კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:53

რუბრიკები / უხილავი ფარდა

როგორ გამოვთქვათ პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ, ანუ „პუსი რაიოტის“ ნიუიორკელი წინამორბედები

„პუსი რაიოტი“ სასამართლოს დარბაზში„პუსი რაიოტი“ სასამართლოს დარბაზში
x
„პუსი რაიოტი“ სასამართლოს დარბაზში
„პუსი რაიოტი“ სასამართლოს დარბაზში

მულტიმედია

აუდიო
  • როგორ გამოვთქვათ პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ, ანუ „პუსი რაიოტის“ ნიუ იორკელი წინამორბედები

ტექსტის ზომა - +
რუსეთის პანკჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრებმა საქვეყნოდ გაითქვეს სახელი იმით, რომ მოსკოვში მაცხოვრის ეკლესიაში შევიდნენ  და ღვთისმშობლის მიმართ გალობა აღავლინეს: „ღვთისმშობელო, გვიხსენ პუტინისგანო“. „პუსი რაიოტს“ აშშ-ში ჰყავდა წინამორბედი,  სოციალური მოძრაობის სახით. მისი წევრები გაგანია მესის დროს შეიჭრნენ ნიუ იორკის კათოლიკურ ეკლესიაში,  როცა იქ კარდინალი წირავდა. თავიდანვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ნიუ ორკში 1980-იან წლებში - იმუნოდეფიციტური სინდრომის, შიდსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის დროს - მოძრაობა Act Up-ი სისტემას ან პრეზიდენტს არ ებრძოდა. მისი წევრების  სამიზნე იყო კათოლიკური ეკლესია, რომელიც პრეზერვატივების მოხმარების წინააღმდეგი იყო და  არ აღიარებდა ჰომოსექსუალების უფლებებს, ასევე უარყოფდა აბორტს. ეკლესიის პოზიცია კი გავლენას ახდენდა მასაზე და, შესაბამისად, პოლიტიკურ მიდგომაზეც.  ამის შეცვლა სურდა Act Up-ს, რომელიც, ერთი მხრივ, შემოკლებაა  წინადადებისა  -  „ძალის გამოთავისუფლების შიდსის კოალიცია“  და, ამავე დროს, ინგლისურად არევას, ცუდად მოქცევასაც ნიშნავს. ნიუ იორკის კათოლიკურ წმინდა პატრიკის ეკლესიაში 1989 წლის ათ დეკემბერს მთავარეპისკოპოსი ჯონ კარდინალი  ო’კონორი, ტიტულოვანი სასულიერო პირი, წირავდა. გარეთ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.  ისინი გამოწყობილი იყვნენ ზოგი მასხარის, ზოგი კათოლიკე სასულიერო პირის სამოსში, ზოგიც იესო ქრისტეს  განასახიერებდა.  მათი მოთხოვნა უკიდურესად სერიოზული იყო. შიდსის ვირუსმა იმ პერიოდისთვის უკვე 40 ათასი ამერიკელი იმსხვერპლა. ის, რომ კათოლიკური ეკლესია პრეზერვატივის მოხმარების წინააღმდეგ გამოდიოდა, ბევრი ამერიკელისთვის, ირიბად მაინც, ამ მასობრივი სიკვდილის მიზეზი იყო. საპროტესტო მოძრაობის წევრი კინორეჟისორი ჯიმ ჰაბარდი ასე იხსენებს იმ დღეს:

„ძალიან ცივი დღე იყო, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოსახატად ეკლესიის გარეთ მაინც შვიდი ათასამდე ადამიანი მივიდა. მღელვარე დღე იყო.  ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ მართლაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო  ჩვენი ცდა, შეგვეცვალა პოლიტიკური  მიდგომა ნიუ იორკში შიდსთან დაკავშირებული კრიზისისადმი.“ 
პოლიცია კარგად იყო გაწვრთნილი და მშვიდად მოქმედებდა - იცოდა, როგორ დაეკავებინა ხალხი, მიეყვანა ისინი მანქანებთან და წაეყვანა პოლიციაში ოქმის შესადგენად. ჩვენ ბრალად წაგვიყენეს შენობაში ძალადობრივი შეჭრა ...

ეკლესიასთან აქცია  პირველი  არ იყო.  მანამდე გამოსვლები შედგა საავადმყოფოებთან, უოლ სტრიტზე, ნიუ იორკის ცენტრში, ასევე ნარკომანიის ფედერალური უწყების შენობასთან. მაგრამ რაც ეკლესიის აქციას მოჰყვა, უპრეცედენტო იყო.  როგორც გითხარით,  წირავდა კარდინალი ო’კონორი. კვირა დილის ლოცვა კათოლიკეთათვის წმიდათაწმიდა მომენტია. ამ დროს კი ეკლესიაში ქაოსი დაიწყო.  მაიკლ პეტრელისიც აქციის მონაწილე იყო: 

„მოძრაობა Act Up-ის წევრები და ფემინისტების წარმომადგენლები ცდილობდნენ ხმამაღლა წაეკითხათ მოთხოვნების ნუსხა. მორწმუნეები თავიანთ ლოცვებს ამბობდნენ. პროტესტის სხვა მონაწილეები ძირს დაწვნენ და გასასვლელები ჩახერგეს. ეკლესიის მომსახურე პერსონალი ცდილობდა მორწმუნეთათვის ეკლესიის განცხადება ჩამოერიგებინა. მე კი სკამზე შევდექი და სასტვენით სტვენა დავიწყე.“

პეტრელისთან ამ დროს მივიდა პოლიციელი, რომელმაც თავაზიანად სთხოვა ჩამოსულიყო სკამიდან და დამჯდარიყო. პეტრელისი მას დაემორჩილა, მაგრამ  მოშორდა თუ არა  პოლიციელი, კვლავ სკამზე შედგა  და პირდაპირ  მიმართა კარდინალს ხმამაღალი მოწოდებით:

„შეწყვიტეთ ჩვენი ხოცვა!“ პეტრელისი მთელი ხმით გაჰყვიროდა: „შეწყვიტეთ ჩვენი ხოცვა!“.  ეკლესიაში ამ დროს პოლიციის რაზმები შევიდნენ და  ხალხის დაპატიმრება დაიწყეს.  პოლიციელებს  საკაცეებით გაჰყავდათ ძირს მწოლიარე  ადამიანები, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.

„ეკლესიაში მყოფი პროტესტის მონაწილეების აღვირახსნილობისა და ბრაზის მიუხედავად, პოლიცია კარგად იყო გაწვრთნილი და მშვიდად მოქმედებდა - იცოდა, როგორ დაეკავებინა ხალხი, მიეყვანა ისინი მანქანებთან და წაეყვანა პოლიციაში ოქმის შესადგენად. ჩვენ ბრალად წაგვიყენეს შენობაში ძალადობრივი შეჭრა. საღამომდე ყველა გაგვათავისუფლეს.“

ვითარება იმან გაართულა, რომ ამ ქაოსში საპროტესო აქციის მონაწილეებმა ვერც კი შენიშნეს, რომ მესა გრძელდებოდა. პეტრელისი აღიარებს:

„ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ დროს თურმე ღვთისმსახურება გრძელდებოდა და ზიარების დრო დამდგარიყო. მლოცველები და საპროტესტო აქციის მონაწილეებიც მივიდნენ საკურთხეველთან სეფისკვერის მისაღებად. Act Up-ის ერთმა წევრმა, რომელმაც ის-ის იყო მიიღო სეფისკვერი მთავარეპისკოპოს ო’კონორის ხელიდან, ხმამაღლა გამოაცხადა, მე თქვენ სწავლებას არ ვეთანხმებიო, და სეფისკვერი დაფშვნა. ნამცეცები ძირს დაიყარა, მღვდლის მოსამსახურე ძირს დაიხარა და სეფისკვერის ნაფხვენების შეგროვება დაიწყო.“

ეკლესიამ  ეს  აქტი შეაფასა როგორც კათოლიკეებზე თავდასხმა. კარდინალი სიკვდილამდე თავისი პოზიციის ერთგული დარჩა.  წმინდა პატრიკის ეკლესიაში ეს აქტი დაიგმო ამერიკის საზოგადოებაში,  დაგმო ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ასევე არაერთმა გაზეთმა. აქტი შეფასდა როგორც აღმსარებლობაზე თავდასხმა.   ჯეფ სტოუნი, გეი, კათოლიკეების ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.  მისი ჯგუფი წლების განმავლობაში ცდილობდა ეკლესია მშვიდობიანი გზებით დაერწმუნებინა, რომ შეეცვალა პოლიტიკა: 

მაშინ არ ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ეკლესიაში შეჭრას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეკლესიაში შეჭრამ და კარდინალთან დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო. მოძრაობა Act Up-ი ყურადღების ცენტრში მოექცა ...

„ამ ქვეყნის კანონმდებლობით, ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლა, ცხადია, ისჯება.  და, ალბათ, არავის ეეჭვება, რომ ეს სწორია. ისმის კითხვა: როგორ უნდა გამოთქვა პროტესტი ეკლესიის ქმედების წინააღმდეგ და, ამავე დროს, პატივი სცე მორწმუნეებს, ასევე რელიგიური ლიდერების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე?“

Act Up-ის აქტიურობამ შედეგი გამოიღო. უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან იმუნოდეფიციტური ვირუსის მატარებლებს და შიდსით   დაავადებულებს კანონი იცავს დისკრიმინაციისგან, მთავრობამ შეიმუშავა   შიდსის  დაძლევის საგანგებო პოლიტიკა,  რისი მეოხებითაც მილიონობით დოლარი გამოიყო ამ ვირუსის დაძლევის მიზნით კვლევის გასავითარებლად.  ეკლესიის პოლიტიკა  არ შეცვლილა, მაგრამ კარდინალს იმასაც უფასებენ, რომ ნიუ იორკში შიდსით დაავადებულები მოინახულა.  კათოლიკური ეკლესიის საავადმყოფოებს შიდსის საგანგებო პროგრამა  აქვთ  და, ალბათ, შეიცვალა ამერიკელების დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის მიმართ. ეკლესია აღარ იყო ხელშეუხებელი.  ეს არის, რისი დაძლევაც ახლა მართლმადიდებლებს   სჭირდებათ რუსეთში.  პანკ-პარაკლისის ავტორებს, „პუსი რაიოტის“ წევრებს,    რამდენიმეწლიანი ციხე ელით ხულიგნობისა და ქრისტიანობის მიმართ უპატივცემულობის ღიად გამოხატვისთვის.  პუტინის რუსეთში ეკლესია კვლავ ხელშეუხებელია, მაგრამ, აი, რას ამბობს, კინორეჟისორი ჰაბარდი,  რომელმაც ნიუ იორკის ამბებზე  დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „გაერთიანებული ბრაზი“:

„მაშინ არ ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ეკლესიაში შეჭრას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეკლესიაში შეჭრამ და კარდინალთან დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო. მოძრაობა Act Up-ი ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი დახმარებით, კრიზისი იმ დონემდე მივიდა, რომ  მთავრობა და მედია მიხვდნენ, რომ ზომები უნდა მიეღოთ.“

„პუსი რაიოტის“  წევრებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია, რომ ეკლესია ფარისევლურია, რომ ციხე - ეს მინიატურული  რუსეთია.  მათ გერმანიის ბუნდესტაგის 120-მა დეპუტატმა  მხარდაჭერა გამოუცხადა.  „პუსი რაიოტს“ პოპმომღერალი მადონაც სოლიდარობას უცხადებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
21.08.2012 21:03
გახსოვთ როგორ გამოთქვამდა საბჭოთა კავშირი პროტესტს ამერიკის წინააღმდეგ? ბერიას ხელქვეით სახაროვს გააკეთებინეს ატომური ბომბი და მერე იმ ბობს გამოცდის საბაბით საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ურტყავდნენ თავში. აი მასე გამოუცხადეთ პროტესტი ეკლესიას. ატომური ბომბი ურტყით ურჯულო ათეისტებს! ზუსტი პარალელია!

ავტორი: mascavle საიდან გვწერთ: safrangetidan
17.08.2012 02:25
შენი პროტესტით:სიტყვით-ქმედებით არ უნდა შეურაწყო სხვა,მითუმეტეს როდესაც შენ თვითონ შეურაწყოფილი გამოთქვამ პროტესტს***

ავტორი: მოყვასი
16.08.2012 15:59
ხოდა ეხლა ეცნენ ნუზალის ქართულ ეკლესიას ე.წ.ჩრდილოეთ ოსეთში სადაც გადმოცემით დავით სოსლანი უნდა იყოს დაკრძალული. იქნებ გაიგოთ რა დაემართა ამ პროტესტის შემდეგ იქაურობას გეთაყვა.

ავტორი: ანონიმი
13.08.2012 12:35
ეეჰ,გოეთეს დედასთვის რომ გაეკეთებინათ აბორტი ხომ არ დაიწერებოდა ვერტერი რომლის გულისთვის თავი მოიკლა ამდენმა პოტენციურმა და არა მარტო პოტენციურმა ახალგაზრდა ჰომოსექსუალმა. ეს იქნებოდა დიდი გაკვეთილი კაცობრიობისთვის. უნდა შეიქმნას პოლიცია რომელიც სექსუალური სიმწიფის ასაკში შემავალ ბავშვებს საჭმელში ჩაუყრის ისეთ რამეს რომ აღარ გაბედონ გოეთეების და დანტეთა გაჩენა! სუსტები ხართ,რა დროს ეკლესიაა.

ავტორი: მამიკო საიდან გვწერთ: კლიროსიდან
12.08.2012 22:12
,,რუსეთის ეკლესიის იერარქებიც და ეგ ხულიგანკებიც დაქირავებულები არიან და მათი დამქირავებელი ეშმაკი კარგად ერთობა. ადრე გლადიატორებს ქირაობდნენ,ეხლა მაგათ...'' . აჰაა,აღმოგიცან იგი შენ სატანავ,რამეთუ ერთ ქვაბში ხარშავ მართლმადიდებლობის მომავალ წმიდანებსა ვლადიმირს ჩეჩენთგანმანათლებელსა, ალექსეი პატრიაქსა მოსკოვისა, აფხაზეთისა ქრისტიანობად მიმდრეკისა...და პუსი რაითისაისა ბოროტად მქშინავ აპოკალიპტურ დედაკაცთა სიძვისათა!!! ეშმავ,განვედ თავისუფლების ტაძრიდან!!!

ავტორი: ანონიმი
11.08.2012 14:29
რუსეთის ეკლესიის იერარქებიც და ეგ ხულიგანკებიც დაქირავებულები არიან და მათი დამქირავებელი ეშმაკი კარგად ერთობა. ადრე გლადიატორებს ქირაობდნენ,ეხლა მაგათ...

ავტორი: m
11.08.2012 11:04
nd
პროტესტი კი, მაგრამ ცემა-ტყეპა, მათრახის ქნევა და მისთანები არა! ვინმე მარტინ ლუთერ კინგის ან განდის მსგავსი უნდა გამოჩნდეს ვინც ყველაფერს ხმამაღლა იტყვის და შეუიარაღებელი შეებრძოლება ფარისევლობას. გინება-ფურთხებაზე ბევრად უკეთესი გზები არსებობს გაპროტესტების!

ავტორი: ზვიადი საიდან გვწერთ: საქართველო
10.08.2012 18:25
იცხოვრე წმინდად და ნახავ გზას - როგორ გამოვთქვა პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ..........

ავტორი: Luka საიდან გვწერთ: Tbilisi
10.08.2012 14:54
პუსი რაიოტი არიან დაქირავებული პროსტიტუტკები რომლებსაც იყენებენ რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და მორწმუნეების შეურაცხოფისათვის. დიქტატურის წყაო ყოველთვის იყო სახელმწიფო რომელიც ცდილობდა ეკლესიის დამორჩილებას და ასე იყო საბჭოთა კავშირშიც. რადიო თავისუფლებამ უნდა გამოიცვალოს თავის დასახელება იმიტომ რომ თავისუფლების დაცვას არ ემსახურება.

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 14:18
Pussy Riot-ი რასაც ამბობს რუსეთზე და მის ეკლესიაზე, საქართველოსაც ეხება სამწუხაროდ.. მეამაყება ასე თამამად რომ გამოთქვამენ თავის აზრს დღევანდელ რუსეთში, იმედია საქართველოშიც მალე აიმაღლებს ხალხი ხმას და ერთხელ და სამუდამოდ ფარდა აეხდება ფარისევლობას!!!

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
10.08.2012 13:58
მე კიდევ მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა არ მინდა არავის განსჯა, თუმცა ის, რასაც დღეს ეკლესიას უწოდებენ გულისხმობს, დაუსჯელობის და ხელშეუხებლობისთ თავში ავარდნილი, გაურკვეველი წარსულისა და მორალის მქონე ე.წ. სასულიერო პირების დიქტატურას. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი წვეთი შხამი კარგ ღვინოსაც აფუჭებს. ეს ხალხი ჩვეულებრივ ადამიანებს პირდაპირ ჯოჯოხეთში მოუძღვის და შესაბამისად, უადგილოა იმის თქმა, რომ მათ წინააღმდეგ პროტესტი უღმერთობა და მსგავსი რამეა.
მეორე საკითხია, ის, რომ რადიკალური პროტესტი ზუსტადაც გამართლებული და ეფექტურია( როცა ის ადამიანების სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს), სხვათაშორის ყველაზე თავგადამკვდარ მორწმუნეებს შევახსენებ ქრისტეს ცნობილ რადიკალურ "აქციას" იერუსალიმის ტაძარში იოანე 2:13–17:
13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს. 14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. 15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. 16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად. 17. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე."

ავტორი: სევა ბეჭვაია საიდან გვწერთ: თბილისი
10.08.2012 13:27
წარმომიდგენია, რამდენი ღვარძლი დაინთხევა ირაკლი ღუდუშაურის მომხრეებისგან. ანონიმს - სად ახსენა ქრისტემ ან ეკლესია, ან ეკლესიის მსახურთა წოდებები, ან იერარქია - იქნებ წყარო მიიუთითოთ.. რაც შეეხებათ რუს პანკებს - ისინი პუტინის წასვლას სთხოვდნენ მარიამს და ეს გესობათ ეკლად გულზე!
...

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 12:34
ა სამაგალითო პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ! დაუნდობლად დახვრიტეთ და დაამწყვდიეთ მღვდლები როგორც ხალხის მტრები და საბოტაჟნიკები და ეკლესიები გადააქციეთ კლენინის პორტრეტების საწყობებად. ვარიაცია ლენინის ბრძანების თემაზე. ამას მოითხოვს საბჭოთა-პოქტქაბჭოთა ლიბერალური ჰუმანიზმი!

Председателю ВЧК тов. Дзержинскому Ф.Э.

УКАЗАНИЕ

В соответствии с решением ВЦИК и Сов. Нар. Комиссаров необходимо как можно быстрее покончить с попами и религией. Попов надлежит арестовывать как контрреволюционеров и саботажников, расстреливать беспощадно и повсеместно. И как можно больше. Церкви подлежат закрытию. Помещения храмов опечатать и превращать в склады.

Председатель ВЦИК Калинин,

Председатель Сов. Нар. Комиссаров Ульянов (Ленин)».

ავტორი: qeti საიდან გვწერთ: tbilisi
10.08.2012 12:25
ღმერთო გონება გაუნათე ამ ხალხს! ტოტალური უსიყვარულობაა მსოფლიოში, აი ეს არის ძირითადი მიზეზი ამ ქაოსისა. ღმერთი სიყვარული არს!!!! ვიდრე ამას არ გავაცნობიერებთ , პირველ რიგში საკუთარ თავს მივმართავ, როგორც მართლმადიდებელ აღმსარებელს, არაფერი გვეშველება!!!!!! ეშმაკი თავის ჭკუაზე გვათამაშებს და ამას ვერც ვხვდებით, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი გვგონია თავი!!!!!! წაიკითხეთ სახარება და მიხვდებით (ოღონდ მხოლოდ თვალებით არა, გულით წაიკითხეთ)განა იმაზე მეტი ადამიანის უფლებების დამცველი, ვიდრე უფალია? ჩემო საყვარლებო, ვინც ჩემს კომენტარს წაიკითხავთ, დამეთანხმებით ან გამკიცხავთ, ყველას გეფერებით და მიყვარხართ ქრისტესმიერი სიყვარულით! თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მიტევებას, არც მამაი ჩვენი მოგვიტევებს ჩვენ!!!! წუთია წუთისოფელი და არავინ იცის ხვალ ვის გაუთენდება, ამაზე ვიფიქროთ!!!!!!
P.ს. კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ, მგონი ცოტა თემას გადავუხვიე

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 01:42
ვიდრე არ გაარჩევთ ეკლესიას სასულიერო წოდებისგან მანამდე არ ღირს თქვენთან ამაზე ლაპარაკი. ქრისტემ თქვა რომ ეკლესია პირველ რიგში არის ერთმანეთის და ღმერთის მოყვარული ადამიანების ჯგუფი. სასულიერო წოდება ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი მაგრამ არაერთადერთი ნაწილია. არის კიდევ მრევლი. და ის ვინც ამბობს რომ უყვარს ღმერთი და არ უყვარს ძმა მატყუარა ოხერია. ხოდა თქვენ გსურთ ერთმანეთის პატივისმცემელი და მოყვარული ადამიანების საზოგადოების მოსპობა და წადით აქედან. თქვენ ხართ გმლამურ-ბოლშევიკები და ჯვრის მაგივრად გილიოტინის თაყვანისმცემელი იაკობინელების მემკვიდრეები ! ეს პირადად თქვენ კი არა ამ პუსი პუსის და მათი გაუთავებელი პროპაგანდისტების (პირველი პროპაგანდისტი პუტინია) შაიკას ეხება.

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 22:16
ეკლესიის წინააღმდეგ პროტესტს ძალიან ეფექტურად გამოხატავდნენ ბოლშევიკები. ეკლესიებს ანგრევდნენ და მღვდლებს და მრევლს ხვრეტდნენ. მერე ტიტვლდებოდნენ და პლაკატით "ძირს სირცხვილი" დარბოდნენ რუსეთის ქალაქების ქუჩებში. ხოდა ბარემ მიბაძონ რა გაახურეს! მადონაც მანდაა. მას უყვარს საცვლებით სცენაზე ტანტალი, ამ შემთხვევისთვის საცვლებსაც გაიხდის და ყოლიფერი მთლა ოკ იქნება.

ყველაზე პოპულარული