შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:48

პოლიტიკა / საქართველო

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა

ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი
x
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ტექსტის ზომა - +
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

როგორც მანანა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, ბრძანებულება მხოლოდ ნაწილია ტექნიკური პროცედურისა და იგი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა.

ხსენებული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე და 33-ე მუხლების შესაბამისი პუნქტების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ერთი წლის წინ იმავე სააკაშვილის ბრძანებით ჩამოერთვა.

2011 წლის ოქტომბერში მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმ მოტივით, რომ 2004 წელს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, 2010 წელს, მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ის "ქართული ოცნების" ლიდერის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირდებოდა. ივანიშვილი ფლობდა რუსეთის მოქალაქეობასაც, რომელზეც უარი თქვა 2011 წლის დეკემბერში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
16.10.2012 20:49
რა სულ სასაცილოდ უნდა შეაგდოს მიშამ თავი?! გადაცემისას მოულოცავს. ;-) როდის გათენდება ის დღე, როცა მიშაზე აღარაფერს გავიგებთ!! ჩვენი მოქალაქეობის მიმნიჭებელი!!! :))))

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
16.10.2012 17:56
იმედია ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება ეს სასწაული წესი, რომელიც ერთი ადამიანის ნებაზე დამოკიდებულს ტოვებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის საკითხს.
ისე რა გამოვიდა, რომ დემოკრატიის შუქურამ აღიარა ოპოზიციის ლიდერისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პოლიტიკური მოტივი? ასეთ კითხვებს რატომ არ უსვამენ ჟურნალისტები?

ყველაზე პოპულარული