ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 13:42

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს (I)

x
„სისტემა უნდა დაინგრეს“ – ქართველ მუსიკოსთა ეს სპონტანურად შექმნილი სიმღერა, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმ მოვლენების სულისკვეთებას, რომლებმაც საქართველო ცოტა ხნის წინ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე მიიყვანა. ეს არ ყოფილა რევოლუცია ან რეფორმატორული მოძრაობის გამარჯვება - ეს იყო აღშფოთება და პროტესტი ძალადობრივი სისტემის მიმართ, რომლის განსახიერებად უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ აღიქმება. ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა იმდენად მოაძულეს თავი საქართველოს მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, რომ ამომრჩევლები ხელისუფლების გადასარჩევად, მის მოსაცილებლად მიდიოდნენ საარჩევნო ყუთებთან. ამდენად, უფრო მართებული იქნებოდა, გვეთქვა, რომ 1 ოქტომბერს საქართველოში ნაციონალური მოძრაობა გადაირჩიეს, რამაც ხელისუფლებისკენ გზა გაუხსნა მასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებულ და უკეთ ორგანიზებულ „ქართულ ოცნებას“, რომლის მთავარი საპროგრამო დებულებაც სწორედ სააკაშვილის და მისი პარტიის მმართველობის დასასრული იყო.

მაგრამ ნაციონალების მარცხი და „ქართული ოცნების“ გამარჯვება მხოლოდ შედეგებია იმ საპროტესტო ტალღის, რომელიც განსაკუთრებით „ციხის ვიდეოების“ გამოქვეყნების შემდეგ, საძულველი სისტემის წინააღმდეგ აზვირთდა და მისი დანგრევა მოითხოვა. სწორედ პატიმრების წამების ვიდეოების ნახვამ გააჩინა სისტემის დანგრევის ლოზუნგი, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, არამედ ყველაზე ნაკლებად პოლიტიზირებული ადამიანებისგან – სტუდენტებისგან და ახალგაზრდა ხელოვანებისგან წამოვიდა და წინასაარჩევნო დღეებში საპროტესტო ტალღის მიმართულების მიმცემ სლოგანად იქცა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, არ მოხერხებულა იმისი დაკონკრეტება თუ რა იგულისხმება სისტემაში, რომლის დანგრევასაც აღშფოთებული ადამიანები მოითხოვდნენ. ამაზე ფიქრის დაწყება კი აუცილებელი უნდა იყოს, რადგან, მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მარცხისა, სისტემა არ შეცვლილა და მისი დემონტაჟი მხოლოდ „ზემოდან“ შემოტანილი ცვლილებებით შეუძლებელი იქნება.

სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს, უფრო დიდია, ვიდრე ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა, რაოდენ საავტორო უფლებითაც არ უნდა იყოს ის ამ სისტემასთან მიბმული. აქვე წინასწარი შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ ნაცმოძრაობა, რომელმაც სისტემა შექმნა, თავადვე იქცა ამავე სისტემის პროდუქტად, მის პირმშოდ, მის მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ნაწილად. ისევე, როგორც სისტემის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არანაირად არაა „ქართული ოცნებასთან“ ან მის შემადგენელ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გასაიგივებელი. განსაკუთრებული მთელ ამ მოვლენებში ალბათ სწორედ ის იყო, რომ ადამიანებმა, თუნდაც ერთმა ნაწილმა, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არა რომელიმე კონკრეტული მმართველი პარტია თუ პიროვნება, არამედ მთელი სისტემა დაადანაშაულეს და მისი დანგრევა მოითხოვეს. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც სექტემბრის საპროტესტო გამოსვლების მთავარ ლოზუნგად იქცა, საზოგადოების იმ ნაწილიდან წამოვიდა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იგივდება და, ამდენად, მათ პროტესტს ყველაზე მეტად მიუკერძოებელი შეიძლება ეწოდოს. შესაბამისად, პროტესტის ფორმაც და შინაარსიც სპონტანური იყო, რომელიც უფრო აფექტურ რეაქცას ჰგავდა. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც აფექტი უფრო ზუსტად გამოხატავს მოვლენის არსს, ვიდრე ხელისუფლების შეცვლის გააზრებული სტრატეგიები და მათი ანალიზი. ამდენად „ლოზუნგმა“, ისევე, როგორც სიმღერისა და ვიდეოს შინაარსმა და ფორმამ გასაოცარი სიზუსტითა და ადეკვატურობით გადმოსცა ის განწყობა და პროტესტი, რომელმაც აქამდე ყველაზე მეტად აპოლიტიკური ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა. „სისტემა უნდა დაინგრეს“ სამოქალაქო პროტესტის საბრძოლო მოთხოვნა იყო, რაც თვისობრივად განსხვავდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მოწოდებებისაგან, რომელთა მიზანიც ამომრჩევლის გადაბირებაა და ამგვარად ისინი ხელისუფლების მოპოვების ინსტრუმენტია.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკური ძალას ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე სამოქალაქო პროტესტთან, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია, არამედ მთელი სისტემაა. პოლიტიკური პარტიების საერთო მიზანი ძალაუფლებაა, რომლის საგანიც, ობიექტიც ის ადამიანებია, რომლებზედაც ეს ძალაუფლება ხორციელდება. ძალაუფლების ანალიზისა და კრიტიკის დასავლური გამოცდილება, განსაკუთრებით XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული (ჰანა არენდტი, მიშელ ფუკო, ჯორჯო აგამბენი) იმაზე მიუთითებს, რომ ძალაუფლების განხორციელების ობიექტი ადამიანი, მისი პირადი სფერო, მისი სხეულია, რომელსაც ძალაუფლება ბიომასად გარდაქმნის და მას პიროვნულობას თუ სინგულარულობას (ერთჯერადობას, საკუთრიობას) უკარგავს.

სამოქალაქო პროტესტი კი, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისა და მისი მსახურებისაკენ არ ილტვის, სწორედ თავისი აფექტური ბუნებიდან გამომდინარე, სუბვერსიულია ძალაუფლების და მისი სისტემების მიმართ: ის აბუჩად იგდებს მათ, ავტორიტეტს უკარგავს, მის წყობიდან გამოყვანას და ამით იმ სივრცის შენარჩუნებას ან უკან დაბრუნებას ცდილობს, რომელიც მას სისტემამ წაართვა. ეს სივრცე, რომელსაც თავისუფლების სივრცე შეიძლება ეწოდოს, ადამიანის პიროვნული, ინდივიდუალური სივრცეა, რომელიც ვერ იტანს მასში გარედან ჩარევას და რეგლამენტების დაწესებას.

სამოქალაქო პროტესტი საზოგადოების იმუნური რეაქციაა ძალაუფლების სტუქტურებზე. სამოქალაქო საზოგადოება, მთელი თავისი გამოვლინებებით, როგორიცაა, მაგალითად სამოქალაქო აქტივობა, ერთგვარი ფარია, რომელმაც მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან წამოსული ძალადობისგან უნდა დაიცვას. ის აიძულებს პოლიტიკას, რომ დარჩეს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში და ამხელს იმას, რასაც უსამართლობა ეწოდება, ანუ როდესაც თავად კანონმდებლობა ხდება უსამართლო და ადამიანთა ერთი ნაწილის სასარგებლოდ ზღუდავს მეორეს.

2003 წელს სამოქალაქო პროტესტიდან წამოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ სამოქალაქო პროტესტი შთანთქა, რის შედეგადაც მოქალაქეები აღმოჩნდნენ პირისპირ სახელმწიფოსა და მისი ძალისმიერი სტრუქტურების წინაშე. ნაციონალური მოძრაობის სწორედ ის ნაწილი, რომელიც სამოქალაქო პროტესტიდან წამოვიდა და თავადვე იყო ამ პროტესტის ორგანიზატორი, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოექცა და პროტესტიდან ძალაუფლების სტრუქტურად გარდაისახა. ამით საქართველოში ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების აბორტი განხორციელდა. მოქალაქეებსა და ძალაუფლების სტრუქტურებს შორის აღარ არსებობდა არანაირი დამცავი „ფარი“ და ადამიანები მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების საბრძოლო მასალად იქცნენ.

საკუთარი „რევოლუციური“ გამოცდილების გათვალისწინებით, ნაცმოძრაობა ისეთი სისტემის მშენებლობას შეუდგა, რომლის პირობებშიც საზოგადოებრივ პროტესტს საარსებო სივრცე არ ექნებოდა. რადგანაც „ვარდების რევოლუციის“ წარმატება მნიშვნელოვანწილად შევარდნაძის ხანის თავისუფალმა მედიამ განაპირობა, რევოლუციური ხელისუფლების პირველი ნაბიჯი ამ თავისუფალი მედია-სივრცის ამოქოლვა იყო. ნაციონალური მოძრაობის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ ყველაზე მაღალსიხშირიანი კერძო ტელევიზია. ამით მოსახლეობის უმრავლესობას მასობრივი ინფორმაციის მხოლოდ ის ვერსია მიეწოდებოდა, რომელიც ნაცმოძრაობას აწყობდა. მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული მედია არა მხოლოდ მასობრივი ინდოქტრინაციის საშუალებად, არამედ ტელეკომპანია „იმედის“ 2010 წლის 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკით“ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ომის იარაღადაც იქცა. სააკაშვილის ხელისუფლების ეს სანიმუშოდ პარანოიდული გამოვლინება, როდესაც ყოველდღიური საინფორმაციო ქრონიკის ფორმატით რუსეთის არმიის საქართველოში ინტერვენცია და ოპოზიციონერ ქართველ პოლიტიკოსთა მეშვეობით სააკაშვილის მთავრობის დამხობა იყო ნაჩვენები, ერთგვარ გასაღებადაც შეიძლენა გამოდგეს ნაცმოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის ანალიზისათვის.

ფსიქიატრიული ტერმინი პარანოია, რომელიც ინდივიდში ისეთი ფსიქიკური მოშლილობის აღსანიშნავად იხმარება, რომლის დროსაც პიროვნება დევნის მანიითა და მის წინააღმდეგ შეთქმულებების მოჩვენებითაა შეპყრობილი, ყველაზე უკეთ შეესაბამება ნაცმოძრაობის ხელისუფლების პოლიტიკურ კლიმატს. მმართველმა პარტიამ იმდენად ირწმუნა საკუთარი აღმატებულება და შეუმცდარობა, რომ ნებისმიერ კრიტიკას შეთქმულებათა თეორიად გარდასახავდა. ხელისუფლებამ მთელი თავისი პოლიტიკური ენერგია ამ შეთქმულებების მხილებისა და გაუვნებელყოფისაკენ მიმართა და ამით ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა საკუთარ მოქალაქეებთან, რომლებშიც ის პოტენციურ მტრებს და შეთქმულებს ხედავდა. ამ მოვლენაში გარკვეული ფსიქოლოგიური კანონზომიერების დანახვაც შეიძლება: რევოლუციურად მოსული ძალა ვერასდროს თავისუფლდება კონტრრევოლუციის შიშისაგან და მოპოვებული ძალაუფლებას ისეთივე შემართებით იცავს, როგორითაც ის მის მოსაპოვებლად იბრძოდა.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება კონტრრევოლუციის აჩრდილის ნიშნით იყო აღბეჭდილი, რომლის ყველა გამოვლინება მას უნდა ჩაეხშო და ქვეყანა „წარსულ დროში დაბრუნებისგან“, ანუ „რესტავრაციისგან“ გადაერჩინა. წარსულში დაბრუნების საფრთხე პოლიტიკური პარანოიის მთავარ შიდა ელემენტია, მაგრამ შიდა მტერზე მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხის ფაქტორია, ურომლისოდაც პარანოიდული განწყობა საჭირო პოლიტიკურ სიმძაფრეს ვერ შეიძენდა და სისტემად ვერ ჩამოყალიბდებოდა.

ობიექტური საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ოპონენტებთან ანგარიშსწორების და ერთპარტიული სისტემის გამართლების ინსტრუმენტად გამოიყენა. რუსეთი გადაიქცა ქართული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარ სამოტივაციო ძალად – თითქოს საქართველო რუსეთის ჯინაზე არსებობდა. რუსეთთან კონფრონტაცია ნაცმოძრაობის პარტიულ-სააგიტაციო ფოლკლორის ნაწილი გახდა, როდესაც პარტიულ ღონისძიებებზე, თვით სააკაშვილის ცნობილ საარჩევნო ვიდეოკლიპშიც, რუსეთის გაშარჟება და საქართველოს საბრძოლო მზადყოფნა აუცილებელი პროპაგანდისტული კომპონენტის ადგილი ეკავა. ასეთი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომით დაგვირგვინდა, საგარეოზე მეტად, საშინაო პოლიტიკური სისტემის შექმნის აუცილებლობითაც იყო ნაკარნახევი. ნაციონალების რვაწლიანი მმართველობა პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობას დაემსგავსა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება საჯარო უფლებებს, სამართალსა და პოლიტიკურ ქმედებებს შორის წონასწორობის დარღვევაა: პოლიტიკური მიზანი განსაზღვრავს სამართლის ქმედითობას და მიზნებიდან გამომდინარე სამართლიდან გადახვევაც ამართლებს. საგანგებო მდგომარეობა ჩვეულებისამებრ ომის, ამბოხის, სტიქიური უბედურებებისა და მსგავსი დესტაბილიზაციების დროს ცხადდება და ის ერთ პიროვნებას ან ერთ მმართველ ძალას ზეკონსტიტუციურ უფლებებს ანიჭებს.

გერმანელი სამართალმცოდნე კარლ შმიტი, რომელმაც „საგანგებო მდგომარეობის“ ერთ-ერთი პირველი სამართალფილოსოფიური ინტერპრეტაცია შექმნა, საგანგებო მდგომარეობას სუვერენის ფიგურასთან მიმართებაში განიხილავდა და, ამდენად, ძალაუფლების ფენომენის გაგების საშუალებად გაიაზრებდა. მისი განმარტებით, სუვერენი, ანუ ძალაუფლების მატარებელი არის ის, ვინც საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილებას იღებს. შმიტის მოძღვრება ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, სამართლებრივი წესრიგი, ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური წესრიგი, ემყარება გადაწყვეტილებებს და არა ნორმებს. გადაწყვეტილების მიღება განსაზღვრავს სუვერენს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რა არის წესრიგი და როდის ირღვევა ის და როგორ უნდა იქნას რღვევა ალაგმული. სუვერენს ასეთი უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის დროს ეძლევა. საგანგებო მდგომარეობა, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, ყველაზე ცხადად გვაჩვენებს სახელმწიფოს და სახელისუფლებო სისტემის არსს.

2003 წელს, ანუ როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ფილოსოფოსის ჯორჯო აგამბენის წიგნი „საგანგებო მდგომარეობა“. აქ აგამბენი ე.წ. „ლეგალურ სამოქალაქო ომზე“ საუბრობს, რომელიც XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმაა და ის პოლიტიკურ სისტემაში არაინტეგრირებადი ელემენტების იძულებით ინტეგრაციას ან მათ ლიკვიდაციას გულისხმობს. საამისოდ ხელისუფლება პერმანენტულად საგანგებო მდგომარეობის განწყობას ქმნის, რაც არ არის აუცილებელი, რომ ოფიციალურად, ანუ იურიდიული ფორმის საგანგებო მდგომარეობაში გადაიზარდოს. საუბარია, ე. წ. ფიქტიურ საგანგებო მდგომარეობაზე, რომლის მეშვეობითაც თვით დემოკრატიული ხელისუფლებაც კი, რომელიღაც მაღალი და აუცილებლად მოსაგვარებელი მიზნების სახელით, დემოკრატიული და სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლას ახერხებს. იტალიელი ფილოსოფოსის აზრით, ასეთი მდგომარეობა მმართველობის თანამედროვე პარადიგმად გარდაისახება, რომელიც „განუსაზღვრელი შუალედია დემოკრატიასა და აბსოლუტიზმს შორის“ და ის დემოკრატიის ტოტალიტარიზმად ტრანსფორმაციის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ასეთი საფრთხის საგანგაშო ნიშნები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაწყებულ ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი ერაყში ინტერვენციების დროს გამოაშკარავდა, როდესაც დასავლური საზოგადოება კარიბის ზღვაში გუანტანამოს საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საპყრობილეს წინაშე აღმოჩნდა და არაერთ ინტელექტუალს ამ საპატიმრომ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ასოციაცია გაუჩინა. დასავლური საზოგადოებისათვის კიდევ უფრო მეტად შოკის მომგვრელი იყო 2004 და განსაკუთრებით 2006 წლებში ერაყის საპატიმრო აბუ გრეიბში ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი პატიმრების წამების კადრების გამოქვეყნება. ამის პარალელურად ევროკავშირში გაჩნდა იდეა, რომ ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოში აშენებულიყო ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც ევროპას ლტოლვილთა ახალი ტალღებისგან დაიცავდა. ამგვარი ანომიური (სამართლებრივი წესრიგისგან თავისუფალი) ზონების გაჩენით კი დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტური პრინციპები დადგა ეჭვის ქვეშ, რის საპასუხოდაც ევროპასა და ამერიკაში ახალ სამოქალაქო პროტესტებს ჩაეყარა საფუძველი.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მისაბაძი სწორედ ჯორჯ ბუშის მმართველობა იყო და ხშირ შემთხვევაში ბუშის პოლიტიკის კარიკატურას (ლათ. caricare – „გადამეტება“) წარმოადგენდა. ეს კარიკატურული მიმბაძველობა, ერთი მხრივ, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომამდე, სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებისა და ძალის პროპაგანდაში გამოიხატებოდა, მეორე მხრივ კი დამნაშავეებთან „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაში, რომლის უშუალო გაგრძელება საქართველოს ციხეებში ანომიური – კანონისგან თავისუფალი - სივრცის შექმნა იყო, რომლებშიც უკვე ადამიანების სხეული პოლიტიკური ძალადობის ობიექტად იქცა. თუმცა კი ანომიური არა მხოლოდ საპატიმროები, არამედ მოქალაქეთა მთელი საკუთარი, „პრივატული“ სივრცე აღმოჩნდა, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის ლოგიკით მოქმედი ხელისუფლება შეიჭრა. სულ უფრო პროგრესირებადი პარანოიით სახელმწიფო აკონტროლებდა ინტერნეტს, მოქალაქეთა კერძო სატელეფონო საუბრებს, არა მხოლოდ შეთქმულებებისა და ჯაშუშების გამოსავლენად, არამედ დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად. ხელისუფლების პოლიტიკური პარანოია მოქალაქეებსაც გადაედო: პოლიციისა თუ საინფორმაციო სამსახურების შიშით ზოგიერთი გამორთულ მობილურ ტელეფონს აკუმულატორს აცლიდა, რადგანაც ამბობდნენ, რომ გამორთული მობილურებიდანაც ისმინებაო.

საყოველთაო შიში და პარანოიდული განწყობა მოქალაქეების მხრიდან იმითაც იყო განპირობებული, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში საქართველოში დაიკარგა სამართლიანობის რწმენა: არაადეკვატურად მკაცრი კანონმდებლობა, რომელმაც კრიმინალი მოქალაქეთა კრიმინალიზაციისა და საპატიმროებში მოთავსების ხარჯზე „აღმოფხვრა“, ხოლო არათავისუფალ სასამართლოში საპროცედურო გარიგებებით სახელმწიფო ერთდროულად ლეგალური გამომძალველის როლშიც მოგვევლინა და ღიად სოცილური მჩაგვრელისაც, რამდენადაც გარიგების თანხების გადახდა მხოლოდ მდიდართა კატეგორიის წარმომადგენელს შეუძლია.

სახელმწიფო, რომელსაც ძალადობაზე ლეგიტიმური მონოპოლია აქვს, რაც ძალის განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში გამოყენებას გულისხმობს, ნაცმოძრაობის მიერ შექმნილ სისტემაში მოქალაქეებზე სისტემატურ და გეგმაზომიერ მოძალადედ გადაიქცა. როდესაც „ციხის ვიდეოები“ გამოქვეყნდა, ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა ისმოდა: როგორ იყო შესაძლებელი, რომ ამგვარი სისასტიკეების შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, - არც ხელისუფლებამ, არც მედიამ, არც „ფართო საზოგადოებრიობამ“? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შემდეგ წერილში შევეცდები.

Tags: ნაციონალური მოძრაობა,„ქართული ოცნება“



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
14.11.2012 21:59
სწორია ნამდვილად. დემოკრატი და მამარდაშვილზე არანკლებად სიბრძნის მოყვარული ანუ ფილოსოფოსი ვლადიმირ ბუკოვსკის თქმით საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მთელი სისტემა იყო მსოფლიოში ყველგან ტერორისტების ანუ მკვლელების შემრჩევი,მწვრთნელი და იარაღით მომმარაგებელი სისტემა და ეგ სისტემა მისი ბოლო გენერალური მდივანი გორბაჩოვის თამადობით უნდა გასამართლდეს და მოისპოს. მაგრამ ჯაბა იოსელიანის პოლიტპატიმრად გამომცხადებელი და იაპონჩიკის ადვოკატი სერგეი ადამოვიჩ კოვალიოვი და მისი სისტემა ამას ხელს უშლის პრინციპულად რითიც დღემდე უწყობს ხელს ტერორიზმს.ხოდა დანარჩენი თუ ამათ გადავურჩებით მერე. იცოცხლეთ და გაიხარეთ. ეგ სისტემა ნამდვილად უნდა გასამართლდეს და დაინგრეს.

ავტორი: vano საიდან გვწერთ: saxlidan
11.11.2012 11:34
ვეთანხმები ხუთკუნჭულას: სამარცხვინოდ ტენდენციური ბლოგია. ფსევდოინტელექტუალიზმით ცდილობთ მკითხველისათვის თვალში ნაცრის შეყრას, მაგრამ აღარაა ეს ასე ადვილი აწი ყველაფერი იმის ფონზე რაც საქართველოში ხდება ბოლო დღეებში. გირჩევთ ბოლომდე ნუ შეირცხვენთ თავს, ცოტა რამაა გაყიდულ ჟურნალისტზე საცოდავი და ამაზრზენი...

ავტორი: ტანკისტი
10.11.2012 17:40
როგორც იქნა თავისუფლებიას სიომ დაბერა რადიო თავისუფლებაზე!!!უწინ იყო ბნელი და უკუნი!!!ახლა თავისუფლად ვსუნთქავთ!!!

გაუმარჯოს მმართველ პარტიას!!!მისი უკვდავი ბელადის, ამხანაგ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით!!!

მაგრამ კონტრევოლიუციურ ელემენტებს არ ძინავთ!!! ფხიზლად უნდა ვიყოთ!!! სისტემა უნდა გაინგრეს!!!

Вставай, проклятьем заклеймённый,
Весь мир голодных и рабов!
Кипит наш разум возмущённый
И в смертный бой вести готов.

Это есть наш последний
И решительный бой;
С Интернационалом
Воспрянет род людской!

წმენდა დაწყებულია!!! სისტემა უნდა დაინგრეს!!!!

ავტორი: ტანკისტი
10.11.2012 12:22
გაუმარჯოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს!!!ღმერთი არს ჩვენთან!!!

როგორია ბატონო გიორგი?:) ხომ არ ირღვევა ფორუმის წესები?:)

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
10.11.2012 01:55
ცოტა არ იყოს ...გაუგებარია თქვენი ანალიზი...სისტემას რას ეძახით?...კრიმინალის აღკვეთას?...ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას?...ბიუჯეტის შევსებას?...ქალაქების აღმშენებლობას?...განათლების და ჯანდაცვის რეფორმებს?...
ნარკომანიასთან შეურიგებელ ბრძოლას და ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას???...

ავტორი: ანონიმი
06.11.2012 09:33
ავტორი: ჯაბონიმი
05.11.2012 15:37

კუკუა. მაგას მორნარქისტი კი არ ქვია, ანარქისტი ქვია, უსუსურო. ისე გეთანხმები.
ქვია არა, ჰქვია.

ავტორი: ჯაბონიმი
05.11.2012 15:37
კუკუა. მაგას მორნარქისტი კი არ ქვია, ანარქისტი ქვია, უსუსურო. ისე გეთანხმები.

ავტორი: ანონიმი
05.11.2012 12:00
"თუ გინდა სასამართლოს შენობაც დაამსხვრიე. ყველა ბლოგზე გაგამართლებ.:)))))
---------------------------------
დამსხვრევაზე მაგრები ხართ - დიდი ჭკუა არ უნდა!:)))))))))))))

ერთი, ააშენეთ რამე.

ავტორი: კუკუა ესებუა საიდან გვწერთ: ნამხედრიონალიდან
04.11.2012 16:33
გიორგი,

თავი მახსოვს სულ დანგრევაზე ხართ მომართული, სულ რაღაცის დანგრევაზე, მინგრევაზე, ან მონგრევაზე ლაპარაკობთ. ამის გამო, მე თქვენ ნგრევის იდეოლოგი შეგარქვით. თქვენ, მე მგონი, ჯაბისტი კი არა ხართ, არამედ უფრო მონარქისტი ხართ, უბრალოდ, ამას პირდაპირ ან ვერ ამხელთ, ანდა თქვენ თვითონ არ გაგიცნობიერებიათ ეს ფაქტი. ერთი იქნება იმაზეც დაიწყოთ ლაპარაკი, სჯა და წერა, თუ რა ავაშენოთ, დავაშენოთ და როგორ დავამშვენოთ.

ავტორი: ტანკისტი
03.11.2012 13:59
ტენდენციურო მოდერატორო რა არ მოგწონს ჩემი ნაცოდვილარიდან,იქნებ ამიხსნა?,,,რა წესია ასეთი შერჩევითი სამართალი???
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
03.11.2012 15:13
ფორუმის წესები: http://www.radiotavisupleba.ge/info/forum_rules/353.html

ავტორი: ანონიმი
03.11.2012 03:52
შენ ტანკისტი ომამდე ხარ თუ ომის მერე?
ხოდა ტანკისტი რომ ხარ, სახელებს, გვარებს, მათ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს წვრილ-წვრილად გაეცნობი სასამსრთლო პროცეზებზე!!!
ერთი ადგილი თუ გაქვს, წადი, დაიცავი და თუ გინდა სასამართლოს შენობაც დაამსხვრიე. ყველა ბლოგზე გაგამართლებ.:)))))

ავტორი: ანონიმი
03.11.2012 01:21
ავტორი: ანონიმი
02.11.2012 17:45

:))))))))))))) იმდენი შენ რა გითხრა, რამდენიც შენ აქ არ გამოჩნდე:)))))))) გიორგი მაისურაძესთან არ შეეცდები რო მასლაათს:))))

ავტორი: NATIA
02.11.2012 19:38
ავტორი: ანონიმი
02.11.2012 17:45
--------------------
ანონიმო, მეც გეთანხმებით რადიო " თავისუფლების " ჯურნალისტების და უმეტესი ბლოგერების შეფასებაში. თქვენ აბსოლუტურ სიმართლეს წერთ .
მაგრამ იქნებ არ დატოვოთ საიტი, ძლივს შემოგვემატეთ სიმართლის მთქმელი ხალხი.
ისედაც უმცირესობაში ვართ აქ... და ვიყავით ადრეც.

ავტორი: ანონიმი
02.11.2012 18:48
ავტორი: ტანკისტი
01.11.2012 12:35 გაიხარეთ მოდერატორებო და ბლოგერები...ყოველ დღე,დღეში რამდენჯერმე მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში..........

LOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOL!!!!! :))))))))

ტანკისტ!!! ბლოგისთვის ნუ მოცდები!! ილოცე ნაციონალი გაქცეული და გასაქცევი მინისტრებისთვის!! მიშასთვის ყოველ დღე პერმანენტულად გაქვს სალოცავი!!!! ეგება უშველო :))))))

ავტორი: ანონიმი
02.11.2012 17:45
მოდერატორო!!!
რომელი სიტყვა იყო შეურაწმყოფელი?
გიორგი მაისურაძეს და მის თანამოაზრეებს რომ მივულოცე ვნებების და თავიაანთი "ღმერთის " დაკმაყოფილება???
ეს ჩემი ბოლო კომენტარია თქვენს საიტზე, რათქმაუნდა აღარც თქვენი რადიო მსმენელი ვიქნები.
გაშიშვლებულები ხართ ყველანი.
ამდენი არანორმალური მოვლენები მოხდა უკვე, და არანაირი კომენტარები თქვანი ჟურნამისტების მხრიდან.
რაზეც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდით და სამართლიან საქართველოს მოითხოვდით, დღეს უარესი ხდება და ხმას არ იღებთ.
ისევ წინა ხელისუფლებაზე ჭორაობთ, აბა რა, გეგმაა ასეთი, ახლა ეკლესიასთან ერთად დასავლური სამყაროს დისკრეტიდციაზე გადახვალთ.
ნაგვები ხართ აბა რა..
რატომ არ გამოთქვამთ აღშფოთებას საკრებულოებში მიმდინარე უსამართლობებზე.

ხომ წავიდა ეს მთავრობა კანონიერად, ახალ რატომ უნდა დაირღვეს კონსტიტუცია, დაველოდოთ ადგილობრივ არჩევნებსაც, რატომ არ არკვევთ ხალხს რომ ეს საპარლამენტო არაჩევნები იყო და არა აქვთ უფლება იმ ქმედებების რაც რაიონებში ხდება???
რატომ არ წერს გიორგი მაისურაძე ამის შესახებ?? რატომ არ ყვირიხართ რომ უკვე არასამართლიანად იქცევა ეს მთავრობა???
გიორგი მაისურაძევ და დანარჩენო მისნაირებო!
არაფერი არ გიშველით, აღებული ფული გამოგელევათ და დარჩებით უპრინციპო ვირთხებად?
აი როცა ყველაფერს ნათელი მოეფინება და მაგარი ცუდი ამბები დატრიალდება საქართველოში მერე რას იტყვით????
ვერ გათვალეთ ის რომ ივანიშვილი კკბეს თანამშრომელი იყო და მის გუნდთან ერთად გააუდბედურებდა ქვეყანას, ვერ გათვალაეთ ხომ, ვერ მიხვდით?? ესეიგი გონება არ გქონიათ, ვერ აზროვნებთ? ასე არ არის??
და თუ ამის თქმა გაგიჭირდებათ, მაშინ რას იტყვით? რატომ მოვიყვანეთ მეოცნებებიო??? ფული ავიღეთო?
ესესც გაგიტყდებათ, ხოდა იქნებით ისეთივე ჟურნალისტები, როგორი პოლიტიკოსიცაა ირინა სარიშვილი.
ერთ რამეში იყავით დარწმუნებული, სააკაშვილი და ბოკერია თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან დიდები თქვენთან შედარებით, მათ უკვე საქმე გააკეთეს, რომელსაც ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ წაშლის, რომც მოკლათ ეს ორი პიროვნება მაინც დიდებად დარჩებიან, თქვენ კი მათ გარშემო მორბენალ წრუწუნებად და ვირთხებათდ
მეზიზღებით აბა რა, მეზიზღებით, თქვენი დემაგოგიით რომ ხელი შეუწყეთ ასეთი ანომალიური ხალხის სათავეში მოსვლას.
მეზიზღებით....

ავტორი: NATIA
02.11.2012 17:19
ავტორი: ანონიმი
02.11.2012 15:24
--------------------
ანონიმო ჩაქრი შენა აჰააა :)
არ ჩაარაკრაკა/!
გააჩნია რა ჩაარაკრაკე, გული კი გინდა აგვიჩუყო, მაგრამ ტყუილები ჩაარაკრაკე ტყუ-ი-ლე-ბი, სიც-რუ-ე, ჭო-რე-ბი.
მაგას არ ჭამს ხალხი....
აგერ გავა ხანი და პენსიებსაც რომ ვერ დაარიგებთ, მაშინ მაინც მიხვდებით რა უზარმაზარი შრომისა და თავდადების ფასად მიაღწიეს საქართველოს ( ნამდვილად!!!!) წინსვლას ყოფილებმა.

თქვენი განათლების მინისტრი რომ ბურდღუნებდა კურიერის ეთერში. სკოლების საქმეში ჩვენ რა შუაში ვართო(?) თვითონ მოაგვარონ ყველაფერიო...:))ეგეთები გყავთ, ეგეთები ყველა და რას შეიძლება რომ მიაღწიოთ?

- არაფერს !

ავტორი: ტანკისტი
02.11.2012 17:02
ავტორი: ანონიმი
02.11.2012 15:24
-----------------------------------------------------------------
ჯარი თვენია და პოლიცია,ციხე და პროკურატურა...წარმატებას გისურვებთ ))))
ერთად დავანგრიოთ სისტემა)))

ნუ ბჟუტურობ ანონიმო!!! მაგეების ჩამდენის კონკრეტული სახელი და გვარი დაასახელე და დაიჭირე,თუ გაქვს ერთი ადგილი!!!!ნულოვანი ტოლერანტობა!!!ყველანი ციხეში!!!

თუ არ შეგიძლია კონკრეტული გვარების დასახელება და დაჭერა, შემომიერთდი საბოტაჟში და ერთად დავანგრიოთ სისტემა!!!)))

აბურჯანია, ახალაიაზე უარესიაო რუსთავის კოლონიაში ამბობენ)))) თუ არ გსმენია ამის შესახებ?))) მაესტროს და მეცხრე არხს უყურებ მარტო?)))

ავტორი: ანონიმი
02.11.2012 15:24
ავტორი: ტანკისტი
შეაჯექი ტანკს და გაუსწორდი ყველა ურჩს!!! გამოყარე ყველა ლტოლვილი თავშესაფრებიდან!! რომელი სახლის დანგრევაც მოგესურვება, მაცხოვრებლებს ბინების დასაცლელად ერთი საათით მიეცი დრო და მერე სახლებს გადაუარე!!! შეუვარდი რუსეთს დასპყრობად, გადააბარე ტერიტორიები, უფრო მეტი ლტოლვილი გეყოლება დარჩენილ ტერიტორიაზე!!! დაუყადაღე ყველას ანგარიშები!!! ყველა მასწავლებელი იდა პედაგოგი, ვინც შენ არ დაგემორჩილება სამსახურებიდან გაყარე!!! მამაკაცები პოლიციის შენობებში წაიყვანე და ნაწამები კიბეებიდან გადმოყარე!! აიყვანე ბიჭები ტყეებში და 24 ჭრილობის მერე ყელი გამოჭერი!! შეთითხნე მკვლელობების გასამართლებელი ისტორიები!! მკვლელების მაგივრად უდანაშაულო ხალხი დაიჭირე და 27 წელი მიუსაჯე!!! მკვლელები და მწამებლები კი დააწინაურე!! წამების შედეგად ყალბი ჩვენებები აფრიალე!! სკოლები მანდატურებით დაატერორე!! განსხვავებული პოზიციის ადამიანები, სადაც შეგხვდებიან, ცემე, სასტიკად გაუსწორდი და ფეხები გადაუმტვრიე!! ციხეებში ცოცხები მოიმარაგე!!!
ბიზნესი ჩამოართვი მფლობელებს!!! ხალხი დააშინე, რომ ხმა არ ამოიღონ!! სკოლებიდან მასწავლებელები და მოსწავლეები გამოყარე, შეყარე ყვითელ ტანკებში და შენსკენ გამოაქანე!!! მინისტრებად სილიკონიან-ბოტაქსიან-ჟუჟუნათვალებიანი ქალები დანიშენ!! ესტრადის მომღერალი გოგონები ვოკალში ამეცადინე!! 243 მილიონიანი შენობები აშენე და ქვეყნის 10 მილიარდიან ვალს კიდევ მიუმატე!! თუ ვინმემ, მუშამ, ექიმმა, მასწავლებელმა... რამეზე დაიჩივლოს, ჩაქოლე, რომ მეორედ ხმის ამოღება აღარ გაბედონ!! დემონსტრანტები სისხლში ჩაახრჩე!! შეთქმულებების ბრალდებით ვინც ხელში მოგხვდება, დაიჭირე და აწამე ჩვენებებზე ხელის მოსაწერად!! ხალხი აშიმშილე! წელში გაწყვიტე!! მარტოხელა მოხუცებს, ბავშვებს სოციალური დახმარებები მოუსპე!! სხვისი ნაჩუქარი ფულით ჯარს ჩააცვი, სკოლები გაარემონტე... და მერე ასფალტიღ იტრაბახე!!

ავტორი: ტანკისტი
02.11.2012 13:50
რუსთავის ციხე,გაფიცვების ტალღა ქვეყანაში,შენობების არაკანონიერი დაკავება,გახშირებული კრიმინალი ჩემი დამსახურებაა ბატონო ბლოგერებო,ძიძიგურისგან ვისწავლე საბოტაჟი და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა...))))მავნებელი ვარ !!! მავნებელი!!!

ჯარი თვენია და პოლიცია,ციხე და პროკურატურა...წარმატებას გისურვებთ ))))
ერთად დავანგრიოთ სისტემა)))

ავტორი: ტანკისტი
01.11.2012 12:35
გაიხარეთ მოდერატორებო და ბლოგერები...ყოველ დღე,დღეში რამდენჯერმე მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში..........

ავტორი: ანონიმი
31.10.2012 22:11
ავტორი: NATIA
31.10.2012 13:21 [ავტორი: ანონიმი
29.10.2012 00:09 "გერმანე! დაუწერე ნათიას კიდევ ერთი ბლოგი. აინტერესებს და კითხულობს"]
------------------------------
შენა ცოტა ვერა ხარ, ხო იცი....
ÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖÖ

ქ-ნო ნათია! მეც გერმანეს ბლოგებს ვკითხულობდი.

ავტორი: NATIA
31.10.2012 13:21
[ავტორი: ანონიმი
29.10.2012 00:09 "გერმანე! დაუწერე ნათიას კიდევ ერთი ბლოგი. აინტერესებს და კითხულობს"]
------------------------------
შენა ცოტა ვერა ხარ, ხო იცი....

ავტორი: ანონიმი
31.10.2012 12:08
ავტორი: ლადო
29.10.2012 11:23
ჩვენ არ ვუსშებთ, რომ სომხები არიან მართლები და ვინმეს დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ. ეს არც მოხდება. ჩევნ გამოვნახავთ საერთო ენას რუსეთთან, ხოლო სომხებმა იცეკვონ, თუ უნდათ.

ავტორი: ანონიმი
31.10.2012 02:13
რატომ არ დაბეჭდეთ ჩემი კომენტარი, რომელი სიტყვა ან რა არ მოგეწონათ??
თვალებში ნაცრის შემყრელი "მოაზროვნეები", ჟურნალისტები, არასამთავროები რომ მეზიზღება??? რა არ მაქვს უფლება ასეთი ადამია,ნები მძულდეს??
აბა ნაცვლიშვილის პროფესიონალიზმზე რომ საუბრობენ, არ გვაყენებებ შეურაწყოფას???
პუტინის ძმაკაცის, ძმაკაცი მერაბისვილზე მაგარი პოლიციის შეფი იქნება???
რატომ დამიბლოკეთ? რატომ?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
31.10.2012 12:42
თქვენი უფლებაა, გძულდეთ ან გიყვარდეთ, ვინც გსურთ, მაგრამ როცა ტექსტში ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვები გვხვდება, კომენტარი არ ქვეყნდება. ასეთია ფორუმის წესი.

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: Kutaisi
30.10.2012 12:33
ბატონო გიორგი,
თქვენი ეს ტექსტი პირველი მცდელობაა "გუშინდელი" ხელისუფლების შეფასებისა პოლიტიკურ ფილოსოფიის თვალსაზრისით.
ეს - მისასალმებელია.
ახლა მთავარი: მიჩნდება სურვილი ჩემი აზრის გამოთქმისა როგორც "გუშინდელთა" შეფასებისა, ისე თქვენი ტექსტის კომენტირებისა.
ამას არ ვაკეთებ შეგნებულად (მიზეზს ქვემოთ მოგახსენებთ).
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მეორე (დამასრულებელი ?) სტატიის ბოლოს მოიყვანოთ თქვენი შემაჯამებელი დასკვნა ცალკე საკითხებად (თეზისებად, ან ნომრებად, თუ გნებავთ), რათა გამიადვილდეს ტქვენი მოსაზრების ზუსტად გაგება (ვინაიდან, მართალი გითხრათ, პირველ წერილში თქვენი ზოგი მოსაზრება ჩემთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია).

ავტორი: ლადო
29.10.2012 11:23
დავუშვათ და არაა ეს გრძნობა რეალობა. დავუშვათ და სომხები არიან მართლები და ისე პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა მხოლოდ დიდი მეზობლის გვერდით შეუძლია გადარჩენა. აი მაშინ რა ხდება? თუ ვინმეს დაკრულზე უნდა ვიცეკვოტ, მაშინ რუსებისაზე რატომაც არა?
ამაზე გიფიქრიათ?
მადლობა პასუხისთვის.

ავტორი: ანონიმი
29.10.2012 00:09
გერმანე! დაუწერე ნათიას კიდევ ერთი ბლოგი. აინტერესებს და კითხულობს.

ავტორი: GERMANE
27.10.2012 16:39
ავტორი: NATIA
27.10.2012 01:00

ნათია, მე არც ახლა მეეჭვება, რომ საქართველოს ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა.
ეს ჟორდანიას მთავრობასა არ სჯეროდა და მაშინდელ ქართველობასაც და სწორედ ამიტომაც იარსება 2-3 წელი სახელმწიფომ, თან სულ იმის ქმედებით, რომ როგორმე კონტაქტი რუს მენშეწვიკებთან დაემყარებინათ და მათი მხარდაჭერით საქართველო საარსებო ობიექტად გაეხადათ. ამას კი ის მოჰყვა რომ ქართველთა უმრავლესობამ იფიქრა - მენშევიკი-ბოლშევიკი სულერთია - თუ მაინც რუსებს უნდა ვუმადლოდეთ დამოუკიდებლობას, რა განსხვავებაა ამ ორშიო.
გამსახურდიას დროსაც არავის სჯეროდა, რომ საქართველოს რუსეთის გარეშე ერთი წელი ცხოვრება შეეძლო და ასეც მოხდა.
დღეს სხვა სიტუაციაა და იმ 8 წლის გამოცდილებას ასე ადვილად ვერავინ დაივიწყებს.
ამიტომაც, მე "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას საკმაოდ დადებითად ვხედავ - აი ის მკვდარი სულები და ლეშები რომ არ ყავდეს ბიძინას გვერდით, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, ვნახოთ, იქნებ დაწმინდოს რიგები.

სააკაშვილმა კი, მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა, ვერ გაართვა თავი უმარტივეს ამოცანას (თუმცა ბევრ არამარტივს კი გაართვა). უმარტივესი ამოცანა იყო ხალხისთვის იმის ახსნა ხალხის დონეზე, თუ რატომ აკეთებ რასაც აკეთებ.
სააკაშვილმა, რომელმაც ბათუმში სულ ცოტა 5 მილიარდი დოლარი ჩადო - არჩევნები წააგო ამ ქალაქში მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ აუხსნა ხალხს, თუ რისთვისაა საჭირო ინფრასტრუქტურა, გალამაზება, მშენებლობა. მან ვერ აუხსნა და არ აუხსნა ხალხს, თუ რა პირობებით ხდება მილიარდობით ინვესტიციები, თუ ვინ დგას ამ ინვესტიციების უკან.
სააკაშვილმა ვერ გადაწყვიტა საკადრო პოლიტიკის კრიზისი - ყველა მისი მინისტრი გამილიონერდა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი გამონსტრდა, მისი სანათესავო - გამილიარდერდა, ბენზინის ბიზნესი გამონოპოლისტდა, თავის ხანშიშესულ დედ-მამაასაც კი ვერ ამოუვსო გაუმაძღარი სურვილი გამდიდრებისა - ერთ ლარად გადაცემული ყოფილი უნივერსიტეტის შენობა დედამისზე და მერე ესეც: დედამისი "მაესტროს" შეკითხვას ამ საკითხზე თავისი ბოდიგარდების მისევით პასუხობს (ალბათ გექნებათ ნანახი, ძვირფასო ნათია ეს ფირი "მაესტროზე"!).
მამამისზე ერთ ლარად გადაცემული სანატორიუმის კომპლექსი (ერთი შენობა კიარა - კომპლექსი, აპარატურით და პერსონალით!!).
რამდენიმე თვით ადრე კი ეს "ინსტიტუტები" და "სანატორიუმები" გაკოტრდნენ იმ ქალაქში (ბათუმში!) სადაც ერთი კვადრატული მეტრი ფართი 600 დოლარი ღირს.

ნათია, ვინ დაგიჯერებს იმას, რომ სამსართულიანი, მაღალჭერიანი, რამდენიმე ასეულკვადრატულმეტრიანი შენობა ბათუმის ცენტრში ერთი ლარი ღირს?

არა, ნათია, იდეა, რისთვისაც სააკაშვილი მოვიდა - კარგია.
სააკაშვილმა ბევრი გააკეთა, რომ ქართველებს დამოუკიდებლობის რწმენა და სურვილი ჰქონოდა.
ოღონდ - ის პიროვნულად ვერ აღმოჩნდა ძლიერი, მან ვერ დათრგუნა ვერც ახალაიების სისხლისმსმელობა, ვერც მერაბიშვილის პოლიციელების თავხედობა, ვერც რურუების სისხლიანი ხელებით მილიარდობით ქონების მითვისება და ვერც კეზერაშვილისა და თავისი საკუთარი ოჯახის გაუმაძღრობა.

ამის პასუხი მან არჩევნებზე მიიღო.

ახლა დროა, რომ ამ იდეით, რითაც ნაც-მოძრაობა 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ხალხი, სუფთა ხელებით შეუდგნენ მუშაობას და ზედამხედველად ხალხი დაიყენონ - საქართველოს მოსახლეობა იყოს ზედამხედველი.
გამჭირვალობა იაფფასიანი ჩინური შუშები არაა, გამჭირვალობა საკუთარი თავიდან და საკუტარი პარტიის ფინანსებიდან იწყება.

ავტორი: ანონიმი
27.10.2012 15:56
ხოდა ეხლა ისევ გამოკაშკაშდა ანტირევანშისტი ცეკისტი რევაზ ჩხეიძე რომელიც ეხლა სააკაშვილს დაეტაკება და ყველაფერი კიდევ უფრო ოკ იქნება. კაი ხნის წინ,ბატონი რევაზის აქტიური ცეკისტობის ხანაში, "ლიტერატურულ საქართველოში" ვიღაც ქალბატონი გოდებდა ბატონო რევაზ კაცი რომელიც თქვენს მამად ახსენეთ მამათქვენი კი არა მამაჩემიაო. ხოდა იქნებ გამიგოდ ზუსტად დაადგინა თუ არა ბატონმა რევაზმა ვისი შვილია.იცოცხლეთ და გაიხარეთ აი ასეთების უღელქვეშაც.რა მოხდა, ეზოპე მონა იყო მაგრამ არ ყოფილა დემოკრატ და ლიბერალ მამარდაშვილზე ბევრად უარესი.

ავტორი: ხუთკუნჭულა
27.10.2012 15:43
​​”არ იმუშავეს მაგ თქვენმა ცრუ რეიტინგებმა, არ იმუშავა არსად და არავითარი შედეგი. შესაბამისად, არაფერს არ დავკარგავთ ჩვენ ამით, არაფერი არ მოხდება, არაფერი არა გვაქვს დასაკარგავი, არაფერი არ მოიტანა მაგან. თქვენი საუბრის გარდა და საკუთარი ლიდერის ტრაბახის გარდა, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია და არავითარი შედეგი არ მოუტანია.”
ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომელ „გენიოს“ ბიზნესმენს ეკუთვნის ეს სიტყვები. ალბათ არც იმის მიხვედრა არაა ძნელი, როგორ უკრიტიკოდ დაეთანხმება ამ „გენიოსს“ მისი პოლიტიკური ტერმიტები. ალბათ ასეთი ტერმიტების ხელში ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, რატომ გვიმტკიცებენ, რომ სახლი გამოხრულია. დიახ, იმიტომ, რომ ეს ტერმიტები ამ სახლს კვლავ გამოხრულს რომ მოგვიგდებენ, პასუხი „ძველ“ ხელისუფლებას მოვთხოვოთ. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ელიტა ისევ გააგრძელებს ყიყინს, რომ ედიკასა და ბორიას ეპოქა დავითის ოქროს ხანაა, ხოლო „მიშას“ „რეჟიმი“ უნდა დაინგრეს...

ავტორი: nodari საიდან გვწერთ: aqedan
27.10.2012 14:28
ნათია,
მე არ უარვყოფ, რომ იყო წარმატებები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, იყო ცალკეული სწორი ნაბიჯები და სწორი რეფორმები, მაგრამ . . . იყო უამრავი შეცდომა, უფრო მეტი ვიდრე წარმატება, მათ შორის იყო გამოუსწორებელი შეცდომები, და მათ შორის კატასტროფული შეცდომებიც. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ საამაყო? რითი ამაყობთ?
ფაქტია, რომ ბოლო წლების საქართველო ჩამოყალიბდა ერთგვარ "მონსტრების კორპორაციად".
ქვეყანა იმართებოდა არა სამართლით, არამედ "კორპორაციის დამფუძნებელი წევრების" სურვილებით. არა ინსტიტუციების, არამედ გუნდის ცალკეული ავტორიტეტული წევრების საშუალებით (განა საიდუმლოა, რომ პრემიერ-მინისტრ გილაურს უფრო ნაკლები წონა ჰქონდა, ვიდრე ზოგიერთი მინისტრის მოადგილეს?). საქართველო იყო კორპორაციულად ორგანიზებული სისტემა, რომელიც "საზრდოობდა" მოსახლეობის შიშით. ნუთუ თქვენ ასე წარმოგიდგენიათ სახელმწიფოებრიობა? ნუთუ გჯერათ, რომ შეშინებული და "მიჩმორებული" პიროვნებებისაგან შემდგარი საზოგადოება შეიძლება იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი? ნუთუ გჯერათ, რომ ადამიანის უფლებათა ტოტალური შეზღუდვის პირობებში შესაძლებელია საზოგადოება განვითარდეს?
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ამ ეტაპზე საუბარი ცოტა არ იყოს ნაადრევია. აღდგომა და ხვალეო ნათქვამია. ცოტა მოვიცადოთ, ვიხილოთ ეს ძალა მოქმედებაში და მერე შევაფასოთ საით მივდივართ.

ავტორი: NATIA
27.10.2012 01:00
"და რა მოხდა ქართველი ხალხის ფსიქოლოგიაში ამ ბოლო 7-8 წლის მანძილზე? ხშირ შემთხვევაში ისეც, რომ თავადვე ადამიანებმაც ვერ იგრძნეს ეს ცვლილება?
ადამიანებმა სახელმწიფოებრივი ინდენტურობის გრძნობა გაიცნობიერეს."
--------------------------------------
თქვენ წერთ, ბოლო 7-8 წლის მანძილზეო, არა?
აი, გერმანე, თქვენ თვითონ აღიარეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ყველაზე დიდი დამსახურება!
მართალია, 7-8 წლის წინ ქართველებს ჩვენი თავი გვძულდა... ნუ დაახლოებით ასე იყო.
ბოლო წლებში კი ვამაყობდით ჩვენი ქვეყნით, ნამდვილად ვამაყობდით და ნამდვილად არ გვეეჭვებოდა, რომ საქართველოს შეუძლია ამ მკაცრ რეალობაშიც კი დამოუკიდებლად არსებობა.
აწი როგორ იქნება არ ვიცი. უსევ არაკაცობის, ტყუილის და ღალატის ბადეში ვეხვევით მგონი.
ზოგი საგარეო ვალებს წამოგვაძახებს, მაგრამ მათ შევახსენებ რომ საგარეო ვალი ბევრ მდიდარ ქვეყანასაც აქვს და მას ადვილად გავისტუმრებდით, თუ ისეთივე ტემპს შევინარჩუნებდით, როგორიც მიშას მთავრობას ჰქონდა აღებული.
თქვენ წერთ: "როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებმა მთელი ეს გეგმა მხოლოდ ერთ ადამიანზე ააგეს"
კი მაგრამ თქვენ უარყობთ პიროვნების როლს ისტორიაში?
მე მგონი ისტორია პიროვნებებმა შექმნეს, რასაკვირველია ხალხთან ერთად. მაგრამ ხალხი დაბნეული ცხვრის ფარაა, თუ მას მიმართულება არ მიეცი.



ავტორი: GERMANE
26.10.2012 17:23
ძვირფასო ბლოგერებო, მე მინდა იმ აზრს გამოვეხმაურო, რომ თითქოსდა ქართველებმა ამ არჩევნებში ე.წ. "რუსული გზა აირჩიეს".

იმ ადამიანებს შორის, ვინც "ოცნება" აირჩია, ჩემის აზრით ალბა 5- მაქ. 10% თუ იქნება, ვინც მართლაც "რუსეთის გზა" აირჩია. ძალიან ბევრ ქართველს არ ჰყავს ივანიშვილი რუსეთთან გაიგივებული (მიხედავად დიდი პროპაგანდისა!) და აირჩიეს იმიტომ, რომ მან დასავლეთთან დაახლოების გზა განაგრძოს, ოღონდ უფრო მეტი ფულით, მეტი ინვესტიციებით, უბრალო ადამიანებისათვის უფრო მეტი სარგებელით.
"მეტი სარგებელი ხალხს" - აი ეს აირჩია საქართველომ ამ არჩევნებში, ოღონდ, ბიძინას ხელში უფრო მეტი სარგებელი დაინახა, ვიდრე ამ სლოგენის ავტორებისა.
არ მეგულება ქართველი, რომელიც მართლაც ფიქრობდეს, რომ რუსეთს თუკი რაიმეს დავუთმობთ - რაიმე სასიკეთოს მივიღებთ.
რუსეთს რომ ამგვარი ან მსგავსი ლოგიკა ჰქონდეს, ან კიდევ, რუსეთს რომ საერთოდ რაიმე ლოგიკა ჰქონდეს მის მეზობლებთან ურთიერთობაში, მაშინ აზერბაიჯანის 20% არ იქნებოდა ანექსირებული.
აზერბაიჯანლები, კერძოდ კი ალიევი, ისევე როგორც მაშინ ედუარდ შევარდნაძე, თანახმა იყვნენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი დაეთმოთ რუსებისათვის, ოღონდ კი ფორმალურად მაინც, ქაღალდზე მაინც აღეარებინა რუსეთს ყარაბახის აზერბაიჯანის იურისდიქციაში ყოფნა.
სწორედ იმ პერიოდში დაუკანონეს ედუარდმაც და ალიევმაც რუსებს "მშვიდობის დამცველთა" სტატუსი კონფლიქტის რეგიონებში და გაერომ ეს დაკანონება დიდი სიამოვნებით მიიღო. თუ რატომ არ შეასრულა რუსეთმა დანაპირები არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის მიმართ - ბევრს უკვირს.
ბევრისათვის ალბათ წარმოუდგენელიც კია, თუ რატომ არ აწყობთ რუსებს მაგალიტად საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და ახლო ურთიერთობა, იმგვარი ურთიერთობა, როგორიც მე-18-ე-19-ე საუკუნეებში იყო, როცა ქართველმა სათავადომ რუსეთის იმპერიის წინ დააჩოქა შამილი, დააჩოქა ოსმანური ორიენტაციის სომეხი დიდგვაროვნები, დააჩოქა მთელი ჩრდილოკავკასია. ამგვარი საქმის ჩადენა ქართველებს დღესაც ძალუძთ -ერთიანი ძალით ქართველებსა და რუსებს შეუძლიათ ძალით, კავკასიური სიამაყის გრძნობის შელახვის გარეშე და სიღრმისეულად გადაუჭრან რუსებს მთლიანად ჩრდილოკავკასიის პრობლემა, აზერბაიჯან-ქართველებთან ერთად კი საერთოდ და ალბათ სამუდამოდაც მოიკიდონ ფეხი სამხრეთ კავკასიაში და იქ ჭაჭანებაც კი არ იყოს არც "ნატოსი", არც რელიგიური ფანატიზმისა და არც დემოკრატიისა.

მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ რუსეთს ეს არ სურს. თუმცა, ვერავითარი ახსნა ამისათვის ვერ მიპოვნია. ერთადერთი მცდელობაა მხოლოდ - ეგებ სურს კიდეც რუს სამხედრო კლანს მტრის სურათები?!!!.

და ბოლოს, მე სავსებით არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქართველებმა "კონფლიქტურ მხარედ" არ ვაღიაროთ ოსური და აფხაზური დე ფაქტო ხელისუფლება. ეს არის უდიდესი შეცდომა და ამით ვამცირებთ ამ ერების ფასს რუსების წინაშე და ქართველების წინაშეც.
ჩემის აზრიტ ამ კონფლიქტებს სამი მხარე ჰყავთ: აფხაზ-ქართულ-რუსი და ოს-ქართულ-რუსი. რუსულ მხარესთან საუბარი ოსურ-აფხაზური მხარეების გარეშე მიმაჩნია უდიდეს შეცდომად.
ოღონდ ესაა - ქართველებიც არ უნდა ვიყოთ მარტო - ჩვენ ამგვარ მოლაპარაკებაზე მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის და აშშ-ს ეგიდით უნდა მივიდეთ. ჩვენ ამგვარ მოლაპარაკებაზე უნდა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებით, რომ საქართველო არასოდეს იტყვის უარს ევროგაერთიანებასთან პირდაპირ ინტეგრაციაზე . თუკი რუსულმა მხარემ ამ საკითხში მერყეობა შეგვნიშნა, მაშინ ისევე გვათამაშებს, როგორც კატა დაჭერილ და ყურმოჭმულ თაგვს ეკეკლუცება.

ავტორი: GERMANE
26.10.2012 16:53
ნათია, მე არავის დარწმუნება-გადარწმუნება მინდა. რწმენა ჩემთვის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ლოგიკას.

მე მაგალიტად მწამს, რომ ადამიანები არც ბოროტებად და არც კეთილებად არ იბადებიან.

სხვაა ლოგიკა, მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობა.

ძვირფასო ნათია, ამიტომაც გთხოვდი არა თქვენი რწმენის ადრესატზე დაფიქრდეთ, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენც ახსენებთ მაგალიტად ამ ფრაზით:
"მათ იცნეს მასში ( და სწორედაც) ის პიროვნება, რომელიც შეძლებდა .....".
ალბათ არ უარყოფ, რომ ამ "მათ"-ში ადამიანებს გულისხმობდი, გავლენიან, ძალაუფლებიან, ფულიან და ძალიან ინტელიგენტ ადამიანებს.
ჰოდა, ნათია, როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებმა მთელი ეს გეგმა მხოლოდ ერთ ადამიანზე (გინდაც ეს ყოვლადდიდი სააკაშვილი იყოს!) ააგეს? როგორ ფიქრობ, ამ ადამიანებს არ ჰყოფნით იმის უბრალო ფანატაზიაც კი, რომ ყველა ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდაც და მოხუციც, უბრალოდ მოკვდავია, უბრალოდ ვირუსის მიმართ მაინც არამყარია და მაინც, ერთი კაცს, ერთ პიროვნებას მოარგეს მთელი თავიანთი ფილოსოფია, თავიანთი გეგმებისა და მისწრაფებების ყოფნა-არყოფნის და არსებობის საქმე? ერთი კაცის ხუშტურს მიანდეს? გინდაც ეს კაცი უდიდეს-უზენაეს-უწმინდესი იყოს?
თქვენ შეგიძლიათ იწამოთ და ბოლომდე მიენდოთ ვინმეს.
ის ადამიანები კი, რომელთაც საქართველოში უდიდესი რაოდენობის ფული ჩადეს, არ არიან ერთი პიროვნების რწმენით ასევე გაჟღენთილი, როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე.
ამ ადამიანებს ან ამ ინსტიტუციებს წარმატებული ინვესტიციები სურთ. წარმატება არაა მარტო მატერიალური მოგება, წარმატება მატერიალური წაგებაცაა, თუკი ამის ფასად ის მოხდა, რაც საქართველოში ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მოხდა.
და რა მოხდა ქართველი ხალხის ფსიქოლოგიაში ამ ბოლო 7-8 წლის მანძილზე? ხშირ შემთხვევაში ისეც, რომ თავადვე ადამიანებმაც ვერ იგრძნეს ეს ცვლილება?
ადამიანებმა სახელმწიფოებრივი ინდენტურობის გრძნობა გაიცნობიერეს.
ეს ცნობიერება სამწუხაროდ არ გააჩნიათ ისეთ დიდ ერებსაც კი, როგორიცაა სომხეთი, როგორიცაა უკრაინელთა დიდი ნაწილი, როგორიცაა ბელორუსები.
ამ ერებს ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი სახელმწიფოებრივი არსებობა მათი მეზობელი დიდი სახელმწიფოების ინტერესებისაგან დამოუკიდებლად.
სომხები დღესაც ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ, ქართველები 1992 წელს - ან რუსეთის სატელიტი უნდა იყო ან განადგურდები - არ კმარა მტკიცე დასავლური ორიენტაცია.
ბელორუსთა და უკრაინელთა უმრავლესობაც კი დარწმუნებულია, რომ ჯობია რუსეთის არალოგიკურ, ზებუნებრიობის სენით შეპყრობილ მმართველებთან ურთიერთობა - წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სახელმწიფოებრიობა ქაღალდზეც კი არ დარჩება.

ავტორი: ანონიმი
26.10.2012 12:58
როგორც უდიდესი დემოკრატები ჯანრი კაშია და სალომე ქართველი 1992 წელს ბრძანებდნენ საქართველოში დემოკრატიის დასამყარებლად აუცილებელია სახელმწიფო გადატრიალება და მხედრიონის რაც შეიძლება უფრო მხეცური დიქტატურა! მაგრამ ვერ გაქაჩეს პროფესორმა ჯაბამ და მშვენიერების მსახურმა ხელოვანებმა კიტოვანმა და შენგელაიებმა და ეხლა აუცილებელი ხდება რამზან კადიროვის ჩამოყვანა საქართველოში. მერე ნახეთ დემოკრატია და ჰოლივუდის ვარსკვლავების და გეი პარადების გრიალი სრულიად საქართველოში: იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ავტორი: NATIA
26.10.2012 12:05
"საქართველო კი მილიარდობით ინვესტიციას იღებს - თუნდაც კრედიტის სახითაც რომ იყოს?
საბერძნეთს კრედიტსაც არ აძლევენ - 16%-იანი კრედიტისთვისაც კი მათხოვრად იქცა და ნახევარი მსოფლიო უდგება თავდებად - მაინც არ აძლევენ.
როგორ ფიქრობთ - ეს სააკაშვილის დამსახურებაა"
------------------------------------------
გერმანე,
დიახ, მე ვფიქრობ რომ ეს სააკაშვილის დამსახურებაა!
მათ იცნეს მასში ( და სწორედაც) ის პიროვნება, რომელიც შეძლებდა ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანას და იმ გაუგებარი მდგომარეობიდან ამოყვანას, რომელსაც ქვეყანას ვერც დაარქმევდი (ნეტავ ისევ ისეთ მდგომარეობაში არ აღმოგვაჩინოს ახალმა მთავრობამ).

გერმანე თქვენს გადარწმუნებას არც ვაპირებ - ეს შეუძლებელია. ...და ნურც თქვენ შეეცდებით ჩემს გადარწმუნებას, ესეც შეუძლებელია:))

ავტორი: ანონიმი
26.10.2012 11:45
პატივცემულო ბატონო კოტე, რა თქმა უნდა,არ არის კარგი და უზრდელობაა,როცა ტაძარში ვინმე სიგარეტს ეწევა და უარესსაც კი შვრება ხშირად; მაგრამ მედალს, მეორე მხარე რომა აქვსო ნათქვამია და იქნებადა ამ ცერემონიულ უზრდელობას უფრო ღრმა და სერიოზული სარჩული სდებოდა თქვენი კლასელი ურწმუნო თომას მხრიდან? ამას ხომ არ ადასტურებს სწორედ მისი მეორე უკიდურესობაში გადავარდნა? ამაზედ თუ დაფიქრებულხართ ოდესმე? მე კი, ჩემდათავად, მგონია, ნაციონალ ლიდერების დიდი უმრავლესობა არანაკლებად დიდ ცოდვას ჩადიოდნენ ქვეყნისა და ღმერთის მიმართ,როცა მიუხედავად მათი შინაგანად შესაძლოა სწორი დამოკიდებულებისა საეკლესიო პრობლემტიკისადმი, ამ ობსკურანტ რუსების მაღმერთებელ სამღვდელოების მოსყიდვის, აშკარად უხეირო გეგმის თანახმად, ფეხქვეშ გაუგეს ამათ, არათუ სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების მატარებელი რეფორმების განსახორციელებელი გეგმები, არამედ შეიძლება ითქვას რომ საქართველოს,როგორც ქვეყნის მომავალი.. მაგრამ ამას, ხელისუფლების მომხრეთაგან ჯერ მხოლოდ გია ნოდიასა და ლევან რამიშვილის კლასის მოააზროვნეები მიუთითებენ..ამიტომაც, გეუბნებით ისევდაისევ, თვითანალიზი უფრო შეგეფერებათ ამჯერად თქვენ დღეს,ვიდრე ნაციონალთა პოლიტიკური მარცხით გამოწვეული ბოღმის გამო ,, გულისსაამურ" სიტყვებით უბრალო აღფრთოვანება..

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: გერმანია
26.10.2012 04:44
ასეთ სტატიებზე უთქვამთ – ალმასივით ბრჭყვიალა და დამსხვრეულ მინასავით იაფიო.
ჩემის აზრით, ისინი, ვინც „ოცნების“ მხარდამჭერების პროტესტზე და აღშფოთებაზე იწყებენ საუბარს, „ოცნებაზე“ მაინცდამაინც შორს არ უნდა იდგნენ, რამდენიც არ უნდა გვარწმუნონ, რომ „შუაშისტები“ არიან.
კლასში ერთი „ურწმუნო თომა“ გვყავდა. ერთხელ ნახეს ტაძარში შესული, გრემის ეკლესიაში. ასანთი არ ქონდა და სანთლიდან მოუკიდა სიგარეტს. ცხადია უარეს ცოდვებს ყოველი ჩვენგანი ჩადის, ეს შემთხვევა უბრალოდ გვიჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება ქონდა მას ეკლესიის მიმართ. ორიოდ წლის წინ პოლიტიკაზე საუბრისას გვითხრა – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსები მართლმადიდებლები მაინც არიანო.
საქართველოში ყოფნისას თმები მუდმივად ყალყზე მიდგებოდა, როცა ვხედავდი რა ხალხი იწყებდა საუბარს ღირსებაზე, ტრადიციებზე, უსამართლობა/სამართლიანობაზე, ლტოლვილების ბედზე, ადამიანის უფლებებზე, საერთოდ პოლიტიკაზე.
არ შეიძლება ადამიანს ოდნავ მაინც ქონდეს რამეზე პრეტენზია და „ქართველი მუსიკოსების სპონტანურად შექმნილი სიმღერის“ დაშმორებული ობის ცხვირისწამცლელი სუნი „ძალადობრივი სისტემის მიმართ საპროტესტო სულისკვეთებად“ აღიქვას. სხვათაშორის „ვარდების რევოლუციამდე“ ბევრად ადრე გოგი გვახარია სწორედ ამ ხალხზე ყვებოდა. მის მეგობარს უთქვამს, იდეა მომივიდა ამ მუსიკოსების გამოსვლები ვიდეოზე ჩავიწერო, მერე კასეტები დავარიგო საელჩოებში და თავშესაფარი მოვითხოვო იმ მოტივით, რომ აღარ შემიძლია ასეთ ქვეყანაში გაჩერებაო. ასევე რამდენიმე წლის წინ გიორგი მაისურაძემაც განაცხადა, ოპოზიცია ჩემთვის მიუღებელია, რადგან იგი სწორედ იმას უწუნებს ნაცმოძრაობას, რაც პირიქით პროგრესულად და დადებითად შესაფასებელიაო. ასეა, „შუაშისტობა“ ჯერ ზნეობრივი პრობლემით იწყება, ინტელექტუალურით გრძელდება, ხოლო რით მთავრდება ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ალბათ უფრო მაინც იდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ყველაზე ღრმა კრიტიკა მე მისივე ამომრჩევლებისგან გამიგია და ეტყობა სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ამიტომაც ეშინოდა ნაცმოძრაობას მათი სადმე გამოჩენა, თორემ აქაურ „შუაშისტებს“ ისევე არ ქონიათ მაგალითად იმ ტელევიზიით გამოსვლის პრობლემა, რომლის გენდირექტორი გია ჭანტურია გახლავთ, როგორც შავერდაშვილებს, კაჭკაჭიშვილებს, მარგველაშვილებს...
არ შემიძლია ოპტიმისტურად არ დავასრულო იმ შთაბეჭდილების გამო, რომელიც პოსტების უმეტესი ნაწილის წაკითხვის შემდეგ დამეუფლა.
ზოგს შეიძლება ერთი შეხედვით, ბანალურ ჭეშმარიტებად მოეჩვენოს ქალბატონი ელენეს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენში მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღიქვამდნენ ქვეყნის პრობლემებს ადეკვატურად. ჩემის აზრით კი ეს ბევრად ღრმა და ზუსტი აღქმაა ისტორიისა და დღევანდელი რეალობის, ვიდრე რაიმე ფაქტის უბრალო კონსტატაცია.

ავტორი: GERMANE
25.10.2012 22:28
ავტორი: NATIA
25.10.2012 19:43

ეს "ჩემი პოზიცია" არაა - ეს ფაქტია.ბბ

ნუ დამაფიქრებთ ელემენტარულ აზროვნებაზე - მსოფლიოში, სადაც ფინანსური კრიზისი და ინფლაცია სუფევს, სადაც ესპანეთსა და პორტუგალიას საკუტარი სახელმწიფოს შენახვაც არ ძალუძთ და საბერძნეთი - ეს ტურიზმის ღმერთი, ინფრასტრუქტურულად მოწინავე ქვეყანა, მისი ულამაზესი კუნძულებით, მისი თანამედროვე აგრარული მეურნეობით და მისი გეოგრაფიული მდებარეობით - უბრალოდ გაკოტრდა.
საქართველო კი მილიარდობით ინვესტიციას იღებს - თუნდაც კრედიტის სახითაც რომ იყოს?
საბერძნეთს კრედიტსაც არ აძლევენ - 16%-იანი კრედიტისთვისაც კი მათხოვრად იქცა და ნახევარი მსოფლიო უდგება თავდებად - მაინც არ აძლევენ.
როგორ ფიქრობთ - ეს სააკაშვილის დამსახურებაა?

მეორეც, როცა მე "დაფინანსება-დავერბოვკებაზე" ვსაუბრობ, ალბათ თქვენ კგბ-ს მსგავსი "აგენტები" გაქვთ აზრად. ეს ასე არაა.
ეს კულტურების და საზოგადოებრივი სისტემების ბრძოლას ეხება და ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა.

ავტორი: NATIA
25.10.2012 21:47
სხდომაზე ახალი უმრავლესობა ( დავითაშვილი, ძიძიგური და სხვა პ ა ტ ი ო ნ ს ა ნ ნ ი გვამნი) სააკაშვილის მთავრობას რიხით ახსენებდნენ რომ მათ ვერ შეასრულეს რიგი მიცემული დაპირებებისა.

ასევე რიხით მინდა შევახსენონო ყოფილ ოპოზიციას, რომ რომ არა მათი უგუნურება (მაგ; 2007-ში ნატოს სამიტის წინ, მსოფლიოს დასანახად, საქართველოს დისკრედიტაციისთვის ჩატარებული უზარმაზარი მიტინგი!), საქართველოს კანდიდატობას მისცემდნენ და მერე 2008-ში პუტინი ვერ გაბედავდა იმას, რაც გაბედა - ანუ არ იქნებოდა ომი.
რომ არა, რუსთაველის გადაკეტვა თვეების განმავლობაში იმ უაზრო საკან-საქათმეებით;
რომ არა, ამის გამო ინვესტორების დაფრთხობა, რაც ბუნებრივია;
და სხვა ათასი რამ რომ არა, სააკაშვილის მთავრობა თავისი დაპირებების უმეტესობას შეასრულებდა.
თქვენ ალბათ გინდათ, რომ ხალხმა მაშინდელი ოპოზიციის სულელური და საქართველოს დამაზიანებელი ყველა ის ქცევა დაივიწყოს, მაგრამ ღმერთის წყალობით მეხსიერებას არ ვუჩივით... ქართველების 40 % მაინც.
დანარჩენ 54%-საც შევახსენებდი ამას.

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 21:05
მსოფლიოში არ მოიპოვება ქვეყნის მეთაური, ვინც არ წაახალისებდა მანქანების მაგივრად ველოსიპედებით მოძრაობას და ჩვენი უგონო ხელისუფალნი კი ქილიკობენ ამაზე.
მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და მისი კაბინეტის წევრები ხშირად დადიან ველოსიპედებით.
მათაც ურჩევნიათ მანქანით უფრო კომფორტულად მგზავრობა, მაგრამ ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ, რათა გარემოს სისუფთავეს ( გასაგებია ,ალბათ!!!) შეუწყონ ხელი.
ეს მოითხოვს წახალისებას და მაგალითის ჩვენებას, რასაც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, გოგა ხაჩიძე აკეთებდა და აკეთებს.
აქ ყოველგვარი ქილიკი ამის საწინააღმდეგოდ აღიქმება, რასაკვირველია.

ავტორი: NATIA
25.10.2012 19:43
"მეორეც - ამ "სააკაშვილის ჯგუფის" უდიდესი დამსახურება ეკუთვნით არა პირადად მათ, არამედ იმათ ვინც ეს ჯგუფი 2002 წელს დააფინანსა და დაავერბოვკა - ესეც ფაქტია"
--------------------------------------

აი, ამის გამო არ მომწონს თქვენი პოზიცია!:)

ავტორი: GERMANE
25.10.2012 18:42
ავტორი: NATIA
25.10.2012 15:23

ნათია, ბევრი "ძველი" ჩვენი საერთო ნაცნობი (რადიო-თავისუფლებიდან, რათქმაუნდა) იტყვის, რომ "მე" "შენ" ვარ ან სხვა ამგვარი. ან "პინგ-პონგს" ვეთამაშებოდე საკუთარ თავს.
მიუხედავად ამისა მაინც შეგეპასუხები იმაზე, რომ მე "სააკაშვილის" ნამოღვაწარს არასწორად ვაფასებდე.

ჯერ ერთი - სააკაშვილის ნამოღვაწარი, როგორც ასეთი - არ არსებობს - ის არის ნამოღვაწარი 3-4 პიროვნებისა და ამ ჯგუფში არ შედის არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილი.

მეორეც - ამ "სააკაშვილის ჯგუფის" უდიდესი დამსახურება ეკუთვნით არა პირადად მათ, არამედ იმათ ვინც ეს ჯგუფი 2002 წელს დააფინანსა და დაავერბოვკა - ესეც ფაქტია.

"სააკაშვილის ირგვლივ" ჩამოყალიბებულ ჯგუფში სააკაშვილი იყო ყველაზე ქარიზმატული და ამიტომაც ის გახდა ლიდერი. ეს ჯგუფი თავიდანვე შედგებოდა 5 პიროვნებისაგან - ამათგან ერთი - ჟვანია დაიღუპა და მეორე - ბურჯანაძე მართალია ცოცხალია, მაგრამ მაინც ამ ჯგუფის წევრია - ეგებ ვინმეს პარადოქსად მიაჩნდეს, მაგრამ ეს მაინც ასეა.
ამ ჯგუფის ე.წ. ასოციირებული წევრები ანუ ამ ჯგუფის ყველაზე პრომინენტი "მოსწავლე" არის ირაკლი ალასანია - ამ ჯგუფის ფორმირებისას 2002 წელს ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

რა არის სააკაშვილის ჯგუფის განსაკუთრებულობა?

ის რომ მათ ყოველგვარი დიპლომატიის და კომპრომისების გარეშე აშკარად და კონფრონტაციულად რუსული ვექტორის არსებობაც კი უარყვეს და მთელი საგარეო ვექტორი მხოლოდ ევრო-ატლანტიკაზე გადაიტანეს.

კიდევ ერთხელ, მოკამათეებს - ჟვანია და ბურჯანაძე ცნობილი იყვნენ, როგორც რუსეთისადმი რეალური პოლიტიკის მომხრე. ისინი მაინც მოხვდნენ ამ ჯგუფში და მე ვფიქრობ, რომ ესეც გათვლა იყო ამ ჯგუფის დამაარსებლების მხრიდან - წარმოიდგინე და 2002 წელს გეთქვა - რუსეთს სულ მთლიანად ფეხებზე ვიკიდებო - აი ამ იდეას 2002 წელს ერთი საათითაც არ ეწერა სიცოცხლე.

დღეს, 2012 წელს ეს იდეა არავის მიაჩნია უტოპიად და საქართველოს მოსახლეობის 50% მაინც ფიქრობს, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა ვერ მოხერხდება ორმხრივ საფუძველზე.
რომ საქართველოს არავითარი შანსი გააჩნია რუსეთს რაიმეზე მოელაპარაკოს, თუკი ის არ გახდა ევროატლანტიკური ალიანსის წევრი.

აი სწორედ იმ ძალამ, რომელმაც ეს (სააკაშვილის) ჯგუფი ჩამოაყალიბა საქართველოში - მოახერხა ეს მართლაც წარმოუდგენელი და ქართველების საკმაო ნაწილს მისცა იმის იმედი, იმის შეგნება და აზროვნება, რომ რუსეთთან დათმობების გზით სვლა დამღუპველია. სულ უფრო და უფრო გითრევს მის სტრუქტურებში და სულ უფრო და უფრო კარგავ იმ ტერიტორიებზე გავლენასაც კი, სადაც არაქართველი თითზე ჩამოსათვლელია.

ამ ფაქტის საუკეთესო მაგალითი სწორედაც რომ სააკაშვილის ჯგუფმა აშკარად დაანახა ქართველ მოსახლეობას შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მაგალითებზე.

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 17:04
კარგი იქნებოდა, რადიოს ეგ წესები წინა ხელისულების დროსაც დაეცვა...
რაც იმ ხალხს ცილი სწამეს ამ რადიოს კომენტარებში და რაც მათ აგინეს, გახსოვთ ყველას.
თუ არ გახსოვთ, გადახედეთ ბლოგერების წინა სტატიების კომენტარებს!:))
მდიდარი ადამიანისაგან დავალებული ხალხი ვეღარაა თავისუფალი, საერთოდ.
ნუ გვაფიქრებინებთ რომ ასეა .

ავტორი: NATIA
25.10.2012 15:23
[ავტორი: ანონიმი
25.10.2012 02:08 გერმანეს; გთხოვთ განავრცოთ და ბლოგად აქციოთ ეგ თქვენი ფრიად საინტერესო გამოცდილება.
--------------------------------------------------------------------------------
სუფთა გერმანე!:))))))) ]
____________________________
გერმანე, ცნობისათვის, ზემოთ მოყვანილი კომენტარი ჩემი დაწერილი არ არის.:))
ჩემ სტილშია დაწერილი, მაგრამ ჩემი არ არის !

მე თქვენს "სისუფთავეში" ეჭვს არასდროს შევიტან.
სხვა საქმეა ის, რომ არ მომწონს თქვენი პოზიცია, თუ როგორ უდგებით სააკაშვილის მთავრობის ნამოღვაწარს.

ავტორი: ტანკისტი
25.10.2012 14:22
ტანკისტის კომენტარი რატომ დაიბლოკა რადიო რავისუფ;ების ბლოგზე?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
25.10.2012 15:48
ტანკისტის კომენტარი იმიტომ დაიბლოკა, რომ ის შეურაცხყოფდა ერთ კერძო ადამიანს. გაეცანით ჩვენი ფორუმის წესებს.

http://www.radiotavisupleba.ge/info/forum_rules/353.html

ავტორი: GERMANE
25.10.2012 12:39
სამწუხაროა, რომ ქართული ჟურნალიზმის, მედიის თავისუფლებისათვის ბრძოლის თუ სამოქალაქო განვითარების სფეროს დიდი კორიფე, ამ სფეროს უგვირგვინო (თუ გვირგვინიან) დედოფლად აღიარებული, სოციალურ ქსელებში აქტიური და ქართველ ბლოგერ-პიონერად თავად დასავლეთის მიერ აღიარებული პერსონა არ ეშვება უბრალო ტუსოვკობას, უბრალო "ყავისჭიქის" დაქალ-ძმაკაცობას და გვეუბნება - რახან სოზარ სუბარი ყველაზე გენიალური და ყველაზე ქარიზმატული ობუდსმანი იყოო, რახან სოზარი მაგარი, პატიოსანი და კარგი ბიჭიაო, ამიტომაც უფლება აქვს საკუთარი სამინისტროს მაკონტროლებელი თავად დანიშნოსო.

აი ესაა ქალბატონ-ბატონებო - ანნებო და ანონიმებო, სოლომონებო და ნათიებო, უცხო თუ ცხო გერმან-გურმანებო ქართული მედია-სივრცის მასაზრდოებელი წყარო - ტუსოვკობა.

ქალბატონი ნინია , რომელმაც ამ ფაქტზე ერთ-ერთმა პირველმა იყვირა, არც ის გახლავთ ამ "ტუსოვჩიკობისაგან" მთლად თავისუფალი.

იქნებ ესაა საერთოდ განვითარების საშუალება - ერთმა ტუსოვკამ მეორეზე წეროს და პირიქით. ამ იფორმაციის ფონზე ეგებ აღმოჩნდეს ვინმე მადლიანი , რომელსაც ყავაცა და ჩაიც, ღვინოცა და ლუდიც ჭირივით სძულს და ამიტომაც ანტიტუსოვჩიკად ითვლება.
იქნებ მომრავლდნენ საქართველოში ტუსოვკისაგან თავისუფალი ადამიანები.
ტუსოვკის წნეხი ყველაზე დიდია - ესაა მაქსიმალურად ოპტიმირებული სოციალური წნეხი, რომლისგანაც თავის დაღწევა ყველაფერის მანამდე მიღწეულის დაკარგვის ფასად შეიძლება.
სისტემა უნდა დაინგრეს - აი ესაა სისტემა, რომელიც დასანგრევია.

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 12:01
ხუთკუნჭულა..24.102012..
აბსოლიტურად გეთანხმებით, გმადლობთ ასე გემრიელად რომ თქვით ჩემი სათქმელიც.
ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ასეთი პუბლიცისტების თუ ჟურნალისტების ნაწილი შეგნებული თვალთმაქცია, ფულით დაინტერესებული, ნაწილი კი იპოტენტია, საჭურისი , რომელსაც პრაქტიკულად არ შეუძლია საკუთარ თავს და ქალს მოუტანოს სიამოვნება, სამაგიეროდ "ასწავლის" ჯანმრთელ მამაკაცს თეორიულად სექსის დადებით და ნეგატიურ გამოვლინებებს და რათქმაუნდა დიდი ნაწილი მისი თეორიის სექსის მავნებლობას ეხება.
გმადლობთ კიდევ ერთხელ

ავტორი: GERMANE
25.10.2012 11:00
ავტორი: ანონიმი
25.10.2012 02:08

ანონიმ, მე რომ სოლომონობა მდომებოდა, აქამდე ვქმნიდი.
ბლოგი არაა ის სფერო, სადაც ისტორიული, ახალისტორიული გამოცდილებები უნდა გაანალიზდეს.
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 2 ექსპერტი მოდის და სამი პოლიტიკოსი (თუ ნიკების რაოდენობასაც გავითვალისწინებთ!). ამიტომ არაა ძნელი იმის ანალიზი, თუ რა გზა გამოვიარეთ 1988 წლის ნოემბრიდან და როგორ.
მე, რათქმაუნდა რამდენიმე მიზეზს ვხედავ იმის სამტკიცად, თუ რატომ არავის სურს ამის ანალიზი:
- მიკერძოებულობა ასაკობრივი კონტექსტიდან გამომდინარე - არცერთ ასაკოვან (40 წელს გადაცილებულს) ძალუძს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი რეშერში
- ახლაგაზრდა ექსპერტები კი, მამა-ბაბუების გავლენით იგივე სიტუაციაში არიან და თაობის პასუხისმგებლობის საკითხს არა თუ მწვავედ, უბრალოდ საერთოდ არ აყენებენ.
- საქართველოში ისევ და ისევ ითვლება, რომ ყველაზე გემრიელი არის ადვილად ნაშოვნი ლუკმა - ამ ქიმერას ახალგაზრდა თაობაც ეწირება. ეს იოლი ლუკმა კი იშოვება მდიდართან თანადგომით და მისი გავლენის ქვეშ ყოფნით - იგულისხმება შეკვეთილი მედია-ექსპერტები. ეს იოლი ლუკმაა უცხოური გრანტები - საკმარისია ერთი იმაგინალური თუ მაგინალური მტერი წარმოსახო და ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლის უდებელესი გეგმა სამ დინა-4 ფურცელზე ჩამოწერო, რამდენიმე უცხოელ დიპლომატთან მინი-კონტაქტი დაამყარო (ენის ცოდნაც არაა აუცილებელი!!) და გაქვს სულ მცირე 50 ათას ევროიანი გრანტი.
აქამდე სააკაშვილი იყო "მტერი" - ახლა საინტერესოა როგორ წავა საქმე. თუმცა, ახალ მტრებს რა დალევს?
მოკლედ, არაპოლიტიზებული, პოლემიკური და საფუძვლიანი ისტორიული ანალიზისათვის უბრალოდ კონიუნქტურა არ არსებობს და უბრალოდ ადამიანები არ არსებობენ, ვისაც ეს ძალუძთ. ამიტომ, ასე 20-30 წელი მოცდა მოგვიწევს.

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 02:08
გერმანეს; გთხოვთ განავრცოთ და ბლოგად აქციოთ ეგ თქვენი ფრიად საინტერესო გამოცდილება.
--------------------------------------------------------------------------------
სუფთა გერმანე!:)))))))
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო შალვა ტაბატაძე ვაუჩერებზე სასკოლო სისტემაში

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე.
გაგრძელება

საჯარო დიპლომატიის მნიშვნელობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
გაგრძელება

აუდიო სოხუმის შტურმი და ხელიდან გაშვებული შანსი

საქართველოში წელიწადში ერთხელ, 27 სექტემბერს აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე - ერთი და იმავე პოლიტიკური სახეებით, ერთი და იმავე შეფასებებითა და ერთი და იმავე დასკვნით, რომ სოხუმის დაცემა გარდაუვალი იყო.
გაგრძელება

აუდიო ხოდორკოვსკი ბრალდებას უყენებს პუტინთან დაახლოებულ პირს

ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც 10 წელიწადზე მეტხანს მოუწია ციხეში ყოფნა, ბრალდებებს უყენებს იგორ სეჩინს, სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული