კვირა, 21 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 21:14

პოლიტიკა / საქართველო

პრემიერის ულტიმატუმი თუ მოქმედება დასწრებაზე?

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

მულტიმედია

აუდიო
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართავს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, ამბობს თუ არა უარს კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. პრემიერის მიმართვას ულტიმატუმად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა, უმრავლესობა კი პრეზიდენტისგან კონკრეტული პასუხის მოლოდინშია. როგორ აფასებენ მიმომხილველები პრემიერ-მინისტრის მიმართვის შინაარსს და რა მნიშვნელობას აძლევენ მას?

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასე მიმართავს პრეზიდენტს:
 
”ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ, ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ, პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ: ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს დაეძლევა შეცდომების გამოსწორებისა და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია, და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას”,-  ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში, რომელიც შემდეგი შინაარსის აბზაცით სრულდება:

”პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას: უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ".

პრემიერის ეს მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა შეაფასა როგორც ბოლშევიკური შინაარსის საუბარი ულტიმატუმის ენით:
თქვას საბოლოოდ, უჭერს ის ამ დიქტატორულ ნორმას მხარს, მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებას და პრემიერის ერთპიროვნულად დანიშვნას ყოველგვარი საპარლამენტო თანხმობისა და ხალხის ნების გარეშე, თუ ის თანახმაა შევიდეს ასეთი ცვლილება...

”ხდება ხალხის სახელით ლაპარაკი და ხალხის სახელით ოპოზიციის დაჩოქების მცდელობა. შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებების ცალკეულ ნაწილებზე ვიკამათოთ, ვიდაოთ და გადავწყვიტოთ საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამ უმრავლესობასთან რომ ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია, ამაში დავრწმუნდი”.

პრემიერ-მინისტრის მიმართვის აუცილებლობას  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტისადმი უნდობლობით ხსნიან. მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს, აპირებს თუ არა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს:

”თქვას საბოლოოდ, უჭერს ის ამ დიქტატორულ ნორმას მხარს, მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებას და პრემიერის ერთპიროვნულად დანიშვნას ყოველგვარი საპარლამენტო თანხმობისა და ხალხის ნების გარეშე, თუ ის თანახმაა შევიდეს ასეთი ცვლილება, რომელიც კიდევ ერთხელ მისცემს შანსს „ნაცმოძრაობას“, რომ თქვას, არის ეს ძალა მართლაც დემოკრატიულ პრინციპებზე ორიენტირებული, თუ ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის, ახირებებზეა დამოკიდებული და ხელისუფლების როგორღაც შენარჩუნების სურვილით არის შეპყრობილი”.

პრეზიდენტისადმი პრემიერ-მინისტრის მიმართვის კომენტირებისას „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი 25 თებერვალს სასამართლოს მიერ თბილისის მერისადმი გამოტანილი გადაწყვეტილების საპასუხოდ გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიგი უგულავას პროკურატურის მიერ მოთხოვნილი არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. კახა კახიშვილის სიტყვებით,  სასამართლომ, ფაქტობრივად,  განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს კი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ წერილის გამოქვეყნების საფუძველი გახდა:

კახა კახიშვილიკახა კახიშვილი
x
კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი
”კატასტროფულად იმოქმედა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ უკვე „ოცნების“ მხარდამჭერებზე. ამიტომ, ჩემი აზრით, ალბათ, საჭირო იყო ამის გადაფარვა და ამის გადაფარვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ”ქართული ოცნების” ლიდერის ამგვარი განცხადებით”.

ამასთან, კახა კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართვას იმ საკითხთა კონტექსტში განიხილავს, როგორიცაა 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგი პარლამენტის ყოფილ შენობასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, რომ ისინი  დაბრუნდებიან  ხელისუფლებაში...  ეს ყველაფერი ძალის  დემონსტრირებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში არსებული მერყევი წევრების შენარჩუნების საერთო კონტექსტია, ამბობს კახიშვილი, თუმცა, მისი აზრით, პრეზიდენტი აპრილამდე ვერ გაბედავს ვერც პარლამენტის და ვერც მთავრობის დათხოვნას, რადგან ეს საზოგადოების დიდ პროტესტს გამოიწვევს.
როდესაც კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, მე ასე მგონია, რომ ეს ნიშნავს ორმხივ თანამშრომლობას და ორმხივ პატივისცემას. აქედან გამომდინარე, როდესაც თანამშრომლობაზეა საუბარი, შესაძლებელია ეს ყველაფერი მოგვარდეს კონსენსუსის გზით და არა ეგეთი ულტიმატუმების წარდგენით...

ამავე აზრისაა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ  პოლიტიკური ტემპერატურის აწევით „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან  მეტი დათმობის მიღებას ცდილობს, რისი  არდაშვების  მცდელობაა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ეს გზავნილი. პრემიერმა, ასე ვთქვათ, წინმსწრებად გააკეთა განცხადება, ამბობს ხათუნა ლაგაზიძე:

”აქ ამოსავალი არის ხალხის და საზოგადოების ინტერესი, რომ საზოგადოებაში არ დაიწყოს ნაციონალების მიმართ უმართავი პროცესები, რომლის პროვოცირებასაც ისინი აკეთებენ. ამიტომ ის ტონიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში იყო, ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები, ანუ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს”.
პრემიერ-მინისტრი გაღიზიანებულია 25 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებითა და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე  უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკებების გაჭიანურებით, ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, თუმცა მისთვის ”პრემიერის მიერ არჩეული ულტიმატუმის ენა კატეგორიულად მიუღებელია”:

”როდესაც კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, მე ასე მგონია, რომ ეს ნიშნავს ორმხივ თანამშრომლობას და ორმხივ პატივისცემას. აქედან გამომდინარე, როდესაც თანამშრომლობაზეა საუბარი, შესაძლებელია ეს ყველაფერი მოგვარდეს კონსენსუსის გზით და არა ეგეთი ულტიმატუმების წარდგენით, მით უმეტეს, სახელმწიფოს მეთაურის წინაშე, რაც ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არღვევს სუბორდინაციის პრინციპს”.

ნიკა ჩიტაძეს ეჭვი ეპარება, რომ პრეზიდენტი აპრილამდე, ანუ მოქმედი კონსტიტუციის ვადის ამოწურვამდე, პარლამენტისა  და მთავრობის დათხოვნას გეგმავდეს. ამდენად, პრემიერის მიმართვას მხოლოდ გაღიზინებით ხსნის. 

პრეზიდენტის პასუხი პრემიერის მიმართვაზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
27.02.2013 23:48
მიშიკოს გაუმარჯოოოოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: tutuci
27.02.2013 16:38
ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოაცხადა თბილ-კრედიტ-ბანკს ჩავძირავო

მეორე დღეს ამ ბანკში ერთი დოლარი აღარ დარჩა, ყველამ გაიტანა თავის თანხა, თან ისე რომ მზეს ამოსვლა არც მოესწრო

ფინანსთა მინისტრმა ბრწყინვალედ შეასრულა დანაპირები, ის შემდგომში დიდხანს ამშვენებდა ჩვენ დემოკრატიის შუქურას

რაღაც ამგვარი ბოროტების ჩადენას შეეცადა ჩვენი დიდებული ხელმწიფე ვითომ როცა ბანკების გასხვისებაზე ყოვლად დაუდასტურებელი და უსაფუძვლო განცხადება გააკეთა?

ის უფრო გასაკვირი იყო თავისი მეხოტბეს, ლიბერთი ბანკსაც რომ გადასწვდა

ის აგონიაშია და აღარავის ინდობს, მათ შორის მათაც ვისი მეოხებითაც ფინანსდებოდა საარჩევნო კამპანიები

ყოვლად უკანონოდ კონტროლდებოდა ადამიანების შემოსავლები მისი და ჩვენი დიდი უფალი- ლავრენტი ბერია-მერაბიშვილის მიერ

ბანკებმა სწრაფად უარყვეს ეს ცანცარა ჭორი და ეხლა ალბათ ლოცულობენ დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდნენ

მიშა კი ლოცულობს ეგებ დარტყმა მიადგეთ ბანკებს და მერე ახალ მთავრობას დავაბრალებ ეკონომიკურ კრიზისსო

ამ კაცისთვის საქართველო რას წარმოადგენს ვინმე გამაგებინებს? ანონიმ დიდ-ს მივმართავ ზეპირად რომ იცის რუსი ჩეკისტების სახელ-გვარები და საყვარელი კერძებიც კი

მეტყვით რა უნდა მიშას ბოლო ბოლო? თორემ ჟურნალისტებს გაცოფებული რომ გაურბის ეგ დიდი ხანია ვიცით და მაქაურ პასუხს არც ველით

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 13:12
ცრუპენტელების ქვეყანაა და იმიტომ ჩემო ხატია
პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში იტყუება ბანკები გაიყიდაო, სულ არ აინტერესებს რომ ამით ბანკებს სახელს უფუჭებს და ამით ქვეყანას და მის ისედაც წელში გაწყვეტილ ეკონომიკას ავნებს- მგონი სპეციალურადაც აკეთებს ამას
მეორე მხარეს ბიძინა "ემესიჯება" ფეისბუკით ამ ცრუპენტელას
იქეთ ქართველ წმინდანთა დასი მდიდრდება გიგი უგულავა არსაკიძით, აწი ჩიორას და ვგონებ თუთბერიძის ჯერიც დგება
ამგვარი არაფერი მინახავს, მარა მიშას ცრუპენტელობამ და სიტუტუცემ ყველა ზღვარს გადააჭარბა

ავტორი: Khati
27.02.2013 09:07
რა ქვეყანაა...ფეისბუქის საშუალებით კონტაქტობენ ქვეყნის პირველი ოფიციალური პირები..
რა სასაცილოდ იგდებენ თავს და ქვეყანას პირველ რიგში... !!!!უკვე აღშფოთებაც ბანალური გახდა...ამ საწყალ ქვეყანაში

ავტორი: Skywalker საიდან გვწერთ: On the Sky
27.02.2013 08:24
ბიძინა "არაშენდას" აშენებს....

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 01:28
ჩვენი პრეზიდენტი არის ცრუპენტელა, არასერიოზული კაცი, რომლის ერთ სიტყვასაც კი ვერ დაიჯერებს ადამიანი

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 23:46
ვააა, რა მაგარი კაცი ხარ ჯიგარი ხარ .

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
26.02.2013 23:45
საცოდავი უმრავლესობა თავისი ბიძინათი.მგონი მაგათ 54% არ მიუღიათ.თავის ასეთი დიქტატით დამკვიდრება პოლიტიკაში, მარტო არაპროფესიონალიზმითაც შეიძლება ახსნილიყო,მაგრამ საქმე უფრო სხვაგავარად არის .რა თქმა უნდა,გიგის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებაც არ გაეხარდებოდა პრემიერს,მაგრამ მთავარი რუსეთის თითის ქნევაა.ამდენი ტყუილა ჩადო საქართველოს არჩევნებში?პუტინს სასწრაფოდ სჭირდება განახლებული სნგ თუ სსრკ.
ბიძინა კი რუსეთისკენ მისაბრუნებელ ნაბიჯს ნაციონალების წინააღმდეგობის გამო აშკარად ვერ დგამს.ოპოზიციას ასე ერთი ხელის მოსმით ჯერ ვერ სპობს,ვერ იჭერს,როგორც 41 ის შემომხაზველს უნდოდა.აი,როცა მათ ოცნებას აუსრულებს,ძლიერი ზურგით ნებისმიერ კავშირში შევა.(ნუ მერე კი ისტორია გამეორდება,ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები კუჭის გავლით "თვალის ახელას" რომ გამოიწვევს,მაგრამ ჯერ მაქამდე დრო არის...)
ჩემის აზრით, ახლა არა მხოლოდ პრეზიდენტის და უმცირესობის მიმართ გაჩაღდება კიდევ უფრო ძლიერი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა,არამედ დიდ ზეწოლას და დარტყმას მოახდენენ სასამართლოზე.ბიძინას და მის ბოსს კრემლში, არ მოსწონთ ჩვენი სასამართლოების გადაწყვეტილებები. საქმე პრეზიდენტამდე უნდა მივიდეს,ასე ბრძანა პუტინმა და ...ქართველის ხელი რომ უფრო მარჯვეა მაგაში,ეგ ყველასთვის კარგად ცნობილია.)
პრეზიდენტმა თქვა რომ პარლამენტს არ დაითხოვს,მაგრამ სწორად ეგ უნდა ივანიშვილს,პროვოკაციას,პროვოკაციაზე აწყობს.მას 100% -ი სჭირდება კურსის სრული მიბრუნებისთვის.( ისე ეგ საზოგადოდაც შესაძლებელია,ნასიამოვნებ 54% დაშინებულთა პროცენტიც დაემატება.. )
ვნახოთ, გაიმარჯვებს თუ არა ოცნებისტთა ზეწოლა კრემლის წინამძღოლობით , შეინარჩუნებს თუ არა საქართველო დამოუკიდებლობას,თუ მომავალში კიდევ უფრო ხშირი იქნება ჩრდილოელი სახელმწიმფოს ჩინოვნიკთა ვიზიტები, და არა მარტო ღვინის ხარისხის გასაკონტროლებლად...

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 21:50
რა გითხრათ რაა. როდესაც ძველ ანუ ნამდვილ და პირველ რომის რესპუბლიკას სახაროვის ნაირი ტიპი რომ ეტყოდა სტალინის მიერ შექმნილი ოხრობა ხარ და შენი პერესტროიკა უნდა დავიწყოო იქ სენატში არ იწყებოდა უმრავლესობა-უმცირესობის ჩიჟი-მიჟი! სენატორები ირჩევნდნენ დიქტატორს და ავალებდნენ წადი და ამ სახაროვს ან თავი გაუხეთქე ან როგორც გინდა მოაშორე რომსო! ამისთვის აძლევდნენ ერთ წელიწადს. შეასერულებდა დავალებას და დიქტატორი თავისი ნებით და ფეხით სხვათა შორის მიდიოდა პენსიაზე სათევზაოდ. ვერ შეასრულებდა და სახაროვი დაღრღნიდა მის ძვლებს. ესენი კი, არა,ვერ არიან ნამდვილი რომაელი რესპუბლიკელები!!! იცოცხლეთ და გაიხარეთ თუ გადარჩებით ამათ ხელში!!!

სხვა მასალები

აუდიო ევროკავშირთან ასოცირებისა და საყდრისის მცველთა კვირა

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ბოლო ათწლეულების მთავარ მოვლენად შეფასდა.
გაგრძელება

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

აუდიო „რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“

საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული