ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 04:40

პოლიტიკა / საქართველო

ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში კვირას გამართული აქციის ბოლოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ დრომდე პრემიერ-მინისტრის პოსტი „საპენსიო“ იყო და მისთვის გაუგებარია მერაბიშვილი დააწინაურეს თუ პოლიციას ჩამოაშორეს. უფრო ადრე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ივანიშვილის სიტყვები, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მერაბიშვილის დანიშვნა „საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებას“ წარმოადგენს. სააგენტოს ცნობით, ამ სიტყვებით ივანიშვილი სტეფანწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: GERMANE
02.07.2012 11:32
ჩემის აზრით ვანო მერაბიშვილს მიშას შთამომავლად ზრდიან.
მაგრამ, ყველაზე უძვირფასესი პოსტი - შსს მინისტრი ვინ იქნება?
აუცილებლად ის, ვინც სააკაშვილს ვანოსავით მუჭში ეყოლება მოქცეული (გახსოვთ ბანკებისა, გვირგვლიანისა, ფულებისა და მადამ მერაბიშვილის საქმე).
ასეთიუ პირი ახლანდელ გარემოცვაში მხოლოდ ერთი მეგულება - ბაჩო ახალაია. ისიც მიშას მარადიული ჯინია - მხედრიონელისა და საძმოს დამფუძნებელის (მარტო წევრის კიარა!) წარსულს ასე ადვილად ვერ მიაფუჩეჩებ. მითუმეტეს მაშინ, როცა თავის დროზე შევარდნაძემ მხოლოდ საერთაშორისოების ძალისხმევით და ჩვენთვის ცნობილი "ძმის" საძმოს წყალობით მოიცილა ჯაბა იოსელიანის ხალხი. ეს ერთის მხრივ კია დამსახურება, მაგრამ, მეორეს მხრივ ინფორმაციები ბაჩო ახალაიას წარსულზე არც ისე ადვილი "წასაშლელია".
მოკლედ - ბაჩო ახალაია შსს-მინისტრის იდეალური ვარიანტია - როგორც ვანო მერაბიშვილი იქცა სააკაშვილის მარწუხების სიმბოლოდ, ასევე იქნება ბაჩოც - აკეთებინე რაც გინდა და მიაწმინდე ხელი, ისევე როგორც ედიკამ ჯაბა გამოიყენა.

საინტერესო განვითარების მომსწრეები ვხდებით.
განსაკუთრებით კი იმისა, რომ ადეისვილის "მხარე" იძირება"... იქნებ სულაც არა? წარმოიდგინეთ და ადეიშვილი გახდეს შსს მინისტრი.

ერთი ვარიანტიც არის - ვანო გადაჰყავთ პოსტიდან მაშინ, როცა საქართველოში მოსალოდნელია ძალობრივი სტრუქტურების გააქტიურება, მიტინგის დარბევა და ა.შ. ამ არეულობებს ადვილად გადააბრალებ ახალი შსს მინისტრის უთავობას და გაათავისუფლებ, დაიჭერ კიდეც. მერე ვინ დარჩება სააკაშვილს მისი მონა-მორჩილი, თუკი მერაბიშვილის გადაყენება მოუწია?
ასეე რომ, ეს ცვლილება ეგებ იმას გვაუწყებს - საქართველოში დიდი შეხლა-შემოხლა მოხდება, ამ პერიოდის შსს-მინისტრი ამ საქმეს შეეწირება, მიშა სუფთად გამოვა, და ვანო მერაბისვილი, რომლის დროსაც საქართველოში სიმშვიდე და კრიმინალების დეფიციტი სუფევდა, ისევ იხსნის ქვეყანას, მიშა გვერდზე დადგება და დაადგმევინებს მერაბიშვილს საკუთარ სიცოცხლეშივე დიდ ძეგლს სახელით "მიშა აღმაშენებელი".

საინტერესო მოვლენებია.....

ყველაზე პოპულარული