კვირა, 26 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 11:40

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

ანდრო ხეთერელი: "ჰიბრიდი არ ნიშნავს გენმოდიფიცირებულ ჯიშს”

ანდრო ხეთერელიანდრო ხეთერელი
x
ანდრო ხეთერელი
ანდრო ხეთერელი

მულტიმედია

აუდიო
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია აგრარიკოსთა მოძრაობის ხელმძღვანელი ანდრო ხეთერელი. იგი საუბრობს თემაზე: სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 – 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ია ანთაძე
19.04.2011 00:00
მეგობრებო, დიდი მადლობა ვუთხრათ სტუმარს საინტერესო ინტერვიუსთვის.

ბატონო ანდრო, ვაქვეყნებ შეკითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარით. კითხვა ბევრია. იქნებ, მოიცალოთ და ზოგიერთ მათგანს მაინც უპასუხოთ. ერთი კვირა გვაქვს ამისთვის. დიდი მადლობა წინასწარ.

1. სოფლის მეურნეობაში მომუშავე საწარმოს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ თავისი საბრუნავი კაპიტალი რაიმე რეალური წყაროდან შეივსოს? ისტებლიშმენტის მიერ გაცვეთილ და ფორმალურ პასუხს თქვენი სტუმრისგან შეურაცხყოფად ჩავთვლი. საბანკო სექტორზე და მის აგრობიზნესისთვის გამიზნულ საბანკო პროდუქტებზე საერთოდ თავს ნუ შეიწუხებს. საერთაშორისო დონორების ინექციები რომ იხვრება გრანტიჭამიებისგან და მეწარმემდე არ აღწევს, ამის ასაცილებელ მექანიზმებზე თუ არის რაიმე სიახლე?

2. მაინტერესებს, მარტო თესლია გენმოდიფიცირებული, თუ სასუქიც, რომელიც შემოაქვთ?

3. მთავრობა, პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში 150 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. შეუძლია თუ არა თქვენს სტუმარს, დაასახელოს ამ ფინანსური ინექციის შემადგენელი წყაროები? კონკრეტულად, საიდან მოზიდული, გადანაწილებული თუ ნასესხები ფულადი რესურსებისგან შედგება ეს თანხა?

4. მაინტერესებს, ბატონი ანდრო, როგორც აგრარიკოსთა მოძრაობის ხელმძღვანელი, რას აკეთებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. მე ბიოლოგიის პედაგოგი ვარ და ხშირად ვსაუბრობ მოსწავლეებთან ამ საკითხზე, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საკვებს ღებულობს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ მიიღეს კანონი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

5. გენომოდიფიცირებული პროდუქტი მართლაც აქტუალური საკითხია, თუმცა, თუ სწორად მახსოვს, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულზე დუმს (არ არეგულირებს – არც კრძალავს, არც დაშვების პირობებს აყალიბებს...). მაგრამ არის თუ არა კანონით ვალდებული სახელმწიფო, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქციის შემადგენლობის შესახებ (მათ შორის გამოყენებული გენმოდიფიცირების პროცენტზე)? თუ შეიძლება ამ საკითხებზე დაზუტებული ინფორმაციის მიღება და შედარება ევროკავშირში არსებულ რეგულაციასთან? ამ უკანასკნელთნ და არა სხვასთან, რადგანაც საქართველოს აქვს დეკლარირებული საგარეო პრიორიტეტი -ევროინტეგრაცია.

6. კეთდება თუ არა რამე უცხოეთიდან საქართველოსთვის უცნობი მცენარეებისა და ცხოველების სახეობებისა და ჯიშების ჩამოტანის, ტესტირების და დანერგვის კუთხით?

7. სად იყენებენ მწვანე ან ლურჯ ბიოტექნოლოგიას ქართველები, ან საერთოდ თუ იყენებენ?

8. ჰყავთ თუ არა ქართველი სომალიეები ღვინის ქართულ კომპანიებს?

9. ვითარდება თუ არა სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია) საქართველოში? თუ კეთდება აღმოჩენები? კვლევები და ცდები თუ ტარდება?

10. საქართველოში მიწის დაახლოებით რა ნაწილია ათვისებული სოფლის მეურნეობის მიერ?

11. მაინტერესებს, რა პესპექტივები არსებობს შიდა ქართლისთვის? როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი ფერმერებისთვის? ეს ეხება როგორც მეურნეობების წარმოებას, ასევე ცოდნის მიღებას. სოფლის მეურნებობის რა დარგები უნდა აღდგეს თუ განვითარდეს ჩვენს რეგიონში? და კიდევ გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით რამე თუ იგეგმება?

12. წამიკითხავს სხვადასხვა აზრი სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ავ–კარგზე. რას იტყვის ბატონი ანდრო, როგორ და რატომ უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო სოფლის მეურნეობას?

13. ფიქრობენ თუ არა განადგურებული, ქარისგან დამცავი ხეთა ზოლების აღდგენაზე ქართლის ველებზე, შემუშავებული არის თუ არა ტყეთა აღდგენის და გაახალგაზრდავების რაიმე გეგმა ან პროექტი? ფიქრობენ თუ არა საძოვრების მოვლა-პატრონობაზე?

ავტორი: Nika Bakhsoliani საიდან გვწერთ: Tbilisi
19.04.2011 01:27
ჰიბრიდულ სიმინდზე სხვაგანაც ვიკითხე და მიპასუხეს, რომ ეს სიმინდი ადრე სხვა ქვეყნებშიც ჰქონიათ და იმ ქვეყნებში რაღაც უკუჩვენებები გამოვლენილა ახლა კი საქართველოში ჩამოიტანეს. ეს ბიოლოგმა0 მითხრა, მაგრამ დაწვრილებით მგონი თვითონაც არ იცოდა.
მაინტერესებს ასეთი სიმინდი სხვა ქვეყნებშიც თუ იყო აპრობირებული, და მართლაც, რაიმე უკუჩვენებები ხომ არ გამოვლენილა.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
19.04.2011 01:28
ანდრო, მეც დამატებით გთხოვთ, განგვიმარტეთ, რომ ეს სიმინდი არ არის განკუთვნილი ადამიანების საკვებად.

ავტორი: მაკო
19.04.2011 02:18
გამარჯობათ! საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, გმადლობთ. მაგრამ ამ სფეროში იმდენი კითხვაა დაგროვილი, იმდენი გაურკვევლობაა დათესილი, რომ ძნელია უცებ გაერკვე. მაინტერესებს, რა საჭიროა ცხოველის გენის შეტანა მცენარეში? საერთოდ, მეცნიერული ინტერესის გარდა, რა საჭიროა ცხოველთა და მცენარეთა გენმოდიფიცირება? უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტისთვის? რატომ არაა დადგენილი რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკვებად გამოყენება? როგორ მოხდა, რომ ეს პროდუქტები სამეცნიერო კვლევის და დასკვნის გარეშე მოხვდა ბაზარზე?
მაპატიეთ, ალბათ ძალიან დილეტანტური კითხვებია, მაგრამ როდესაც მოდელირებულ ინფორმაციას გაწვდიან და მეტზე ხელი არ მიგიწვდება, შიშით დაზაფრულს ამგვარი კითხვები გიჩნდება

ავტორი: chomsky
19.04.2011 04:31
სტუმარმა ცალსახად თქვა, რომ ჰიბრიდული სიმინდი არ არის საშიში (არანაირ საფრთხეს არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის).
გაუგებარია ეს ჩაკითხვები.
რა პასუხი გინდათ?

მაკო, ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული. მაგალითად, გენმოდიფიცირებული სიმინდი და ლობიო ითვლება უსაფრთხო კვების პროდუქტებად, რაც აღიარებული სამეცნიერო ფაქტია, დადასტურებული International council for science და World health organization მიერ.

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Athens
19.04.2011 05:49
ჯიგარო არვიცი ჰიბრიდი და გენოდიფიცირებული რარომელს ნიშნავს და საქართველოში რომელიც ჩამოიტანეს სახელი რაქვია ჰიბრიდი თუ გენმოდიფიცირებული, ერთი ვიცი საქართველოშიც გამოყავდათ სიმინდის ჯიშები და არცერთი არიყო გამრავლების უნარშეზღუდული .ანუ მეორე წელსაც და მე100 წელსაც ითესებოდა და ეჩვეოდა ნიადაგს ყოველი მომდევნო თაობა. ეს უნარი საქართველოში ჩამოტანილ სიმინდს არაქვს.
ეჭვი არსებობს რომ საქართველოში შემოტანილი სიმინდი ახალი ტექნოლოგიითაა მიღებული და გენმოდიფიცირებული .ტექნოლოგია გენმოდიფიცირების კი შეიძლება დღეს არაა ისე განვითარებული რომ გამრავლების ფუნქცია შეუნარჩუნდეს გამოყვანილ ჯიშს.
დამტვერვითი მანიპულაციებით გამრავლების ფუნქცია ფაქტიურად გამორიცხულია სიმინდს დაეკარგოს.

ავტორი: ana საიდან გვწერთ: tbilisi
19.04.2011 10:29
ია, ძვირფასო ყველა ამ კიტხვაზე , ანდროს ტუ პასუხი ექნება, პირდაპირ გავუწიოთ რეკომენდაცია (ვინ გვკითხავს მაგრამ მაინც) სოფლის მეურნეობის მინისტრის თანმდებობაზე!

ჩემთვის , საკამათოა, სოფლად . ასე ვთქავ ტ დასაქმებულთა პროცენტი, არარეალურია.. თუ ბატონი ანდრო მოგზაურობს საქართველოს სოფლებში, უსათუოდ მოხვდებოდა თვალში შრომისუნარიანი ადამიანების სიმცირე.
გლეხები ისედაც ელიავას ბაზრობებს ა და ევროპისა დ აAშს-ს არალგალთა არმიას არიან შემატებულნი!

ავტორი: ლაშა ბასილაძე საიდან გვწერთ: ქობულეთი
19.04.2011 14:01
მოგესალმებით!
მაინტერესებს აქვს თუ არა ჰიბრიდულ სიმინდს რეპროდუქციის უნარი თუ ყოველ წელიწადს საჭიროა ახალი სათესლე მასალის უცხოეთიდან შემოტანა?

ავტორი: ანონიმი
19.04.2011 16:14
რატომ არ პასუხობს? ეზარება?

ავტორი: ანდრო ხეთერელი საიდან გვწერთ: თბილისი
22.04.2011 02:17
მოგესალმებით და პირველ რიგში ბოდიშს გიხდით პასუხების დაგვიანებისათვის რაიონში მომიწია წასვლა და ვერ შევძელი თვალი მიმედევნებინა კითხვებისათვის. შევეცდები ვუპასუხო ყველა იმ კითხვას რომელთა შესახებაც ზუსტი პასუხი გამაჩნია.
დავიწყებ ბატონი ლაში ბასილაძის კითხვით:

მოგესალმებით!
მაინტერესებს აქვს თუ არა ჰიბრიდულ სიმინდს რეპროდუქციის უნარი თუ ყოველ წელიწადს საჭიროა ახალი სათესლე მასალის უცხოეთიდან შემოტანა?

არამარტო სიმინდის, არამედ ნებისმიერ სასოფლო სამეურნეო კულტურის ჰიბრიდი მოკლებულია რეპროდუქციის უნარს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო თაობაში მას არ შეუძლია მოგვცეს იგივე რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე მოსავალი. ჰიბრიდის არსის უკეთ აღსაქმელად შეგვიძლია მოვიყვანოთ ყველაზე ცნობილი ჰიბრიდის - ჯორის მაგალითი. ჯორი წარმოიქმნება ვირისა და ცხენის შეჯვარების შედეგად და თვითონ არ გააჩნია ნაყოფიერების უნარი.

ავტორი: ANONIMI საიდან გვწერთ: AXALSOFELI
22.04.2011 22:03
ჰიბრიდი არ ნიშნავსო გენმოდიფიცირებულს... კი ბატონო და..რასაც ნიშნავს გაგვიმხილეთ ისიც!

ავტორი: otari საიდან გვწერთ: tbilisi
23.04.2011 11:21
ხალხო მიბრძანდით აგრარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ნახეთ ჰიბრიდის განმარტება.ჰიბრიდი არ არის გენმოდიფიცირება და როცა არ იცით ტყუილად ნუ იძახით საშიშია და ასე შემდეგო.გენმოდიფიცირება სხვაა და ჰიბრიდი სულ სხვაა.ასე რომ მოეშვით დეზინფორმაციის გავრცელებას,შემოტანილი სიმინდი არაა გენმოდიფიცირებული,იგი ჩვეულებრივი ჰიბრიდული ჯიშია

ავტორი: ანდრო ხეთერელი საიდან გვწერთ: თბილისი
23.04.2011 21:55
ავტორი: otari საიდან გვწერთ: tbilisi
ჰიბრიდი არ ნიშნავსო გენმოდიფიცირებულს... კი ბატონო და..რასაც ნიშნავს გაგვიმხილეთ ისიც!
ჰიბრიდი ეს გახლავთ სასოფლო სამეურნეო კულტურის სახეობა, რომელიც მიღებულია იმავე სახეობის სხვადასხვა ჯიშების ერთმანეთთან სელექციური გზით შეჯვარების შედეგად. ანუ უფრო მარტივად რომ განვმარტოდ – დავუშვათ ჩვენი ამოცანაა მივიღოთ პომიდორის ისეთი ჰიბრიდი რომელიც გაუძლებს სიცივეს და ამავე დროს იქნება მაღალმოსავლიანი. ამისათვის ვიღებთ პომიდორის ორ ჯიშს რომელთაგან ერთი უძლებს სიცივეს და არ არის მაღალმოსავლიანი, ხოლო მეორე კი არის მაღალმოსავლიანი მაგრამ ვერ უძლებს სიცივეს. ამ ორი ჯიშის შესაბამისი ტექნოლოგიებით შეჯვარებით ვიღებთ ჰიბრიდს, რომელსაც ამ ორი ჯიშის ჩვენთვის სასურველი თვისებები – ანუ იქნება მაღალმოსავლიანი და სიცივისადმი გამძლე. ასეთი ჰიბრიდის თესლი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთხელ, მისგან აღებული სათესლე მასალა გამოუსადეგარია.
რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ ჯიშს, წარმოვიდგინოთ იგივე სიტუაცია გვჭირდება ყინვაგამძლე და მაღალმოსავლიანი ჯიში და ამისათვის ვიღებთ პომიდორის მაღალმოსავლიან ჯიშს და ნაცვლად იმისა რომ მისი სელექციური შეჯვარება მოვახდინოთ ყინვაგამძლე იგივე სახეობის ანუ პომიდორის ჯიშთან, შეგვყავს მასში არა პომიდორის, არამედ მაგალითად თეთრი დათვის ან დავუშვათ ზვიგენის ის გენი, რომელიც პასუხისმგებელია ყინვაგამძლეობაზე. ანუ თუ პირველ შემთხვევაში მოვახდინეთ სელექიური ჩარევა, გენმოდივიცირებულის შემთხვევაში ხდება გენეტიკურ დონეზე ჩარევა, რის შედეგადაც იცვლება მცენარის გენეტიკა და ვღებულობთ სრულიად ახალ სახეობას, რომელსაც შეუძლია გაუძლოს არანორმალურად არახელსაყრელ პირობებს და ასევე, ჰიბრიდისაგან განსხვავებით შეინარჩუნოს მისივე მსგავსი შთამომავლობის მოცემის უნარი.

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: ტბილისი
ჩემთვის, საკამათოა, სოფლად . ასე ვთქვათ დასაქმებულთა პროცენტი, არარეალურია.. თუ ბატონი ანდრო მოგზაურობს საქართველოს სოფლებში, უსათუოდ მოხვდებოდა თვალში შრომისუნარიანი ადამიანების სიმცირე.
გლეხები ისედაც ელიავას ბაზრობებს ა და ევროპისა დ აAშს-ს არალგალთა არმიას არიან შემატებულნი!

მესმის, მართალი ბრძანდებით მაგრამ დავსვათ კითხვა:
რატომ წამოვიდა გლეხი სოფლიდან?
მესმის რომ ადამიანი სოფლიდან წამოვიდეს იმიტომ რომ მას შესთავაზონ მაღალი თანამდებობა და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. მაგრამ როდესაც გლეხი მოდის ქალაქში, ასრულებს უმძიმეს შავ სამუშაოს და ასე წვალებით შოულობს მცირე თანხას, ეს იმას ნიშნავს რომ მას თავის სოფელში დაუდგა უკიდურესი აუცილებლობა იმისა, რომ ქალაქში მოეძებნა საარსებო გარემო.
რატომ დადგა ეს უკიდურესი აუცილებლობა?
დადგა იმიტომ რომ მის მიერ წარმოებულმა სასფოლო სამეურნეო პროდუქციამ ვერ გაუძლო კონკურენციას, ვერ აანაზღაურა მის წარმოებაზე გაწეული ხარჯები. ეს კი მოხდა ან იმის გამო რომ გლეხს გააჩნდა არასაკმარისი რესურსი (მცირე მიწა) ანდა იმის გამო რომ გლეხს არ გააჩნდა ცოდნა იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ რომელთაც გააჩნიათ გადამწყვეტი გავლენა მოსავლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. ან ორივე მიზეზის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი.
ამ ყველაფერს გააჩნია გაგრძელება - წამოსული გლეხის კუთვნილი აგრარული რესურსი გლეხის მიგრაციის შემდეგაც გამოუყენებელი რჩება. აქდან გამომდინარე ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად სად იმყოფება გლეხი, აგრარული რესურსი მაინც დანაწევრებულია, ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი მას ფლობს მაგრამ ვერ იყენებს.

ავტორი: თუთა საიდან გვწერთ: მანგლისიდან
24.04.2011 00:20
ბატონო ანდრო
პაპალაშვილის სიმინდის თესლი სად შეიძლება საქართველოში შევიძინოთ, ხომ ვერ გვეტყვით...

ავტორი: ანდრო ხეთერელი საიდან გვწერთ: andro@civilin.org
25.04.2011 00:15
ავტორი: მაკო
გამარჯობათ! საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, გმადლობთ. მაგრამ ამ სფეროში იმდენი კითხვაა დაგროვილი, იმდენი გაურკვევლობაა დათესილი, რომ ძნელია უცებ გაერკვე. მაინტერესებს, რა საჭიროა ცხოველის გენის შეტანა მცენარეში? საერთოდ, მეცნიერული ინტერესის გარდა, რა საჭიროა ცხოველთა და მცენარეთა გენმოდიფიცირება? უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტისთვის? რატომ არაა დადგენილი რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკვებად გამოყენება? როგორ მოხდა, რომ ეს პროდუქტები სამეცნიერო კვლევის და დასკვნის გარეშე მოხვდა ბაზარზე?
მაპატიეთ, ალბათ ძალიან დილეტანტური კითხვებია, მაგრამ როდესაც მოდელირებულ ინფორმაციას გაწვდიან და მეტზე ხელი არ მიგიწვდება, შიშით დაზაფრულს ამგვარი კითხვები გიჩნდება
გენმოდიფიცირებული პროდუქცია საჭიროა:
1. ეკონომიკური ეფექტისათვის
2. კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე სახეობების მიღებისათვის
3. პლანეტის მოსახლეობის გამოსაკვებად რადგან ადამიანთა პოპულაცია გაიზარდა და საკვების მოძველებული ტექნოლოგიებით წარმოების შემთხვევაში მისი გამოკვება ყოვლად შეუძლებელია
რატომ არაა დადგენილი რას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკვებად გამოყენება ეს საკითხი ჩემთვისაც საკმაოდ გაუგებარია, უნდა ვივარაუდოთ რომ აქ მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: პირველ რიგში თუ ოფიციალურად გაცხადდება რომ გმო სახიფათო ჯანმრთელობისათვის მაშინ უნდა შეთავაზებულ იქნას მისი ალტერნატივა, თუ გმო არა მაშინ რით უნდა იკვებოს პლანეტის მოსახლეობის მზარდი რაოდენობა? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქტი ძვირია და არასაკმარისი. ასევე შესაძლებელია იმდენად რთულია საკვები პროდუქციის ცალკეული ელემენტების გენების გამოკვლევა და დადგენა რამდენად საფრთხის შემცველია ისინი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას რომ ჯერ თანამედროვე ტექნოლოგიაც კი უძლურია დ ავერ ახდენს ამის განსაზღვრას. გარდა ამისა გენმოდიფიცირებული პროდუქცია შესანიშნავი მასალაა პოლიტიკური სპეკულაციებისათვის და ამას საკმაოდ ხშირად იყენებენ კიდეც, განსაკუთრებით საქართველოში.

ავტორი: ანდრო ხეთერელი საიდან გვწერთ: თბილისი
25.04.2011 00:27
ავტორი: Nika Bakhsoliani საიდან გვწერთ: Tbilisi

ჰიბრიდულ სიმინდზე სხვაგანაც ვიკითხე და მიპასუხეს, რომ ეს სიმინდი ადრე სხვა ქვეყნებშიც ჰქონიათ და იმ ქვეყნებში რაღაც უკუჩვენებები გამოვლენილა ახლა კი საქართველოში ჩამოიტანეს. ეს ბიოლოგმა მითხრა, მაგრამ დაწვრილებით მგონი თვითონაც არ იცოდა.
მაინტერესებს ასეთი სიმინდი სხვა ქვეყნებშიც თუ იყო აპრობირებული, და მართლაც, რაიმე უკუჩვენებები ხომ არ გამოვლენილა.
სიმინდის კონკრეტულად რომელ ჰიბრიდთან დაკავშირებით გითხრეს რომ უკუჩვენებები გამოავლინა? ასეთი სიმინდი მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში იწარმოება და თუ რომელიმე ჰიბრიდი გამოავლენს უკუჩვენებას, პირველ რიგში მისი მწარმოებელი კომანია “პიონერის” სასიცოცხლო ინტერესში შედის ამოიღოს ასეთი ჰიბრიდი წარმოებიდან და უკეთესი შესთავაზოს მომხმარებელს.

ავტორი: ანონიმი
25.04.2011 00:40
ვინ იძლევა გარანტიას, რომ გენმოდიფიცირებულ ჯიშებს არ შემოიტანენ?! კარგი იქნება, თუ თესლის შემომტანთა ისტორიასაც გაიხსენებთ----ვისი მიღწევაა აფრიკის კონტინეტზე არსებული შიმშილობა?! ვის ექსპერიმენტს ეწირება ბევრი ქვეყნის აბორიგენული ჯიშები?! თურაშაულის პატრონი, ტყეში პანტას ეძებდაო--- ასეა ზოგიერთის აზროვნების საქმე.
როდესაც ზოგიერთები წერთ--გლეხს საკმარისი მიწა არ გააჩნდა, ან საკმარისი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებისო, იქნებ საბაზრო სიტუაციასაც გადახედოთ?! ლაგოდეხში მოყვანილი კიტრის ფასი სეზონზე, 30კგ. ტომრისა თამაშობს 5-2,5 ლარამდე. შემოტანილი პროდუქცია ფასს უგდებს ადგილობრივს. დაინტერესდით რა უჯდება გლეხს მისი მოყვანა?! ასეა უამრავ პროდუქტთან მიმართებაში.

ავტორი: ანდრო ხეთერელი საიდან გვწერთ: თბილისი
25.04.2011 02:13
ავტორი: Nika Bakhsoliani საიდან გვწერთ: Tbilisi

ჰიბრიდულ სიმინდზე სხვაგანაც ვიკითხე და მიპასუხეს, რომ ეს სიმინდი ადრე სხვა ქვეყნებშიც ჰქონიათ და იმ ქვეყნებში რაღაც უკუჩვენებები გამოვლენილა ახლა კი საქართველოში ჩამოიტანეს. ეს ბიოლოგმა0 მითხრა, მაგრამ დაწვრილებით მგონი თვითონაც არ იცოდა.
მაინტერესებს ასეთი სიმინდი სხვა ქვეყნებშიც თუ იყო აპრობირებული, და მართლაც, რაიმე უკუჩვენებები ხომ არ გამოვლენილა.
სიმინდის კონკრეტულად რომელ ჰიბრიდთან დაკავშირებით გითხრეს რომ უკუჩვენებები გამოავლინა? ასეთი სიმინდი მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში იწარმოება და თუ რომელიმე ჰიბრიდი გამოავლენს უკუჩვენებას, პირველ რიგში მისი მწარმოებელი კომანია “პიონერის” სასიცოცხლო ინტერესში შედის ამოიღოს ასეთი ჰიბრიდი წარმოებიდან და უკეთესი შესთავაზოს მომხმარებელს.






1. სოფლის მეურნეობაში მომუშავე საწარმოს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ თავისი საბრუნავი კაპიტალი რაიმე რეალური წყაროდან შეივსოს? ისტებლიშმენტის მიერ გაცვეთილ და ფორმალურ პასუხს თქვენი სტუმრისგან შეურაცხყოფად ჩავთვლი. საბანკო სექტორზე და მის აგრობიზნესისთვის გამიზნულ საბანკო პროდუქტებზე საერთოდ თავს ნუ შეიწუხებს. საერთაშორისო დონორების ინექციები რომ იხვრება გრანტიჭამიებისგან და მეწარმემდე არ აღწევს, ამის ასაცილებელ მექანიზმებზე თუ არის რაიმე სიახლე?
სიახლე არაფერი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ საქართველოში მოგზაურობისას ხშირად მხვდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე შენობები და ტექნიკა რომლებიც საქართველოში შემოსულია უცხური გრანტების შედეგად. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას ანუ სოფლის მეურნეობაში მომუშავე საწარმოს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ თავისი საბრუნავი კაპიტალი რაიმე რეალური წყაროდან შეივსოს, მე ვფიქრობ რომ ამის რეალური შესაძლებლობა ნაკლებია. ერთი შეხედვით თითქოს არსებობს უამრავი შანსი და შემოთავაზება იგივე საბანკო სექტორისაგან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ბანკის პირობებს და სექტორში არსებულ მდგომარეობას, ცხადი გახდება რომ სესხის მეშვეობით საბრუნავი კაპიტალის შევსება საკმაოდ რეალურ რისკებთანაა დაკავშირებული. გრანტიჭამიებს რაც შეეხება, ბოდიშს გიხდით ზოგადი პასუხისათვის მაგრამ სხვა პასუხი უბრალოდ არ მაქვს – თუ არსებობს ეს პრობლემა მაშინ აუცილებელია კანონის გამკაცრება დამეტი კონტროლისა და დასჯის მექანიზმები ამ სფეროში

2. მაინტერესებს, მარტო თესლია გენმოდიფიცირებული, თუ სასუქიც, რომელიც შემოაქვთ?
ჩემი ხუთწლიანი მუშაობის შედეგად მე ვიცნობ თითქმის ყველა იმ კულტურის (ბოსტნეული, მარცვლეული, ბაღჩეული, კარტოფილი...) თესლებს რომლებიც შემოდის საქართველოში, მათგან არც ერთი არ არის გენმოდიფიცირებული. ეს ჩემი ინფორმაციაა, შესაძლებელია შემოდის კიდეც, მაგრამ მე ასეთი არ შემხვედრია.
სასუქებს რაც შეეხება, ეს 100%-ით გამორიცხულია, სასუქი არის ქიმიური ნაერთი და არა ცოცხალი ორგანიზმი, მას გენები არ გააჩნია და შესაბამისად ვერც მოხდება მისი გენმოდიფიცირება. ამჟამად საქართველოში სასუქი ძირითადად შემოდის ყაზახეთიდან, გერმანიიდან, 2008 წლამდე შემოდიოდა რუსეთიდანაც. ნაწილს ჩვენს ვაწარმოებთ როგორც ქიმიურს, ასევე ორგანულს.

3. მთავრობა, პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში 150 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. შეუძლია თუ არა თქვენს სტუმარს, დაასახელოს ამ ფინანსური ინექციის შემადგენელი წყაროები? კონკრეტულად, საიდან მოზიდული, გადანაწილებული თუ ნასესხები ფულადი რესურსებისგან შედგება ეს თანხა?
ეს კითხვა უფრო ეკონომისტის კომპეტენციაში შედის...

4. მაინტერესებს, ბატონი ანდრო, როგორც აგრარიკოსთა მოძრაობის ხელმძღვანელი, რას აკეთებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. მე ბიოლოგიის პედაგოგი ვარ და ხშირად ვსაუბრობ მოსწავლეებთან ამ საკითხზე, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საკვებს ღებულობს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ მიიღეს კანონი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.
გეთანხმებით საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს რა ხარისხის საკვებ პროდუქციას მოიხმარს. ამისათვის აუცილებელია ეტიკეტირების შესაბამისი მექანიზმის შექმნა და განხორციელება. ჩვენს ორგანიზაციას რაც შეეხება


6. კეთდება თუ არა რამე უცხოეთიდან საქართველოსთვის უცნობი მცენარეებისა და ცხოველების სახეობებისა და ჯიშების ჩამოტანის, ტესტირების და დანერგვის კუთხით?
ამას ანხორციელებენ ძირითადად კერძო კომპანიები პერსპექტიული ჯიშების/ჰიბრიდების საქართველოში შემოტანისა და რეალიზაციის მიზნით.



ავტორი: ანონიმი
25.04.2011 20:54
ავტორი: ანდრო ხეთერელი საიდან გვწერთ: თბილისი
25.04.2011 02:13
....................................................................................................................
ჩემი ხუთწლიანი მუშაობის შედეგად მე ვიცნობ თითქმის ყველა იმ კულტურის (ბოსტნეული, მარცვლეული, ბაღჩეული, კარტოფილი...) თესლებს რომლებიც შემოდის საქართველოში, მათგან არც ერთი არ არის გენმოდიფიცირებული. ეს ჩემი ინფორმაციაა, შესაძლებელია შემოდის კიდეც, მაგრამ მე ასეთი არ შემხვედრია. ................................
ამით ყველაფერია ნათქვამი----ვიცი, მაგრამ ბოლომდე არ ვიციო.....................

ავტორი: ლაშა ბასილაძე საიდან გვწერთ: ---------
30.04.2011 19:44
მოგესალმებით ბატონო ანდრო!
თქვენ მიერ ზემოთქმულიდან როგორც გავიგე, ჰიბრიდს რეპროდუქციის უნარი არ გააჩნია.
ე.ი. გამოდის , რომ საკუთარი სათესლე მასალა აღარ გვექნება და ყოველწლიურად მისი შემოტანა ამერიკიდან მოგვიწევს?

ავტორი: დ. გ. საიდან გვწერთ: თბ
03.05.2011 04:07
მოსავლიანობა, გამძლეობა, ფერი, ზომა და ა. შ. კარგია, მაგრამ ნუთუ არავის ახსოვს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც სიმინდს, პამიდორს, ატამს და ა.შ. უნდა (ყოველი შემთხვევისთვის ზოგ-ზოგიერთებს მაინც გვინდა რომ) ჰქონდეს? ნუთუ არ გაშფოთებთ იდეალური ზომა-წონა-სიმკვრივე-შეფერილობის იაფი პამიდვრები, არაფრის გემო რომ არაა აქვთ?

ახლა რიტორიკულიდან ნამდვილ შეკითხვებზე გადავდივარ:)

* ექნება ჰიბრიდული სიმინდის ფქვილით გამომცხვარ მჭადს ჩვენ რომ გვიყვარს, ის გემო (თუ საერთოდ ექნა გემო)?

* რას მოასწავებს ჰიბრიდული ჯიშების გავრცელება ადგილობრივი ჯიშებისთვის?

* ყოველ წელიწადს მილიონები უნდა ვხარჯოთ ჰიბრიდული თესლის შესაძენად, თუ როგორაა "გენერალურ გეგმაში" (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაწერილი?

დიდ პატივს დამდებთ, ამ შეკითხვებზე თუ მიპასუხებთ.

სხვა მასალები

აუდიო გახდით ლისისტრატეები!

პოლიტიკაში წასულ კაცებს რომ რაღაც უცნაური სჭირთ და მათთვის მრავალგვარი პრობლემისა თუ კომპლექსის საკომპენსაციო ადგილია პოლიტიკა, ეს მარკესამდე და ჩვენამდე ოცდახუთი საუკუნით ადრე, არისტოფანემ აღწერა თავის შედევრში “ლისისტრატე”.
გაგრძელება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასა და სირიის ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლაზე.
გაგრძელება

აუდიო სავიზო რეჟიმი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გადაცემის თემაა სავიზო რეჟიმი.
გაგრძელება

აუდიო სხვაობა ექსპორტსა და „სუფთა ექსპორტს“ შორის

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ლიდერობას ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილების ქვეჯგუფი, რომელიც მთლიანი ექსპორტის თითქმის 20 პროცენტია.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული