პარასკევი, 25 აპრილი, 2014 თბილისის დრო 10:32

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

უმუშევართა და დროებით დაუსაქმებელთათვის დაზღვევა ხელმიუწვდომელია

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო კლინიკაში, ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სამედიცინო მომსახურებას ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღებს. კლინიკაში მისულთა ნაწილი სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, უფრო დიდ ნაწილს  კი არც სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი აქვს და არც კერძო დაზღვევა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების მიმდინარე წლის მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები  და პედაგოგები, სულ 25 670 ადამიანი, რაც ქალაქის მოსახლეობის 12% -ია. ქუთაისში 10-მდე  სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულები არიან საჯარო მოხელეები და უმაღლეს სასწავლებლებსა და ბანკებში  დასაქმებული  ადამიანები. ჯერჯერობით დაზღვევის მიღმა რჩებიან პენსიონერები, უმუშევრები და დროებით უმუშევრები - ისინი, ვინც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. როგორც ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დაზღვევის არმქონე პაციენტთა ნაწილი ამბობს, სადაზღვევო კომპანიას არ მიმართავს, რადგან ყოველთვიურად თანხის გადახდას ვერ შეძლებს. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პაციენტები მთელი დასავლეთ საქართველოდან მიდიან. რესპონდენტების აზრით, კლინიკაში მომსახურების ფასები  სხვა სამედიცინო დაწესებულებების მსგავსია, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდელმა ირაკლი ქვარაიამ უთხრა, ქუთაისში ფეხმძიმე მეუღლე იმ კვლევებისთვის ჩამოიყვანა, რომლებიც ადგილზე რეფერალურ საავადმყოფოში არ ტარდება. 

კლინიკას ექიმის კონსულტაციისა და გამოკვლევებისთვის  სამ თვეში ერთხელ მიმართავს ლია შამუგია. როგორც თავად ამბობს, მარტოხელა პენსიონერისთვის სამედიცინო მომსახურება და საჭირო მედიკამენტები  ძვირი და ნაკლებხელმისაწვდომია და, რომ არა ნათესავების დახმარება, აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობას ვერ ჩაიტარებდა.

პაციენტების და მათი ნათესავების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აკითხავს. ფიქრია სილაგაძის თქმით, დედისთვის  გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო თანხა ახლო ნათესავებმა შეუგროვეს.
თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიების ადგილობრივი ოფისები კერძო პირთა დაზღვევის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ  გარემო კონკურენტუნარიანია  და დაზღვევის მსურველთათვის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება და პირობები სხვადასხვაგვარია.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული