პარასკევი, 19 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 12:36

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

ალასანიას ჩამომინისტრება

x
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლდა, მაგრამ პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ჯერჯერობით კვლავ რჩება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. ჯერჯერობით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ თუ ალასანიას ბუნდოვანი განმარტებებით ვიმსჯელებთ, მგონი, თავად ალასანიაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ კოლიზია მხოლოდ მისი ჩამომინისტრებით დასრულდეს. „მინდა კონცენტრირებული ვიყო ძირითადად და მთლიანად სამხედრო შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, თავდაცვის რეფორმაზე და ამის გამო მოვიხსნა სხვა ფუნქციები და, კერძოდ, ვიცე-პრემიერის ფუნქცია. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. მე ეს ვიცოდი და ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას“, განუცხადა ბედს შეგუებულმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს და იქვე სთხოვა „მეოთხე ხელისუფლებას“, რომ ამ გადაწყვეტილებისათვის არ მიეცა „გარკვეული სხვანაირი ინტერპრეტაცია“.

ირაკლი ალასანიას გულწრფელობა დასაფასებელია, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ზოგიერთი მინისტრის, კონკრეტულად კი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მიმართ დაგროვილი უკმაყოფილების გათვალისწინებით, სწორედაც რომ ამ ფაქტისათვის „სხვანაირი ინტერპრეტაციის“ მიუცემლობაა ძნელი.

ჯერ ერთი, თუ „სხვანაირი ინტერპრეტაციისა“ და პოლიტიკური ოპონენტების გულის გახარება არ უნდოდა, მაშინ ან ალასანიას არ უნდა ელაპარაკა საჯაროდ სატელევიზიო სივრცეში პრემიერ-მინისტრთან თავის „მძიმე საუბარზე“, ანდა პრემიერ-მინისტრს მაინცდამაინც სკანდალური სატელევიზიო ინტერვიუს მეორე დღეს არ უნდა გამოეცა ის ბრძანება, რომლითაც ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ დაკარგა ვიცე-პრემიერის პოსტი.

ესეც რომ არ იყოს, მომიტევეთ, მაგრამ, უბრალოდ, ძალიან არასერიოზულად ჟღერს არგუმენტი, რომლის თანახმადაც ისე გამოვიდა, რომ ვიცე-პრემიერობიდან ალასანიას მოხსნა თურმე არმიაზე ზრუნვით ყოფილა ნაკარნახევი.

იქნებ ვინმემ განმარტოს დალაგებულად, თუ რა ისეთი მძიმე ტვირთია ვიცე-პრემიერის პოსტი საქართველოში, რომ ამან თავდაცვის მინისტრს ძირითად საქმიანობაში - სამხედრო უწყების მართვაში - შეუშალოს ხელი? პირიქით, თუკი ნორმალურ ქვეყანასთან გვაქვს საქმე და მინისტრს მხოლოდ ფორმალურად, რაღაც კონიუნქტურული მოსაზრების გამო არ უჭირავს პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი, ეს სწორედ უწყების კარგად მართვისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ანუ ირაკლი ალასანიას, როგორც ვიცე-პრემიერს, ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით ბევრად უფრო ოპერატიულად და ხარისხიანად შეეძლო მოეგვარებინა უწყების წინაშე მდგარი ფინანსური, მატერიალური თუ საორგანიზაციო პრობლემები. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე ირაკლი ალასანიას გავიცეპრემიერება სწორედ შეიარაღებული ძალების მიმართ ახალი ხელისუფლების ხაზგასმული ყურადღების გამოხატულებად იქნა აღქმული.

მაგრამ რაკი საქართველოში პოლიტიკური კოჰაბიტაციის რთული პერიოდია და, შესაბამისად, თავდაცვის მინისტრს ცალკე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულება უხდება და ცალკე, ალბათ, პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს მდივანსაც უნდა გაუწიოს ჯეროვანი ანგარიში, შესაძლოა, ირაკლი ალასანიას ჩამომინისტრებაში მართლაც არაფერი იყოს ტრაგიკული, მით უფრო, რომ, როგორც ირკვევა, ბატონ ალასანიას მართლაც სჭირდება მეტი კონცენტრირება საქმეზე და დაფიქრება - კრიტიკაზე.

თავდაცვის მინისტრს უკვე დაუფარავად აკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მხარს უჭერდნენ და დიდ მოლოდინებს უკავშირებდნენ მის დანიშვნას. ოპონენტების უკმაყოფილებას ძირითადად ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის ოფისთან ზედმეტად მჭიდრო კოჰაბიტაცია და მინისტრის საკადრო პოლიტიკა იწვევს.

ალასანიას, კერძოდ, საყვედურობენ, რომ 100-დღიანი მინისტრობის განმავლობაში არც გენერალურ შტაბში და არც სამოქალაქო ოფისში მაღალ თანამდებობაზე არ დაუნიშნავს არცერთი მაღალი რანგის ოფიცერი, ვინც მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი იქნებოდა. ალასანიას და თავდაცვის სამინისტროს ბრალს სდებენ იმაში, რომ ყოვნდება შეიარაღებული ძალების რიგებიდან პოლიტიკური მოტივით გაგდებული იმ ასობით ოფიცრის საქმის შესწავლა, რომელთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის დაპირებაც უხვად მოდიოდა „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან.

აქედან ზოგიერთი საყვედური, შესაძლოა, საფუძვლიანიც იყოს, ზოგი კი - არა, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მას შემდეგ, რაც ჩამომინისტრდა, ოპონენტები შეეცდებიან სულ უფრო მეტი წერტილოვანი დარტყმა მიაყენონ ირაკლი ალასანიას, როგორც ყველაზე სუსტ რგოლს ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტში. ამიტომ მე, როგორც საქართველოს ჯარის ერთ-ერთ უბრალო გულშემატკივარს, მინდა ვურჩიო პრემიერ-მინისტრს, რომ კიდევ ერთი ბრძანება გამოსცეს, რომლითაც ირაკლი ალასანიას მედიასთან ურთიერთობასაც აუკრძალავდა. ამით თავდაცვის მინისტრს კიდევ უფრო მეტი დრო გამოუთავისუფლდება იმისათვის, რომ „ძირითადად და მთლიანად“ მოახდინოს კონცენტრირება „შეიარაღებული ძალების განვითარებაზე“.

Tags: პოლიტიკა,ბიძინა ივანიშვილი,ირაკლი ალასანია,არმია



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გოჩა საიდან გვწერთ: ტეხასი
06.02.2013 04:40
გამარჯობათ ბ-ნო კობა,

მინდა დაგეთანხმოთ იმ საკითხში, სადაც თქვენ საუბრობთ ახალი ხელისუფლების მინისტრობის პერიოდში, გენერალური შტაბის საკადრო უზრუნველყოფის პრობლემებს. მართალია თანამდებობებზე დაინიშნენ ბევრი ახალი თუ ძველი ოფიცრები, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვისი რეკომენდაციით მოხვდნენ ისინი ამათუიმ თანამდებობაზე; საკითხი უნდა დასვათ სხვა კუთხიდან:
1. მათ სძალუძს საკუთარი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულება?
2. რა განათლება და გამოცდილების მატარებლები არიან?
3. რა კრიტერიუმები არის დადგენილი საკადრო სისტემის მიერ ამ თანამდებობებზე ხალხის შერჩევისთვის?
4. ვინ უნდა შეაფასოს გენერალური შტაბის დეპარტამენტების და ქვედანაყოფების ეფექტურობა?
5. რა კრიტერიუმებით ფასდება მათი მუშაობა და ვინ არის შემფასებელი? საზოგადოება თუ თვითონ პოლიტიკური ხელმძღვანელობა? მაგალითად პოლიციას ვაფასებთ კრიმინაგენული ვითარებით და როგორ ფასდება სამხედრო სისტემის მუშაობა?
პრობლემები ძალიან ბევრია და ეს პრობლემები არ დაიძლევა არც 100 დღეში და არც 1000 დღეში; აქ მნიშვნელოვანია სტრატეგიული განვითარების გეგმის/კონცეფციის შემუშავება, სადაც პოზიციაც და ოპოზიაც და ასევე საზოგადოებასაც ექნებათ ერთიანი პოზიცია ჩვენი ჯარის მიმართ და აღარ იქნება აქ განსახილველი ვინ ვისი დანიშნულია და ვინ რას ვერ აკეთებს.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ მომავალს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს მომავალში; ჭკვიანი ან შორსმხედველი ხელისუფალი მასზე უფრო გამჭრიახ ადამიანებს დაიყენებს გვერდში და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობის წევრები იმოქმედებენ სწორი გათვლებით და მომავლის ხედვით ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვიწრო პოლიტიკური ამბიციებიდან და მოდური ლოზუნგების აგიტირებით.

პატივისცემით,

გოჩა

ავტორი: ეკუნა საიდან გვწერთ: კუკუნეთი
01.02.2013 21:59
ალასანია ივანიშვილთან შეხვედრაზე:
"დიახ ბატონო, დიახ ბატონო, დიახ ბატონო, კარგით ბატონო, კარგით ბატონო, ნახვამდიხ ბატონო, ნახვამდის ბატონო" და გამოსვლისას უკან უკან წამოსულა, თურმე ასე გამოდიან როცა ივანიშვილს ხვდებიან, ეტიკეტი ყოფილა ასეთი, ზურგის შექცევა არ შეიძლება ბელადისთვის.
ძლივს არ დალაგდა ქვეყანა!

ავტორი: ანონიმი
30.01.2013 15:13
დავით, წინა 8 წელს არ მოქმედებდა ეგ პრინციპი?:))

ავტორი: GERMANE
30.01.2013 14:59
ოხ, ბატონო სოლომონ, გამოჩნდით, გვიკადრეთ.
აბა, ჩაიწიეთ, ჩამოიწიეთ ..... დაუთმეთ დიდ კაცს ადგილი.
სამართალმა პური ჭამაო და ალასანიაც მიახრამუნაო. ასე არაა? აბა რა ეგონა მაგ ბჟღარტს. მაგას ავაკრავთ პირველ ზუგდიდი-სოჩის მატარებელზე და საოლიმპიადეთ მივართმევთ ვოვკას მაგის გამოდასავლეთებულ თავს. ვოოტ ტაააკ. ტოჩკა.

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
30.01.2013 13:47
როდესაც რეალურად საქმეს აკეთებ, 5 მილიონი ადამიანი ლუპით გაკვირდება და პასუხიც მოგეთხოვება, მრჩევლების და კრიტიკოსებისგან განსხვავებით, უდავოდ მოგივა ბევრი შეცდომა, მთავარი ისაა შეგნებულად და გულით აკეთებ ამას თუ არა...მადლობთ

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
29.01.2013 23:26
მადლობა ამ სტატიისათვის.

აი, ჩემი აზრი, რომელიც ეხმიანება ერთ ასპექტს - კოალიციაში ბალანსის დაცვის შესაძლო ვარიანტს:

მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის ძალიან კარგი კანდიდატი ვიცე-პრემიერის კანდიდატობაზე და პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი არჩევანი ძალიან გამიხარდებოდა.
ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება (თუმცა, არა მგონია, მათ რიცხვში თავად ქალბატონი თეაც იქნეს) :).
ასეთი გადაწყვეტილება არა მარტო თეა წულუკიანის პიროვნული თვისებების აღიარება იქნებოდა, არამედ კოალიციის წამყვან წევრ-სუბიექტებს შორის ბალანსის აღდგენაც და ერთმნიშვნელოვანი პასუხიც - საქართველოს ევროპული არჩევნის ვექტორში დაჭვებულთათვისაც!

ავტორი: EX-NATURALI
29.01.2013 02:13
მოუწევს ალასანიას ღრმა და ყოვლისმომცველი კოჰაბიტაცია პრეზიდენტთან და ამაში ბატონი პრემიერი გახლავთ დამნაშავე :)

ოქტომბრამდე მაინც შეეკავებინა თავი.ახლა უნდა ვილოცოთ ტვინი არ გადაუბრუნდეს ნიჩაბზე მჯდარ თავდაცვის მინისტრს და რამე ხიფათი არ მოგვწიოს ყველას.სამხედრო საბჭო აკლია კიდე ამ ქვეყანას?


ავტორი: NATURALI
28.01.2013 18:49
კაი ბატონო გეტყვით

რუსეთი საქართველოს შეჭირვებული მდგომარეობის არჩევანი იყო მან კი საქაღტველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა

კი რელიგია და ფიზიკური არსებობა შევინარჩუნეთ დანამდვილებით ვერავინ იტყვის ურუსეთოთ გავქრებოდით თუ არა

მაგრამ ფაქტია თურქეთის და ირანის საზღვრებში ჩარჩენილი ქართველები მინიმუმ რწმენით და მენტალიტეტით დაგვშორდნენ

რუსეთმა გარდა ცარიზმის წნეხში ყოფნისა წნეხისა რაც არც თავისი ხალხისთვის ენანებოდა კომუნიზმის მშენებლობის სისხლიან საქ,მეშიც ჩაგვრთო და ბევრი სისხლიც დაგვადინა აქაც თავის ხალხის სისხლთან ერთად

საქმე იმაშია რომ 21–ე საუკუნეში არის მოცემულობა რუსეთმა თავისი და სხვა ხალხებისათვის ადამიანური სახე ურთიერთობა ჩამოაყალიბოს

დიახ ქართველობამ რუსეთისთვიე იმ მოცემულობებისთვის და იმ სურვილებისთვის რაც რუსეტს გააჩნდა ბევრი ჩადო ფიზიკურად და ინტელექტუალურად

ეხლა როცა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია დემოკრატიის და ადამიანის თავისუფლების გარეშე აქაც რუსეთი ელის ქართველების მონაწილეობას

ამიტომაა რომ რომ აქვთ გრძნობა მიტოვების

სისულელეა იმის თქმა რომ 21–ე საუკუნეში ვინმეს გუბერნიად აქცევენ ეს რომ ნდომოდა აგერ საუკეთესო საბაბით იგოეთში იყო

დიახ ჩვენ სამართლიანი და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნით ამ ერს უნდა მივცეთ მაგალითი

ასევე მისი ინტერესების მისაღები გათვალისწინებით რაც გამორიცხავს დამოუკიდებლობის ან სახელმწოფო მოწყობის უფლების არანაირ დათმობას

როგორც ხედავთ ნატო ნატოს ძახილით რაც ასე მიუღებელი იყო იმ ეტაპზე რა დღეში ვართ

შორმჭვრეტელი ხელისუფალი წყნარად აფიშირების გარეშე მიიყვანდა ქვეყანას ნატოს სტანდარტებთან რომ სწრაფად დანაკარგების გარეშე შესულიყო თანაც დიდი ალბათობით იყო შანსი რუსეთში სიტუაცია ნატო დასავლეთთან მიმართებაში დამთბარიყო

ჩინეთის ზრდას და ტერორიზმის ზრდას უნდა მიეხვედრებინა ტვინიანი ხელისუფალი რომ დასავლეთი ჰაერივით დაჭირდება მალე რუსეთს და პირიქით

ის რომ რუსეთს ქონდა მძიმე რაექცია ნატოზე ფასაგებია რა დასავლეთი ცეკვას დაიწყებს რუსეთს თუ ჩავეხუტეთ მასაც თავისი ინტერესი აქვს

ხოდა ჩემო ბატონო თუ არ გავითვალისწინეთ რუსეთის ინტერესი კი ვართ სადაც ვართ და რა ფეხები მოჭამა დასავლეთმა

დასავლეთს მხოლოდ მაშინ ექნება საკმაო გავლენა როცა რუსეთს დაჭირდება არ ჯობდა დაგვეცადა ამ მომენტისთვის და ევროკავშირისკენ დეკლარირებული და საქმიანი სვლით გვეცხოვრა

რსეთი ოკუპაციაზე ნატოს ჯარების გამო წავიდა თორემ ევროკავშირისკენ სვლა არ იყო ის საფრთხე რისთვისაც ამ ავანტიურაზე წავიდა

მინიმუმ ნაკლები საფრთხე იყო მაინც ხოდა ნაკლები უნდა გვერისკა ჯერ დემოკრატია ევროკავშირი მერე თუ საჭიროა ნატო

ნატოა ჩვენი გარანტიო რომ კნავიან რა ნატოს წევრი თუ არაა არ ექომაგება სხვაგამნ ოკუპაციისას ან რა ქნა რო მიგვიღო თუ დაგვიცვა

ავტორი: ერეკლე საიდან გვწერთ: დიდებული საზოგადოებიდან
28.01.2013 18:01
ბატონო NATURALI, სხვა გვერდზე მომწერეთ, მაგრამ არაუშავს. მაინც გაგცემდით პასუხს.
თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ რუსეთი რაღაც იძულებული სიტუაციაა?
რატომ ფიქრობთ ასე?
თქვენ პირადად გიყვართ მეგობრების გამყიდველები და მორალატეები? რატომ უნდა უყვარდეთ ისინი რუსებს ან ამერიკელებს?
თუკი ქართველები გულითა და სულით დავარწმუნებთ რუსებს, რომ არ ვართ ამერიკის აგენტები, მაშინ ისინი ჩვენი პარტნიორები გახდებიან.
ქართველმა დიდებულებმა მეფის რუსეთის არმიის წარმატება განაპირობეს და მთელი კავკასია გადაარჩინეს გამაჰმადიანებას. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა თუკი სამილი ვაჰაბისტურ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებდა.
რუსები არ არიან უჭკუო ხალხი. მათ კარგად იციან ჩვენი ფასი. ჩვენ არ ვიცით ჩვენი ფასი.

ავტორი: NATURALI
28.01.2013 15:57
პატ ერეკლე

რობინზონ კრუზო გახსოვთ როცა ველურ გარემოში მოქცეული იძულებულია პარასკევასთან იურთიერთოს

რადგან ცივილიზირებული სამყარო ფიზიკურად შორსაა და არა სულიერად

საქმე იქეთ მიდის რომ ჩვენი დღევანდელი დე ფაქტო მდგომარეობა შეუძლებელს ხდის ნატოში გაწევრიანებას რაც როგორც ხატავენ არც იყო პანაცეა რადგან ნატო საბერძნეთს რომლისგანაც დემოკრატიითაა დავალებული ვერ უგვარებს ტერიტორიულ კონფლიქტებს თურქეთთან რადგან მსოფლიოს მეხუთე სამხედრო ძალასთან კონფლიქტს ერიდება

რას ფიქრობთ რუსეთთან კონფლიქტში თუნდაც წევრ საქართველოსთვის შევა

დღევანდელი მდგომარეობა დასავლეთისთვის და რუსეთისთვის საუკეთესო მდგომარეობაა
ორივე დაკმაყოფილებულია ამ ეტაპზე

ნატოს აქვს საბაბი ვერ მიგვიღოს და არც გააგიჟოს რუსეთი ისე მართოს სიტუაცია რუსეთს კი მდგომარეობა 1 საათში ნებისმიერი გზა თუ მილი გადაკეტოს თუ მისი ინტერესების უგულველყოფა მოხდება

ადრე ვწერდი საბჭოეთის დაშლით გამოწვეულ პოსტშოკურ სიტუაციაში მოხერხდა ბაზების გასვლა და მაშინ უნდა შეგვესწრო ნატოში

ეხლა კი როცა ჩინეთი ასე ძლიერდება რუსეთის ძლიერ დასუსტება ან უარესი მისი დაშლა რუსულმა რეაქციულმა ძალებმა ომიც რომ არ წამოიწყოს ისედაც საშიშია იმით რომ ჩინეთი მთელ აღმოსავლეთ რუსეთს აითვისებს და მორჩა ამერიკის ჰეგემონია

ამას ამერიკა არაფრისდიდებით არ დაუშვებს ძლიერი მაგრამ მასზე ნაკლები რუსეთი ჩინეთის და მომავალში ინდოეთის საპირწონედ უნდა

რით შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენ

იმ ზღვარზე სადაც რუსეთი ირწმუნებს რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა ბოლო ბოლო საქართველოში შეიძლება მომწიფდეს აზრი ნატოში ტერიტორიების დაბრუნებაზე დროებით ან შეიძლება უარის თქმით შესვლა თუ მაინც დაკარგულია ფაქტობრივად

ნუ გაგიკვირდებათ თაობა რომელსაც ახსოვს აფხაზეთი მიდის თანაც ფინეთისთვისაც ძაან მტკივნეული იყო
კარელია მაგრამ შეელია

მას ურჩევნია ნეიტრალური მთლიანი არა მტრული საქართველო ვიდრე თუნდაც ნაკლებტერიტორიული და ნატოს ჯარებიანი

ჩვენზე არანაკლებად ეშინია მას ცხინვალ სოხუმის სრულმაშტაბიანი აღიარების რადგან თუ მისმა რომელიმე ავტონომიამ განაცხადა დამოუკიდებლობა ვერავის დაუშლის აღიარებას თანაც ასე ვეღარ დაჩაგრავს აფხაზეთს

და რაც მთავარია სად მოხდება ყველაზე მეტი თანხვედრა ინტერესების

პუტინი წავა საერთოდ ან იძულებული გახდება მოდერნიზაციაზე წავიდეს სხვა შემთხვევაში რუსეთი უნუგეშოდ დაეშვება ქვევითა პოზიციებზე ეს უკვე ესმით

საქართველო რომელსაც ნატოს წევრობამდეც შეუძლია გახდეს ევროპული დონის და იმედი მაქვს უკეთესი ქვეყანაც
თუნდაც ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების მოწყობის მხრივ

მისაბაძი მაგალითი იქნება პოსტსაბჭოთა ისტებლიშმენტის და ხალხებისთვის

ის რაც აქამდე ისტორიული ნატვრა იყო რუსების ქონოდათ ძლიერი სახელმწიფო არარუსებმა ივანე მრისხანემ ეკატერინემ პეტრემ და ბოლოს სტალინმა მისცეს ეს ფაქტია და რაც არ უნდა თქვან ასეა

ასე რომ აქაც ქართველებს მოუწევთ ისევ რუსეთისთვის მაგალითის ჩვენება და დახმარებაც ეს არა მესიანულია არამედ ისტორიის სვლისთვის ხელის შეშველება
რუსეთი მიხვდება რომ შესაძლებელია წარსულის დაძლევა და განვითარება

და უმთავრესი როგორც ყველგან ასევე მუსულმანულ გარემოცვაში მყოფ რუსეთს სადაც მოსახლეობის 30% მეტი მუსულმანია და მისი სლავიანული ნაწილი სულ უფრო მცირდება

ასევე დასავლეთის აუცილებელი სრული კონფლიქტი მუსულმანულ სამყაროსთან რაც გაძლიერდება ერთის მხრივ მუსულმანების ექსპანსიით ამ იდიოტ დასავლეთში ნავთობის ამოწურვის დაწყებიდან აზიაში მით მეტი სიღარიბით და ესეიგი მეტი ფუნდამენტალიზმით

საგულისხმოა რომ ისლამი ეხლა იმ აგრესიულ ფაზაშია რაშიც ჯვაროსნული ევროპა იყო

რუსეთს რომელსაც დიდი საფრთხე ემუქრება ამ მხრივ რაც მომავალში უფრო იჩენს თავს
ეს სიტუაცია დაახლოებისაკენ უბიძგებს რუსეთს და დასავლეთს

მას დასჭირდება დასავლეთი და კეთილგანწყობილი ძლიერი არამუსულმანი მეზობლებიც

დასავლეთს ძლიერი მოკავშირე რუსეთის სახით

ჩვენი ვალია ლავირებით და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობით ამ ეტაპებამდე რომლების აუცილებლად მოყვება ერთმანეთს

მიშასნაირი სისულელეების გარეშე მივაღწიოთ

ავტორი: manana საიდან გვწერთ: holandiidan
28.01.2013 14:50
ნატურალს--ჩემი სათქმელი ძალიან კარგად თქვით, მადლობა.

ავტორი: ანონიმი
28.01.2013 13:53
ნატურალო, ყველაფერს უკუღმა ამბობ და უკუღმა ხედავ და რა უნდა გიპასუხოთ?)))

არა ღირს !

ავტორი: naturali
28.01.2013 11:26
იშვიათია მოვლენა ან შედეგი მხოლოდ ერთი მიზეზით იყოს განპიროვნებული

როდესაც საბჭოეთი მეფობდა ჯინსების ტარებით რადიოს ჩუმი მოსმენით როკის სიყვარულით და ანეკდოტებით გამოვხატავდით პროტესტს

დასავლეთი თავისუფლების და სამართლიანობის ოაზისი იყო მირაჟივით მიუწვდომელი

როცა გაჩნდა შანსი მშიერებმა უშუქოებმა და შემცივნებულებმა დავივიწყეთ 21 წელში აქედან მოხეული გერმანელები ბრიტანელები ფრანგები და ისევ დიდი რისკის ფასად ევროპისაკენ დავიწყეთ სვლა

და რა ვნახეთ 21 წელი მონაგონია მაშინ მოხიეს და მორჩა ეხლა

ჯერ რუსეთთან შეთანხმებით შევარდნაძე ჩაოაბრძანეს ბეიკერის კრეჭვის ფონზე

ვიცით და არ გავიმეორებ რაც ხდებოდა პოზიტივი მაინც იყო დიდი რუსის ბაზებმა გავიდა დიდი პროექტები დაიწყო

მერე იყო მიშა დასავლეთმა თავისი უბინძურესი პრაქტიკა იყოს ჩვენი და იყოს თუნდაც ვირიშვილი მტელი ძალით ჩართო

მოირგო და გახდა კონსტიტუციური მონარქი მიშა აქებენ

ფაქტიურად ერთპარტიული გახდა ხელისუფლება აქებენ

პირველივე დღიდან დაატერორეს და გადაიფორმეს ყველა ბიზნესი აქებენ

ქუჩაში კლავენ ადამიანებს აქებენ

დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან აქებენ

მკვდრებს სახურავებზე ყრიან აქებენ

დეპუტატს შუადღეზე სასიკვდილოდ ცემენ აქებენ

პრემიერ მინისტრი დიდი ეჭვია მოკლეს აქებენ

პოლიტპატიმრებია აქებენ

ტერიტორიები დავკარგეთ აქებენ

არჩევნები უსინდისოდ ყალბდება აქებენ

უამრავი ახალგაზრდა მოკლეს აქებენ

ციხეებში აუპატიურებენ სასტიკად აწამებენ აქებენ

ხალხი გაღატაკდა 1 600 000 შემწეობას ითხოვს უმეტესობა რუსეთში მტერთანაა თავის და აქ დარჩენილთა გადასარჩენად

ვალები იზრდება ყველაფერს ყიდიან და ეს ფულები ტრანშებთან ერთად მათი ძაღლიშვილების ჯიბეებში მიდის


გ ე კ ი თ ხ ე ბ ი თ

რუსეთისაკენ რომც გადაიხაროს ხალხი ვისი ბრალია ვინ გაუცრუა იმედი

ვიმ ებრძვის მის რწმენას მისთვის ასე ძვირფასს
ვინ ტენის თავის გარყვნილ ცხოვრების წესს ასე მიუღებელს
ვის კიდია მისი შიმშილი ფეხებზე ოღონდ ელიტა იყოს მაძღარი და მორჩილი
ვინ ხუჭავს თვალებს იმაზე რის მეასედსაც თავზე დაამხობდა თავის ხელისუფალს

დ ა ს ა ვ ლ ე თ ს

რომელიც ანგარიშიანი და სიმაძღრისაგან გამოქლიავებულია

და ჩვბენც ეს ველური რუსეთი და სხვა გაიძვერა მეზობლები გვყავს არჩევანიც არაა

ავტორი: NATIA
27.01.2013 23:02
ავტორი: Orfeosi
27.01.2013 22:07
"ხალხს მაგის გადამკიდე ბაჩიო ახალაია მოენატრათ უკვე "
----------------------------------------------
ნწუ,ნწუ,ნწუ... მერე ჯალათი რომაა? - ჯალათი, ჯალათი ენატრებათ ???

ავტორი: Orfeosi
27.01.2013 22:07
ალასანიამ ჩაამთხლევა მაჟორიტარული არჩევნები ზუგდიდში, როგორც მინისტრმა ვერეფრით გადალახა სააკაშვილის ვეტო საკადრო საკითხებში და გაერთიანებული შტაბის უფროსად დანიშნა ოფიცერი, ი. ძნელაძე, რომელსაც ათეულის მეტაურობის გამოცდილებაც კი არ აქვს და ხვალ რომ რამე დაიწყოს, ღმერთმა ბუ ქნას და მაგის მეთაურობით შტაბი ვერანაირ ოპერაცის ვერ დაგეგმავს. აი ამის გამოა ალასანია დასასჯელი. ხალხს მაგის გადამკიდე ბაჩიო ახალაია მოენატრათ უკვე

ავტორი: GERMANE
27.01.2013 18:39
მაკო, ძალიან მიხაარია, რომ ორივე თვალიტ დაინახე - ბევრ თქვენს სახელოვან კოლეგას ცალი თვალიღა აქვს რამდენიმე წელია.

ალასანია კი "გაეთამაშა" ცეცხლს - იცოდა რომ ბიძინა არაა დემოკრატიის და პლურალიზმის მოყვარული. მაინც ათამაშდა და მოსვეს სადაც საჭიროა. ივანიშვილის პრეროგატივა რომ იყოს, ტავდაცვის მინისტრობასაც ეგრევე წამოაგდებინებდა ყელიდან.

ორონდ, ქართულმა მედიებმა და მისმა კორიფეებმა მთაავარი და მეორე მხარე არ დაინახეს ამ მედლისა. ანუ ის, რომ ივანისვილის საქციელია უფრო მნისვნელოვანი და საგანგაშო. ამ კაცს მის კოალიციაში სემავალი ყველა პარტია მისი მონა-მორჩილი გონია. შიდაპარტიული დისკუსიისათვის მინისტრი გააფარჩაგა - აი ესაა პრობლემა.

მიხარია, რომ ეს დაინახე და თქვი.

ავტორი: ateisti საიდან გვწერთ: aqedan
27.01.2013 18:12
წადი რა მიშააა!!!!!
გვაცალე ცხოვრება!
და ეკუნა და მისთანები აუცილებლად გაიყოლე თან!
არც ბიძინა დაგრჩეს თავისი ''შანტრაბით''!
ჩვენ კიდევ ნატოში და ევროკავშირში შევალთ, ... ოღონდ უთქვენოდ!!!

ავტორი: ეკუნა საიდან გვწერთ: კუკუნეთი
27.01.2013 00:13
ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ლევან ვასაძე.
კიდევ ერთი "მილიონერი", რუსეთში ნაშოვნი ფულით, ახალაც იქ ააქვს ბიზნესი, ბოლო წლებია მგონი საქართველოშია.
ნახეთ რა კანდიდატია: სიმპატიური, უფალს ახსენებს ყოველი წინადადების ბოლოს, "ეკლესიური", ლექსებს წერს, ჩოხით დადის , შთაგონებული სახით იყურება ზეცაში, უფალს ელაპარაკება ხშირად. ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა.
აბა როგორი კანდიდატია, ქართველი მრევლისთვის, უმაგრესი, თან რომ ბიძინა წარადგენს.
ხოდა ეს ორი გულანთებული მამულიშვილი ერთად მართავენ ქვეყანას პუტინთან ერთად, გვერდით ქართული ეკლესია და შუასაუკუნებისკენ ნაბიჯით იარ!
ერთი, ორი , სამი, ერთი ორი , სამი.
თავიიიისუუუუუფალ ეეე ერთა მძლე, კააააავშირი ძმუუუუური, შეუუუუკრავს მუდმიიიიივად დიდი რუუუუუსეთის ხალხს....
ოხ, როდის, როდის მოვიშორებთ მიშას, ამ შლეგიანს!
აი ეგ წავა თუ არა საქართველოდან, ეგრევე ცაზე ცისარტყელა გამოჩნდება და 12 საათის მერე ყველას ანგარიშზე დაჯდება მინიმუმ 50000 დოლარი, ყველა დაიწყებს მცირე ბიზნეს, ინფრასტრუქტურა თავისით აშენდება, ლევან ვასაძე და ბიძინა თავისფლად ამოიღებენ ჯიბიდან (ეხლა მიშა ატერორებს) კიდევ 50 000 და დაურიგებენ ყველა ქართულ ოჯახს.
წადი რა, წადი მიშააა!!!!!
გვაცალე ცხოვრება!

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
26.01.2013 20:47
ივანიშვილისთვის იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ რაღაც დონეზე აზრთა სხვადასხვაობა იარსებებდა და შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი პარლამენტში შესვლის შემდეგ ბლოკად კი აღარ დარჩენილიყო, არამედ სამთავრობო კოალიცია შეექმნა მხოლოდ, სადაც ყოველი მასში შემავალი პარტია გარკვეულწილად თავის პარტიულ ხაზსაც გააგრძელებდა.
მე უფრო ივანიშვილთან ვხედავ პრობლემას, ვიდრე ალასანიასთან. გუშინდლამდე განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილს აქვს ამბიცია, ერთპიროვნულად "შექმნას ისეთი დემოკრატია, რომ ევროპელებიც გააოცოს". როგორი კეთილი სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს ამ პატიოსან ადამიანს, ძალაუფლების ერთი კაცის ხელში მოხვედრა ყოველთვის მიდის ხელისუფალის გარყვნამდე. არაა აუცილებელი, ის მაინცა და მაინც სააკაშვილისეულ მეთოდებამდე დავიდეს. ხელისუფალის გარყვნად შეიძლება მოვიაზროთ თუნდაც ის, რომ ივანიშვილმა ვერ აიტანა ალასანიას და მისი პარტიის განსხვავებული აზრი და პოლიტიკურად სრულიად უსუსური ნაბიჯი გადადგა: ალასანია ჩამოაშორა ვიცე-პრემიერობას. ამ სვლით ივანიშვილი ვერ ჩამოიშორებს მთლიანად ალასანიას და მისი პარტიის იმ აქტივს, რომელის პარლამენტშია და რომლის მხარდაჭერაც დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.
აქედან გამომდინარე, გუშინ გავრცელებული განცხადება ალასანიას ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით სხვა არაფერი იყო, თუ არა ფეხების ბაკუნი.

მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სამთავრობო მოდელზე საუბარი არჩევნებამდე არ არსებობდა, არ იყო შეთანხმება ივანიშვილსა და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის, რომ წმინდად საპარლამენტო მოდელზე გადაიყვანდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყანას, არ უნდა ყოფილიყო ალასანიასა და მისი პარტიის განსხვავებული აზრი ღალატად აღქმული.

ძალიან მიხარია, რომ კოალიციის შიგნით ბზარი გაჩნდა. რადგან აქამდე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რასაც აკეთებდნენ, იყო ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის თავიდან აცილებისკენ მიმართული ღონისძიება. კოალიციის შიგნით კი არ განიხილებოდა საკითხები დიფერენცირებულად. ახლა იძულებული იქნებიან, კარგად აწონ-დაწონონ თითოეული მოდელის ავ-კარგი.

რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარია და შეცვლა დამეზარა http://socpoldigest.blogspot.de/2013/01/blog-post_23.html?spref=fb

ავტორი: RAMBO
26.01.2013 12:19
როგორ იცვლება სიტუაცია?! მე არ ვიცი დაგვიბრუნდება თუ არა "განახლებული" და დაჭკვიანებული" მიშა , მაგრამ მისი გამოსვლა სტრასბურგში რომ არის ჭეშმარიტი პოლიტიკოსის და ქვეყნის გულშემატკივრის ნიმუში და არ შეედრება მავანი ლიდერის "მომხიბლველ" ღიმილთან ერთად ,,მიამიტ და გულწრფელ" ტლიკინს, ე ჭ ვ გ ა რ ე შ ე ა!
პრეზიდენტის სიტყვამ რა შედეგიც გამოიღო-ეს აისახა სტრასბურგის რეზოლუციაზე და მის მნიშვნელობას ვერავინ
უარჰყოფს , ხოლო რას მოგვიტანს ივან-ის რუს ,,ბიზნესმენებთან" პურ-მარილი,ამასაც მალე ვნახავთ.ჯერ-ჯერობით ვნახეთ: სკრილნიკოვი,კიტოვანი,ჩახალიანი,ხაბურზანია,წულუკიანი,ლაშა ნაცვლიშვილი, ემზადებიან - პაატა შევარდნაძე,იგორ გიორგაძე,ასლან აბაშიძე,მამალაძე და ა.შ.
რომელი ურჩევნია საქართველოს? ამოიღეთ ხმა !!!!!

ავტორი: GERMANE
25.01.2013 15:36
სოზარ სუბარი და ალასანია იყვნენ და არიან ჩემთვის თავისებურად გარანტები იმისა, რომ ოცნება აშკრა ანტიდასავლურ გზას ვერ დაადგება. ალასანიას ამერიკული კავშირები მტკიცეა და უდაო.

ნატურალს კი - ამას ვეტყვი.
ნატურალ, რას ხედავ საძრახს იმაში, რომ პარტიამ მისი ხელმძღვანელობის შიგნით რაღაც საკითხები განსაჯოს და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პრეზიდენტობაზე. რა შუაშია დე გოლი?
ის რაც 70 წლის წინ ნორმალურ პოლიტიკად ითვლებოდა, ახლაც ნორმალურად ჩავთვალოთ?
დღეს ნორმალურია ყველაფრის გასაჯაროება და დისკუსია, განსაკუტრებიტ პრეზიდენტის პოსტზე. ხმალაძის მაგივრად ხმალი რომ დასვა პრეზიდენტის პოსტზე, უფრო მეტი დაფასება ექ´ნება. ყველაფერი ერთ კაცს ხო არ უნდა დაუმონოთ? გადაეჩვიეთ რა ამ ლიდერისტობას.

ავტორი: ანონიმი
25.01.2013 13:03
"ალასანია იმის გარანტი იქნებოდა რომ "ოცნება" აშკარა პრორუსულ გზას ვერ დაადგებოდა. ალასანიას მოცილება აშკარა ომის გამოცხადებას ნიშნავს პროდასავლური ძალებისათვის."
---------------------------------------
გერმანე,
ვითომ იქნებოდა გარანტი?
ჩემი აზრით, ალასანია უფრო რუსეთისკენ იხრება.
მანდ მაინც, პირად ანგარიშსწორებას უნდა ჰქონდეს ადგილი.
ალასანია ძალიან სუსტი პიროვნებაა იმისთვის, რომ მკვეთრად გამოხატული საკუთარი აზრი ჰქონდეს!

ავტორი: naturali
25.01.2013 10:05
გერმანე გეთამხმები

დავუშვათ მოვიდა უზურპატორი

განათლებულო და ყოვლისმცოდნევ მითხარი

არის პარტია ვინც შეძლებს ხელში სადავეების აღებას

გეცოდინება ასეთივე კითხვაზე ჯერ რომ ლენინი არ იყო იმ ულიანოვმა

ესტ ტაკაია პარტიაო წამოიკიკინა

შენც ისეთივე არ მოგვაწოდო მართლაც ვინც შესძლებს და ღირსეულია აბა ჰე გვირჩიე

20 იანვრის მერე ვინმეზე რომ მოგიბრუნდება თუნდაც მისივე კაბინეტის მინისტრის დაქვეითების გამო

შენ ობიექტურობის გურუ ხარ

ერთერთ სხდომაზე როცა დე გოლი ნატოსთან მომართებაში საკითხებს განიხილავდნენ ფინანსთა მინისტრს უკითხია პოლიტიკას ვიცვლითო

დაუტოვებია და მოუხსნია უზურპატორ დე გოლს

ავტორი: SHTIRLC
25.01.2013 00:08
შეინარჩუნებს თუ არა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტს ერთადერთი ადამიანის,ქვეყნის პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ! დიახ ! ! !იურიდიულად ივანიშვილის ძალაუფლება ალასანიაზე აღარ ვრცელდება ! დღეს მოქმედი კონსტიტუციით ივანიშვილს თავდაცვის მინისტრის, ისევე როგორც სხვა ძალოვანი მინისტრების გადაყენება არ შეუძლია ! საიდანაც შეეძლო,ანუ ვიცეპრემიერობიდან უკვე გადააყენა ! აი პრეზიდენტს კი მისგან განსხვავებით შეუძლია ! თან ერთპიროვნულად,ისე რომ ამისათვის პარლამენტის თანხმობა სრულებითაც არაა საჭირო ! კონსტიტუციით მხოლოდ 6 მინისტრის გადაყენების შემთხვევაში დგება პარლამენტის თანხმობის საჭიროება ! საინტერესო ვითარებაა არა ???? ალასანიას ცნობილი კითხვა - "მე რა ვქნა,მე?" - ახლაა სწორედ ყველაზე აქტუალური ! ! ! ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ავტორი: GERMANE
24.01.2013 23:58
ბატონო კობა, არაა ახლა საქართველოს ინტერესების პიროჟკებზე გაყიდვის დრო. გაითავისეთ რომ საქართველოში უზურპატორი მოვიდა, რომელსაც პოლიტიკა 90-იანი წლების რუსული საბანკო გარემო ჰგონია.
საკუტარ პარტიაში პარტიის თავმჯდომარე იხილავს საკიტხს, დააყენონ თუ არა საკუტარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რა არის ამაში ან "შეცდომა" და ან მისთიტებელი? ეს ხომ ბუნებრივი ამბავია - დისკუსია საკუტარი პარტიის შიგნით. გინდაც ალასანიას საკუტარი კანდიდატურა გამოეტანა ან სხვა პარტიებს (ოცნების კოალიციისა) ასევე საკუთარი და მერე მათ სორის გამართულიყო დისკუსია და შეთანხმებულიყვნენ საერთო კანდიდატურაზე - ამაზე უკეთესი და დემოკრატიული რა იქნებოდა?
მაგრამ არა, ივანიშვილს სურს რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი გაანადგუროს.
ნუ დაუხუჭავთ ამას თვალს, ტორემ სარკეში ცახედვა შეგზიზღდებათ. ვერავინ მოგცემთ იმდენს, რაც საკუთარი ტავისადმი რესპექტირების დაკარგვას აგინაზღაურებდეთ.
თანაც, ისიც დაინახეთ, რომ ბრძოლა მიდის პრო-ევროპულ-დასავლური ძალების წინააღმდეგ. ალასანია იმის გარანტი იქნებოდა რომ "ოცნება" აშკარა პრორუსულ გზას ვერ დაადგებოდა. ალასანიას მოცილება აშკარა ომის გამოცხადებას ნისნავს პროდასავლური ძალებისათვის.
ძალიან გთხოვთ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს პროფესიას.

პატივისცემით გერმანე

ავტორი: anna საიდან გვწერთ: prague
24.01.2013 23:44
ეტყობა ის გინება მაინც ჩარჩა გულში ბიძინას და ახლა ნელ ნელა ყველას გაუხსენებს:)

ავტორი: იური კუზნეცოვი
24.01.2013 21:34
ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
24.01.2013 19:05

აბა რა, დღენიადაგ ჯარზე ზრუნავს და პრეზიდენტობაც მაგიტომ უნდა ))))))))))))

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
24.01.2013 19:05
მთავარი პრობლემა ზუსტად ესაა, რომ თვალებში ნაცარს გვაყრიან. თქვას ივანიშვილმა, რომ, მისი ხედვით, ალასანიამ სუბორდინაცია დაარღვია და ამისთვის ისჯება. ალასანიამ კიდევ თქვას, რომ, მისი ხედვით, ისეთიც არაფერი ჩაუდენია, მაგრამ მინისტრად დარჩენის, კოალიციის ერთიანობის შენარჩუნების, ან კიდევ რაღაც სხვა მიზნით ეგუაბა ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას და მთავრობაში რჩება.
რა ვიცე-პრემიერობის ტვირთის მოხსნა და რა ჯარზე ზრუნვა, აბუჩად გვიგდებენ უკვე?!

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 15:39
სექტემბრის ბოლოს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში გაჟღერებულ ძველ "გრეხებსაც" არ პატიობს ივანა ალასანიას. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ბოღმას სრულად როდის ამოანთხვეს, კაცმა არ იცის. ეს ხომ მისი სტილია :)

ავტორი: ელიზა
24.01.2013 15:14
არ მესმის რატომ დაუშვა შეცდომა ალასანიამ?

სწორედაც მინიმუმ ერთი წლით ადრე იწყებენ პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევას.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასეა.
საქართველოში 8 თვეში ვირჩევთ პრეზიდენტს, ვფიქრობ ალასანიას სამზადისი დროულია.
ასევე აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნება" კოალიციაა და სრულიად ნორმალური და ბუნებრივა, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეარჩიონ და წარადგინონ კანდიდატები.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, წამყვანი პარტიები , რამოდენიმე კანდიდატს ასახელებენ, მიდის შიდა პარტიული არჩევნები და ბოლოს ერთზე თანხმდებიან. ასეა ამერიკაშიც.
ხაზს ვუსავ , ეს ხდება პარტიაში, და კოალიციისთვის ხომ ეს პროცესი აუცილებელიცაა.
ასე რომ ჩემთვის ბუნდოვანია რა გააფუჭა ალასანიამ ამ მოქმედებით.
თუმცა, თუ პრემიერ მინისტრის გუშინდელი დავოსში გაკეთებული განმარტებას დაუკვირდებით, ასევე გაგვახსენდება მის სიტყვები: "ხალხს სწორება ივანიშვილის გვარზე აქვს".
ანუ ყველაფერს ის უნდა წყვეტდეს საქართველოში.
ამ შემთხვევაში , სავარაუდოდ საფიქრებელია , რომ ალასანია ურჩი ხელქვეითი აღმოჩნდა.

ავტორი: naturali
24.01.2013 14:57
კობა ბატონო

ვის არ ვკითხე შევჩივლე ჩემდა ჭირად მკვდარია რუსთაველი

მიპასუხეთ ხრიდოლის მადლმა

კონფლიქტურ სეპარატისტული რეგიონებით და რუსის ჯარ იარაღით გაძეძგილი დე ეშმაკმა უწყის რა სტატუსის ტერიტორიებით

ნატოში მიგვიღებენ ?

კი ან არა დიპლომატიური ტვინისჭყლეტის გარეშე

ავტორი: gabo საიდან გვწერთ: Tbilisi
24.01.2013 14:34
სრულიად სიმართლეს წერთ. რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს. მაგრამ საკმაოდ და უპრობლემოდ ინიშნებიან თანამდებობებზე ის ოფიცრები რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა გადაცდომებისათვის არიან დათხოვნილები შეიარაღებული ძალებიდან, მაგრამ შეინიშნებოდნენ პარალელურ სისტემასთან კავშირში. სულ სხვა ვითარებაა იმ დამსახურებული ოფიცრების მიმართ რომლებიც კვლავ რჩებიან შერისხულთა რანგში და უვადოდ გრძელდება მათი დანიშვნის პროცედურა, რომელებსაც წინ მინისტრის უხვი დაპირებები უდევს ფონად! ამით მარტო ერთი რამის თქმაა შესაძლებელი მინისტრი ან უუნაროა ან კი დაკვეთის უნიჭო შემსრულებელი!!!

ავტორი: აკიბა
24.01.2013 14:00
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა

For.ge

2013-01-23 22:02:39
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებმოსილების ჩამორთმევასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი დავოსში გააკეთა.

ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს, განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა.

"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.

"... ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა„.

ვოტ ტაკ!

მოკლედ! კონკრეტულად! საქმიანად!

გაიგეეთ?!

ავტორი: gurami საიდან გვწერთ: Lincolnshire, UK
24.01.2013 13:46
მართალია ბატონი ბიძინა, შეეშალა ირაკლის და დაიტუქსა, ისევ ირაკლის აღზრისთვის სჯობს ეგრე.. ნუ ბატონ ბიძინას ზოგჯერ გამოუცდელობით რომ ეშლება რაღაცეები საერთაშორისო საშინაო თუ საგარეო საკითხებზე საუბრებისას მაგას არა უშავს, ბატონი ბიძინა ხომ ბელადია. თან მერე ბოდიშსაც გვიხდის ხოლმე, ძალიან სულგრძელი ბელადია!

ავტორი: lana საიდან გვწერთ: gibradze
24.01.2013 13:18
როგორც ყოველთვის ძალიან ობიექტური და წაკითხვადია თქვენი სტატია, მე თუ ვინმე მკითხავს ყველა ჩამოსამინისტრებელია და ჩამოსაპრემიერებელი.................

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 12:28
ალასანია არის ერთადერთი ნათელი წერთილი ქ. ოცნებაში. ისიც თუ გარიყეს ვიყოთ მერე დუმბაძის, კალაძის და გუბაზის იმედზე. მე პირადად ოცნებას ალასანიას გამო მივეცი ხმა.

ავტორი: გლადიოლა
24.01.2013 11:31
დაბოღმილი ადამიანის ნაწერია

ავტორი: pirshi mtkmeli
24.01.2013 11:09
კობა ლიკლიკაძის საარაკო ფარისევლობამ ბეჭებზე დამცა! პრემიერმა დაწვრილებით ახსნა, რის გამო გაათავისუფლა ალასანია თანამდებობიდან და ეს მცდელობა, ივანიშვილს ნამუსი მოწმინდოს და ისევ ალასანიას შეატანოს ბრალი, თან მკითველისათვის თვალებში ნაცრის შეყრითა და სულ სხვა თემაზე აქცენტის გადატანით, შეეფერება უფრო დემაგოგს, ვიდრე რადიო თავისუფლების ჟურნალისტს.

ავტორი: ეგორ კუზნეცოვი
24.01.2013 11:02
ძირს ალასანია და ნატო!!!

ავტორი: ვახტანგი საიდან გვწერთ: თბილისი
24.01.2013 09:47
ძალიან კარგია, რომ ჩამოამინისტრა, აი თუ ჩამოამოადგილეებს, მაშინ უკეთესი იქნება. რომელი თავდაცვის მინისტრი ეგაა.

ავტორი: naturali
24.01.2013 09:23
მარგველაშვილი და კალაძე ხომ ბდღვნიან იქაურობას

მარგველაშვილს წინა მინისტრების მსგავსად ისე უნდა სკოლების გადახვნა და რეფორმების თესვა მასწავლებლებს და დირექტორებს არც ეკითხება აზრს

ფენას რომლისთვისაც ნებისმიერ მეცნიერზე უკეთესადაა ცნობილი რა სჭირდება სკოლას

კაბინეტი კი არა კასრი უფრო უპრიანია ფილოსოფოსისთვის

გია ჭანტურია რომაა მენავთობე ქდმ-ს ყოფილი ჯილა

ეგ არცევნების წინ გამოვიდა და დაფაზე ჩამოწერა რამდენ გაზსს მიოხმარს ქვეყანა აქედან ნაწილს უფასოდ იღაბს ნაწილს შეღავათით

ხო და მთლიანად გადახდილი ფული გაყო გაზის მთლიან მოცულობაზე და 1 კბმ 10 თეთრი გამოვიდა

გამობრძანდეს კალაძე და დაამტკიცოს რატომ ჯდება საზღვრიდან ჩემს სახლამდე გაზის მიტანა 41 თეთრი

მიუცუცქდნენ საშუამავლო ფირმები და ქაღალდებზე ფასების გაბერვას რა უნდა მითუმეტეს ასე თუ მოახსენებ პრემიერს

შენც გაგებერება ჯიბეები ალბათ

კბილაშვილს და წულუკიანს თუ უკეთესად არგუმენტირებულ დასაბუთებული მტკიცებულებები არა აქვთ დახლის ქვეშ გასაგები დროისთვის ამოდებული

მეც კი ორი დღე მჭირდება მაგათი სასჯელი რომ მოვიგონო

ბიძინაჩემო რაც არ უნდა მაგარი იყოს მეფეს მაინც მისი ამალა თამაშობს ძაან უცებ ისევე როგორც შეგიყვარა შეგიძულებს ხალხი

ხალხის განწყობაა შენი ძალა ფულეს და შმიტისნაირების კი არა დადგა დრო მოიცილო ბალასტი ნაცების თამადობით

ავტორი: tiko საიდან გვწერთ: usa
24.01.2013 07:22
საინტერესოა, ეს ანალიზი ავტორმა მანამ გააკეთა, სანამ ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა და მერე? "ოპონენტები შეეცდებიან წერტილოვანი დარტყმა მიაყენონ" ალასიანიას?? ხუმრობს ბ-ნი კობა ალბათ. ივანიშვილმა რომ ალასანიას დარტყმა მიაყენა, რომელი ოპენენტი შესძლებს ამას? "წერტილოვანი" იყო თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ალასანია რომ ივანიშვილმა გააფარჩაკა, ეს ცხადია. ასეა, ბატონებო. აი, ასე იცის მართვა ბ-ნმა ბიძინამ, ქურდულად. "პატარა შეცდომა"? ვინმესთან რამეს იტყვი შეუთანხმებლად? დაისჯები. და თან გაგებით მოეკიდები. მარტივადაა საქმე. ნუ ცდილობთ ბ-ნო კობა რაგაც გონივრული ახსნა მოუძებნოთ ამ მარაზმს. ნუ ირცხვენთ თავს.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
24.01.2013 03:29
კობა ლიკლიკაძის მორიგი შედევრი! მაოცებს მისი ობიექტურობა! მართლაც საკვირველია, პირდაპირ, სააკაშვილის სიძულვილი რაოდენ ძლიერი გრძნობა უნდა იყოს, რომ ალასანიასა და ივანიშვილს შორის გარბენილ კატადაც კი მოგეჩვენოს.

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 03:21
ოოოჰ, მთავარია"ის" სატელეფონო საუბარი.

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 03:17
მინდა ვურჩიო პრემიერ-მინისტრს, რომ კიდევ ერთი ბრძანება გამოსცეს, რომლითაც ირაკლი ალასანიას მედიასთან ურთიერთობასაც აუკრძალავდა. ამით თავდაცვის მინისტრს კიდევ უფრო მეტი დრო გამოუთავისუფლდება იმისათვის, რომ „ძირითადად და მთლიანად“ მოახდინოს კონცენტრირება „შეიარაღებული ძალების განვითარებაზე“.
------------------------------------------------------
კარგია!

ავტორი: იური კუზნეცოვი
24.01.2013 03:15
გეთანხმები ბატონო კობა...ალასანია და მთელი მისი დამქაშები(დოლიძე,პეტრიაშვილი) გასაგდებია მთავრობიდან,როგორც სუსტი რგოლი და დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ფიგურები.

რეფორმის მეორე ეტაპზე როგოზინია ჩამოსაყვანი სასწრაფოდ, ის შეგვიქმნის ძლიერ ჯარს და კოჰაბიტაციასაც უპრობლემოდ გაართმევს თავს.;)

ამიტომ მე, როგორც საქართველოს ჯარის ერთ-ერთ უბრალო გულშემატკივარი ვაცხადებ,სასწრაფოდ დასაშლელია ქართული შეიარაღებული ძალები ;)...რათ გვინდა მაინც?ვისღა ვეომებით? ;)

ავტორი: გიორგი მამალაძე საიდან გვწერთ: გერმანია
24.01.2013 02:57
გეთანხმებით, ერთსაც დავამატებდი. გაუმჭვირვალე და სუსტად დასაბუთებული საკადრო გადაწყვეტილებით წინამორბედს რომ არ დაემსგავსოს ამჟამინდელი მთავრობა, თქვენი ჟურნალისტებისა და ჩვენი მოქალაქეების ვალია არ დავკმაყოფილდეთ ამგვარი ახსნებით, დავსვათ კითხვები და „გარკვეული სხვანაირი ინტერპრეტაციები“-ც თამამად გავაჟღეროთ და მათზე ხმამაღლა ვიმსჯელოთ!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
24.01.2013 02:04
იქნებ ბატონმა კობამ განმარტოს, რატომ არის ალასანია კაბინების სუსტი რგოლი და კალაძე (მაგალითად) ძლიერი


ავტორი: ანონიმი
24.01.2013 01:49

ეგ ნამდვილად საბჭოთა დივერსანტების მიერ დემოკრატიზებული სახელმწიფოს ისტორიებია. სად გაგონილა კგბს გენერლის შეიარაღებული ძალები დედაქალაქიდან 40-ოდე კილომეტრში იყოს და თავდაცვის მინისტრს საყვედურობდნენ შენი საკუთარი უბედური ქვეყნის პეზიდენტის მოწინააღმდეგეებს რატო არ ნიშნავ წამყვან თანამდებობზეო ?

სხვა მასალები

აუდიო პუტინი აკრიტიკებს დასავლეთს, უკრაინის კონფლიქტში ადანაშაულებს კიევს

კრემლში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად გაჯანსაღდება.
გაგრძელება

აუდიო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში

ლარის კურსის ცვალებადობამ ბოლო თვის განმავლობაში გააჩინა კითხვები საქართველოში ფასწარმოქმნის პრინციპებსა და ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით.
გაგრძელება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული