შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 20:47

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

„მართლმადიდებლური ეთიკა“ და არათავისუფლების სული

x
მართლმადიდებლური ეთიკა არ არსებობს.

არისტოტელეს შემოტანილი ტერმინი „ეთიკა“ ნაწარმოებია ბერძნული სიტყვა „ეთოსისგან“, რომელიც ზნე-ჩვეულებებსა და ქცევის ტრადიციებს ნიშნავს. განსხვავებით ეთოსისგან, ეთიკა არის რეფლექსია, განსჯა დაწესებულ ნორმებსა და ზნე-ჩვეულებებზე. სოფისტებად წოდებული ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და მათთან მოკამათე სოკრატე, რომლებმაც ის, რასაც ეთიკა ეწოდა, ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ სფეროდ აქციეს, მიიჩნევდნენ, რომ ადამიანი, როგორც გონების მქონე არსება, უხერხულიც კია, ტრადიციებისა და კონვენციების მხოლოდ ბრმა მიმდევარი ყოფილიყო და საჭირო იყო, რომ მას თავისი ქმედებისა და ყოფა-ცხოვრების ნორმატიული საფუძვლების გააზრებაც შეძლებოდა.

ეთიკა კითხვის დასმით იწყება: „რატომ?“ – რატომ უნდა ან არ უნდა ვიქცეოდე, ვფიქრობდე, ვხედავდე ასე? რატომ მაქვს ან არა მაქვს რაღაცის უფლება და რას ეფუძნება ის? – ეს კითხვები განასხვავებს ეთიკას ეთოსისაგან, რომელიც მხოლოდ ნორმატიულ წესებს გვთავაზობს და არ სვამს კითხვებს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეთიკა წინააღმდეგობაში შედის რელიგიურ ეთოსთან, რომელიც ნორმატიულ წესებს არა რაციონალურად, არამედ მთლიანად საკრალურ, ღვთაებრივ ავტორიტეტებზე და ამ ავტორიტეტებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე აფუძნებს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიებში ზნეობის, სიკეთისა და ბოროტების განსაზღვრებას ცენტრალური ადგილი უკავია, თანამედროვე ეთიკა, რომელიც სათავეს ძველ და ახალ დროებათა მიჯნაზე – რენესანსის, ჰუმანიზმისა და განმანათლებლობის ეპოქებიდან იღებს, სწორედ რელიგიურ (ქრისტიანულ) დოგმატიკასთან პოლემიკაში წარმოიშვა. ამდენად, ეთიკა აუცილებლად გულისხმობს სადისკუსიო სივრცის არსებობას და არა ავტორიტეტებზე მიბმულ მორჩილებას.

აღმოსავლურ (ბიზანტიურ) ქრისტიანობაში, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით მოიხსენიება, ამ სარწმუნოების და მისი აღმსარებელი ხალხების ისტორიული განვითარებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად არც გაჩენილა ზნეობის გონებრივი გააზრებისა და დაფუძნების თემა. ბიზანტიისა და რუსეთის, როგორც ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ქვეყნების ისტორიები კი, ამის საწინააღმდეგოდ, ნიმუშია რელიგიური ფანატიზმისა და „მწვალებლობასთან“ დაუსრულებელი ბრძოლებისა, რომელთან შედარებით კათოლიკური ინკვიზიცია, რომელიც მთელი თავისი სისასტიკით რეფორმაციის, ანუ პროტესტანტული მოძრაობების შიშით ამოქმედდა, რელიგიური მსოფლმხედველობის ბოლო გაბრძოლება იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის ჰეგემონიური როლის შენარჩუნებისათვის, რამდენადაც დოგმებისგან გათავისუფლებული და გონებასა და მეცნიერულ არგუმენტებზე დაფუძნებული აზროვნება ეკლესიის უსაზღვრო ძალაუფლების აღსასრულს მოასწავებდა.

მართლმადიდებლურ სამყაროში, რომლისთვისაც ყოველგვარი რეფორმაცია უცნობია, არსებობს მხოლოდ მართლმადიდებლური ეთოსი, რომელიც ძირითადად რიტუალური წესებით შემოიფარგლება, ადამიანთა ყოფას და ზნეობრივ ნორმატივებს მარხვების დაცვით, აღსარებითა და ზიარებით, „მოძღვრისადმი“ მორჩილებითა და მოძღვრების ბრმად, უმსჯელოდ მიღებით განსაზღვრავს. მართლმადიდებლობის პასუხს, რომ თუ ასე არ მოიქცევი, ვერ ცხონდება შენი სული ან ჯოჯოხეთში მოხვდები, არაფერი საერთო ეთიკასთან არა აქვს და პრელოგიკური ან არაგონისმიერი აზროვნების გამოხატულებაა, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, ის, რომ სასმელი ან საჭმელი, რომელზეც იტყვიან, „მიაგებოს“, მიცვალებულს „მიუვა“. მართლმადიდებლობაში ზნეობის განმსაზღვრელი ფაქტობრივად ერთადერთი კრიტერიუმი მორჩილება და საკუთარი განსჯის უნარის ავტორიტეტებისათვის დაქვემდებარებაა, რომლებიც მორწმუნე ადამიანის ნაცვლად აზროვნებენ, ფიქრობენ, განსჯიან, მის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც არ ყოფილა შემთხვევითი, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ტოტალიტარული საბჭოთა სისტემა სწორედ მართლმადიდებლობის წიაღიდან იშვა და ორგანულად შეერწყა ადგილობრივ არათავისუფალ მსოფლმხედველობით ტრადიციებს.

უკვე მე-18 საუკუნიდან მოყოლებული დასავლური განმანათლებლური სააზროვნო ტრადიციები, მათ შორის ეთიკაც, აღმოსავლეთ საქრისტიანოშიც გავრცელდა, რამაც ამ კულტურულ სივრცეში შიდა განხეთქილება გამოიწვია. ამისი თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის იმპერია, რომელიც ტრადიციონალისტი „სლავოფილებისა“ და „მედასავლეთეების“ დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ანტიდასავლურობა, რომელიც საბჭოთა სისტემამ მართლმადიდებლური ტრადიციისგან მემკვიდრეობით მიიღო, სწორედ თავისუფალი, არადოგმატური და ანტიავტორიტარული მსოფლმხედველობის საწინააღმდეგო აფექტს გამოხატავდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ამ აფექტს შეიძლება ეწოდოს „მართლმადიდებლური ეთიკა“, რომელიც ავტორიტარიზმის, ობსკურანტიზმისა და პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის მთავარი იდეოლოგიური საფუძველია.

„მართლამადიდებლური ეთიკა“ თავისი არსით ყველაზე ახლოს საბჭოთა იდეოლოგიის პრინციპებთან – „შიდაპარტიულ დემოკრატიასთან“ და „კომუნისტურ მორალთან“ დგას და ფაქტობრივად მათი რესაკრალიზებული, ანუ რელიგიურად შეფერილი ნაირსახეობაა: როგორც საბჭოთა მორალისა და „შიდაპარტიული დემოკრატიისათვის“, ასევე „მართლმადიდებლური ეთიკითაც“ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მორალურ-ზნეობრივი პრინციპები არა ყველა ადამიანზე, არამედ მხოლოდ მართლმადიდებლებზე ვრცელდება. ეს პრინციპი კი უკვე სხვის, არამართლმადიდებლის არასრულფასოვან, არათანასწორუფლებიან ადამიანად წარმოდგენას გულისხმობს, რომელსაც არ შეიძლება ისეთივე უფლებები ჰქონდეს, როგორიც მართლმადიდებელს. ამ დებულების თეოლოგიური საფუძველი მართლმადიდებლური ეთოსის ის ასპექტია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მართლმადიდებლის სული ცხონდება და ყველა სხვას ჯოჯოხეთის კუპრში მოუწევს ხარშვა.

„მართლმადიდებლური ეთიკა“ ვერ ეგუება და მტრულადაა განწყობილი დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და მისთვის ყველაზე მიუღებელი პიროვნული თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინებაა, რომელიც საეკლესიო კონტროლს არ ექვემდებარება. ქართველი მართლმადიდებელი პოლიტიკოსები, მსგავსად მათი რუსი კოლეგებისა, „მართლმადიდებლურ ეთიკაზე“ აპელაციით ცდილობენ იმის გამართლებას, რომ საქართველოში დემოკრატია არ შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც ევროპაშია. როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, „მართლმადიდებლური ეთიკისათვის“ შეუთავსებელია დასავლური დემოკრატიის ისეთი ღირებულება, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების თანასწორუფლებიანობა. ქალბატონი კობახიძის პოლიტიკური განცხადებები, როლმებიც საბჭოთა პარტფუნქციონერის აზროვნების მართლმადიდებლურად რესაკრალიზაციის ქრესტომათიული ნიმუშებია, ჩემი აზრით, სწორედ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან ქართველ პოლიტიკოსთა ცნობიერების შეუთავსებლობაზე მიანიშნებს, რის გამოც საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა უახლოესი მომავლის პროექტი ვერ იქნება. „მართლმადიდებლური ეთიკა“ კი იდეალურ გამართლებას მოუძებნის ადამინის უფლებების შელახვას, უმცირესობებზე ძალადობას თუ ადამიანთა წამებას და მუდამ შეეცდება ტოტალიტარული ცნობიერებისა და ყოფის რეანიმაციას, მით უმეტეს, რომ ეს „ეთიკური“ მოძღვრება საქართველოში მთლიანად ავტორიტარული შინაარსისაა.

„მართლმადიდებლური ეთიკა“ თანამედროვე საქართველოში ფაქტობრივად ერთ მთავარ ავტორიტეტსა და მის უცდომელობის პრინციპზე დგას: ესაა კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომლის ავტორიტეტი და საკულტო რანგში თაყვანისცემა მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში მხოლოდ ბიზანტიის კეისრისას (რომელიც ღმერთის მიწიერ ანალოგად მიიჩნეოდა) და სტალინის პიროვნების კულტს თუ შეედრება. თუკი ეს კულტი აქამდე მხოლოდ მორწმუნეთა რწმენა-წარმოდგენებში არსებობდა, თანდათანობით ის პოლიტიკური ინსტიტუციის სახეს იძენს. საქართველოს პარლამენტშიც და მის გარეთაც საკმაოდ მაღალი პილიტიკური ეშელონებიდან არაერთხელ გაისმა, რომ პატრიარქის სიტყვა კანონზე მაღლა დგას. უახლესი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებსა და შესწორებებს გულისხმობს, კათალიკოს-პატრიარქს აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებაც ეძლევა. ამით პატრიარქი აკადემიურ საბჭოსთან ერთად, უმაღლეს აკადემიურ ავტორიტეტად ცხადდება. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა დღემდე ერთადერთი იყო, რომელსაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და აბსურდის ძალით რატომღაც სეკულარული ღირებულებების მქონედ მონათლულმა აწ უკვე ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეხმატკბილებულად დაუჭირეს მხარი.

პროცესების ამგვარ განვითარებას თუ მივყვებით, ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტმა მიიღოს მორიგი საკონსტიტუციო შესწორება და დააკანონოს, რომ პატრიარქი უცდომელია! საერთოდაც, საქართველოს პარლამენტი დროდადრო უნდა ითავსებდეს კიდევაც წმინდა სინოდის ან სულაც საეკლესიო კრების ფუნქციებს და აუხსნას გენეტიკურად მართლმადიდებელ ქართველ ერს, რომ ბუსუსთა რაოდენობა პრეზერვატივზე პირდაპირპროპორციულია მის მომხმარებლზე მოხვედრილი როზგების რიცხვისა გეენიასა შინა.  

არსებობს კიდევ „მართლმადიდებლური ეთიკის“ ქართული „ხალხური“ ნაირსახეობაც, რომ ეკლესიის დანახვაზე პირჯვარი უნდა გადაიწერო, - აი ისე, შავი კატა რომ გადაგირბენს და სამჯერ გადააფურთხებ; კიდევ ყველაფერი მოძღვართან რომ უნდა შეათანხმო, მისი ლოცვა-კურთხევით რომ უნდა წახვიდე დასასვენებლად, გქონდეს სექსი – რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ მეუღლესთან და ისიც არასამარხვო პერიოდში; „მოძღვარს“ ჰკითხო რჩევა ელემენტარულ ყოფით საკითხებზეც კი, აკურთხებინო ბინა, ავტომანქანა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სუფრაზე აუცილებლად ფეხზე ადგომით შესვა პატრიარქის სადღეგრძელო, რომელიც სტალინისას ჩაენაცვლა, და ა.შ. თუ ამ წესებს იცავ, მაშინ ყველაფრის უფლება გაქვს. დოსტოევსკის ცნობილი ფრაზა „ძმები კარამაზოვებიდან“ – „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“ – თანამედროვე ქართულ „მართლმადიდებლურ ეთიკაში“ ამგვარად ჟღერს: თუ მართლმადიდებელი ხარ, მოძღვარი გყავს, მარხვას იცავ, ეზიარები, მაშინ შენთვის ყველაფერი ნებადართულია!

არათუ სიბნელე, არამედ წყვდიადი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონებიდან იფრქვევა, იმ სნეულების სინდრომადაც შეიძლება იქნეს გაგებული, რომელსაც თავისუფალი აზროვნებისა და არსებობის, ზოგადად, თავისუფლების სიძულვილი ჰქვია.

Tags: ბლოგი,თავისუფლება,რელიგია,მართლმადიდებლობა,ეთიკა



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
28.01.2013 20:45
გიორგი, ჩემო ბატონო, თურქეთში არსებული ვითარების მისაბაძ ნიმუშად მოყვანა ქართველი ერისთვის დიდი დაბნეულობის გამომხატველია: _ საქართველომ დიდი ხნის წინ გაიარა თურქეთში დღეს მიმდინარე პროცესების მზგავსი მოვლენა (თანაც, უფრო დაჩქარებული, მკაცრი და რადიკალური ფორმით)
სეკულარიზაცია გამოხატავს ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის დაძლევის დასაწყისს, როდესაც სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტი გამოდის რელიგიის ინსტიტუტისადმი დაქვემდებარებისგან. ამ მოვლენას ახლავს დესტრუქციული ასპექტი, რაც რელიგიის ინსტიტუციების სრული დათრგუნვისა და პოლიტიკური კლასის სრული უკონტროლობის (აღვირახსნილობის) დამყარებაში გამოიხატება. ამას ბოლოს მოუღებს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სტაბილიზაცია, რაც ნიშნავს სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის (და, ამდენად, პოლიტიკური კლასის) მეცნიერების ინსტიტუციებისადმი (მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) დაქვემდებარებაში მოქცევას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ინსტანციისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელი იქნება მეცნიერებათა აკადემია (მეცნიერების ინსტირუცია).
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე რელიგიის ინსტიტუტს ერთმევა ერის ზრდასრული ნაწილის ცხოვრების მარეგულირებელი უმაღლესი ინსტანციის ფუნქცია, გარდამავალ ეტაპის დასრულების შემდეგ მას უნდა აღუდგეს ერის ახალი თაობის ფორმირების პროცესში აუცილებელი მონაწილის ფუნქცია: პიროვნების ფორმირება ერის ნოოფილოგენეზის ნოოონტოგენეზური ფორმით განმეორებაა (აღზრდის კონსტრუქციული ასპექტი); ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომი ერების შემთხვევაში პიროვნების ნოოონტოგენეზის მესამე საფეხურს შეესაბამება 13–დან 17 წლამდე ასაკი; ამ ასაკის სათანადო სააღმზრდელო კერებში სწავლების ხარისხზე გარეგანი ზედამხედველობა ეკუთვნის ეკლესიას. ამდენად, არა სეკულარიზაცია, არამედ ეკლესიის თავის კონსტრუქციულ ფუნქციაში აღდგენაა დღეს მთავარი პრობლემა ასქართველოში.
რაც შეეხება დავით აღმაშენებელს. მისი წვლილი ეკლესიის რეორგანიზაციის საქმეში არ შეიძლება დიდად მნიშვნელოვანი ყოფილიყო. რადგან მისი ეპოქა ეკუთვნის ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურს, როდესაც ეკლესია (ერლიგიის ინსტიტუცია) გამოდის სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ინსტანციისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებლად. სინამდვილეში ქართული ეკელსიის რეორგანიზაციას ეკლესიის შიგნით წარმოქმნილი ძალა მართავდა, გიორგი ჭყონდიდელის წინამძღოლობით. დავით აღმაშენებელს ის დამსახურებაც ეყოფა, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის აღზევებაში მიუძღის.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: საქართველოდან
28.01.2013 10:32
სხვათაშორის გუშინ ჩემს ძმას ჰქონდა ისტორიაში დავალებად დავით აღმაშენებლის ეპოქა...ვინაიდან მეც შემთხვევით შევესწარი მეცადინეობა-ჩაბარების პროცესს კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად გენიალური პოლიტიკოსი იყო იგი...1089 წელს გამეფდა და მხოლოდ 1104 წელს შეძლო მოეწვია რუის-ურბნისის კრება, ანუ მონარქს, რომელიც ერთმართველი იყო, მორჩილებდა მთელი სამეფო და მისი სიტყვა კანონად მიიჩნეოდა , 15 წელი დასჭირდა ამ სისტემის გარდასაქმნელად...ისტორიულად ორი მიმართულება არსებობდა ან ეკლესიის ხელში იყრიდა თავს მთელი ძალაუფლება(როგორც გრიგოლ ხანძთელის დროს, როდესაც მეფეც კი ფეხზე წამოდგებოდა გრიგოლის შემოსვლისას, ალბათ გეცნოთ სიტუაცია, ხოლო უბრალო მღვდელმთავარი კიდევ მონარქის ბრძანებას ამაყად არ ემორჩილებოდა) ან სახელმწიფო აწესებდა კონტროლს ეკლესიაზე(ისევე როგორც ეს დავითმა მოახერხა)...თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, ალბათ, მესამე გზა- სეკულარიზმი ყველაზე მისაღებია...ამის თვალსაჩინო მაგალითი კი მეზობელი თურქეთია, შესაბამისად, მგონი მწიფდება დრო, როდესაც სეკულარიზმი, როგორც სამართლებრივი და მორალური ღირებულება უნდა დამკვიდრდეს, განმტკიცდეს ეროვნულ კონსტიტუციაში და რაც მთავარია, ჩვენს ცნობიერებაში...

ავტორი: მამა ოხროხინე :)
27.01.2013 20:12
სანამ იერუსალიმში ტაძარი არ აღდგება და მსახურება არ განახლდება არაფერი არაა დასრულებული ებრაულ რელიგიაში.

ბიბლიის დღევანდელ სახეს რაც შეეხება, ასე ვიტყოდი: ღმერთის ყოვლისშემძლეობის შედეგად გვაქვს ის ,რაც გვაქვს.

ამდენი ხალხის ირაციონალური საქციელი,(ქრისტეს სახელის გულისთვის დევნა,შევიწროვება,ციხეში ჯდომა და მოწამეობრივი სიკვდილი) რაღაცით ხომ უნდა აიხსნას? შესაძლოა მართლაც ცივილიზაციურ ფაზების ცვლის ზეგავლენით ხდება ასე,შესაძლოა კიდევ სხვა რამის ბრალია,მეც იგივეს ვამბობ სხვას არაფერს ბატონო ემზარ....

არის რაღაც ისეთი უცნაური ქცევა ადამიანში,რომელსაც ზუსტად ვერავინ ხსნის...

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
27.01.2013 18:08
“მამაო ოხროხინე”, ჩემო ბატონი, ვერ გამიგია რამ შეგიქმნათ ის წარმოდგენა, რომ თქვენ მიერ არგუმენტებად მოყვანილი, განთლებული ადამიანისთვის აუცილებელსაცოდნი ფაქტები ჩემთვის უცნობია.
უნდა აღვნიშნო, რომ თქვენს კომენტარში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ადასტურებენ ჩემს წინა კომენტარში სავლეს შესახებ გამოთქმულ აზრს. მაგალითად ის გარემოება, რომ ფარისეველთა მოძღვრებას ნაზიარებმა, სავლემ ებრაული ეკლესიის იერარქიულ სისტემაში ადგილის მოპოვებას დაქსაქსულ ქრისტიანულ საზოგადოებაში ადგილი არჩია ფორმის მანიის ეფექტით აუხსნელი გარემოებაა.
საქმე ისაა, რომ სავლეს ებრაელი მშობლები ფარისეველთა მოძღვრების მიხედვით კი ზრდიდნენ, მაგრამ აღზრდის პროცესში ის არ იყო პალესტინური საზოგადოებაში გაბატონებული განწყობების (ანუ ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლის) გავლენისგან დაცული.
ამასთანავე ფარისეველთა მოძღვრება ვერ ჩაითვლება ებრაელი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე გადასვლის დასრულების გამოხატულებად, რადგან თალმუდის ტექსტების შექმნა გრძელდებოდა ქრისტეს შემდეგ 4–ე საუკუნეშიც. სწორედ თალმუდია დასრულებული სახე ებრაული რელიგიის.
ჩინეთში ქრისტიანობის გავრცელება და მაჰმადიანთა გაქრისტიანების ფაქტებიც აღზრდის პროცესზე (პოროვნების ნოოონტოგენეზი) ცივილიზაციურ ფაზების ცვლის ზეგავლენით შეიძლება აიხსნას. _ რელიგიური რიტუალების, რელიგიური ტექსტების კონკრეტულობა არ არის საწყისეული ფაქტორი, საწყისის მნიშვნელობისაა ფსიქიკური სტიქიები, პიროვნების ფენომენის ოთხი მოდუსის არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორი. მისი გავლენით ყალიბდება რელიგიურები მოძღვრებები, მათ შორის უკვე არსებულ რელიგიათა ელემენტების ახლებური რეკონსტრუქციის გზითაც (რადგან რელიგია, როგორც აღინიშნა ჩემს წინა კომენტარებში, არის პიროვნების მოცემულობის ერთ–ერთი აუცილებელი ასპექტი). ამის მაგალითია ქრისტიანობის განსხვავებულ კონფესიებად დაშლის ფაქტიც. ასევე, როგორც ცნობილია, ძველი აღთქმის ტექსტი ქრისტიანობის კანონიკურ ტექსტების რიცხვში აღმოჩნდა 4–ე საუკუნიდან, პატრისტიკის მწვერვალებად წოდებულ კაპადოკიელთა ინიციატივით. სავსებით შესაძლებელია ქრისტიანობის წინა ნოოფილოგენეზურ საფეხურად ძველელინური მითოსის წარმოდგენაც. ამ როლში ძველი აღთქმის არჩევას აქვს ობიექტური ახსნა.
ამასთანავე, არ არის სწორი კონკრეტული ფაქტის ისტორიის პროცესის კონტექსტისგან ამოგლეჯილად განხილვა. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მთავარი ღირსება, სწორედ, ისტორიის პროცესის სისტემურ ერთიანობაში წარმოდგენაა.

ავტორი: მამა ოხროხინე
27.01.2013 12:32
მაგრამ ქრისტიანობის გავრცელების სამსახურში მას მიეცა მართვის მანიის ეფქტის უფრო მაღალი ხარისხით რეალიზაციის შესაძლებლობა (ერთიდაიმავე ფსიქიკური სტიქიის ინდივიდურ ფენომენად თვითრეალიზაციის პირობით). მით უმეტეს, რომ ქრისტიანობასთან ზიარებით მას ნოოფილოგენეზური პროგრესის განცდის შესაძლებლობა მიენიჭა.
----------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------
24 იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.
25 სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
26 ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.
27 შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.

საკუთარი ხელობით ირჩენდა თავს,ბოლოს შეიპყრეს და რომის ციხეში დაამწყვდიეს,იქ დაწერა თავისი ეპისტოლების უდუდესი ნაწილი,ბოლოს იქვე დასაჯეს სიკვდილით.თავი მოკვეთეს.

ეს მიენიჭა და არა ის რასაც შენ წერ.....ნერონი დევნიდა და აწამებდა ქრისტიანებს ემზარ.

ავტორი: მამა ოხროხინე
26.01.2013 21:04
პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ.
----------------------------------------------------------------
თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს:

5 მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი,
ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი, j
6 შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,
7 მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;

ასე ახასიათებს პავლე საკუთარ თავს

http://ru.wikipedia.org/wiki/Фарисеи

Фарисе́и (ивр. פְּרוּשִׁים‎, перушим, прушим) — религиозно-общественное течение в Иудее в эпоху Второго Храма, одна из трёх древнееврейских философских школ, возникших в эпоху расцвета Маккавеев (II в. до н. э.), хотя возникновение фарисейского учения может быть отнесено к времени Ездры. Учение фарисеев лежит в основе Галахи и современного ортодоксального иудаизма.

ამ მონაცემების საფუძველზე პავლეზე წმინდა ებრაელი აღარ არსებობს ბატონო ემზარ))))))ისევე როგორც არ არსებობს რომის პაპზე დიდი კათოლიკე)))
--------------------------------------------------------------------

პავლეს თავი დავანებოთ, 100 მილიონი ქრისტიანი ჩინელია დღეს ციხეში გამომწყვდეული ქრისტეს გულისთვის.

თვითონვე წერთ(ქრისტემდე 4–ე ს. შუაწლები_ ქრისტეს შემდეგ 2–ე ს დასასრული)

ქრისტე არც მოძღვრებაა, არც ფილოსოფია და არც რელიგია.ქრისტე არის პიროვნება,რომელმაც შეცვალა წელთაღრიცხვა.თანამედროვეთაგან უამრავი თვითმხილველი ყავდა ამ პიროვნებას ბატონო ემზარ.. :)
და დღესაც უამრავი მიმდევარი ყავს დედამიწაზე არსებულ ყველა ეთნოსს შორის..

თქვენ გინახავთ ემზარ ირანელი ქრისტიანი?აი მე მინახავს,რომ მოინათლა გამოაპარეს მისიონრებმა,რადგან უეჭველი სიკვდილი ელოდა....

რატომაა იცით ასე?ფაზები და სტიქიები არაფერ შუაშია მანდ,რადგან დაწერილია:

გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.(ფსალმუნი 21)

სხვათაშორის ეს ფსალმუნი ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე საუკუნით ადრეა დაწერილი. დააკვირდით ვისი განცდაა მანდ ნაჩვენები,აბა თუ მიხვდებით )))))

http://orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/dzveli/fsalmunni/fsalmunni-21.htm

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
26.01.2013 16:28
მამაო ოხროხინე, ჩემო ბატონო, სავლეს ფენომენის ახსნა საკმაოდ რთულია.
პირველ რიგში უნდა შევნიშნოთ, რომ სავლეს პავლედ ქცევა არ არის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის რეალიზაციის ერთი მოდუსიდან მეორეში გადასვლის მაგალითი. საქმე ისაა, რომ ებრაელ ერს მაშინ არ ჰქონდა ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე გადასვლის ეტაპი დაძლეული: ძველი აღთქმა არის მითოსური ტექსტი, ხოლო, თალმუდი, რომელიც არის რელიგიური ტექსტი, იმ ეპოქაში არ იყო დასრულებული.
ამასთანავე, სავლე არასწორად არის მორწმუნე ებრაელად წარმოდგენილი. ის, რომ მისი მშობლები შეიძლება ერით ებრაელები იყვნენ, არ არის სავლეს ეროვნული იდენტიფიკაციისთვის საკმარისი პირობა.
_ სავლე აღიზარდა პალესტინაზე რომის ჰეგემონიის პირობებში. რომის იმპერია წარმოადგენდა ეგეოსური ცივილიზაციის (ეგეოსური ნოოცენოზის) მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის (ქრისტემდე 4–ე ს. შუაწლები_ ქრისტეს შემდეგ 2–ე ს დასასრული) ფენომენს. ეგეოსურ ცივილიზაციაში ორმაგი ფეექტის ფაზების რეალიზაციაში მონაწილეობს ძლევის მანიის და მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიები, რაც ნიშნავს შესაბამისი ორი თვისებრივი ტიპის ერების დომინანტურობას. რომაელი ერი ძლევის მანიის ეფქტის მთავარ რეალიზატორად დაფიქსირდა ამ ფაზაში (ინიციატივა წაართვა მაკედონელ ერს). რომის ექსპანსიამ მართვის მანიის კლასის ერები _ კელტები და მედიტერანული რელიქტები, მათ შორის ეტრუსკები და ქართველური სამყარო _ დიდად შეავიწროვა (კულმინაცია _ მითრიდატული ომები). ამ დანაკლისის კომპენსაციის მოთხოვნილებამ მართვის მანიის ეფექტის ალტერნატიულ რეალიზაციას გაუხსნა გზა. ქრისტიანობის წარმოშობის საფუძველი ესაა (ქრისტიანობა ამ მნიშვნელობას ინარჩუნებდა ეგეოსური ცივილიზაციის მორიგი, მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომამდე, 2–ე საუკუნის მიწურულამდე, რის შემდეგაც მოხდა ქრისტიანობის საზოგადოებრივი ყოფიერების ფორმის განმსაზღვრელ ფაქტორად წარმოჩენა, მისი ინსტიტუციური პოტენციის აქტუალიზაცია (3–ე საუკუნეში დაიწყეს ქრისტიანმა ბერებმა ორგანიზებულ ჯგუფებად გაერთიანება, რამაც მონასტრების, შემდეგ კი, ქრისტიანული იმპერიის ჩამოყალიბება მოიტანა). ქრისტე–პანტოკრატორის კონცეფციის ჩამოყალიბებაც ამის მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი და მეორე საუკუნეების ქრისტიანობაში გამოიხატა არა მხოლოდ აღნიშნული დანაკლისის შევსება, არამედ მართვის მანიის კლასის ერების ნოოფილოგენეზური დაწინაურება, რომაელი ერის წინაშე, ნოოფილოგენეზური მესამე საფეხურზე გადასვლის პროცესში. რომის იმპერიაში ქრისტიანობის დევნა რომაელი ერის მიერ ინიციატივის შენარჩუნების მცდელობის გამომხატველია. სავლეს უკიდურესი აქტიურობა ამ პროცესში მისი ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერის წევრობით ვერ აისხსნება. ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზაში (ძლევის მანიის და მართვის მანიის ფსიქიკურ სტიქიატა აქტიურობის ეტაპზე) ფორმის მანიის კლასს ერს ინიციატივის დაუფლება არ შეეძლო (ებრაელებმა ხომ ქრისტეს დასჯაც რომაელებს დაუთმეს).
ამრიგად სავლე, როგორც უაღრესად აქტიური პიროვნება უნდა მივაკუთვნოთ, ან ძლევის მანიის კლასის რომაელ ერს, ან მართვის მანიის ეფექტის ფენომენს, რომელიც მართვის მანიის კლასის ერების შევიწროების კომპენსაციად იქნა ინიციირებული (და, სხვათაშორის, რომელის ეპიცენტრიც პალესტინიდან, ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ კი, საქართველოში იქნა გადანაცვლებული). გარკვეულ გარემოებათა კარნახით, სავლე სწორედ ამ უკანასკნელს (მართვის მანიის ეფექტის ფენომენს) უნდა მივაკუთვნოთ. ამ გარემოებებს შორის, აღსანიშნავია ისფაქტი, რომ გაცემა (მათ შორის უცხოთა სამსახურისთვის თავის მიძღვნა) მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენელ პირთა თვითრეალიზაციის პრიმატული ასპექტია: სავლეს მიერ ქრისტიანთა დევნით რომაელი ერისადმი თავგამოდებული სამსახური მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციაა, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელების სამსახურში მას მიეცა მართვის მანიის ეფქტის უფრო მაღალი ხარისხით რეალიზაციის შესაძლებლობა (ერთიდაიმავე ფსიქიკური სტიქიის ინდივიდურ ფენომენად თვითრეალიზაციის პირობით). მით უმეტეს, რომ ქრისტიანობასთან ზიარებით მას ნოოფილოგენეზური პროგრესის განცდის შესაძლებლობა მიენიჭა.

ავტორი: naturali
25.01.2013 10:50
მამაო ოხროხინე

კვანტურ ფიზიკაში ფიზიკის ზოგადი კანონები არ მოქმედებენ

ანუ როგორც ერთმა დიდმა ფიზიკოსმა თქვა უმარტივესი ნაწილაკები თავის ჭკუაზე გადაადგილდებიან ანუ წინასწარ განუსაზღვრელად გადაადგილდებიანო

ადამიანის ფსიქიკაში კვანტური მოვლენები არ შესწავლილი ცოდნის ცოდნად შეიძლება აღიქვას

სწორად გაგიგეთ

ავტორი: აკიბა
24.01.2013 13:38
სანამ სავლე პავლე გახდებოდა, იდგა რა ნოოფოელგენიზმის მხოლოდ მეშვიდე საფეხურზე, რაც, თანამედროვე, ინდუსტრიალიზაციის ეპოქიდან მოყოლებული ჯინსების თაობიდან გუგლიზაციისა და სმარტფონების მეოთხე თაობის გავლაგაგებით გლობალიზაციის მსოფლიო სოფელის არაფოლკნერისებური ხედვისა და ჭვრეტის ფიჭური ფაზის საკრალური მნიშვნელობით აღმოსავლური კულტურების, განსაკუთრებით საბრძოლო კულტურების კონფუცურკონფცეფციანური მირიადით მეშვიდე, შავი ქამრის ტოლფას ღირებულებას წარმოადგენდა, იყო ეპილექტიკი, რაც, როგორც ყველა განსწავლულისა და თუნდაც ნაკლებად განსავლულისათვის ეზოთერულ დონეზე მაინც, სანსკრიტისა და სერჟიო სენე კლერის შემოქმედების წაკითხვა შეუძლია, ნათელია, რომ ყველა ან ყოველი ამგვარად შეპყრობილისათვის, მით უმეტეს სხვაგვარი ანუ გარკვეული ჰალუცინაციებიც თუ აწუხებს, რაც გამოქვაბულების ცნობილი კედელმხატვრობის შემდეგ გამოიხატება როგორც კოლექტიურ ისე ინდივიდიალურ ერთეულ შემთხვევებში ამა თუ იმ ბგერებისა დ ხმების მოსმენაში, რაც შემდგომ აღნიშნულ შეპყრობილებს გადაეზრდებათ აკვიატებულ იდეებსა და დევნის საპირისპირო მანიაში, ანუ თუ მანამდე ერეტიკოსებს სდევნიდნენ, ახლა იწყებენ ამ უკანასნელთა, იგივე დაპირისპირებულთა მეორე დაპირისპირებული ნაწილის პირველ დაპირისპირებულ ნაწილთან ახალ, უფრო მძლავრ დაპირისირიებას ანუ დაპირისპირებულთა ერთიანობის წრიდან აღნიშნული მეორე დაპირისპირებული ნაწილის უკიდურესად გამოყვანას ანუ შეჩვეული ერთიანობის ნეგატიურ ასპექტში იმგვარად დაშლადანაწევრების შეუქცევადი პროცესისთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც შეპყრობილის აკვიატებული იდეურიდეოლოგიური თვალთახედით, გამორიცხავს რა კლოუნის თვალთახედვას არსებულ ყოფიერებაზე, ანუ იისფერი ნოოსფეროს მეცხრე სიქსისტური ჭიდილის თეორიის კვანტურბერკლისტური არამონისტური ზედაპირულობის ეფექტისა და არაშემეცნებითი ცნობიერების ვერტისიფიკაციისა და ჰერმეტოლოგიის უახლეს მონაცემთა შუქზე, რაც თავის მხრივ ემყარება დიონისურარეოპაგიული მოძღვრების თვისობრივ გადამუშავებას მინოსისტური ცივილიზაციის გარდამავალ ეტაპზე ეგრეთ წოდებული კოჭლი კენტავრისა და კენტერბერული მოთხრობების იმნვარი ზეგავლენით, რომელიც არსობრივი შეგნებით ეწინააღმდეგება სოლეტო ბორტის თეორიის იმგვარ ცალფა აღქმას, რომელიც ორდიო ნოროს დეტერმირირებული მიმდევრებისთვისაც კი წინასწარ განსაზღვრულობისა და არსებული მოცემულობის მკაცრად ჯერემო გრიოს იდენტიფიკაციასაც კი ვერ უწყობს ხელს, შეიძლება დამტკიცებულად ჩაითვალოს , რომ ზემოაღნიშნული სავლეს გაპავლება არ შეიძლება მივიღოთ ფაქტად, რადგანაც მიგი ეწინააღმდეგა ფაქტებს, ფაქტები კი როგორც ცნობილია თავად ლაპარაკობენ თავის თავზე.

ავტორი: მამა ოხროხინე
23.01.2013 21:53
ბატონო ემზარ,

ტარსუსელი სავლეს პიროვნების ფენომენში უდაოდ არსებობდა რელიგიური შრე (სხვათა შორის, ეს შრე მისი ერის ნოოფილოგენეზური მემკვიდრეობის კონკრეტულობით იყო გენერირებული).სავლესაც მასე ეგონა ,როგორც თქვენი თეორია ამტკიცებს,რომ რელიგიური რწმენა ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურს გაცილებული პიროვნების მოუცილებელი ასპექტი იყო, მიუხედავად იმისა არსებობდა თუ არა ღმერთი. და ისიც ეგონა,რომ ეს გარემოება ვერაფრით ვერ შეიცვლებოდა.სავლეს ეგონა,რომ მის რელიგიას(ფარისეველი გახლდათ,იმ დროს პრესტიჟული და საამაყო რელიგიის მიმდევარი) აქვს პასუხი ყველა კითხვაზე, რაც პიროვნების ფენომენის ამ აუცილებელი ასპექტის რეალიზაციას სჭირდებოდა,მაგრამ ერთხელაც ეს ქრისტიანების მდევნელი სავლე, დამასკოს გზაზე მიმავალი,უცნაურმა სინათლემ ცხენიდან ჩამოაგდო და ქვიშაში ცხვირით ჩაარჭო...მერე ამ სინათლის წყაროდან მშვიდი ხმა შემოესმა-სავლე,სავლე,რად მდევნი???

ამ დროს სავლეს დაავიწყდა, რომ წინა საფეხურების მიმართ კითხვის დასმა მხოლოდ იმის შემოწმებაა, როგორ აითვისა პიროვნებამ ეროვნული მემკვიდრეობის შესაბამისი ასპექტი, ანუ რომდენად სრულყოფილია მისი ნოოონტოგენეზის პროცესი და იცით რა უპასუხა? ---- დიახ უფალოო ასე უპასუხა......

ნოოფილოგენეზის აწმყო საფეხურის მიმართ დასმული შეკითხვების შემთხვევაში, საოცრად მოულოდნელი, ახალი ცოდნის გამომეტყველი პასუხი გასცა.

შემდეგ,ის რაც აქამდე სიმდიდრე ეგონა ნაგვად მიიჩნია ყველაფერი.და ოთხჯერ იმოგზაურა მაშინდელი მსოფლოს გარშემო ქრისტეს გასავრცელებლად....

ასეთი და მსგავსი შემთხვევები მილიონობით მომხდარა და დღესაც ხდება ბატონო ემზარ...

კლასიკური ფსიქოლოგიისთვის შეიძლება რაღაც დონეზე სამართლიანია თქვენი თეორია,მაგრამ ადამიანის ფსიქიკაში ხშირია ""კვანტური"" ))))) მოვლენებიც....))))

იქნებ თქვენშიც მოხდეს ეს კვანტური მოვლენები,არაა გამორიცხული ))))...ეგ მინდა და არა მეცნიერული კამათი თქვენთან )))



ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.01.2013 23:22
“naturali” და “მამაო ოხროხინე”, ჩემო ბატონებო, ყველაზე ძნელ გასაგები ფსიქიკურ სტიქიათა თეორიაში სწორედ ნოოფილოგენეზურ საფეხურთა ურთიერთმიმართების საკითხია.
შევეცდები განვმარტო. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია ეკუთვნის მეცნიერების სფეროს ფენომენია, ამდენად ის მეცნიერების პოზიციიდან აშუქებს რელიგიის მნიშვნელობასაც. მიუხედავად ამისა, დიდი უსამართლობაა ამ თეორიას ღმერთის უარმყოფელობა დავაბრალოთ, რადგან მისი დასკვნა რელიგიისთვის მეტად სასარგებლო. კერძოდ, ამ თეორიის მიხედვით, პიროვნების ფენომენში აუცილებელია რელიგიური შრის არსებობა (სხვათა შორის, რომელიც მისი ერის ნოოფილოგენეზური მემკვიდრეობის კონკრეტულობით გენერირდება). სხვაგვარად რომ ვთქვათ ამ თეორიის მიხედვით რელიგიური რწმენა ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურს გაცილებული პიროვნების მოუცილებელი ასპექტია, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ღმერთი. და ეს გარემოება ვერაფრით ვერ შეიცვლება. რელიგიას აქვს პასუხი ყველა კითხვაზე, რაც პიროვნების ფენომენის ამ აუცილებელი ასპექტის რეალიზაციას სჭირდება. მეცნიერება ამ კითხვებს არ დაუბრუნდება, რადგან თუნდაც ერთიდაიმავე სიტყვებით გამოთქმული კითხვითი წინადადების შინაარსი ნოოფილოგენეზის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაგვარად იდენტიფიცირდება. ე.ი. კითხვის სწორად დასმისთვის არ არის საკმარისი კითხვითი წინადადების სწორად გამოთქმა, აუცილებელია, ასევე, იმის მითითება თუ პიროვნების ცნობირების რომელი ნოოფილოგენეზური შრისგან მოელით პასუხს. შეგახსენებთ, რომ ნოოფილოგენეზის ყოველი წინა შრე მარად აქტუალურია პიროვნებაში. მაგრამ წინა საფეხურების მიმართ კითხვის დასმა მხოლოდ იმის შემოწმებაა, როგორ აითვისა პიროვნებამ ეროვნული მემკვიდრეობის შესაბამისი ასპექტი, ანუ რომდენად სრულყოფილია მისი ნოოონტოგენეზის პროცესი, მაშინ როცა ნოოფილოგენეზის აწმყო საფეხურის მიმართ დასმული შეკითხვების შემთხვევაში შეიძლება მოულოდნელი, ახალი ცოდნის გამომეტყველი პასუხი მიიღოთ.
იმის თქმა მინდა, რომ თუ რელიგიაზე დამისვამთ კითხვას და ეს კითხვა მიმართული იქნება ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურისადმი ჩემგან მიიღებთ ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის რეალიზაციის კონკრეტულობის პასუხს. ხოლო რელიგიის თემაზე ფსიქიკურ სტიქიათა თეორიაში წარმოდგენილი პასუხები ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ქმნადობის კონკრეტული გამოხატულებაა. ეს საფეხური მხოლოდ დადგა და დღეს მის საბოლოო სახის ხილვას ნუ მოელით.
პატივისცემით _ ე.ხ.

ავტორი: naturali
22.01.2013 17:33
მეტსაც გეტყვით მამაო ოხროხინე

პირველ საფეხურზე როცა ტოტემად ცხოველი ან ბუნების რაიმე ძალა ყავდა ადამიანს მისი გონება უკვე ეძებდა ხილული სამყაროს მიღმა თავისი არსებობის რაობას საკუთარ მეს მარტივ კავშირებს ხედავდა ბუნების ძალებთან
მეტ ახსნას ვერ პოულობდა

ანუ გაუთვიცნობიერებულად ეძებდა ღმერთს

მეორე მითოსურ საფეხურზე უკვე დაარქვა ღმერთი უფრო ძლიერი არსება აუხსნელი მოვლენების მბრძანებელი მაგრამ უიდეოოლოგიო ცხოვრების მკაცრად განსაზღვრულ წესებს ვერ აძლევდა და შინაარს რომ ვერ უხსნიდა

მოძებნა მაგრამ მცდარი და თანაც მოწყვლადი

ისევ აგრძელებს ძებნას

მესამე საფეხურზე შექმნა და ეკარნახა სამყაროს ახსნა საიდან მოდიოდა როგორ ეცხოვრა და საით მიდიოდა
ცხოვრების ფილოსოფია გინა რელიგია რომლის საფუძველი რწმენა იყო
რელიგიები ბევრი იყო
ანუ ჯერ კიდევ განაგძობს ძებნას და უკვე არჩევას რომელია ჭეშმარიტი

მეოთხე საფეხურზე მეცნიერებამ სულ დააბნია რადგან ვერც ერთი თეორია სამყაროს წარმოშვების ადამიანის გაჩენის სრულ ახსნას ვერ იძლევა და ახალი აღმოჩენები წინა მეცნიერულ დასკვნებს ხშირად ეწინააღმდეგება

ის რომ ადამიანი მეცნიერებით ცდილობს ღმერთის არარსებობა დაამტკიცოს ესეც ღვთის ძიებაა
მედლის მეორე მხარე

როგორ დამთავრდება ეს საფეხური და შემდგომ საფეხურზე გადასული კაცობრიობა წინა საფეხურზე დატოვებს ღმერთს თუ ახალი რელიგია მეცნიერება პირიქით დაარწმუნებს მის არსებობაში ვერ ვიტყვი

ის კი ვიცი რომ მთელი ცხოვრება რომელიც თუნდაც მეცნიერებამ ათასწლეულებად აქციოს
რომც არ იფიქროს სიკვდილის წინ მაინც ღვთის ხატება როგორც იმედი მინიმუმ მაინც მივა მასთან

ჩემი საყვარელი მწერლის მიგელ დე უნამუნოს პერიფრაზირებით ვიტყვი

რაოდენ ბოროტი უნდა იყო რომ ადამიანებს საუკუნო ცხოვრების იმედი წაართვა

ავტორი: მამა ოხროხინე საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.01.2013 14:50
რატომ ართულებთ ბატონო ემზარ ცხოვრებას?

თერმოდინამიკის მეორე კანონი ამბობს:ჩაკეტილ სისტემაში ენტროპია არ შეიძლება შემცირდეს.ეს ნიშნავს, რომ სისტემა მოწესრიგებული მდგომარეობიდან გადადის ქაოსურ მდგომარეობაში,ანუ სამყარო ფართოვდება და მიდის ქაოსისკენ და უწესრიგობისკენ,ახლა თქვენ სხეულს დახედეთ და ნახავთ რა წესრიგია და როგორი სიზუსტითაა შექმნილი...

რელიგიურ ტექსტებს კი არ გწერთ,ზემოთ მოყვანილ მეცნიერული ტექსტის ქმნადობა _ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაციისა მინდა მოახდინოთ როგორმე.

მეოთხე საფეხურის რეალიზაციის შედეგად დასვათ კითხვა მანდვე,ანუ მეოთხე საფეხურზევე, ყავს თუ არა ამ სამყაროს შემოქმედი?და თუ ყავს რა უნდა? ამხელა გონება და შესაძლებლობები რატომ დახარჯა სამყაროს შესაქმნელად?

არ ვიცი რომელ საფეხურზე შეიძინა,მაგრამ ადამიანს აქვს ინტუიცია და სინდისი.დადექით სარკის წინ და თქვით ხმამაღლა ღმერთი არ არსებობსთქო და ნახავთ, რაღაც გააპროტესტებს ამას თქვენში და ეს რაღაც თქვენი ინტუიცია და სინდისია...

ხოდა თუ არსებობს ეს დალოცვილი,დიდება მის ძალას და აბსოლუტურ გონებას!!!,როგორ გგონიათ მესამე საფეხურის რელიგიური ტექსტების წერით იყო დაკავებული კაცობრიობის განვითარების საკმაოდ გრძელ გზაზე?

მაგ თქვენს თეორიას უღმერთოობის სუნი უდის ბატონო ემზარ.

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.01.2013 00:11
რელიგიური ტექსტის ავტორის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი:რელიგიური ტექსტის ქმნადობა გამოხატულებაა ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის რეალიზაციის პროცესისა. ტექსტის ამ პროცესისგან აბსტრაგირებულად წარმოდგენა არ შეიძლება. პროცესის მამოძრავებელი ძალის იდენტიფიკაციაც ამა საფეხურის შესაბამისია და ასევე მოუცილებელ ასპექტად ახლავს ამ მოვლენას.
მზგავსად ამისა მითოსური ტექსტის ქმნადობა გამომხატველია ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის რეალიზაციისა, მეცნიერული ტექსტის ქმნადობა კი _ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაციისა.

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
20.01.2013 21:01
ამჯერად იერუსალიმიდან მოხმიანევ, ჩემო ბატონო, ჩემი წინა კომენტარის სტილი და იმ კომენტარზე თქვენი რეაქცია არის საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ აზრი ჯერ უნდა გადმოიცეს მაქსიმალურად ზუსტად, ლოგიკურად მკაცრად განსაზღვრული, დაზუსტებული მნიშნელობის ტერმინების გამოყენებით, და, მხოლოდ ამის შემდეგ, ადრესატის კითხვებზე პასუხის გაცემისას შეიძლება გარკვეული გამარტივებული და პირობითი ფორმულირებებით სარგებლობა. წინაღმდეგ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ ორაზროვნებას და თემიდან სხვადასხვა მიმართულემბებით გადახრებს. ამის გათალისწინებით თავს შევიკავებ ჩემი აღნიშნული კომენტარის შინარსის კომენტირებისაგან და ჩამოვაყალიბებ სათქმელს ზუსტი ფორმით.
“ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის” მიხედვით (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარება, “განწყობის შნაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე), ადამიანის გამომრჩეველი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელსაც პიროვნების ცნებით აღვნიშნავთ (ალტერნატიული დასახელება _ ნოოიდი) მიიღება ბიოსფეროს ინდივიდის შესაბამისი ფსიქიკური მდგომარეობიდან რევოლუციური (ნახტომისებური) გამოსვლის გამომხატველი გარდაქმნის შედეგად. პიროვნებად ინდივიდი ყალიბდება მხოლოდ ამ გარდაქმნისადმი დაქვემდებარების შედეგად. ეს გარდაქმნა, თავის მხრივ, შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: ბიოსფეროს ინდივიდის შემთხვევაში განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი მისი ოთხი მნიშვნელობის _ ოთხი “ფსიქიკური სტიქიის” (ოთხი დომინანტური ფსიქიკური კომპლექსის) აქტივობის შეუჩერებელი ციკლური მონაცვლეობით არის წამოდგენილი, ამ ციკლური პროცესის შეჩერება ანუ განწობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ოთხიდან ერთ–ერთი (რომელიმე ფსიქიკური სტიქიის) მნიშვნელობით მუდმივად დაფიქსირება. ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ოთხი თვისებრივი მოდუსით შეიძლება არსებობდეს. თავის მხრივ, აღნიშნული გარდაქმნით მიღებულ მდგომარეობას ანუ პიროვნებას ახასიათებს საფეხუროვანი განვითარება, რომელსაც ნოოფილოგენეზი ეწოდა. ნოოფილოგენეზის საფეხურები თვითონ პიროვნების მოცემულობის შინაარსის, პიროვნების არსის გამომხატველია. რელიგია არის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამოხატულება. ამდენად რელიგიური თვითგამოხატვა, რელიგიური ცნობიერება აუცილებლად კვადრომოდალურია და არის პიროვნების შინაგანი კონსტიტუციის შინაგანი არსის მოცემულობა.

ავტორი: მამა ოხროხინე საიდან გვწერთ: იერუსალიმიდან
18.01.2013 23:02
ღმერთის ერთადერთობა ხელს არ უშლის ღმერთის შესახებ ცოდნის, ანუ რელიგიების სხვადასხვაობას, რადგან ერთია საგანი მაგრამ სხვაა მისი აღქმის შედეგი.
----------------------------------------------------------------------

ბატონო ემზარ,ის რომ ერთ საგანს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს არ ნიშნავს ცოდნას ამ საგანის არსის და სტრუქტურის შესახებ.
თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ ყველა ცოცხალ არსებას ჩვენ ჩვენი მზე გვქონია,არადა მზე ერთია თავისი უნიკალური მასით,მაგნიტური ველით,ტემპერეტურული მახასიათებლით.ის რომ მზეზე არსებობენ შინაგანი მაგნიტური ველის ზონები და ეს ზონები აბრუნებს მზეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, თანაც პოლუსებთან გაცილებით – ნელა, ვიდრე ეკვატორთან.

მზისთვის აგრეთვე დამახასიათებელია აალება – მაგნიტურ ველში დაგროვილი ენერგია, მზის ზედაპირზე ტიტანურ აფეთქებებს იწვევს.

აქვს ასევე გვირგვინი – დიახ, მზეს აქვს გვირგვინი. ეს არის მზის შინაგანი ატმოსფერო და მზის ქარების წყარო. მზის ქარი სხვა არაფერია, თუ არა გაზი, რომელიც მთელ მზის სისტემას მოეფინება.

ასევე აქვს ტახოკლინი – ეს არის თხელი სასაზღვრო ზონა, რომელიც მზის სტრუქტურას ორ ნაწილად ყოფს. ის მუდმივად ცვალებადი და ცოცხალი ორგანიზმია.

ასევე მზეს აქვს ლაქები – მზის ლაქები ჩნდება იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ძლიერია მაგნიტური ველი. სწორედ ეს ლაქები გამოყოფს ყველაზე დიდ სითბურ ენერგიას.

ადამიანი არ ენდო თავის აღქმას და გაუჩნდა კითხვა. ნეტა როგორია მზე?როგორაა მოწყობილი?რა მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის? და ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეიძინა და დააგროვა ცოდნა.

თუ ადამიანის ინტერესი მზის მიმართ ბუნებრივი და გასაგებია,რატომ არ უნდა უნდა გაუჩნდეს მსგავსი ინტერესი ღმერთის მიმართ?.როგორია ღმერთი,რა თვისებები აქვს,რატომ შექმნა სამყარო,ადამიანი,ერები-შექმნა თუ არა გარკვეული მიზნით თუ არანაირი მიზანი არ ქონია როცა ქმნიდა.ვინაა ეს ღმერთი და რა უნდა საერთოდ ჩვენგან,იქნებ არც არაფერი უნდა?

საინტერესო იყო თქვენი აღქმა,სამყაროზე,ადამიანზე,ერებზე,მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა ცოდნა.ეს მხოლოდ თქვენი აღქმაა.ცოდნა ამ თემების შესახებ სხვა ნაშრომში დევს,რომელიც ათასწლეულების მანძილზე იქმნებოდა და დღეს დასრულებული სახე აქვს ))))

სხვათაშორის სერ ისააკ ნიუტონი გახლდათ ძალზე დაინტერესებული ამ ნაშრომით და წლების მანძილზე სწავლობდა ამ ნაშრომის ბოლო წიგნს, გამოცხადებას .)))

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
18.01.2013 13:16
ისევ ათონის მთიდან მოხმიანის საპასუხოდ.
ღმერთის ერთადერთობა ხელს არ უშლის ღმერთის შესახებ ცოდნის, ანუ რელიგიების სხვადასხვაობას, რადგან ერთია საგანი მაგრამ სხვაა მისი აღქმის შედეგი. მაგალითად მზე ერთია, მაგრამ მცენარისთვის მზე საკვების ნაწილია, ცხოველისთვის _ ორიენტაციის ალტერნატიული საშუალება (მაგ. ღამურა სინათლეს არ საჭიროებს); სოკოსთვის _ ყოვლად ასარიდებელი მაგრამ არაპირდაპირ კვების ფაქტორი, ღრმაწყლის ბინადართათვის და ზოგიერთი ერთუჯრედიანი ფორმისთვსი _ სრულიად უმნიშვნელო ფაქტორი.
რაც შეეხება მსოფლიო საზოგადოების ერთ სახელმწიფოში მოქცევას. დღეს მსოფლიო არის ერთიანი, რადგა 20–ე საუკუნის შუაწლებში დასრულდა უკანასკნელი ორი ცივილიზაციის _ თვითრეგულირებადი თვითორგანიზებული საზოგადოებრივი ერთობის (ალტერნატიული დასახელება _ ნოოცენოზი) ბრძოლა და მსოფლიო ცივილიზაციური ფაზების ცვლის პროცესს განიცდის თავის ერთიანობაში. მაგრამ საზოგადოების თვითორგანიზაციის აუცილებელი შუალედური რგოლის, რომელიც არის ერი (ალტერნატიული დასახელება _ ნოოსი) ოთხი თვისებრივი სახესხვაობით არსებობა ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო საზოოგადოების ერთობა არის მეორე რანგის სტრუქტურა ერების სიმრავლეზე. მსოფლიოს ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტის ფუნქცია ვერ გავრცელდება პიროვნებაზე, პიროვნებას საქმე ექნება მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციებთან.
და ბოლოს რელიგიის შესახებ: რელიგია პიროვნების აუცილებელი ასპექტია, როგორც მისი ფორმირების პროცესის (ნოონტოგენეზის ) მესამე საფეხურის გამოხატულება, რომელთანაც ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომი ერის, მათ შორის ქართველი ერის, წარმომადგენლების ზიარება უნდა მოხდეს 12 _ 16 წწ. ასაკში. ქართველისთვის რელიგია რჩება შინაგანი სამყაროს მაფორმირებელ აუცილებელ ფაქტორად, მაგრამ ზრდასრულ პიროვნებათა, რომლებიც არ მონაწილეობენ დასახელებული ასაკის მოზარდების აღზრდის პროცესში, ურთიერთობის მთავარი მოდუსის სტატუსი ეკუთვნის მეცნიერებას: ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე ერის მთავარი ფუნქციაა მეცნიერული ინფორმაციის წარმოება.

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
18.01.2013 12:44
სიამოვნებით გიპასუხებთ თქვენს კითხვაზე სიონის მთიდან მოხმიანე ბატონო.
ერთა კლასიფიკაციის პირობაა ფსიქიკურ სტიქიებად სახელდებული ოთხი დომინანტური კომპლექსი: “მართვის მანია”, ”ფორმის მანის”, ”ძლევის მანია” და ”ცხრომის (რელაქსაციის) მანია” (დასახელებებში ტერმინის “მანია” გამოყენება მათი დომინანტურობის ხაზგასმას ემსახუერბა). ებრაელი ერი ეკუთვნის “ერთა ფორმის მანიის კლასს”, იმავე თვისებრივ ტიპს, რომელსაც ეკუთვნის გერმანელი, ესპანელი, ჩინელი, იაპონელი, არაბი და სხვა არანაკლებ მძლავრი ერები. ებრაელი ერი ჩამოყალიბდა შუმერული ცივილიზაციის ელემენტად და სემიტების ახალი ტალღის შემოსევის შემდეგ ამ ცივილიზაციის ერთადერთ წარმომადგენლად დარჩა (შუმერული ცივილიზაციის ფაზების ცვლის პროცესი მხოლოდ ებრაელი ერის წარმომდგენ ეთნოსში გაგრძელდა). ქრისტეს წინ 2–ე ათასწლეულის მიწურულს ფილისტიმიელთა გავლენით მოხდა მისი ინტეგრაცია ეგეოსურ ცივილიზაციაში, თვისებრივი ტიპის შეუცვლელად. ეს მდგომარეობა დღემდე შენარჩუნებულია (შეიძლება ითქვას, რომ ის ისტორიული ასაკით ერთადერთი ბადალია ქართველი ერისა, თუმცა ნოოფილოგენეზური ასაკით სხვაობა მნიშვნელოვანია. იხ. ქვემოთ). საზოგადოდ, ეთნოსი (ისტორიული პოპულაციური ერტეული) შეიძლება დაექვემდებაროს ერთა ერთი თვისებრივი ტიპის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის მდგომარეობიდან ერთა სხვა თვისებრივი ტიპის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერობის მდგომარეობაში გადასვლას, ცივილიზაციური თვითრებულირების პროცესის გავლენით. ამის მაგალითია ელინური სამყარო, რომელმაც, შეინარჩუნა რა ეგეოსური ცივილიზაციის ბირთვის ფუნქცია სამ სხვადასხვა ფაზაში, ერთა სამი განსხვავებული ტიპის მნიშვნელობით იარსება: მიკენური ხანაში _ ძლევის მანიის კლასის ერად; 11–ე – 4–ე სს. ქრისტემდე, ცხრომის მანიის კლასის ერად; ქრისტეს შემდეგ 3–ე საუკუნიდან _ ფორმის მანიის კლასის ერად.
თუმცა, ელინური სამყაროსგან განსხვავებით, ებრაული ეთნოსი 4 ათასი წლის განმავლობაში განაგრძობს ტრანსფორმაციის გარეშე არსებობას, ამასთანავე, რომის მიერ ისრაელის სახელმწიფოს გაუქმების შემდეგ ებრაული ეთნოსისგან გამოყოფილი ელემენტი გახდა დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის, ცხრომის მანიის კლასის ერების ჩამოყალიბების მაინიციირებელი ფაქტორთაგანი: სხვა ერების სივრცეზე მცირე დიასპორებად გაფანტული ებრაელი ერისთვის საარსებო აუცილებლობას წარმოადგენდა მისი დიასპორების, როგორც უცხო გარემოში მოქცეული უცხო ელემენტის, თანაარსებობის დამშვებ გარემოდ ჩამოყალიბების ტენდენციის ინიციირება. ამ ამოცანის პასუხობდა ებრაული ეთნოსიდან (დიასპორებიდან) ემისირებული ელემენტი, ებარული დიასპორის უცხო გარემოსთან ადაპტორის ფუნქციით. ეს ელემენტი, როგორც ებრაელი ერის საარსებო პრობლემის საპასუხოდ ჩამოყალიბებული, მოიაზრებოდა (და მოიაზრება) ებრაელიე რის ნაწილად, თუმაცა, სინამდვილეში, ამ ელემენტის წარმომადგენელი პიროვნებები, აღნიშნული ფუნქციის შესაბამისად ჩამოყალიბებული ფსიქიკური მახასიათებლის მიხედვით, ეკუთვნიან ცხრომის მანიის კლასის ერს, დღეს მეტწილად _ ამერიკეელ ერს (ერის განმსაზღვრელია არა ეთნიკურ–ბიოლოგიური, არამედ ფსიქიკური ფაქტორი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელემენტი ნოოფილოგენეზურ განვითარებაში ასწრებს თვისთ ებრაელ ერს, რადგან ამ ელემენტის მონაწილეობით ჩამოყალიბებული, ცხრომის მანიის კლასის ჰოლანდიელი, ინგლისელი, ფრანგი და, განსაკუთრებით, ამერიკელი ერები, ორი საუკუნეა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის პროცესს განიცდიან, თვითონ ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერი კი თავისი ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე დაგას.

ავტორი: მამა ოხროხინე საიდან გვწერთ: სიონის მთიდან
17.01.2013 15:42
უაღრესად ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი ჩანხართ ბატონო ემზარ.უამრავი კითხვა გამიჩნდა და თუ დროს გამონახავთ იქნებ მიპასუხოთ.

სულ რამდენიმე აქსიომა გახდა საჭირო ევკლიდეს გეომეტრიის შესაქმნელად ანუ საკმარისია რამდენიმე აქსიომა და დანარჩენი ლოგიკის საქმეა...საქმე ისაა რამდენად შეიძლება ამა თუ იმ აქსიომის დაშვება და რამდენად დასტურდება ამ აქსიომების შედეგად მიღებული თეორია ცდით.ამიტომ მართალი გითხრათ პატივს ვცემ უფრო ფიზიკას, ვიდრე მატემატიკას.თუმცა ფიზიკაშიც არის კანონები,რომლებიც სამართლიანია გარკვეულ მანძილებზე,ამ მანძილების მიღმა კი სხვა კანონები მუშაობს.

ებრაელ ხალხზე მინდა გკითხოთ,თქვენი თეორიის მიხედვით რომელი სტიქიაა ამ ერის ძირითადი მახასიათებელი.როგორ მოახერხეს თითქმის 2000 წლიანი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა,და როგორ შექმნეს თანამედროვე სახელმწიფო.

მეორე კითხვა მაქვს ერთი ღმერთის არსებობის შემთხვევაში,გარდაუვალი ხომ არაა გლობალიზაცია და ყველა ერების ერთი მართველობის ქვეშ მოქცევის აუცილებლობა?

და მესამე გჯერავთ თუ არა :დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
უბრალო მებადურმა დაწერა?

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.01.2013 19:05
აგაშენათ ღმერთმა, _ კარგი შეკითხვის მოსმენას რა ჯობია?
"ნოოფილოგენეზის", "ერის" (ალტერნატიული დასახელება _ ნოოსი); "ერის ნოოფილოგენეზის საფეხურების", "ცივილიზაციის" (ალტერნატიული დასახელება _ ნოოცენოზი) და ა.შ. ცნებების მეცნიერული (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სათანადო) დეფინიციები არის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითრებით მიღებულ "ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის" (ალტერნატიული დასახელება _ მენტალური ელემენტების თეორია) შედეგია. მაქვს პატივი მის ავტორად წარმოგიდგინოთ თავი. მეცნიერული სიზუსტე დადასტურებულია უნივერსიტეტის გამომცემლობის ერთი ბროშურით (1997წ.),ერთი სოროსის გრანტით (1998 წ.) პირველი მონოგრაფიით "ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია" (2004 წ.); მეორე მონოგრაფიით "ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა" (2011 წ. ელექტრონული გამოცემა), ამ თეორიის საფუძველზე დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია (2012 წ.). ასევე დაახ. 7 საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებებით და სამეცნიერო პუბლიკაციებით; პოპულარული (რამდენადაც შესაძლებელია) პუბლიკაციების ნახვა შეიძლება for.ge -ს საიტზე ჩემს საავტორო ბლოგში.
რაც შეეხება ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ფაქტს, ეს დასტურდება ქართული სამეცნიერო (ფსიქოლოგიის მათემატიკის, ფიზიკის; ფსიქიატრიის; ბიოლოგიის, ენათმეცნიერების ...) სკოლების არსებობის ფაქტით.
შევნიშნავ რომ მოცემულ საფეხურზე წინა საფეხურები არ კარგავენ მნიშვნელობას, თუმცა მათი ფუნქცია შეზღუდულია აღზრდის სფეროთი
რაც შეეხება ბიბლიის წაკითხვას, უნდა ითქვას, რომ არსებობს ბიბლიის წაკითხვის ოთხი ურთიერთზე დაუყვანადი ვარიანტი, განწყობის ოთხი ფუნდამენტური სახესხვაობის ანუ ერთა ოთხი თვისებრივი ტიპის სათანადოდ. ყველა ერი მისი ახალი თაობის აღზრდაში გამოიყენებს (იყენებს) ნმისი თვისებრივი ტიპის შესაბამის წაკითხვას. ეს არ არის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამომრჩეველი მახასიათებელი: ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეც გვაქვს ერთმანეთზე პრინციპულად არა დაყვანადი ოთხი მიდგომის რეალიზაციის შესაძლებლობა: ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს: უზნაძის განწყობის თეორია; გეშტალტფსიქოლოგია; მარქსისტული ფსიქოლოგია. ამგვარივე მნიშვნელობით განსხვავებული მიდგომების მაგალითებია: ჰაიზენბერგის ფორმალიზმის, ფეინმანის ფორმალიზმის ; დირაკის (სიმეტიის ჯგიფების) ფორმალიზმი. კონკრეტულ ტექნოლოგიური ამოცანის გადაწყვეტაში მონაწილეობს ოთხივე მიდგომა მაგრამ ამგვარად გადაიფარება სინამდვილის მხოლოდ ნაწილი. მიდგომათა ოთხეული ქმნის სრულ სიმრავლეს, რომლის მეშვეობითაც, თანდათანობით ფართოვვდება ასე ნაწილ-ნაწილ გადაფარული არე სინამდვილისა.

სხვათა შორის, ამ საიტისთვის გამოგზავნილი მაქვს წერილი ტენუარის თემაზე, რომელშიც მეტი კონკრეტულობით არის ეს საკითხები წარმოდგენილი. მადლობელი ვიქნები თუ გამომიქვეყნებენ.

ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: თბილისი
15.01.2013 03:45
...,,ბიზანტიისა და რუსეთის, როგორც ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ქვეყნების ისტორიები კი, ამის საწინააღმდეგოდ, ნიმუშია რელიგიური ფანატიზმისა და „მწვალებლობასთან“ დაუსრულებელი ბრძოლებისა, რომელთან შედარებით კათოლიკური ინკვიზიცია, რომელიც მთელი თავისი სისასტიკით რეფორმაციის, ანუ პროტესტანტული მოძრაობების შიშით ამოქმედდა, რელიგიური მსოფლმხედველობის ბოლო გაბრძოლება იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის ჰეგემონიური როლის შენარჩუნებისათვის, რამდენადაც დოგმებისგან გათავისუფლებული და გონებასა და მეცნიერულ არგუმენტებზე დაფუძნებული აზროვნება ეკლესიის უსაზღვრო ძალაუფლების აღსასრულს მოასწავებდა.''....წერე რა ადამიანურად. ,,აი ია''არ გისწავლია?!..ეკლესია და მართლმადიდებლობა ყველას ისე ესმის რა დონეზეც თავად არის განვითარებული...მას ჩიხში და სიბნელლეში არავინ მიჰყავს,თუ თავად ადამიანმა არ შეაბოტა აზროვნების არქონის გამო

ავტორი: მამა ოხროხინე საიდან გვწერთ: ათონის მთიდან
15.01.2013 01:25
ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
14.01.2013 10:46
უფფფ აშენდა თქვენი ოჯახი ბატონო ემზარ!!! :) ყველაფერი გასაგებია, :) ;) მაგრამ ქართველი ერი,რომ თავისი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეა, ეს ვინ და სად დაამტკიცა, ამასაც თუ გვეტყვით მადლობელი დავრჩები თქვენი .

ისე როგორ ფიქრობთ ბიბლიაში რაც წერია, ის რომ ვირწმუნოთ,წავიკითხოდ,ვიქადაგოდ და შევეცადოთ ქრისტიანები,ქრისტეს მიმდევრები გავხდეთ, უკეთესად თუ იქნებოდა ჩვენი საქმე??

ავტორი: ალექსანდრე მურაშკინი საიდან გვწერთ: თბილისი
15.01.2013 00:48
Образец либерального фундаментализма с типичным неглубокомыслием.

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
14.01.2013 10:46
ზოგიერთი კომენტარის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სხვა საქართველოც არსებობდეს, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს და ჯგუფიდან გამოყოფა ტრაგედიაა ინდივიდისთვის: _ მე უკვე თითქმის ხუთი ათეული წელია ვცხოვრობ ამ ქვეყანაში და ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში სხვისი აზრისადმი დამორჩილება მომიხდა. მეცნიერებაშიც, თუმცა თავს ვთვლი დიმიტრი უზნაძის სკოლის წარმომადგენლად, სრულიად ახალი მიმართულებით განვავითარე მის მიერ აღმოჩენილი მიდგომა. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ვერსად იპოვით უზნაძის თეორიის იმდენ უარმყოფელს (უარყოფის მცდელობით თავმომწონეს) რამდენიც საქართველოშია. სინამდვილეში ჩვენს საზოგადოებაზე უფრო არაკონსოლიდირებული, საერთო ინტერესზე მგრძნობელობას ასე მოკლებული, უფრო დაქსაქსული საზოგადოების წარმოდგენა შეუძლებელი მგონია. და ეს თანამედროვეობის მოტანილი კი არა, ფუნდამენტური მახასიათებელია ჩევენი ერის. ამს ადასტურებს, თუნდაც, კუთხური დიფერენციაციის სტაბილურობა, ქართული პოლიფონიის ტრადიცია და მთელი ისტორია
მიუხედავად ამისა, ქართულ საზოგადოებას, როგორც ერთი ერის წარმომდგენს, ახასიათებს მისი ამგვარად (ერთ ერად) იდენტიფიკაციის განმსაზღვრელი მახასითებელი. მათ შორის უნდა დასახელდეს, ზემოთ აღნიშნულილი, განსხვავებევბისკენ მისწრაფებაც და (რაც უახლესი კვლევის შედეგია) არსებითი პიროვნული მახასიათებლის ტრანსფარაციის აკრძალულობა და არაარსებითი მახასიათებლების გარეგნული თვითგამოხატვის შეუზღუდველი ვარიაბელურობა.
იმის თქმა მინდა, რომ ქართული ეკლესიის ტარანსპარატული (ეგზოთერული) ასპექტის კრიტიკა ვერაფერს გეტყვით ქართველი ერის რელიგიური თვითგამოხატვის რაგვარობის შესახებ: ბიზანტიური რელიგიური ინსტიტუცია მხოლოდ გარეგნული საფარველია ჭეშმარიტი ქართული რელიგიური თვითრეალიზაციისა (ის, ამ როლში, მცირე ხნით ჩანაცვლებული იყო რუსულით). ამ გარეგნული ატრიბუტის გულმოდგინედ დაცვას ორი გამართლება აქვს:
1) ის საუკეთესო გარეგნული საფარველია დაფარვის ობიექტისა (ყოველი გარეგნული საფარველი როდია გამოსადეგი დაფარულის უვნებლად სატარებლად), რადგან ქრისტიანობის კაპადოკიური კერის (რომლის მემკვიდრეც არის დაფარულ–არატრანფარატული ქართული ქრისტიანობა) გავლენით ბიზანტიური რელიგიური ინსტიტუცია, სწორედ ამ ფუნქციით შეიქმნა;
2) ქართველი ერის თავისი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეა (აქ ვერ ავცდებით სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებას), ამდენად, რელიგიის, როგორც ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამოხატულების, თემაზე კამათი ქართველი ერის შემთხვევაში, დღეს უკვე ანაქრონიზმია და, ამდენად, ქართველთა ახალი თაობების აღზრდაში (ქართველ პიროვნებათა ნოოონტოგენეზში) ნოოოტოგენეზის მესამე საფეხურის რეალიზაციაში გარეგნული (მხოლოდ გარეგნული) თვითგამოხატვის პრაქტიკისთვის უალტერნატივოა ქართული ეკლესიის მიერ დღემდე შენარჩუნებული საჯარო ხვთისმსახურების მოდელი.
მინდა დავამთავრო შეგონებით: “რომ იბრძოლო, უნდა იცოდე რას ებრძვი”.

ავტორი: ანონიმი
13.01.2013 22:23
რა გითხრათ იცით? ეზოპე მონა იყო და მისი ულიბერალესობა მიხეილ ნანეიშვილი თავისუფალია მაგრამ კაცობრიობა უფრო ეზოპეს აფასებს.

ავტორი: GERMANE
13.01.2013 13:25
ავტორი: vakho საიდან გვწერთ: kutaisi
11.01.2013 21:43 "

ვახო, ბუბლიკმა კულიჩი გამახსენა, ბებიაჩემს მოჰქონდა ქუთაისის ბაზრიდან ხოლმე, მე უფრო მიყვარდა, რადგან ბუბლიკმა არაერთხელ დამამტვრია კბილები, კულიჩი კი ..... ვაახ რა იყო....

ბიძი, მოგვეცი ძველი ბედნიერება, დაგვაბრუნე რა უკან, რააააა, ნუ მოგვანატრე კულიჩები და ბუბლიკები.

ავტორი: ანონიმი
12.01.2013 22:49
საბჭოთა დემოკრატიულმა ეთიკამ საბჭოთა სამხედრო ჩეკისტური მანქანის და მაფიის დახმარებით ხო კარგა გადახნა საქართველო და დაჯიჯგნა ქართველობა ერთმანეთზე გაბოროტებული და სულ მცირე ნერვიულად დაინვალიდებული არსებების ჯგუფებად და აბა ჰე, მიადექით ეხლა იმას რაც ადამიანის სიყვარულსაც ქადაგებს. ბრავო ბის ბატონო.

ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: ოთახიდან
12.01.2013 10:39
კარგია! კითხვა: რა არ არის თავისუფლება? პასუხი ერთია - კოლექტივიზმი, სადაც ადამიანთა უმრავლესობა, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. კოლექტიური აზროვნება უკვე, თავისთავად, გამორიცხავს ინდივიდუალიზმს; სწორედ ის წარმოადგენს უმრავლესობის ინდივიდებზე დიქტატის საფუძველს; ის აიძულებს ადამიანებს გაერთიანდნენ ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში, სადაც გარანტირებულია კომფორტული და უპასუხისმგებლო არსებობა. ერთი სიტყვით, კოლექტივში მისი წევრი, ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი - საკუთარ ჯოგში. ასეთია ტოტალიტარული ანუ ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებული საზოგადოების თავისებურებანი :)

ავტორი: vakho საიდან გვწერთ: kutaisi
11.01.2013 21:43
ტიპიური ბოლშევიკურ- ათეისტური სტატიაა. დიდი ბუბლიკი:)

ავტორი: mal dive საიდან გვწერთ: tbilisi
11.01.2013 14:59
ძალიან საინტერესოა? მაჰმადიანებზე რაღას იტყვის ავტორი? თუ მარტო ქართველი მართლმადიდებლები სცოდავენ ამ კუთხით?:))))))))))

ავტორი: ჯონი (შიოლაანთბიჭი) საიდან გვწერთ: თბილისი
11.01.2013 10:46
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიებს და ღმერთს არ ვცნობ, სტატიამ გამაღიზიანა... ტიპიურ კარიერისტს ვხედავ, რომელსაც ასეთი კვერის დაკვრებით ევროპა/აშშ-ი რაიმე პროგრამაში მონაწილეობას უნდა გამოკრას ხელი (სტიპენდია, გრანტი).

რაც შეეხება მართმადიდებლობას - უპირობო რეფორმაციაა საჭირო. სამწუხაროდ, მოაზროვნე ხალხს არ აქვთ გამბედაობა კონსტრუქციულად დაუპირისპირდნენ საპატრიარქოს... მათ მარგინალური პოზიცია ურჩევნიათ, ეს უზრუნველყოფს მათ თავშესაფარს დასავლეთში, გრანტებს, სტიპენდიებს...

არადა, ძალიან მარტივია მართმადიდებლობის, როგორც არასწორი ქრისტიანობის მხილება.. არ ვარ თეოლოგი, მაგრამ ამას მივხვდი სათანადო ლიტერატურის კითხვით...

მოკლედ თქვენი იმედი არ მაქვს ამ საქმეში. თქვენ არ ხართ გამბედავი ხალხი. არც სხვა ადამიანები გიყვართ. თქვენ ქართულ რელიგიას "თხრით" პირადი წარმატებისთვის და არა ხალხის სიყვარულის გამო... ვაქებდეთ მას, რომელიც ადამიანების სიყვარულის გამო დაიწყებს რეფორმაციას! საქართველოში მოხდება რეფორმაცია! ამას უნდა შეუწყოს ხელი დასავლეთმა და არა თქვენნაირი მხდალი კარიერისტი მატერიალისტის წარმატებას!

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისი
11.01.2013 00:37
ავტორს მინდა ვკითხო:
_ დავუშვათ რომ ქართული ეკლესია მტერია თავისუფლების, როგორც ის აღნიშნავს მისი წერილის ბოლოს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის (ქართული ეკლესია) თავის დანიშნულებას ღალატობს? იქნებ არა თავისუფლება, არამედ სხვა კტეგორია (როგორიცაა მაგ: მოვალეობა, თანასწორობა, უფლება, თანხმობა . . .) უნდა იყოს მისი ზრუნვის საგანი?

ამ კითხვის აზრის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ასეთ მაგალითს:
– ცოცხალი ორგანიზმი მისი ორგანოების სისტემური ერთიანობაა, თითოეული მათგანის შინაგანი კონსტიტუცია (უჯრედების ტიპი და მათი კავშირის ხასიათი) მისივე ფუნქციითაა განსაზღვრული დ, შედეგად, რადიკალურად ურთიერთგანსხვავებული შეიძლება იყოს; მაგალითად, სისხლის უჯრედებისთვის აუცილებელია მთელს ორგანიზმში თავისუფლად გადაადგილების, დაცალკევებულობის და სხვა ქსოვილებში მაღალშეღწევადობის უნარი, ხოლო ჩონჩხის, როგორც საყრდენი სისტემის, უჯრედებს ეს თვისებები არაფრად გამოადგებათ, მათთვის აუცილებელია მყარად უთიერთშეკავშირების უნარი.
ანალოგიურად ამისა, თუ მსოფლიო საზოგადოებას ორგანულ მთელად წარმოვიდგენთ (აქ უჯრედის ანალოგია პიროვნება) მაშინ ეროვნულ საზოგადოებებს, როგორც მის ფუნქციურ ნაწილებს (ორგანოების ანალოგები), შეიძლება რადიკალურად განსხვავებული კონსტიტუცია მოეთხოვებოდეთ.
ამდენად ხომ არ აშავებთ ე.წ. დასავლური ღირებულებების საქართველოში ძალდატანებითი დანერგვის დაბეჯითებულ მცდელობაში მონაწილეობით?

_ გიფიქრიათ ამაზე?

კეთილი სურვილებით _ ე. ხვიჩია

ავტორი: ანონიმი
10.01.2013 13:20
საბჭოთა დემოკრატიული ეთიკა-გორბაჩოვ-შევარდნაძის მოსკოვში გაბატონების შემდეგ მარტო რუსეთში ყოველწლიურად 200 000 კაცი იკარგება. უმრავლესობას კლავენ და ზოგი თითქოს უბედურ შემთხვევებს ემსხვერპლება ხოლმე. ასეთია ცნობილი ჟურნალისტი დევიდ სატერის მონაცემები. ხოდა ამას წინ მონათლული შევარდნაძის და მისი თანამოაზრეების ეთიკასაც მიხედეთ გეთაყვა.

ავტორი: ანონიმი
10.01.2013 03:33
ის საზოგადოება რომელიც საბჭოთა მაფიოზებს როგორც დემოკრატებს პანთეონში კრძალავს ჯერ ვერ გაიგებს ათ მცნებასაც. იცოცხლეთ. ჯერ ის უნდა ისწავლონ რომ ქურდობა, ყაჩაღღობა და მამაძაღლობა ცუდია.

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისი
10.01.2013 00:47
ავტორის დიდი ნაკლია თემის რეალური მდგომარეობის კონტექსტიდან ამოგლელეჯილად წარმოდგენა. წერილი არა ობიექტური ანალიზის მცდელობის არამედ შეკვეთილი სამუშაოს შთაბეჭდილებას ტოვებს.

ქართულ ეკლესიას, დასავლეთის ქვეყნებში დღეს არსებული რელიგიური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მისთვის არაბუნებრივი ფუნქციის ტარება აწევს ტვირთად,, რასაც სწორედ მისი წინამძღოლის წყალობით ართმევს თავს. საქმე ისა, რომ ე.წ. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები ქართველი ერის დაჩქარებულ თვისებრივ ტრანსფორმაციაზე გამიზნულ გარეგანი ზეწოლის გამტარებელ მექანიზმად იქცა, ჩვენი ერის თავდაცვითი რეაქციის ინსტიტუციურ ბაზისად ქართული ეკლესას ალტერნატივა ვერ მოეძებნა. მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც შეეძლო უკეთესად გამოეხატა და დაეცვა ერის ინტერესები, აღნიშნული გარეგანი ზეწოლის შედეგად სრულიად დეზიტეგრირებული აღმოჩნდა, ისე რომ მისი ნარჩენების დაცვაც ეკლესიას მოუხდა. ამდენად ქართულ ეკლესიას ეკუთვნის არა ლანძღვა არამედ დიდი მადლობა ამ მძიმე ტვირთის ტარებისთვის. ეკლესიის ამგვარი ამაღლებული სტატუსი მისი წიაღს ანგარებისმაძიებელთთვის მიმზიდველს ხდის. მაგრამ მათი არსებობა ეკლესიის გმობის არგუმენტად ვერ გამოდგება. როცა მოიხსნება გარეგანი ზეწოლის წნეხი, ან თუ სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტი იკისრებს ქართველი ერის ინტერესების დაცვის ფუნქციას, ქართულ ეკლესიას თავისი ჭეშმარიტი ბუნების გამოვლენის საშუალება მიეცემა. დღეს კი დიდი უგნურებაა ჩვენი ერის თვისებრივ ტრანსფორმაციაზე გამიზნული გარეგანი წნეხის მოქმედებაზე თვალის დახუჭვა.
სხვათა შორის ამ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად გამოგზავნილი მაქვს წერილი, რომელშიც რელიგიური და სამეცნიერო ინსტიტუციების ურთიერთმიმართების საკითხიცაა წარმოდგენილი, პირველ მიახლოებაში. იმედი მაქვს რომ გამოქვეყნდება.
კეთილი სურვილებით _ ე. ხვიჩია

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: demokratis shuquridan
09.01.2013 19:44
საინტერესოა რა ღირდა ეს სტატია?? როგორც ფულადი ასევე კარიერული შეფასებით

აბა თქვენ იცით ბევრს ნუ იცელქებთ ლიბერასტული სათამაშოებით

ავტორი: ნუციკო საიდან გვწერთ: თბილისი
08.01.2013 22:53
გიორგი, ისევ მადლობა, ისევ კარგი წერილისათვის! :)

ავტორი: ანონიმი
08.01.2013 20:53
დამშვიდდით, ამბობენ რომ ბურების მერე ეხლა სიკხები მოდიან და მალე სიკხური ეთიკა და ყველაფერი ოკეი გექნებათ !!!

ავტორი: nunu საიდან გვწერთ: kai adgilidan
08.01.2013 17:59
საინტერესო სტატიაა და ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ ჩემი აზრით სტატიას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რადგან არ არის ნათელი კონკრეტულად რაზე საუბრობთ? როგორ განსაზღვრავთ "მართლმადიდებლურ ეთიკას"? ჩემი შთაბეჭდილებით, თქვენი სტატიის მთავარ თემად ერთს ასახელებთ, რეალურად კი სულ სხვა თემაზე წერთ - კერძოდ, თანამედროვე ქართულ ეკლესიაზე და იმ დოგმებზე, რომელიც ამ ეკლესიამ (together with its folks) მიაწერა მართლმადიდებლობას. ეს უკანასკნელი და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება სრულიად განსხვავებული საკითხებია, ამიტომ, ჩემი აზრით (რომელსაც არავინ მეკითხება, მარა მაინც :D) სტატია უფრო საინტერესო იქნება, თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევთ :)

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: შორიდან
08.01.2013 15:35
მოკლედ, ჯეელი მოკვდება და სამოთხეში მოხვდება. იქ სამოთხის გიდი შესთავაზებს, რომ აქაურობას დაგათვალიერებიებ და აგიხსნი სიტუაციასო.

მიდიან სამოთხის ბილიკზე და შენიშნავენ მლოცველებს. ჯეელი ეკითხება, ესენი ვინ არიანო. გიდი პასუხობს, ესენი კათოლიკები არიანო. გაივლიან რაღაც მანძილს და კიდევ შენიშნავენ მლოცველებს. ესენი ვინღა არიანო. გიდი ისევ პასუხობს: ესენი პროტესტანტები არიანო.

ცოტა ხნის შემდეგ შენიშნავენ სახლს შიგნით კი ვიღაცეები ლოცულობენ. გიდი ჯეელს ეტყვის: აქ ჩუმად იყავი, უხმაუროდ გავიაროთო. გაუკვირდება ჯეელს და იკითხავს: ესენი ვინღა არიან და ჩუმად რატომ უნდა გავიაროთო.

გიდმა უპასუხა, ესენი მართლმადიდებლებეი არიან და ასე ჰგონიათ, რომ აქ მარტო ეგენი არიან, ხელს ნუ შეუშლიო.

ავტორი: ანონიმი
08.01.2013 13:55
ვისაც თქვენ აგინებთ ზუსტად ისეთივე მართლმადიდებლები არიან როგორც თქვენ დემოკრატები. ხოდა გისურვებთ საქართველოში ნამდვილი დემოკრატების და ნამდვილი მართლმადიდებლების ისევ გამოჩენას.

ავტორი: დავითი
08.01.2013 06:14
გიორგის და გერმანეს პოსტებს გადავხედე და რაღაც უკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდა.არამგონია მართმადიდებლურ,კათოლიკურ და პროტესტანტულ მიმდინარეობებს შორის დიდი განსხვავება იყოს,ყველა ეს მიმდინარეობა თავისი არსით იუდაიზმის წიაღიდან წარმოიშვა და შევეცდები ავხსნა რატომ.

იუდაიზმი ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს.

1.ძალაუფლების იერარქია,ანუ სამღვდელოება -რიგითი მრევლი
2.მატერიალური ტაძარი
3.მატერიალური კურთხევა

ყველა ეს პრინციპი შენარჩუნებულია როგორც კათოლიკურ და მართმადიდებლურ,ასევე პროტესტანტულ მიმდინარეობებში.

მიუხედავათ იმისა რომ პროტესტანტებმა გახსნეს ბიბლია,რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში დახურული იყო უბრალო ადამიანისთვის და ჩვეულებრივ მოკვდავებს მიეცათ საშუალება უშუალოდ წაეკითხათ წმინდა წერილი,სისტემა უცვლელი დარჩა.ადრე თუ რომის და ბიზანტიის ეკლესიების ხელში იყო "ადამიანთა სულები",პროტესტანტიზმმა შექმნა ახალი ძალაუფლების ცენტრები,ანგლიკანური,ლუთერიანული სახელმწიფო რელიგიები,ასე რომ ძალაუფლებას მოწყურებულმა "სამღვდელოებამ",წუთისოფლის მეფეებთან მეძაობა მაინც ვერ მოშალა.კვლავ არიან მწყემსები და არიან რიგითი ცხვრები.)))

რაც შეეხება მორალს და ეთიკას.ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ გაუნათლებლობასთან,რწმენის არარსებობასთან,ან ცრურწმენასთან გვაქვს საქმე.ჩვენ ხომ ჯერ წარმართულ რიტუალებს ვერ გადავეჩვიეთ.სალოცავში ცხვრის დაკვლა და მსხვერპლშეწირვა საქართველოს გარდა არცერთ მართმადიდებლურ აღმსარებლობაში არ ხდება.ამიტომ ჩვენ უფრო წარმართები ვართ ვიდრე მართმადიდებლები.რუსეთშიც კი რაღაც დონეზე ქადაგებენ უფლის სიტყვას.იწერება თეოლოგიური ნაშრომები,იბეჭდება წიგნები,რაღაც მინიმალურ განათლებას აძლევენ სასულიერო სემინარიაში,ჩვენთან სრული სიბნელეა.გადასული არიან პოლიტიკაზე,ფულის კეთებაზე და აბსურდულ რიტუალებზე.

ქრისტიანი კუთვნილებას ნიშნავს და ქრისტეს მიმდევრებს,მის მოწაფეებს დაარქვეს.ის ვინც კეისარს ეკუთვნოდა და მისი მიმდევარი იყო “კეისარიანოსს” უწოდებდნენ. ქრისტიანისთვის ქრისტეზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს.
პავლე მოციქულმა სასწაულები გააკეთა ანტიოქიაში,ადამიანებმა იფიქრეს ეს კაცი კი არა ღმერთი ჩამოვიდა ზეციდანო და თაყვანისცემა დაუწყეს,ის ადგა და ტანზე შემოიხია,რას ამბობთ ხალხო მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ,მე ნუ მიჩოქებთ,ღმერთს ეცით თაყვანიო.ამიტომ ნამდვილი ქრისტიანი ცრუ კერპებს არ ქმნის.

ისე დემოკრატიის ასაშენებლად ქრისტე და ქრისტიანობა სრულებითაც არაა აუცილებელი,ამისთვის კონფუციც საკმარისია.))) სამხრეთ კორეა,იაპონია,ტაივანი ამის ნათელი მაგალითებია....

ავტორი: ანონიმი
07.01.2013 21:17
ყველაზე კარგი ეთიკაა ეტაკოთ პოსტსაბჭოთა სამხედრო-ჩეკისტურ მანქანასთან და მაფიასთან ერთად საქართველოს ნარჩენებს და მოსპოთ ისინიც. მორჩა,აღარ გექნებათ სადარდებელი.

ავტორი: GERMANE
07.01.2013 20:44
ბატონო გიორგი (ლებანიძეს მივმართავ),

ქრისტეშობას გილოცავთ თქვენ, ამ ბლოგის ავტორს და ყველას.

მინდათ გამოგეხმაუროთ და არ გამიგოთ გამოსარჩლებად ვინმესათვის.

მე მგონი, თქვენ სტატიის მთლად ძირითადი აზრი ვერ გაიგეთ სწორად.

რათქმაუნდა არსებობს მართლმადიდებლური ეთიკა, ზოგადად, ისევე როგორც, თქვენი ცამონათვალისა არ იყოს, ქურდული ეთიკაც არსებობს.
აქ, მე ასე გავიგე პიროვნულად, რომ საქმე ეხება შემდეგს: არ არსებობს საერთოდ მართლმადიდებლური (ალბათ ქართული, მე ასე ვფიქრობ!) რელიგია, როგორც ასეთი არც ფილოსოფია და არც აზროვნების, ცხოვრებისა თუ ქმედების ნაკრები, ამგვარი დოგმატიკა არ არსებობს საერთოდ და როგორ იარსებებს იმის ეთიკა, რაც არ არასებობს?
არსებობს მართლმადიდებლური პიროვნების კულტი - პიროვნების კულტს კი ეთიკა არ სჭირდება.
არ არსებობს სტალინიზმის ეთიკა.
არ არსებობს ალიევის სისტემის ეთიკა აზერბაიჯანში.
ახლახან საქართველო აყალიბებს სახელმწიფო სისტემას, რომელიც ასევე ეთიკას სრულიად ზედმეტს გახდის.
რამეთუ...
როცა ერთი პიროვნება წყვეტს კარგსა და ცუდს, მის გემოვნება- აზრზეა ყველაფერი დამოკიდებული - აქ ეთიკა სრულიად ზედმეტია და ხელისშემსლელია.

ქურდულ სამყაროშიც კი არ იყო ასე - იყო კანონი, დაუწერელი, სიტყვა-სიტყვით და ქურდიდან ქურდზე გადაცემული, მცირედი ინტერპრეტაციებით და მაინც საფუძველში და არსში ერთიანი.

აი ასეთი რამ არ გააჩნია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას - იგი გახდა პიროვნების კულტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კათოლიკებზე მეტად ფართოდ უნდა ვაზროვნებდეთ (თეოლოგიურად ვგულისხმობ!) წესითა და რიგით.
საპირისპირო კი ხდება - ქართული მართლმადიდებლობა ემსგავსება უგუნურებისა და უმეცრების პროპაგანდას იმ მიზნით, რომ ერთადერთი მოძღვარია ის, ვინაც უნდა იფიქროს ავკარგზე და ამ მოძღვრის მოძღვრობას კიდე ერთი პიროვნება წყვეტს.

კიდევ ერთხელ, ბედნიერი შობა ახლისა და სასიამოვნოსი ყველას.

ავტორი: რემბო
07.01.2013 17:45
გავა წლები, მიაგდებენ მართლმადიდებლობას ბალკანეთში,ეთიოპიაში, საბერძნეთში, რუსეთშიც კი, და მაშინ იქნება საქართველოს გაბრწყინების მწვერვალი, მარტოდ-მარტო რო დარჩება მფლობელი ამ წუმპისა,მისი სიამაყე უსაზღვრო გახდება, და ისევ ,,რაც კარგები,მხოლოდ ქართველები ვიქნებით",და ფეოდალურ წყობას პროგრესიულად გამოვაცხადებთ !

ავტორი: გიორგი ლებანიძე
07.01.2013 05:18
სტატიის სულისკვეთება ისაა რომ მართლმადიდებლობა არის ბნელი და ანტირაციონალური ძალა რომელიც არათუ აახლოებს არამედ აშორებს საქართველოს დასავლური ცივილიზაციისაგან. ამაში ვეთანხმები, თუმცა მაისურაძის სტატიის არგუმენტები რბილად რომ ვთქვათ პრობლემატიურია. თურმე - არა არსებობს მათლმადიდებლური ეთიკა (მიუხედავად ამისა სტატიის ბოლოში გვთავაზობს მის ხალხურ ვარიანტს) და ეს იმიტომ რომ ეთიკა რაციონალურ არგუმენტირებას გულისხმობსო. ამ შემთხვევაში ავტორი ურევს ერთმანეთში ეთიკას და მორალს, უფრო სწორად მორალის იმ გაგებას რაც განმანათლებლობის პერიოდში განვითარდა და რომლის ყველაზე დახვეწილი ფორმას კანტი გვთავაზობს. ეს სწორედ მორალის შემთხვევაშია რომ არსებობს იმპლიკაცია (გულისხმობა) რაციონალური სადისკუსიო სივცის. რაც შეეხება ეთიკას, ეს უბრალოდ გარკვეული ტიპის თანმიმდევრული ყოფიტი ჩვეულებებია რომელიც თავარ არისტოტელის განმარეტებითაც არ ექვემდებარება არათუ რაციონალურ დასაბუტებას (ჯასტიფიკაციას) არამედ თეზისებად ფორმულირებასაც კი. ასე რომ არსებობს არა მარტო პროტესტანტული, ბიზნეს, გარემოსდაცვითი, ქურდული, ჟურნალისტური და ა. შ. არამედ მართლმადიდებლური ეთიკის ნორმებიც. მეტიც, ამის განსხვავებული ვერსიებიც იქნება და გარკვეულწილად თავად ავტორი გვთავაზობს მათ სტატიის ბოლოში. ფუნდამენტალური პრობლემა მართლმადიდებლურ ეთიკის შემთხვევაში ის არის რომ ის ეფუძნება ინდივუალის ჰეტერონომიის და არა ავტონომიის პრინციპს. სწორედ აქ მოდის კოფლიკტში მართლმადიდებლური ეკლესია (ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით რომელიც ის დღეს არსებობს) დასავლურ ცივილიზაციასთან. დანარჩენს რასაც ბატონ ილია შიოლაშვილზე და ქალბატონ მანანა კობახიძეზე ამბობს მეც ვეთანხმები. ერთი კი ის მაკვირვებს რომ თუ ავტორი ასე კრიტიკულად იყო განწყობილი მოძღვაროკრატიისადმი რატომ იბრძოდა ასე უკომპრომისოდ ამ ძალის საარჩევნო ტრიუმფისათვის (რომლის მოწმეებიც დღეს ვართ). ასე რომ ინტელექტუალებს ცოტა მეტი პასუხისმეგბლობითა და სიღრმისეული ანალიზით მოეთხოვებათ პოლიტიკური პოზიციის დაჭერა. წინააგმდეგ შემთხვევაში ვიბრძვით ერთი სისტემის წინააღმდეგ და ამით ხელს ვუწყობთ გაცილებით უარესი სისტემის დამყარებას; ვაცხადებთ "სისტემა უნდა დაინგრესო" და გვავიწყდება რომ თავად ენაც, ალფავიტიც, მორალიც, ლოგიკაც, და ლიბერალური დემოკრატიაც სისტემაა; ვიშველიებთ მიშელ ფუკოს არგუმენტებს სისტემის კრიტიკაში, მაგრამ მეტი ყურადგებით რომ შეგვესწავლა მისი პოზიცია მივხვდებოდით რომ ის უფრო ოპონენტია ვიდრე მომხრე. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წინა სტატიას ეხება ...

ავტორი: ანონიმი
07.01.2013 03:20
საბჭოთა დემოკრატიული ეთიკა კარგად ვნახეთ რაცაა საბჭოთა არტილერისტების და ბანდიტების ძმური დახმარებით საქართველოს სორიდემოკრატიზაციისას, თუ რამე შეიცვალა მაგ ასე ვთქვათ ეთიკაში მაშინ გაისარჯეთ და მანამდე დაისვენეთ თუ შეიძლება.

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: თბილისი
07.01.2013 01:40
სწორი შენიშვნებია, თუმცა, პოლიტიკოსი თუ ხარ, აქ სხვაგვარად ვერც მოიქცევი: მარტივადაა საქმე, უმრავლესობის გულია მოსაგები. თუმცა, საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც დღევანდელისგან განსხვავებული ვითარება გვექნება?

ავტორი: irma საიდან გვწერთ: karlsruhe
07.01.2013 01:32
es adamiani saertod azrze ar aris ra aris martmadidebloba.gana saxarebashi ar weria gamoidzie cheshmariteba da is gagantavisuflebsო shen

. chesmaritebis dzieba ki gonebis moxmobas ukavshirdeba,rac gansjastanaa dakavshirebuli. ratqmaunda rodesac ragacas ...იხილეთ მეტი
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
07.01.2013 02:07
გთხოვთ, ქართული ფონტით წერეთ.

ავტორი: მიშა საიდან გვწერთ: ლონდონი
06.01.2013 23:06
დაიწყეთ საკუთარი ცოდვების ათვლა თუ დათვლა და სხვის განსასჯელად დრო არ დაგრჩებათ... კარგად ბრძანდებოდეთ.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო გახდით ლისისტრატეები!

პოლიტიკაში წასულ კაცებს რომ რაღაც უცნაური სჭირთ და მათთვის მრავალგვარი პრობლემისა თუ კომპლექსის საკომპენსაციო ადგილია პოლიტიკა, ეს მარკესამდე და ჩვენამდე ოცდახუთი საუკუნით ადრე, არისტოფანემ აღწერა თავის შედევრში “ლისისტრატე”.
გაგრძელება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასა და სირიის ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლაზე.
გაგრძელება

აუდიო სავიზო რეჟიმი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გადაცემის თემაა სავიზო რეჟიმი.
გაგრძელება

აუდიო სხვაობა ექსპორტსა და „სუფთა ექსპორტს“ შორის

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ლიდერობას ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილების ქვეჯგუფი, რომელიც მთლიანი ექსპორტის თითქმის 20 პროცენტია.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული