შაბათი, 01 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 17:06

საზოგადოება / ახალგაზრდობა

"მძულს ქალბატონები"...

x
ავტორი ნიკო ნერგაძე
...ასევე მანდილოსნები და სარეკლამო კამპანია, სადაც ქალები სულელებად
არიან გამოყვანილნი.

ახალგაზრდული პროგრამა: მძულს ქალბატონები...
ახალგაზრდული პროგრამა: მძულს ქალბატონები...i
|| 0:00:00
...
 
🔇
X


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: elizaveta საიდან გვწერთ: ქუთაისი
09.04.2012 02:43
თვალი გადავავლე კომენტარებს და გამეღიმა, უბრალოდ ვიღაცეებს დაავიწყდათ რომ მეცნიერებასა და საზოგადო მოღვაწეთა მამრობითი სქესის უმრავლესობით წარმოჩენა არაფერს ნიშნავს, მანამ სანამ, ყველა მამაკაცის უკან ქალი დგას. ავტორს ვეთანხმები ქალი მშვენიერი სიტყვაა და სულაც არაა შეურაცხმყოფელი.

ავტორი: ნინანინა საიდან გვწერთ: თბილისი
01.04.2012 00:12
არ გიფიქრიათ, რომ რეკლამაში ნაჩვენები ქალბატონები კრებითი და კოლორიტული სახე შეიძლება იყოს? გადახედეთ ტელეგადაცემების წამყვანების, სტუმრების სიას და რაღაცა საერთოს უთუოდ დაინახავთ. თანაც ბევრი შრომა არ დაგჭირდებათ, სულ ერთი და იგივე ხალხია. იქნებ ავტორსაც ასოციაცია აქედან წამოუვიდა და თანაც მოდურ და სოციალურად შეძლებულ სექტორზე გათვალა? (არა მგონია, ამ ხალხს ცუდად დაენახა საკუთარი თავი ამ რეკლამაში).
რაც შეეხება ქალ'ბატონებს: 8 მარტი წელიწადში ერთხელაა და ქართული სუფრა სურვილისამებრ-ყოველდღე. აი, იქ ნახეთ მანდილ'ოსნები და ქალ'ბატონები!!! არ გინდათ, ერთი პუბლიკაცია ამ თემას მიუძღვნათ?

ავტორი: fam
25.03.2012 01:27
ჰო , კიდევ, თქვენ ჩემს ნათქვამს თქვენეული ინტერპრეტაცია მიეცით. მე არ მიგულისხმია, რომ ქალების ნიჭიერება გაიზრდებოდა, მე ვიგულისხმე, რომ ქალებისათვის შექმნილი მეტი ასპარეზი თანდათან მათ წარმატებებს ნელ-ნელა გაზრდიდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლებოდა სულ სხვა სურათი მიგვეღო. გედეონი რასაც გეუბნებათ მართალია. ამას არანაირი ჩახლართული ახსნა არ სჭირდება, როგორც მახსოვს ზოგად ბიოლოგიაში ისწავლებოდა მე- 10 , ან მე-11 კლასში. თუ თქვენ რაიმე ახალი სტატისტიკური მონაცემი გაქვთ ევოლუციის ტემპების დაჩქარების შესახებ, მაშინ ჩვენ გავჩუმდებით ბატონო. თუ არა და ნუ ცდილობთ ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას.

ავტორი: fam საიდან გვწერთ:
24.03.2012 18:17
ანონიმ 1, მე მგონი კამათის ჟინით უფრო ხართ შეპყრობილი, ვიდრე სიმართლის დადგენის სურვილით, ამიტომ თქვენთან ჯანსაღი კამათი შეუძლებელია. დავუშვათ მართალი ხართ და რეალურად ქალი ნობელიანტები ერთნაირ სასტარტო პირობებში ნაკლები არიან მამაკაცებზე. რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას ვერ ვხვდები. ნუთუ ეს საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ ქალს ჭკუასუსტობა დააბრალო? თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, ქართველი ქალები კაცებზე ჭკვიანები ყოფილან, რადგან ქართულ ჭადრაკში ჯერ-ჯერობით ქალები ლიდერობენ. თქვენგან განსხვავებით მე ამ არგუმენტს არ ვეყრდნობი კაცების გონებრივი შესაძლებლობების შეფასებისას. მე ვთვლი, რომ ორივე სქესის ჭკვიან წარმომადგენლებთან აბსოლუტურად თანაბრად სასიამოვნოა ურთიერთობა.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
23.03.2012 20:45
გ ე დ ე ო ნ ჩემო
გამართლებული არ იქნება ის ვექტორი მიგითითოთ, სადაც თქვენი აზრი კიდია ჩემი ნიჭიერების შესახებ.
შენ არ დაწერე გადარჩევის მექანიზმი 1–2 საუკუნეში ვერ შეცვლის ინტელექტსო?
მეც გიპასუხე 1–2 საუკუნე სურათს შეცვლის, მაგრამ არასრულადთქო . აქ თითქმის ემთხვევა ჩვენი აზრები სიბრიყვე რა შუაშია?

შენ ამბობ საქართველოსთვის მეტ ნაკლებად მისაღებია ხოლო კრიტიკას ვერ უძლებს თუ განვითარებულ ქვეყნებზე ვისაუბრებთო ა ი სრული სიბრიყვე

ჯერ ეს ერთი ნობელიანტთა სია , თუნდ მე–20 საუკუნის ბოლო და ამ საუკუნის დასაწყისი , სწორედ განვითარებულ ქვეყნების წარმომადგენელი კაცებითაა გატენილი

და მ თ ა ვ ა რ ი

მაგ ქვეყნებმა მატრიარქატში არ იცხოვრეს? სულ რამდენიმე ათეული წელია, რაც ქალები ოჯახის წნეხიდან გათავისუფლდნენ და განვითარების იგივე შანსი მიეცათ ,რითაც კაცები აქამდე სარგებლობდნენ.

გაბღეძნილმა რომ დამარიგე ––გადარჩევის მექანიზმი 1–2 საუკუნეში ვერ შეცვლის ვერაფერსო––– მაშ რა ,დაჩქარებული კურსები გაიარეს დასავლეთის გოგონებმა ევოლუციისთვის ასე მოკლე დროში, რომ აცხადებ –– განვითარებულ ქვეყნებში გოგონები ძალიან ხშირად სჯობიან ბიჭებს ნიჭითო–– შენ ხომ არ გისესხებია შენი მძლავრი ინტელექტი ააა?

კიდევ ერთი ორი გედეონი და ოფიციალურად კაცებს თავი არ გამოგვეყოფა ნიჭიერების მხრივ.

ავტორი: გედეონი
23.03.2012 20:16
ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
23.03.2012 16:20

g e d e o n

მე ვთქვი 1–2 საუკუნეში შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ რაც არ ნიშნავს სრულ შეცვლას ძალთა ბალანსის, მაგრამ პროგრესი ხომ გამოჩნდება?...
ცნობიერების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს ნიჭიერების გაზრდას, მე ქალთა ცნობიერების კი არა ნიჭიერების გაზრდაზე ვთქვი.

თქვენ ისევ თქვენსას მიერეკებით. სწორედ მაგას ვწერდი, რომ ასე მალე „ნიჭიერების გაზრდა“ შეუძლებელია ქალშიც და მამაკაცშიც. სამაგიეროდ შეიძლება გაიზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება. მაგალითად, რამდენიმე წელში, შეიძლება თვეში, ან კვირაშიც ისწავლოს მამაკაცმა, რომ ხაჭაპურის გამოცხობა და სარეცხის გარცეხვა მარტო ქალის საქმე არაა და ერის რეალური თუ გამოგონილი მიღწევებით ტრაბახი კი - კაცის.
ასე რომ, კლავ ჩემს აზრზე ვრჩები თქვენი ნიჭის თაობაზე...

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
23.03.2012 16:20

g e d e o n

მე ვთქვი 1–2 საუკუნეში შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ რაც არ ნიშნავს სრულ შეცვლას ძალთა ბალანსის, მაგრამ პროგრესი ხომ გამოჩნდება?
სწრაფად ცვლად სამყაროში შეიძლება ევოლუციას ადრინდელზე ნაკლებიდრო დასჭირდეს .
ის რომ გადარჩევის მექანიზმს თქვენც ხედავთ კარგია.
ცნობიერების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს ნიჭიერების გაზრდას, მე ქალთა ცნობიერების კი არა ნიჭიერების გაზრდაზე ვთქვი.

ასე რომ ბრიყვული ნათქვამები 23. 03 .2012. 14.16. –ში ნახეთ.

ავტორი: გედეონი
23.03.2012 14:16
ავტორი: ნონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
23.03.2012 13:40
alfred nobel-ის მიმართ თქვენი პასუხი შეიძლება საქართველოს პირობებს მეტ-ნაკლებად სწორად ასახავდეს. მაგრამ კრიტიკას ვერ უძლებს, თუ განვითარებულ ქვეყნებზე ვისაუბრებთ. იქ გოგონები არა მარტო შრომისმოყვარეობით ჯობნიან ბიჭებს, არამედ ძალიან ხშირად - ნიჭითაც, უფრო ხშირად, ვიდრე ჩვენში.

თქვენ წერთ:
"fam –მა სწორად აღნიშნა რომ თანაბარი პირობების შემთხვევაში 1–2 საუკუნის შემდეგ შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ...
fam–ის თქმით ეხლა სხვა სიტუაცია ლაგდება. მოვიცადოთ და როცა გაგვასწრებენ მერე ვილაპარაკოთ/ უფრო სწორად ჩვენი შთამომავლები ილაპარაკებენ/"

მაპატიეთ, მაგრამ თქვენი არგუმენტები სრული სიბრიყვეა. გადარჩევის მექანიზმი 1-2 საუკუნეში ბევრად ვერ შეცვლის ადამიანის ბიოლოგიას და ინტელექტს. ამას ათასწლეულები სჭირდება. სამაგიეროდ 1-2 საუკუნეში კი არა, შეიძლება 1-2 ათწლეულშიც კი შეიცვალოს საზოგადოებრივი ცნობიერება (რა თქმა უნდა, სათანადო ძალისხმევის შემთხვევაში). და სწორედ ცნობიერების ცვლა და საზოგადოებაში ქალის როლის ახლებურად გააზრება შექმნის საიმისო პირობებს, რომ ქალებმა თვითრეალიზაცია უკეთ მოახდინონ, ვიდრე აქამდე.
თავად ის ფაქტი, რომ საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა და აქ ქალებს განვითარების ნაკლები შანსები აქვთ, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, იმის მშვენიერი მაგალითია, რომ ძირითადად საზოგადოებრივი ცნობიერება და ტრადიცია განაპირობებს ქალის და მამაკაცის როლებს. თავად დაფიქრდით, დასავლეთ ევროპელი ქალები უფრო ნიჭიერები არიან, ვიდრე მაგალითად ქართველები? არა, ქართველებს უბრალოდ ქართველი მუტრუკების გარემოცვაში უწევთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვითონაც მშვენივრად არიან მორგებული ამ „აზიურ“ საზოგადოებას.

ავტორი: ნონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
23.03.2012 13:40
პატ alfred nobel
თქვენ წერთ რომ გიმნაზიებში და უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებულთა წილი ,თანაბარია ბიჭებსა და გოგონებს შორის.
კ ი თ ხ ვ ე ბ ი
1. რატომ არ მოქმედებს აქ ბიჭების აგრესიის, ჩემპიონობის და ამაღლების რეფლექსიები ან სინდრომი?
2. რატომ არის რომ თუნდაც იმ კატეგორიებიდან, ვინც სახლი შვილები თუ სხვა რამ არ აირჩია გაყვა მეცნიერებას თუ ხელოვნებას, პროცენტულად/ და არა კაცების მეტი რაოდენობით / მაინც კაცებში განუზომლად მეტია, დიდი და გენიოსიც?
პ ა ს უ ხ ი
1.გიმნაზია უმაღლეს სასწავლებლებში არის ცოდნის და გამომჟღავნების თავისი დონე. ამის შემდეგ უკვე სხვა რამ არის საჭირო. გოგონები უფრო მონდომებულები მოწესრიგებულები არიან, ანუ ნიჭიერების ნაკლებობას მეხსიერებით ინაზღაურებენ.
მაგ, ჩემ დროს სამედიცინო ინსტიტუტში ყველაზე დიდი კონკურსი იყო .ასევე ყველაზე მეტი ოქროს მედალოსანთა კონცენტრაცია .რექტორატს კვოტა ქონდა ბიჭებზე დაწესებული და გოგონებთან შედარებით, ნაკლებ ქულიანებიც ხვდებოდნენ. ამას პრაქტიკაც ამართლებდა, თვით ინსტიტუტ დამთავრებული ნაკლებ ქულიან დიპლომიან ბიჭებიდან მაინც უკეთესი ექიმები, კაცები გამოდიოდნენ.
2.fam –მა სწორად აღნიშნა რომ თანაბარი პირობების შემთხვევაში 1–2 საუკუნის შემდეგ შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ
ევოლუცია, სახეობათა გადარჩევა , ცხოვრების გამოწვევები,ექსტრემალური სიტუაციები, გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა . ხელისუფლებისათვის ბრძოლა და ათასგვარი რამ.
ყველაფერი ეს პატრიარქალურ სამყაროში, მამაკაცთა გამოწვევა და გადასაჭრელი საკითხები იყო. რადგან ამ ასპარეზზე ისინი მოხვდნენ, უმარტივესი რამის გამო, რასაც ტვინზე ძალის დატანება ქვია, პასუხის და გადაწყვეტილების მისაღებად უნდოდათ თუ არა მამაკაცის ტვინი უფრო ვითარდებოდა, რაც არ იყო მისი უკეთესი სასტარტო მონაცემების ბრალი.
თუ ამ ასპარეზზე თუ სიტუაციაში ქალები აღმოჩნდებოდნენ მათ ექნებოდათ ეს შანსი.
როგორც ფიზიკურმა შრომამ კაცი მეტად დაკუნთა, ასევე მეტმა გონებრივმა შრომამ მეტად განავითარა მამაკაცის აზროვნება. მეტი ვარჯიში, ტვინის თუ კუნთების ნიშნავს მეტ განვითარებას. ამაშია საქმე და არა იმაში რო ქალები ვითომ არასრულფასოვნები არიან.
fam–ის თქმით ეხლა სხვა სიტუაცია ლაგდება. მოვიცადოთ და როცა გაგვასწრებენ მერე ვილაპარაკოთ/ უფრო სწორად ჩვენი შთამომავლები ილაპარაკებენ/

ავტორი: Alfred Nobel
21.03.2012 19:03
ამ ფენომენზე, თუ რატომ არიან ნობელის პრემიის ლაურეატების უმრავლესობა მამაკაცები, მიუხედავად თანაბარი სტარტული პოზიციებისა,
(გიმნაზიებში და უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებულთა წილი თანაბარია ბიჭებსა და გოგოებს შორის) დასავლეთ ევროპაში ბევრი დაიწერა. ვთარგმნი რამდენიმე არგუმენტს:

კაცებისთვის (მეტწილად) დამახასიათებელი killer instict, აგრესია, პირველობის, ჩემპიონობის, შეჯიბრის, სხვაზე ამაღლების სინდრომი, დიდი ვადით ერთ მიზანზე კონცენტრაცია და მიზნის "ხაფანგში" მოქცევა (მონადირის ინსტიქტი), მონომანია. ქალებისთვის ხელშემშლელ პირობად სახელდება შეუთავსებლობა შვილებსა და კარიერას შორის თანაბარი, უწყვეტი კონცენტრაციით. fam-ი კარგად მიხვდა ამას თავის ბოლო პოსტში, ყოჩაღ! როგორც ვხედავთ, მიზეზები უფრო ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სოციალური ხასიათისაა და არამც და არამც მამაკაცების გონებრივი უპირატესობის.
p.s. ანონიმ 1, ჩემს კითხვაზე მე თქვენი პირადი მოსაზრება მაინტერესებდა პასუხად, თქვენ კი თავი აარიდეთ.

ავტორი: ევა საიდან გვწერთ: ედემიდან
20.03.2012 19:59
მადლობა ნიკო ასეთი აზროვნებისთვის, ანონიმ-1-ის მეუღლის კი არ მშურს:)) თუმცა თვითონაც "მეორე სქესად" მიაჩნია ალბათ თავი.შორს ვართ ევროპისგან სამწუხაროდ,მენტალურად პირველ რიგში

ავტორი: fam
20.03.2012 03:16
მე არ მიყვარს კამათი იმ თემებზე, რაც არ ვიცი. არ ვიცი, რატომ არიან ნობელიანტი კაცები უფრო მეტნი. არ არის გამორიცხული ამის მიზეზი იყოს ის, რომ ქალებს ხშირად მეტი პასუხისმგებლობის განცდა აქვთ შვილების მიმართ(ეს ალბად საკამათოა, მაგრამ უამრავ დანგრეულ ოჯახში კაცი საერთოდ გაურბის პასუხისმგებლობას შვილების მიმართ, ან ეს პასუხისმგებლობა ნაძალადევია, კიდევ ვამბობ ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი), რაც შესაბამისად ქმნის უფრო მეტ ხელისშემშლელ ფაქტორს აქტიური მოღვაწეობისათვის. ამას ერთვის ის, რომ საუკუნეების განმავლობაში იბლოკებოდა ქალის აქტიურობა. თუ გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა აქტიურად გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რომ ერთი ან ორი საუკუნის შემდეგ სხვა სურათი მივიღოთ, რასაც ჩვენ სავარაუდოდ ვერ მოვესწრებით. არ ვიცი, ეს მხოლოდ მოსაზრებაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ქალი ნობელიანტების სიმცირის გამო სიშტერე არ უნდა დაგვაბრალოთ. რაც შეეხება ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ანგარიშის გადახდა, დახმარებაზე უარი და ა.შ. რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა:ошпаренная собака дует на воздух. ანუ იმდენად ყელში ამოუვიდათ ქალებს უთანასწორო დამოკიდებულება, რომ ყველაფერს დისკრიმინაციად იღებენ. ესეც კაცების ბრალია მე თუ მკითხავთ. და ბოლოს, ძალიან გამაღიზიანებელია თვითონ ტონი, რომლითაც თქვენ ამ ყველაფერს ამტკიცებთ. თითქოს რაღაც სიმაღლეზე მდგარი, მხოლოდ იმიტომ რომ კაცი ხართ, მშვიდად გვეუბნებით, არა უშავს, კი შტერები ხართ, მაგრამ ჩვენ აგერ არ ვართ, გიმფარველებთ და მოგხედავთო. მე კიდევ გეუბნებით , რომ უამრავი პარაზიტი კაცის რჩენა უწევთ ჩვენს ქალებს და თან მადლობელიც კი არ ჰყავთ არავინ, რომელ მფარველობაზეა ლაპარაკი. გადით გარეთ და ნახავთ, უამრავი ქალი დგას ბაზრობაზე სიცივეში, ქარში და თოვლში. რომელი ერთი იტყვის უარს ან დახმარებაზე, ან ნაზად მოპყრობაზე , ან კიდევ მფარველობაზე. ანზორებად და ჯემალებად არიან გადაქცეულები.

ავტორი: პირანია
20.03.2012 02:03
ქართული საზოგადოება რომ მძიმე დღეშია, ამ დისკუსიიდანაც ჩანს. ანონიმი 1 ბევრი ქართველი მამაკაცის აზრს გამოხატავს, სამწუხაროდ. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, მამაკაცები ვართ და ა.შ. მე მი ქალებს რა ვუთხარი, ვისაც ასეთი პოზიცია მოსწონს და ეგუება. ფემინოფობები, ქსენოფობები... არავინ წაგართვათ თქვენი ქართველობა და მაგარი კაცობა...

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
19.03.2012 22:13
F A M საყვარელო, კარგია რომ ბედნიერი ოჯახი და 6 შვილი გყავს. ბოდიშს გიხდი თუ გადავაჭარბე ირონიაში.
მაგრამ ნუ მაბრალებ რაც არ მითქვამს და რაც არც შეიძლება გამოიტანო ჩემი სიტყვებიდან თუ მიუკერძოებულად არ იმსჯელებ.
FAM ნობელიანტთა სია ხომ ფაქტია? თანაც უმეტესობა სულ ცივილური ქვეყნებიდან არის. ამას ხომ ჭირდება ახსნა. მე ჩემი აზრი ვთქვი .შენც თქვი შენი აზრი
მე ბოლოს ვთქვი მაინც გენიოსია ქალი გენიოსების მშობელი. თან მათ სამსახურში პატივცემაში ვიყოთთქო ,შენ კიდე დამცოფე.
FAM ხედავ სადამდე მივიდნენ დასავლეთში და ვფიქრობ ეს ბოლო გაჩერება არაა . სექსიზმია, კომპლიმენტი, დანახარჯის გადახდა, დახმარების შეთავაზება კ,არის გამოღება და რა ვიცი კიდევ რამდენს მოიფიქრებენ და აგვიკრძალავენ . მოგწონს? ჩვენ არც სხვაზე მეტი. მაგრამ არც ნაკლებები ვართ. ასე ხელაღებთ რატომ მოგვწონს ყველაფერი?
ისე შენ კი გქონია კარგი ბედ,ი მაგრამ ახლობლების ბედის გამოც შეძლება პაააააატარა პრობლემა გქონდეს კაცებთან.
მთელი საკაცეთი მარტო შენი ქმარი და შვილები ხომ არაა.
მე არ მითქვია ქალები მხოლოდ სულელები არიანთქო, გთხოვ ნუ დამაბრალებ.
მე ვამბობ , რომ ავიღოთ ნებისმიერი ცივილური ქვეყანა და ვნახოთ, ყველა სფეროში კაცებს მეტი წარმატებები აქვთ.
როცა საპირისპიროს ისეთივე ფაქტით, როგორიც ყბადაღებული ნობელიანტთა სიაა დამიმტკიცებ, საჯაროდ მოგიხდი ბოდიშს.
ბედნიერი იყავი.

ავტორი: fam
19.03.2012 15:47
ანონიმ1 ის კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქალების მიმართ, უფრო სწორად, ზოგადად ადამიანების მიმართ, შაბლონური დამოკიდებულებაა. არსებობს ორი სამი შაბლონი, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანების დახარისხება. თუ ქალი აზრს გამოთქვამს, არ ნიშნავს იმას, რომ დაუკმაყოფილებელია, ანდა ამ ყბადაღებული კასტრაციის იდეით არის შეპყრობილი, იმიტომ რომ კაცების შურს(ფროიდს შეურცხვება თავი). ცხოვრება და ადამიანები გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი არიან. გააჩნია რომელი კუთხით შეხედავ, ან გინდა რომ შეხედო. თუ შენ მხოლოდ სულელი ქალები შეგხვდნენ, იქნებ ეს შენი პრობლემაა და არა ზოგადად ქალების.

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ:
19.03.2012 14:48
ქალი , კაცი არ ვიცი მე. ჩემის მოკლე ჭკუით ადამიანის გონებრივ პოტენციალს სქესი არ აქვს, ვისაც თავი ჩემზე უპირატესი გონია, მხოლოდ იმიტომ რომ მამრობითი სქესია, ასეთ ტიპებთან არც კამათის სურვილი მიჩნდება, ,არც რაიმეს მტკიცების, უბრალოდ მეცინება და აღვიქმამ როგორც არასაინტერესო ადამიანს. პიროვნულ დახვეწამდე ჯერ კიდევ ბევრი რომ უკლია. (მაპატიონ ე.წ. მურთაზებმა). აბა ჰე.

ავტორი: fam
17.03.2012 20:40
ეჰ, ანონიმ 1, იუმორი არ გაგაჩნია, არ გაგაჩნია, მაგრამ თავმდაბლობაშიც რომ მოიკოჭლებ? მართლა პრინცი გგონია თავი და მართლა გგონია შენნაირს ველოდები? ფუი, ეშმაკს! რკინისებური ლოგიკით კი გაითქვი სახელი, მაგრამ უნდა გაგაწბილო. შენ ხომ სამი გყავს, მე ორი ბიჭი მყავს და ოთხი გოგო. გაოცდები და არც ჩემი და არც ჩემი ქმრის მოტივაცია მხოლოდ ბიჭების გაჩენა არ ყოფილა. შენი ფანტაზიის უნარი, რომ ვიცი ალბად პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი წარმომიდგინე (რატომღაც, უმეტესობას ასეთი წარმოუდგენია მრავალშვილიანი დედა), მაგრამ აქაც ცდები . ძალიან ვცდილობთ მეც და ჩემი ქმარიც, რომ ცხობა და საჭმელების კეთება არ იყოს მომავალში ჩვენი ქალიშვილების ძირითადი ინტერესების სფერო. ძალიან ვცდილობთ, რომ ბიჭებს ქალის თქვენეული აღქმა არ ჰქონდეთ (არა ერთი ფიქრობს თქვენსავით). ისე გამოვიდა, რომ რამოდენიმე ჩვენი მეგობარი(ჭკვიანი, სხვათა შორის), ბედოვლათი ქმრების წყალობით, საკმაოდ უკან დახეულები აღმოჩნდენ, რაც გულდასაწყვეტია, იმიტომ, რომ მათ ყველა ღირსება აქვთ იმისათვის, რომ მშვიდი ცხოვრება მაინც ჰქონდეთ.მადლობა ღმერთს ეს ყველა კაცზე არ ითქმის. აქ მხოლოდ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ არ შეიძლება თეორიის, ყველა ქალი შტერია, აქსიომად გადაქცევა. რასაც თქვენი მსჯელობით ძალიან ცდილობთ.

ავტორი: მაიკო საიდან გვწერთ: თბილისი
17.03.2012 11:37
ვიხალისე მონოლოგითაც და მუსიკალური `გაფორმებითაც` :) ქალბატონი-ქალბატონად და დავიჯერო, მანდილოსანი მისაღები სიტყვაა?! თუ მაგაზეც იღადავე და ვერ მივხვდი :) მოკლედ, კარგი იყო!

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
17.03.2012 09:00
fam ს
სხვა ბლოგებზე უკვე დაგემშვიდობეთ
კამათი ზუსტად რომ პუნქტების მიხედვით უნდა
ლოგიკა რაც თავში მოგივა და გაწყობს იმაში არ არის ყოველთვის
იმდენი კი მინახია ცხოვრება რომ მივხდე ფამ შენ კაცებთან პრობლემა გაქვს
მე უფრო კონსერვატორი ვარ
სანამ მასე იფიქრებ პრინცი კი არა სიპიტო ეძგვერაძეც კი არ მოვა
ჩემ გონებრივ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად არ ვაფასებ
ჭეშმარიტება ხშირად კამათში იბადება––ვიკამათოთ
alfred nobel პასუხს აქ თავმოყრილი პერსონების დიდი ნაწილის ნააზრევში იპოვით

ავტორი: fam
16.03.2012 22:12
ანონიმ 1-ის კამათის ჟინი დაუოკებელია! რადიო თავისუფლების რომელ ბლოგზეც უნდა შეხვიდეთ, ყველგან ეს ანონიმ 1 ითხოვს (ითხოვს კი არა და იხვეწება) კამათს. ალბად ცოლ -შვილი უკვე დაარწმუნა საკუთარ გონებრივ უპირატესობაში და უზომოდ უნდა სრულიად რადიო თავისუფლება დაარწმუნოს , რომ საოცარი ლოგიკა აქვს. ყოჩარ ანონიმ 1, როგორ ხუთოსანი მოსწავლესავით ჩამოარაკრაკეთ ყველა პუნქტის პასუხი. ან ჩემი ბედკრული ცხოვრების შესახებ რა გასაოცარი დასკვნები გააკეთა. იცით როგორ შემშურდა თქვენი გაფოფინებული ცოლ-შვილის? მე ხომ მაია ასათიანის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი ვარ. ვინ იცის ცოლ-შვილმა ცრემლის ტბა დაგიყენათ ჩემი ტრაგიკული ისტორიის მოსმენისას. ეჰ, რას იზამ ყველას თქვენი ცოლივით ვერ გაუმართლებს. რა სჯობს თქვენისთანა პროგრესული კაცის ცოლობას, მაგრამ არა უშავს. მე იმედს არ დავკარგავ, იქნებ ერთხელ მეც გამომიჩნდეს თეთრ რაშზე ამხედრებული თქვენნაირი პრინცი. დავიჯერო უკანასკნელი ხართ პრინცთა შორის?

ავტორი: Alfred Nobel
16.03.2012 18:23
კითხვა "ანონიმ 1"-ს:
ესეც ფაქტია: 1901 წლიდან მოყოლებული, ნობელის პრემიის ლაურეატთა სიაში არცერთი ქართული გვარი არ არის, ეს მიუთითებს თქვენი აზრით რამეზე?

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
16.03.2012 12:51
ვაჟჟა!––––––– ამის დამწერი რომ კაცია და თანაც ქართველი–ლაპარაკი არ უნდა. ასეთ სიბრიყვეებზე რომ ვზრდით ქალსაც და კაცსაც.
არავითარი შეკამათება ფაქტების ნაწილში. მხოლოდ ,ლაპარაკი თანაც დაუსაბუთებელი.
ვაჟა, შენი ზემოთ მოყვანილი ფრაზიდან ლოგიკურად გამოდის რომ, კაცი თანაც ქართველი სიბრიყვეებს ამბობს ეხლა შენ გამოთვალე, ამას რამდენი ქართველი კაცი გაიგებს და რამდენი შენზე ფიქრიდან სად გადავა. ისე ქალებო ა გენდერულად მომწიფებული კაცი, თუ უცოლოა იჩქარეთ რიგის დაკავება.
f a m ვინც რამეზე მსჯელობს ყველას შესაბამისი კომპლექსი აწუხებს? ნეტავი თუ ხვდებით რა სისულელეს ამბობთ.
მე წამოგორებულ გაგორებულზე კი არ ვმსჯელობ, არამედ ნიჭიერების რაოდენობაზე.
გააგრძელეთ გენდერულ ხშირად დეგენერატული მოძრაობა და ამოსვლა ამობიბინებამდეც მიხვალთ ..
ისე ის შენი ნაცნობი ქალი მუშაობს რა აშფოთებს, გენდერულად თანასწორობა მარტო კაცის მუშაობას ნიშნავს არ მითხრა კაცის საქმის კეთებამ დაღალაო. ჯერ ეს ერთი რა ვუყოთ გენდერას, მეორეც რა ოჯახის საქმე ნაკლებ შრომატევადია?
მე მეუღლე და სამი გოგო მყავს , ისინი რო გაფოფინებული მყავს ბევრმა დაიტრაბახოს.
FAM თქვენთან? რაღაც გაბრაზებულს მაგონებთ, დავიჯერო მარტო სხვა კაცების ბრალია? რამე ხომ არ ხდება ახლოში?

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
16.03.2012 10:27
ვ ა ჟ ა. სადმე დავწერე. ქალების სითბოს გარეშეც გავძლებთქო? ეს ერთი ტყუილი .
მარტო საქართველოს მსგავს ქვეყნებში ყავდათ ,შეზღუდული ქალები და ამის გამო ბევრს ვერ მიაღწიეს, რა დასავლეთში იგივე თუ არა ცოტა ნაკლები, მაგრამ მაინც კაცების მხარე ს არაა უპირატესობა ,ნიჭიერ –გენიოსების კუთხით? ესეც მეორე ტყუილი
ნახეთ თუნდაც მე–20–ე საუკუნეში ნობელის ლაურეატთა სია, რამდენია ქალი რამდენი კაცი. ეს ფაქტია და არა თქვენი პათეტიკური მსჯელობა.
ისტორიამ თუ რაც გინდათ იმან დაალაგა ასე, რომ კაცი აღმოჩნდა იმ ადგილზე სადაც უნდოდა თუ არა გონებრივი განვითარებისთვის შეუდარებლად უკეთესი ადგილი იყო. ქალები რომ აღმოჩენილიყვნენ იქ მათ ექნებოდათ ეს შანსი.
ფაქტი ანუ ნობელიანტთა სია ჯიუტია.
მე არ მითქვამს ევროპული ფასეულობების მეშინიათქო. ზოგიერთი თუ არ მინდა ეს შიშია? ესეც მესამე ტყუილი.
მარტო გალიაში მყოფებს ემსახურებიან? ესეც მეოთხე ტყუილი
ძალიან გთხოვთ თუ გამომეპასუხებით, ჯერ ფაქტებზე დაამყარეთ მსჯელობა და ასევე უფრო ლოგიკურად ახსენით სად ვტყუი.
რა ვიცი მესტია უფრო მაღალი ადგილია და შეიძლება მანდედან სხვა სამყაროებს ხედავთ, სადაც ფაქტები იგნორირებულია

ავტორი: fam
16.03.2012 09:29
ამ ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოჩნდა ვინ ვის ემსახურება, ან ვინ არის სუსტი და ვინ ძლიერი(ფიზიკურ ძალას თუ არ ჩავთვლით). გაიხსენეთ, გარშემო რამდენი ოჯახი იცით ტელევიზორთან წამოგორებული მამაკაცით და რამოდენიმე ადგილას მომუშავე ქალით. ერთ ასეთ ოჯახში კაცმა თავის ცოლს შენიშვნა მისცა სახეზე ამოსული ერთი ორი თმის ღერის გამო, მე მგონი წვერები ამოგდისო, რაზეც ცოლმა უპასუხა, წვერებს ვინ ჩივის, სადაცაა ყვ...ბი ამომივაო. ასე, რომ კაცებო, ლაპარაკს და გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს, სჯობს საქმეს და ოჯახს მიხედოთ, სანამ ყვ..ბიანი ქალები შეგრჩენიათ ხელში. რა თქმა უნდა ეს ყველა კაცს არ ეხება. ვინც საქმის გამკეთებელია, მას არ აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი და არ ამტკიცებს კაცები ქალებზე მაგრები ვართო.

ავტორი: ვაჟა საიდან გვწერთ: მესტია
16.03.2012 01:22
ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
15.03.2012 21:12
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ე ბ ო თქვენი ძალა თქვენსვე სისუსტეშია და ჩვენ უნდა გემსახუროთ.

ამის დამწერი რომ კაცია და თანაც ქართველი - ლაპარაკი არ უნდა. ასეთ სიბრიყვეებზე რომ ვზრდით ქალსაც და კაცსაც, იმის შედეგია ჩვენი გულუბრყვილობა და ინფანტილიზმი. ქალის სისუსტის ხაზგასმა პატრიარქალურ კულტურებში ხდება, სადაც ქალები მართლაც სუსტ და უუფლებო მდგომარეობაში არიან. რატომ გეშინიათ ლიბერალური ევოპული ფასეულობების? იმიტომ, რომ ჭურჭლის გარეცხვა და პერანგის დაუთოება თვითონ მოგიწევთ?
ქალის და კაცის ნიჭიერებას როცა ადარებთ, ნუ დაივიწყებთ, რომელ კულტურაზე და რომელ ეპოქაზე ვლაპარაკობთ. ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, ცხადია, "მუსიკის დამკვეთები" მამაკაცები არიან. ისინი საუკუნეების განმავლობაში ზრუნავდნენ იმისთვის, რომ ქალი შეეზღუდათ და მისთვის მიჩენილი ნიშიდან არ გამოეშვათ. შესაბამისად, ქალებმა ასეთ საზოგადოებებში ბევრს ვერ მიაღწიეს. იგივე ითქმის შედარებით ძველი პერიოდის ევროპაზეც. ხოლო იქ, სადაც ქალის უფლებები კანონითა უზრუნველყოფილია და სოციალური კონსენსუსიც არსებობს ამის შესახებ, ქალები ბევრად მეტს აღწევენ. პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც, ლიტერატურაშიც, მუსიკაშიც, მეცნიერებაშიც და ასე შემდეგ. ასე რომ ფარისევლობას მოეშვით ქართველო კაცებო, გემსახუროთო რომ ამბობთ. გემასხუროთ არა ისა. ეს იმას გავს, ჩიტი გალიაში ჩასვა და ემსახურო. ცოტა აზრზე მოდით, კაცებო. ქალი მარტო სექსუალურ ობიექტი არ არის და არც თქვენ ხართ იმისთვის შექმნილი სექსის მანქანებად. დაწყნარდით და დაფიქრდით, რა უსუსურები და ტლანქები ხართ ხოლმე ქალების სითბოს, შემწყნარებლობის, მგრძნობიარობის, ინტუიციის, ამტანობის გარეშე.

ავტორი: em საიდან გვწერთ: zveli taoba
16.03.2012 00:19
დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო - ეს ქართველმა კაცმა თქვა ქართველ ქალზე. რა დრო იყო მაინც, ეჰ.......

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
15.03.2012 21:12
ხალხო ხალხო ადამიანებო!
რა გიდათ თქვათ რომ მეტნაკლებად ჭკვიანი ადამიანები არ არსებობენ? როგორ არაო იტყვით .
ადამიანთა მოქმედების რომელი სფეროც გინდა აიღეთ , გინდ მეცნიერება რა სფეროც არ უნდა იყოს, გინდ ხელოვნება რა სფეროც არ უნდა იყოს , გენიოსია თუ უბრალოდ ნიჭიერი ,ფაქტია კაცების რაოდენობა განუზომლად მეტია . თუ მით უარესი ფაქტებისთვის.
თუ ვამბობთ რომ არსებობს განსხვავებაადამიანებს შორის ნიჭიერების კუთხით, რატომ ვემართება გენდერული სიბრმავე როცა ქალს კაცს ვადარებთ.
ნაკლები ნიჭიერება არ ნიშნავს ნაკლებ უფლებებს,
პირიქით ქალს ის რომ დედაა უფრო მეტი ეკუთვნის თაყვანისცემა. მ ა გ რ ა მ სად გავექცეთ ფ ა ქ ტ ს , აქამდე ყველა სფეროში უკეთესი მაჩვენებლები კაცებს რომ აქვთ.
პატ გ ვ ე ლ ო კრიტერიუმი ვინმემ თუ არ დაგიდო დასკვნების გამოტანა ისე ვერა?
ა ნ ო ნ ი მ ს შემოვევლე 1 სიძულვილი საიდან ჩააკვეხე? 2. ანა კალანდაძე ჯანსუღ ჩარკვიანს რომ შეადარე მოსახერხებელია არა? რამდენი ჩამოგითვალოთქო ვერ გაკადრებ. ნაკითხი ჩანხარ ამიტომ გეტყვი, თვითონ გაიხსენე.
მე არ ვამბობ ქალები უნიჭოები არიანთქო. მე ვახდენ ფაქტის კონსტანტირებას კაცები ცოტათი, მაგრამ მაინც უფრო ნიჭიერები არიან. შტერი კაცებიც ბევრია, მაგრამ შტერი ქალებიც რომ დავუწყვილოთ, ამასაც დიდი ძებნა არ უნდა.

ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ე ბ ო თქვენი ძალა თქვენსვე სისუსტეშია და ჩვენ უნდა გემსახუროთ.
რად გინდათ ეს უაზრობაში გადასული დასავლეთის გამოდევნება, სადაც იქამდე მივიდნენ რომ, კომპლიმენტს ვერ ეტყვი, კარებს ვერ გაუღებ გაატარებ, დანახარჯს ვერ გადაუხდი, ფიზიკურ დახმარებას ვერ შეთავაზებ, ბოლოს იმდენ რამეს აკრძალავენ, თქვენსკენ გამოხედვაც აღარ მოგვინდება, გინდათ ეს?...
იყავით სუსტები და იბატონეთ, თქვენ შემოგევლოთ საკაცეთი ქალზე ხელის ამწევს კი...............
იყავით სუსტები და ამით გვმართეთ. დაიხსომეთ თქვენ დედები ხართ ან მომავალი .
უფრო წმიდა და სათაყვანო ვიდრე ღვთისმშობელია ბევრია? ღვთისმშობელი ჯერ ღვთისმშობელი და მერე სხვა ღირსებები.

ავტორი: ნონა საიდან გვწერთ: ბათუმი
15.03.2012 13:26
და რატომ ვსვამთ ასე ხშირად კითხვას - ქალები სჯობნიან თუ კაცები?

ვთქვათ, გავარკვიეთ, რომ კაცები უფრო გონიერები ხართ, ეს აკლდა თქვენს თვითშეფასებას? ჩემთვის გონიერ მამაკაცებთან ურთიერთობა კომფორტია. გენდერული შეჯიბრიდან განრიდებულს, ყოფით ურთიერთობებში მამაკაცის გონებრივი უპირატესობის ერთმნიშვნელოვნად დაჯერება მიჭირს, ვგონებ, არ გაქვთ და იმიტომ.

ავტორი: გველი საიდან გვწერთ: სამსახურიდან
15.03.2012 10:54
და ვინ თქვა რომ კაცები ქალებზე უკეთესი შეფ-მზარეულები არიან? ისევ კაცებმა ხომ არა?

ხომ არ გეჩვენებათ, რომ ყველა სფერო, რომელშიც ამტკიცებთ, რომ კაცები ქალებს უხეშად რომ ვთქვათ ჯობნიან, ისევ კაცების კრიტერიუმებითაა შეფასებული? ან იქნებ კრიტერიუმები სულაც არ არსებობს, და უბრალოდ ”შეფასებულია” და მორჩა?! იქნებ კარგ მზარეულ ქალს არ ჰქონია საშუალება და თუნდაც მოტივაცია, რომ სახლიდან გასულიყო და შეფ-მზარეულად დაეწყო მუშაობა (გაეკეთებინა კარიერა, ეს ხომ უკვე კარიერაა?) და ქმრისა და შვილებისთვის სახლში მყუდროდ მზადება არჩია (შესაბამისად, მის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგებს)?

ბებიაჩემი იცით რა მაგარი მზარეულია?! მაგაზე გემრიელად მომზადებული ნაირ-ნაირი სადილები ა რ ს ა დ გამისინჯავს! ვინმემ იცის ეს? არა, იმიტომ რომ ბებიაჩემია, ქალია და სახლში შვილიშვილებისთვის თუ დატრიალდება და ჰა-ჰა სტუმრებისთვის. ოჯახში, ახლობლებში ვიცით...მორჩა.

ტოჟე მნე, შეფ-მზარეულები!

მოკლედ რა....

P.S. რა თქმა უნდა, კარგი მზარეული კაცები არსებობენ, ამას არ უარვყოფ, უბრალოდ ეს "ქალებზე უკეთესი" და "გჯობივართ" მომენტი მაცოფებს რა! კარგი და საუკეთესო ორივე სქესშია, ისევე როგორც უვარგისი. ყველაფერში, იქნება ეს მზარეულობა თუ მანქანის მართვა.

ავტორი: ანონიმი
15.03.2012 01:14
ა) სიძულვილი ცუდია ბ) არა მგონია რომ ჯანსუღ ჩარკვიანი ვიღაცას რომ მამაკაცი ჰგონია ანა კლანდაძეზე უკეთესი პოეტია;
გ) კაცმა ილიამ თქვა რომ დედაკაციც კაციაო და ილია კაცია და ბევრი სხვა კაცუნა; დ) ქალუნე'ბიც ბლომადაა. მოკლედ ძირს ქალუნები და კაცუნები. და გაუმარჯოს ღირსეულ ადამიანებს და მათ ურთიერთპატივისცემას.

ავტორი: 123 საიდან გვწერთ: 123
14.03.2012 14:13
კარგი მონოლოგი იყო

ავტორი: მანდილო სან
14.03.2012 04:13
აუუუ... ბატონმა "ცუდმა" ნიკომ (როგორც "ჯეოსტარში" შეარქვეს) ამ ერთ ქეციან, შესაძლოა, მართლაც დეგენერატულ რეკლამაზე ამდენი ენერგია და საეთერო დრო დახარჯა... ეტყობა მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნანახი "იმედის" შოუდწოდებული მარაზმი "ქალური ლოგიკა" (რომელიც, სახვათაშორის, "რუსთავი 2-ის" საკმაოდ სახალისო ბავშვური ლოგიკის "ეკივოკის" პარალელურად გავიდა, რატომღაც)... ბ-ნი ნიკოსი არ ვიცი და, ჩვენში მოძრაობა "ფემინას" რომ აქტივისტები ჰყავდეს, ერთი გრანდიოზული ნუდისტურ-პროტესტული აქცია ლუბლიანას ქუჩის სიმყუდროვეს კარგა გვარიანად დააარღვევდა:)
გინდა-არ გინდა, "გენდერული თანასწორობისათვის მებრძოლთა" რიგებში გაერთიანებისკენ გიბიძგებენ, რაა... არადა, ეს"გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლაც" როგორც კომიკურადაც ჟღერს, ისე კომიკურად გამოიყურება

ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: თბილისი
14.03.2012 00:50
რა იყო ეს?????უიმეეე...ერთ ღერ ნარცისად არ ღირდა ეს მონოლოგი.p.s.ამ თვეში არ მომეწონე...აბა გვახარია რას დასცხებს ნეტა?

ავტორი: fam
13.03.2012 20:58
ძალიან საინტერესოა, სად და როგორ შეადარა ანონიმ1-მა საშუალოსტატისტიკური ქალის და კაცის ჭკუა-გონება.ან რა ისეთი გონებრივი დატვირთვა აქვს შეფ მზარეულს, რომ ქალის ჭკუასუსტობა ამით მტკიცდება? უდავოდ არსებობენ შტერი ქალები, თუნდაც ქალურ ლოგიკაში მონაწილე მოდელები, მაგრამ თუ ვინმეს შტერი ცოლი ჰყავს, ნუ განვაზოგადებთ, იგივე წარმატებით არსებობენ კიდევ უფრო შტერი და უსუსური, მხართეძოზე წამოწოლილი კაცები, რომლებსაც ქალები ინახავენ.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
13.03.2012 19:09
ს წ რ ა ფ მ ო პ ა ს უ ხ ე ნ ი კ ო –––––––––– მარტო შეფ მზარეულები? მარტო ეს წაიკითხე. მე ამით ის ვუთხარი რომ ათა ბაბადან რა საქმესაც აკეთებთ იმაშიც კაცები გჯობივართ . ეს ფაქტია. ასევე ფაქტია გენიოსთა შესახებ რაც დავწერე. შენც ფაქტი დადე ნიკო , უკბილო იუმორი კი ხელები ჩამოსწიე და ჯიბეში შეინახე.
სხვათა შორის გაგრძელება ის იყო რომ ვიღაც ქალის ნათქვამი გამახსენდა და ჩემს ახლობელს ვუთხარი; ამ გენიოს კაცებს ის ქალები შობენთქო; ასე რომ ქალებიც გენიოსები არიან და აკეთონ ის რაც ასე გენიალურად გამოსდით.
ისე შენი ღრძილებიანი იუმორის შემდეგ ცოტა კაცების ამბავში შევფიქრიანდი, ეგებ ვცდები ჰაააა?

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
13.03.2012 17:40
ძმაკაცის ცოლი მყავს პროფესორი, გერმანიაშიც ლექციებს კითხულობს შიგდაშიგ , ვკამათობდით ერთხელ. მე ვეუბნებოდი რომ კაცობრიობის გენიოსთა ,
თითქმის მთელი შემადგენლობა კაცები არიანთქო. თანაც საშუალოსტატიკური კაცი იგეთივე ქალზე ჭკვიანი არის.

ის კი მიმტკიცებდა, ეს იმის ბრალია რომ კაცებს ქალები სახლებში ყავდათ დასაქმებულ გამომწყვდეულები, თვითონ კი ყველაფერში საქმიანობდნენ და ამიტომ უკეთ განვითარდნენ გონებრივადო. აი ჩვენც რომ თანაბრად გვემოღვაწნა სახლსგარეთ ჩვენც ტოლს არ დავუდებდითო.
ერთი შეხედვით ლოგიკურია მაგრამ მერე ვკითხე , მთელი ამ ხნის განმავლობაში საჭმელებს აკეთებდით მაგრამ საუკეთესო შეფ მზარეულები მაინც კაცები რატომ არიან გამაგებინემეთქი.
თქვენ რას ეტყვით ბატკა მახნოს.
პასუხი

ავტორი: ნიკო ნერგაძე
13.03.2012 17:52
ვერაფერს ვერ ვიტყვი. ხელები ამიწევია. ესოდენ უზადო ლოგიკის წინააღმდეგ უძლური ვარ. ახლა კი დავრწმუნდი რომ ქალები კაცებზე სულელები ყოფილან, რახან კაცები კარგი შეფ-მზარეულები არიან.

ავტორი: ნატალია საიდან გვწერთ: იქიდან
13.03.2012 17:24
ამ ბოლო დროს მართლაც რომ ხაზი ესმევა ყველგან ქალების სიშტერეს (თუ რა დავარქვა ამ ყველაფერს არვიცი) და ამით კმაყოფილებიც კი არიან "ქალბატონები", ტაშს უკრავენ ბედნიერად. ამავდროულად ყოვლად გაურკვეველ გენდერულ თანასწორობას მოითხოვენ, შემდეგ ქალთა დღესასწაულებს იწყობენ და საერთოდ გაურკვეველია რამდენმაგი სტანდარტი არსებობს ამ ქვეყანაში.....

ავტორი: fam
13.03.2012 10:00
ნიკო, შენ ალბად არ იცი და ქართველებს მხოლოდ ორი კატეგორიის მდედრები გვყავს: 1) ისინი სხედან სახლში, უყურებენ სერიალებს, აკეთებენ გემრიელ საჭმელებს, მათ უძღვნიან გრძელ სადღეგრძელოებს, მათთან აქვთ არარეგულარული და თავშეკავებული სექსი(იმდენად, რომ სიტყვა სექსიც კი უხერხულია ამ კონტექსტში), ისინი არიან საამაყო ცოლები, ანუ ქალბატონები. 2) ამ კატეგორიის მდედრები არიან , ან ცდილობენ იყონ სექსუალურები, არ იციან საჭმელების კეთება, ან თუ იციან მალავენ, ხშირად დადიან სალონში და ამას აკეთებენ არა მარტო გალამაზების მიზნით, დღეს სტილისტს გარკვეულწილად ფსიქოლოგის და კარგი მრჩეველის ფუნქციაც აქვს შეთავსებული(უსასყიდლოდ, ოღონდ კონფიდენციალურობის გარანტიები არ არის), მათგან კაცებს სურთ სექსი, სექსი და კიდევ ერთხელ სექსი. თუმცა ამ ბოლო დროს შეიმჩნევა იმის ტენდენცია, რომ მეორე კატეგორია აქტიურად ცდილობს და ხშირად წარმატებით ახერხებს პირველ კატეგორიაში მოხვედრას. ესენი არიან ნაშები. და ჭკვიანი ქალები? მადლობა ღმერთს, ხომ არიან ასეთებიც. თუ ჭკვიანი ქალი ლამაზია, ჩვენი საამაყო კაცები მას აუცილებლად მეორე კატეგორიას მიაკუთვნებენ, რადგან ლამაზი და ჭკვიანი ქალის მიერ გამოხატული აქტიურობა არაადექვატურად აღიქმება. ხოლო თუ დიდად ლამაზი არ არის... საერთოდ ვის რაში სჭირდება ისინი. თუ დავაკვირდებით, არალამაზს და უტვინოს უფრო არ უჭირს გათხოვება, ვიდრე არალამაზს და ჭკვიანს.უიმე, რაღაც საშინელი სურათი დავხატე, :)))))))))))))მაგრამ ამაში არის სიმართლის დიდი მარცვალი, ამიტომ არ გაგიკვირდეს, როდესაც ქალებს ქალბატონებს უწოდებენ, ამ კატეგორიის კაცები დანარჩენი კატეგორიის ქალებში ბოზებს გულისხმობენ. სამწუხაროა:(((((

ავტორი: ნათია საიდან გვწერთ: სოფია
13.03.2012 02:29
ყველაფრის დამაგვირგვინებელი გუშინ იმედზე ვნახე "ქალური ლოგიკა" (მივქარე და ჩავრთე ტელევიზორი ისიც ქართული არხი), აი მართლა უიმეეეეეეეეე
P.S.ალბათ რამდენმა ღიპიანმა ქმარმა წამოარტყა თავში თავის ცოლს "ნახე ქალო რა ხართ" -ო

ავტორი: ფემინისტი
12.03.2012 21:55
ნიკო, დიდი მადლობა ქალების მხარდაჭერისთვის!

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
12.03.2012 19:07
მერე არაფერი, მოუსმინე ხოლმე, ხანდახან.
პასუხი

ავტორი: ნიკო ნერგაძე
12.03.2012 19:10
კარგი :)

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
12.03.2012 18:28
ნიკო დაანებე თავი რიჟა ბაზარს და ამას მოუსმინე რა: http://www.youtube.com/watch?v=QmP32mJqsBo
პასუხი

ავტორი: ნიკო ნერგაძე
12.03.2012 18:52
მოვუსმინე, მერე? :)

ავტორი: ანონიმი
12.03.2012 18:23
ნიკოჯან ქალებს რული მართლა არ ესმით, იმიტომა რომა ქვეცნობიერად თითონ ურჩევნიათ იმართებოდნენ, ვიდრე მართონ. ტაკავა იხნაია პრიროდა:)) ბუნება კიდევა იგეთი რთული რამეა, რომა კარიდან გავაგდებთ და ფანჯრიდან შამოვა, მააშ!

თუმცა შეუძლებელია ქალი არ გიყვარდეს... მე მიყვარს ქალები, მათი გაურკვეველი პონტები, მათი ირაციონალური ლოგიკა და ა.შ. მაგარი არსებები არიან:D

ავტორი: მაიკო საიდან გვწერთ: თბილისი
12.03.2012 14:25
ნიკო <3 :)

ავტორი: me საიდან გვწერთ: aqedan
12.03.2012 14:23
ნიკო ძალიან, ძალიან გეთანხმები, როდის დამთავრდება ეს მართლა დეგენერატული ირონიები და ქალებზე და დიახაც სექსისტური გადაცემები, რეკლამები, რა უბედურებაა...ეს ქალური ლოგიკა კი ყველაფრის კულმინაციაა...!!! ტელევიზიებს პატრონი არ ყავთ ალბათ...ქალები არ მუშაობენ იმედში ? მოწონთ ეს გადაცემები? ან ეს დილის პროგრამა რა უბედურებაა...სამარცხვინო გადაცემა!!!!!!

ავტორი: ანონიმი
12.03.2012 14:05
მას შემდეგ რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესურამ ლსდ გამოაცხადა ქიმიურ მესიად ცუდი სიტყვებია შარვლოსნებ-შორტოსნები,კაბოსნები,ლიფოსნები და ტრუსიკ-ნიფხვოსნები. ეხლა კარგია ნარკოტიკით გამომტყვრალი ტიტველა შლიგინი და დაუბრკოლებელი სიყვარულობანა სულერთია სად,როდის ვისთან, რასთან. და რა რაოდენობით, გნებამთ ჯგუფურად და გნებამთ დუოდ. ერთ მოწინავე ქვეყანაში ამას წინ პარლამენტმა ჩაატარა მაგეთი ღია სესია.

ავტორი: თამო საიდან გვწერთ: ფემინინ
12.03.2012 12:40
ნიკო, ქალია ცუდი სიტყვა და მანდილოსანია კარგი?? შენს ტვინში რა ჯანდაბა ტრიალებს გამაგებინე??? მანდილოვსანი ანუ მანდილით მოსილი, სუსტი სქესი დისკრიმინაციული ტერმინებია!!!!!!! შეიგნეეეეეთ!
პასუხი

ავტორი: ნიკო ნერგაძე
12.03.2012 13:14
ბოლომდე რომ მოისმინო, არა? უიმეე!

ავტორი: საიდან გვწერთ:
12.03.2012 12:39
სექსიზმი, გენდერი. როგორც თბილისი ლაივიდან ვხვდები, ამ მართლაც დეგენერატული რეკლამის ავტორი "ქალია". ამ შემთხვევაშიც სექსისტურია ეს პლაკატი?

ავტორი: Eto
12.03.2012 12:19
არ ვიცი გინახავთ თუ არა ახალი გადაცემა "ქალური ლოგიკა" იმედზე. გადაცემის პირდაპირი მესიჯია "ქალები დებილები არიან" (დასკვნა დაფუძნებულია ქართველი მოდელი გოგოების გასაოცარ უვიცობაზე). რაღაც ერთნაირი პათოსი აქვს ჯიპიაის აქციას და იმედს...
პასუხი

ავტორი: ნიკო ნერგაძე
12.03.2012 13:13
ამ გადაცემის ჩაწერის მერე ვნახე. მართლაც საოცარია.

ავტორი: ina საიდან გვწერთ: Tbilisi
12.03.2012 12:09
<3
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

სხვა მასალები

აუდიო მოსკოვი და კიევი გაზის თაობაზე შეთანხმდნენ

მიუხედავად ორმხრივი დაძაბული ურთიერთობისა, კიევმა და რუსეთმა, ევროკავშირის შუამავლობით, მოახერხეს გადამწყვეტი ხელშეკრულების ხელმოწერა გაზის სფეროში.
გაგრძელება

აუდიო 1 თვით მოსმენაზე ხელი ისევ შსს-ს მიუწვდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის შეთავაზებას, მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება.
გაგრძელება

აუდიო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

​ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმთან“, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სხვადასხვა ფორმით დაგმეს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული