ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 21:52

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

2012

x
წესით, როცა გინდა, რომ წლის მიმოხილვა დაწერო, უნდა მოემზადო, სულ ცოტა, ინტერნეტ-გამოცემებს და ჟურნალ-გაზეთებს მაინც გადაავლო თვალი. ეს მომზადება კი ჩემთვის ზედმეტად სერიოზულ საქმედ მივიჩნიე და გადავწყვიტე მეხსიერებას მივნდობოდი. აქედან კი ბევრი არაფერი გამოვიდა.

წლევანდელი პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გავიხსენე, საქართველოსთან არ იყო დაკავშირებული: 24 იანვარს, მიტოციკლეტზე ამხედრებული პოლიციელი დაეჯახა დიდ ბერძენ რეჟისორს, თეო ანგელოპულოსს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არც მეორე ფაქტი იყო მხიარული, პირიქით - ძალიან მძიმე და მტკივნეულად გასახსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლიდან მეორე დღეს, 22 თებერვალს დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

შემდეგი, რაც გავიხსენე, ფეხბურთი იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგებით მაისში “ჩელსიმ” გამახარა. არა, მათ არ ვგულშემატკივრობ. პრემიერ-ლიგაში ჩემთვის ყველაზე საძულველი კლუბია. აბრამოვიჩი მაღიზიანებს - ძალიან არაპრემიერლიგურად იქცევა. თანაც მის სამშობლოს ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მაგრამ ეს ტურნირი რომ მოიგეს, გამიხარდა. ჯერ ერთი, “ბაიერნს” ფინალი სახლში, მიუნხენში მოუგო და თანაც ნახევფინალში უძლეველი “ბარსელონა” დაამარცხა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გამიხარდა. “ბარსას” კი არ ვერჩი რამეს - მაგარი გუნდია, მაგრამ მთელი საქართველო და მსოფლიო რომ ყველაზე მაგარს გულშემატკივრობს, ეგ არ მომწონს ცოტა. მაგრის “ბალელშიკობა” ადვილია: შენ სუსტი თქვი. მაგილათად, “ფულემს” მგონი ჰიუ გრანტისა და ჩემი ინგლისელი ძმაკაცის გარდა აღარავინ “ბალელშიკობს”. ერთხელ ძმაკაცს ვკითხე, “ფულემი” რატომ აირჩიე-თქო. არ ამირჩევია, მისი სიყვარული მემკვიდრეობით მერგო წინაპრებისგანო. სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ წინაპრებისგან ბოლშევიკების სიძულვილი ნამდვილად მერგო. ეტყობა ამის ბრალია, რომ “ბარსელონის” ფანი არ ვარ და კიდევ ყველანაირი უმრავლესობა რომ მაღიზიანებს.

ივნისში უფრო ლიტერატურული მოტივებით ვიყავი დაკავებული. ეს “საბას” ბრალია. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო - მიხარია, რომ ფეისბუკზე არ ვარ დარეგისტრირებული: იქ თურმე ამბები ხდებოდა, ლიტერატურა არა - იხვი.

კიდევ კარგი, ივლისში დროზე მომისწრო ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში. მერე კიდე აგვისტოში ლონდონის ოლიმპიური თამაშები იყო თავისი გახსნა-დახურვიანად და ცოტა გავერთე.

ასეთი სპორტული ზაფხულის შემდეგ წინასაარჩევნო სექტემბერი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ალბათ ჩემზე უკეთ გახსოვთ ხელისუფლება-ოპოზიციამ რა ტყუილების ქარბუქი, ურთიერთბრალდებების კორიანტელი და ვიდეო-მტკიცებულებების ნიაღვარი დაგვატეხა თავს. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და საბოლოოდ, ვარდებით მოსული ხელისუფლება 1 ოქტომბერს ცოცხებით გააცილეს უმცირესობაში.

ეს ყველაფერი ჩემთვის კი ასე ჩანდა: ადამიანმა, რომელმაც მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულების ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე რელიგიური დანიშნულების ოფისი ააშენა, ძალაუფლება გადააბარა ადამიანს, რომელმაც ერთობ სერიოზული ფინანსური წვლილი შეიტანა თბილისში ანალოგიური პროფილის, ოღონდ გაუმართლებელი მასშტაბების, უგემოვნებო ნაგებობის მშენებლობაში.

ადამიანი, რომელმაც საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები კიტჩად აქცია, შეცვალა ადამიანმა, რომელმაც ფსიქოანალიზი აქცია კიტჩად.

ადამიანი, რომელმაც რიყეზე უშველებელი დოქები დაყარა, უპირისპირდება ადამიანს, რომელმაც სოლოლაკის ფერდობზე, მაწვნის ქილა შემოდგა.

ამ ორის და მათი ნაზირ-ვეზირების დაპირისპირების ფონზე შემოდგომა-ზამთარში განვითარებული ისეთი მოვლენები, როგორიცაა გაფიცვები, დაჭერები, მედიაორგანიზაციების ტრანსფორმაციები, დირექტორების გადადგომა-გადაყენება-არჩევნები, ჟურნალისტების უაზრო მოძრაობები არხიდან არხზე, მედიიდან პოლიტიკაში და უკან, მასშტაბური შეწყალებები, სპორტულ ფედერაციებში ატეხილი არასპორტული აქტივობები, კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებული უკულტურო ვნებები, მორიგი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ამერიკელის 27 მსხვერპლი, კიდევ ერთი ტრაგედია ავღანეთში და სხვა მრავალი, - მეორე პლანზე გადაიწია.

წლის უკანასკნელი თვე მუსიკალური თვალსაზრისითაც სევდიანი გამოდგა: ერთი კვირის ინტერვალით გარდაიცვალა თანამედროვეობის ორი უდიდესი მუსიკოსი - ამერიკელი დეივ ბრუბეკი და ინდოელი რავი შანკარი. ორივემ დიდხანს - 92 წელი (ბრუბეკს ერთი დღე დააკლდა) და ძალიან ნაყოფიერად იცხოვრა. მათ დიდი შემოქმედებითი და გენეტიკური მემკვიდრეობა დაუტოვეს კაცობრიობას: ბრუბეკი ერთ დროს თავის შვილებთან - დარიუსთან, დენისთან, მეთიუსთან და ქრისთან ერთად გამოდიოდა სცენაზე, რავი შანკარის შვილები ცნობილი მუსიკოსები - ნორა ჯონსი და ანუშკა შანკარი არიან.

ძალიან სავსე და ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ მათი ამ ქვეყნიდან წასვლა შეიძლება ერთგვარად ლოგიკურიც კი ჩანდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ადამიანების წყალობით ცხოვრება ბევრად უფრო დიდებულია, ვიდრე ამ პოსტიდან ჩანს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: moqalaqe
11.01.2013 20:54
ჯაბა იოსელიანის ნეშტი პანთეონიდან გასატანია !!!
ხელმოწერების შეგროვებას ხო არ დავიწყებთ !? მთავრობა გვყავს, თუ მომხმარებლების ბრბოა??????

ავტორი: გოგიას მეზობელი საიდან გვწერთ: გოგორეთიდან
10.01.2013 19:54
ავტორი: ანონიმი
08.01.2013 15:16
გოგია ნამდვილი მანიაკი ხარ ! - ეგეც ავადმყოფობაა...)))-აი ჯანდაცვის სფეროს ახალი ამომავალი ვარსკვლავი! მანიაკი ავადმყოფობის მძაფრად გამოხატული, აკვიატებულ იდეად გადაქცეული ფორმაა და არა ცალკე ავადმყოფობის სახე...გაუნათლებლობა-უწიგნურობით ისევ მოგივიდა სიბრიყვე ხომ ?

ავტორი: ანონიმი
08.01.2013 15:16
გოგია ნამდვილი მანიაკი ხარ ! - ეგეც ავადმყოფობაა...)))

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
08.01.2013 13:48
ავტორი: ანონიმი
06.01.2013 16:37
"ლაშა ბუღაძე - პრეზიდენტის მიმართვაზე:ასე არ ჯობია?
შეგძლებია მართალის თქმა ლაშიკო!))" -ღადავსა და სინამდვილეს შორის სხვაობის ვერ შემჩნევა-ავადმყოფობის ისეთი ფორმაა, რომლის ანემნეზის გამომხატველ სიტყვაში აქტიურად მოქმედებს სიტყვა-"ქლიავი," თავსართით "გამო"

ავტორი: Ruso საიდან გვწერთ: US
07.01.2013 04:56
ბატონო ბიძინა, რატომაა ლოგიკური მაგ ქვეყნიდან წასვლა, თუ ის შენია??? ''სემია ნე ბეზ უროდა''ო ალბად გაგიგიათ და ამიტომ სანაგვეზე უნდა მოისროლოთ ის უროდი?? თუ თქვენის აზრით მაგ შემთხვევაში ოჯახი უნდა თავად მიატოვოთ?? მოკლედ რომ ვთქვა, კარგია თუ ცუდია, თუ შენი სამშობლო გიყვარს, არსადაც არ უნდა წახვიდეთ. მიგრაციაში ყოფნა გაცილებით ძნელია, ვიდრე მანდ ცხოვრება. შენ საკუთარ ენაზე მაინც ლაპარაკობ და კამათობ, რომელია უფრო სწორი რეკომენდირებული თუ.... როგორც არის, ჩემი რეკომენდაცია თქვენდამი იქნება --- უფრო მეტი იოცნებეთ და იფრინეთ, გაცილებით მსუბუქად იგრძნობთ თავს.
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს

ავტორი: მეცკომი
06.01.2013 20:05
ანონიმ ეგეც ინწილიგენციაში გადის? :))

ავტორი: ანონიმი
06.01.2013 16:37
ლაშა ბუღაძე - პრეზიდენტის მიმართვაზე:

"არ გინდოდათ სიმშვიდე და სტაბილურობა? ახლა ელოდეთ, როდის გამოვლენ ციხეებიდან პედოფილები, ტყვეთა მსყიდველები, პირწავარდნილი ჯაშუშები და შეფარული ზოოფილები!

არ გინდოდათ საინტერესო ცხოვრება? ბოდიშს ვიხდი, ეყარეთ ახლა უინტერესოდ!

გამორთეთ საერთოდ ტელევიზორი!

თქვენ არ ხართ ჩემი ღირსი! "
--------------------------------

ასე არ ჯობია?
შეგძლებია მართალის თქმა ლაშიკო!))

ავტორი: მეცკომი
04.01.2013 22:47
მოკლედ სპირიტუალური პერსოპოლისი ისევე განადგურდა,როგორც მატერიალისტური სუზა :)))))

ავტორი: GERMANE
04.01.2013 22:04
ბატონო მოდერატორო - ორთოგრაფიული ლექსიკონი, ისევე როგორც ყველა სხვა ბეჭდვითი სახის სახელმძღვანელო არაა დაცული შეცდომებისაგან, იგივე ორთოგრაფიულისაგანაც და ამასთანავე ამგვარ სახელძღვანელოებს ბიბლიურ ძალას ანიეჭებენ.

სწორედ ის ფაქტი, რომ ეს "რეკომენდებული" უკვე რამდენიმე ათეული წელი იხმარება, მაფიქრებინებს, რომ ამ რამდენიმე ათეული წლის წინ დაშვებული სეცდომა გადამწერებმა უბრალოდ გადაიწერეს.

ენა არის ლოგიკისა და კომუნიკაციის პროდუქტი და არა უფლისგან დაწერილი დოგმატიკა.
თანაც, გრამატიკა ლოგიკის ბევრ მეთობზე ბაზირებს.
ასე რომ, ლოგიკური კი ჩანს, მაგრამ არასწორიაო - არის ის, რაც ენატმეცნიერებამ უნდა მაქსიმალურად შეამციროს.
ბოლოსდაბოლოს, ასე რომ ეფიქრა ან ილიას და ან კიდე იაკობს, არ გვექნებოდა ასე თანამედროვე ენა.

ასე რომ, თქვენი მდიდარი კონექშენებიტ ეცადეთ და ეს ყურში ჩამკრახებელი სიტყვა "რეკომენდებულია" როგორღაც მოაცილეთ მსმენელთა ყურს.

მე ნამდვილად განმეორებითი შეცდომა მგონია - გაეპარა ვიღაც რედაქტორს 80-90-იან წლებში და ვართ ასე გარეკომენდებულები.

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 17:40
ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: US
04.01.2013 00:21

"ამ ორის და ..."კი არა, ამ ერთის და მეორე ნახ-ნახევარის... :))


ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
04.01.2013 05:47
ავტორი: მოდერატორი
02.01.2013 02:13
გმადლობთ გამოხმაურებისთვის.
სწორი ფორმაა "რეკომენდებული" და არა "რეკომენდირებული" (იხ. ორთოგრაფიული ლექსიკონი)

ორთოგრაფიულში კი წერია "რეკომენდებული", მაგრამ გაუგებარია რატომ. თუ არსებობს "ლიკვიდაცია - ლიკვიდირება - ლიკვიდირებული“, „აპრობაცია - აპრობირება - აპრობირებული“, „კულტივაცია - კულტივირება - კულტივირებული“, „გენერაცია - გენერირება - გენერირებული“, „პრეპარაცია - პრეპარირება - პრეპარირებული“ და მრავალი სხვა და არა „ლიკვიდებული“, „აპრობებული“, „კულტივებული“ და ა.შ.... ყოველგვარი ლოგიკით, რეკომენდაცია-რეკომენდირება-რეკომენდირებული უნდა იყოს. საიდან მოვიდა ეს „რეკომენდებული“?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
04.01.2013 18:15
საიდან მოვიდა, ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ენათმეცნიერთა მიერ დადგენილი ფორმაა "რეკომენდებული" და ვიცავთ ამ ფორმას. ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა სიტყვების ანალოგიით სწორი ფორმების თვითნებურად დადგენა არ არის სანდო მეთოდი. დრო და ტრადიციაც ანგარიშგასაწევი ფაქტორებია სხვა ფაქტორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომელი სიტყვა რა კონკრეტულ ვითარებაში იქნა შეთვისებული და მისი ხმარების რა ტრადიცია ჩამოყალიბდა. არც თუ იშვიათად ხდება, რომ არასწორი ფორმა ფეხს იკიდებს და მერე ნორმად იქცევა. მისი ანალოგიური სიტყვები კი სწორი ფორმით შემოდის ენაში (ისე, როგორც თქვენ მიერ ჩამოთვლილი სტყვების შემთხვევაშია). ოფიციალურ ტექსტებში "რეკომენდებული" იხმარება უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: US
04.01.2013 00:21
"ამ ორის და მათი ნაზირ-ვეზირების დაპირისპირების ფონზე შემოდგომა-ზამთარში განვითარებული ისეთი მოვლენები, როგორიცაა გაფიცვები, დაჭერები, მედიაორგანიზაციების ტრანსფორმაციები, დირექტორების გადადგომა-გადაყენება-არჩევნები, ჟურნალისტების უაზრო მოძრაობები არხიდან არხზე, მედიიდან პოლიტიკაში და უკან, მასშტაბური შეწყალებები, სპორტულ ფედერაციებში ატეხილი არასპორტული აქტივობები, კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებული უკულტურო ვნებები, მორიგი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ამერიკელის 27 მსხვერპლი, კიდევ ერთი ტრაგედია ავღანეთში და სხვა მრავალი, - მეორე პლანზე გადაიწია."

რაღაც ამ მეორე ნაწილის აღწერაში იმდენი შემზარავი და მნიშვნელოვანი რამ მოექცა რომ კითხვისას ის შტაბეჭდილება დამრჩა რომ ვერ გადაიწეოდა მეორე პლანზე, უბრალოდ არარეალურად გამოვიდა, ამ აბზაცამდე მოგყვებოდით და მერე "დამკარგეთ".

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 15:24
რა არის ასეთი ბეზდელნიკების აზრი ამ ქვეყანაზე, მითხარით ვინმემ რა? წუწუნი წუწუნი ქედმაღლობა ქილიკი სნობიზმი ამპარტავნობა უსაქმურობა ბოლოს პარაზიტობა და პაპიროზი კიდე ხელში

ავტორი: GERMANE
03.01.2013 14:26
ორთოგრაფიული ლექსიკონი ეშმაკსაც წაუღია-
- აციაზე დამთავრებული უცხოური სიტყვები განმსაზღვრელის ფუნქციის მინიჭების მერე (არ ვიცი გრამატიკულ- პროფესიულად როგორ ვთქვა!) იძენენ დაბოლოებას -ირებული. ასეა პრაქტიკაში.
მაგალითად -
აპრობაცია - აპრობირებული
ექსტრაქცია - ექსტრაჰირებული (ან ექსტრაქცირებული)
რეკომენდაცია - რეკომენდირებული
გალვანიზაცია - გალვანიზირებული

და არა "რეკომენდებული"
"გალვანიზებული"
"აპრობებული"
"ექსტრაქცებული"
და ა.შ.

ეს ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებითაა და ლოგიკით, ორთოგრაფიულში არ გადამიმოწმებია.
რათქმაუნდა, ზოგ შემთხვევაში არ გხვდება ყურში ისეთი გამოთქმა: "გალვანიზებული" ან "ელექტრიზებული" - თუმცა "ელექტრიზირებული" "ელექტრიზირებადი" და ა.შ. უფრო სწორი მგონია.

"რეკომენდებული" ნაჯახივით ხვდება ყურს - ყოველშემთხვევაში ჩემსას.

ავტორი: kichi საიდან გვწერთ: sakichetidan
02.01.2013 22:11
უშანგი რა მაგრად არის?! ეტყობა, რომ ძალიან ინფორმირებული პიროვნებაა :)

ავტორი: კლიმენტი საიდან გვწერთ: ტიფლის
02.01.2013 22:09
ს ნოივომ გოდომ

ავტორი: უშანგი
02.01.2013 18:38
ავტორი: ანონიმი
02.01.2013 03:41
ერთი გამოგრჩათ: ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს იპარავდა და ფლანგავდა, შეცვალა ქველმოქმედმა და სერიოზულია ადამიანმა.

ფსიქოანალიზი მოიცავს რაღაც კიტჩურს საკუთარ თავში...

---------------------------------------------------------------------
სერიოზულია ადამიანმა რა უბედურებაა? რას ნიშნავს?ცხოველის სახელია?ეგ ის ტვინიკოსი ხომ არაა,ყოველი საზღვარგარეთული ვიზიტების წინ სისულელეებს რომ ჩადის და უტვინო განცხადებებს რომ აკეთებს ქრონიკულად? )))

ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს იპარავდა და ფლანგავდა ეგ ვინღაა?ხადურმა და კბილაშვილმა ჯერ ბიუჯეტის გაქურდვის მცდელობას მიაგნეს :) ....გაქურდვის ფაქტი თვით წულუკიანსაც არ სმენია,თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

სისტემას კი არა ქვეყანას ანგრევთ:)მალე ზარბაზნებს ამოთხრით მიწინდან :) მეტს რას მოელის ქვეყანა თქვენგან? ინწილიგენცია ხართ ინწილიგენცია!!!

ფროიდი, პინგვინისგან ვერ გაგიმიჯნავთ,თქვე მეცკომზე გამოზრდილებო!!!)))





ავტორი: ბალესტრერო
02.01.2013 13:39
უმაგრესია...ჩაგვძIრა ამ პოლიტიკამ და დაგვავიწყა რომ არსებობს რაღაც საღი და ნამდვილი.

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: თბილისი
02.01.2013 13:39
თქვენ რა ბედნიერი ყოფილხართ. თქვენის ახლობელთაგან, მეზობელთაგან, ნათესავთაგან არავისზე არ განხორციელებულა საშინელი, უკანონო სამართალდარღვევები. არც უცხო ადამიანების გასაჭირი მიგიტანიათ გულთან. და ყველაფერი შენობების შედარებაზე დაგიყვანიათ. ნამდვილად ბედნიერი ყოფილხართ. :) მშურს!

ავტორი: ქეთევანი საიდან გვწერთ: თბილისი
02.01.2013 12:26
დაკვირვებული ვარ, ვინც ფეისბუქზე არაა რეგისტრირებული, გაცილებით საინტერესოდ წერს მოვლენებზე. ფეისბუქი რაღაც სტანდარტებს აყალიბებს უნებურად და ასევე უნებურად ყველა ფეისბუქელი ექცევა ამ სტანდარტებში და ისინი ტექსტის მიხედვით ადვილად ამოცნობადია. მაშინვე იტყვი, რომ ის ფეისბუქელია, ისევე როგორც ფორუმელობა ეტყობა ტექსტის ავტორს. ეს ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ვთქვა, ძალიან მომწონს აზროვნების ასეთი დინება და თემაში მოვლენების ასეთი დაკავშირება და რაც მთავარია სწორი აქცენტები. დიდი მადლობა.

ავტორი: ანონიმი
02.01.2013 03:41
ავტორს ყველაფერში ვეთანხმები.
ერთი გამოგრჩათ: ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს იპარავდა და ფლანგავდა, შეცვალა ქველმოქმედმა და სერიოზულია ადამიანმა.

ფსიქოანალიზი მოიცავს რაღაც კიტჩურს საკუთარ თავში...

ავტორი: Marcus Tullius
02.01.2013 02:27
ავტორის დეპრესიული განწყობა იგრძნობა...აშკარად აღარ ოცნებობს.

ავტორი: <3 საიდან გვწერთ: *
02.01.2013 02:20
ამ ტექსტის შემდეგ ცხოვრება უფრო დიდებული ჩანს ვიდრე არის :)

ავტორი: Kudiani საიდან გვწერთ: NY
02.01.2013 01:14
ძალიან მომეწონა ასპექტი,რომელშიც ბლოგერს გადავყავართ,საინტერესოა.
შენიშვნა მაქვს ერთი,მოცემულ თემას არ შეეხება: რეკომენდებულია თუ რეკომნდირებულია? ხშირად ვდებ თქვნს სტატიებს და სულ ტვალში მეჩხირება.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
02.01.2013 02:13
გმადლობთ გამოხმაურებისთვის.
სწორი ფორმაა "რეკომენდებული" და არა "რეკომენდირებული" (იხ. ორთოგრაფიული ლექსიკონი)

ამ ავტორის სხვა სტატიები:

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო სტიქიის შედეგები ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჩხოროწყუს გამგებლის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერმა წვიმამ სოფელს მილიონ ასორმოცდათერთმეტი ათასი ლარის ზიანი მიაყენა.
გაგრძელება

აუდიო „შეწყვიტე“ ფემიციდი

​საქართველოში დაიწყო სამოქალაქო კამპანია „შეწყვიტე“, რომელიც ქალთა მკვლელობებს უკავშირდება. არასამთავრობო სექტორის გარდა, ქალების მკვლელობებს და, ზოგადად, ოჯახში ძალადობას ეხმაურება ხელისუფლებაც.
გაგრძელება

აუდიო „გაზზე გადაყვანილი სტუდენტები“ - სტუდენტების პროტესტი

სტუდენტები ე.წ. მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და მოუწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია „გაზვილს“ ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.
გაგრძელება

აუდიო ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე

​ქალთა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე, სხვაობა მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებას შორის, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით წინასახელშეკრულებო პერიოდში და დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერული წინსვლისას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული