კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:03

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების „ფიასკო“

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელზეც იარაღით ვაჭრობის შესახებ მსოფლიოში პირველი შეთანხმების პროექტი განიხილებოდა, ვერ მოხერხდა შესაბამისი დოკუმენტის მიღება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია ელოდნენ ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერას, იმედგაცრუებულნი დარჩნენ წამყვანი ქვეყნების ქმედებით.

ხუთშაბათს, როდესაც გაეროს 90-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების პროექტს, უეცრად გაირკვა, რომ ვაშინგტონი არ არის მზად დოკუმენტის ხელმოსაწერად. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს მეტი დრო სჭირდება „რთული და კომპლექსური“ ტექსტის შესათანხმებლად. 
ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მალე სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს, მეხის გავარდნასავით აღიქვა ნიო-იორკის კონფერენციის თავმჯდომარემ, არგენტინელმა რობერტო გარსია მორიტანიმ, რომელმაც  პარასკევს ბოლო სესია სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო:

„ძვირფასო მეგობრებო, დიპლომატიური შეცდომა რომ არ მომივიდეს, ამიტომ ბევრ ლაპარაკს თავს ავარიდებ. უბრალოდ, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და პატიებას გთხოვთ იმისათვის, რომ არ აღმომაჩნდა დიპლომატიური უნარი, რათა უკეთეს ფინალამდე მიმეყვანეთ. ძალიან ვწუხვარ და დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დავძლიე წინააღმდეგობები.“

ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ჰქონდათ შანსი შეეთანხმებინათ ისტორიული ხელშეკრულება ...

თითქოს ვაშინგტონის  გადაწყვეტილებას ელოდნენო,  ხელშეკრულების ტექსტის ხელმოწერაზე უარი თქვეს რუსეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა. ჭეშმარიტ მიზეზებზე არავინ საუბრობს, თუმცა გამოითქმის მოსაზრება, რომ იარაღით ექსპორტით ცნობილ ქვეყნებს შესაძლოა არ სურდეთ ზედმეტი რეგულაციებით შეიზღუდონ თავი და უარი თქვან იმ კოლოსალურ მოგებაზე, რასაც მათ საბრძოლო იარაღით ვაჭრობა აძლევს. მსოფლიო იარაღის ბაზრის მოცულობა 60 მილიარდი დოლარით ფასდება.

ხელშეკრულების ხელმოწერას მხარს უჭერდნენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა „ამნესტი ინტერნეიშენალი“, „ოქსფამი“, შეიარაღების კონტროლის სამდივნო,  და იარაღის კონტროლის ასოციაცია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასეთი დოკუმენტის აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს განაცხადა, რასაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა გაეროს 3-27 ივლისის კონფერენციის წარუმატებლობამ საერთაშორისო ვოჩდოგები კრიტიკულად განაწყო. ანა მაკდონალდმა, ორგანიზაცია „ოქსფამის“ იარაღის კონტროლის პროგრამის ხელმძღვანელმა, ხელშეკრულებაზე უარის თქმას სამწუხარო ფაქტი უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეის მომდევნო სხდომაზე გაირკვევა:

„ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ჰქონდათ შანსი შეეთანხმებინათ ისტორიული ხელშეკრულება და კონტროლის ქვეშ მოექციათ იარაღით ვაჭრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოთა მცირე ჯგუფმა მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. თუმცა საქმე ამით არ მთავრდება. აშკარაა, რომ ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას სურს, რომ იხილოს ეს ხელშეკრულება. 90-მა ქვეყანამ მტკიცედ განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ამ ხელშეკრულებას წლის ბოლოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შეასხან ხორცი.

„იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე (ATT)“ შეთანხმების ჩავარდნას „ფიასკო“ უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა.  იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებას უნდა შეემცირებინა იარაღის მოხვედრის შესაძლებლობა ტერორისტების, უკანონო სამხედრო ფორმირებებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ხელში.  გენერალური ასამბლეის სხდომა ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში გაიმართება. იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება ასამბლეაზე შეიძლება გავიდეს რეზოლუციის სახით და მის მიღებას ასამბლეის ორი მესამედის თანხმობა სჭირდება, მაგრამ გაეროს რეზოლუციებს, როგორც წესი, არა აქვს დამავალდებულებელი ძალა. თანაც, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ, რომ იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების პროექტს დაემატოს მუხლი, რომელიც საბრძოლო მასალებით და ტყვია-წამლით ვაჭრობასაც  დაარეგულირებდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkasia
06.08.2012 11:39
კობა ჭკვიანი ბიჭი ხარ და კარგად გესმის საქართველოს თავდაცვითი სისტემების პრობლემები ასევე სერთაშორისო ამბები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო "მოჩვენებას" რომ ინტენსიური ყურადღება ჭირდება ქართული ჯარის პრობლემას მით უფრო ახლა ამ დაძაბულობის დროს. ეს ის დროოა როცა მთავრობას ახსენდება შეიარაღებული ძალები ან არჩევნებისთვის ან სხვა რაიმე პირადი მიზნებისთვის. ხოლო როცა სიწყნარეა ჯარი საერთოდ არ აინტერესებს ის რომ პრობლემები ქართულ ჯარში ათასობითაა ვეთანხმები მოჩვენებას და ჩემი როგორც ამ საქმეში მეტ ნაკლებად ჩახედულ ადამიანს თხოვნა მაქ რომ თუ ფორმატი მოგცემს საშუალებას გააკტიურეთ კურადგება ჩვენი შეიარაღებული ძალების მიმართ მათ პრობლემებზე მორალურ მდგომარეობაზე.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
01.08.2012 11:47
ვეხმიანები მოდერატორს .... მე ყურადღებით გისმეთ. თქვენი დამოუკიდებელი წყაროები თქვენი პრობლემაა არ გიფიქრიათ იმაზე თუ ისინიც შესაძლოა კონრტოლირებადი ელემენტები იყვნენ? ფაქტები ცალსახაა და მისი შედეგები ყოფით რიალობაზე აისახება ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, მე რომ თქვენ კონკრეთული გვარ სახელები მიგითითოდ განა ეს რამეს შეცვლის თქვენს რიალობაში? პირიქით უბედურებას მოუტანს ისედაც გაუბედურებულ პერსონებს...
ვიმეორებდი და გავიმეორებ ჩემთვის პან გი მუნი ცარიელი ადგილია არასამთავრობო ორგანიზაციები კი უმაქნისი სუბიექტები ( ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის.. ) ვწუხვარ რომ თქვენი აღელვება გამოვიწვიე რომ თურმე მე არუნდა გასწავლოდ რა როგორ და რანაირად აკეთოდ რათქმაუნდა არ გასწავლით მე ჩემ სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ მხოლოდ და ეს თქვენთვის საკმაოდ ნათელია.. რა არის ჟურნალისტური საქმიანობის მუშაობის პრინციპი თუარა ცალკეული სუბიექტების აზრების გათვალისწინება... ამიტომაც გამიკვირდა თქვენი მხრიდან ეგზომ დაძაბული იმპერატიული ტონი.... პრაღიდან იოლია ისუბრო სხვის შიშებზე ან მოვალეობებზე რომელსაც შეიძლება სხვა ადამიანების უსაფრთხოება გაკისრებდეს. თავდაცვის სამინისტრო სერგო თეთრაძს მკვლელობასაც უარყოფს მაგრამ აბა ხალხს კითხეთ ერთი... თავდაცვის სამინისტრო ნათესაური კლანის არსებობასაც უარყოფს მაგრამ ამით რამე იცლება? თქვენ ისე ლამაზად საუბრობთ რომ დიდი სიამოვნებით აგიყვანდნენ თავდაცვის სამინისტროს სამანდატო კომისიის მდივნად...... არ დასტურდება, არაა არ ვიცით, ჩვენი დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ, მიუხედავად იმისა რომ თქვენს გადაცემებს ნამდვილად უსმენ და მომწონს კიდევაც, თუმცა ისინი ზოგად საყოველთაო საკითხებს არცდება და დეტალურ რიალობაში ვერ ახედებს მსმენელს, ჯანსაღი კრიტიკა აიტანეთ ბიჭებო ეგ მუშაობას გაგიდვილებთ საქართველოში ასეთი სამხედრო ჟურნლია, არსენალი 2008 წლის ომის შემდეგ ასე წერდა; რომ თითქოს რუსული გამანადგურებლები ქართველმა ქალმა სამეხდროებმა ჩამოყარეს ამდროს ეგ ქალები ჯერ ბუჩქის ქვეშ იმალებოდნენ შემდეგ სახლებში გაუშვეს ოჯახების მისახედად..... )))) ეგაა ჩვენი რიალობა ფასადური არქიტექტურა , ფასადური ჯარი ფასადური სიმართლე და ფასადური თავავისუფლება...))) მე არ მჭირდება არაფლის შეხსენება ვინ ვისი წევრია მე ძალიან კარგად ვიცი რომ ქართველი ხალხი მარტოა თავისი არსის დღიდან დღემდე.... ჩემი პასუხი შენ გეხება მოდერატორო შენ რომ ფეხები დაგლპობოდა იმ უხარისხო შეკერვამდე წინასწარ დავადებული სოკოვანი ბათინკით შენ სხვაგვარად ისაუბრებდი მაგრამ შენ ამ ტკივილს ვერგაიგებ შენ არიცი რასნიშნავს გაწირულ პოზიციაში ყოფნა დაინვალიდება და აუტანელი ტკივილის მოთმენა როცა სამკურნალო ფული არგაქვს როცა უიმედობა შენი ყოფიერების თანამგზავრია ( პასუხი 10 ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სახლით და მათთან შეთანხმებით გაგეცი)

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზური
30.07.2012 22:39
კობა ჩემო ,,უფროსო მეგობარო" ჩემი სუბიექტური აზრია რომ ასეთ საკითხებს 1000 დან ერთი პროცენტი დაუთმდ, ეგ იარაღის ყიდვა გაყიდვა ქართველი ხალხის გარეშეც გადაწყდება, ჩვენ უფრო ქართულ სატკივარს მივხედოთ როგორიცაა ჯარისკაცების უფლებები, შეიარაღებულ ძალებში საზოგადოების მონიტორინგის საკითხები, ინფორმაციის საჯაროობა თავდაცვის კუთხით რაც დასაშვებია რათქმაუნდა საზოგადოებისათვის, ვეტერანთა სტატუსის საკითხები, 2008 წლის ომის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებით ავი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, ჯარისკაცების სოციალური დაზღვევის საკითხები მათსორის შეპირებული ბინების ბლეფი, სახელმწიფო დონეზე თარლითობის ამბები განა სასაუბრო და გასაშუქებელი ცოტაა თქვენ უნდა შეადაროთ და საჯარო გახადოთ ქართული ავანგარდის (კონტიგენტის) ხელპასები და სხვა ქვეყნის ჯარისკაცთა ხელფასები თავიანთი სოც პაკეტებით საერთაშორისო მისიების დროს გაიგოთ გამარკვიოთ მათი დაფინანსების ლეგალური წყაროები საჯარო გახადოთ ისინი ხალხს უნდა მოუთხროთ ჯარისკაცების წინააღმდეგ მოქმედი ,,სახელმწიფო პირების ბანკების' სესახებ თუ როგორ ძარცვავენ და აუბედურებენ მათ თქვენ უნდა მოუთხროთ ხალხს ქართულ ჯარსი არსებული ცალკეულ პირებზე დაქვემდებარებული ,,სამანდატო კომისიების შესახებ" რომლებიც საბჭოთა ტროიკის ანალოგებია და რომელიც ადმინისტრაციული კანონის მეშვეუბით აუბედურებს საკუთარ მოქალაქეებს აკანონებს უსამართლობას და ათეთრებს მაღალცინოსანთა სავ საქმეებს აი რაზე უნდა მოუთხროთ ქართველ ხალხს კობა ჩემო ,,უფროსო მეგობარო" დამიჯერე პან გი მუნი უჩვენოდაც მოუვლის თავის საქმეს და მსოპლიო ვაჭრობის საქმესაც თუგინდ იარაღით ვაჭრობას ეხებოდესეგ (იმედია გამოქვეყნდება რადგან ცენზურა არ დამირღვევია)
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
31.07.2012 12:37
მოჩვენებას, პლანეტა აზურიდან. დიდი მადლობა კომენტარისათვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლება არის საერთაშორისო მედიაორგანიზაცია და საერთაშორისო თემებს არანაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, ვიდრე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მეტიც, ამ შემთხვევაში, იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსაც ეხება, როგორც გაეროს წევრს და პროექტის ერთ-ერთ მხარდამჭერ ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს სამხედრო ძალების მშენებლობის პრობლემას, ჩვენ ძალიან ხშირად ვაშუქებთ ყველა მნიშვნელოვან პრობლემას თუ არასაწესდებო ფაქტს, ოღონდ ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპის გათავლისწინებით: ფაქტს უნდა ჰყავდეს თვითმხილველი, ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართალდამცველი სტრუქტურები. თქვენს მიერ ჩამოთვლილი არც ერთი "ფაქტი", არ მტკიცდება დამოუკიდებელი წყაროების მიერ და მათ კატეგორიულად უარყოფს თავდაცვის სამინისტრო. თუ, თქვენ შეგიძლიათ, მიგვითითოთ სანდო წყარო, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით მასთან დაკავშირებას და პრობლემის გარკვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, ნუ დაგარკავთ დროს, გვასწავლოთ, თუ "რომელ საკითხს რამდენი პროცენტი დავუთმოთ."

ყველაზე პოპულარული