სამშაბათი, 04 აგვისტო, 2015 თბილისის დრო 23:54

პოლიტიკა / მსოფლიო

შუა აზია: კრიზისი "ბანქოში წაგებულ" რაიონში

უზბეკური ანკლავი - სოჰის რაიონი ყირგიზეთშიუზბეკური ანკლავი - სოჰის რაიონი ყირგიზეთში
x
უზბეკური ანკლავი - სოჰის რაიონი ყირგიზეთში
უზბეკური ანკლავი - სოჰის რაიონი ყირგიზეთში
სოჰის რაიონი არის მომცრო ანკლავი, რომელიც უზბეკეთს ეკუთვნის და ყირგიზეთში მდებარეობს - მთლიანად არის გარშემორტყმული ბატკენის ოლქით. სოჰის რაიონი სწორედ ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის იწვევს ტერიტორიულ უთანხმოებას, თუმცა ის, უმეტესწილად, ეთნიკური ტაჯიკებით და სხვა ხალხების წარმომადგენლებით არის დასახლებული. 

ყირგიზეთიდან ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, სოჰის რაიონში გაათავისუფლეს წინა დღეს დაკავებული ყველა ყირგიზი მძევალი. ყირგიზეთის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის, ისკენდერ მამბეტალიევის განმარტებით, მძევლების გათავისუფლება მოჰყვა სოჰის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებას.

„გუშინდელ, არამართლზომიერ ქმედებათა მსვლელობაში, უზბეკეთის მოქალაქეთა მიერ შეპყრობილ იქნა ჩვენი რამდენიმე ათეული  მოქალაქე, რომლებიც მთელი ღამე და დღეს, საღამომდე იყვნენ დაკავებული. მათგან 14 ადამიანი  - 13 ქალი და ერთი მოზარდი - გადმოგვცეს დღეს დილით, 5:25 საათზე. ხოლო საღამოს გადმოგვცეს ჩვენი დანარჩენი მოქალქეები - 16 ადამიანი“, ამბობს მამბეტალიევი.

ყირგიზი ოფიციალური პირების ცნობით, კრიზისი დაიწყო კვირას, როცა სოჰის მკვიდრი მოქალაქეები თავს დაესხნენ ყირგიზ მესაზღვრეებს და  ათობით ადამიანი დააკავეს. იუწყებიან, რომ შეტაკებისას სერიოზულად დაშავდა ყირგიზი პოლიციელი.

მაგრამ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უზბეკეთის მხარე.  ეროვნული უშიშროების სამსახურმა ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ყირგიზ მესაზღვრეებს აკისრებს კრიზისზე პასუხისმგებლობას. უზბეკეთის მხარე ამბობს, რომ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ესროლეს ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებიც კვირას აპროტესტებდნენ ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებას. ტაშკენტის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მძიმედ დაშავდა ხუთი უზბეკი მოქალაქე.

რაც შეეხება ყირგიზული მხარის ვერსიის დეტალებს, სოჰის რაიონში მდებარე სოფელ ჰოშიარის ასობით მკვიდრი, ამ ვერსიით, თავს დაესხა ყირგიზ მესაზღვრეებს და მძევლად აიყვანა ათობით ყირგიზი მოქალაქე სოფელ ჩარბაკში, ისევე როგორც ყირგიზები, რომლებიც მანქანებით მგზავრობდნენ სოჰის რაიონში.

სოჰის რაიონი მრავალი წელია, დაძაბულობას იწვევს ყირგიზეთ-უზბეკეთის ურთიერთობაში. ანკლავი 1955 წელს შეიქმნა. თუ როგორც -  ამაზე ერთ ამბავს, ალბათ, უფრო ლეგენდას  ჰყვებიან: ტერიტორია ყირგიზმა კომუნისტმა, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა წააგო უზბეკ კოლეგასთან ბანქოს თამაშის დროსო...

რაც უნდა მომდარიყო მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ფაქტია ის, რომ სოჰის რაიონი უთანხმოების საგნად რჩება. ამას გარდა, საბჭოთა პერიოდის მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქებს ოშსა და ბატკენს - სოჰის რაიონზე გადის. ხოლო უზბეკეთი მკაცრად ზღუდავს ტრანზიტს, რის გამოც ყირგიზ მძღოლებს არც თუ იშვიათად უხდებათ უხეირო, სახიფათო შემოვლითი გზებით სარგებლობა.

1999 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამ თავდასხმები მოაწყო სამხრეთ ყირგიზეთში, ტაშკენტმა გააძლიერა სამხედრო წარმომადგენლობა სოჰის რაიონში. ჯარისკაცები უმეტესწილად ეთნიკური უზბეკები არიან.

სოჰის რაიონში ბოლო ინციდენტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, უზბეკმა მესაზღვრეებმა მოკლეს ყირგიზეთის მოქალაქე, მათი განმარტებით, კონტრაბანდისტი, რომელიც უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც განსხვავებული იყო შეფასება, რომელიც მეზობელმა, ყირგიზეთის მხარემ გამოთქვა. „პირველად არ არის, რომ უზბეკმა მესაზღვრეებმა ყირგიზეთის შეუიარაღებელი მოქალაქე მოკლესო“, ნათქვამია განცხადებაში.

დაძაბულობა აფერხებს ისედაც ღარიბი მხარის ეკონომიკურ განვითარებას. სოჰის რაიონი, რომლის მოსახლეობაც 60 000-ს აღწევს, და მის გარშემო მდებარე, ყირგიზეთის კუთნვილი ბატკენი რეგიონის ყველაზე ღარიბ პროვინციებს მიეკუთვნება.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

აუდიო ძლიერნი ამა ქვეყნისა და მათი მდიდრული საათები

​რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვისა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის ტატიანა ნავკას ქორწილი შეიძლებოდა ჩვეულებრივ ელიტურ ქრონიკად დარჩენილიყო.
გაგრძელება

აუდიო ობამამ წარმოადგინა საეტაპო მნიშვნელობის გეგმა კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად

აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებებთან დაპირისპირებას, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების სათბურის ეფექტის გამომწვევინგაზების ემისიის შეზღუდვის გზით.
გაგრძელება

აუდიო გლეხებს თხილის მოგროვება და რეალიზება ნაადრევად უწევთ

​სამეგრელოში თხილის მოსავალს აქტიურად აგვისტოს შუა რიცხვებიდან იღებენ, თუმცა გლეხების ნაწილი ზოგჯერ პროცესს ნაადრევად იწყებს.
გაგრძელება

აუდიო გვალვა კახეთში და საზამთროს რეალიზაციის პრობლემა

კახელი გლეხები ერთდროულად რამდენიმე პრობლემის წინაშე დადგნენ. სარწყავი სისტემების არარსებობის გამო მოსავალი ხმება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული