ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 12:31

საზოგადოება / მსოფლიო

11 მეცნიერი პრემიის მიღების შემდეგ მულტიმილიონერი გახდა

სერგეი ბრინი და მარკ ცუკერბერგი.სერგეი ბრინი და მარკ ცუკერბერგი.
x
სერგეი ბრინი და მარკ ცუკერბერგი.
სერგეი ბრინი და მარკ ცუკერბერგი.

მულტიმედია

აუდიო
მეცნიერების სფეროში ახალი პრემია დაარსდა, რომლის 11 ლაურეატი მყისიერად მულტიმილიონერი გახდა.

ჯილდოს სახელად „სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემია“ ჰქვია და 3 მილიონ დოლარს მოიცავს, რაც ორჯერ და მეტჯერ აღემატება ნობელის პრემიით გათვალისწინებულ თანხას.

პრემია ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გავლენიანი პირების დაარსებულია - მათ შორის არიან „გუგლის“ თანადამაარსებელი  სერგეი ბრინი, „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და იური მილნერი, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტორი რუსეთიდან.

პირველი 11 გამარჯვებულიდან 9 აშშ-ის უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში მოღვაწეობს, ერთი - იაპონიაში და ერთიც - ჰოლანდიაში.

გაცემული თანხა უნდა დაიხარჯოს კიბოსთან ბრძოლის, გენეტიკასა და ღეროვან უჯრედებზე მუშაობის სფეროებში.
პარკინსონის დაავადებისგან განკურნების გზების ძიება ჩვენთვის ძალიან პირადული საკითხია. ეს დაავადება აქვს ჩემს დედამთილს, ჩემი ქმარი კი მაღალი რისკის ჯგუფშია...

სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემიის ფონდი სამომავლოდ გეგმავს ყოველწლიურად 5 პრემიის გაცემას, 3-3 მილიონი დოლარის ოდენობით.
ფონდის წევრების თქმით, მათი მთავარი მიზანია მეცნიერების  სფეროში ენთუზიაზმის გაზრდა და იმ მკვლევართა წახალისება, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

„ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას მეტი გმირი ესაჭიროება - მეცნიერი, მკვლევარი, ინჟინერი გმირები“, - ამბობს მარკ ცუკერბერგი, „ფეისბუქის“ დამაარსებელი.

„გუგლის“ წარმომადგენლის სერგეი ბრინის აზრით, მეცნიერებს საზოგადოება უფრო მეტ პატივს უნდა სცემდეს, ვიდრე, მაგალითად, სპორტის ვარსკვლავებს, თუნდაც იმ სიკეთის გამო, რომელიც მათ ადამიანის სიცოცხლისთვის მოაქვთ.

ფონდის კიდევ ერთი დირექტორი, ენ ვოიჩიცკი, რომელიც გენეტიკაზე მომუშავე კომპანია „23andMe”-ს დამაარსებელი და ბრინის მეუღლეა, იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ფონდის მეშვეობით  ნაბიჯები გადაიდგმება, მაგალითად, პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლაში. ეს დაავადება მის ოჯახს უშუალოდ შეეხო:

„პარკინსონის დაავადებისგან განკურნების გზების ძიება ჩვენთვის ძალიან პირადული საკითხია. ეს დაავადება აქვს ჩემს დედამთილს, ჩემი ქმარი კი მაღალი რისკის ჯგუფშია. ვფიქრობ, რაღაც დაავადება ყველა ოჯახშია და თან ყველას სურს ჯანმრთელი, ხანგრძლივი სიცოცხლე“.

სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემიის ფონდი აცხადებს, რომ ის წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების სფეროში მიღწეული გარღვევების აღნიშვნას და ამ გზით სამომავლო წარმატებების ხელშეწყობას.

ფონდი აცხადებს, რომ პრემიაზე კანდიდატების წარდგენა მთელ მსოფლიოში ყველას შეეძლება ინტერნეტის მეშვეობით. ნომინანტებს ასაკობრივი შეზღუდვა არა აქვთ დაწესებული.

ფონდის წარმომადგენლების თქმით, ამ ახალი ჯილდოს სახით საქმე გვაქვს „ყველაზე მსხვილ სამეცნიერო პრემიასთან ისტორიაში“.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.

სხვა მასალები

აუდიო მომავალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა

​ამერიკული მედია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატურებად დემოკრატ სენატორ ჯეკ რიდს (როდ აილენდიდან), თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეშტონ კარტერსა და პოლიტიკის დარგში თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ქალს, მიშელ ფლურნუას, ასახელებს.
გაგრძელება

აუდიო ანექსიის პრობლემა და საქართველოს ერთადერთი იმედი

დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალჯერ დადასტურების ფონზე რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გეგმას.
გაგრძელება

აუდიო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

​25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
გაგრძელება

„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“

დღეს საქართველოს ქალაქებში ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული