ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:10

პოლიტიკა / საქართველო

ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მზად არიან დამატებითი თანხა გადაიხადონ

x
ტექსტის ზომა - +
ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი თანხა გადარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, რათა სტიქიით დაზარალებულებმა მოქალაქეებმა სრული კომპენსაცია მიიღონ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.  მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის კომპენსაციის გასაცემად არაფერი გაუკეთებია და არც კახეთის რეგიონსა და არც სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში არავის არაფერი მიუღია მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი. ფანჯიკიძის განმარტებით, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს თანხა დაზარალებულთა სრული კომპენსაციისთვის საკმარისი არ არის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე, რომლებსაც ახალი, უკანონო ჯარიმა დაეკისრათ და მის გადახდას არ აპირებენ, მზად არიან ამ საკითხს გადახედონ და მოსახლეობის დასახმარებლად თანხა ბიუჯეტში გადარიცხონ. გასული კვირის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე კახა კალაძე 16 944 900, ბიძინა ივანიშვილი კი - 20 243 827 ლარით დააჯარიმა. თავად ეს ფაქტი ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა კოალიციის ლიდერებთან ხელისუფლების პოლიტიკურ ანგარიშსწორებად.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: akaki საიდან გვწერთ: qutaisi
13.08.2012 20:18
ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მოსამართლე გასამართლდეს კანონის შესაბამის ფარგლებში და შესაბამისი აღმკვეთი ღონისძიებები შეეფარდოს.

ყველაზე პოპულარული