ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
ბაჩო ახალაია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ცნობას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაია შეძრწუნებულია იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა და ის გრძნობს მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ვერ აღვკვეთა ”ეს საშინელი პრაქტიკა”. განცხადებაში ნათქვამია: ”მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია, აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით".
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე შეასრულებს.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)