პარასკევი, 25 აპრილი, 2014 თბილისის დრო 03:51

პოლიტიკა / საქართველო

ვნებები ჯვრის მონასტრის გარშემო

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიშოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
x
შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაიბრუნოს იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი, რომელიც ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდა იმისა, რომ მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, საკითხის ისრაელელ კოლეგასთან დაყენებას აპირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც, თუმცა ჯვრის მონასტრის მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფს თავად იერუსალიმის საპატრიარქო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ჯვრის მონასტრის დაბრუნების პროცესში უწყებათაშორის ჯგუფთან ერთად ქვეყნის პირველი პირებიც არიან ჩართული:

„ყველა კომპეტენტური ორგანოა ჩართული. რაც შეეხება ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოებასა და განახლებას, შემიძლია გაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში და შეხვედრა მის კოლეგასთან და, შესაბამისად, საკითხს დააყენებს პარლამენტის თავმჯდომარეც.“ 

პირველი განცხადება იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა, როცა  მიმდინარე წლის 25 თებერვალს თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა:

„რამდენიმე ხნის წინ მე შევქმენი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებასა და გამოსყიდვაზე. ამის შესახებ ჩვენს საელჩოს დავალებული აქვს, რომ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს ისრაელის ხელისუფლებასთან. დროა ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოსა და ქართულ ეკლესიას, იქ ისევ აღევლინოს ქართული ლოცვა.“

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამეიერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე
x
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე
ქართულად ლოცვა ჯვრის მონასტერში ორიოდე კვირის წინაც აღესრულა. თებერვლის მიწურულს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს წმინდა მიწაზე და ჯვრის მონასტერში იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ უმასპინძლა, თუმცა სწორედ თეოფილე მესამემ უარყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობა ჯვრის მონასტრის დაბრუნების მცდელობასთან დაკავშირებით. იერუსალიმის პატრიარქმა ინტერვიუ ინტერნეტგამოცემა „იზრუსს“ 2012 წლის 8 მარტს მისცა. ფრაგმენტი ინტერვიუდან:

„ცოტა ხნით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი განაცხადებდა, შუამავლების საშუალებით მოგვმართეს ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც მონასტრის გამოსყიდვა შემოგვთავაზეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. სწორად გამიგეთ. როლი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ  რეგიონსა და იერუსალიმში შეასრულა, ძალიან დიდია. ქართველების მიერ დაარსებული ჯვრის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში განათლების კერის ფუნქციას ასრულებდა. ბუნებრივია, ეს ადგილი ასევე უკავშირდება დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს და ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურვილი აქვს უკან დაიბრუნოს მონასტერი, როგორც სიმბოლო წმინდა მიწაზე თავისი ყოფნისა, რასაც 16 საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი.“

ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ აქტიურობას ჩვენი მხრიდან, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, ფაქტია, რომ ის ცდილობს ეს საკითხი პროპაგანდისთვისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს ...
თეოფილე მესამის თქმით, მას დაუკავშირდნენ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ  ბიზნესმენები. გია ხუხაშვილის თქმით, ჯვრის მონასტრის დაბრუნების მცდელობა 2006-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა, ამჟამად კი, მისი ვარაუდით, მონასტრის დაბრუნების რესურსი მხოლოდ ბიზნესმენთა ძალიან შეზღუდულ წრეს აქვს:

„შეგვიძლია გვარი ვთქვათ ან არ ვთქვათ, მაგრამ ასეთი ადამიანი ერთადერთია საქართველოში! მხოლოდ მისი მხრიდან ამგვარი მასშტაბის პროექტის ინიციატივას შეიძლება გამოეწვია ხელისუფლების ასეთი ისტერიული კამპანია. უნდა ვივარაუდოთ, რომ პატრიარქის ვიზიტის დროს წარმოიჭრა ეს საკითხი და ბიზნესმენებიც ასეთ პროექტს მხარს უჭერენ.“

გია ხუხაშვილმა მინიშნება ყველაზე მდიდარ ქართველზე, ბიძინა ივანიშვილზე, გააკეთა. ინფორმაციის შემოწმების მიზნით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ივანიშვილის პრესმდივანს მაია ფანჯიკიძეს, რომლის პასუხიც იყო:

„ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ აქტიურობას ჩვენი მხრიდან, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, ფაქტია, რომ ის ცდილობს ეს საკითხი პროპაგანდისთვისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს.“

იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი მე-11 საუკუნეში გიორგი შავთელის მიერაა დაარსებული, თუმცა მე-17 საუკუნის დასასრულს, უსახსრობისა და ქართული სახელმწიფოს დასუსტების გამო, ჯვრის მონასტერი ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ მონასტრის მესაკუთრის შეცვლა რთული და მრავალშრიანი საკითხია:

„აქ ერთვება, პირველ რიგში, იერუსალიმის საპატრიარქო, ერთვება საბერძნეთის სახელმწიფო, სხვა მართლმადიდებელი საპატრიარქოები, ისრაელის სახელმწიფო... თუ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პირველ რიგში ურთიერთობა გასარკვევია მონასტრის ამჟამინდელ მესაკუთრესთან, ანუ იერუსალიმის საპატრიარქოსთან. და საერთოდ, ასეთ დელიკატურ საკითხებზე ჯობს ჯერ იყოს მოლაპარაკება, შედგეს მყარი შეთანხმება და შემდეგ გაკეთდეს ის ოფიციალური განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის“, უთხრა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენელს, მიქაელ ბოტკოველს, რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა ორიოდე კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილის განცხადების პასუხად, საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ილია მეორეს ისრაელში ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ჰქონდა როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს ეკლესიას არც იმის თაობაზე აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ქმედებებს ახორციელებს ხელისუფლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
14.03.2012 17:36
ე. წ. " ქართულ ოცნებას", ალბათ!
რასაკვირველია, თუ გარკვეულია ქართულ პოლიტიკაში.))

ავტორი: ანონიმი
13.03.2012 02:10
ავტორი: briyvi
12.03.2012 21:14
---------------
- რა კარგი ნიკი აგირჩევია.

ავტორი: ანონიმი
12.03.2012 22:26
და არ შეგიძლიათ აგვიხსნათ ვის გულისხმობს ბატონი პატრიარქი მესამე ძალაში, რომელიც არ არის დაინტერესებული, რომ ჯვრის მონასტერი საქართველოს დაუბრუნდეს? მგონი ვხვდები რა ძალებსაც გულისხმობს, მაგრამ მაინც... ვერ დაგვიკონკრეტებთ?

ავტორი: briyvi საიდან გვწერთ: tbilisidan
12.03.2012 21:14
რა უაზრო, იაფფასიანი და სააააააწყალი მცდელობაა მორიგი პი-არ კამპანიის აგორებისა, "მიშა იერუსალემის დამბრუნებელი" სალაჰ ად დინისა და რიჩარდ ლომგულის პარალელი 21ე საუკუნეში

ამ მთავრობამ დაყვინა

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული