ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 19:57

ბლოგები / ია ანთაძე

ოპერაცია „აპრილი“

x
ავტორი ია ანთაძე
ერთ მშვენიერ დღეს (რამდენიმე კვირის წინ) ნაციონალური მოძრაობის ცნობილმა „სახეებმა“ ფეისბუკზე შეთქმულებივით დაიწყეს ერთსიტყვიანი გზავნილის გამოქვეყნება: „აპრილი!“ „აპრილი!!“ „აპრილი!!!“. ფეისბუკის საზოგადოების ნაწილი შეშფოთდა და შეუდგა გამოკითხვას, თუ რას ნიშნავდა ეს უცნაური თამაში. ბევრი კი მაშინვე მიხვდა, რომ „აპრილი“ ნიშნავდა იმ თარიღს, როცა მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, დაეთხოვა პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

ის იმედიანი და ხალისიანი განწყობა, რომლითაც სააკაშვილის თანამებრძოლები და მომხრეები ამ ერთსიტყვიან პოსტს აზიარებდნენ, პირადად ჩემთვის თვალნათლივ ადასტურებდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა გეგმა - ვადამდელი არჩევნები საკუთარი მთავრობით ჩაეტარებინა და საქმე გამარჯვებამდე მიეყვანა. შესაბამისად, მრავალჯერ გაზიარებული „აპრილი“ იყო არა თამაშის ნაწილი, არამედ პოლიტიკური გეგმის კოდური სიტყვა, რომელსაც სააკაშვილის მომხრეებში მხნეობა უნდა შეეტანა და გაემრავლებინა.

„აპრილი“ დღემდე რჩება პრეზიდენტის გუნდის ერთადერთ იმედად, ერთადერთ ხავსად, რომელიც ხელისუფლებაში კანონიერად დაბრუნების თეორიულ შანსს უტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. თუ აპრილის თვე პარლამენტის დათხოვნის გარეშე ჩაივლის, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შემდეგი „მსხვილი“ პოლიტიკური მოვლენა იქნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

როგორც დეკემბრის ბოლო დღეებში გაირკვა, ბიძინა ივანიშვილსაც სათანადოდ უფიქრია აპრილზე და შეუმუშავებია გეგმა, რომელიც, მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. ამ გეგმის ერთადერთი საჯაროდ გახმაურებული პუნქტია ისეთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მას ჩაატარებს არა სააკაშვილის, არამედ ივანიშვილის მთავრობა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ იურიდიული დეტალებით, პირდაპირ გეტყვით: ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში 100 ხმა (სრული შემადგენლობის ორი მესამედი) სჭირდება. როდის დაითხოვს სააკაშვილი მთავრობას, როდის მიიღებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს, როდის დანიშნავს პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს - ეს პროცესის დეტალებია. ფინალში კი გამარჯვება ელოდება იმას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში 100 ხმას გააკონტროლებს.

როგორც „ოცნება“ იუწყება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მას უკვე ჰყავს ასი და მეტი მომხრე. თუ ეს მართალია, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია „აპრილი“ მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მარცხით დამთავრებულა; ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების ბოლო შანსი დაუკარგავს და ახლა მხოლოდ ამ რეალობის დადასტურებას უნდა ველოდოთ აპრილის თვეში.

თუმცა, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა. შესაძლოა, მას ალტერნატიული გეგმებიც ჰქონდეს, მაგრამ ის გეგმები კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში ვეღარ ჩაეტევა. ერთადერთი ქმედება, რომელიც პრეზიდენტს კანონიერების ჩარჩოში დატოვებდა და ბრძოლის გაგრძელების შანსსაც შეუნარჩუნებდა, მის მიერ დანიშნული მთავრობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო, არის და იქნება. სხვა შანსი არ არსებობს. ამიტომ, სააკაშვილის მომხრეებისთვის კოდური სიტყვა „აპრილი“ თავის სასიცოცხლო მნიშვნელობას აპრილის თვის ამოწურვამდე შეინარჩუნებს.

არის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც აპრილს ის ადამიანებიც ველოდებით, ვისაც ახალი ხელისუფლების მიმართ მეტ-ნაკლებად მწვავე შეკითხვები და მეტ-ნაკლებად კრიტიკული მოსაზრებები დაგვიგროვდა. მართალია, ივანიშვილის მთავრობას ზოგი ძველი თანამშრომლების დატოვებისთვის აკრიტიკებს და ზოგი კიდევ - ძველების გაშვებისთვის; მართალია, ზოგი უკმაყოფილოა საკადრო პოლიტიკით; ზოგი წერს და ხმამაღლა საუბრობს იმ განუკითხაობის შესახებ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებებში ხდება; ზოგს მიღებული ამნისტია აეჭვებს და ზოგს - მისაღები; ნეპოტიზმიც განხილვის თემად იქცა; ყბადაღებული ტარიფებიც ქილიკის მიზეზია და დაკავებული თანამდებობის პირების მიმართ წაყენებული „რბილი“ ბრალდებებიც; „მეცხრე არხის“ ტკივილიც მოუშუშებელია და ვერც ის უცნაურობა გავარკვიეთ, რატომ მოუხდა ჩვენი ქვეყნის პრემიერს ბაქოში პირველივე ვიზიტისას ბოდიშის მოხდა; - მაინც შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი - და, მათ შორის, მეც - ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ ახალი ხელისუფლების საქმიანობის ძირფესვიანი შეფასებისგან.

პირადად ჩემი და, რამდენადაც მესმის, სხვების არგუმენტიც მხოლოდ ის ასდღიანი ვადა არ არის, რომელიც ახალი მთავრობის შეფასებას სჭირდება ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში. მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და აპრილთან დაკავშირებული მათი გეგმებია. პრეზიდენტის თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს ვერ გაუგიათ, ხელისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, თუ ახალ ცხოვრებას იწყებენ ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ, ისინი ერთდროულად არიან თავდაცვის და თავდასხმის რეჟიმში, რაც მათში ორმაგ აგრესიას აღვიძებს. საკმარისია, ვინმემ კრიტიკული შეკითხვა დასვას ახალი ხელისუფლების მიმართ, რომ სააკაშვილის ოდიოზური მხარდამჭერები მაშინვე გვერდით მჭიდროდ მიეკრობიან ქირქილით, ან ნიშნისმომგებიანი პოზით, ან ყალბი თანაგრძნობით, და იწყება არაადეკვატური გამოხმაურებების ზვავი: „ააა, აბა რა გეგონათ?!“ „ახლა აღარ მოგწონთ ივანიშვილი?!“ „დაგეწყოთ გულის ფრიალი?!“ „შეგიწყვიტათ ბიძინამ დაფინანსება?!“  „გრძნობთ მუხლების კანკალს?!“ „ჯერ სადა ხართ, ახლა ნახეთ ჩარეცხვა!“ „კარგია, თუ გონზე მოხვედით“ და ასე შემდეგ...

ასეთი არაჯანსაღი რეაქცია კრიტიკაზე აბსოლუტურად აუფასურებს ნებისმიერ სერიოზულ შეკითხვას თუ შეფასებას. საკუთარ მინდორზე „გადაქაჩვის“ ეს ძალისმიერი პოლიტიკა უკიდურესად აღიზიანებს ძალადობით დაღლილ ადამიანებს.

როცა აპრილი ჩაივლის და ყველას ზუსტად ეცოდინება, რომ ნაციონალური ხელისუფლების რეანიმაციის კანონიერი შანსი თეორიულადაც კი აღარ არსებობს, დარწმუნებული ვარ, ადამიანები დაკარგავენ მოტივსაც და სტიმულსაც, თავს გრძნობდნენ ერთდროულად მსხვერპლად და მოძალადედ. ეს ნიშნავს, რომ კარგი მოქალაქეობა აღარ იქნება გაიგივებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლასთან და, შესაბამისად, ჩაცხრება ბევრი დაუსაბუთებელი აგრესია.

იმ პირობებში, როდესაც კრიტიკა იქნება მხოლოდ კრიტიკა და არა მოგება-წაგების (ანუ „ნულოვანი ჯამის“) თამაშის ნაწილი; იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას მეტი საშუალება მიეცემა, სწორად აღიქვას ჩვენი მცდელობა და ძალდაუტანებლად ჩამოაყალიბოს თავისი დამოკიდებულება ჩვენი მოსაზრების მიმართ, მეც და, იმედი მაქვს, სხვებიც ვიტყვით ყველაფერს, რაც გვაწუხებს და რის თქმასაც სასარგებლოდ მივიჩნევთ ჩვენი საერთო სამშობლოს მომავლისთვის.

ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის...

Tags: მიხეილ სააკაშვილი,ბიძინა ივანიშვილი,ქართული ოცნება,ნაციონალური მოძრაობა



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 7
ავტორი: Rambo
12.02.2013 11:55
თავი დაანებეთ იას,ის ისეთივე მსხვერპლია ამ პროვინციალურ-პატრიოტული მთავრობის ლაყბობა-დაპირებებისა,როგორც დანარჩენი საწყალი გაუბედურებული ბრბო, რომელმაც მხარი დაუჭირა ჭორვილელ რუსს.
უბრალოდ შეცდა ია,როცა ეგონა,რომ პუტინ-გიორგაძე-ივანიშვილის ტრიო მას,ბრძენ ჟურნალისტს და პროგნოზ-მეიკერს ვერ გააცურებდა. მაგისთანები გაუცურებია KGB-ს?!

ავტორი: NATIA
11.02.2013 23:25
ქალბატონო ია,
კმაყოფილი ხართ დამდგარი შედეგით ?
კმაყოფილი ხართ, იმათი ქმედებებით, ვისაც ოპოზიციაში არ უდექით ?
ქვეყანა რომ ბალაგანი ხდება ნელ-ნელა, მაგაზე ჟურნალისტებმა ( ვინც "აგიტაცია-პროპაგანდას" ეწეოდით პირდაპირ თუ ირიბად ) პასუხი არ უნდა აგოთ !

ავტორი: კანონიმი
11.02.2013 22:30
ანონიმ შენი გამკვირვებია,სად ეძებ სიმართლეს ია ანთაძესთან? ))

შეეგუე,რომ ჩიორა თაქთაქიშვილია ყველაფერში დამნაშავე,უგულავა კი ინსპირატორი!!!ეგენი მიუვარდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს,დაერივნენ კანონმორჩილ პოლიტპატიმრებს,უფლებადამცველებსა და პოლიციელებს,შემდეგ გაშმაგებით თავები და ცხვირები ურტყეს მომიტინგეთა მხრიდან თავდაცვის მიზნით შემართულ მუშტებს!!!უნდა აღინიშნოს,რომ ამ ბარბაროსული თავდასხმის შედეგად, რამდენიმე პოლიტპატიმარს ხელი აქვს შეხვეული სხვადასხვა დაზიანებით!!!

ლუკა კურტანიძე ამ ხელისუფლების სახეა!!! ეგ თუ მოერევა ჩიორა თაქთაქიშვილს, სხვა არავინ მეგულება ხელისუფლებიდან , მის წონით კატეგორიაში!!! ))))

უნდოდათ სირცხვილის დერეფანი და მიიღეს კიდეც სირცხვილი და თავის მოჭრა...ასე გააგრძელეთ ბიჭებო!!!

ავტორი: naturali
11.02.2013 21:55
ყველაფერი მიდგომაშია

აგერ მთელ დუნიაზე გაჰკივიან გვცემეს სულ ტალახში გვაგორავესო

აგიტზონდერები ისე მოთქვამენ ადამიანის უფლებებზე ლამის ჯიგარი დამეხრუკა

ეს ცემა კი არაა ხელი შემოგიბრუნეს ბიძიკო 9 წლიანი ზაპაზუპის მოთმენის შემდეგ

ხელიც არ გინდათ შემოგიბრუნონ? აბა რა ქნან თან გვერდები მოგიშვირონ თან მიშაიას ვენაცვალეთ რა სასიამოვნოდ გვიზაპუნებსო

ეს იძახონ

თქვენ ისეთი უსინდისოები ხართ კაცს იმაზე დაიჭერთ როცა ვურტყამდი გავოფლიანდი და მაგის ბრალია რომ გავცივდიო

აი 9 წელი რომ სამაგიერო და იგივე პატივისცემას თუ

პ ა ტ ი ვ ი თ ცემას მიიღებთ მერე ეკოჰობიტაციეთ ხალხს

მე ნუ დამაბრალებთ ამ აზრს გადით ქუჩაში და ნაცაქტივისტი ვარო განაცხადეთ

თუ ათიდან ცხრამ ეგრევე 9 წლიანი წამზომი არ ჩაგირთო და ხელები არ დაიკაპიწა სულ კობა ხაბაზი მეძახეთ

ავტორი: ანონიმი
11.02.2013 19:31
ქალბატონო ია,
ნახეთ და წაიკითხეთ ლუკა კურტანიძის კომენტარი?
ხედავთ ბიჭი რა დღეშია? როგორ იმუქრება?
თურმე კადაფივით უნდა დაუმთავროს მიშას, წამოცდაააა, მაგას უპირებდნენ ბიბლიოტეკასტან, ნახეთ კადრები, რა არაბუნებრივი მოძრაობები ჰქონდათ ნანა კაკაბაზეს და მელორ ვაჩნაძეს, მაგას აპირებდნენ ეგენი იქ, ლუკამ გაახმოვანა.
ამას ელოდიტ ია, ეს არის "ოცნება", ლუკა კურტანიძემ უნდა გვაჩმორიკოს? თურმე პასუხი უნდა აგებინოს ამ ველურმა სხვებს უღირსი საქციელისთვის, მიშას კადაფივით ნახვის სურვილი პუტინს ააქვს, ცნობილია.
რა დღეში ხართ ოცნების მხარდამჭერებოოოოოოო, განსაკუთრებით "ინტელექტუალებო".
პოლიცის აკადემისს პრორექტორი და პრეზიდენტი კიდევ, რა დღეშია.
იცი რაზე ეშლებათ კიდევ ნერვები? უგულავას ლაჩარს და მშიშარას ვეღარ დაუძახებენ, მთვარალ, კაიფში მყოფ, გონება დაკარგულ ბრბოში შევიდა, აი ამზეც არიან გაცოფებულები.
ივანიშვილი კი ტყვიაგაუმტარი შუშებით ეწეოდა საარჩევნო კამპანიას.
რეიტინგი ნახეტ კიდევ, რა ხდება..ხალხი გაიჟებულია

ავტორი: naturali
11.02.2013 10:40
ვააააა

ანონიმ გერმანე ვაკელი ბუხუტი

ეს რა სიმბიოზია სიამის ტყუპები ხართ არგუსის გარე ბიძაშვილები თუ ღმერთო მომკალი და ჰიდრა

ეს თქვენა ხართ წესიერი ხალხი?

წესი ერი ანუ იმ წესების მიმდევარი რაც ერმა დააწესა ამ კუთხით მთლად უწესოები გამოდიხართ

თქვე მღილებო მე რომ თქვენს ბრიაშკაში მდომოდა გარევა რა სიტყვათა მარაგი არ მეყოფოდა თუ ფანტაზია ოცნების სალანძღავად

ეგრევე თქვენს ბუხართან მახვშის სავარძელზე წამოვჯდებოდი მარა იმის პერსპექტივამ რომ თქვენს მიერ მიშასთვის ნამღერები პოლიქრონიონი

ნათიას ცრემლნარევ წატირების ფონზე გაიმართებოდა ახ შენ გენაცვალე მიშა ცხვირზე ხელის გასობაშიაო

ნამეტური გლახა ასატანი იქნებოდა

ვიცი რასაც მომწერთ აპაპა მაინც არ გამოგივიდოდა რამეო

მაგალითი ერთ პოსტში ნათუშკებმა შეცდომით ეკლესიის მოწინააღმდეგებ შემიცნო და სიხარულით მიმიპატიჟა მოდი ნატურალ ბიძია დავცხოთ ეკლესიასო

ბედად გერმანიკუსმა მიაბღავლა გეშლება ოცნებისტია მაგიო

რაო სიტყვიერი ფაღარათიო? პლაგიატობთ კიდეც
ვარლამ არავიძე კაგებეს აგენტი ანონიმშჩიკი

მეტი რამე აზრი არ ფხაკუნებს გოგრებში?

დაგეხმარებით ჩემი ტექსტები აიღეთ და უკუღმა შემომიბრუნეთ ისედაც უკუღმართები ხართ

თუ არ მოწონთ ჩემი პოსტები ნუ კითხულობთ გადაახტით მე შენ გეტყვი და ბევრჯერ არ გადამხტარხართ

ვერ წარმოუდგენიათ რომ ვინმემ რაიმე სარგებელი თუ არა აქვს თავი შეიწუხოს თუნდაც თავისი აზრის გამოთქმით

ისე პიტალო პიტალო ხშირად გაიმეორეთ სანამ ორსულობის ტალები არ დაგაყრით მაგ ისედაც დამშვენებულ ცხვირებზე

დავარდით ქადაგებად არ წაიკითხოთ ნატურალიო

თქვენნაირების აზრი და რაოდენობა ისე მაინტერესებს როგორც ტილების რაოდენობა ბოშას კინკრიხოზე

შუბლის ძარღვი კი არა შუბლიც არ გაქვთ წარბებიდან ეგრევე კეფა გეწყებათ

ქალი სცემესო თქვე თავის ქალებო გუჯაბიძის ცოლი რომ სცემა ქარდავამ სად იყავით გლდანის ეკლესიის დარბევის დროს მოხუცი ქალი რომ დაანოკაუტა პოლიციელმა რამე თქვით

გავაგრძელო სია? მე მაშინაც და ეხლაც ვგმობ ქალის და მათ შორის ჩიორას ცემასაც

ხომ არ გამებუტებით ერთი ციტატაც რომ მოვიყვანო
მიშას გმირულ მხარმკლავებს გეფიცებით მეტს არ ვიზამ
კაი ხომ?

ვინც მახვილი აიღოს მახვილითვე წარწყდეს

ეს სხვის ნეკნებზე ბრაგუნი გეყურებოდათ ჯინჯერ ბეიკერის /დრამერია/ სოლოებად

ჰა რაო თქვენმა რუმბივით გაგორებულმა ფალავანმა მივაცემინებ ჩემს ვასალებს ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებისათვისო?

დაიჭირეს მოჩხუბრები მასეთებს ნაცები აწინაურებდნენ

თუ ნაწამებ ხალხს მწამებლებზე რომლებიც შეგნებულად წამოვიდნენ პროვოკაციაზე ფიზიკურად პასუხის გაცემა დანაშაულად ეთვლებათ

მაშინ თუნდაც საპასუხოდ ხელის დამრტყმელი რატიანი და დარჩიაშვილიც დაიჭირონ

ჭვავისყანელო მაშ პოლიტპატიმრები კრიმინალები არიან არა
რავა ტყუილად მქონდა იმედი ამათ გაასწრებ მალე შენ

არა მეშლება გერმანე და ბუხუტი უფრო წინწასულნი არიან

დემნა კაცო დემნა ეგ მერამდენე კრუგზეა ნეტა

ადრე დათოსთან ერთად მოგზაურობდა ეხლა მარტო გველანდება

ნეტა დათო სადმე უდაბნოში ბედუინებს წყალზე ხომ არ გადაუცვალა

ვნერვიულობ კაცო


ავტორი: Vakeli Rembo
10.02.2013 19:58
,,ნანა კაკაბაძემ ხუთოთახიანი ბინა თბილისში და სახლი ბათუმში ამ დღეებში შეიძინაო"- ამტკიცებენ ნაციონალები,თან
შემოსავლის წყაროსაც ასახელებენ: ეს ის ფულია,რომელსაც უხდიან მას კრიმინალები, პოლიტპატიმრების სიაში ჩაწერის
ნაცვლად. არ გამიკვირდება,სიმართლე რომ აღმოჩნდეს !!!

ავტორი: ელიზა
10.02.2013 14:22
ვტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
10.02.2013 01:13
ამ ხელისუფლებამ ცოცხი მშვენივრად გამოიყენა თავისი შეცდომების გასაუფერულებლად და ე. ი. სანამ მთელ მოსახლეობას ცოცხებით არ დაგვერევიან მანამდე არ გვაქვს ხმის ამოღების უფლება თუ რა ხდება, ვერ ვხვდები. მართლა ცოცხია მე მგონი ამათი სიმბოლო.

გეთანხმები, აშკარაა რომ ასე აპირებენ მმართველობის გაგრძელებას, ამას ვწუხვარ , რომ ასეთი მარტივი წარმოდგენა აქვთ ხალხზე, მათ გონებრივ შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ ვსვავ კითხვას, ვინ და როგორი ერი ვართ, კაცობრიობის განვითარების რა ეტაპზე მდგომი.
ფაქტია, რომ ბედუქიძე 6 თვის განმავლობაში აგროვებდა მასალას. თუ მის კომენტარებს და ჩვენებებს ქრონოლოგიურად გაუყვებით, საშუალოზე დაბალი გონების ადამიანისთვისაც ნათელი იქნება, რომ ეს ადამიანი "დიდი საერთი საქმის -ცოცხი" მთავარი სულისჩამდგმელია.

დღეს ბედავენ მის გმირად შერაცხვას იმ ფონზე, როდესაც გამუდმებით გვესმოდა წამყავანი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, პოეტების ერთსულოვანი განაცხადი:
არცერთი წარმატებული საქმე არ ღირს, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის და ღირსების შელახვის ფასად".
დავით მაღრაძის სიტყვებია: " ნაციონალების ყველა გაკეთებულ საქმეს და წარმატებას ერთ სანდრო გირგვლიანში გავცვლიდიო".

დღეს კი, თურმე 6 თვის განმავლობაში ნაწამები ადამიანების ღირსება და სიცოცხლე ღირდა ნაციონალების გასაშვებად. ბედუქიძე გმირია. ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას.
საოცარია, მაშინაც კი, როდესაც სახლში მშვიდად მყოფს, თავს გესხმის ყაჩააღი ან მკვლელი და თავდაცვის დროს შემოგაკვდება, პასუხს აგებ ადამიანის მკვლელობისთვის, შეღავადებით, მაგრამ მაინც, შენ კაცი მოკალიო.
ბედუქიძე 6 თვე აწამებდა ადამიანებს და ამას თურმე სამშობლოს სიყვარულით აკეთებდა, ამიტომ გმირია.
რაც ყველაზე შეურაწმყოფელი უნდა იყოს თავმოყვარე ადამიანისთვის , თურმე 6 თვის განმავლობაში ვერ გამოქონდა ვიდეო მასალა ციხიდან და ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ მოახერხა.
თუ კი დღეს ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ლოგიკა სრულიად მისაღებია და დასაჯერებელი, თუ მათთვის ბედუქიძე გმირია, თუ ისინი ირჩევენ გუბაზ სანიკიძეს წინასწარ დაანონსებული "მილიონერობისკენ სწრაფვის "მიუხედავად, თუ სამართლიანობის აღდგენა მათთვის შურისძიებაა, მუდმივი ძიება მესიების, მათი განდიდება, დემონიზაცია, მომხრეების დევნა, თუ ეს არის არსი სახელმწიფოებრიობის, მაშინ ხომ მოაზროვნეობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანისთვის ტანჯვა და წამება უნდა იყოს უმრავლესობაში ყოფნა.
მე პირადად ღმერთმა დამიფაროს!!!!!!

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
10.02.2013 01:13
როდესაც ლუკა-ელდარ კურტანიძე დაინიშნა პრორექტორად და ფედერაციის პრეზიდენტად ადამიანების გარკვეული კატეგორია ამბობდა, რომ მას ეს თანამდებობები იმიტომ ეკუთვნის, რომ ის ნაციონალებმა ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს და ა. შ. ანუ, ბევრი იტანჯა წინა რეჟიმისგან და ბევრი გადაიტანა. ადამიანურად ნამდვილად ვუთანაგრძნობ მას, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა დაინიშნოს რაღაც პოსტზე გამწარებული, შურისძიებით ანთებული ადამიანი, რომელიც აუცილებლად ეცდება ანგარიშების გასწორებას, თუნდაც მას ამისათვის თანამდებობის ბოროტად გამოყენება მოუხდეს. თანამდებობებისადმი ასეთი მიდგომა, ხომ საბოლოოდ დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. მართალი ბრძანდებით ელიზა, თუ იურისტების მხრიდან წახალისებული და მარტივად აღქმული იქნება ნებისმიერი ანგარიშსწორება, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს მეორე მხარე, სულ მალე ლინჩამდეც მივალთ და ეს მარაზმი არასოდეს არ დამთავრდება. ამ ხელისუფლებამ ცოცხი მშვენივრად გამოიყენა თავისი შეცდომების გასაუფერულებლად და ე. ი. სანამ მთელ მოსახლეობას ცოცხებით არ დაგვერევიან მანამდე არ გვაქვს ხმის ამოღების უფლება თუ რა ხდება, ვერ ვხვდები. მართლა ცოცხია მე მგონი ამათი სიმბოლო. ცოცხი არის ამათი ფარიც და ხმალიც. ქალი სცემეს? მერე რა, ცოცხი ხომ არ უხმარიათ, თანაც ის ქალი ღირსი იყო! შუშები ჩალეწეს? ცოცხთან რა მოსატანია! კრიმინალები გამოუშვეს? ამ კრიმინალებს ცოცხები აქვთ გადატანილი და რა ვქნათ, პედოფილმაც კი, ცოცხით გამოისყიდა დანაშაული! და ა.შ. და ა.შ. ვამართლოთ ოცნება ცოცხებით და ამასობაში კი დაგვენგრევა ეს ქვეყანა თავზე.

ავტორი: დემნა
09.02.2013 22:43
ვტორი: ანონიმ-გერმანე-ვაკელი-ბუხუტი
09.02.2013 18:03
ნატურალის წერის სტილი,მისი ლექსიკა,სავსე გრამატიკული შეცდომებით,მაღალფარდოვანი გამოთქმები, ციტატები,რომლებმაც უნდა დაგვაჯეროს,რომ მისი ერუდიცია ყოვლისმომცველია - ეს ყველაფერი ნათლად წარმოგვიდგენს თვალწინ ქართველ ,,კაგებეშნიკს" ვარლამ არავიძეს !
გაგახსენდათ ? ამიტომ არ ღირს მასთან პოლემიკაში შესვლა, ეს მისი მიზანია,რომ გაერიოს წესიერ ხალხში.
ნუ მიმართავთ მას,ნუ დაეშვებით მის დონემდე.

გაგახარა და აგაშენა ღმერთმა, რათქმაუნდაა, მეც მოგიწოდეთ ამის შესახებ, სრული იგნორი ნატურალს, ტიპიური მოღალატე , ტიპიური კგბეს აგენტი.
ნუ ეკამათებით რა ამ ტიპს, იგნორი, გეხვეწებით.

ავტორი: ანონიმ-გერმანე-ვაკელი-ბუხუტი
09.02.2013 21:23
ავტორი: ანონიმ-გერმანე-ვაკელი-ბუხუტი
09.02.2013 18:03
ნატურალის წერის სტილი,მისი ლექსიკა,სავსე გრამატიკული შეცდომებით,მაღალფარდოვანი გამოთქმები, ციტატები,რომლებმაც უნდა დაგვაჯეროს,რომ მისი ერუდიცია ყოვლისმომცველია - ეს ყველაფერი ნათლად წარმოგვიდგენს თვალწინ ქართველ ,,კაგებეშნიკს" ვარლამ არავიძეს !
გაგახსენდათ ? ამიტომ არ ღირს მასთან პოლემიკაში შესვლა, ეს მისი მიზანია,რომ გაერიოს წესიერ ხალხში.
ნუ მიმართავთ მას,ნუ დაეშვებით მის დონემდე
===========================================
ანუ ადასტურებთ, რომ პიტალო ნატურალია?))) თქვენ გგონიათ მაგაზე მეტი ჭკუა აქვს დღევანდელ პრემიერს?))))
აღარ მივმართავ,დავუსვი მე მაგას დიაგნოზი))))

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: რემბო
09.02.2013 21:20
დაბოღმილი ენაგრძელი ქონდრისკაცი,პირზე დუჟმომდგარი,
უმრავლესობის ხროვას მიტმასნილი,სიტყვიერი ფაღარათით რო ცდილობს თავისი არარაობის კომპენსაციას და ახტება ყველას,ვისაც ჩათვლის დიდი ხროვის და ე.ი. მის პირად მტრად და ცდილობს თავისი წკმუტუნი ლომის ღრიალად გაასაღოს ! Natural,მოგერგო ანონიმშჩიკობა? შე საცოდავო, მოგიწევს მალე პახანის მიტოვება და რა გეშველება მარტო რო დარჩები?

ავტორი: naturali
09.02.2013 18:05
არა თქვენი საშველი

ელიზა ბეთხოვენის მუზავ

გალახვა და სილა სხვადასხვაა

დიდი უტიფრობა და ისევ ის წამგებიანი გზაა პოლიტპატიმრების თუნდაც მათ რამოდენიმე მიტმასნოდა

კრიმინალებად გამოცხადება

ხოლო ეს იდიოტი ოცნება მართლაც იდიოტია თქვენ იმის საშუალებას რომ გაძლევთ

დამნაშავეს თუნდაც შენიანს რომ სჯი და მოწინააღმდეგეს გაწირეო ათქმევინებ

ყველაფერს აკეთებთ რომ გუშინდელი ინციდენტი საყოველთაო და მასობრივი გახდეს

1 იმედი გაქვთ დასავლეთი მოძალადედ აღიარებს ოცნებას და თქვენ რეანიმაციას მოახდენს

რჩევა
ჯერ ძაან საეჭვოა ასე მოხდეს და მეორეც სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააძვრესო

ანუ ლინჩის შემდეგ დასავლეთს შეუძლია თქვენი შავარშიანი სურათები შეიტანოს პარლამენტში

ღმერთია მოწმე ეს არ მინდა მაგრამ თქვენ თქვენ იწვევთ დემონებს

2 სისხლიანი ანგარიშსწორებას გგონიათ გაასწრებთ და დასავლეთი აღარ გადაცემს თქვენს თავს გამარჯვებულებს როგორც წამებულებს და დევნილებს

ტკბილად ჩაახრამუნებთ ნაძარცვს

3, წვრილფეხობის გასაგებად

ბოსებს კიდევ აქვთ შანსი მაგრამ თქვენ სად მამიჩემის მამასთან გარბიხართ

ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკისო

ნაცებმა ქარიშხალი დათესეს და ქარის მომკაც არ უნდათ

ყველა ვისაც ვეუბნებოდი თუ რას ფიქრობდა ამბობდა

როგორი ყოფილა ცემა მიხვდნენო

ნახეთ თუ არ გეზარებათ რას ვწერდი და როგორ ახდა

დაიხსომეთ ან ბართლომეს ღამე ან ნაცების პოლიტიკური სცენიდან გაქრობა ზოგი სახლში ზოგი ციხეში

სხვა გამოსავალს თვითონვე არ იტოვებენ

ან არა და უფრო ჭკვიანები მეგონა იყვნენ

კითხვა დიდი ელიზას

დახუჭეთ თვალი არა მგონია სულში ნათელი დაინახოთ

მაგრამ რუსთაველზე თვალგამოთხრილი და ცემისაგან რუმბივით გასიებულდასისხლიანებული მოქალაქეების სურათი გაიხსენეთ

არა მგონია ამ ნატურმორტმა შეგზაროს

თქვენმა ათვლის და შეფასების სისტემამ გაუგონარ მუტაციებში შეტოპა

ანგარიშსწორება კანონის გარეთ არ შეიძლება ყველგან ამას ვამბობ და თქვე უტიფრებო სილის სურვილის გამო რომელიც მეათასე ხარისხისაა ნაცების დანაშაულის საზღვავად

მე კაცთმოყვარეობაზე მენტორული ტონით მეტლიკინებით

კიდევ გეუბნებით უდიდესი წვლილი თუ სისხლი დაიღვარა თქვენნაირი აგიტზონდერების კისერზეა

მიუხედავად იმისა რომ გავეშებული ხალხისაგან მე არაფერი მემუქრება მაინც მზარავს შესაძლებლობა იმისა უბედურება არ მოხდეს

გეუბნებით დროებით გაყუსული ვულკანის მდგომარეობაშია ხალხი

ნაცებმა გაუგონარი უტიფრობით იგივე სახეებით იგივე რიტორიკით იგივე ხალხის ბრბოდ მიჩნევით საკუთარი დანაშაულების შესაფერი კლასიფიკაციის ოცნებისთვის მიწერით

განა ვერ შეძლეს ოცნებისთვის საფუძველის შერყევა პირიქით უფრო განამტკიცეს აზრი

რომ მთავრობა მიქარავს გადამჭრელი ზომების მიუღებლობით და უკვე ძლიერდება განწყობა ჯერ მთავრობას მოთხოვონ ხოლო თუ არ შეისმინა თვითონ გააჩინონ სამართალი

და ამ წყურვილთან შედარებით ერთიციდაა ოგნების სხვა მოქმედებები ეს ძალიან ფეთქებადსაშიშია

ასე რამ გადაგაგვარათ

დაიჭირეს სამი მეოცნებე მოჩხუბარი

სანამ მოხვდებოდა რატიანმაც კარგად გამართა მკლავი ასევე დარჩიაშვილმა დამავიოს რომ გავს

გიგი პროვოკატორზე რომ არაფერი ვთქვათ

რომ დაიჭირონ მიდით ტექსტები დაამზადეთ

გიგი თავდადებული ურდოში ეახლა ველურებს

რატიანი გუბაზ მეფეა ვერაგობის მსხვერპლი

დანარჩენები თქვენ მოიფიქრეთ როგორ უკვდავყოთ ისტორიაში

რაც შეეხება ჩიორას მეტად ვწუხვარ რომ ქალს შეეხნენ

ვფიცავ შვილებს იქ რომ ვყოფილიყავი საკუთარი ფინგალების ფასად დავიცავდი

ნუ აგნიასდებით ელიზა ძაან კი შემომაპარეთ ჩემი და გერმანეს გალახვის სურვილიო

ცილისმწამებელო სად ვისურვე თქვენი ან ვინმე ქალის ცემა თუ გერმანე არ ეფარება მაგ ნიკს


ავტორი: ანონიმ-გერმანე-ვაკელი-ბუხუტი
09.02.2013 18:03
ნატურალის წერის სტილი,მისი ლექსიკა,სავსე გრამატიკული შეცდომებით,მაღალფარდოვანი გამოთქმები, ციტატები,რომლებმაც უნდა დაგვაჯეროს,რომ მისი ერუდიცია ყოვლისმომცველია - ეს ყველაფერი ნათლად წარმოგვიდგენს თვალწინ ქართველ ,,კაგებეშნიკს" ვარლამ არავიძეს !
გაგახსენდათ ? ამიტომ არ ღირს მასთან პოლემიკაში შესვლა, ეს მისი მიზანია,რომ გაერიოს წესიერ ხალხში.
ნუ მიმართავთ მას,ნუ დაეშვებით მის დონემდე.

ავტორი: ელიზა
09.02.2013 17:57
ერი, რომლის უმრავლესობას გუშინდელი ფაქტი, თუნდაც 26 მაისი, 7 ნოემბერი მოეწონა, აღფრთოვანდა, ერი , რომელიც მზად არის მსგავსი სულიკვეთებით განაგრძოს ცხოვრება, შორს დგას ცივლიზაციისგან.
დაბნეულია, აზრს და გონს მოკლებული, ხელისცეცებით, ინსტიქტებით მოძრავი, ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებებით მართული, დაკარგული დროსა და სივრცეში, დამანგრეველი ენრგიის მატარებელია.
ასეთი ერი ვერასოდეს შექმნის ღირებულს, ვერასოდეს წავა წინ, პროგრესისკენ.
ერთხელ უკვე ავღნიშნე: გონება, გონება, აზროვნება, აზროვნება, ანალიზი, ფიქრი, ლიგიკა, რეალობების აღქმა, საგნების და მოვლენების დასურულებელი წახნაგების ძიება , სწავლა შეცდომებზე, გათვალისწინება არსებული ჭეშმარიტებების, ძიება ალტერნატიული გზების, კითხვა, სწავლა, დათმობა, და სხვა მრავალი კიდევ, რაც აშენებს და განავითარებს ერს და სახელმწიფოს. და არა ლოცვა დაუსრულებელი, უსიტყვო მონა_ მორჩილება ეკლესიის და იქ მოღვაწე მოკდავების ან ეგრეთწოდებული ტრადიციების და სტერეოტიპების.
ამიტომ არ მინდა დავიჯერო, რომ გუშინდელი ფაქტით, სრულიად ერი, ან თუნდაც 80% კმაყოფილია.

თუ ასეა, ჩვენ ვყოფილვართ საშიშნი და არა ნაციონალური პარტია, არა რუსეთი, და ოსმალეთი, ირანი და მონღოლეთი, თუ ასეთი ჯიშის და ჯილაგების ვიყავით ყოველთვის, ჩვენვე გამოგვიხრავს ჩვენივე თავები.
როგორ შეიძლება გუშინდელი ძალადობის გამართლება, იმ მოტივით, რომ თურმე იქ მდგარი ხალხი, მორალურად განადგურებულნი არიან ციხეში ჯდომით და უნდა გავუგოთ. აქმდე ამბობდნენ : ისინი პოლიტპატიმრები არიან, განათლებული, პატიოსანი, ჰუმანური, სამშობლოზე გულანთებული მამულიშვილები, რომლებიც წინა მთავრობამ პოლიტიკური შეხედულებებისთვის დააპატიმრა.
მაშინ, იგივე ლოგიკით, სრულიად შესაძლებელია , რომ აფხაზეთის და ოსეთის ომებში ოჯახ ამოწყვეტილმა , ნაომარმა ბიჭებმა, რომლებსაც თვალწინ გაუუპატიურეს დედები, დები, ქალიშვილები, შექმნან ორგანიზაცია და გამოუცხადონ ბრძოლა პრორუს პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ღაღადებენ , არ გამოუშვან სახლებიდან და ატერორონ.
სცემონ და ჩაქოლონ, სადაც კი მათ გადაეყრებიან.
ბესელიას ლოგიკით( სირცხვილი რომ იურისტი ამბობს ამას), მათ უნდა გავუგოთ, ისინი ტრამვირებულები არიან ომების და დაკარგული ადამიანების გამო.
გავუგოთ?? გაუგებს ეს ხელისუფლება ასეთ ადამიანებს, როცა მათ მიერ დასისხლიანებულ გია ვოლსკის, ზურაბ აბაშიძეს, ან სხვა პრორუსებს წაიყვანენ სავადმყოფოში?
გავუგოთ?
ეს ხომ სახელმწიფო არ იქნება და ჩვენ ცივილიზებული ერი?!
მაშინ ვაღიაროთ ჩვენი შესაძლებლობები, ყველა საგანი დავდოთ თავის ადგილზე და იქნებ ქაოსიც მორჩეს.
ბანალური ჭეშმარიტებაა: შენი ნამოქმედარის და ნააზრევის შეფასების კრიტერიუმები შენს მიერ საკუთარი პიროვნების წარმოჩინების ამბიციებიდან მომდინარეობს.

ავტორი: ელიზა
09.02.2013 16:13
" ოცნების" გულწრფელო მხარდამჭერებო,
ვინც მართლა სამართლიანი საქართველოსთვის მიეცით ხმა ამ პარტიას და გააკეთეთ მართლაც გულწრფელი არჩევნი.
გუშინდელი ინციდენტი , ვფიქრობ პირველ რიგში თქვენთვის უნდა იყოს აღმაშფოთებელი, შეურაწმყოფელი .
თქვენ უნდა იგრძნოთ თავი მოტყუებულად, იმედგაცრუებულად .
მჯერა რომ თქვენ, სხვებისგან განსხვავებით პიროვნებებს, კერპებს , მესიებს , პირად გამორჩენას, ფულს არ უთანაგრძნეთ ამ არჩევნებში, არამედ იდეოლოგიას, მიზანს, დემოკრატიული სტრუქტურების დახვეწვას , ძალოვანი სტრუქტურების პროგრეს , სერიოზულ პროექტებს.
მინდა დავიჯერო, რომ გულწრფელად გეწყინათ ეს ძალადობა.
მინდა გაგახსენოთ ის დრო, როცა ზუსტად ასეთივე ტერმინებით და მენტალიტეტით დასდევდნენ ზვიადისტებს დაა პოლიცია სრულიად უმწეო იყო.
ვის მოუტანა სიკეთე ასეთმა მოცემულობამ? რომელ მხარეს, გარდა ერთეული ადამიანების, წითელი ინტელიგენციის.
გაიხსენეთ, როგორ წირავდნენ თავად, უკვე" გამოყენებულ" კრიმინალებს.
ვინ მოიგო?
ამიტომ თქვენ უნდა აიმაღლოთ ხმა, გააპროტესტოთ მსგავსი ფაქტები.
რადგან პირველ რიგში თქვენ გიღალატეს ოცნების ლიდერებმა.
ჩვენ , არამომხრეები , ამას წინასწარვმეტყველებდით და ველოდით.

პატარა კითხვა ნატურალს:

ბატონო ნატურალო,
იგრძენით შვება ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლიანი სახის ხილვით? კიდევ გაქვთ ჩემი და გერმანეს გალახვის სურვილი?

ავტორი: naturali
09.02.2013 15:23
ჭვავისყანელს

1, კეჟერა ფხალს და ჩაკრულოს რაც შეეხებოდა შენ არ იყავი ადრესატი
2ეხლა კი და ნუ მიპასუხებ ისე გაივლე ტვინში
დემნას ნათიას გიას და მისნაირებზე ტვინის ამპუტირების შენეული თეორია თუ მოქმედებს
იქნებ ნაცებმა ურცხვმიცინით ხომ არ აცრეს

როდის ვამბობდი ნაცები ბურბონების მახსოვრობით ასევე არა მონანიებით არამედ ურცხვობის მთელი კასკადით რის მწვერვალი ბაჩოს ცოტნედ გამოცხადებაა უარესად აგიჟებენ ხალხს და ივანისვილის შეცდომებიდან ყურადღება და აგრესია თავის ცოფით და ზიზღით გადალესილ სიფათებზე გადააქვთქო

ასევე ვამბობდი ივანიშვილს უმადლოდნენ თორემ რომც ვერ გაემარჯვნა ოცნებას ნაცები ხელისუფლების და დაუსჯელობის სინდრომით ისე იყვნენ შეპყრობილნი კიდე უარესებს იზავდნენ და საბოლოოდ ეს მათივე რიგებიდან მრავალი უმაღლესი და უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკების ლინჩით დასრულდებოდა

რაც არ უნდა იძახოთ რომ იქ მცირეოდენი აგრესიული ბრბო იყო ოცნების მოსყიდულიო საკუთარ სილენჩეს უფრო დაამტკიცებენ

აგრესიულები თუ იყვნენ ნაცების წარმოუდგენლად სასტიკ ციხეებში გადატანილმა გააგიჟათ წარმიოდგინეთ გარეთ გამოდიხართ და ისევ ესენი სხედან სკამებზე დამატებით ხელებს გიქნევენ უგულავას უნისონში აბა მოდით აბა წავიდაო

რაც შეეხება რაოდენობას მე შემზარა თუ რა დაუფარავი კმაყოფილებით ხვდება აბსოლიტური უმრავლესობა ამ ამბავს ვისაც კი გავესაუბრე და გარწმუნებთ თუ რაიმე საშიშროება იქნა და ივანიშვილმა ნაცებზე მისაშვებად ხალხს უხმო წარმოუდგენელი რაოდენობა გამოვა

ივანისვილს ეს არ უნდა იმიტომ კი არა რომ კეთილია იმიტომ რომ ყველა ვარიანტში დანაკარგი ექნება

მაგრამ ნაცები თვითონ გამოიწვევენ ისედაც კრიჭაშეკრულ ხალხს რომელიც კიდევ ძლივს იკავებს თავს და ელოდება ივანიშვილისაგან კანონის ფარგლებში დამნაშავეთა დასჯას და ოცნებაც რომ არ გადაქელონ იძულებული გახდება წინ ჩაუდგეს

დაფიქრდით ვიცი სხვას მომწერთ მაგრამ იმედი მაქვს სულ არ დაგიკარგავთ ადამიანობა და საღი აზრი

ნუ აგიჟებთ ხალხს დაე დაისაჯონ მკაცრად ყოფილი ხელისუფალნი

ამით ახლები ქმნიან პრეცენდენტს რომ ისინიც დაისაჯონ და უფრო მკაცრადაც და სჯობს მერე იმათ მოვთხოვოთ პასუხი ორჯერ მეტად ორჯერ მცირე დანაშაულისათვის

ამაზრზენია როცა

ბოკერია ცინიზმზე

მერაბიშვილი პოლიციის მიკერძოებაზე

და ბაქრაძე ხალხს უფრთხილდება არ მინდა დაგზაფროთო

ეს არარაობა აგვისტოში ჩასვრილი რომ კიოდა ტელევიზორიდან

ჩვენ მოვხიეთ და ჩანგლებით იომეთო

რაც შეეხება სამოქალაქო ომს ეს სამოქალაქო ომი კი არა ბართლომეს ღამე იქნება და ვის რა პოზიცია ელოდება ამის გარკვევა თქვენთვის მომინდია მე ისედაც ვიცი

არ მინდა ჩემს სამშობლოში და არსადაც ხეებზე და ასფალტზე გვამები ვიხილო რადგან ეს სისასტიკე დიდხანს მოწამლავს თაობებს

ნუთუ ნაცების სალაფლავის გარდა თავის და ოჯახის რჩენა არ შეგიძლიათ ნუ გადაყვებით ამ დამნაშავეთა ბანდას

გაიგეთ დასავლეთი კიდევ ცოტას იკნავლებს იმის შიშით რომ საქართველოს მოსახლეობას სულ არ გაუჯდეს ანტიდასავლური განწყობა და რუსეთმა არ ისარგებლოს

ეხლა გამსახურდიას დრო არაა შეიარაღებული გზით შეცვალონ ხელისუფლება და არც ხალხია ისე სულელი რომ ნაცებს კვლავ ენდოს

პრაგმატულმა დასავლეთმა უკვე გაწირა მიშა უბრალოდ ჩვენც რომ არ გავისვაროთ ისე ნუ ამოქექავთ წარსულსო ეს ადარდებთ და ისევ ჩვენ თუ გინდივართო

ამის დაკმაყოფილება არაა რთული და მთავარი

ხალხის დიდი რაოდენობის წინააღმდეგ სანამ წავა დასავლეთი ასჯერ დაფიქრდება და

არ წავა იხილეთ არაბული რევოლუციები ძაანაც კი უნდოდატ თავისი ძაღლიშვილები მარა

ავტორი: გია ანთაძე
09.02.2013 12:44
აბა რა გითხრათ. 92–შიც დაბრუნდნენ რუსები, მაშინაც გააღეს ციხის კარები ჯაბა იოსელიანმა და ნანა კაკაბაძემ.

შემდეგ დაინგრა და გადაიწვა ქალაქი, დაიხვრიტა მშვიდობიანი დემონსტრაციები, მერე "მიუღებელ" ხალხს სახლში შეუვარდნენ, "მიუღებელი" დეპუტატები მოკლეს, გააქციეს და ააწიოკეს მათი და მათი თანამოაზრეთა ოჯახები, მერე მოკლეს პრეზიდენტი, მერე დაეცა სოხუმი, მერე მოსკოვმა დაგვინიშნა თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი, მერე ოკუპანტს "სამშვიდობოები" დავარქვით, შევედით "ესენგე"–ში....

ამასობაში "ღირსეული" ქართველი ხალხი შიმშილობდა და სიბნელეში იჯდა. "ინწილიგენცია" კი მაშინაც "წითელი" იყო და პატრიარქი მაშინაც "ბრძენი" გახლდათ.

http://www.youtube.com/watch?v=VNghKxV3S_U

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: დათო
09.02.2013 12:28
გერმანე,
კაი ბიჭი ხარ, ივანიშვილზე მსგავსი აზრი კი არ მქვს, არამედ სიტყვასიტყვით მასე ვფიქრობ, ერთს დავამატებ, მე მაგის 7 მილიარდის არ მჯერა, აბა სად გაქრა პატარკაციშვილის ასევე 7 მილიარდი?
ბიძინას ააქვს თავისი თანხა, მაგრამ დანარჩენი კგბესია.
და თან ეგ თავის ფულს კი არ უფრთხილდება მ არტო, უკვე თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლეს.
შავ დღეშია.
შეცდომებს შეცდომებზე უშვებს , აშკარად რუსის მითითებებს ასრულებს და იმიტომ არის ასეთი ულოგიკო, არათანმიმდევრული.

ასლანამ რომ ხიდი ააფეთქა მთვრალი ნეტკაჩოვის რჩევით და ყელი გამოიჭრა, რაღაც მსგავს სისულელეს გააკაეეტებინებს პახმელიაზე პუტინის რომელიმე გენერალი.
ეს გარდაუვალია.
გუშინდელი ამბები, ფხიზელი და პოლიტიკოსის ტვინით იყო ნაკარნახევი?

ავტორი: ანონიმი
09.02.2013 12:15
თათია,
ეს ის ხალხია, რომ რაც არ უნდა გააკეთონ ნაციონალებმა, ყველაფერზე უკუღმა მოედავებიან:
ნათია მეგრელიშვილმა კარგად თქვა : "მლიქვნელები"

ამის დამწერმაც:
ხალხში რომ არ შესულიყო უგულავა...ლაჩარიაოოო, მშიშარააოოო, კურდღელიაოოოო, გაიპარაოოოო
შევიდა და პროვოკაციებს აწყობსოოოოოოოო..
ვერ ხვდებით , რომ პრობლემები თქვენშია???
ვერ ხვდებით რომ უკვე პატარავდებით?
ვერ ხვდებით რომ ავად ხართ?
რა გინდათ ბოლოს და ბოლოს?

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
09.02.2013 12:10
გერმანე, სოლომონის მსგავსი ტიპები არასოდეს ეყრდნობიან ლოგიკას და არასოდეს მოქმედებენ ტვინით. როდესაც ვიღაცისტი ხარ, იქ ტვინი ფაქტიურად ამპუტირებულია. ამიტომ საძილე არტერიებიდან სისხლი ტვინში კი არა, ტანის გაგრძელებაში მიედინება. აზრი არა აქვს მისთვის რაიმეს ახსნას, ბიძინისტია და მორჩა! შენ ეხლა როგორი რკინის ლოგიკითაც არ უნდა უმტკიცო რამე, ის ამ ინფორმაციას კი არ მიიღებს, აირეკლავს.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
09.02.2013 06:16
ია "არგუმენტებში" გამომსვლელ "დემოკრატებს" და "სამართლის" მოყვარულებს გიყურეთ.
როცა ჟურნალისტებს და სოციოლოგებს ასეთი შერჩევითი სამართალი გაქვთ,რა უნდა ველაპარაკო ციხიდან გამოშვებულ, ივანიშვილის დასაყრდენ ბანდიტურ ბრბოს.
თქვენ მეოცნებე საზოგადოება ასე ფიქრობთ,რომ დღეს გაბრაზებულ რაღაც ნაწილს, უფლება აქვს ყველაფერი იკადროს,რომ განსხვავებული აზრის ადამიანები რაღაც შემოვლითი გზებით და სხვა კარებებით აიძულოს შევიდეს შენობებში.ხვალ ალბათ გადაწყვეტთ ერთ ავტობუსში ან ოთახში დაჯდომის უფლებაც არ მისცეთ. ზეგ იარაღს დაადებენ შუბლზე და ეტყვიან,თქვენი მეზობლობა არ მოგვწონსო. მაგასაც მოუნახავთ გამართლებას,რადგან ასეთი აზრი მტკიცდებოდა მთელი დღის მანძილზე , თქვენი, ოცნებისტების მომხრეებისგან.
მე მეტსაც გეტყვით, ეს იყო კარგად გათვლილი პროვოკაცია,რომლის მოსავალს ,უფრო გვიან ელოდება თქვენი ბიძინა. ეს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ დაეშინებინათ ნაციონალური მოძრაობა.
უკვე გამოჩნდა, ეს სააკაშვილს კი არ უნდა პარლამენტის დათხოვნა,ეგ ბიძინას პუტინური ახირებაა.
მას პარლამენტში 100% და თანაც სულ თავისი ხალხი სჭირდება.თანაც არა მარტო ნაციონალების განადგურება,არამედ იმ კოალიციის დაშლაც რომელიც მის ფულს არის მიტმასნული და რომ არა,ვერასოდეს გავიდოდნენ პარლამენტში. მომავალში არც რესპუბლიკელები იქნებიან ,არც სანიკიძის პარტია და არც ალასანია პარლამენტში. იქ იქნება "პატარა ბიძინების" პარტია რომელიც ბიძინას დაემორჩილება პირდაპირი მნიშვნელობით.
41 შემომხზველებმა ისე ძალიან მალე კი გამოაჩინეთ რეალური სახე. ძალადობით აღშფოთება, აი რატომ გჭირდებოდათ პატიმრები.
ტაშს უკრავთ ხალხის ცემა-ტყეპას.
ვიცი, ვიცი, გაქვთ გასასამართლებელი...იქ არ უნდა გაევლოთ, პრეზიდენტს სასახლიდან უნდა მოემართა..

ავტორი: БУХУТИ
09.02.2013 02:03
ნაფტალინის სუნი დადგა ქვეყანაში...

მახსოვს ერთ დროს,მე და ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან, ქართულ კინოზე და სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს მწირ დაფინანსებაზე ვკამათობდით....ევროკავშირს და გერმანიას ვედრებოდით მახსოვს.....

ავტორი: GERMANE
09.02.2013 00:22
სოლომონ, სააკაშვილი რაც არი ხო იცის ყველამ - ერთი სახელისა და ქების მოყვარე, ემოციურად გაუწონასწორებელი, ინფანტილური ხასიათის დასავლურუ ორიენტაციის და ლიბერალური ეკონომიკის მიმდევარი ტიპია - უყვარს ქალები, ქეიფი, დიდ მსენებლობები, დიდი ინვესტორები, უცხოელი ტურესტები და ყველა ვინც საქართველოსი ფულს დახარჯავს - განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა, არ უყვარს რუსული გზა და მზადაა ყველაფერზე წავიდეს, რომ რუსულმა იმპერიამ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინოს.

ახლა, სენ ეს მითხარი - ვინაა ივანისვილი?
იცი ვინაა?
დეპრესიებით შებოჭილი, სხვის წყალობიტ და სხვის ცხედრებზე ფეხზედგომიტ რუსული ბიზნესით და რუსული კგბს თავდაკვრიტ გამილიონერებული და მერე ფსევდო-გაინტილიგენტებული უნახავი ტიპია, იჯდა ტხუთმეტი წელი საქართველოს მიყრუებულ სოფელსი და საკუტარი აჩრდილისა ეშინოდა, დრეში სამ ფსიქიატრს და ხუთ მღვდელს იცვლიდა რომ როგორმე დღე გადაეგორებინა. ასე იყო, სანამ მიშა რუსებთან საერთოდ შეწყვეტდა ურთიერთობას და ვიდრე რუსების ერთადერთი დასაყრდენი ეს ცხოვრებაგამოწოვილი არსება გახდებოდა. ახლა უხუწავს რუსი თვალს იმ მილიარდებზე, რომელიც პუტინმა ყველას, ვინც 90-იან წლებში იშოვა, გამონაკლისის გარეშე უკან ჩაატანინა. ეგებ თავიდანვე რუსის მონა-მორჩილი იყო, რა იცი?
საქართველოს და რუსეთს რომ კავკასიაში სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ (აზერბაჯანთან ერთად!) - ამაში მგონი არც შენნაერ ცალყურა-ცალთვალას ეპარება ეჭვი. სად აღმოცნდები ასე 2-3 წელიწადში, სად წავა ლარის და საერთოდ ქართული ეკონომიკის, უბრალოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ფასი - ამას სენც ხედავ.
რამდენად ქველმოქმედი და ხელგაშლილია სენი ივანიშვილი- ესეც უკვე გამოსცადე - გლეხთა ერთმილიარდიანი ფონდი თუ შეიქმნა - ვალებიტ იქნება, პირველი მისი ქმედება - საკუტარი ფულის 80 მილიონის დაბრუნება იყო, რომელიც სამი ტვის მერე გადარიცხა (თუკი გადარიცხა!) რაღაც ფონდში. დასაქმებაზე საერთოდ არაა საუბარი და ერთადერთი მისი დამსახურებაა - დაჭერები.
საგარეო ურთიერთობა საითაც მიდის - ამასაც ხედავ, მიუხედავად სიბრმავისა - ტვინგამომხმარი არ მგონიხარ მჯერა რომ სისხლის რაღაც მინიმალური ნაწილი საძილე არტერიებშიც მიგიდის.
ასე რომ, სოლომონ - წერე, ილაპარაკე, ისაქმე და სადაც გინდა იქ მოისაქმე - ორონდ, ამ შენს მოსაქმებულს მერე სხვას ნუ დააბრალებ - არ ვიცოდიტო, არ გვეგონაო, გამოგვეპარაო და ასეთებს ნუ იტყვით. თქვენისთანებს არც ჯაბა და არც კიტოვანი გამოეპარათ და ისიც კარგად იციან ვინაა გოგა ხაინდრავა.
ჰოდა, სოლომონ, ტავის მოტყუება თუ გინდა, მაშინ მშვენიერ გზას ადგახარ, არ გადაუხვიო, სწორ გზაზე დგახარ, სენი შვილის მომავალს აწრთობ ახლა და არ გეგონოს იმდენი დაუტოვო რომ საშვილიშვილოდ ეყოს - სახელმწიფო დაუტოვე და ქვეყანა მომავალს, ჩემო სოლომონ

ავტორი: ანონიმი
08.02.2013 21:44
საინტერესო ტენდენციაა, პატიმრების წამებიდან ქალების ცემამდე. ბრავო, ოცნება!

ავტორი: ანონიმი
08.02.2013 19:57
ოცნებისტებოოოოოოოოოოო
ხალხში რომ არ შესულიყო უგულავა...ლაჩარიაოოო, მშიშარააოოო, კურდღელიაოოოო, გაიპარაოოოო
შევიდა და პროვოკაციებს აწყობსოოოოოოოო..
ვერ ხვდებით , რომ პრობლემები თქვენშია???
ვერ ხვდებით რომ უკვე პატარავდებით?
ვერ ხვდებით რომ ავად ხართ?
რა გინდათ ბოლოს და ბოლოს?

ავტორი: ანონიმი
08.02.2013 19:39
ქალბატონო ია,
როცა რამრუმეები ხდებოდა ნაცების დროს, თქვენ სულ ამბობდით/
დიდი წილი პასუხისმგებლობის ეკისრება ხელისუფლებას..
დღევანდელი ცემა-ტყეპა რა იყო?
ეხლა ვის ეკისრება???????????????
ოპოზიციას ხომ?????
გვითხარით რა????

ავტორი: ანონიმი
08.02.2013 13:40
ავტორი: ანონიმი08.02.2013 12:56
****************************************
მიშა ანუ ნათია :)))))))))

ავტორი: ანონიმი
08.02.2013 12:56
გიფიქრიათ რომ რა მაგარი იმიჯი აქვს სააკაშვილს, რომ ყველა პროდასავლური ორიენტაციის ადამინი "მიშისტი" ჰგონიათ, თუ მომწონს დასავლეთი ესეიგი მიშისტი ვარ, ანუ მიშასთან აიგიავებენ რამხელა რამეს:
მიშა ანუ ევროპა და ამერიკა.
მიშა ანუ შრომა
მიშა ანუ განათლება
მიშა ანუ ცვლილებები,
მიშა ანუ პროგრესი
მიშა ანუ ევოლუცია
მიშა ანუ ინოვაცია,
მიშა ანუ თავისუფლება
მიშა ანუ განვითარება
მიშა ანუ ნიჭიერება
მიშა ანუ ცივილიზაცია,
მიშა ანუ ტემპი
მიშა ანუ შორს წავალ კიდევ თუ დავწვრილმანდები ევროპის დაამერიკის ღირსებებზე
პირველი ქვეყანაა ამერიკა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან , აი ინგლისი იყო ყველაზე მაგარი მანამდე და დღემდე ამერიკა პირველია, მერე მიყვებიან ევროპელები
ჩინეთი ამათმა დააყენეს ფეხზე.

აი რასთან აიგიავებთ, გგონიათ რომ ლანძღავთ არა?
ვიცი ამ კომენტარს მოყვება დაახლოებით ასეთი რამ:
მიშა ვაზაგაშვილი
მიშა გირგვლიანი
მიშა ცოცხები
ამიტომ ვართ სხვადასხვა პოლუსზე და მე პირადად ღიმილით გიყურებთ, 2-3 წლის ბავშვები აზრებს რომ გამოთქვავენ ხოლმე და ჩვენ რომ ვუღიმივართ, აი ზუსტად ისე.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
07.02.2013 22:22
ნატურალ, ეს ბოლო პოსტი იქნებე, რომელსაც მოგწერ. დიდი იმედი მაქვს გასაგები იქნება აზრი. ჩემს რომელიმე პოსტში ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ევროპელობა ქართველობას მირჩევნია, ამიტომ ვერ ვხვდები, რა საჭიროა კეჟერა ფხალის და ამოლესილი ლობიოს სიყვარულის ასეთი მტკიცება(სიმართლე გითხრა ნერწყვი მომადგა). ან, სად ნახე, რომ ჩაკრულოს მოსმენას გიკრძალავდეს ვინმე. ან, ჩემი მიშისტობა სად ნახე ძალიან მაინტერესებს. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის, რაც დღეს ხდება, არაფერში არ წერია და იმის ნაცვლად, რომ მიშას რეჟიმის შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, რაშიც აუცილებლად იგულისხმება ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს იმ გამოცდილების გათვალისწინება, რაც ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს. თუ ასე ეკალივით გულზე გერჭობა ეს სიტყვა- განვითარებული, განვმარტავ, რომ ჩვენი განვითარების შეფერხება დიდწილად ჩვენი კომუნისტური წარსულით არის განპირობებული, თუმცა სიზარმაცეც არანაკლები ფაქტორია ამ შემთხვევაში. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ განვითარების ნაცვლად ისეთი პირი უჩანს, რომ ცოტა ხანში ისევ რუსეთთან მოგვიწევს ჩახუტება, რაც სიმართლე გითხრა ძალიან არ მინდა და მე მგონი , მაქვს იმის უფლება, რომ ეს არ მინდოდეს. მე მგონი არ არის სწორი ამ ჩვენს ოცნებისტებზე ვარდისფერი სათვალით დაკვირვება, ამ მხრივ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს და ალბად დროა ჩვენი შეცდომებით მაინც დავიწყოთ რაღაცის სწავლა. როგორც ექიმს შემიძლია გითხრა, რომ პაციენტის კეთილდღეობისთვის ჰიპერდიაგნოსტირება, ანუ ცუდზე ფიქრით დაწყება სჯობს.

ავტორი: ეკუნა
07.02.2013 22:01
შეეეშვით რა ნატურალს,
ცხვრის, რძის და ფსუტის სუნი მინდაოოო და თან ყველა უცხოური ინოვაციაოოო, თან ამ ინოვაციების გამომგონელები უნდა ვლანძღოო, ჩოხა მინდა პარლამენტშიო, ეკა ბესლია მინდა ვნახო ჩადრითო.
უნდა და რა ქნას კაცმა, რა ვერ გაიგეთ ვა!
ნატურალი ბიძია , მე მესმის თქვენი, არის რაღაც იდუმალი ფსუტის სუნში.

ავტორი: naturali
07.02.2013 21:09
კითხვის აღქმის და ლოგიკის უნარით განსაკუტრებით დაჯილდოებულების გასაგონად მერამდენეჯერ ვამბობ

სხვისი კარგის შეთვისება შენი კარგის დავიწყების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

ვაკელო ჩარდახიანი ურემი რომ მიყვარს ამის უფლება მაქვს

კაფკა და სკორპიონსი რომ მიყვარს მერსედესის ტარებაც არ უნდა მიკიჟინო

ჩანგლითაც ვჭამ და ხინკალს ხელითაც

ბიძიკოებო სამყარო არაა ორფერიანი რა უბედურებაა ეს კლიშეები საკმარისია თქვა მჭადი მორჩა ურაპატრიოტი ხარ

ვისაც საკუთარი სამშობლო არ უყვარს იმას სხვის სიყვარულს ვინ დაუჯერებს

ეს დედააკნავლებული ცივილიზაცია ცოლია არ შეიძლება ორი ან მეტი გიყვარდეს

ამ ჩემი ცოდვით სავსეებმა მთელი ამდენი მონდომებული პოსტიდან პლანტი და კაფკა ამოაგდეს და მანდამაინც ჭრიჭინას და კეჟერა ფხალს ეტაკნენ

რა აჯაფსანდალი ჩანგლით არ იჭმება თუ ჭრიჭინაა ზვიადისტი

თქვე მართლა მოჭრიჭინე თავფქვილებო

სხვათა შორის თათქარიძეს რომ მიტურტურებ ცხვირწინ მაგის ავტორს ძაანაც უყვარდა საქართველო და თქვენისთანა უთვისტომო ინტერნაციონალისტმა ბალშევიკებმა

ეხლა გლობალისტები და ლიბერტარიანელები რომ ქვიათ იმათ მოკლეს

საშინაო დავალება
ერთი ჩამოარაკრაკეთ დასავლური ცივილიზაციის პარამეტრები
მაინტერესებს რითი გვჯობნიან ის ყაზილარები თქვენის მოკლე ჭკუით
ლოიოლათი თავის ინკვიზიციით
რობესპიერით თავის გილიოტინით
დახაუთი თავის საპონით
ამერიკით თითქმის ტრადიციული ყოველკვირეული მკვლელი მანიაკებით
ბრეივიკით ნორვერგიის სახელოვანი შვილით
თუ ვესტეველეთი და ლანსელოტის კოლეგა ელტონ ჯონით

წადით ბიძიკო იმ სამოთხეში მე კი აქ ცივილიზაციისაგან დავიწყებულ ჯოჯოხეთში დავრჩები ჩაპლინს დავუჯერებ ჯოჯოხეთში უკეთესი პუბლიკააო

ავტორი: ლანდი
07.02.2013 19:38
ანდაზა:
როცა ქვეყანა ტატამია,ყველა სოლომონ თეთრნალს თავისი ბუხუტი შავდათუაშვილი ეყოლებაო.

ავტორი: vakeli
07.02.2013 19:34
ბორის პასტუხოვ,შე მამაცხონებულო,რო წერ დავით აღმაშენებლის დიდ სომეხ ბებიაზე და ოს პატარა ბებიაზე, დავითს დედ-მამა არ ყავდა? თუ გამოგრჩა და მამამისი რუსი იყო? სულაც პასტუხოვი ხო არ იყო გვარად? აბა შენ იცი, მომიკითხე ჟირინოვსკი და კოკოითი.

ავტორი: БУХУТИ საიდან გვწერთ: с.ШУХУТИ
07.02.2013 13:49
რა სასაცილოა სოლომონი :)

მანამდე არ აგიდგათ გვერდები, სანამ მე თქვენთან პოლემიკაში არ შემოვიდე!............................
..............არადა შარშან რა მშვიდად იყავით - ამდენს არ წკავწკავებდით და გაზაფხულის მოტყვანით ბედნიერი იტყავით!
==================================================
დიდი ხანია რაც ამდგარი გვაქვს გვერდები თქვენი თეთრნალური შემოქმედების გამო.შეიძლება ვერ გრძნობთ,მაგრამ ვართ უკვე ღრმა პოლემიკაში და გაზაფხულის მოტყვანამდე გავარჯიშებთ,გაზაფხულზე ხომ მთელმა სამყარომ უნდა იხილოს თეთრნალის ხიბლი და მიმზიდველობა ;)

ავტორი: ანონიმი
07.02.2013 13:20
ოქტომბერში არ ჰყავდა მიშას თავისი დანიშნული ხელისუფლება? ასეთი რამ რომ ნდომოდა ოქტომბერშივე იზამდა. ამხელა სტატიას დაცერთ და წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენ რომ მხოლოდ დროის დაკარგვაა და მეტი არაფერი! ამ ხალხს ტვინის ნაწილი ამოკვეთილი აქვს მგონი და ამიტომ აზროვნებენ ასე ცალმხრივად!

ავტორი: vakeli
07.02.2013 12:31
მართლაც ჩანს ,კრეტინოზავრი ვინცაა! ნატურალ, თუ მშობლიური მოჩარდახებული ურემი გიყვარს,რატომ დასრიალებ მერსედესით? ან ტელევიზორში გაქვს თავი შეყოფილი,იმის ნაცვლად, რომ მშობლიური ჭორებით დაკმაყოფილდე? თუ დანა-ჩანგლის ხმარებას გირჩევნია,თათქარიძე რომ ხელით იტენიდა ხახაში აჯაფ-სანდალს? შეიძლება ტელეფონსაც არა ხმარობ?
ამას ცივილიზაცია ჰქვია, რაც გვაკლია ,და გონაშვილის სიყვარულთან არავითარი შეხება არა აქვს. რა გეშველებათ ამ ურა-პატრიოტებს?

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
07.02.2013 10:01
ეჰ, ნატურალ, ნატურალ! :((( ვერაფერიც ვერ გაიგე.:(((

ავტორი: აკიბა
07.02.2013 00:34
იყო და იყო ერთი მწერალი უსიერ ქვეყანა რუსეთში.

აღნიშნული მწერალი სანამ დიდი გახდებოდა, პატარა გახლდათ და როგორც ყველა პატარა მწერალი და როგორც იტყვიან, ბავშვი, იზრდებოდა ნელა და ნელა, რამეთუ ამირანს კი არა, ერთ საწყალ ალექსანდრეს წარმოადგენდა, არა მაკედონელს მაკედონიიდან, არამედ სოლჟენიცინს საბჭოეთიდანა.

აბა, მოზარდეულ თაობას იმ საბჭოებისა და ბჭობისა რა მოეხსენება, და ამიტომაც მოვახსენებ, რომა საბჭოეთი იყო ბოროტი დედინაცვალი და სხვებთან ერთად აწვალებდა ალექსანდრესაცა, თუმცა ზანგი/მოზარდებისთვის აფროამერიკელი/ კი არა, წმინდად ვარიაგული ჩამოსხმის და ამასთან ახალგაზრდობიდანვე წვეროსანი რუსი იყო.

მოკლედ, მოკლე სიტყვა მოკლედაც ითქმის და ერთ არამშვენიერ ღამესაც ბოროტი დედინაცვლის ზორბა ზონდერები მიუხდნენ უკვე ძალიან და სახიფათოდ წვერ და სახელ გაზრდილ ალექსანდრესა, გაკოჭეს და გადაკოჭეს გულიანადა, დააგდეს მფრინავ ხალიჩაზედა და ჰაიდა, მოგვწყდი თავიდანა შე თავიდანვე არგასაზრდელოო.

უბედური რუსული მიწიდან მოწყვეტილმა მფრინავმა ხალიჩამ ბევრი აფრინა თუ აწოწიალა აქეთ იქით და იქით აქეთ, რაც უნდა ბოროტი იყოს, მაინც მშობლიური შავმიწა ნიადაგიდან მოწყვეტილი მწერალი, თანაც მესიანისტი და ევროპის განმანათლებელი და აღმზრდელი უკრაინელი გოგოლისა და პოლონელი დოსტოევსკის რუსულის მეტი სხვა ენა რომ არ იცოდა და არც აინტერესებდა, ბოლოს და ბოლოს, ცხრა ზღვისა და ცხრა მთის იქით, კალიებისა და ფორნების ქვეყანაში, კალიფორნიაში დასვა.

დაესივნენ დასმულს ადგილობრივი კალიები, გაუჩინეს თავზე ჭერი, ნუგბარები, დარდი ნურაფრისა გექნება, შენ ოღონდ წერე და წერე, დანარჩენი ჩვენ ვიცით და ჩვენმა კალიობამო.

მაშა, ამისთანა ვირგლები, უჯიშოები, უტრადიციოები, ყოვლად მატერიალისტები არიან ის ოხერი კალიები, ფულისა, ჭამისა, სექსისა და როკ ენდ როლის იქით არ მიდის მათი მოკლე და არაშემოქმედებითი, უნიჭო და უვარგისი გონება, თავიანთ გაყინულ და ცივ გულში იმდენიც რო არ იფიქრეს და ითავცემეს, იმ უსულოებმა, თუ როგორ უჭირდა ნიადაგს მოწყვეტილ დიდ და ფართო სულოვან მწერალსა და მაინც, მიუხედავად ამ შეჭირვებისა და მოწყვეტილობისა, რო წერდა და წერდა წერაატანილივითა, იქვე ბეჭდავდა და იჯიბავდა, რაღა თქმა უნდა, ზიზღითა და დიდ გულის რევითა იმ მეშჩანების დასაწვავ მწვანე ფულებსა.

იმასობაში მოკვდა წარმატებითა ის ბოროტი დედინაცვალი, მიყიდ მოყიდა ზიზღით გახარებულმა სულთა მესაიდუმლემ იმ საზიზღრეთში ძალაუნებურად შეძენილ შემატებული ხაბაკ ხუბაკი, დაკრა ფეხი, შეხტა თავის ჯადოსნურ ხალიჩაზე და ქვევით დარჩომილ კალიეთში ფურთხებ ფურთხებით გაუტია მშობლიური, უკვე უბოროტო, ფუნჩულა შავი ნიადაგისკენა.

ჩამოხდა თუ არა ხალიჩიდანა სვენებ სვენებითა და მორჭმითა მორჭმული მწერალი, ორთავ ბაგით მოწყურებული დაეწაფა მონატრებულ შავ ნიადაგსა, იწერა და იწერა გამწარებულმა პირს ჯვარი და ვაებით განუცხადა მთელს ქვეყანასა:

რომ იცოდეთ, სად და რა უბედურებაში ვიყავ ეს წლები მე უბედური, რა საშინელ ქვეყანაში! იქ ხომ ჩიტები რომ ჩიტებია, ჩიტბატონები რომ ჩიტბატონებია, ბოლოქანქარები რომ ბოლოქანქარებია, შაშვები რომ შაშვებია, ბულბულები რომ ბულბულებია, ეს კი არადა, ჭრიჭინობლები რომ ჭრიჭინობლებია, ისინიც კი არ ჟივილ ხივილობენ, უსტვენენ, მღერიან და ჭრიჭინობენ.

დავჯდებოდი ხშირად ნოსტალგირებული იმ ჩემი მამულის წყლის პირას მტირალი, იქაური საშინელი ხეების ქვეშ, იმედით, ეგება ერთი ადამიანური რამ ხმა მაინც გავიგო ამ კალიეთში, ვინმე ჩიტმა ჩიორამ დაიმღეროს, ან ჭრიჭინობელამ დაიჭრიჭინოს, ნუ, ბოლო ბოლო, ყვავმა მაინც დაიყვავილოს და მომხოცოს მაშვრალს და ტანჯულს ცრემლი!

მაგრამ არა და არა!

ეყარნენ იმ საშინელ ხეებზე ის საცოდავები, გაუხარლები, მოწყენილები, ჩამკვდრები, მდუმარედ და უტყვად და ნატრობდნენ ჩუმის ნატვრითა, ნეტა ერთი ძლიერი ქარი და ცუნამი ამოვარდეს ამ საშინელ კალიეთში, აგვიტაცოს, გვაფრინოს, გვაქროლოს და იმ ზღაპრულ, ბედნიერ რუსეთში გადაგვტყორცნოს იქ, სადაც ასე თავისუფლად და ფართოდ სუნთქავს თავისუფალი სული, სადაც ასე საამოდ სუფევს შრომის სუფევა, სადაც ყველა მღერის და უსტვენს უშიშად და თავის ნებაზე, დავჯდეთ სადაც გველოდება ცეცხლოვანი ფასკუნჯი, ჩავებათ ამ ბედნიერ ფერხულში და ტკბილი გალობით შევუერთოთ ხმა ჩვენი ამ დიდებულ მღერასო!..

ვოტ ტაკ!..

ჭირი იქა, ლხინი აქა...

ავტორი: Vazari
06.02.2013 22:27
ეხლა კი მკვეთრად გამოჩნდა,ამ დებატების შემდეგ,რომ ნაციონალები ძლიერი ინტელექტის და ურყევი პოზიციის ინდივიდებია, შედარებაც კი არ შეიძლება ამ ოცნებისტების
,,ჭ" კლასთან!

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
06.02.2013 20:54
ა, კიდო :)

http://solomonternaleli.wordpress.com/2013/02/06/წითელი-ბარათი

ავტორი: naturali
06.02.2013 20:21
ტრადიციები არა აქვთ ევროპელებს?

არც ფრანგებს და არც გერმანელებს

კრეტინოზავრებო ყველა ერმა თავისი სახე უნდა შეინარჩუნოს

რაც ადამიანის საყოველთაო უფლებებს არ გამორიცხავს და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს არ ეწინააღმდეგება

ის რომ პლანტის სიყვარული და იმ მუსიკის გულისგულამდე აღქმა მუსიკისა რომელიც თავისუფლების და ბუნტარობის მუსიკაა ჰიპებისა ვისი დევიზი იყო სიყვარული მშვიდობა და ყვავილები

არ მიშლის ხელს გონაშვილი მიყვარდეს ასევე გულისძირამდე

ხოლო თუ კაფკა მიყვარს და დიდად ვთვლი ეს არ მიშლის ხელს ვაჟა არანაკლებად დიდად მიმაჩნდეს

იმას გეუბნებით რომ არაა საჭირო სხვისი ცხოვრების წესით ცხოვრება არაა საჭირო ვინმე ერში ამ კულტურულ სივრცეში გავითქვიფოთ

არსებობს ქრისტიანობის და კაცობრიობის დაგროვილი ცოდნიდან გამომდინარე იდეალები და მე ვფიქრობ ყველა ნაცნობი და სისხლისმიერად ნაცნობია ჩემი ერისათვის

ასე რომ არავიზე ნაკლები და მეტიც არა ვართ და ევროპაში თუ ამაში ადამიანური ქრისტიანული ამაღლებული იდეალების სივრცე იგულისხმება უკვე იქა ვართ და საით მიგვათრევთ

ასევე ვფიქრობ რომ დაბერებულ ევროპას რომელიც ზნეობრივ გადაგვარების და უღმერთობის გზას ადგას აღმოსავლეთის ძველი კულტურის ერებმა უნდა გადაუსხან სისხლი

ერთი კითხეთ ფრანგს თუ უნდა კრუასანების დავიწყება ან პროვანსის პეიზაჟები და ღამე თუ არ უყვარს

ან გერმანელს მოგელზეეზეს დუდუნი ძეხვი და ლუდი

თქვე ღამურებო ქართველს თუ შესაბამისი უყვარს თავისი ქვეყნის გოიმია?

თქვენ ზოშენკოს მოთხრობის გმირს გევხართ მასთან სტუმარ უცხოელს ტარაკანების საწინააღმდეგო ფხვნილი რომ დარჩა და სიამაყით უჩვენებდა მეზობლებს ნახეთ სახეზე რა მაგარი უცხოური პუდრი მისვიაო

თქვე უდღეურებო მოყმისა და ვეფხვის ბალადა მაინც წაიკითხეთ და მითხარით ამის შემქნელი ერი ვისზე ნაკლები კეთილშობილია

თათარიც ჩვენი ძმააო ამას რომ იტყვის ერი და მის დედაქალაქში ერთ უბანში საუკუნეებია ერთად დგას ეკლესია მეჩეთი და სინაგოგა ვისზე ნაკლები ცივილიზირებულია

რასაც მე რუსებს ვაგინებ რუსებზე მე მიკითხავთ ლექციას

ბიძიკოებო ნაცების ოფისში რომ კლიშეები დაგირიგეს ვისთან და როდის გამოიყენეთო ინსტრუქცია არ მოგცეს

ისე რუსულ კლიშეს რომ გაძლევდნენ შემთხვევით კედელზე რუსული თვითმფრინავის ხმაზე აპლაკული ბელადის სურათი ხომ არ ეკიდა?

ხო მართლა როდიდან გჯერათ თხაწვერა დუგინის

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
06.02.2013 15:56
ჰა, მიშმადიდებლებო, გააცხენეთ ახლა ლუკაია ლაბახუასავით!

მანამდე არ აგიდგათ გვერდები, სანამ მე თქვენთან პოლემიკაში არ შემოვიდე!

მიშას ებარებოდეთ! :)

გერმანე, იმხელა ვირტუალური ჯარი შეგიქმნია, დროა, სტავროპოლის აღებაზე იფიქრო, მერე როსტოვამდეც გზა ხსნილია!

არადა შარშან რა მშვიდად იყავით - ამდენს არ წკავწკავებდით და გაზაფხულის მოტყვანით ბედნიერი იტყავით!

http://solomonternaleli.wordpress.com/2013/02/05/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%97/

ავტორი: ბორის პასტუხოვი
06.02.2013 15:47
მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ. ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებდა. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა, წესრიგი უყვარდა. 16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა. ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა. მამამ უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართლმადიდებლური სარწმუნოებით მონათლა. დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ჰყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და - მერე გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა, საქართველოში თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა - დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ - ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების - მით უფრო. თან ერთი-ორი კაცი კი არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა. მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბად რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და ა.შ. ამეებზე ძაან იბოღმებოდა. ნატრობდა - ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს, და ვინმე ჩემიანი დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეკლესიას. გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა - ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა - ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ჰქონდეთ გადასახდელიო. ბევრს არ მოსწონდა, ბევრი ებრძოდა, დაუნდობელი იყო, საქმეში ხელს თუ შეუშლიდი, გაგანადგურებდა. რას იტყვით მასზე თქვენ? რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარული ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ახლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს, სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ? რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია? რას იტყვის ქართველი დედა, შვილს რომ ეუბნება - სომეხი, რუსი, მაჰმადიანი ცოლად არ მოიყვანოო? რას იტყვიან მართმადიდებელმშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები? რას იტყვის ზოგი ქართველი წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს? • ბიჭი 1089 წელს გამეფდა. • 1103 წელს მოიწვია რუის-ურბნისის კრება, გადააყენებინა უღირსი სამღვდელო პირები, მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანებით დაუქვემდებარა ეკლესია სახელმწიფოს (რაც ოთხი საუკუნის მერე გააკეთა ჰენრი მერვემ ბრიტანეთში და ხუთი საუკუნის შემდეგ პეტრე პირველმა - რუსეთში). • 1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ, 100 ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო. • 1122 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ალყა შემოარტყა და სისხლისმღვრელი ბრძოლით დაიპყრო თბილისი, სამი დღე ალაფი აკრეფინა თავის რაზმებს და შემდეგ, ქალაქში მოსახლეობის და გამოცდილების შესანარჩუნებლად, დაუწესა გადასახადი ასე: მუსლიმებს - სამი დინარი, ებრაელებს - ოთხი, და ქართველებს - ხუთი. 1125 წელს, მრავალი სხვა საქმის გაკეთების შემდეგ, 53 წლის ასაკში, აღსრულდა წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე ბაგრატიონი, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ბიბლიური დავითის მოდგმა, ოსი ბორენას შვილიშვილი და სომეხ მარიამ არწრუნის შვილთაშვილი, რუსუდან სომეხთა მეფის-ასულის და გურანდუხტ ყივჩაღთმთავარ ათრაქას-ასულის მეუღლე. მან დაწერა საკუთარ თავზე: ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი.

ავტორი: ანონიმი
06.02.2013 14:13
ნატურალო, შენნაირების უბედურება იმაშია, რომ ვერ გაგიგიათ, რომ ევროპული სტილის სახელმწიფო უფრო გაგაკეტილშობილებს და ცივილიზებულს გაგხდის.
კეჟერა ფხალიც გექნება და ჭრიჭიებიც, საცივსაც არავინ წაგართმევს.
პუტინის იდეოლოგ დუგინს უტქვავს, რად გვინდა პრორუსული პარტიები, ჩვენ საქმეს ეთნიკურად ქართველ ნაციონალისტებს გავაკეთაბინებთო.
ასე აგვიხდეს ყველაფერი, იმდენი გეძახეს ეს მთავრობა "არაქართველური" რომ , რომ დაგაჯერეს, ვიღუპებით, მიშა ქართველობას გვართმევს, გოიიმი ხარ ნატურალო მაგრი და და იცის რუსმა ეს და დაგაგოიმათ.
აგერ უმრავლესობამ პარლამენტში ეროვნული ტანსაცმლით ვიაროთო, ქალებმა ალბათ ჩიხტაკოპი უნდა მოირგონ.
რქები გაქვთ თავზე , რძის სუნი აგდით ისეთ ქართველებს, "ტრადიციების" დაკარგვის რომ გეშინიათ, აი ამ სუნის და რქების იმედი აქვს ყოველთვის რუსს, იმარჯვებს კიდეც, რა მიშა, რის ბიძინა, რის ედიკა, რძის სუნიანი ერი ვართ, და ფსუტის კიდევ.
აგეთ ყველამ ყველაფერზე პასუხი, მარტო ბიძიას ნუ შეახოცავთ ხელებს, ეგრე არა რაი არააა..

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
06.02.2013 12:31
ეჰ, ნატურალ, გამოფხიზლდი, დიდი ხანია დეპოში ვართ, ამოყავი საცივიდან თავი, ჩაკრულო კი არა აგუწინი და კირკოროვის ფონზე გრძელდება მედიტაცია. ისე ჯიმი პეიჯის და პლანტის ამბავი არ იცოდი? ჩანერგილები არიან ეგენი და მაგათი მუსიკა, უნდა ამოვიგდოთ თავიდან, ჭეშმარიტი ქართული ოცნების განხორციელებაში შეგვიშლიან ხელს, ისე ჩაკრულოც ზედმეტია თურმე, რაღა დროს მუხრან ბატონია თუ კაცი ხარ. ეს ყველაფერი ჭეშმარიტი ოცნების განხორციელებას ძალიან აბრკოლებს, ამბობენ ჩიპების ჩადგმით გვიპირაბენ გადაევროპელებას(ხომ იცი ეს ევროპელებიც როგორ გვექაჩებიან თავისკენ, არა და არ გვანებებენ თავს, გინდა თუ არა ჩვენთან უნდა იყოთო). ჰოდ ამ ჩიპებს ერთადერთი რუსული ესტრადის მოსმენა აკარგვინებს ძალას, აბა!

ავტორი: naturali
05.02.2013 21:41
ჭვავისყანელო წავიკითხე კიდევ ერთი მაზოხისტი ღამურა

კოვზირიძე

ორი გზა გაქვთ ან შეეგუოთ რომ ქართველებიდან საშუალოსტატიკურ და ჩემი აზრით დემოკრატიის ამჟამინდელი ფორმით დაქლიავებულ ევროპელს ვერ გამოიყვანთ

ან ვისაც არ გევასებათ თქვენი წარმოშობა და ზედანიასავით უხერხულად იშმუშნებით ევროპიელების წინ ერთად შექუჩდით
წინ ის სარაყუდა ევროპელების სიძე უკან არიერგრადში კი თუთბერიძე და ევროპისაკენ ნაბიჯით იარ

დაგვანებეთ თავი ბიძიკოებო ეგება საცივში თავჩარგულს მთვრალს და ჩაკრულოს სიმღერის ფონზე მინდა ეგზისტენცია

ეგებ ზეპელინი და ჯენესისი მიყვარს მარა კეჟერა ფხალიც

ეგებ კაფკა და იუნგიც მესმის მარა ჩემი სოფლში ზაფხულის თბილ ღამეს ჭრიჭინას მოსმენა მირჩევნია

რაც შეეხება მოსალოდნელი სუიციდის აქტის გამო სიხარულით აჭყლოპინებულ ანონიმს

მანამდე არ აგიდგა გვერდები

ავტორი: ანონიმი
05.02.2013 14:50
ავტორი: naturali
04.02.2013 20:52
"გერმანეს რომ ვკითხულობ
თვითმკვლელობაზე ვფიქრობ"
----------------------------------
აუუ.. ! გერმანე, უფრო ხშირად წერე რააა ....

ბევრი ვიცინე, მაგრია,

ავტორი: ანონიმი
05.02.2013 01:47
ავტორი: naturali
04.02.2013 20:52
"გერმანეს რომ ვკითხულობ
თვითმკვლელობაზე ვფიქრობ"
----------------------------------
აუუ.. ! გერმანე, უფრო ხშირად წერე რააა ....

ავტორი: ანონიმი
05.02.2013 01:43
ავტორი: ანონიმი
04.02.2013 20:58
"რათქმაუნდა მათი 5_10 კაციანი გუნდი აჯობებს საგანელიძისნაირ 1000 კაცს"
-----------------------------
რა მართალია!!!

ავტორი: ანონიმი
04.02.2013 20:52
"ვიკარგები, მომეშველეთ"
-------------------------------
შენ არ "იკარგები...))
აი ეგენი კი, ნამდვილად არაფრის აზრზე არ არიან!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 7

სხვა მასალები

უცხოური კომპანიები ქართულ ტენდერებში

​2014 წელი ინვესტიციების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით აღინიშნა. ამ სიტუაციაში, ცხადია, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი როლი სახელმწიფოს დაეკისრა, რომელიც, სახელმწიფო შესყიდვების სახით, ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს.
გაგრძელება

აუდიო გენდერის მედიაცენტრი გორში

​გორში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა. პირველ შეხვედრას გორის საკრებულოს, მერიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაგრძელება

აუდიო საზოგადოების ინფორმირებასა და ტირაჟირებას შორის ზღვარზე

დღევანდელი დისკუსიის თემაა ძალადობრივი ფაქტებისა და უბედური შემთხვევების გაშუქება. ფსიქოლოგებს არაერთხელ გაუფრთხილებიათ ჟურნალისტები, რომ ძალადობის არასწორად გაშუქებით შეიძლება მის ტირაჟირებას შეუწყონ ხელი ან გაუმართლებელი სტრესი მიაყენონ როგორც მსხვერპლს, ისე აუდიტორიას და ეჭვმიტანილსაც, რომელსაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს.
გაგრძელება

ვიდეო შოთა გულბანი ლარის სტაბილურობაზე

26 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა გულბანი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული