ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 02:18

პოლიტიკა / მსოფლიო

ლუკაშენკო ვერ დაესწრება ოლიმპიადის გახსნას

ბელორუსიის პრეზიდენტის "ოლიმპიური რგოლები"ბელორუსიის პრეზიდენტის "ოლიმპიური რგოლები"
x
ბელორუსიის პრეზიდენტის "ოლიმპიური რგოლები"
ბელორუსიის პრეზიდენტის "ოლიმპიური რგოლები"
ტექსტის ზომა - +
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც, ამასთანავე, თავისი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეც არის, ლონდონის ოლიმპიადის გახსნას ვერ დაესწრება. ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ლუკაშენკოს უარი უთხრა აკრედიტაციაზე. ბელორუსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საორგანიზაციო კომიტეტის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ლუკაშენკოს, ბელორუსიის ხელისუფლების 200-მდე სხვა წარმომადგენელთან ერთად, ეკრძალება ევროპის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობა - ბელორუსიაში ადამიანის უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევების გამო

ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას 120-მდე ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ლუკაშენკოს გარდა, მიწვეულ სტუმართა შორის არ არის სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და ზიმბაბვეს ლიდერი რობერტ მუგაბე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ალექსანდრე ხახვაძე საიდან გვწერთ: ბალტრუსეთი
27.07.2012 00:42
ლუკაშენკო ვერ დაესწრება ოლიმპიადის გახსნააააააას ?
ვაი და ვუი!!! ეს იქნება დიდი დარტყმა და სრულიად გამოუსწორებელი დანაკლისი მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობისთვის.