პარასკევი, 06 მარტი, 2015 თბილისის დრო 21:29

პოლიტიკა

ბარაკ ობამას საინაუგურაციო სიტყვის პოლიტიკური, ისტორიული და ფილოსოფიური ასპექტები

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისასბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას
x
ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას
ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას

მულტიმედია

აუდიო
  • ბარაკ ობამას საინაუგურაციო სიტყვის პოლიტიკური, ისტორიული და ფილოსოფიური ასპექტები

ბარაკ ობამა 21 იანვრიდან მეორე ვადით ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ორშაბათს 800 ათასამდე ადამიანი დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით კურთხევის ცერემონიას. თავად ბარაკ ობამას 20 წუთიან საინაუგურაციო სიტყვა კი ისტორიკოსებმა უკვე შეაფასეს როგორც საკმაოდ თამამი და მწყობრი სიტყვა. მათ შორისაა ვირჯინიის უნივერსიტეტის ისტორიკოსი პროფესორი ბრაიან ბალოუ, რომელსაც ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჰეზერ მაჰერი ესაუბრა.

გარდა იმისა, რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, ბრაიან ბალოუ ერთ-ერთი წამყვანია აშშ-ის ეროვნული რადიოს პროგრამისა, სახელწოდებით „წინაისტორია ამერიკის ისტორიულ პირებთან ერთად“. პროფესორი ბალოუ, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა ბარაკ ობამას საინაუგურაციო მიმართვას, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას „ლოგიკურად დასაბუთებულს“ უწოდებს:

„ვფიქრობ, ეს იყო გაბედული სიტყვა, რომელშიც პრეზიდენტმა ფუნდამენტურად და ლოგიკურად დაასაბუთა თავის მიერ შემოთავაზებული ყველა პროგრამის ლოგიკური არსი. „ამერიკა უფრო ძლიერია, როდესაც იგი კოლექტიურად მოქმედებს“, - ასეთია ეს ლოგიკური დასაბუთება. გაბედულება კი ისაა, რომ სიტყვა „კოლექტიურის“ უბრალო ხსენებაც კი სახიფათოა, რადგან ისტორიულად ამერიკაში ეს კომუნიზმთან და სოციალიზმთან ასოცირდება. ეს ლამის ისევე სახიფათოა, როგორც სიტყვა „ლიბერალიზმის“ ხმარება“.
ვიდრე სხვა ხალხების სახელმწიფოების განმტკიცებაზე ვიფიქრებდეთ, ჩვენ ამერიკის აღორძინება გვჭირდება...


პროფესორ ბრაიან ბალოუს თქმით, მას მოეწონა, რომ ბარაკ ობამას საინაუგურაციო სიტყვაში ნაკლები საუბარი იყო „იმედებზე“ და ყურადღება უფრო მეტად  გამახვილდა ისტორიაზე. და სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში დაუკავშირა ბარაკ ობამამ „კოლექტიური ქმედება“ სახელმწიფოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს - აშშ-ის კონსტიტუციას და „თავისუფლების დეკლარაციას“, - ამბობს ისტორიკოსი ბრაიან ბალოუ და ობამას სიტყვის კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

„მე მოვისმინე მტკიცე მზადყოფნა, დაეხმაროს საშუალო კლასს, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმა ღარიბთა დახმარებისთვის მზადყოფნა. ვფიქრობ, ობამას მიერ „მომხმარებლის“ ხსენება  ერთგვარად ეთანადება ბევრი კონსერვატორის ხაზს და ნიშნავს გამოწვევის მიღებას - იმას, რომ ბარაკ ობამა მზად არის დაიცვას არა მხოლოდ საშუალო კლასის უფლება, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, არამედ აპირებს დაიცვას ის პროგრამები, რომლებიც ეხმარება ღარიბ, გაჭირვებულ ხალხს, ვისაც ზოგი კონსერვატორი „მომხმარებლად“ მოიხსენიებს.“
თუ რესპუბლიკელი ხარ, ამ გამოსვლაში დაინახავ ობამას, რომელიც პრეზიდენტად მეორედ არჩევის შედეგად კიდევ უფრო მტკიცე მომლაპარაკებელი ხდება, თითქოს ქვიშაზე მკაფიო ხაზებს ავლებდეს...


რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თემას, ბრაიან ბალოუ ბარაკ ობამას ერთ გამონათქვამზე ამახვილებს ყურაღებას.  „ვიდრე სხვა ხალხების სახელმწიფოების განმტკიცებაზე ვიფიქრებდეთ, ჩვენ  ამერიკის აღორძინება გვჭირდებაო“, - აღნიშნა ობამამ, რომლის გამოსვლაში პროფესორი ბალოუ ფილოსოფიურ ასპექტსაც ხედავს.

„თუ რესპუბლიკელი ხარ, ამ გამოსვლაში დაინახავ ობამას, რომელიც პრეზიდენტად მეორედ არჩევის შედეგად კიდევ უფრო მტკიცე მომლაპარაკებელი ხდება, თითქოს ქვიშაზე მკაფიო ხაზებს ავლებდეს. ვფიქრობ, ეს ქვიშაზე გავლებული ფილოსოფიური ხაზია. ჩემი აზრით, ბარაკ ობამა ეუბნება რესპუბლიკელებს: „თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლიბერალური და პროგრესულია ის, რომ იბრძოლოთ იმგვარი საშუალო კლასისათვის, რომელმაც ეს ქვეყანა დიადად აქცია, განაგრძეთ, გამახარეთ“. თუმცა ობამას ასეთი რამ არ უთქვამს“, -  ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ბალოუ, რომელმაც ბარაკ ობამას საინაუგურაციო მიმართვის ზოგიერთი საინტერესო ასპექტის თაობაზე რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი მოსაზრება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: არავინ საიდან გვწერთ: პირველი ადგილიდან
23.01.2013 16:37
მომწონს,კარგია.ბარაქაც კი იცვლება.ნამდვილი ღმერთის ძიებაშია და ცვედანს იცილებს.

სხვა მასალები

აუდიო ალექსეი ნავალნი უკან დახევას არ აპირებს

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 6 მარტს გამოვიდა ე.წ. პოლიციის სპეციალური გამანაწილებლიდან, სადაც კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის გამო იმყოფებოდა.
გაგრძელება

აუდიო გონკურების პრემიის ლაურეატის სველი ოჯახური საგა

სულ მალე თბილისს გონკურების პრემიის ლაურეატი ჟან რუო ეწვევა. იგი მწერალთა სახლში 19 მარტს, 18:00 საათზე შეხვდება მკითხველს, ხოლო მეორე დღეს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაშიც შეივლის 6-ის ნახევარზე.
გაგრძელება

როგორ შევქმნათ სიძულვილის კულტურა ხუთი იოლი ნაბიჯით

მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მომხრეთა ნაწილის განცხადებით, ხელისუფლებაში ყოფნის 15 წელიწადში ვლადიმირ პუტინმა მიზანმიმიმართულად შექმნა სიძულვილის კულტურა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უბიძგებს უგულებელყოს, ან მეტიც, გაამართლოს ძალადობა.
გაგრძელება

აუდიო რუსი და ქართველი პოლიტოლოგების გზავნილები ქართულ-რუსული სამოქალაქო დიალოგიდან

გასულ კვირას მოსკოვში ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული