სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:22

პოლიტიკა / საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: ”სამოქალაქო დაპირისპირებას არ დავუშვებთ!”

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი ”ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს? როგორია კოალიცია ”ქართული ოცნების” სტრატეგია ნატოს მიმართ? მოსალოდნელია თუ არა, რომ ფარულმა აუდიოჩანაწერებმა, რომლებიც უკანასკნელი ორი დღეა კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის სახელით ვრცელდება, კოალიციაში ბზარი გააჩინოს?  - ამ და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების სხვა კითხვებს ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხობდა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე საერთაშორისო მედიის 80-მდე წარმომადგენლის კითხვებს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. ბუნებრივია, ინტერესი არჩევნების მოსალოდნელი შედეგების მიმართ დიდი იყო. ”ალბათობა იმისა, რომ კოალიცია მოახერხებს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, არჩევნებით შეცვლას, არის ძალიან დიდი, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციის შესავალ სიტყვაში. თუმცა ასეთივე დიდი მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას იმისა, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც ლიდერები იქნებიან, ეუბნება „როიტერსის“ ჟურნალისტი მას და იქვე ეკითხება: თუ ეს ასე მოხდა, თუ თქვენ ვერ მიიღეთ სასურველი სურათი, როგორ განვითარდება მოვლენები? თუკი საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ცნობენ, ჩვენ ამ შედეგებს ვაღიარებთ, პასუხობს ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილი.

საზოგადოებაში არსებობს იმის შიში, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს? -  პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაისმა ეს კითხვა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, მტკიცედ უპასუხა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, უკანონო ქმედებებით კოალიციის მხარდამჭერები აქამდეც გამოეყვანა ქუჩაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ”ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი: “როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ პირველ ოქტომბერს, ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას”.
მე გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არაფრის გულისთვის და არაფრის ხარჯზე არ შევცვლით ჩვენს სტრატეგიას და, იმავდროულად, დიდი ვალდებულებაა იმისა, რომ პარალელურად რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები ...

რა გზებით შეეცდება კოალიცია ”ქართული ოცნება” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? - ჟურნალისტები ამ საკითხითაც დაინტერესდნენ.  ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი და იქვე იმასაც აღიარებს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა, თუკი მისივე სიტყვებს გავიმეორებთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჭეშმარიტად დემოკრატიულ და მტკიცე ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე გადის: ”ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთთან მთლიანად დაბალანსებული ურთიერთობის აღდგენის გასაღები ისევ საქართველოს შიგნით დევს. საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა, ისეთი საინტერესო, რომ ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს, სურვილი გაუჩნდეთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებისა”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

”თუკი თქვენ მომავალ ორშაბათს არჩევნებს მოიგებთ, როგორი იქნება თქვენი სტრატეგია ნატოს მიმართ და თუკი რუსეთი ნატოში ინტეგრაციის უარყოფის სანაცვლოდ ტერიტორიების დაბრუნებას შემოგთავაზებთ, როგორ არჩევანს გააკეთებთ?” -  ეკითხება ფრანგული გამოცემის, ”ფიგაროს” კორესპონდენტი კოალიციის ლიდერს. ბიძინა ივანიშვილი დაბეჯითებით პასუხობს, რომ კოალიციის ურყევი სტრატეგია ევროპისა და ნატოსკენ სწრაფვაა და ამ სტრატეგიას კოალიცია არაფრის ხარჯზე არ შეცვლის: ”მე გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არაფრის გულისთვის და არაფრის ხარჯზე არ შევცვლით ჩვენს სტრატეგიას და, იმავდროულად, დიდი ვალდებულებაა იმისა, რომ პარალელურად რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

როგორ უპასუხებთ ხელისუფლების ბრალდებას, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ კადრებზე, სადაც პატიმართა წამების ფაქტებია ასახული, თქვენ ხართ პასუხისმგებელი? - ჰკითხა საერთაშორისო მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილს 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ბიძინა ივანიშვილმა ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა: ”ჩვენ არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ამ კადრების არც მოპოვებასა და არც მის გავრცელებაზე, ამის არავითარი საბუთი არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არც ყოფილა”, - ამბობს კოალიციის ლიდერი.

უკანასკნელი ორი დღეა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით იუთუბზე ეტაპობრივად იტვირთება ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად მოიხსენიებენ. მოსალოდნელია თუ არა, რომ ფარულმა ჩანაწერებმა კოალიციაში ბზარი გააჩინოს? რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ჩანაწერებს მისი გუნდის წევრები იუმორით უყურებენ, რადგან ხელისუფლების მოგონილი კომპრომატების აღარავის სჯერა. რაც შეეხება თავად ბესო სურმავას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, ოჯახი კი ვარაუდობს, რომ ის გატაცებულია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზ. ს.
08.10.2012 16:38
მორიგი სპექტაკლი, ფარსი, ხელისუფლების გადაბარების ისევ და ისევ ედუარდის გამოყვანილ "მანქურთებზე", საქართველოს მტრებზე... სცენარის ავტორი, თეთრი სახლი. დამდგმელი რეჟისორი, კრემლი, გლობალლიბერალების და სოდომ-დემოკრატების მონაწილეობით...ისე აინტერესებთ ამათ სამართლიანობა და ხელისუფლების ლეგიტიმურობა, როგორც მე ჩინეთის ელჩის ვახშამი. მალე დაინახავთ, როგორც ედიკას შერჩა ხახვივით ყველა დანაშაული, ისევე შერჩება ნაცებსაც და ყველას ამ ქვეყანაში. ახლა სარფიან თანამდებობებს გადაინაწილებენ და იგივე "პლასტინკა" განმეორდება...

ავტორი: ზ. საბულუა
30.09.2012 14:41
90 - წლის შემდეგ, როგორც ყველა უკანონო არჩევნები, ესეც რათქმაუნდა გაყალბდება. რისი იმედი აქვთ მეოცნებეებს არ ვიცი. ბიძინა, გინდა პუტინის პროექტი იყოს და თუ გინდ კოფე ანანის, რა მნიშვნელობაა. აფხაზეთი, ეს არის რაც უნდოდა რუსეთს, სულ არ აინტერესებს დანარჩენი საქართველო. ისევ ეს ლაჩარი სადისტები ურჩევნიათ დარჩნენ ხელისუფლებაში, რამეთუ იციან კრემლში, რომ ესენი ისე დააშინეს, საზღვარი თბილისამდეც რომ გადმოწიონ, მაინც ვერ გაბედავენ რუსების მიმართულებით ერთ გასროლასაც კი. ისიც იციან კრემლში, რომ ნებისმიერ დროს შეძლებენ ამათ გამოყენებას და მართვას, რაც ლოპოტის ხეობის მოვლენებმა ცხადყო. მოკლეთ ის ილუზია, რომ კრემლი დაინტერესებულია ამ ხელისუფლების ჩანაცვლებით, ვფიქრობ მალე გაიფანტება...დიდი ხანია ხალხს არავინ არაფერს ეკითხება ჩვენში. მილიონზე მეტი არარსებული ამომრჩეველია სიებში, ამას დამატებული ტრადიციულად ხელისუფლების მხარდამჭერი არაქართული რეგიონები... მოკლედ არჩევნები უკვე "მოგებული" აქვთ... ახლა ორში შეიცხადებენ მეოცნებეები თითქოს აქამდე არ იცოდნენ ამის თაობაზე... ყველაფერი დამიჯერეთ, ფარსია. ამიტომ მირჩევნია არ მივიღო მონაწილეობა ამ "ტრაგიკომედიაში"...მორიგ არალეგიტიმურ, უკანონო "არჩევნებზე" უფრო სწორედ ფარსში, სადაც არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და ვუცხადებ ბოიკოტს :) ფსონს ვდებ, კარტის შემდეგ "რასკლადზე" :) ---- ნაციონალები 40% - დან, 50% - მდე. ოცნება 25%-დან, 30%-მდე. დანარჩენი ქრისტიან დემოკრატები. ეროვნულ დემოკრატები, შესაძლოა კუკავა და ბაღათურიაც მოხვდნენ ამ გაუგებრობაში. ნაცები შექმნიან რომელიმე სატელიტთან ერთად უმრავლესობას. ვფიქრობ ასეთი იქნება მორიგი ფარსი, სახელწოდებით " ქართული არჩევნები" და მისი შედეგები... ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება ასე გაგრძელდება კიდევ დიდხანს. 90- წლის შემდეგ საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდებოდა, რამეთუ ხელისუფლებაში მოვიდნენ საქართველოს მტრები, ანტიეროვნული ძალები. ეს გაგრძელდება იქამდე სანამ პუტჩისტი არამზადები და მკვლელები იქნებიან ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში. სანამ სახემწიფო დამნაშავეები ივლიან ქუჩებში, სანამ კოლაბორაციონისტი მოღალატეებით იქნება დახუნძლული ქართული პოლიტიკური სპექტრი...

ავტორი: ზ. საბულუა
29.09.2012 19:59
მორიგ არალეგიტიმურ, უკანონო "არჩევნებზე" უფრო სწორედ ფარსში, სადაც არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და ვუცხადებ ბოიკოტს :) ფსონს ვდებ, კარტის შემდეგ "რასკლადზე" :) ---- ნაციონალები 40% - დან, 50% - მდე. ოცნება 25%-დან, 30%-მდე. დანარჩენი ქრისტიან დემოკრატები. ეროვნულ დემოკრატები, შესაძლოა კუკავა და ბაღათურიაც მოხვდნენ ამ გაუგებრობაში. ნაცები შექმნიან რომელიმე სატელიტთან ერთად უმრავლესობას. ვფიქრობ ასეთი იქნება მორიგი ფარსი, სახელწოდებით " ქართული არჩევნების" შედეგი... ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება ასე გაგრძელდება კიდევ დიდხანს. 90- წლის შემდეგ საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდებოდა, რამეთუ ხელისუფლებაში მოვიდნენ საქართველოს მტრები, ანტიეროვნული ძალები. ეს გაგრძელდება იქამდე სანამ პუტჩისტი არამზადები და მკვლელები იქნებიან ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში. სანამ კაციჭამიები ივლიან ქუჩებში, სანამ კოლაბორაციონისტი მოღალატეებით იქნება დახუნძლული ქართული პოლიტიკური სპექტრი...

ავტორი: ანონიმი
29.09.2012 14:08
სამოქალაქო დაპირისპირება არ ვიცი მაგრამ როცა და თუ დამთავრდება ის რაც დაამგვანეს ნელთბილ სამოქალაქო ომს ალაგ-ალაგ ცხელი ეპიზოდებით ვიქეიფოთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.09.2012 00:54
ნატო ინტეგრაციაზე უარის თქმა არც ბიძინას ეპატიება და არც არავის. სწორედ ნატო ინტეგრაციაში გვიშლის ხელს ის ჭეშმარიტი არადემოკრატიული ნაბიჯები რომელიც სააკაშვილმა გადადგა ამ 8-9 წლის განმავლობაში

და იმ ფონზე როდესაც აფხაზები რუსეთს მხოლოდ მისი ეკონომიკური ფაქტორის გამო ეტანებიან, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ამ საკითხზე დადებით კვალს დატოვებს

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ისევ დაუჯერა რუსებს და დასავლური ინტეგრაციის ნაცვლად აფხაზეთის და ოსეთის "ჩუქებაზე" დათანხმდა, უარესის ღირსები ვიქნებით

ბოლო ბოლო უნდა ვისწავლოთ ჩვენივე ისტორიიდან, აგერ უკვე 200 წელზე მეტია რუსეთი ყველა ეტაპზე გვატყუებს, ვახტანგ მე-6-დან დაწყებული აქამდე

და საერთოდ მაგათი ნდობა არ შეიძლება, ეგ აფხაზებმაც იგრძვნეს უკვე და კარგად თან

ავტორი: ანონიმი
29.09.2012 00:15
არც სტალინმა დაუშვა. აბა სად იყო დაპირისპირება? 1924 წლის შემდეგ საქართველოში ვისაც ღამ-ღამობით არ იჭერდნენ მათი უმრავლესობა თუ ახერხებდა ბაირამობდა.და მობაირამავდა აგერ საქართველოს სტალინის მიერ შექმნილ ოხრობად გამოცხადებამდე და საბჭოთა ზარბაზნით მის დემოკრატიზაციამდე. ასე იბაირამონ საქართველოს მტრებმა.

ყველაზე პოპულარული