ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 19:46

ბლოგები / გიგა ზედანია

დოსტოევსკი, უზომოდ

x
1968 წელს ჩეხეთის ოკუპაციის შესახებ მილან კუნდერა ორ ამბავს იხსენებდა.

პირველი ამბავი ასეთია: ოკუპაციის მერე უმუშევრად დარჩენილს მეგობარმა რეჟისორმა კუნდერას შესთავაზა, სცენისთვის დოსტოევკის „იდიოტი“ გადაეკეთებინა. მწერალს ძალიან სჭირდებოდა სამუშაო, მაგრამ გადაიკითხა რომანი და ვერ შეძლო მასზე მუშაობა, რადგან იყო ტექსტში რაღაც, რაც უცნაურ ჰარმონიაში მოდიოდა ოკუპაციისას განცდილ რეალობასთან. ეს არ იყო პროტესტი რუსული კულტურის წინააღმდეგ ზოგადად - ჩეხოვი მის საყვარელ ავტორად რჩებოდა; ეს იყო კონკრეტულად დოსტოევსკის მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოცია.

იმისათვის, რომ დოსტოევსკისადმი ეს ემოცია ახსნას, კუნდერა მეორე ამბავს ჰყვება:

იმავე 1968 წელს, ოკუპაციიდან რამდენიმე დღეში, რუსმა ჯარისკაცებმა მისი მანქანა გააჩერეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკის დროს რუსმა ოფიცერმა დაუწყო ლაპარაკი - ეს რაღაც გაუგებრობაა, ჩვენ, რუსებს, თქვენ, ჩეხები, ძალიან გვიყვარხართო. აი, სწორედ აქ პოულობს კუნდერა გადაკვეთის წერტილს ამ ორ ამბავს შორის: ესაა კლიმატი, რომელიც გაჯერებულია უმაღლეს ღირებულებაში აყვანილი გრძნობებით. რუსი ოფიცრის სიტყვები იმდენად სადისტური სიამოვნებით კი არა, რამდენადაც ცალმხრივი სიყვარულითაა გამოწვეული: ქვეყნის ლიდერები - დაპატიმრებული, ქვეყნის დამოუკიდებლობა - წართმეული, მაგრამ რუსებს ჩეხები გულწრფელად უყვართ! და მზად არიან, მათ ეს სიყვარული ტანკებითაც ასწავლონ.

ეს ორი ამბავი, ჩაწნული რუსეთისა და ევროპის შესახებ რეფლექსიებში, კუნდერამ 1985 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ შესანიშნავი ესეის სახით გამოაქვეყნა.

იოსიფ ბროდსკი ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩეხეთის ოკუპაციის მხარდამჭერი საბჭოთა რეჟიმის მიერ; რეჟიმისა, რომელმაც იმავე წელს, როცა ტანკები პრაღაში გაგზავნა, ლონდონის პოეტურ ფესტივალს, ბროდსკის მიწვევაზე პასუხად, განუცხადა: „ასეთი პოეტი სსრკ-ში არ არსებობს“. მაგრამ იყო რაღაც, რაც ბროდსკის გულზე მოხვდა - საბჭოთა პოლიტიკისა და რუსული კულტურის, ტანკებისა და დოსტოევსკის ერთმანეთზე მიბმა. ეს წუხილი მისი კუნდერასადმი მიწერილი საპასუხო ტექსტის სათაურშივე ჩანს: „რატომ ცდება მილან კუნდერა დოსტოევსკის შესახებ“.

ბროდსკის ნამდვილად შეეძლო შესანიშნავი პროზის წერა. შესაძლოა მის ესეებს აკლია მათემატიკური სიზუსტე და ერუდირებული ფრივოლურობა, ასე რომ გვხიბლავს კუნდერას ესეისტიკაში, მაგრამ ბროდსკიც საუცხოოდ ფლობდა აფორიზმის ხელოვნებასა და ფანტაზიის ლაღი ვარირების უნარს. ოღონდ კუნდერას პასუხად დაწერილი ესეიდან ამას ვერ მიხვდებით. მასში არ იგრძნობა სტილი: არც კუნდერას იმპროვიზებული თამაშისა და არც თავად ბროდსკის სხვა ტექსტებისა. ესაა ნაწვალები და არცთუ ლოგიკურად აწყობილი ტექსტი, რომლის არგუმენტია, რომ მარქსიზმი რუსული კი არა, დასავლური წარმონაქმნია, ხოლო დოსტოევსკი კომუნიზმის წინააღმდეგი იყო და ამას თავის პროზაშიც ნათლად ამბობდა. მაგრამ კუნდერას ეს არ აინტერესებს: მისთვის ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია სწორედაც რომ რუსული ფენომენია, გამოწვეული რუსეთის ისტორიული განვითარების განსაკუთრებული, არაევროპული გზით. თანაც, როგორც ვნახეთ, ის იმდენად ოკუპაციის ფაქტზე კი არ წერს, არამედ იმ ატმოსფეროზე, რომელშიც ეს ოკუპაცია ხორციელდება.

რაც კუნდერასათვის ამაზრზენი და მიუღებელია, არის კლიმატი, როდესაც გრძნობა თავისთავადი ღირებულება ხდება. სენტიმენტალიზმი - ესაა არა გრძნობა, არამედ გრძნობა, რომ გრძნობ. ისევე როგორც კიტჩი - ეს არის არა ის ცრემლი, რომელიც ჩამოგივარდა, არამედ მეორე ცრემლი, რომელიც ჩამოგივარდა იმიტომ, რომ აღტაცებული დარჩი პირველი ცრემლის ჩამოვარდნით.

ქართული კონტექსტიდანაც შეიძლება მსგავსი მაგალითის მოყვანა - ელენე თევდორაძემ ერთხელ პარლამენტის სხდომაზე თავისდა უნებურად შესანიშნავი სიტყვა გამოიგონა: „აღშფრთოვანება“. აღშფოთებაა ის ბუნებრივი გრძნობა, რომელსაც რაღაც მორალურად მიუღებელი მოვლენა იწვევს. აი, აღშფრთოვანებას კი მაშინ აქვს ადგილი, როდესაც აღფრთოვანებული რჩები იმით, რომ აღშფოთდი. ესაა ექსტაზი, გამოწვეული საკუთარი მორალური უპირატესობის განცდით.

ევროპა კუნდერასათვის არის ის იდეა, რომლის მიხედვითაც გრძნობების ეს მოძალება კონტროლდება გონების მიერ. რაციოსა და გრძნობის სინთეზი, კუნდერას მიხედვით, არის რენესანსისა და განმანათლებლობის მემკვიდრეობა, რომელიც ევროპას ერგო წილად და რომელიც, მაგალითად, რუსეთმა ვერ აითვისა.

ყურადღება მინდა მივაქციოთ - დოსტოევსკის გადაბმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ევროპის ერთ-ერთ უდახვეწილეს ინტელექტუალს ეკუთვნის. ის ქართველი სნობები, რომლებსაც, მოზღვავებული კულტურა თავში აუვარდათ და ოკუპაციას სერიოზულად ვერ აღიქვამენ, რადგან ორიგინალში ზედმიწევნით წაიკითხეს დოსტოევსკის ორნახევარი რომანი, კუნდერასაგან განსხვავებით, ვერც ხუთ ევროპულ ენას ფლობენ და ვერც ბეთჰოვენის სიმფონიების წაკითხვას მოახერხებენ პარტიტურიდან. და, იმავე კუნდერასგან განსხვავებით, მათ არც დოსტოევსკის ნებისმიერი პერსონაჟის ასაკი იციან ზეპირად. მაგრამ ფრონტის ხაზი მათთვის სწორედ „დასტაევსკიზე“ გადის და არა - 1921 ან 2008 წლებზე. ეს ნამდვილად ტრაგიკული იქნებოდა, ასე სასაცილო რომ არ იყოს.

ოღონდ იუმორიც ხომ რაღაცაა, რაც უნდა გამოიგონო, აღმოაჩინო, ისწავლო. მისი ყველა განზომილების დაფასება კუნდერას სერვანტესისა და დიდროსაგან, ჰაშეკისა და ოქტავიო პასისაგან აქვს შეძენილი. კუნდერასათვის რაციოსა და გრძნობის სინთეზს გარდა, თანამედროვე ევროპას კიდევ ერთი ელემენტი სჭირდება: იუმორი, თამაში, სილაღე, ლაზღანდარობა. ესაა საკუთარი თავისაგან დისტანცირების უნარი. ესაა უნარი, სრულად არ გადაგყლაპოს მოძალებულმა კიტჩმა, სენტიმენტალიზმმა, „აღშფრთოვანებამ“. უნარი, გარედან შეხედო შენს თავს, შენს სიტუაციას, შენს შეზღუდულობას.

შეიძლება ამიტომაც, 1968 წლის შესახებ კუნდერა მესამე ამბავსაც ჰყვებოდა ხოლმე თავისი ცხოვრებიდან. ცნობილმა მექალთანემ ერთ დილას კარზე კაკუნი და ქალის ძახილი გაიგონა. იფიქრა რა, რომ მორიგმა საყვარელმა მიაკითხა და ოჯახურ სკანდალს ვერ გადარჩებოდა, სააბაზანოში ჩაიკეტა და ცოლს შეატოვა მოულოდნელ სტუმართან საქმის გარჩევა. ცოტა ხანში ახლა უკვე ცოლმა დაიწყო კაკუნი - სააბაზანოს კარზე. „მილან, გამოდი, რუსის ტანკები შემოვიდნენ პრაღაში“ - უძახდა მეუღლე. დილის ვიზიტორი მიტოვებული საყვარელი კი არა, მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ოკუპაციის შესახებ ახალი ამბავი მიიტანა.

„როგორ გამიხარდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსის ტანკები იყვნენ“ - იხსენებს კუნდერა ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს თავის ცხოვრებაში, რომელმაც ის, საბოლოოდ, ემიგრანტად აქცია.

ჰოდა, სანამ გონებასა და იუმორს არ აღმოვაჩენთ და მოვუხმობთ, სანამ შიშველი და გაუშუალებელი ემოციების ამარა დავიტოვებთ საკუთარ თავს, ჩვენი ადგილი ევროპაში ვერ მოინახება. თუმცა, როგორც ცნობილ ანეკდოტშია, ერთი გამოსავალი მაინც იარსებებს.

Tags: რუსეთი,ოკუპაცია,ბლოგი,მილან კუნდერა,დოსტოევსკი



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
18.03.2013 21:40
დემოკრატიის მშობელი ბერძნებისთვის საშინელი და დამღუპველია საერთოდ უზომობა, ჰუბრისი და არა მარტო დოსტოევსკი უზომოდ. ანუ დამღუპველია უზომო დემოკრატიაც.უზომოდ ჰაიეკიც დამღუპველია. შიშველა ოთხით მაწანწალა დემოკრატიზებული რუსი მხატვარი კულიკი ჯერ გერმანიაში დააპატიმრეს იმიტომ რომ დაკბინა მისი შედევრების სანახავად მისული გერმანელები და მერე პარიზში პორნოგრაფიის გავრცელების გამო. აი ეს უკვე უზომო საბჭოთა დემოკრატიაა და არა დოსტოევსკის უზომობა. პუსი რაიოტის წარმომშობი საბჭოთა დემოკრატიული ხელოვნება ამისთანა რამეებს ინსტალაციებს და პერფორმანსებს უძახის. მაგათ კონსტანტინეპოლის გარდა მთელ მსოფიოში ტიტველა ყეფით სირბილი და გამვლელ-გამომვლელთა კბენა უნდათ და ამიტომ დოსტოევსკიზე უფრო საშიშები ბრძანდებიან.იცოცხლეთ და თბილისის ქუჩებში მასეთებს თუ გადააწყდით მოერიდეთ.

ავტორი: H.H.
18.03.2013 17:10
ვერც გერმანულ (ქართულივით ვფლობ ) ფორებში ვიპოვნე მსგავსი კრიტიკა, ვერც რუსულში და ვერც ინგლისურში, თუ რაიმე პირველწყაროს (საიტის მისამართს) გამომიგზავნით, ძალიან დამავალებთ. პირადულად ნუ იღებთ, მართლა მაინტერესებს ეს მასალა.

ავტორი: ანონიმი
17.03.2013 17:06
ჰაი ჰაი რომ იმოქმედა დოსტოევსკიმ ჰერმან ჰესეზე მაგრამ განსაკუთრებით კარამაზოვების მოქმედების გამო იცემდა ის თავში ხელს ხოდა თუ რუსულის და ინგლისურის გარდა გერმანულსაც ისწავლით კარგად მოიქცევით თუმცა რუსულადაც შეგიძლიათ ამ ტექსტის მონახვა თუ გაირჯებით,იცოცხლეთ:.

ავტორი: H.H.
13.03.2013 22:17
ნუ დემაგოგობთ, ალეკსეი კოსტანტინოვიჩ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჰერმან ჰესეზე დიდი გავლენა მოახდინა დოსტოევსკის ლიტერატურამ. ხომ ვერ მიმითითებდით თქვენი ამონარიდის პირველწყაროს?

ავტორი: ალეკსეი კონსტანტინოვიჩ ტოლსტოიფილი
09.03.2013 01:26
ჰერმან ჰესე დიდად ვერ იტანდა დოსტოევსკის და თვლიდა მას უდიდეს საფრთხედ ევროპული სულისთვის! მისთვის ეს საშინელება იყო კარამაზოვშჩინა ანუ ტალახში,ბოროტებაში და სიბინძურეში ღვთაებრივის და სილამაზის დანახვა!!! სწორედ კარამაზოვშჩინა იყო თბილისში საბჭოთა მაფიოზი ჯაბას დიდ დემოკრატად,მეცნიერების დოქტორად ანუ დიდ სწავლულად,მწერლად გამოცხადება და მიხეილ თამარაშვილის გვერდით მოწიწებით პანთეონში დაკრძალვა. ამერიკელი ბეიკერის მიერ ჯაბასთვის ხელის ჩამორთმევაც არის ამერიკაშიც კარამაზოვშჩინის გამარჯვების ნიშანი!!! ხოდა ცოტა უფრო ობიექტურად ისაუბრეთ ბატონო!!! იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ!

ავტორი: ზურა დანელიშვილი საიდან გვწერთ: გურჯაანი
07.03.2013 18:49
ერთი შეკითხვა ბატონ გიგას.როგორ ფიქრობთ,სააკაშვილის და ნაცების პოლიტიკა ამ ცხრა წლის განმავლობაში ;გონებასა და იუმორზე" დაყრდნობილი,;შიშველი და გაუშუალებელი ემოციების" გარეშე პოლიტიკა იყო თუ პირიქით? აბა როგორ მივდიოდით ევროპისკენ? იქნებ უპასუხოთ ამ შეკითხვას.

ავტორი: ანონიმი
07.03.2013 02:45
არ ვიცი კუნდერა ბუნდერა მაგრამ ვიცი რომ ილია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო და პრაღის ხავერდოვან რევოლუციაში დიდია კგბს წვლილი. კგბს გენერალი //გვარად მგონი ფედორჩუკი//- პრაღაში თვალყურს ადევნებდა მაგ ხარდოვან რევოლუციას ემანდ ჰაველს რამე რომ არ დამართნოდა. ჰაველი გახდა პრეზიდენტი და მსოფლიო რუკიდან წაშალა ლამაზი ჩეხოსლოვაკია. პრივეტ.

ავტორი: naturali
05.03.2013 15:35
,,საერთოდ კი, გამსახურდიაც, შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ივანიშვილიც, გიგი თევზაძეც, ნიკა რურუაც, ლევან ბერძენიშვილიც, დავით უსუფაშვილიც/9 აპრილის შემდეგ რომ შეხრიგინდა კომპარტიაში!/... ყველა ერთიმეორეზე უარესებია...

მ ა რ თ ა ლ ი ა

და თან 4000 ასო არც ეყოფათ ყველას რომ ჩამოამწკრივო

ისე თუ არ ვცდები 144 000 იქნება რჩეულიო დაწერილი არს

ამჟამად დედამიწაზე 6 მილიარდი ცხოვრობს ქრისტეს შობიდან დღემდე ერთი იმდენი ან ცოტა მეტი ვთქვათ 8-9 მილიარდი რომ იყოს გარდაცვლილი

სულ დღეს რომ მოხდეს მეორედ მოსვლა 14-15 მილიარდი წარსდგება უფლის სამსჯავროზე და თუ 144 000 გადარჩება

100 000 -დან ერთი კაცია ვარგისი და ეს ყველაზე კაცთმოყვარის უფალის აზრით

რა პროპორციაა

ერთ დღეს კი გაგწყვიტათ ჭირმა ჩემი თამადობით და ბავშვების გამოკლებით

ავტორი: БАННА საიდან გვწერთ: МОСКВА
05.03.2013 12:12
რეებს მიედ-მოედებით მოუცლელო ტვინიკოსა ქალბატონო?::)))

ფიზიკოსების საქმე თუ გსმენიათ ნაცისტურ გერმანიაში?ებრაული წარმოშობის ფიზიკოსების მიერ არის შექმნილი ატომური ბომბი და რუსები ფლობენ ლეგიტიმურად?))) ნაქურდალი ლეგიტიმურია და შექმნილი არალეგიტიმური?

კარგით,დავუშვათ ეგ არ იცით,არც აბრაამის,ისააკის და იაკობის ღმერთის, უფალი იესო ქრისტეს შესახებ გსმენიათ რაიმე?

ჰოდა თუ გსმენიათ ფრთხილად იყავით ირანთან ერთად, რაიმე შარს არ გადაეყაროთ. :)

რამდენ სულელურ აზრს ნახავ კომენტარებში,მაგრამ რა გასაკვირია? ბლოგის ავტორთა უმრავლესობა, კომენტატორებზე უარეს სისულელეებს წერენ :)

ავტორი: იური კუზნეცოვი
05.03.2013 02:21
ავტორი: კაიაფა
04.03.2013 15:24

გაიხარე კაიფა,ერთ რამეს დავამატებდი:ირანში,იქაური ნატურალები ბუსუსებიან პრეზერვატივს კი არ კრძალავენ მარტო,საერთოდ კლიტორს აჭრიან ქალბატონებს...დაზღვეული რომ იყონ,რა იცი რა ხდება,კარგი და ვინმემ მაინც ისიამოვნოს?

ამას გუგლში ვერ ნახავს და იქნება ამ იმფორმაციამ მაინც გაუნელოს აილათოლების სიყვარული,...)))

ავტორი: კაიაფა
04.03.2013 15:24
ჩემო უნერვებო, უცოდველო, საყვარელო ანნა, „ინტელექტუალი„ სალანძღავი სიტყვა რომ გგონია, სხვებს იდიოტებს თუ დაუძახებ, – ზრდილობიანად გეტყვი, ჩემო უ, ზრდელო, – ფიქრობ, გონებრივად ჩამორჩენილი აღარ იქნები?!

ამგვარ, ანუ შენგვარ, ბუნებისგან დაჩაგრულებს ბევრი არ უნდა ელაპარაკო, მაინც ვერაფერს გაიგებთ, ამიტომ ცერცვს ძალიან არ შეგაყრი, მით უმეტეს, „საქმიანი„, გამხდარხარ, გუგლში შესულხარ და რაღაცებზე წარმოდგენის შექმნა გიცდია. მართალია, სოლომონ ისაკიჩისა არ იყოს, მაინცდამაინც ვერ გარგო ამ „მკურნალობამ„, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, შენი ბრალი არაა.

„... და ისიც არ იციან რა ხდებოდა ირამში, რა დღეში იყო უბრალო ირანელი ხალხი როდესაც იქ აშშ-სა და ევროპის მიერ ნაფერები შაჰის დემოკრატია ყვაოდა და ცხადია არც ის იციან როგორ და რატომ გამორეკეს იქიდან ამერიკელები...„

რა დღეში იყო, ჩემო საყვარელო ანნა არახაიამო, უბრალო ირანელი ხალხი შაჰის დროს და... მიდიოდა გნვითარებისკენ, შენი საძულველი პროგრესისკენ, განათლებისკენ... უსმენდა შენს საძულველ დასავლურ/მათ შორის, კლასიკურ/ მუსიკას, უყურებდა ფლმებს, დადიოდა თეატრში, კითხულობდა წიგნებს... იცმევდა თავის გემოვნებით, რაც სურდა...

განსხვავებით შენი საყვარელი აიათოლების დღევანდელი რეჟიმის პირობებში ცხოვრებისგან, როცა კანონით/კანონი კი შარიათისა აქვთ. აბა, სასწრაფოდ გუგლში!/, აკრძალულია ყოველივე ზემოჩამოთვლილი, ანუ „არაისლამური„ წიგნები/მათ შორის შენი საყვარელი რუსული/, მუსიკა, ფილმები, თეატრი... შემთხვევით, არსად არ მოგიკრავს თვალი, ბავშვებით დაწყებული, ქალთა სქესის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი ერთნაირად გადაყვავებულ–გადაშავებული თვალებიდან კოჭებამდე დაჩადრული როგორაა?! და ვინმე/თუნდაც უცხოელი, არამუსულმანი/ თუ ოდნავ სხვაგვარად გამოწყობილი იხილეს, ჩაბოლვას თუ გადაურჩა, „ზნეობის პოლიცია„ სახალხოდ გაწკეპლავს!

მოკლედ, შუასაუკუნეობრივი რეჟიმი ჰყვავის. ჰაა, არ გინდა, შენ ჩემო იმათო, იქ ცხოვრება?!

შენ ჩემო ნაგუგლარო, მაგატეამოკითხულო, ისრაელმა თავისი ბირთვული პროგრამა მეოცე საუკუნის 60–იან წლებში განახორციელა, როცა არავითარი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ზღუდავდა. და განახორციელა ისე, როგორც განახორციელეს შენმა საძულველმა ამერიკა–ინგლის–საფრანგეთმა და შენმა საყვარელმა რუსეთ–ჩინეთმა.

ისრაელის მიერ ატომური იარაღის ფლობა იგნორირებულიაო, მწარედ რომ მოსთქვამ, რუსეთზე რატომ არ გაქვს პრეტენზიები, წარამარა რომ იმუქრება თუკი სადმე რუსებს საფრთხე დაემუქრებათ, ყველგან არაკონვენციურ/ატომურ/ იარაღს გამოვიყენებთო„?! ან ჩრდილოეთ კორეაზე?! მოგისმენია მსგავსი განცხადებები ისრაელის მხრიდან?!.

ისრაელის პოლიტიკური რეჟიმის ნაკლოვანებებიო.

შენ ჩემო დაჩაგრულო, შეირბინე შენებურად გუგლში და ნახავ რა „ნაკლოვანებები„ აქვს. თუმცა, შენ დემოკრატიაც ხომ სალანძღავი რამ გგონია.

საერთოდ კი, გამსახურდიაც, შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ივანიშვილიც, გიგი თევზაძეც, ნიკა რურუაც, ლევან ბერძენიშვილიც, დავით უსუფაშვილიც/9 აპრილის შემდეგ რომ შეხრიგინდა კომპარტიაში!/... ყველა ერთიმეორეზე უარესებია...

შენ კი, „დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას„, ანუ, სანამ „ჭკვიანური„ რამის წერად დაჯდებოდე, ჯერ ელემენტარული წერა–კითხვა ისწავლე, ჩემო ცუგრუ მელა...

ავტორი: ნატურალი
03.03.2013 20:21
გერმანე

სჯითა და განსჯითა რომლითაც თქვენ ანნას განსჯას განსჯით მე განუსჯელად განვისაჯე

ავტორი: GERMANE
03.03.2013 18:37
ეხ, ჩემო ANNA, რაც გინდა იფიქრე და ინტერპრეტირება გააკეთე. გინდაც რუსეთის ფსბ-ს აგენტად მონათლე სააკაშვილი და გინდაც შიზოაფექტური ფსიქოზით დაავადებულად.
ფაქტები ასეა:

სააკაშვილის ხელისუფლება აწყობდა პუტინს შიდაპოლიტიკური ძალაუფლებისათვის და იმისათვის, რომ რუსებისთვის ენახებინა - აი გვავიწროვებს ევროპა-ამერიკაო.

მოდით და განვსაჯოტ ეს მართალია თუ არა?

რუსეთს ედიკას დრომდე ეკავა აჭარა, აღმოსავლეთ-საქართველო სომხეთის საზღვართან და სომხეთი.
ამ ამბიტ მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ტურქეთთან (ნატოს ქვეყანაა!), პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა იარანთან - რუსეთის მეგობარია. როცა უნდოდა პირდაპირ შეიყვანდა ტანკს თუქეთში და იარანში პირდაპირ შეიტანდა იარაღს.

ახლა:

რუსეთსა და ირანს შორის და რუსეთსა და ნატოს შორის საქართველოა. რაც მთავარია - რუსეთსა და ირანს შორის მალე ეგებ ნატოს-საქართველო ჩადგეს.

ენერგეტიკული დამოკიდებულება დასავლეთისა და ევროპისა რუსეთის მიმართ სუსტდება - ალტერნატიული რკინიგზა ჩინეთი-აზია-საქართველო-ევროპა, ალტერნატიული ენერგეტიკული გზა აზია-საქართველო-ევროპა.
აზერბაიჯანის სრული დაკარგვის საფრთხე, თუკი საქართველო დასავლეთთან ძალიან დამეგობრდა და რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის გავლით (ანუ თუკი საქართველო ძლიერს ძლიერის გავლით) ესაუბრა.
სავიზო სიტუაციის გაუქმება რუსეთთან, რაც ნებისმიერ ჭკვიან რუსს საშუალებას აძლევს რუსული პასპორტიტ გადაკვეთოს რუსეთის საზღვარი, ჩამოვიდეს საქართველოში და ამერიკულ-დასავლურ სამსახურებს თავისი "იდეები" გაუზიაროს. რუსეთში არ არსებობს კანონი, რომელიც გარდა კრიმინალისა ვინმეს ქვეყნის დატოვებას უკრძალავდეს, ტუკი მას სასაზღვრო ქვეყანაში სესვლის უფლება გააჩნია.

და ბოლოს, ყველაზე დიდი დანაკარგი:
რუსეთი ითვლებოდა არა ეთნიკური კონფლიქტების მონაწილე, არამედ მედიატორ მხარედ.
2008 წლიდან ზოგიერთმა აღიარა რუსეთის ოკუპაცია და იმან, ვინც არ აღიარა, ის მაინც აღიარა, რომ რუსეთი საქართველოსი ეთნო-კონფლიქტების პირდაპირი მონაწილე მხარეა. თუკი ამის მსგავსი აზერბაიჯანის კონფლიქტურ ზონაშიც მოხდება, რუსეთს არავიტარი უფლება ექნება სადმე რუსი ჯარისკაცი იყოლიოს - გარდა სომხეთისა. და თუ მაინც მოუნდება, მაშინ ხელისუფლებამ უნდა თხოვოს.

ამიტომაც, ამ ფაქტების გათვალისწინებიტ მე ვთვლი, რომ შენ, ჩემო ანნა, მართალი ხარ, როცა სააკაშვილს რუსი დიქტატორის, პუტინის მოკავშირედ თვლი. რამეთუ, დიქტატორებს ყოველთვის სჭირდებათ მტერი. რუსეთის ხელისუფლება რომ საქართველოს მტერია - ამის მტკიცება ქართველს არ სჭირდება - სახეზეა 400.000 ლტოლვილი. ის რომ რუსი მოსახლეობისათვის საქართველოს მტრობა რუსული იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკის მიმართ დამაჯერებელი გახადო - საჭიროა ისეთი კაცი, როგორც სააკაშვილია.
ამიტომაცაა, რომ ახლა რუსეთში ბევრი მწარედ გაჰკივის - ივანისვილი კი არის რუსეთის მეგობარი, მაგრამ საქართველო ისევ ანტირუსულ კურსზე რჩებაო. აი ეს კი არ უნდა აწყობდეს პუტინს. თუკი პუტინი ბიძინას შეხვდება - ეს მას ერთი დიდი მტრის სახეს დაუკარგავს და ამით შიდაპოლიტიკურად მეტი საქმე ექნება მოსაგვარებელი.

ასე რომ, რაღაცაში მართალი ხარ, ოღონდ ისე ღუნავ სიტუაციას, როგორც მოგესურვება.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველომო ასი სოფელი დაკჯარგა და ეს პუტინს უნდა აწყობდესო - ამაზე ასეთს გეტყვი. ფინეთმა არ დაუჩოქა რუსს და დაკარგა კარელია. სამაგიეროდ დარჩა დამოუკიდებელი. ბალტიისპირეთმა დაუჩოქა რუსს და დაკარგა ყველაფერი - საბედნიეროდ მხოლოდ 70 წლით.
ახლა ჩვენ რა გზას ავირჩევთ - ეს ბიძინას საქმეა.
მივიღებთ უკონტროლირებელ აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოს დამოუკიდებლობის ფასად. თუ ვიქნებით დამოუკიდებელი და რუსი იქ უკანონოდ დარჩება - ეს ცვენი მთავრობის გადასაწყვეტია, სამწუხაროდ.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: თბილისი
03.03.2013 15:02
პასუხად
ნერვიულ ინტელექტუალებს, რომლებსაც ჩემი იშვიათი გამოჩენა აღელვებთ
კაიაფა ჩემი ნასთესავია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია...

რომელი იდიოტი არ უნდა იყო - თავადი მიშკინი თუ ისეთი, აქ რომ მსოფლიო დემოკრატიის ქომაგებად რომ გამოდიან...

და ისიც არ იციან რა ხდებოდა ირამში, რა დღეში იყო უბრალო ირანელი ხალხი როდესაც იქ აშშ-სა და ევროპის მიერ ნაფერები შაჰის დემოკრატია ყვაოდა და ცხადია არც ის იციან როგორ და რატომ გამორეკეს იქიდან ამერიკელები... ის რომ ისრაელის ბირთვული პროგრამა არალეგალურია, ამაზე არც კამათობენ , ცხადია ეს მხოლოდ საქართველოს მსგავს პროვინციაშია სადაო, სადაც ზედანია ინტელექტუალი, ხოლო ტიპიური ბახრეინელი ფაშა სააკაშვილი - პროდასავლელია... ისრაელის მიერ ატომური იარაღის ფლობა უბრალოდ კი იგნორირებულია, ისევე როგორც მისი პოლიტიკუტი რეჟიმის, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლოვანებები, ვინაიდან მათ დემოკრატიულო ბომბი აქვთ, ირანს კი ჯერ რა აქვს, მაგრამ მაინც არადემოკრატიულია... ისე, ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ხელშეკრულებები კი რეგულირდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით და მაგატეს ინსპექტირების პოროგრამით, რომელსაც ისრაელი არ ექვემდებარება, ვინაიდან ატომური ბომბი ოფიციალურად არა აქვს.
ირანის ჭირისუფლობა კი რა შუაშია - ეგ საერთოდ ვერ გავიგე. ეგ უფრო სააკაშვილს ეკუთვნის - ექსკლუზიურად თბილი ურთიერთობები ჰქონდა და გაავსო საქართველი ირანელებით... ან ირანის მოქალაქე სხვა ვიღაცეებით, ეს კიდევ გასარკვევია. სხვა მაგალითიც მოვიყვანე - პანამის. ესე იგი პანამის ჭირისუფალიც ვარ? ეგეთი გამოთქმა არ მოსულა - მაგალითად? აი მაგალითად - ტაივანი. ჩინეთის ტერიტორიაა, მაგრამ იქ აშშ-ს ბაზა დგას. აბა ერთი სცადოს ჩინეთმა თავისი ტერიტორიის დაბრუნება, მერე ვნახოთ, რა პასუხს მიიღებს - პროპორციულს თუ არაპროპორციულს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ატომური ბომბი აქვს... თან გაეროს უჭიჭროების საბჭოს მუდმივი წევრია...

და ბოლოს: ცოტა რაღაცეები იქდანაც უნდა იცოდეთ, რაც თქვენს დაბადებამდე ხდებოდა და არა მხოლოდ გიგი თევზაძისა და ნიკა რურუას წიგნებიდან...

ზოგიერთის ნათქვამზე კი ის გამახსენდა, აფხაზები რომ ამბობდნენ - ტბაში დახრჩობას, ოკეანეში დახრჩობა გვირჩევნიაო.. ვითომდა, სად საქარტველოს ფცკერზე გდება და სად რუსეთისაო... ჩვენც ვერ გავცდით მაგ დონეს. და ცურვა რომ ვისწავლოთ - არ მოსულა?!

და მთავარი - მიმაჩნია რომ სააკაშვილირეჟიმი იყო საქართელოშიერტ-ერთი ყველაზე პრორუსული და მომგებიანი რუსეთისვის. ეს მათო პროდასავლური ისტერია კი მხოლოდ პიარია. იმ კანონებით, რაც მათ მიიღეს ამ ცხრა წელიწადში, იმ სასამართლო, მართლმსაჯულების სისტემით, კერძო საკუთრების დაუცველობით და ბიზნესის წარმოების პრაქტიკით ჩვენი ევროკავშირში და ნატოში შესვლა გამორიცხული იყო! ავღანეთსი სამხედროების გაგზავნა და ამისათვის მადლობები - რამდენიც გინდა...
და ბოლოს: ვერ დაგპირდებით, რომ უფრო ხშირად შემოვიხედავ, ბევრი საქმე მაქვს...

ავტორი: naturali
03.03.2013 13:55
ჭვავისყანელო

ევროპას რაც შეეხება კარგად დაიწყეს და იმედი მაქვს მიხვდებიან რომ სადღაც პოლიტკორექტგენდერსისულელებისაკენ რომ გაუბერეს

საქართველოში შე კაცო გაგანია სოციალიზმის სუსლოვის პროპაგანდის და ინფორმაციულ ვაკუუმის დროს ვხედავდი როგორც მენ ასევე ვომენტალიტეტს და ეხლა რა ღმერთი გამიწყრება

დანარჩენ სამყაროზე რუსეთის თამადობით კი რუსული ანდაზით ვფიქრობ

სკანიომ ვსიო იასნო უ ნევო ბალშაია გალავა

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
02.03.2013 22:51
შენ წარმოიდგინე, კონკრეტულად შენ არ მყავდი მხედველობაში, ზოგადად "ქართული" მენტალიტეტი ვიგულისხმე, რაც თვითონვე დამიდასტურე შენივე მოყვანილი მაგალითით. ისე, ევროპელები მომხმარებლები არიანო რომ ამბობ და ლამის დარიად(სქესს არ ვგულისხმობ ,რა თქმა უნდა) რომ გინდა მოევლინო მთელს ევროპას, ჩვენი მომხმარებლური საზოგადოება არ გეჩხირება უშნოდ თვალში?

ავტორი: GERMANE
02.03.2013 13:56
კაფკა უზმოზე ანუ აზროვნების დასასრული და მასობრივი შიზოფრენიის დასაწყისი საქართველოში.

ამას წინათ რადიო "თავისუფლებამ" გამოაქვეყნა კომენტარი/ინტერვიუ/შეფასება:
http://www.radiotavisupleba.ge/content/evroparlamentis-rezolutsia/24914431.html

პირველად საქართველო-ევროგაერთიანების ისტორიაში ცავარდა ერთობლი კომიუნიკე.
ეს კომიუნიკეები იცით რაცაა - ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ცვენ ერთად ვართ და ერთი ინტერესი გვაქვს, ჩვენ გვიყვარს დემოკრატია - უბრალო ფლოსკელებია, რომ მსოფლიომ დაინახოს თუ რამდენი კარგი მეგობარი ჰყავს ევროგაერთიანებას.

ამგვარ ერთობლივ კომიუნიკეში არ ხდება კონკრეტიზირება და შიდა საქმეებში ჩარევა.

მუხლი, რომელსაც ქართული დელეგაცია არ დათანხმდა იყო დემოკრატიაზე და სასამარტლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საერთაშორისო კონვეციებთან კონფორმულობაზე. ფლოსკელია, ეგვიპტეც და ირანიც აწერს ხოლმე ხელს დაარ ასრულებს.
საქართველო არ აწერს და ერთობლივ სტეიტმენტს აგდებს.
მეორე საკითხი იყო - ევროგაერთიანებისათვის მნისვნელოვან პროექტებზე მხარდაჭერა - კონკრეტულად, რომ საქარტველო და ევროგაერთიანება მჭიდრო ენერგეტიკული პარტნიორები დარჩებიან და რომ დაწყებული პროცესები გაგრძელდება და გაღრმავდება.
ეს ნაკლებადაა ფლოსკელი და კონკრეტულ ტრანზიტულ პროექტებს ეხება, თუმცა მათი სახელი არ დასახელებულა.
მაინც არ მოეწერა ხელი.
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართულ დელეგაციას არ ჰქონდა ის ლეგიტიმაცია, რომ რაიმე უბრალო გამონათქვამზეც კი მოეწერა ხელი.
ქართულმა დელეგაციამ საქმე ისე დახატა, თითქოს სახალხო პარტიას (ოცამდე ევროპული პარტია-მოძრაობაა გაერთიანებული) სურდა რაიმე კონკრეტული გვარის ან შიდასახელმწიფო შეფასების შეტანა. ერთადერთი რაზეც ეს სახალხო პარტია შეთავაზებას აკეთებდა იყო საკითხი სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნაზე საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით. თუმცა, ამ საკითხის შეტანაზე მოთხოვნა არ ყოფილა, მთავარი ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო.
მაინც ჩავარდა.
ახლა ნახეთ ხიდაშელის ახსნა.
მერე დააკვირდით ჟურნალისტის "მოძიებას" თუკი ასეთი რამ გააკეთა.
მოკლედ - კაფკას "პროცესი" მონაგონია, ისე გონებადაბინდული გახდა ყველა.

ავტორი: naturali
02.03.2013 07:50
ჭვავისყანელო

ტიპიური ნაცის სპიჩი დაარტყი

ნახე რას ვწერ საკვები რომელიც ვადაგასული კი არა სავაჭრო სახე რომ დაკარგა

მე არ მითქვამს რომ რესტორნებში ეს სუპერმარკეტების და სხვა სავაჭრო ობიექტებიდან გადაყრილი საკვებია ასევე სოფლის მეურნეობის ნაჭარბი ნაწარმი რომელსაც ფერმერი ანადგურებს

რაც შეეხება შეფასებებს და სწორ აღქმას

ჯერ კიდევ გაგანია სოციალიზმში ჯერ დაბადებულიც არ იქნებოდი ღიპიან დელეცებში თუ ქურდბაცაცა სამეურნეო პარტიულ მუშაკებში ერთი დიდი უზნეობა გავრცელდა

რაც ვითომ დიდსულოვნება იყო
კარგად რომ გასკდებოდნენ მერე გადახდის დროს თავიდან გააწყობინებდნენ სუფრას იმის ღირებულებასაც გადაიხდიდნენ და გაბღეძნილი ტონით ეტყოდნენ სამად მოკაკვულ ოფიციანტს

ეს ვინმე მშიერი რომ შემოვა ის დასვიო

სუფრას ეგრევე რომ ალაგებდა უკან ოფიციანტი ყველამ იცოდა ხოლო იმ მშიერების მონახვას თავისით არავინ ცდილობდა უბრალოდ კაი კაცები და ჯიგარდამწვარნი იყვნენ ვითომ ამ დემარშით

ასე რომ ჭვავისყანელო მე მაშინ იმ თითო ოროლა ახალგაზრდებიდან ვიყავი მეც ვიშოვი და მეც ასევე ამაყად დავაძრობ ფულსთქო რომ არ ვფიქრობდი

მიეცი შენს ლექციას სხვა მისამართი

ავტორი: ანონიმი
02.03.2013 00:12
ბოდიში მაგრამ თანამედროვე ქართველი სნობები მერაბ მამარდაშვილის და სეროჟა ფარაჯანოვის პიროვნების კულტიკოებს ქმნიან !!! და დოსტოევსკი თვითონ ითხოვდა კონსტანტინეპოლს რუსეთის დედაქალაქად. ეს მწერლობის კი არა პოლიტიკის სფეროა. თუ არ გჯერათ რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის თანამშრომლებს მაინც კითხეთ. ვაღიარებ რომ დოსტოევსკი სულ სხვა რამის გამო მიყვარს და მასზე უფრო მიყვარს გრიშკა რასპუტინი რომლისთვისაც რომ დაეჯერებინა ნიკოლოზ მეორეს გადავურჩებოდით სობჩაკის,მამარდაშვილის და ფარაჯანოვის ძეგლებსაც !!! ( რასპუტინმა ერთხელ გადააფიქრებინა ნიკოლოზს ბალკანეთის საქმეებში ჩარევა ,მეორედაც ურჩევდა არ ჩაერიოო,მაგრამ მოკლეს!)

ავტორი: კაიაფა
02.03.2013 00:08
რაც უფრო მეტად გაუნათლებელი, უბირი და უვიცია ადამიანი, მით მეტად აგრესიული და შემტევია თავის მცდელობაში, განათლებულად მოგაჩვენოს თავი.

მერე რა, რომ ამ მცდელობის უკან მხოლოდ ყურომოკრული „ფაქტებია„, მთავარია, რომ თავად ასე „სწამს„, ასე სჭირდება „საქმეს„.

ANNA–ზე მოგახსენებთ, რასაკვირველია.

გამოჩნდება შიგადაშიგ ამ საიტზე, დაბერტყავს უხვად სულელურ აზრებს მსგავსი „ფაქტებით„ გაჯერებულს და დაიკარგება მორიგ გამოცხადებამდე.

„და რას ნიშნავს ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და დასავლეთის ემბარგო ირანის მიმართ, რომელსაც უბრალო ხალხი ეწირება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ისრაელი ყოვლად უკანონოდ, საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით ფლობს ატომურ იარაღს და არც აღიარებს ამას, და არც არავინ ითხოს, რომ აღიაროს?„

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის შექმნას ითვალისწინებს და არა ატომური ელექტროსადგურისას, რომელიც, სხვათა შორის უკვე აშენებული აქვთ, ანნას საყვარელი რუსების დახმარებით.

რომელი უბრალო ირანელი ხალხი ეწირება, საყვარელო ანნა, დასავლეთის ემბარგოს?!

ის ირანელი ხალხი, – მცირე გამონაკლისით, – ლამის ყოველკვირა მილიონებიან გამოსვლებს რომ აწყობს ლოზუნგით, „სიკვდილი ამერიკას, ისრაელს, დასავლეთსო„?!

ის ირანელი ხალხი, ერთი ბეწო პროტესტის გრძნობაც რომ არ გასჩენია, როცა ერაყთან ომისას აიატოლები მათ ათიათასობით ბავშვებს დანაღმული საბრძოლო ველების „განსანაღმავად„ აგზავნიდნენ შიშველი ფეხებითა და „სამოთხის„ პლასტიკური გასაღებით ხელში?!

ის ირანელი ხალხი, აღფრთოვანებითა და ველური ყიჟინით რომ ხვდება თავისი ფაშისტი პრეზიდენტის ლამის ყოველდღიურ განცხადებებს, ისრაელს მოვსპობთ, პოლიტიკური რუკიდან გავაქრობთო?!

აი, ამისთვის უნდა ატომური იარაღი, ჩემო საყვარელო ანნა, შენს საყვარელ ირანს.

და არავითარ ემბარგოს არ ეწირებიან. შენმა საძულველმა, დიაღაც იდიოტმა დასავლეთმა მხოლოდ ირანული ნავთობის შესყიდვაზე თქვა უარი და ისეთ ტექნოლოგიებსა და დანადგარებს აღარ აწვდის, რაც შეიძლება სამხედრო მიზნებით გამოიყენონ ისლამოფაშისტებმა.

რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით ფლობს ატომურ იარაღს ისრაელი, საყვარელო ანნა?!

ჩემო „განათლებულო„, არის ასეთი, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, რომელსაც არ არის შეერთებული, რომელზეც ხელი არ აქვს მოწერილი ისრაელს. ასე რომ, არაფერი კანონი და ხელშეკრულება არ დაურღვევია.

სამაგიეროდ, ამ ხელშეკრულებახე ხელი აქვს მოწერილი შენს საყვარელ ირანს და სწორედ ის არღვევს კანონს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, როცა გამალებით ქმნის ატომურ იარაღს.

ხედავ განსხვავებას, ჩემო „ყოვლისმხილველო„?!

მერე, არც იმის ცოდნა გაწყენს, რომ ისრაელმა 8 ომი გადაიტანა და არც ერთხელ, უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი, – როცა ერთდროულად შვიდი სახელმწიფო და რუსები ეომებოდნენ გამოცხადებლი მიზნით, ზღვაში უნდა გადავყაროთ, ყველა ებრაელი უნდა მოვსპოთო, – კი არ გამოუყენებია ატომური იარაღი.

ირანი კი, ჯერ არ შეუქმნია, და უკვე ემუქრება ატომური ბომბებით.

ვიცი, იტყვი, რა იცი, რომ ირანი ატომურ ბომბებს აკეთებსო.

ჩემო საყვარელო, მშვიდობიანი/სამეცნიერო, სამედიცინო და სხვ./ მიზნებისთვის საკმარისია ურანის 3 პროცენტამდე გამდიდრება, აი, ბომბის დასამზადებლად კი საჭიროა მისი 20 პროცენტამდე გამდიდრება, რასაც ირანისავე აღიარებით, უკვე აკეთებს ეს უკანასკნელი.

ისე კი, ირანის ჭირისუფალო ანნა, ირანის ბომბების ისრაელზე მეტად შენ და საქართველოს უნდა გეშინოდეთ.

დიახ, ისრაელი კი მოახერხებს თავის დაცვას, მაგრამ შენ რას შვრები, როცა შენს ძვირფას ირანში „გურჯისტანს„ დღესაც თავის ტერიტორიად თვლიან?!

ჰოდა, რომ დაფიქრდებიან აიატოლები, მართლა რამე რომ დავაპიროთ ისრაელის წინააღმდეგ, და მან თავისი 250 თუ 300 ატომური და წყალბადის ბომბები დაგვაყაროს, რას ვშვრებით მერე?! აგერ არაა ურჯულო, მოღალატე გურჯისტანი?! მოდი, იმათკენ შევუბეროთ, ქრისტიანების მოსპობაც ხომ ჯიჰადში შედისო, – რას შვრები მერე?!

შენს სხვა „მარგალიტებზე„ შემდგომ...




ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
01.03.2013 23:47
ნატურალ, ქართველი კაცისგან ცოტა უხერხული ხომ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპელები საჭმელს ყრიან? გულზე ხელი დაიდე და თქვი, რამდენ სუფრაზე ხარ ნამყოფი რესტორანში სადაც სუფრის დამთავრებისას იმდენი საჭმელი დარჩენილა, რომ ერთ პოლკს ეყოფოდა და ისიც თქვი ვინმეს თუ მოსვლია აზრად, რომ საჭმელი რესტორნისთვის კი არ დაეტოვებინა, ქუჩაში მიეცა მათხოვრისთვის. ყველაზე მეტად, ტიპოსანი მე ასეთი ხალხი მგონია. საღამოს დაიარე რესტორნები და შეიძლება დასაჯდომი ადგილი ვერ ნახო. და ეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა. გაიარე გაზის კალონკებზე და ნახავ, რომ ბოლო მოდელის ჯიპები სწორედ მაგ ტიპოსნებს ბენზინიდან გაზზე ჰყავთ გადაყვანილი. სწორედ ასეთი ტიპოსნობაა ძირს რომ გვითხრის და ბოლოს რომ გვიღებს. ჯერ თვითოეული ჩვენგანის ტვინი უნდა განთავისუფლდეს ასეთი სახის ტიპოსნობისგან და ამის მერე არ გვექნება მისაბაძი არც ევროპისთვის, არც ამერიკისთვის და არც რუსეთისთვის. მთავარი არის ის, რომ არ გაგვაჩნია ჩვენი, საკუთარი პიროვნული ღერძი, არ გვაქვს გაცნობიერებული რა არის ნამდვილი ფასეულობები, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რისკენ მივდივართ. ნებისმიერ, თავის თავის პატივიმცემელ ქართველს რომ ჰკითხო ამ ყველაფერს მშვენივრად ჩამოგირაკრაკებს, ოღონდ სადღეგრძელოს სახით, მაგრამ ცოტას თუ აქვს გაცნობიერებული და რეალურად აღქმული ის, რასაც თუნდაც სადღეგრძელოში ამბობს(ხანდახან სადღეგრძელოებიც საოცარი ვიცით). ასე რომ, ჯერ ჩვენს დირეს მივხედოთ და მერე ვეძიოთ ბეწვი სხვის თვალში.

ავტორი: naturali
01.03.2013 20:11
რა ქვიათ იმ ტიპსონებს და მათ მიმყოლებს

ვისი ხვანცალითაც საქართველოს ტერიტორიიდან ძლივს გასული რუსის ჯარები

უკან დაკარგულ ტერიტორიებზე შემობრუნდნენ

მე კი ვიცი მაგრამ აქაური პუბლიკის კი არა ვაგზლის ბოზების ყურში არ შეიშვება

ავტორი: ანონიმი
01.03.2013 18:47
ვლადიმერ შამანოვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დესანტის გაგზავნას არ გამორიცხავს

აი ეს რას ნიშნავს ვინც ვერ ხვდება უკვე გოიმი კარა გონებაჩლუნგია

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბ.
01.03.2013 18:07
ეს წერილი სხვის თვალში ბეწვის მძებნელი და საკუთარში _ დირის ვერ დამნახველი კაცის “აღსარებაა”: გერმანიაში ჰიტლერმა, ებრაელების სიძულვილის კარნახით, აინშტაინის ნაშრომები აკრძალა.
სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ამ ყალბი მონეტის მეორე მხარეა, ამერიკის სიყვარულით, ჰომოსექსუალიზმის “კდემით შემოსვა”.

ავტორი: ანონიმი
01.03.2013 17:25
პრობლემა თქვენი იმაშია რომ არ იცნობთ ევროპას, ერთმა რუსმა პოლიტოლოგმაც შეადარა ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი, ერთში ვიცხოვრე 25 წელი, და მეორეში ვცხოვრობ 15 წელი, ამიტომ ვიცინე ამ შედარებაზე.
ვინ არის დაგოიმებული საკითხავია.
პრემიერ მინისტრი ვისაც მაგარი პოლიტიკოსი, განატლებული ხალხზე მზრუნველი ჰგონია ის არის არიფი. ვინც ვერ ხვდება რომ ის რუსი ოლიგარქია ისიც გოიმია, და ვინც ვერ ხვდება რომ სულ კიდიხართ ივანიშვილს ისიც გოიმია, თვითონ რომ შვილებს ევროპაში უშვებს და სხვის შვილებს რუსს ტენის ისიც გოიმია.
გია ხუხასვილი ვინ არის რომ ვერ ხვდები უკვე გოიმი კი არა რა ხარ არვიცი
ზღაპრის გმირი ამოგაყოფინებთ ცოტახანსი თავს ერთ ადგილას.
ყველა არ დაგოიმდა ვინც ხმა "ოცნებას "მისცა..

ავტორი: naturali
01.03.2013 17:04
არქიფო ბატონს

ევროპა ამერიკა წინ გარბიან

ეს იმას ნიშნავს რომ სულ უფრო მეტს მოიხმარს ევროპა ამერიკა სულ უფრო მეტი ფუფუნების დონეა მიზანი და იდეალი აბა რა ისე როგორ იქნება კაცობრიობა ბედნიერი

40 მილიარდის მარტო საკვებს ყრის ევროპა საკვებს რომელსაც ვადა კი არ გასვლია უბრალოდ პეწი დაკარგა

2050 წელს მომხმარებელთა საზოგადოების იგივე დასავლეთის წყალობით ჟანგბადის უკმარისობა ემუქრება მსოფლიოს სხვა ეკოლოგიურ უბედურებებზე არაფერი რომ არ ვთქვათ

ცივილიზაცია კიდე გამალებით იგონებს და ყიდულობს ნივთებს და სულ უფრო ნავაროჩენს აბა რისი მომხმარებელთა საზოგადოებაა აბა რაც მეტს ჩახეთქავ და გაცვეთ მით ბედნიერება მატულობს

სტომაქი კერპი საკუთარი თავიდან სექსი დუდუკი ფულები

შენ დაუკა არქიფო! ევროპა ამერიკა კი წინ სულ რაკომ მიდის

ამდენ იდიოტს როგორ უძლებს ძირს დედამიწის ქერქი

და მაღლა უფალი

ავტორი: ,,ვინმე იმერელი” საიდან გვწერთ: ოსეთ-აფხაზეთიდან
01.03.2013 15:18
მისტერიოსოფიულ სიბრძნეთა მტარებელო ანონიმო ,,ბ) ჰაველმა კგბს დახმარებით მოაწყო ხავერდოვანი რევოლუცია რის შემდეგაც ისე დაშალა ჩეხოსლოვაკია ისე რომ ჩეხებისთვის და სლოვაკებისთვის არ უკითხია!!! ’’ ნამდვილად არ ვიცი, ვინ, რა და რისი დახმარებით დაშალა, თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ როდესაც, ევროპის ამ ულამაზეს სახელმწიფოს სწორედ კაგებესმიერ ინსპირირებული შიდაომი და განადგურება ააცილა თავიდან ჰაველმა, მაშინ ერთი მშვენიერი ევროპული სახელმწიფოს ადგილას 2რი მმშვენიერი სახელმწიფო წამოიმართა მშვიდობიანი განვითარებისა და, თუ გნებავთ მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივით.

ავტორი: naturali
01.03.2013 14:51
ანნა

ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ხალხის აზრს ვინც ყურადღების კი არა ფინიასაგანაც ფეხაწეულ მიქცევას არ იმსახურებენ

ამათი ტვინები მხოლოდ ჩაგვრის და დაგოიმების ასევე უსამართლობის ისეთ ნათელ მაგალითებს აღიქვამენ როგორიც რუსეთის ნაირ ქვეყნებშია

თუ მეტყვით საქართველოში რატომ ვერ ხედავენო ხედავენ უბრალოდ პირი აქვთ დაკავებული ხელისუფლების გადმოგდებული ხორცით და ვერ ლაპარაკობენ

ხოლო დასავლეთისაგან დახვეწილ დაგოიმებას ვერც ხვდებიან და აქ კიდევ ცალკეულ ორგანოთა ხურუში უბნელებთ თვალებს

ავტორი: არქიფო
01.03.2013 13:08
ანნა, შე ცელქო და კუდრაჭა.
პანნამმა მარტო? მასიური კოლონიზაციეები რომ დაიწყეს ევროპის ძლიერმა ქვეყნებმა ესეც ვიცით, იმ დროის მსოფლიო გეოპოლიტიკაც...მაგრამ რუსეტზე საუბრისას მე სხვა რამეს ვამბობ და ის სხვა რამე არ გესმის.
მარტო წიგნები არაფერს გიშველის, კარგად უნდა იცნობდე რუსეთსაც ნაცხოვრებ-ნაღვაწი უნდა იყო და ევროპა-ამერიკასაც და მერე მიხვდები რომ პანამა და ზანგების ჩაგვრა კი არა, ათი მაგდენი უბედურობები რომ გაგახსენდეს , რუსეთსა და დასვლეს შორის არის დიდი, უზარმაზრი უსაშველო სხვაობა, გარბიან ევროპა-ამერიკელები წინ, ყველა სფეროში და ტვინში პირველ რიგში, მე კიდე მიყვარს ტვინანი ხალხი და მეგობარიც ასეთი მინდა განათლებულო ანნნნნნნნნა

ავტორი: БАННА საიდან გვწერთ: МОСКВА
01.03.2013 10:22
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
28.02.2013 18:18
რა ნაკითხობაა!!! რა ინტელექტი!!!რა ერუდიცია!!!
აღშფრთოვანებული ვარ ქალიშვილო ანნა!!!

ძირმომპალი ამერიკული იმპერიალიზმი!!!ზანგები და ინდიელები,ჰო ჰო ჰო!!! რა დღეში ყავთ,როგორ ჩაგრავენ!!!კუკლუკსკლანი!!! დონ ვიტო კორლეონე!!!...

მაგრამ კუნდერა რომ პანამელი ყოფილიყო, არამგონია დრაიზერის შემოქმედებას უარყოფითი ემოციები შეექმნა მისთვის.არადა ტექსტში გარკვევით წერია:"ეს არ იყო პროტესტი რუსული კულტურის წინააღმდეგ ზოგადად - ჩეხოვი მის საყვარელ ავტორად რჩებოდა"; ეს იყო კონკრეტულად დოსტოევსკის მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოცია.

"იდიოტში" მართლაც არის, რაღაც სატანურ სადისტურ სიყვარული.ამან ათქმევინა უარი კუნდერას "იდიოტის" გადაკეთებაზე.

გარგ მთქმელს, კარგი გამგონი ჭირდება,მინიმუმ იდიოტი არ უნდა იყო....

ავტორი: მე საიდან გვწერთ: თბილისი
28.02.2013 20:17
და მაინც, ქართველები ფეხებში გაუგორდებიან რუსებს

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
28.02.2013 18:18
ანონიმს არქიფოდან----

და რას ნიშნავს ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და დასავლეთის ემბარგო ირანის მიმართ, რომელსაც უბრალო ხალხი ეწირება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ისრაელი ყოვლად უკანონოდ, საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით ფლობს ატომურ იარაღს და არც აღიარებს ამას, და არც არავინ ითხოს, რომ აღიაროს? ან რას ნიშნავს აშშ- კონგრესის მიერ მიღებული მაგნიტსკის კანონი, როცა მსგავსი კანონი არ მიუღიათ, მაგალითად აშშ-ს მიკავშირე ბახრეინის მიმართ, სადაც შუა საუუკუნეების კანონებით სჯიან ადამიანებს? და იცით თუ არა, რომ პანამა მეოცე საუკუნის დასაწყისში კოლუმბიის ნაწილი იყო, მაგრამ აშშ-მ ჩათვალა, რომ ჯობია მისი სატელიტი პატარა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფილიყო პანამის არხი, ამიტომ დაეხმარა მას ჯერ გამოყოფაში, მერე კი აღიარებაში... ხოლო კოლუმბიაში დღემდე მოქმედებს გამანთავისუფლებელი არმია, რომელიც პანამის დაბრუნებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის, და მას აშშ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს?! ეს ისე, ოკუპაციის თემის შესავსებად... კითხვაზე პასუხი კი ასეთია: ეს ყველაფერი ნიშნავს ჩვეულებრივ რამეს - პოლიტიკას, რომელშიც რუსები ერთ-ერთნი არიან და არა ერთადერთნი... იკითხეთ წიგნები, პატარა ლიბერალებო. ეშემბახმა თქვა, ვინც ცოტა იცის, იძულებულია სხვას ენდოსო. ხოლო სხვისმა ნდობამ იცის "ზედანიობა", კექსიდან ქიშმიშების ამორჩევის პრინციპით რომ არჩევენ თავისთვის მომგებიან ინფორმაციას და უკანასკნელ ჭეშმარიტებად რომ ასაღებენ უკითხავ ბავშვებზე... შედეგად სურათი იდღიბნება და ქმნის ილუზორულ რეალობას... მტერს კი მისი ნამდვლი სახით უნდა იცნობდე და არა გამოზედანიებული თვალით ხედავდე


ავტორი: ანონიმი
28.02.2013 17:39
"უდახვეწილესი ინტელექტუალი" არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს "უდახვეწილესი" ადამიანი. კუნდერა კუნდერაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუნდერა არასოდეს ცდება. მის აზრს პატივს ვცემ მაგრამ არ ვიზიარებ.

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 21:57
პრაღა ლუდის გარდა ცნობილია ამ ორი რამითაც: ა)მაგიის და კაბალას მაგ ცენტრში გააკეთეს გოლემი რომელმაც დედა უტირა მაგ პრაღას და მის ქრისტიანებს; ბ) ჰაველმა კგბს დახმარებით მოაწყო ხავერდოვანი რევოლუცია რის შემდეგაც ისე დაშალა ჩეხოსლოვაკია ისე რომ ჩეხებისთვის და სლოვაკებისთვის არ უკითხია!!! გორბაჩოვის აზრით სიმპატიურმა პოლიტიკანებმა რეფერენდუმის გარეშე პროსტო ერთმანეთში გარიგებით მსოფლიოს რუკიდან წაშალეს ევროპის ლამაზი სახელმიფო. არ გირჩევთ ამ მაგალითებისთვის მიბაძვას.

ავტორი: Selevkios საიდან გვწერთ: ნეტგაზეთი
27.02.2013 17:48
დოსტოევსკის ერთი ორგანოს ფასად მაინც ღირხართქო, ჰკითხეთ ერთი ვინმემ

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
27.02.2013 17:39
თქვენი ლოგიკა ასეთია: გაანადგურა გერმანიამ ნახევარი მსოფლიო-მაშასადამე გერმანული ლიტერატურა არაფრად არ ვარგა! ვაი, ვაი... :)))

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 17:34
უზომოდ დოსტოევსკის დავატაკოთ კაფკა და ედგარ პო უზომოდ და ყველაფერი ოკეი იქნება.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: არქიფო
27.02.2013 14:27
"ონიშენკოს განმარტებით, რუსი ექსპერტების საქართველოდან გამოწვევა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან რუსი ექსპერტების მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფები არ შეწყდება და მათ მუშაობისათვის ნორმალური პირობების არ ექნებათ."

შეიცვალა რუსმა მენტალიტეტი?
რა შუაშია პრეზიდენტის სიტყვები და ბიზნესი, მეღვინე, ვიც გაყიდებს ღვინოს.
საღი ტვინის ადამიანისტვის ყველაფერი ნატელი უნდა იყოს.
აი თქვენი დასტაევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი.
ასე აპირებს ივანიშვილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, რა ხასიათზე გაიღვიძებენ დილით პუტინი და კგებეს სხვა გენერლები იმგვარად წაიმართება იმ დღის ბიზნესი ქართველი მეღვინეებისტვის.
ამ გაუგებრობაში თვითონ შევიდნენ ჩვენი მეღვინეები? ? ზეწოლის გარეშე?
მიშას დროს ატერორებდნენ და ახლა არა ხომ?

ავტორი: ნათელა საიდან გვწერთ: თბილისი
26.02.2013 16:19
სკოლის მასწავლებელი ყოველ გაკვეთილს იწებდა ნაპოლეონის კრიტიკით, მოსწავლეები ისმენდნენ. გადიოდა წლები სკოლის მასწავლებელი ყოველ გაკვეთილს იწყებდა ნაპოლეონის კრიტიკით, მოსწავლეები ისმენდნენ. გადიოდა წლები სკოლის მასწავლებელი სკოლის მასწავლებლად რჩებოდა, მოწაფეები მოწაფეებად, ნაპოლეონი ნაპოლეონად.
გავა წლები ზედანია ზედანიად დარჩება, მკითხველები მკითხველებად, დოსტოევსკი დოსტოევსკიდ, რომლის გენია იმხელა ყოფილა, რომ 1881 წელს გარდაცვლილს პასუხიმგებლობა დაჰკისრებია რუსეთის ყველა ნამოქმედარზე ჩვენს დღეებამდე.

ავტორი: levan საიდან გვწერთ: Tbilisi
26.02.2013 16:03
დიდი მადლობა, ჩემი კომენტარი რომ გამოგიდვიათ.
;)
გადავხედე და, ჩანს, დამატებები უნდა დავურთო, რადგან გაუგებარად მეჩვენება ერთი აზრი ჩემს კომენტარში.
.
ევროპიელთ არაადექვატურად ესმისთ დოსტოევსკი - ანუ არა ისე, რასაც თვით დოსტოევსკი დებდა თავის იმ, ქვემოთმოყვანიოლ აზრში, - "წითელი ჯვრის საზოგადოების" მთავარ ოფისის შესასვლელში რომ არის ამოტვიფრული გრანიტში.
დოსტოევსკის (ჩემის აზრით, რათქმაუნდა) ამით უნდოდა ეთქვა, რომ სადაც კი "ის" (მისი თანა-მოაზრენი) ნახავდნენ :"დაღვრილ ცრემლს", "მათ" უფლება - მეტიც : ვალდებულება აქვსთ ჩაერიონ ბრძოლაში და "დავრდომილს ცრემლი მოსწმინდონ".
ამ "ცრემლის მოწმენდაში" არიან რუსები უკვე 200 წელზე მეტი, როცა - მჯერავს, კეთილშობილი ნაწილი რუსთ საზოგადოებიუსა - გაკვირვებულია ჩვენი საქციელით მათ მიმართ - მათ ხომ გვიხსნეს გამუსულმანებისგან (რაც სამართლიანად უნდა ითქვას - არაა შორს სიმართლისაგან), დაამშვიდეს ქართული საზოგადოება, რომელიც იძულებული იყო იარაღით ეხნა და ეთესა, მტრის თავდასხმის შიშით იარაღით ეძინა და ლხინში იარაღით ყოფილიყო: რუსებისგამ 1789 წლის შემდეგ ჩვენთვის ამ "ცრემლის მოწმენდიდან" დღემდე უკვირსთ, რატომ არ ვიფასებთ ცრემის წმენდაშიუამ დამაშვრალთ კეთილ საქმეს ??
მათ ხომ გვიხსნეს "ბოროტისაგან - " (მსგავსად 1956 წლის უნგრეთისა და 1968 წლის ჩეხეთ-სლოვაკეთისათვის "ცრემლთა წმენდისა).
ევროპიელთ არ მოსწონთ 1956 და 1968 , მაგრამ დოსტოევსკის ეს აზტი, კვინტესენცია ამ "ცრემლების ძალით წმენდისა" კი გაღმერთებული და გრანიტში ამოტვიფრული აქვსთ.
ესაა მსგავსი რუსსოს " Du contrat social ou Principes du droit politique " - (ალბათ "სამოქალაქო ხელშეკრულება ანდა პოლიტიური ცხოვრების საკითხები ??). - სადაც ნათლად წერია, რომ "მათ" (ჩვენს შემთხვევაში "დოსტოევსკებს") აქვთ უნარი ცრემლის დანახვისაც და უფლებაც, მოგეჭრან და "ცრემლი მოგწმინდონ ( 1789 , 1956 და 1968 წლისა მსგავსად).
რუსსო ამბობს - თუ გესმის და შეიგნებ, რომ მე იმისთვის ვარ აქ, რომ შენს დარდებს ვხედავ და იმისთვისაც ვარ მოწოდებული, რომ "ცრემლი მოგწმინდო" , - ბედმა გაიღიმა და შენი ნებით დამმორჩილდი, კარგ საქმეს გიკეთებ.
თუ ნებით არ გინდა - ძალით მოგწმენდ "ცრემლს", ეს უფლება მე "ზეგარდმო ნიჭისა გამო მომანიჭა შემქმნელმა".
"რუსი" ერი ამ ღვთაებრინ ბიჭითაა ცხებული და მხსნელ, უფროს ძმად მოვლენილია და აცალეთ, ნუ შეუშლით ხელს, ცრემლი მოგწმინდოთ.
მერე რა, რომ ცრემლთან ერთად შეიძლება სახეც აგახიოთ, თუმცა ეს სახის ახევა ხომ "კეთილი სურვილებით ხდ ება და, მოითმინეთ რაიმენაირად ...
ამის ახსნაა საჭირო ევროპელთათვის, რომ რუსსოსგან (და "რუსისგან") "ცრემლთა წმენდა" ნაბან წყალს ბავშვის გადაყოლებაა ხშირად.
ვინ აუხსნის ამას "წითელ ჯვარს" ???
დოსტოევსკის, "ცრემლის წმენდაში" რომ გაატარა მთელი თავისი (მართლაც და სამაგალითო) შემოქმედება, ერთხელაც არ უხსენებია "კავკასია" - სადაც მრავალი უსამართლოცა (ჩემის აზრით) ხდებოდა.
იქვე იყო ტოლსტოის "ჰაჯი-მურატ", "კაზაკებიც". ტოლსტოი არ ითხოვდა თავს ვალდებულად გაერთცია მტყუან მართალი და არც "ცრემლების საწმენდად" იწევდა.
თავისი სამხედრო წარსულში ჩადენილ არაადამიანობის ერთგვარი აღსარებაა ეს ნაწერები.
ტოლსტოი უფრო გაუგებდა კუნდერას, ვიდრე დოსტოევსკი.
ამას ამბობს (ვფიქრობ) თომას მანნ, როცა საუბრობს დოსტოევსკის სულიერ სამყაროს კამკამა ოკეანეზე (თუმც- ზომიერად).
მგონი სათქმელი გამიგრძელდა და ამით - გაბუნდოვანდა, ამიტომ ვასრულებ.
ბატონ ზედანიას კი წარმატებებს ვუსურვებ ყველა მის კეთილგონიერ წამოწყებებში.
ევროპიელთ რა "ეშველებათ", - არ ვიცი.
(ეს, რათქმაუნდა - ნახევრად ხუმრობით).

ავტორი: ჰაჰაჰიჰიჰოჰო საიდან გვწერთ: aqedan
26.02.2013 15:54
ერთი ცნობილი სპექტაკლის პერსონაჟი გამახსენდა; ვესროლე ტაფა, მესროლა აქანდაზი . . . მაგრამ გოჭისა მე არაფერი არ ვიციო . . .
დოსტოევსკი, ბროდსკი, კუნდერა, სერვანტესი, დიდრო, ჰაშეკი . . .და ბოლოს, ავტორისეული დიდაქტიკა იუმორზე, გონიერებაზე და ევროპაში შესვლაზე. მომკალით და ვერ გავიგე ბატონ ზედანიას რისი თქმა უნდოდა ამ ისტორიული პასაჟებით. ალბათ იმიტომ, რომ 5 ენა არ ვიცი და პარტიტურის ამბავშიც მოვიკოჭლებ.

დოსტოევსკის ისეთივე კავშირი აქვს საბჭოთა (რუსულ) იმპერიალიზმთან, როგორც ვაჟა-ფშაველას - ლავრენტი ბერიასთან, ან გალაქტიონს - მხედრიონთან. ეს იმდენად აშკარა და იოლადგასაგები ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე მგონი არც არავინ კამათობს. ასე რომ, რას გვსაყვედურობს ბ-ნ გიგა, ან დოსტოევსკის რას ერჩის, ან ჩვენ, ვერ გავიგე.

პ.ს. ბოიშიმამითხოვია და ამაზეა ნათქვამი, სად ერეკლე და სად ქართველი ლიბერტარიანელებიო ))

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
26.02.2013 13:22
მოკლედ, ეს ლიბერალები ვერ გაიზარდნენ დოსტოევსკის კომპლექსიდა... არა რა, მაინც რა გიქნათ, რამდენიმე ასეული წლით ადრე, ყველა შესაძლო მიმიკრიით გაშიფრა თქვენი მაქციობა და ჭინკობა...

რაც შეეხება ოკუპაციას... 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ, რუსეთის ზაკვო-ს სარდლობასთან "ჩელობიტნაია"-თი მისული პილიტიკოსებისგან, რომლების სამეგრელოში ქართველების დახმარებას სთხოვდნენ თავის ოკუპანტებს, რომლების ერთი კვირით ადრე აფხაზების მხარეს მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ, - აი მაგ ნაძირლებისგან არ მივიღებთ ფარისევლურ შეძახილებს - "არა ოკოპაციას!" არც იმათგან არ მივიღებთ, ვინც 2008 წლის აგვისტოში ვითომ იმის გამო დაიწყო ცხინვალზე შეტევა, რომ ლიახვის ხეობის ქართული სოფლები დაეცვა, და ორ დღეში ისე გამოიქცა ბრძოლის ველიდან, რომ ის სოფლებიც, მათი მოსახლეობით, დაუცველი დატოვა, ჯარის მებრზოლი ნაწილების შეატოვა, ტანკებიც, მერე გორიც უკან ჩამოიტოვა, სამაგიეროდ პიკსაპები არ დავიწყებია... არ მივიღებთ მათ ფარისევლურ ფსევდოპატრიოტიზმს... დიახაც, არა ოკუპანტ სააკაშვილს და მისი შლეიფის მატარებლებს!!!

ავტორი: მათუსალა საიდან გვწერთ: თბილის ქალაქი
26.02.2013 12:57
არ წამიკითხავს კუნდერა-ბროდსკის ეს შეხლა-შემოხლა, მაგრამ მთავარი იდეა ამ ბლოგის არის, ის, რომ ყოველგვარ სენტიმენტალიზმზე და სხვა ერის კულტურის სიყვარულზე და დაფასებაზე მაღლა დგას საღი პოლიტიკური შეგნება - ძალადობს თუ არა ეს ერი შენს ერზე? რაში აინტერესებს მაგალითად, ირლანდიელს შექსპირის სიდიადე, თუ ინგლისელები მის სამშობლოს ყვლეფენ და იმონებენ. დაახლოვებით ეს არის ამ ბლოგის აზრი. მისი ადრესატები არიან ისინი, ვინც არ იზიარებენ ნაციონალური მოძრაობის ეროვნულ პროგრამას, რომლის მიხედვითაც რუსეთი მკაფიოდ განსაზღვრულია, როგორც მტერი, მიუხედავად დოსტოევსკისა. ეს არის და ეს. მაგრამ თუ საღ აზრზე ვილაპარაკებთ, პოლიტიკაში საღი აზრი ზუსტად ნაციონალურ მოძრაობას აკლია და "რომანტიზმშია" გადავარდნილი. ეს არ არის ნამდვილი რომანტიზმი, იმიტომ რომ მისი მიზეზი არის საკუთარი დანაშაულებების დაფარვის მცდელობა გარე საფრთხეზე ყურადღების გადატანით. ეს არის ცნობილი და ისტორიაში მრავალჯერ გამოყენებული მეთოდი. საბჭოთა კავშირშიც ასე იყო: მოითმინეთ შიდა ტერორი, რადგან იმპერიალისტები გვიტევენ. ვარდების რევოლუციისდროინდელ - მადლობა ღმერთს უკვე წარსულში ვლაპარაკობ ამ დროზე - საქართველოშიც ასე: მოითმინეთ ასობით უსამართლოდ დაკავებული პატიმარი, ფეხებზე დაიკიდეთ მათი ნაწამები ოჯახები, ფეხებზე დაიკიდეთ ხელისუფლებისგან დაყაჩაღებული ბიზნესები, დაივიწყეთ რომ არსებობს ასეთი გვარი 'გირგვლიანი' - იმიტომ რომ რუსები გვიტევენ! ცხინვალის ავანტიურაც 2008 წელს და მძინარე ქალაქის ჰაუბიცებით დაბომბვაც ჩვენის მხრივ, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პრაგმატულ პოლიტიკურ ნაბიჯად, და ვერც რომანტიკულად, რადგან როდესაც ცხინვალს უტევდა ჩვენი ჯარი, არავის არ ჰქონდა ის იდეა, რომ რუსეთი გვიპასუხებდა (ის, რომ ვითომდა რუსეთი იყო შემოსული და ამის გამო მოგვიწია ცხინვალის დაბომბვა მოსახლეობის გადასარჩენადო - ეს სიგიჟე მხოლოდ შიდამოხმარების ტყუილია, რომლისაც მსოფლიოში არავის, მათ შორის საქართველოს მეგობარ ქვეყნებსაც არ ჯერათ!), არამედ იყო ყოვლად გაუმართლებელი მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ავანტიურას და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეარჩენდა საქართველოს. ასე არ მოხდა და რამხელა მსხვერპლი მოჰყვა საქართველოს უგუნურ ქმედებას! აქ არც იუმორი და თამაშ-თამაში გიშველის და არც არაფერი - უბედურება მოხდა ჩვენი ყოფილი, ვარდოსანი მთავრობის თავქარიანობის და უპასუხისმგებლობის გამო. დოსტოევსკი კი... საერთოდ რა შუაშია?

ავტორი: მაკა ვასაძე საიდან გვწერთ: თბილისი
26.02.2013 11:38
" მაგრამ ფრონტის ხაზი მათთვის სწორედ „დასტაევსკიზე“ გადის და არა - 1921 ან 2008 წლებზე. ეს ნამდვილად ტრაგიკული იქნებოდა, ასე სასაცილო რომ არ იყოს."
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა მაინტერესებს იცით, ისიც სასაცილოა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბარს ყველა 1921 წლიდან, რომ იწყებს და არა 1800-1801 წლწბიდან???

ავტორი: ელისო საიდან გვწერთ: შორიდან
26.02.2013 11:25
ფინალიდან დავიწყებ, რადგან სწორედ ამ აბზაცისთვის დაიწერა ეს სტატია. სად იყო „გონება და იუმორი“, 2008 წლის 8 აგვისტოს თქვენი მეგობარი და მოსახელე ბოკერია, „შიშველი და გაუშუალებელი ემოციების ამარა“ რომ ბღაოდა – ახლა წავალთ და რუსებს დედას ვუტირებთო? ალბათ, უბადლო „გონებისა და იუმორის“ შედეგი იყო, გაცხარებული ომის დროს რომ დაატარებდნენ რუს ოკუპანტებს ჯიპებით და მათთან მოლაპარაკებებისას ისე გრძნობდნენ თავს – „როგორც თევზი წყალში“; 2 დღეში რომ მისცეს რუსეთს საქართველოს 20% თავის კოდორის ხეობით, 18 კილომეტრიანი სასაზღვრე ზოლით რაჭაში და თბილისიდან 30 კილომეტრში ჩააყენეს ოკუპანტის ჯარი; ომის შემდეგ მთელი წელი, ძლივს რომ გამოვიდნენ ესენგედან და ძლივს მისცეს რუსეთის ჯარს ოკუპანტის სტატუსი; რკინიგზის გარდა ყველა სტრატეგიული დარგი რომ რუსეთს ჩააბარეს და ვითომ არაფერი, შვებით მიეცნენ განცხრომას?... მერე, თურმე ომი ჩვენ მოვიგეთ და თურმე, ამ ომმა მნიშვნელოვანი წარმატება მოგვიტანა. და ახლა, ყოველივე ამის შემდეგ, ურცხვად აპელირებთ ლოზუნგით – „არა ოკუპაციას“!
უკაცრავად მაგრამ, 9 წლის მანძილზე, სად იყო თქვენი „ბრძნული შეგონება და უებრო რეცეპტი“ – „იუმორი, თამაში, სილაღე, ლაზღანდარობა. საკუთარი თავისაგან დისტანცირების უნარი. უნარი, სრულად არ გადაგყლაპოს მოძალებულმა კიტჩმა, „აღშფრთოვანებამ“. უნარი, გარედან შეხედო შენს თავს, შენს სიტუაციას, შენს შეზღუდულობას“? – საინტერესოა, რა დისტანციიდან უყურებდით იმ თავაშვებულ თარეშს? სად იყავით როცა უგემოვნებობამ და საშინელმა კიტჩმა წალეკა თბილისი და ბათუმი? და საერთოდ, ვინა ხართ და სად ხართ?
იცით საერთოდ, რა არის ფილოსოფია ან, რას ემსახურება? ჩემთვის, ყველაფერი მაშინ გახდა ნათელი, როცა თქვენი „დიდი ფილოსოფოსის“, გიგი თევზაძის ნააზრევი წავიკითხე თავისუფლებაზე. თურმე – „ თავისუფლება არის ძალაუფლების მოპოვება სხვებზე“. აი, ეს არის თქვენი კრედო, ამისთვის იკლავთ თავს და კიდევ, კეთილდღეობისთვის.

ავტორი: БУХУТИ
26.02.2013 04:17
იუმორი, თამაში, სილაღე, ლაზღანდარობა. ესაა საკუთარი თავისაგან დისტანცირების უნარი. ესაა უნარი, სრულად არ გადაგყლაპოს მოძალებულმა კიტჩმა, სენტიმენტალიზმმა, „აღშფრთოვანებამ“. უნარი, გარედან შეხედო შენს თავს, შენს სიტუაციას, შენს შეზღუდულობას.
----------------------------------------------------------------
უზუსტესი დიაგნოზი დასვი გიგა და მკურნალობაც ზედმიწევნით ზუსტი...ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...ჩვენი ადგილი ევროპაში ვერ მოინახება და ძალიან მწყდება გული ამის გამო....

ერთ რამეზე მწყდება კიდევ გული გიგა,ვერაფრით ვერ გავიხსენე ეგ ცნობილი ანეგდოტი :)

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 02:55
მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოგი არის სნობებზე თავდასხმა ორმაგად: ავტორი ამბობს, მე თქვენზე უფრო მეტი სნობიზმიც შემიძლიაო და ვინც არ დაუჯერებს, იმას აჯახებს კუნდერას, რომლის სნობისტურ შესაძლებლობებში ეჭვი ვერავის შეეპარება. თამაშობს ამას თუ დაუფიქრებლად გამოსდის ასე, ცალკე საკითხია, მგონი მაინც თამაშობს.

ავტორი: 13x საიდან გვწერთ: milky way dan
26.02.2013 00:01
like////

ავტორი: ლევან საიდან გვწერთ: თბილისი
25.02.2013 23:28
მართალი გითხრათ, წერილი წავიკითხე და იქ თომას მანნ ნახსენები არ არის.
ალბათ ერთგვარი კოდია - ავტორისგან ჩადებული, მიხვდება თუ არა ვინმე ამ ჩაშიფრულ ალუზიას.
არ ვიცი- თომას მანნი ნახსენებია თუ არა 39 კომენტარში - პირველ 5-6 წერილში მგონი არაა, დანარჩენს, სამწუხაროდ ვერ წავიკითხე (თუმცა ვეცდები).
ახლა ორი აზრი, რაც გამახსენდა (მომაფიქრდა),
პირველი - ევროპელთ არეკვატურად არ ესმით დოსტოევსკი - მიზეზი გრძლად მოსაყოლია და მოსაწყენი.
ყოველ შემთხვევაში, აქ დასაწერი არაა. ჟენევაში, "წითელი ჯვრის
" ცენტრალურ ოფისში, შესასვლელში სწორედ რომ დოსტოევსკს აზრია ამოთლილი ქვაში - რომ "ჩვენ ყველა ადამიანის ტკივილი გვაღელვებს და ყველა ადამიანის ტკივილის მოშუშების უფლება გვაქვს: -ო.
ეს აზრი დოსტოევსკის - რომელსაც თავის ხელოვნებაში (უბადლოში, თავისთავად) ასიტყვა "კავკასია" ნახსენები არ აქვს არც ერთხელ (მგონი მხოლოდ ერთხელ, თავის :მწერლის დღიურში").
ევროპელს ეს იდეა დოსტოევსკისა, ესმის ვითარცა ;ოზიტიური რამ მოწოოდება და ამოსავალ წერტილადაც აქვს აღიარებული - აბა რაა სხვა მიზეზი ამ აზრის ასე აფიშირებული მთავარ შესასვლელის დირეზე ???
უკუღმა ესმით - ამსიტყვის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობითაც.
რატომ ? - ეს გრძელი ისტორიაა.
ახლა მეორე.
ბატონო ზედანია - თქვენ ის პიროვნება ბრძანდებით, რომელმაც ნაც=მოძრაობის ბატონობისას (ნაც-მოძრაობის გამო?) განაცხადეთ აქ, "თავისულლების" (!!) გვერდზე, რომ "რუსულ ენაზე დაწერილ ტექსტ არ გაატარებდა კომენტარში (რაც უნდა ყოფილიყო ამ ენაზე ნაწერი).
ეს- ასეა და უნდა გახსოვდეთ, რომ ეს სხვასაც ახსოვს და ამ ნაბიჯით(აც) შეაფასებს თქვენს საზრისს.
ეს - მეორე.
ამიტომ, კარგია, რომ თომას მანნ-ს თუ იღებთ საზომად, თუმცა, მანნი ფაშიზმს გაექცა ამერიკაში და თქვენ ხელისუფლებისაკენ სწრაფვაში ბრძანდებით შემჩნეული.
ძნელი წარმოსადგენია თომას მანი 1933-45 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესსორად და საზოგადო მოღვაწედ.


ავტორი: tamriko საიდან გვწერთ: ''ტუმბოჩკიდან''
25.02.2013 23:17
ე.ი. მე 5 ენა არ ვიცი და ამ ქართულ ტექსტსაც ვერ გავიგებ

კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

საგამომცემლო ბიზნესი იძირება?

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაწყებული სასამართლო დავა ოთხ გამომცემლობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სასარგებლოდ დაასრულა.
გაგრძელება

აუდიო დაპირისპირება მუსლიმ ლიდერებს შორის

შეთანხმება, ბრალდებები თუ დაპირისპირება? – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
გაგრძელება

აუდიო მზია ქველაძე შშმ პირთა საჭიროებებზე

23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მზია ქველაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების კომიტეტის წარმომადგენელი.
გაგრძელება

აუდიო დამტკიცებულია ევროპის ახალი კომისია

ევროპის კავშირის პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის ახალი კომისია, ჟან- კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით. იუნკერის 28-კაციან გუნდს 423 დეპუტატი მიემხრო, დაახლოებით ამის ნახევარი, 209 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო, 67-მა თავი შეიკავა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული