Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმის პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს გამოეხმაურა


იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე
საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესაძლო დაბრუნების შესახებ, გაუგებარია იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამისთვის, რომელიც ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის იერუსალიმის საპატრიარქოს მეთაურია. ”ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება გაუთვითცნობიერებლად იქცა ინსტრუმენდად მესამე ძალის ხელში, რომელიც დაინტერესებულია არა მონასტრის დაბრუნებით და საქართველოსთვის დახმარების გაწევით, არამედ წმინდა ქალაქში არსებული სიმშვიდისა და ბალანსის დარღვევით” - განაცხადა მედიაპორტალ izrus-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში იერუსალიმის პატრიარქმა.

თეოფილე მესამე ამბობს, რომ უდიდესი დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან განმარტებების უფლება არ აქვს, რათა არ აჰყვეს მათ, ვისაც სურს გააღვივოს კონფლიქტი საქართველოს საპატრიარქოსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის. იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ სკანდალის გამოწვვეის მცდელობა პირველი არ არის, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს მის აღსაკვეთად და იმისათვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს ეკლესიისა და ქართველი ხალხის ურთიერთობას. ამავე ინტერვიუში თეოფილე მესამე ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებამდე იერუსალიმის საპატრიარქოს შუამავლების მეშვეობით მიმართეს ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებიც ჯვრის მონასტრის გამოსყიდვას სთავაზობდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. იერუსალიმის პატრიარქის განცხადებითვე, საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის შესაძლო გადაცემის გამო დაწყებულ რაიმე პროცესზე ინფორმაციას არც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს და ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა იერუსალიმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თებერვლის ვიზიტისას და იერუსალიმის საპატრიარქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინანდელი სტუმრობისას.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამო მუშაობა დაწყებულია და შექმნილია სახელმწიფო კომისია - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მუშაობა იოლი არ იქნება და ინფორმაციას საზოგადოება მაშინ მიიღებს, როცა ”იქნება პირველი ხელშესახები შედეგები." შეკითხვას იყო, ან ამჟამად არის თუ არა ინფორმირებული ისრაელის მხარე, გაბაშვილმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ "მუშაობა დაწყებულია."
XS
SM
MD
LG