შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:30

პოლიტიკა / საქართველო

ევროსაბჭო შეშფოთებას გამოხატავს ანგარიშების დაბლოკვის გამო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
x
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ტექსტის ზომა - +
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოზე - დანიელმა დეპუტატმა მიკაელ აასტრუპ იენსენმა და ლატვიელმა დეპუტატმა ბორის ცილევიჩსმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, რითაც ხელი ეშლება კოალიციის მონაწილეობას 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება ფაქტობრივად ხელს უშლის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ აქტივობას. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ პერიოდული ბრალდებებისა და ისეთი სანდო ორგანიზაციების ინფორმაციის ფონზე, როგორიც არის ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას” - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოზე. - ”კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა და არა საარჩევნო რბოლიდან რომელიმე მათგანის განდევნა. მომავალ არჩევნებსა და მის დემოკრატიულად ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ყველა პარტიის, მათ შორის - კოალიცია ”ქართული ოცნების”, სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში”, - აღნიშნულია გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი თანამომხსენებლი მიმდინარე წლის 11-12 სექტემბერს ეწვევა საქართველოს ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
28.08.2012 17:34
არც დასავლეთს არც აღმოსავლეთს არც ევროპას და არც ობამას და არც არავის, ნაკლებად აინტერესებთ საქართველოში რა ხდება და რა მოხდება. საერთოთ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ : ეს ჩვენ გვგონია, რომ დასავლეთი, ევროპა თუ ამერიკა ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს მოისაზრებს, რაიმე წონის მქონე მოთამაშეთ და დღე და ღამე ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს. ფეხებზე ჰკიდია ყველას აქ რა ვითარებაა. რეალური პოლიტიკა და მოჩვენებითი დეკლარირებული პოლიტიკა ერთმანეთისგან ისე განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. რათქმაუნდა გარედან "დახმარების" და მხარდაჭერის გარეშე ადგილობრივი "მანქურთები" ქვეყანას ამ დონემდე ვერ დააქცევდნენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის რომ დღევანდელ ქართველებში; და ალბათ ეს სენი მუდმივი თანამდევი იყო ქართველობის- პირველ პლანზე დგას გამორჩენა, "სარგებელი" (მეტი სარგებელი ხალხს :) ) მოხვეჭა. არანაირი სახემწიფოებრივი აზროვნება, პატრიოტიზმი მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებში. ამას დამატებული შური და ღვარძლი, გაუტანლობა ერთურთის.დიდი უმრავლესობა გამდიდრების გზაზე არაფერზე არ ამბობს უარს, ყველაფერზე წამსვლელია.; რისი სახემწიფო ინტერესები, რისი სამშობლო და ხალხი, ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. კაცის ხორცს შეჭამს ოღონდაც თავისი ოჯახი გაამდიდროს. სულ არ არის საჭირო საქართველოში ყოფნა რომ ერთ დღეში დარწმუნდე ძირითადათ რა ხალხთან გაქვს საქმე... გადახედეთ უბრალოთ ქართულ საიტებს და კომენტარებს მათთან. მოკლედ არ არის და არ იყო დღევანდელი საქართველო ღირსი ჰყოლოდა ეროვნული ხელისუფლება არ იყო ზვიადის ღირსი დღეს საქართველო "ყველა ხალხი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას როგორიც ჰყავს". ვფიქრობ ეს ყველაფერი სასჯელია შემოქმედის იმ კაენის ცოდვის გამო რაც ქართველებმა ჩავიდინეთ და ვშიშობ რომ მარტო ამას არ გვაკმარებს უფალი. ებრაელებმა მაცხოვარი აცვეს ჯვარს და რა ტანჯვა წამება გამოიარეს ვიცით, ციგნებმა თავისი პირველი მეფე მოკლეს და ამიტომაც არიანო უსამშობლოთ. ახლა ზოგიერთი იტყვის : ამან რაღაც მაგრათ გაუბერაო. ეს სუფთა წყლის ნიგილიზმიაო და ასეთი სიტყვები საკუთარ ერზე არ შეიძლებაო;- არა ჩემო ძვირფასებო, ეს არის სამწუხარო სიმართლე, რეალობა. ეს მე და თქვენ არ გვინდა და გვზარავს იმაზე ფიქრიც კი, რომ საქართველო შესაძლოა აღარც არსებობდეს მომავალში, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა და ხალხი, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს არ იქნება დიდი დანაკლისი და არც არავინ მიიტანს გულთან ახლოს. არ მინდა რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყოს, მინდა და მეიმედება, რომ ეს დაცემა, კათარზისის, აღმავლობის დასაწყისი იქნება, რამეთუ დიდ დაღმართს ადრე თუ გვიან დიდი აღმართი მოზდევს...

ავტორი: mascavle საიდან გვწერთ: safrangetidan
24.08.2012 16:15
სრულიად გეთანხმებით ტუტუცო,სატუტუცოდან,მართალი ბრძანდებით**

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.08.2012 05:45
საქმე ბიძინაში კი არაა ჩემო გერმანელო, საქმე იმაშია ასე სახელს რომ ულახავთ ჩემ ქვეყანას მსოფლიო პოლიტიკის წრეებში, მოგვაძახეს თუ არა ლენინიზმი გიყვავით ქვეყანაშიო. შეგირცხვათ დემოკრატიის შუქურის ნათება

ბანანას რესპუბლიკად რომ აქციეთ ამ ვიღაც ვიღაცეების მოღალატეებად და რუსეთის დამქაშებად გამოყვანაში ეს საქართველო - ეს არის პრობლემა... ყველანაირ ზღვარს რომ გადახვედით და ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ეს მთავრობა არ მოსწონს, განურჩევლად, რუსეთის აგენტობას რომ აბრალებთ

ვინ ხართ და რა გიკეთებიათ ასეთი, ამგვარი ცილისწამების უფლებას რომ აძლევთ თავს, ვარლამ არავიძე რატომ მახსენდება ყოველთვის როცა ქართული პოლიტიკის განხილვაზე მიდგება საქმე

განუწყვეტელი ბრალდებები და თითის შვერა, არ გაქვთ ამის უფლება არა... არც მორალური და არც რეალური, სწორედაც რომ მიშამ მიჰყიდა რუსებს მთელი ქართული ენერგეტიკა- სხვის რუსულ მიმართულებას როგორღა განიხილავთ ამის მერე

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი პირდაპირ ეთერში რომ გამოჰკიოდა ენერგო-დამოუკიდებლობაო, სააკაშვილი თელასს რუსებს უფორმებდა- შენ ჩემო კეთილო მართლა ბრმა და ყრუები ხომ არ გგონივართ

არც ბიძო მომწონს და არც შენი მიშა... მინდა ქვეყანა ქვეყანას ჰგავდეს... მაგრამ თვალებახვეული და გაუნათლებელი ხალხი ვერაფერ შექმნის კარგს

ავტორი: ავთო
21.08.2012 21:02
გიორგი, თქვენი კომენტერი კარგი ილუსტრაციაა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა , და ასევე საზოგადოების განვითარების დონესაც კარგად გვიჩვენებს.

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
21.08.2012 19:53
დღეს უკვე თითქმის ყველა ქართველი ხედავს და აღიარებს, რომ 91 წლის დეკემბრის გადატრიალება რუსეთის დახმარებით მეხუთე კოლონამ განახორციელა, ამაზე სამეცნიერო ნაშრომებიც დაიწერა, სწორედ მეხუთე კოლონადაა ინტელიგენცია და კრიმინალები დასახელებული. მხოლოდ იგივე ინტელიგენციაა, რომ დღემდე მასხრად იგდებს ზვიად გამსახურდიას და მაგ კრიმინალურ-რუსულ გადატრიალებას კვლავ სახალხო რევოლუციას უწოდებს...

ახლა იგივე ინტელიგენციას ბიძინა გვერდით იყენებს და იგივე ნომენკლატურას უპირებს სახელმწიფოს სამართავად მოყვანას...

მე არ ვარ სააკაშვილის დემოკრატობით მოხიბლული, მაგრამ ბიძინას რომ ვუყურებ, საქართველო მეცოდება, რაც ვერ შეძლო რუსეთმა ბოლო ოცი წლის მანძილზე, ფულით მოუგვარებს ბიძინა რუსეთს...

სააკაშვილის სიძულვილით ქვეყანას ამ მძარცველ რუსულ კლანს ნუ გადაულოცავთ ნებაყოფლობით...

უკვე ბევრი ახალგაზრდისგან მოვისმინე, ბიძინა თელასს იყიდის და დენის ფული აღარ მექნება გადასახდელიო და რატომაც არ უნდა მივცე ხმაო...

აი ესაა უბედურება და არა სააკაშვილი ან ვერა ქობალია...

და ედიკა რომ დღემდე პატივშია, ეს სამარცხვინოა, ასევე სამარცხვინოა, რომ უმრავლესობამ დღემდე არაფერი იცის, რა ხდებოდა 1993 წელს, ვინ მოიწვია რუსეთის ჯარი და რომელმა მწერალ-რეჟისორებმა დაუჭირა მხარი ედიკას ქვეყნის კიდევ ერთ აოხრებაში...

და აი სწორედ ეს ინტელიგენცია დღემდე პატივშია...

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
21.08.2012 19:39
@ ვასო

ორი თანამომხსენებლის აზრი არ არის ევროსაბჭოს აზრი და პრეს-რელიზშიც არ წერია, რომ ევროსაბჭო გამოხატავს შეშფოთებას.

@ ტუტუცი

ბოლო თვითმმართველობის არჩევნები ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარდა, რაც დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. პრობლემა იმაშია რომ ბორის ივანიშვილი
1) ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას, სანამ ხელი არ შეუშალეს
2) არ ცნობს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს და ამბობს რომ არჩევნებს მოიგებს.
3) არ აპირებს ცნოს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება და თვითონ დაადგენს გაყალბდა თუ არა არჩევნები.
4) თუ დაადგინა რომ გაყალბდა, აპირებს არეულობის მოწყობას.
5) ამავდროულად წარმოადგენს მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის (რუსეთის) მეხუთე კოლონას.

ე.ი საქმე ეხება არა არჩევნებს, არამედ ხელისუფლებისათვის ბრძოლას არასაარჩევნო მეთოდებით.

ავტორი: ucnauri საიდან გვწერთ: venis ubnidan
21.08.2012 19:26
ანონიმს

ნუთუ ამ ორი ევროპის საბჭოს წარმომადგენელის შეშფოთება სრულიად საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავხედური მეთოდები შეასუსტოს ოპოზიციის მიმართ? შემთხვევით თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დაყადაღებები სამართლიანია?

ისა და...
...თქენს წამოძახილში სასოწარკვეთა იგრძნობა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.08.2012 18:47
ფული ვერაფერს გიშველის თუ შენს კალთებქვეშ ის ხალხი დგას ვინც ბევრ ცუდშია შემჩნეული

თუმცა მუსკულებით, სახელმწიფო აპარატების გამოყენებით, დაშინებით, სასამართლოს სათავისოდ გამოყენებით, ბიზნესმენების დარეკეტებით და მათგან ამოღებული ფულით აგერ უკვე 9 წელია მეფობს თქვენი სათაყვანებელი პრეზიდენტი

ასე რომ იმას რასაც ბიძო ფულით ვერ შვრება, მიშა კუნთებით, სახელმწიფო რესურსების გამოყენებითა და ფულით წარმატებით ახერხებს

სამარცხვინო ის არის რომ აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტია არჩევნები ვერ ჩავატარეთ ისე როგორც საჭიროა.

და ამის მიზეზად "პრო რუსულ" და "პრო მარსიანული" მიმართულებების მქონე პოლიტიკოსების არსებობას იყენებენ

საფრანგეთში რომ უნდოდათ ნაციონალისტი პრეზიდენტის არჩევა - გაიმარჯვა კიდეც მან პირველ ტურში... მერე შეიბერტყა ყურები ფრანგულმა საზოგადოებამ და მეორე ტურში ჟაკ შირაკმა იმარჯვა

იქ არავის გაუყალბებია, ულანძღავს და უცემია ნაციონალისტები, მიუხედავად იმისა რომ შავკანიანების გასახლებით იმუქრებოდა. უბრალოდ მივიდნენ და შირაკს მისცეს ხმა.

არჩევნებიც ეგ არის, და არა ის: რუსების ხალხია და არ გავამარჯვებინებთო! ეს არის ბანანას რესპუბლიკის აზროვნება, დიქტატურა და აზროვნების ნაკლებობა

უფრო კი უნამუსობა, რომელსაც სათავისოდ იყენებს ქართული სახელისუფლებო პარტიების უკლებლივ ყველა თაობა

და ეს სამარცხვინოა, უფრო კი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, "თქვენ არავინ გეკითხებათ თქვენს არჩევანს, იმიტომ რომ არ იცით რა გინდათ" - ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება ხალხთან

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
21.08.2012 18:28
გერმანული ვიკიპედიის თანახმად ბორის ცილევიჩი ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენელია და სსრკ-ის დაშლამდე ყბადაღებული "ინტერფრონტის" წევრი იყო. "ს"-ის დამატებამ გვარში ეტყობა ვერ ასწავლა რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს ფულით არ ყიდულობენ.

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 18:05
მაგ დემოკრატიზატორების ვარსკვლავებს შორის იყვნენ ქალბატონი ლანა ლევანოვნა ღოღობერიძევა,ბატონი ნოდარ ნათაძე და ა.შ. თუ მიმოიხედავთ ისინი ჩანან.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.08.2012 17:10
საქართველოს ზაბრაზნით დემოკრატიზატორები ან დიდუბის პანთეონში წვანან, ან რუსეთში "კაიბიჭობენ," ანდა კრწანისიდან ჭკუას არიგებენ ხალხს და აძახებენ მიშა არ უნდა აგერჩიათო

ჩვენი ბრალია ის რომ მათ შიშის მაგვარიც არაფერი აწუხებთ (სინდისზე საუბარიც ზედმეტია- როგორ უნდა შეგაწუხოს იმან რაც არ გაქვს), ამათი საქციელიც მაგ დაუსჯელობის ყურებამ განაპირობა

ედიკას რომ ვირის აბანო ეგემა, ესენი ვეღარ გაბედავდნენ ამდენს... მაგრამ რევოლუციის მაესტრომ თავისი მაესტრო ციხეს არ გააკარა, არათუ ციხე, გარანტიები და 10 000 ლარიანი პენსიაც უსახსოვრა, რაზეც ედიკამ: "თმის შესაჭრელად და გაზეთების საყიდლად არ მყოფნისო"

დროა ბანანის პლანტაციები გავაშენოთ ვაზის სანაცვლოდ, მეტს არაფერს ვიმსახურებთ ჩვენ

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 16:55
კარგია,იქნებ იმითაც შეშფოთდეს რომ საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დემოკრატიზატორები დაუსჯელები დასეირნობენ და ეგ მოვლენა დაუგმობელია.

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 16:43
ვასო თქვენ ხართ ამ სტატიის ავტორი? მაშინ გასაგებია რატომ გაასაღეთ ერთი მომხსენებლის აზრი მთელი ასამბლეის პოზიციად.

ავტორი: ვასო საიდან გვწერთ: თბილისი
21.08.2012 14:19
ანონიმს:
"ვიღაც დეპუტატი" კი არ არის შეშფოთებული, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ის წევრები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. საკმარისია, სტატიაში მითითებული ლინკი გახსნათ და დაინახავთ, რომ ეს ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ასე რომ, თქვენი კითხვა - "ერთი კაცი მთელი ასამბლეაა?" - სრულიად უადგილოა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.08.2012 14:17
ანსამბლეის პარლამენტარები საზოგადო განცხადებებს სხვების აზრის მოკითხვისა და შეთანხმების გარეშე არ აკეთებენ !!!

თუმცა ეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისათვის და მასში შემავალ პოლიტიკოსებისათვის მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა ამის შესახებ არც ბევრი იციან და არც უნდათ იცოდნენ...

ამიტომაც მთელმა ევროსაბჭომ რომ ერთხმად იყვიროს ქართველები ბანანას რესპუბლიკის არჩევნებს ატარებენო, მაინც მოძებნიან რამე-აწ უკვე კომენტარში ხსენებულის მაგვარ მიზეზს (ერთი კაცი მთელი ანსამბლეააო?) და გააგრძელებენ "წინასაარჩევნო კამპანიას"

საოცარია ასეთი ახალგაზრდა ხალხი როგორ ახერხებს საბჭოთა პოლიტიკის სრულ კოპირებას თავიანთ ქცევებში

ამასობაში ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ზარალდება და ეცემა, თუმცა ეს ნაკლებად აღელვებთ დემოკრატიის შუქურასა და მის ნავთსაყუდელში დავანებულ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 13:57
სათაურში ერთი წერიოა და ტექსტში მეორე. ვიღაც დეპუტატი შეშფოთებულა როგორც გავიგე და ერთი კაცი მთელი ასამბლეაა?

ყველაზე პოპულარული