ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 12:38

რუბრიკები / მეათე სტუდია

უმუშევრობა, როგორც ქსენოფობიის წყარო

ელიავას ბაზრობაელიავას ბაზრობა
x
ელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა

მულტიმედია

აუდიო
ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ბოლო დროს შრომითი მიგრანტები საქართველოშიც გამოჩნდნენ. ჩინეთიდან, თურქეთიდან, ონდოეთიდან და სხვა მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულმა მიგრანტებმა მოახერხეს თავის დამკვიდრება შრომის ადგილობრივ ბაზარზე, სადაც წარმატებით საქმიანობენ მშენებლობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროში, თუმცა, საქართველოს ეკონომიკისათვის ამგვარი პოზიტიური ტენდეციის მიუხედავად, შრომითი მიგრანტების მოძალებას თან ახლავს ქსენოფობიის ახალი ტალღის წარმოქმნის რისკიც. როგორ რეაგირებს ადგილობრივი საზოგადობა ამ ახალ გამოწვევაზე?

30 წლის ნიგერიელი ჯონსე საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვიდა.  ერთი ხანობა მუშაობდა, თუმცა ამჟამად მხოლოდ თბილისელთა მოწყალების იმედზეა: 

„თვითმფრინავით ვერ წავედით, ჩემი ბილეთით არ გამიშვეს... არ ვიცი, რატომ. პასპორტიც მაქვს... ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს არ მაძლევდნენ...“

ამ ნიგერიელი ჭაბუკის მსგავსად, სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობა და დაბალი ანაზღაურება ასევე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს სამუშაოს ყველა მაძიებელს, იქნება ის უცხოელი თუ ადგილობრივი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 16-17 პროცენტია, თუმცა, როგორც საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, ამ მაჩვენებელში ლომის წილი თვითდასაქმებულებზე მოდის:

„მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებულები რომ ჩავთვალოთ დასაქმებულად, გამოვა, რომ უმუშევრობის დონე 60-65 პროცენტია.“
ჩვენ ვნახეთ, როგორ არიან დასაქმებულები ჩინელები, თურქები, არაბები, ინდოელები... მინდა გავშალოთ ეს თემა საქართველოს მასშტაბით ...

სპეციალისტების შეფასებით, სწორედ უმუშევრობის ამგვარი მაღალი მაჩვენებელია შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს შრომის ბაზარზე ბოლო დროს სულ უფრო მეტი უცხოელი იკიდებს ფეხს. მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ ჰულსტის თქმით, საქართველოში დასაქმებული უცხოელი მოქალაქეები, დიპლომატებისა და ეგრეთ წოდებული ოფისების თანამშრომლების გამოკლებით, ორ პირობით კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ. პირველი ევროპაში მიმავალი, საქართველოში დროებით გაჩერებული სტიქიური მიგრანტებია; რაც შეეხება მეორე ჯგუფს, „ესენი არიან ჩინელები, თურქები... რომლებიც დიდ პროექტებზე არიან დასაქმებული - იქნება ეს გვირაბების, ჰესების მშენებლობა თუ სხვა რამ. ისინი ორგანიზებულად არიან ჩაომოსული კონკრეტული ვადით.“

მარკ ჰულსტიმარკ ჰულსტი
x
მარკ ჰულსტი
მარკ ჰულსტი
მარკ ჰულსტის თქმით, სწორედ მშენებლობებსა და სხვა მსხვილ პროექტებში დასაქმებული უცხოელები მონაწილეობენ კონკურენციაში ადგილობრივ შრომით რესურსებთან, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთი ნაწილის არაჯანსაღ რეაქციას იწვევს. ალექსანდრე შალამბერიძე, ყოფილი დეპუტატი და  „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“  დამფუძნებელი, ამბობს:

„ჩვენ ვნახეთ, როგორ არიან დასაქმებულები ჩინელები, თურქები, არაბები, ინდოელები... მინდა გავშალოთ ეს თემა საქართველოს მასშტაბით. ამ ფოტოებზე არ არის ქუთაისის და რუსთავის კადრები. რუსთავში მუშაობენ ინდოელები, ხოლო ქუთაისში - არაბები.“

ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად უცხოელი მუშახელის მოძალებას აპროტესტებს „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“, რომლის ხელმძღვანელი, თამარ იოვაშვილი, მხილების სახით ასახელებს თბილისში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე დასაქმებულ უცხოელებს:

„ჩვენთვის უცნობია რა პირობებით შემოიყვანეს ჩინელები, რატომ დაასაქმეს ჩინელი მუშები და რატომ ხდება ეს ყველაფერი საქართველოში, სადაც მოქალაქეების 67 პროცენტი უმუშევარია.“
ეს თემა მუდმივად მუსირებს, რომ ყველა შემოსული უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს და ჩამოსული არიან იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა წაგვართვან ...

თამარ იოვაშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას ასე აღწერს: „სამუშაო ჩინელებს, უმუშევრობა - ქართველებს“. თუმცა მის ამგვარ ხედვაში ეკონომისტთა ნაწილი არამეცნიერული მიდგომისა და ქსენოფობიის ელემენტებს ხედავს. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტი ზურაბ ჯაფარიძეც, რომლის თქმითაც, კადრების ეთნიკური ნიშნით შერჩევა არალოგიკური და არაპრაქტიკულია:

„უცხოეთიდან ჩამოჰყავთ იმის გამო. რომ უფრო იაფი უჯდებათ მუშახელის ჩამოყვანა, ვიდრე აქ დაქირავება. არანაირ სამუშაოს წართმევაზე ლაპარაკი აქ არ შეიძლება იყოს. უბრალოდ, ეს მათთვის მომგებიანია. ეს კომპანიები იხდიან გადასახადებს ბიუჯეტში, ამ გადასახადებით ვაფინანსებთ ბევრ სახელმწიფო ხარჯს და, მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას. ესაა ერთადერთი ეკონომიკური ლოგიკა. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას სამუშაო ადგილს ართმევენ, არის ძალიან მოძველებული და დაახლოებით მე-19 საუკუნის მიდგომა.“

ზურაბ ჯაფარიძე ამგვარი მიდგომის მანკიერ მხარედ ქსენოფობიის გაღვივებასაც მიიჩნევს. ამ მხრივ კი, როგორც  სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს,  სცოდავენ არამარტო პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

გიორგი ტუღუშიგიორგი ტუღუში
x
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში
„ეს თემა მუდმივად მუსირებს, რომ ყველა შემოსული უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს და ჩამოსული არიან იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა წაგვართვან. ძალიან ხშირად არის უმეცარი, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები უცხოელების მიმართ,  რასაც მედიაც უწყობს ხელს.“

მსგავსი პათოსით კეთდება სატელევიზიო სიუჟეტები და საგაზეთო სტატიები, რომელთა რაოდენობა, პოლიტიკის ექსპერტა ვარაუდით, ერთიორად მოიმატებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ამასთან, ქსენოფობიის გაღვივებას ხელს შეუწყობს როგორც ხელისუფლების ხშირ შემთხვევაში  უსაფუძვლო დაპირება ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ასევე ოპოზიციის ნაწილის მცდელობა საქართველოს მტრად გამოაცხადოს უცხოურ ინვესტიციებს მოყოლილი სამუშაო ძალა და ამით მოქმედი ხელისუფლება ანტიეროვნულობაში ამხილოს, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, ჯერჯერობით შრომითი მიგრანტების მიმართ ვერბალური აგრესია ფიზიკურ ძალადობაში ერთხელაც კი არ გადაზრდილა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დალი საიდან გვწერთ: ფოთი
11.03.2012 01:18
„თვითმფრინავით ვერ წავედით, ჩემი ბილეთით არ გამიშვეს... არ ვიცი, რატომ. პასპორტიც მაქვს... ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს არ მაძლევდნენ...“ - ვინ არ გაუშვა ეს საწყალი ნიგერიელი, ქსენოფობებმა?))))

ავტორი: ივა საიდან გვწერთ: თბილისი
11.03.2012 01:08
ბატონი ანონიმი აშკარად სიმპატიზირებს ქსენოფობიით გამსჭვალულ ჩვენს თანამემამულეებს, თუმცა მეტად სავარაუდოა თავადაც "გადამთიელი" იყოს რომელიმე დასავლურ ქვეყანაში.. :)
რეალურად უნდა ითქვას, რომ ქსენოფობიური გამონათქვამები ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება (პირადად გამიგია დასავლეთ ევროპაში), შესაბამისად ძალიან კარგად გასაგებია ჩვენნაირი გაუნვითარებელი ეკონომიკის პირობებში და ჩემი აზრით სახელმწიფო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ დასაქმებაში უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებს ენიჭებოდეთ (თუნდაც იუსტიციის სახლის მშენებლობისას, რომელიც სახელმწიფო დაკვეთაა და ადვილად შეიძლებოდა შესრულების პირობად ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმება ჩადებულიყო).

ავტორი: ანონიმი
09.03.2012 18:52
ეცლიათ კრემლისთვის საქართველოს ცოტა მეტად დანგრევა ან საერთოდ ბოლოს მოღება და მერე ჩამოსულიყვნენ ეგ დალოცვილები და ყველაფერი ოკ იქნებოდა. მაფიის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელობით დემოკრატიზაციის გზაზე დამდგარ ბულგარეთიდანაც ბოლო ოც წელიწადში ორ მილიონზე მეტი ბულგარელი გაიქცა, არადა ბულგარეთი უფრო გავს სახელმწიფოს ვიდრე საქართველო. და მანდ რომ ცოტა აღელვებულ ხალხს ნერვიული რეაქციები რომ ჰქონდეთ ნეტა ვისთვისაა საკვირველი. სტუმარია ღვთის და არა დანგრეულ ქვეყანაში დასასახლებლად და მასპინძლად მოსული გადამთიელი.

სხვა მასალები

აუდიო მომავალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა

​ამერიკული მედია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატურებად დემოკრატ სენატორ ჯეკ რიდს (როდ აილენდიდან), თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეშტონ კარტერსა და პოლიტიკის დარგში თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ქალს, მიშელ ფლურნუას, ასახელებს.
გაგრძელება

აუდიო ანექსიის პრობლემა და საქართველოს ერთადერთი იმედი

დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალჯერ დადასტურების ფონზე რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გეგმას.
გაგრძელება

აუდიო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

​25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
გაგრძელება

„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“

დღეს საქართველოს ქალაქებში ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული