სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:42

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

მწვავე საერთაშორისო კრიტიკა პატიმრების წამების გამო

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურება უკიდურესად მწვავეა. საერთაშორისო პოლიტიკური და უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს. Нuman Rights Watch, Amnesty International, ევროკავშირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვენ საქმის ბოლომდე გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას.  ამის პარალელურად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროპულ სტრუქტურებს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ და მათ ქვეყნებში შესვლის საშუალება არ მისცენ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და დანაშაულში ეჭვმიტანილ სხვა პირებს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივ მიმართვაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეთრინ ეშტონს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვსა და შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს მოუწოდეს აუკრძალონ მათ ქვეყნებში შესვლა ყველა იმ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია პატიმრებისადმი სასტიკ, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში. სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის ტექსტი, რომელსაც ამ დროისთვის 50-ზე მეტი კერძო თუ ორგანიზაციული  ხელმომწერი ჰყავს, წაიკითხა ირაკლი მელაშვილმა, წევრმა ორგანიზაციისა ”არჩევანის თავისუფლებისთვის”:    

” მოგმართავთ წინადადებით, რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა (მაგალითად, ე.წ. ”მაგნიტსკის საქმე”) და, როგორც მინიმუმ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ  თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციარულ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები.”
არ შეიძლება ასეთი რაღაცები აკეთო, ვითომ არაფერი იცი, შემდეგ ადგე, წახვიდე და მშვენივრად იგრძნო თავი გადასარევ ქვეყნებში, ეს არის ამორალური ...

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის ტექსტს, ირაკლი მელაშვილის სიტყვებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს 22 სექტემბერს გადასცემენ. რა რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოთა მეთაურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ მიმართვას, მომავალი აჩვენებს, ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ამასთან, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ვიდრე პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული, ამ პირებმა ვერ უნდა მოახერხონ ქვეყნის დატოვება:

”არ შეიძლება ასეთი რაღაცები აკეთო, ვითომ არაფერი იცი, შემდეგ ადგე, წახვიდე და მშვენივრად იგრძნო თავი გადასარევ ქვეყნებში, ეს არის ამორალური. ამიტომ  პრინციპულად მიუღებელია, სანამ არ დასრულდება ობიექტური გამოძიება ამ საქმეებზე და არ გავარკვევთ ბოლომდე და არ დავინახავთ, ვინ იყო ორგანიზატორი ასეთი არაადამიანური საქციელის, ეს ადამიანები უნდა აგებდნენ პასუხს და არ უნდა მიდიოდნენ კარგ ადგილებში, ვითომ არაფერი მომხდარა.”

აქვე უნდა ითქვას, რომ პატიმართა ცემის და ძალადობის ამსახველმა კადრებმა შოკი მოჰგვარა საერთაშორისო საზოგადოებას. ამის დასტურად გამოდგება იმ განცხადებების ტექსტები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივ დიპლომატიურ ლექსიკას სცდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმედი მაქვს, ყველა, ვისაც რაიმე სახით პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საშინელებაზე, დაისჯება კანონის ფარგლებში ...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა მიკაელ  იენსენმა და ბორის ცილევიჩმა  გამოხატეს შეძრწუნება საქართველოში გავრცელებული ვიდეოებით, რომლებშიც ნაჩვენები იყო ციხის ბადრაგის მიერ პატიმართა უფლებების დარღვევა და წამება, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც აქვეყნებს.

„ამგვარი პრაქტიკა მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოსათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მყისიერ რეაქციას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება ჩაატარებს ადამიანის უფლებათა ამ დარღვევების ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას, ასევე უპასუხებს ფუნდამენტურ კითხვას, თუ როგორ მოხდა ასეთი რამ, მიუხედავად გაფრთხილებებისა ისეთი რესპექტაბელური ინსტიტუციის მხრიდან, როგორიცაა საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი“,- აღნიშნავენ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მიკაელ იენსენი და ბორის ცილევიჩი  და იქვე დასძენენ, რომ „ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინიც, ვინც ხელს უწყობდა და თვალს ხუჭავდა ამგვარ დანაშაულზე, უნდა დაისაჯონ კანონის სრული დაცვით“.

შეძრწუნებული და შოკირებულია პატიმრებზე ძალადობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონიც.
ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება არა მხოლოდ თბილისის ციხეში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებზე ...

”ამგვარ დაუშვებელ სისასტიკეს ადგილი ჰქონდა ევროპის საბჭოს წევრ  სახელმწიფოში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმედი მაქვს, ყველა, ვისაც რაიმე სახით პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საშინელებაზე, დაისჯება კანონის ფარგლებში”, - აღნიშნულია ჟან კლოდ მინიონის განცხადებაში.

ღრმა შეშფოთებას გამოხატავს პატიმართა წამების ამსახველი  ვიდეოკადრების გამო საერთაშორისო ორგანიზაცია  Amnesty International-იც, ორგანიზაციის  ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე დევიდ დიაზ ჟოჟექსი. მას რადიო თავისუფლება ტელეფონით ესაუბრა.

”ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება არა მხოლოდ თბილისის ციხეში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების შესასწავლად, რომლის შესახებაც საუბარი იყო სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ყოველწლიურ მოხსენებაში. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ გენერალური პროკურატურის მხრიდან არასაკმარისი რეაგირებით, იმით, რომ, სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიუხედავად, გამოძიება საქმეებზე არ დაწყებულა. ”ამნესტი ინტერნეიშენალი” მიიჩნევს, რომ მინისტრების გადადგომა არასაკმარისი ზომაა. ვფიქრობთ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ყველა ბრალდების შესახებ და ასევე უნდა დადგინდეს, თუ რატომ არ გამოიძია სათანადოდ პროკურატურამ ის ფაქტები, რომლებიც  მისთვის ცნობილი იყო სახალხო დამცველის ოფისისგან.”

დაბოლოს, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კეთრინ ეშტონი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაწვრილებით და გამჭვირვალედ გამოიძიოს პატიმრების წამების საქმე  და დამნაშავენი სათანადოდ დასაჯოს, - ნათქვამია ეშტონის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.09.2012 20:46
ქართული ვითომდემოკრატრიული საზოგადოება მოწონებით ხვდებოდა ბეიკერის და ჯაბა იოსელიანის საჯარო სიამტბილობას მათ თვალწინ უიარაღო და უდანაშაულო ხალხის დარბევის დროს. იგივე ვითომსაზოგადოება პრეზიდენტად მოიხსენებდა კაცს ვის თვალწინაც ვიღაც ქვირაია ხოცავდა უიარაღო და უდანაშაულო ადამიანებს. ხოდა ამ საზოგადოებამ მის მიერ დამნაშავეებად გამოცხადებულებთან ერთად უნდა აიკრიფოს გუდა ნაბადი და წავიდეს სახარას უდაბნოში. იქაა მათი ადგილი. ჩვენ კი მოგვეცით პოლიფონიის საერთაშორისო კონცერტით ტკობის საშუალება!

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
23.09.2012 14:05
იცით რას გეტყვით?ამოვიდა ყელში ეს მანიაკი ხელისუფლება თავიანთი ტაშისდამკვრელი რეგვენებით,თქვენ საქართველოსგან საკადრის პასუხს 1-ოქტომბერს მიიღებთ.ხოლო თუ არჩევნებს გაგვიყალბებთ...გ ა დ ა გ თ ე ლ ა ვ თ !!!!!!!!

ავტორი: ხუთკუნჭულა
22.09.2012 22:17
ალბათ ოცნებისტების იმედი მაინც გაქვთ, დიდი კამერამანი ხომ კარგად გადამალეს, ფირებიც ხომ არჩევნებზე ქულების ასაწევად კარგად შეინახეს, აი, ესენი მაგარ დემოკრატიას ააშენებენ, თავისთავად ცხადია, დიად ჰუმანისტ ქურდებთან ერთად

ავტორი: ნაირა ჩოჩია საიდან გვწერთ: ამერიკა
22.09.2012 21:43
მართლა აღშფოთებული ვარ, როგორც ამერიკელებმა და ევროპელებმა იციან თქმა. ვინ უნდა ჩაატაროს მიუკერძოებელი, გამჭირვალე და კორექტული გამოძიება? სააკაშვილმა? ეს ხომ სასაცილოა! მან ხომ ეს ყველაფერი იცოდა, მას ხომ ყოველთვის ახსენებდნენ პატიმრების წამების, გარდაცვალების და საერთოდ საქართველოს ციხეებში მიმდინარე მდგომარეობას.(ამის უტყუარი ფაქტები და ჩანაწერები არსებობს) ვინმეს გინახავთ იოტისოდენა ყურადღება სააკაშვილისგან? პირიქით, მან მწვანე შუქი აუნთო ყველა მანიაკს, მან შექმნა ეს სისტემა, დაშინების, მკვლელობა-წამების სისტემა, და ახლა მას მიმართავთ რომ, გამოიძიოს? მერე ვის დასჯის, თავის მიერ დანიშნულ მინისტრებს? თავის თავს? დასჯის მინისტრებს და ისეთ საქმეებს გაუხსნიან შეიძლება ეს შოკირებული ხალხი უფრო მეტად გადარიონ. სააკაშვილი უნდა გამოცხადდეს ნონგრანტად! ვერ გავიგე ვერც ამერიკის და ვერც ევროსაბჭოს მიმართვები, სააკაშვილი და მისი ხროვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უნდა გაასამართლოს ჰააგის სასამართლომ! მან თვითონ გამოაცხადა ნულოვანი ტოლორანტობა და დაგეშა ეს მანიაკები უდანაშაულო ხალხზე( გინდაც დამნაშავე) ვინ მისცა უფლება მას და მის ხროვას ასე ექცეოდეს პატიმარს?
ეს არის სააკაშვილის დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა, რომელიც ახლოს ვერ მივა ნამდვილ დემოკრატიასთან! განა სააკაშვილმა არ გსაცა ბრძანება შტურმით დაებომბათ და გაენადგურებინათ აფრასიძეების ოჯახი სვანეთში? სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ? განა მან არ შექმნა ისეთი სისტემა რომ, უდანაშაულო ახალგაზრდები ჩახოცეს ქუჩებში? მის მიერ არ იყვნენ შეწყალებულნი მკვლელები, რომლებაც უსასტიკესი, მხეცური წამებით დ მოკლეს სანდრო გვირგვლიანი? ეს რაც ვიცით ხალხმა და რაც არ ვიცით? რისი ეჭვებიც გვაქვს? .....
თქვენ ბატონებო, დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდით მიხეილ სააკაშვილს და თქვენი ხელშეწყობით , და თავზე ხელის დასმით ჩამოყალიბდა ნამდვილი ტირანი! რომელიც ცოფებს ყრის თუ რამე თავის ჭკუაზე არ გაკეთდა. დაინახეთ ბატონებო ეს ყველაფერი, თორემ საქართველო არც ლიბიაა და არც ეგვიპტე და სირია, ხალხი გადაწყვეტს საქართველოში ყველაფერს და ხალხი გაასამართლებს იმ დამნაშავეებს ვინც ასეთი უმოწყალო, შოკის მომგვრელი დანაშაულებები ჩაიდინა.

ავტორი: Elisabeht საიდან გვწერთ: GB
22.09.2012 20:23
ალანია! რამ გამოგაფანდურათ.ვის ებრძვით? საქრთველოს ინტერესებს? შენნაირი ქართველები, ბლუყიანი ბორისით, ცხვირა გოგათი დაწყებულნი და იგორათი, ვითომ ქართველი გიორგაძეთი, დამთავრებული.ეს არის სისხლის სამართლის საქმე, არაადამიანური,უზნეო,ემოციურად მძიმე,გონებრივად მიუღებელი, ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის,მაგრამ სისხლის სამართლის საქმე,და ყველა კანონის დამრღვევი, მკაცრად დაისჯება,კანონის ფარგლებში.სახელმწიფომ აიღო თავი თავზე, ამგვარი ვალდებულება.თქვენ კი აფლავებთ,რვა წლის,მისხსალ მისხალ აკინძულ საქრთველოს საგარეო საქმეთა სტრატეგიულ ურთიერთობათა, ძალიან კარგ შედეგებს,დემოკრატიულ სამყაროსთან,ამა ქვეყნის ძლიერებთან.გვიჯერებენ.თუ როგორ გგონიათ?მოვა ვანიას შვილი სათავეში,რუსული ფულებით,ერთხელ წაიყვანს,მსოფლიოს ყველა, ჩვენთვის უაღრესად საჭირო,ჰაერივით საჭირო, ლიდერს,ერთ კონად შეკრულს,ფუნიკულიორის რესტორაციაში და ჰარ ჰარალეს შემოძახილებით,სტუმრები ერთხმად გვეტყვიან,საქრთველო,ჩვენი მუდმივი ფრიორიტეტიაო.ასე გგონიათ .ცდებით.ამგვარ ურთიერთობებს,დროითი და ერთობლივი საქმით დამსახურება ესაჭიროება.უტვინობით, და ძალაუფლებაში მოსვლის გამომაშტერებელი წყურვილით,ნუ ბილწავთ,ნუ ამუხრუჭებთ ქვეყნის წინსვლას,ჩქარი ნაბიჯებით.დემოკრატიული ქვეყნების საერთო სახლისაკენ.ამგვარი შანსი წარსულში,დრო და დრო დამონებულ,ყველა ქართველის სანუკვარ, ჩვენს ქვეყანას,ჯერ არ ღირსებია. ისტერიული ჩივილით, ერთდროულად მსოფლიოს ყველა ინსტანციაში,ნუ უდგეხართ მხარში საქართველოს არაკეთილისმსურველებს,ნუ ბილწავთ,საქართველოს თავისუფლებიკენ სვლას.ნუ ხდით ამ სვლას მუდმივს.

ავტორი: *** საიდან გვწერთ: თბილისი
22.09.2012 14:27
მე პირადად ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს!!!! დანაშაულის სულისჩამდგმელები, დამკვეთები არიან საქართველოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები: დიახ, დიახ თვით ”დემოკრატიის შუქურა” პრეზიდენტი სააკაშვილი და უახლოესი გარემოცვა ნაციონალური მოძრაობიდან. ისინი თავის თავს განაჩენს არ გამოუტანენ!!! სამწუხაროდ საქართველოს მტავრობა მთლიანად შედგება გახრწნილი, უზნეო, სასტიკი მანიაკებისაგან!!!!!

ავტორი: გიორგი ალანია საიდან გვწერთ: ჩეხეთი
22.09.2012 14:10
მაინტერესებს რადიო თავისუფლების მუშაკები თუ ადევნებნე თვალს ჩეხეთის მედიას? ჩეხეთში მოღავწეობენ და ჩემი აზრთ როდესაც "შორს ხედავენ" აუცილებელია ისიც იცოდნე რაც გვერდით ხდება. ძლივს ვაიძულე პირველ დღეს ჩეხეთის საზოგაოებრივ ტელევიზიას რეპორტაჟი გაეშავა. ეხლა კი ჩეხური მედია ამაზე წერს ალაგ–ალაგ და თან ისეთ სტილში, რომ რაღაც ჩევეულებრივი მოვლენა, რამოდენიმე ციხის ზედამხედველის სისატიკისა. არა და ზუსტად ჩეხებმა და გერმანელებმა მიყიდეს საქართველოს შსს წამების იარაღი. დღეს ისევ ვამზადებ მასალას და კარგი იქნება ამაზე რომ რადიო თავისუფლებასაც ეფიქრა.

ყველაზე პოპულარული