიძინა ივანიშვილთან პირველმა შეხვედრამ, გადავწყვიტე ნანახი და გაგონილი აღარ შემომედო „მაღალ თაროზე“ და ერთგვარი დღიურების სახით შემომეთავაზებინა.


ერთი მესიჯით ორგანიზებული ინტერვიუ

რიგაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველად შევხვდი. შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ იყო კიდეც მთავარი, რის გამოც რიგის კონფერენციაზე აკრედიტაცია ვითხოვე. მასთან შეხვედრაზე კი, პირველ ყოვლისა, იმის გარკვევა მინდოდა, თუ რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის მეთაური ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, რაც, რაღაც პირობებით, სტრატეგიულად თურმე შეიძლება სასარგებლო გახდეს საქართველოსათვის, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირებას და თავისუფალი ვაჭრობის დაწყებას გეგმავს. მინდოდა დამეზუსტებინა, რას ნიშნავდა მის მიერ ამ კონტექსტში ბუნდოვნად ნათქვამი ნართაული „რატომაც არა?!“, რაც ავბედითად ჟღერდა ვილნიუსის მოახლოებული სამიტის წინ. თუ რამდენად დამაკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის პასუხმა, ამაზე მოგვიანებით გეტყვით.

მანამდე კი კოლეგიალობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს ორგანიზებას არ დასჭირვებია მის აპარატთან მრავალთვიანი ოფიციალური მიმოწერა თუ წინასწარ შეკითხვების შეთანხმება, რასაც ხშირად დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების კანცელარიაც ითხოვს. რიგაში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე ფეისბუკით გავუზიარე ჩემი სურვილი მანანა თოქმაჯიშვილს, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანამშრომელს, რომელმაც მალევე მიპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრი 7 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტის ე.წ. კულტურული პროგრამის შემდეგ შემხვდებოდა. თუმცა გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი რადიოს თანამშრომლობის „მწარე გამოცდილების“ გათვალისწინებით, გულის სიღრმეში არ მჯეროდა, რომ პრემიერის აპარატიც რაიმეს არ მოიმიზეზებდა და ბოლო მომენტში თავაზიან უარს არ გვეტყოდნენ დაგეგმილ ინტერვიუზე. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ პროამერიკული იმიჯის მქონე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ჭირის დღესავით გაურბის“ ჩვენს რადიოსთან თანამშრომლობას და ორჯერ დაგეგმილ შეხვედრაზე გვითხრა უარი. ინტერვიუს ვინ ჩივის, სააკაშვილი ისე ამთავრებს პრეზიდენტის კარიერას, რომ უწყინარი „თავისუფლების დღიურების“ დაწერაზეც კი უარს ამბობს, რაც ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება.


სენსაციური, მაგრამ არასკანდალური საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ 7 სექტემბერს რიგაში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუ რიძენეში“ 12.10 საათზე დაინიშნა. ეს ის დროა, როდესაც რიგის კონფერენციაზე ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო თემაზე - აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივასა და გამოწვევებზე - დისკუსია უნდა დაწყებულიყო. თუმცა ინტერვიუს გადადება არ მითხოვია, რადგან ამ დისკუსიის ჩანაწერს კონფერენციის პრესცენტრში მოვუსმენდი, პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს შესაძლებლობა კი რიგაში აღარ მომეცემოდა.

სასტუმროში დათქმულზე 10 წუთით ადრე მივედი, ბიძინა ივანიშვილი კი ინტერვიუზე 10 წუთით გვიან მოვიდა. სამაგიეროდ, მე „შური იმით ვიძიე“, რომ პრემიერ-მინისტრს 10 წუთით მეტი ველაპარაკე, რაზეც იგი, მისსავე საყვარელ გამოთქმას თუ ვიხმართ, სიამოვნებით „წამომყვა“. საბოლოო ჯამში, თავაზიან მოკითხვას და დიქტოფონის შემოწმებას თუ არ ჩავთვლით, ჩვენ ზუსტად 19 წუთი ვისაუბრეთ. აქედან ჩვენი რადიოს ეთერში 17-წუთიანი ინტერვიუ გავიდა და შევეცადეთ ტექსტშიც მაქსიმალურად შეულამაზებლად, სტენოგრაფიული სიზუსტით მიგვეწოდებინა მკითხველისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუბრის შინაარსი. და ეს გავაკეთეთ შეგნებულად, - ოღონდ არა რაღაც ქვენა გრძნობით, - რის გამოც, სხვათა შორის, ერთ-ერთმა კომენტატორმა მოგვიანებით გვისაყვედურა, მეორემ კი, პირიქით, შეგვაქო.

საქმე ისაა, - მე მგონი, ყველა მიეჩვია, - რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან თავისუფლად ეკიდება სალიტერატურო ქართულ ენასაც და პოლიტიკასაც. ლაპარაკობს ისე, როგორც, ალბათ, პოლიტიკაში მოსვლამდე სახლში ახლობლებთან საუბრობდა. ეს მისი სტილია, ერთგვარი საფირმო ნიშანი, რომლის შეცვლასაც, რაკი, მით უმეტეს, დიდი პოლიტიკიდან წასვლა განუზრახავს, არ ესწრაფვის თავად ბიძინა ივანიშვილი. ამის მკაფიო მაგალითია ისეთი ლაფსუსები, როგორიცაა ევრაზიული კავშირის „ევროაზია კავშირად“ მოხსენიება ანდა ევროკავშირის სინონიმად „ევროპის“ ხმარება, მით უმეტეს, ასეთ კონტექსტში: „ევროპა ამოჩემება კი არაა სიტყვის, არამედ ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის უკეთესობისკენ. [ევროპაზე] უკეთესი ჯერ არაფერი არ შეუქმნია თანამედროვე ცივილიზაციას“.

საერთოდ, აზრი, რომ „ევროპაზე“ (ევროკავშირი იგულისხმება) უკეთესი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ძალიან სადავოა და გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დამიჯერეთ, ამის თქმის უფლებას თავს ყველაზე დიდი ევროოპტიმისტებიც კი ვერ მისცემენ. მაგრამ კიდევ უფრო სენსაციური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგნოზი რუსეთის მომავალზე, რამაც აშკარად გამიიოლა საქმე, მომეძებნა ყველაზე კრეატიული ფრაზა სათაურისათვის. ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, „რუსეთი შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოსიც“.

ჩვეულებრივ, ჟურნალისტები რესპონდენტების მოსაზრებათა შეფასებებს არ იძლევიან, მაგრამ რაკი ბლოგის დაწერა გადავწყვიტე, მხოლოდ ერთს ვიტყვი: მომეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო თემებზე საუბრისას სენსაციურ შეფასებებს მიმართავს და პროგნოზებშიც არ არის მაინცდამაინც მოკრძალებული. სამაგიეროდ, რუსეთთან მიმართებით იგი არ აკეთებს ისეთ სკანდალურ განცხადებებს, რაც საქართველოს ურთიერთობას გაუფუჭებდა მის დიდ ჭირვეულ მეზობელთან. რუსეთში, რომელსაც იმპერიული ამბიციები აწუხებს და რომელიც ვერასოდეს გახდება ნატოსა და ევროკავშირის, ანუ იმ გაერთიანებების წევრი, სადაც გადაწყვეტილებებს კონსენსუსით ღებულობენ და არა ხელების გადაგრეხით, ცხადია, გაეცინებოდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ვარაუდზე. თუმცა ამ პროგნოზის გამო, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ოდესმე ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა გახდება, არავინ დაუწყებს დეპორტაციას რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და არც ქართულ პროდუქციას გამოყრიან რუსეთის ბაზრიდან. ასევე შეუძლებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე უარის თქმად ჩათვალონ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნართაული რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული კავშირის შექმნაზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთ თემებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მეტი სიცხადე მართებს, რათა არ დატოვოს სივრცე ინტერპრეტაციისათვის. თანაც, საქართველოს საზოგადოებისათვის, რომელიც აშკარად ხედავს რუსეთის გააქტიურებას ყველა მიმართულებით, დამაბნეველი და სახიფათოა საუბარიც კი იმ გაერთიანების სტრატეგიულ სარგებლიანობაზე, რომელსაც მოსკოვი ეკონომიკური სანქციებით, სავაჭრო ომით, გაყინული კონფლიქტების გალხობის მუქარითა და დიქტატორული რეჟიმების ხელშეწყობით აკოწიწებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე.


მდიდრული კონფერენციის ხელმომჭირნე მასპინძლები

დასაწყისში ვახსენე ის უკმაყოფილების განცდა, რაც დროის სიმცირის გამო დამიტოვა ჩემ მიერ გაკეთებულმა ორიოდე რეპორტაჟმა, რომელიც ვერ ასახავს რიგის კონფერენციის დროს სადისკუსიოდ შერჩეულ ვრცელ თემატიკას. თავადვე განსაჯეთ: პირველსავე დღეს და პირველსავე პანელზე ევროკავშირის, როგორც ანგარიშგასაწევი გლობალური მოთამაშის, პერსპექტივაზე მსჯელობდნენ ლატვიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები ვალდის დომბროვსკისი და ზორან მილანოვიჩი, მათი ოპონენტი კი საბერძნეთის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი იანოს პაპანტონიუ იყო. თუ პირველი ორი ოპტიმისტის პოზიციიდან საუბრობდა ევროკავშირის გლობალურ პერსპექტივაზე, მესამე ამტკიცებდა, ევროზონას ახალი „მარშალის გეგმა თუ გადაარჩენს მოახლოებულ კატასტროფასო“.

შემდეგ პანელზე დისკუსიის თემა უკვე ნატო იყო. საგნობრივი და პრინციპული მსჯელობა გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის უნარზე, დაეხმაროს ევროპას „მოახლოებული გათიშულობის“ თავიდან აცილებაში. მთავარი მომხსენებლები იყვნენ ლატვიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრები არტის პაბრიკსი და ფილიპ ჰამონდი. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ევროკავშირის როლზე საუბრის დროს, კამათი იყო ძირითადად ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ეკონომიკურ ფაქტორებზე, რაც განსაზღვრავს ნებისმიერი გაერთიანების და, მათ შორის, ნატოს ქმედობაუნარიანობას.

საერთოდ, ასეთ კონფერენციას რომ ესწრები, ხვდები, რამდენად არის დაშორებული ევროპულ პოლიტიკურ ცნობიერებას ქართული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ნატო და ევროკავშირი დღესაც ერთგვარი საღვთო კავშირი ჰგონია, რომლის შესახებაც ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი. ამიტომაცაა, რომ საქართველოში 70 პროცენტზე მეტი კი უჭერს ნატოში გაწევრიანებას მხარს, მაგრამ ამ 70 პროცენტიდან 90-მა პროცენტმა შეიძლება არც კი იცოდეს, რას ნიშნავს ეს სამხედრო ბლოკი და რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად.

ჩვენი და ევროპული კულტურა კარდინალურად განსხვავდება ასეთი კონფერენციების ორგანიზების მხრივაც. ლატვიის ხელისუფლება, რომელსაც ხაზინაში საქართველოს ბიუჯეტზე, სულ ცოტა, ორჯერ მეტი ფული აქვს, თითოეულ ლატს (ლატვიის ოფიციალური ვალუტაა, თუმცა მხოლოდ მომავალი წლის იანვრამდე, იანვრიდან კი ლატვიაში მიმოქცევაში ევრო შემოვა) უფრთხილდება. რიგის საერთაშორისო კონფერენციის მთავარ სამუშაო სადილზე, რომელსაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, კიდევ ორი ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ, საპატიო სტუმრებს სალათით, ძირითადი კერძით (ჩვენში ჯერ კიდევ „მეორეს“ რომ უწოდებენ) და დესერტით გაუმასპინძლდნენ. ასეთივე მოკრძალებული იყო დასკვნითი ვახშამიც დაუგავის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ ბიზნესცენტრში. მაგრამ ეს, ჩვენი შეფასებით, ღარიბული სუფრა, არანაირად არ აკნინებს თავისი შინაარსით უაღრესად მდიდარ და წარმომადგენლობით რიგის კონფერენციას.

საქართველოში კი რიგის კონფერენციის მსგავს ღონისძიებაზე, ალბათ, უამრავი საბიუჯეტო თანხა დაიხარჯებოდა პომპეზურ და თვალისმომჭრელ კულტურულ ღონისძიებებში, სტუმრებისა და მათი მეუღლეებისათვის შედგენილ ცალკე პროგრამებში, საჭმელ-სასმელით დატვირთულ ბანკეტებსა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გზებზე გადაფენილ სუფრებში. და ნურავინ მეტყვის, რომ ასე მხოლოდ ყოფილი ხელისუფლება იქცეოდა. აგერ სულ ახლახან, ივნისის ბოლოს, ბათუმის ყოველწლიურ „თავდაცვის კონფერენციაზე“ ვიყავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი ბიუჯეტის ხარჯზე გადაჭარბებული ხელგაშლილობა, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანი იმყოფება სიღატაკის ზღვარს მიღმა და არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა შიმშილით იხოცებიან პატარა ბავშვები. თუკი ამ გულახდილი კრიტიკის შემდეგ კიდევ მიმიწვევენ მსგავს საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოში, ძალიან გამიხარდება დანახვა იმისა, რომ ყავლგასული პომპეზურობა და ჭამა-სმა ისტორიას ბარდება და ლატვიელებივით ქართველებიც ვახერხებთ შინაარსით მდიდარი კონფერენციების ხელმომჭირნედ ჩატარებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სკიპა საიდან გვწერთ: თბილისი
02.10.2013 16:01
ბატონო Бухути Шухути, ვნანობ რომ კომენტარი მივუძღვენი თქვენს პერსონას...დიდი თეოსოფოსი და ორთოდოქსის საიტოლოგი ბრძანდებით...მაშინ, როცა მე დეტალების მეშვეობით ვცდილობ დავინახო მთავარი..და კიდეც დავინახე-თქვენ ელემენტარული გეოგრაფიული რუკაც კი არ გაქვთ ნანახი ახლოდან,რომელზეც წერია სიტყვა "მასშტაბი"...რომელ ინტელექტზე და სულიერებაზეა საუბარი...რა შუაშია ჩვენს პოლემიკასთან გვარი და წარმომავლობა? -"შეუნდოს უფალმან, რამეთუ უმეცარ არს!"

ავტორი: Бухути Шухути
02.10.2013 14:58
ორი გენიოსი აჩუქა სკიპების გვარმა კაცობრიობას; ერთი ლეგენდარული ტიტო სკიპა დასავლეთში- იტალიელი მომღერალი,ლირიკული ტენორი , ბგერის ნამდვილი ჯადოქარი და მეორე უბრალოდ სკიპა აღმოსავლეთში,მსხვილი კალიბრის ენათმეცნიერი, ქართულ ასოთა ქომაგი და გულთამპყრობელი.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ- ძაან ნუ შეუთამაშდებით ასოებს ბატონო სკიპა, რამეთუ დაწერილია: 6. ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/akhali/2korintelta/2korintelta-3.htm#sthash.Ufe9FG66.dpuf

ეცადეთ სულს შეხედეოთ ადამიანში და არა მის გვარს და წარმომავლობას ;) თქვენ კი პირიქით, პირველ რიგში ასოები გაინტერესებთ ;)

P.S. ხუხუნაიშვილებმა მოგიკითხათ ლანჩხუთიდან.

ავტორი: სკიპა საიდან გვწერთ: თბილისი
01.10.2013 11:07
ბატონო Бухути Шухути,თქვენი-" ბატონო სკიპი.მე სკიპებს, მიჯირყნულებს,წერა-კითხვის უცოდინარებს და ტკიპებს თუ გავაკრიტიკებ,თორემ სად შემიძლია მაშტაბური პოლიტიკოსების და შუქურების კრიტიკა? ;) "-"კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოჩინდების" თქვენი ინტელექტის , წერა კითხვის ცოდნის დონეს სიტყვა "მაშტაბური"ს- წერა წარმოაჩენს...ქართულადაც და ყველა ენაზე-სწორი-"მასშტაბია"... რაც შეეხება მის გამოყენებას ცნობილი ოდიოზოური პიროვნების მიმართ-გეტყვით, რომ ნამდვილი პოლიტიკოსები ასპარეზიდან ისე სამარცხვინოდ "გაპომპოროხებულ-მიჯირყვნულნი" არ მიდიან, როგორც თქვენი კერპი მიდის...რაც შეეხება ტკიპების გვერდით ჩემს მოხსენიებას, მესმის-კარგად ვიცით, წიხლი ვისგან არ არის საწყენი...

ავტორი: Бухути Шухути
25.09.2013 23:05
ნახეთ რა გაკვეთილები მიცა დღეს ზეპოლიტიკოსამ?? ;) ვაი თქვენ, მიჯირყვნულო "ექსპერტებო"!!! ;) ისინიც როგორ უტლიკინებდნენ ენას!!! ეტყობა უნდათ,რომ გაგვაუბედურონ!!!

ავტორი: Бухути Шухути
25.09.2013 02:28
რაც არ უნდა ეშლებოდეს"საქართველოს დემოკრატიის შუქურად" ხმობილს,ის მაინც სხვა წონით კატეგორიაშია ბატონო სკიპი.მე სკიპებს, მიჯირყნულებს,წერა-კითხვის უცოდინარებს და ტკიპებს თუ გავაკრიტიკებ,თორემ სად შემიძლია მაშტაბური პოლიტიკოსების და შუქურების კრიტიკა? ;) ახლა მათემატიკოსობას,ან ფსიქოანალიტიკოსობას თუ დაიწყებს კი ბატონო,მაგრამ პოლიტიკაში? არამგონია თავისი შეცდომების მიუხედავად ჩემი გასაკრიტიკებელი ჰქონდეს რაიმე,,,მეტადრე ეს საგარეო პოლიტიკას ეხება...

ავტორი: სკიპა საიდან გვწერთ: თბილისი
22.09.2013 17:21
ბატონო Бухути Шухути, როცა სხვის თვალში ჩხირს ვხედავთ, მანამდე საკუთარში დვირს უნდა ვამჩნევდეთ...ქართულ კუთხურ გამოთქმებს თავის "მარილი" აქვს... ცალკე საუბრის თემაა, რამდენად მისაღებია ასეთი გამოთქმების გამოყენება პოლიტიკურ "ასპარეზზე"...საერთოდ თითქმის ყველა თქვენი (და სხვა კომენტატორებისაც) კომენტარებს წაუკითხავად არ ვტოვებ, რადგან რადიო "თავისუფლების" და "სვობოდის, " ამერიკის ხმის", "რფი"-ს "დოიჩე ველეს" საკმაოდ სტაჟიანი "მსმენელ- მკითხველი" გახლავართ...რაღაც ვერ ვიხსენებ თქვენგან კომენტარს იმასთან დაკავშირებით, როცა "საქართველოს დემოკრატიის შუქურად" ხმობილმა პერსონამ "ვეფხისტყაოსანის" (საშუალო სკოლის პროგრამის) აბზაცის ციტირებაში "გაჭედა," ერთი ქართველი პოეტის ციტატა მეორეს "მიაწერა",ქართველ მეფეთა ეპოქები ერთმანეთში ერევა,სიტყვა "მშვიდობის" მაგიერ "შვიდობას" ამბობს...რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაბალი ინტელექტი აქვს (დიდ აკაკის უთხრეს- შენმა ნათლულმა უცხო ენები ისწავლაო..დავიღუპეთ-აქამდე სულელი რომ იყო მხოლოდ ქართველებმა ვიცოდით, ახლა უცხოელებიც გაიგებენო-ეს ისე, მოსალოდნელი პასუხის პრევენციისათვის) მსოფლიოში რა გითხრათ, მაგრამ აი საქართველოში რა იმიჯსაც დაიმკვიდრებს თქვენგან ირიბად დაცული პერსონა- თვითონვე ხედავთ და მეტსაც დაინახავთ...

ავტორი: Бухути Шухути
20.09.2013 19:34
ივანიშვილი ძალიან თავისუფლად ეკიდება სალიტერატურო ქართულ ენასაც და პოლიტიკასაც. ლაპარაკობს ისე, როგორც, ალბათ, პოლიტიკაში მოსვლამდე სახლში ახლობლებთან საუბრობდა. ეს მისი სტილია, ერთგვარი საფირმო ნიშანი,
==================================================
რა საყვარლობა აბზაცია!!!,გავივლი-გამოვივლი და ისევ ამ აბზაცს ვუბრუნდები...პირდაპირ მიჯირყვნულობის სიმფონიაა ქართულ პოლიტიკურ მინდორზე!!!ჩაკითხვისა და ჩასრულების მწვერვალი გახლავთ!!!

ჩემი აზრით ბიძინას სტილი და საფირმო ნიშანი უეჭველად დამკვიდრდება მსოფლიო პოლიტიკაში!!! მთავარია სიტყვა "მიჯირყვნა"ითარგმნოს და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა!!!!

ავტორი: naturali123 საიდან გვწერთ: tbilisi
17.09.2013 23:45
გერმანეს პატეფონი თან გაფუჭებული ხომ არ გადაუყლაპავს ნეტავ

ლამის ვიტირო გერმანე ერთი ისეთი ციტატა ან სურვილი მომიყვანე ჩემივე ნაწერებიდან რომ ამ პერმანენტულ ანტირუსულ ლექციების ღირსად ჩავთვალო თავი

ის ვარაუდები რომ საქართველო დასავლეთის აღშფოთების და რეზოლუციების ცხობის ფონზე ვერ გასცილდება რუსეთის ორბიტას

ხოლო ამერიკა ევროპა იანკური სიხეპრით თუ პრაგმატულ ცინიკური სტანდარტებით საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გასაგონად არ უნდა

ჩემი ფანტაზიებიდანაა?

თუ ასე გწვავს რუსეთის ვასალობა რა ამერიკა ევროპის დაკრულზე ფეხისწვერებზე შემდგარი რო ცეკვავდა ჯიგას წინა და ცეკვავს ახალი მთავრობაც თან პა ხოდუ ელჩებს შესციცინებენ ხო ევრაპიულად ვიქნევთ გავებსო ეს არ მოქმედებს შენს რაფინირებულ თავმოყვარეობაზე?

ადრე საქართველოს ცეკას პირველ მდივანს პოლიტბიუროს წევრის დონეზე იბარებდნენ ან ჩამოდიოდნენ

ეხლა ჭ იერარქიის ჩინოვნიკი ელჩი დასცინის და უბაკუნებს ფეხებს თუნდაც საძულველ მაგრამ მაინც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს

ეს არაა სამარცხვინო ა? ამდენს მოსკოვს არ ეკითხებოდნენ ადრე ეხლა კი ლამის ის შეეკითხონ ნორლანდს საპირფარეშოში რამდენჯერ გავიდნენ და რომელ ხელით დაიჭირონ ინსტრუმენტი

ბიძინაც თუთიყუშივით ნაცრეპერტუარიდან ლიბერალო ნატო ევროკავშირო სადღერგძელოებს იმეორებს

მალე ამ კოჰაბიტაციიდან რაც თურმე მამრ მდედრის თანაცხოვრებასაც ნიშნავს ახალშობილსაც მივიღებთ რომელსაც ბერძენიშვილის თავი ბოკერიას თვალები ალასანიას პირი და ხალი უსუფაშვილის წელი უგულავას გავა მიშას ფეხები ჩიორას პრიჩოსკა და ვანოს დიქცია ექნება

აი ვის უნდა დაველოდოთ და ავირჩიოთ პრეზიდენტად აბა ბაზალეთის ტბაში აკვანიც რომ მოვნახოთ იქაც ნატოს ეძინება

ავტორი: სკიპა საიდან გვწერთ: თბილისი
17.09.2013 11:27
ბატონო GERMANE,გეთანხმებით, რომ "ძნელია იმ ადამიანებთან კამათი, რომელთაც IQ იქ გონიათ".და მაინც -რატომ გგონიათ რომ ეს ჩვენ ვართ?ან თუ თქვენ იცით IQ-ს მნიშვნელობა, ამის გამო თქვენი "აიქიუს" მაჩვენებელი სხვისაზე მაღალია? მოდით გულწრფელები და პირდაპირები ვიყოთ-თქვენ გაქვთ გერმანული ოჯახი, გერმანიის მოქალაქეობა, მუშაობთ გერმანიაში,ცხოვრობთ გერმანული წესით...საქართველოსთან გაკავშირებთ უსუსური ძაფი-ქართული წარმოშობა, ასე ვთქვათ-გენეტიკური ინერცია...ბუნებრივია თქვენ ჩვენსავით, ყოველდღიურობის ტალახსა და ყვავილებში ერთდროულად მყოფების მსგავსად, ვერ შეიგრძნობთ და ვერ გაიგებთ ქვეყნის ჭირ-ვარამს,ქართულ სინამდვილეს...თქვენი საქართველოსადმი "გულმხურვალე" დამოკიდებულება იმ კაცის ამბორს ჰგავს, რომელიც საყვარელ ქალს სქელი შუშის მიღმა მგზნებარედ ჰკოცნის...და ბოლოს თქვენ მაგონებთ პოლკოვნიკ სეხნიევს "დათა თუთაშხიადან", რომელიც ყოფილი ქართველია, სხვის სამსახურში დგას და წესიერად მოაზროვნეებს ებრძვის...იმაზე დიდი განუკითხაობა, რაც მიშას დროს სუფევდა , იმაზე "დიდი თურქობა" რაც მისი მიზეზით გვჭირდა-მურვან ყრუს მერე საქართველოს არ ახსოვს...არავისადმი დაჩოქებას არ ვაპირებთ! ნუ ნერვიულობთ -იყავით თბილად და მშვიდად თქვენს მშობლიურ გერმანიაში ...იკამათეთ გარმანიის პრობლემებზე-ბოლოსდა ბოლოს ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ!

ავტორი: GERMANE საიდან გვწერთ: GERMANY
17.09.2013 00:49
ნატურალ, სკიპა და სხვა სოლომონებო, ძნელია იმ ადამიანებთან კამათი, რომელთაც IQ იქ გონიათ.
ბიძინას მიზანია ის, რაც რუსეთის მიზანია. და რაა რუსეთის მიზანი? როგორი საქართველოა რუსეთის მიზანი?
სუსტი, სახელმწიფოებრივად უმწიფარი, დასავლეთთან უკონტაქტო და ქაოსში, კურუფციაში და ძველბიჭობაში ცაძირული.
ამიტომაცაა ბიზინას საქმე და რუსის საქმე ერთი - საქართველოსი ქაოსი, განუკითხაობა - მერე რომ რუსს დავუძახოთ.
ან კიდევ, თუკი ბიძინამ მოახერხა და რუსებს ისევე დავუჩოქეთ, როგორც ედიკას, თუკი უარი ვთქვით ნატოზე და დასავლეთზე, თუკი უარი ვთქვით თავისუფლებაზე და სახელმწიფოებრიობაზე სომხეთივით - აი მაშინ არ დასჭირდება ბიძინას პოლიტიკიდან არც გასვლა და არც ქაოსური საქართველოს ვიზიები.

აი, სკიპა, ნატურალ - ამას ვერ ააზრებთ და ამას თვალსაწიერის სიმწირე ჰქვია.

ავტორი: naturali123 საიდან გვწერთ: tbilisi
16.09.2013 23:05
ა კაცი შენ გაიხარე სკიპა ბატონო

მე დიდი ხანია მაინტერესებს გერმანესებრთა თავის კოლოფებში ჩახედვა

დიდი დაკაპიწებული მუშაობა რომ არ დამხვდება ვიცი მარა მაინც საინტერესოა

ისე რომ ვიცნობდე ამ თითლიბაზებს დაბადების დღეებიც მეცოდინებოდა თითო ტომარა ნაცარს და წვეტიან ჯოხებს მივუტანდი საჩუქრად ხაზონ ნაცარში სტრატეგიები და დაამხონ რეჟიმები

რაც ნაცარი მორჩებათ თავზე დაიყარონ

მერე მახათებზე გადავიყვანდი

სულ ბოლოს ერთ დიდ ოთახში ჩავკეტავდი და ბიძინასაერთოჩვენის პრესკონფერენცია ინტერვიუ გამონათქვამებს ვასმენინებდი გაუთავებლად

მანამდე სანამ პირიდან ცოცხზე გადამჯდარი მიშა ვანო და გიგა არ ამოუფრინდებოდათ

აი მესმის ეგზორციზმი

ავტორი: naturali123 საიდან გვწერთ: tbilisi
16.09.2013 23:05
ა კაცი შენ გაიხარე სკიპა ბატონო

მე დიდი ხანია მაინტერესებს გერმანესებრთა თავის კოლოფებში ჩახედვა

დიდი დაკაპიწებული მუშაობა რომ არ დამხვდება ვიცი მარა მაინც საინტერესოა

ისე რომ ვიცნობდე ამ თითლიბაზებს დაბადების დღეებიც მეცოდინებოდა თითო ტომარა ნაცარს და წვეტიან ჯოხებს მივუტანდი საჩუქრად ხაზონ ნაცარში სტრატეგიები და დაამხონ რეჟიმები

რაც ნაცარი მორჩებათ თავზე დაიყარონ

მერე მახათებზე გადავიყვანდი

სულ ბოლოს ერთ დიდ ოთახში ჩავკეტავდი და ბიძინასაერთოჩვენის პრესკონფერენცია ინტერვიუ გამონათქვამებს ვასმენინებდი გაუთავებლად

მანამდე სანამ პირიდან ცოცხზე გადამჯდარი მიშა ვანო და გიგა არ ამოუფრინდებოდათ

აი მესმის ეგზორციზმი

ავტორი: სკიპა საიდან გვწერთ: თბილისი
16.09.2013 10:04
ბატონო GERMANE, გთხოვთ მომიტევოთ თქვენდამი ჩემი ინტენსური ყურადღება. თქვენი 15.09.2013 13:57 კომენტარი შეუძლებელია გულგრილად დატოვო...თქვენ წერთ:"რუსეთი აღვივებს ანტიმუსულმანურ განწყობას საქართველოში - ამაზე აშკარად საუბრობენ რუსი მუსულმანური ორგანიზაციები და ამ დაპირისპირებების გააქტიურება ბიძინას არჩევის მერე მართლაც წარმოუდგენელია". იმავდროულად თქვენი ყველა კომენტარი განმსჭვალულია იმის მტკიცებით, რომ ბიძინა "რუსეთის პროექტია"...დაპირისპირებას, რომლის შედეგიც ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი იქნება, არავინ შეუქმნის "თავისსავე პროექტს", მით უმეტეს მაშინ, როცა ბიძინა თქვენს წარმოსახვაში პუტინის ხელდასმით "საძულველ", სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდება...უფრო საფიქრებელია,რომ ისლამის გააქტიურება და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აშკარა და ფარული "ლაშქრობა" არაბულ სამყაროში (საუდის არაბათში,ქუვეიტში, ემორატებში) მიხეილ სააკაშვილის ინტენსიური "ვოიაჟების," (100 ქვეყნიდან უვიზო შემოსვლის დაწესება, ქართული მიწების არაბებზე მასობრივი გასხვისება) პიდაპირი შედეგია...ლაფანყური , ბათუმში აზიზიე, ქუჩებისათვის თურქების სახელების მიკუთვნება და სხვა ფაქტები ამის პირდაპირი დასტურია

ავტორი: naturali123 საიდან გვწერთ: tbilisi
15.09.2013 19:20
რა ვქნა რედაქციამ გინდა თუ არა 2000 ასოო!

მოიწიეთ ახლოს გერმანე ბუხუტი და შენც ლევან ბიძიკო

რუსეთში ერთი შეხედვით არასერიოზული მარა ხანდახან იმ თანამედროვე ჩესტუშკებში კაი მწარე სიმართლესაც ამბობენ როგორც სხვაზე ასევე რუსულ სინამდვილეზე

ტნტ-ზე იჩითებიან usb ქვია სახელად ბენდს ხოდა ამასწინეებზე ერთი პესნა თქვეს

სადაც ამბობდნენ რუსეთი გაზნავთის დერჟავააო

ხოლო მისამღერი ასე ჟღერდა

მი პუსკაემ გაზი ნა ევროპუ ზა ბაბლო ზა მანიო

ქართულად ევროპასზედა გაზებს და არა გაზს ვუშვებთ და ამაში ისინი ცხვირზე ხელსაც არ იჭერენ და პირიქით ფულსაც გვიხდიანო!

მორალი ასეთია სანამ ევროპას ან მაგალითად გერმანიას გაზი სჭირდება მანამდე კუდსაც უქიცინებს რუსეთს და მერკელიც დაბლოკავს საქართველოს ნატოში სკუპს

ხოლო რუსეთი კი იცინის და აგაზავს სრულიად ევროპას

ისე რუსული ანდაზაა ვასკა სლუშაეტ და იესტ

ეხლა თქვენ მომითხრეთ რა ესიზმრება რაინიკე მელას

ავტორი: naturali123 საიდან გვწერთ: tbilisi
15.09.2013 17:38
ის რომ დღევანდელი ლიბერალები ბევრ რამეში ბალშევიკებს გვანან არ ახალია

შეაგინე ქურდებსო ასე აუშარდებოდნენ ადრე დაპატიმრებულს რომელიც ხშირ შემთხვევაში სულ არ ეკუთვნოდა ჩაცუცქულ ამქარს

ე.ი. უნდა ვაგინო ბიძინას რომ მისი ფანობა არ დამწამოთ?

მე ვთქვი ორი კარგი საქმე გააკეთა ნაცები გააპუსტიაკა და პრიმამინისტრობიდან მიდისთქო

რომელია ცუდი და არ მოსაწონი?

ასევე ვთქვი სხვა შეცდომები ჩემთვის უფერულდება რაც არ ნიშნავს იმას რომ ქრება ან უარესი არ დამინახავს

გერმანე შენ დაახლოებით იმას ერეკები რასაც ბანალური ჭეშმარიტება ქვია ერთი თუ ძმა ხარ სადმე მომიძებნე რომ რუსეთთან საერთო პოლიტიკურსამხედრო ორბიტა ან უარესი ალიანსი მინდა?

ის თუ თქვენნაირი უუკანალო ბრავადით ავლაბარიდან არ ვიშტიმები უკანგამოქცეული ან ეკრანიდან შიშით მოქცეული ყბით დანა ჩანგლებით ლაშქრობას არ ვითხოვ ან გერმანიაში თუ ნაცების ოფისში წამოპლაკული მათივე ნასუფრალით სტომაქამოყორილი შეტევაზეო არ ვყვირი

რუსეთუმე ვარ თუ ბიძინოფილი?

რა დაუნახავი ან თვალდასავსები უნდა იყო მე რომ დამაბრალო თითქოს თავისუფალ და ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის მაგიერ რუსეთთან ერთად ხან კომუნიზმის ხან სუვერენულ თავისებურ დემოკრატიის ექსპერიმენტები მინდოდეს

არსად სადაც გამომითქვამს ვარაუდი რომ მიზეზთა გამო ჩვენ ვერ გავცდებით ჯერჯერობით რუსეთთქო ყველგან სინანულით ვამბობ აბა აი ასრულდა ოცნებათქო გაიგეთ

ეხხ გერმანე ვაახ ბუხუტი

ავტორი: levani.bitadze საიდან გვწერთ: Tbilisi
15.09.2013 15:52
<a href="http://geopsm.com">მართლაც მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო რა :X</a>

ავტორი: GERMANE საიდან გვწერთ: GERMANY
15.09.2013 13:57
ბატონო ნატურალ, მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო თუ როგორა ის ნათქვამი?
მე ალბათ ვერ ვთქვი კარგად.
რუსეთი ცდილობს, რომ დემოკრატია და ევროგაერთიანების პრინციპი - ანუ კონსენსუსი ჩვენთვის, ამ "სხვანაერებისთვის" მიღებელი და გახადოს. მენტალურად მიუღებელი დსაგვიხატოს. ამიტომაც ცდილობენ ჰომოფობიის გაღვივებას - რუსეთმა მიიღო ქართული მართლმადუიდებლური ეკლესიისთვის საოცნებო კანონი - ადამიანის სიძულვილის დამაკანონებელი. რუსეთი აღვივებს ანტიმუსულმანურ განწყობას საქართველოში - ამაზე აშკარად საუბრობენ რუსი მუსულმანური ორგანიზაციები და ამ დაპირისპირებების გააქტიურება ბიძინას არჩევის მერე მართლაც წარმოუდგენელია.
ამას თან ერთვის რუსეთის სურვილი, იყოს პირვბელი არჩევანი და მსოფლიოში პირველი ძალა.
თუკი ეს მოგწონთ და ამის წინააღმდეგ არაფრის ქმნა გსურთ, თუკი თვლით რომ საქართველოს რუსული მაფიოზურ-კორუფციულ-ცარისტული სისტემა სამომავლოდ კარგად გამოადგება, მაშინ ეტყობა რაღაც სხვა პლანების გავლენის ქვეშ ვყოფილვართ.
რუსული სისტემის არსებობის გარანტიაა არა დემოკრატია, არა თავისუფლება, არამედ კორუფცია, ჰომოფობია, დაშინება და რეპრესია.
თუკი ბატონი ლიკლიკაძე ამ გზას ნაკლებად საშიშად მიიჩნევს და მზადაა რაღაც ფურცლის გულისათვის, რომელიც ალბათ თეორიულადაც კი ვერ იქნება საქართველოს ერთიანობის გარანტი, და რიომელსაც ჯერჯერობით არავინაც არ გვპირდება, ეშმაკს და სატანას (ანუ პუტინის რუსეთს) შეუიკავშირდეს - მაშინ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვისაუბრებთ ერთ ენაზე.

ავტორი: სკიპა საიდან გვწერთ: თბილისი
15.09.2013 10:51
საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე ვფიქრობთ...რუსეთმა კარგად გამოიყენა და მომავალშიც კარგად გამოიყენებს მოვლენებზე დასავლეთის "შეშფოთებებზე" აგებული დემოკრატიის, განსაკუთრებით აშშ დაგვიანებით რეაგირების პოლიტიკას...საქართველოსთან მიმართებაში ფლოტი მაშინ შემოიყვანა შავ ზღვაში, როცა რაიმეს შეცვლა შეუძლებელი იყო...ახლა სირიის საკითხშიც "ჭამა"...რუსებმა თავისი "ინიციატივით" ქიმიური იარაღიც შეუნარჩუნეს სირიას, რეგიონში საკუთარი ბაზაც და ასადის რეჟიმიც...აშშ- გაეროში რუსეთის წინადადების მოწონებას "მიაღწია"... შედეგად მშვიდობიანი სირიელები იღუპებიან და დაიღუპებიან...ამიტომ თქვენი კომენტარები და ბიძინას მიმართ გამოთქმული ირონიული კრიტიკა სიბრალულს იმსახურებს...მხოლოდ გონებასუსტებს ხელეწიფებათ ადამიანურ პირადულ სისუსტეებზე "კრიტიკის" აგება

ავტორი: naturali123 საიდან გვწერთ: tbilisi
15.09.2013 07:52
სასიამოვნოდ გამაოცა გერმანეს ამ ორმა კომენტარმა

ეტყობა უგრძვნია კაცს!

ბუხუტიზე მწყდება გული ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მარა მაგი სამარეშიც ნაცმოკაკვული ჩავა

იმისათვის რომ საქართველომ თავი რუსეთს საბოლოოდ გამოღლიტოს ანუ ნატოში და ევროკავშირში შევიდეს სამაგალითო დემოკრატიის მყარი სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების ეკონომიური კეთილდღეობის და საშუალო ფენის შექმნის გარდა ის ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა სჭირდება როგორის სსრკ-ს დაშლის დროს გაჩნდა

სსრკ-ს დაშლა დასავლეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო და ბრძოლაც უღირდა

დღეს რუსეთი არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს რომ დასავლეთმა მის დაშლაზე გადადოს თავი და სახსრები

პირიქით ისლამის მოძალების ფონზე მასთან თანამშრომლობა ურჩევნია და ხშირად ახერხებს
ასევე ჩინეთის სწრაფი ზრდა და მისი აუცილებელი დაინტერესება ციმბირის მიწებით და საბადოებით

დასავლეთისაგან რუსეთის დაშლაზე კურსის აღება თეორიულად ომის საშიშროების გარდა უამრავ სახსრებს წაიღებს და ბოლოს ჩინეთი ციმბირის და აღმოსავლეთ რუსეთის დიდ ნაწილს მიითვისებს და მოგჭამა ჭირი ამერიკის ჰეგემონობამ ასევე სხვა საფრთხეებიც გაჩნდება

ხოლო თუ რა ფასეულობაა ასეთი საქართველო ამერიკა ევროპასათვის რომ რუსეთის დაშლის გზით წავიდნენ

ან წერტილოვნად მხოლოდ ჩვენი გამოღლეტა იჩალიჩონ ასეთ საჭიროება ფასებს ვერ ვხედავ

სამაგიეროდ რუსეთის მხრიდან დიდ მონდომებას და პრაქტიკულ ნაბიჯებს ხოლო დასავლეთის მხრიდან მხოლოდ დოკუმენტების დონეს და რეალური საშიშროების დროს მოხევა ყაყანს ვხედავ

ერთის მხრივ დასავლეთ ამერიკის გაუაზრებელი თუ აგდებული დამოკიდებულება ჩვენს ფასეულობებზე თუ სახელმწიფო მართვაში ტუტუცურ ჩარევაზე

ხოლო მეორეს მხრივ ერთადერთ არეალად ეკონომიურ თუ სხვა წარმატების მისაღწევად იმ მილიონამდე ქართველივით პოსტსაბჭოთა სივრცე რჩება

მაფიქრებინებს რომ საქართველო ისევ რუშეთის გავლენის ორბიტაზე დარჩება და ძალიან გაუჭირდება ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების მიღწსვა.

ავტორი: GERMANE საიდან გვწერთ: GERMANY
14.09.2013 20:53
გაგრძელება.....

რაც უფრო კონკრეტულად ვცდილობთ რუსეთთან სიახლოვეს, მით უფრო მეტ პრობლემებს გვიქმნის იგი.

რატომ?
ჩემი ბევრი "ოცნებელი" მეგობარი სასოწარკვეთილია.

შევხედოთ რუსულ მოვლენებს:
დიდი ხანის წინ რუსეთში მიდიოდა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია დასავლური დემოკრატია.
ამ კითხვაზე პასუხი რუსეთმა უკვე რამდენიმე წლის წინ გასცა ნიეტ.

დისკუსიამ რუსეთიდან ვასალ ქვეყნებში გადაინაცვლა და ახლა საქართველოსაც მოადგა.
საქმე მარტო "ევროპულ დემოკრატიას" კიარ ეხება, არამედ თავად "ევროპას" - ევროგაერთიანებას.
ანუ კითხვა ასეთია - რამდენად სამაგალითოა ევრაზიული კავშირისათვის ევროგაერთიანების სტრუქტურა.
თქვენთვისაც კი, ბატონო კობა, პასუხი თითქმის ნათელია - ევრო- და ფინანსკრიზისით "წელგაწყვეტილი" ევროგაერთიანება მისაბაძია???

რუსეთისათვის პასუხია - არა. თუმცა მიზეზი ალბათ სხვაა.

ევრაზიული კავშირის პოტენციურმა ქვეყნებმა იგივე პასუხს - "არას" უნდა "მიაგნონ".

ეს კითხვები უკვე დასვა ბატონმა ბიძინამ, მაგრამ, როგორც ჩანს არაა ეს საკმარისი და რატომ.

რუსეთის თვითშეგნება და შეგრძნება არასოდეს ყოფილა განსაკუტრებიტ მოკრძალებული, ელცინის დროის გამოკლებით.
ახლა კი მართლაც განსაკუტრებულია რუსეთის და მისი პრეზიდენტის სიადიადობის სურვილი. ნახეთ ნიუიორკერში, ობამას "საოჯახო" გაზეთში პუტინის მებრძოლი სტატია.
რუსეტს არ სურს იყოს "მეორეხარისხოვანი" ორიენტაციის ქვეყანა მაპუტუსთვის. მას არ სურს, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები გინდაც სახელად და საჩვენებლად აღიარებდნენ დასავლეთს და გინდაც რეალობაში პრორუსულები იყვნენ.
რუსეთს სურს აღიარებული იყოს, რუსეთს არ სურს ალტერნატივა იყოს, არამედ აღიარებული და უალტერნატივო, პირველი რჩეული იყოს.
ისეთი მეზობელი, როგორც საქართველოა, ამას არა დაფარულად, არამედ აშკარად აღიარებდეს და ამით ამაყობდეს კიდეც საქართველო, რომ ის რუსეთის გავლენის სფერო იყოს.
ისვე როგორც "ნატოში" ყოფნაა საამაყო საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის, ასევე სურს საამაყო იყოს რუსეთს.

აი ესაა ბიძინა ივანისვილისათვის უდიდესი პრობლემა. ამ პრობლემაზე თავის გართმევა ძნელია და უარის თქმა სახიფათოა.
ეგებ ამიტომაცაა იძულებული ბიძინა დიდი პოლიტიკიდან წავიდეს.

ავტორი: GERMANE საიდან გვწერთ: GERMANY
14.09.2013 20:33
ბატონო კობა, რუსეთის ნატოში გაერთიანება, იცით და ოცნებების სფეროს ვერ გასცდება.
რათქმაუნდა 100 წელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რატომ შემოიტანა პრემიერმა ეს თემა საერთოდ?

მოდით და ვთქვათ - ივანიშვილი არაა მეოცნებე ტიპი.
კაცი რომელმაც რუსეთის 90-იანი წლები გამოიარა - რეალისტია.
იგივე არგუმენტაციით - ბატონი ბიძინა აზროვნება-ინტელიგენტურობითაც გამორჩეულია.

მაშ, რატომ ასეთი "ზღაპრული" განცხადება რუსეთის ნატო-ევროპულ სიახლოვეზე?

მოდით და შევხედოთ ამ ერთი წლის მანძილზე ქართულ-რუსულ ურთიერთობას:
ქართული პროდუქტი (ღვინო, ბორჯომი) შევიდა რუსულ ბაზარზე - ოღონდ თეორიულად - პრაქტიკულად კი სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზეზების გამო გაყიდვა რეალობაში ისევ და ისევ შეფერხებულია.

მაგრამ დავანებოთ თავი ამას და ნუ დვალთ კარალიოკ-ტყემალზე.

რუსეთმა ამ ერთი წლის მანძილზე კონსექვენტურად განახორციელა მავთულხლართების პროგრამა .
ბოლო დღეები ნახეთ - ოსეთ-რუსეთის საზღვრის დეფინირება.

ეს ნიშნავს - რუსეთი უკან დასახევ გზას ოსეთ-აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციის საქმეში აღარ იტოვებს.

რუსეთმა ოფიციალურად და სრულიად გასაგებად გვითხრა - ლტოლვილები ჩემი საქმე არ არისო. ეს თქვენ და ოს-აფხაზებმა უნდა გდაჭრათო. არადა, სწორედ ამ ორმხრივ ურთიერთობას გაურბის აფხაზ-ოსიც და ჩვენც:
ჩვენ იმიტომ რომ ამით დე-იურედ ვაღიარებთ დე-ფაქტოს. მეორე მხარეს კი ჩვენთან პირისპირ დარჩენა არ სურს, გარანტია , მხოლოდ რუსეთია მისთვის.
ამის დასტურია აფხაზი ხელისუფლების უკანასკნელი აქცია აფხაზური პასპორტის ქართველთათვის მიღების გართულებაზე. ბედის ირონიაა - ადრე "მიშას დროს" აფხაზური პასპორტის აღება "ღალატად" ითვლებოდა და ქართველები ჩუმად იღებდნენ. ახლა კი, საერთოდ არ სურს ოფიციალურ სოხუმს გალელი და ოჩამჩირელი ქართველების "აფხაზობა".

...

ავტორი: Бухути Шухути
14.09.2013 10:15
ბატონო კობა,გეთანხმებით და ვიზიარებ თქვენს პათოსს...
მიუხედავად იმისა,რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან თავისუფლად ეკიდება სალიტერატურო ქართულ ენასაც და პოლიტიკასაც. ევრაზიულ კავშირს „ევროაზია კავშირად“ მოხსენიებს ანდა ევროკავშირის სინონიმად „ევროპას“ ხმარობს, მიუხედავად იმისა,რომ თითოეულ მის განცხადებას ქართველოიდურ ენაზე რამდენიმე განმარტება,ახსნა და თარჯიმანთა კორპუსი ჭირდება, მაინც პოლიტიკურ მინდორზე ჯერჯერობით მიუჯირყნავ ფიგურად რჩება და იმედია ასეთად დარჩება პრემიერობის ჩასრულებამდე.აი რომ ჩაასრულებს მერე ჩავეკითხებით,და კიდევ უფრო დავრწმუნდებით რა ცაკალელი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკური ფიგურაა...

რაც შეეხება პრეზიდენტი,ის კვლავ ცუდი ბიძიად რჩება და ამ ორი პოლიტიკური ფიგურის შედარება უადგილოცაა და საზოგადოებისთვის მიუღებელი..... აშკარად სჯობნის ცაკალელი პრემიერი,თავისი თავისუფალი სტილითა და საფირმო ნიშნით ;)

ბლოგერები

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული