ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014 თბილისის დრო 21:42

საზოგადოება / საქართველო

შს მინისტრი აღშფოთებასა და მოკვლევას შორის

ვანო მერაბიშვილივანო მერაბიშვილი
x
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

მულტიმედია

აუდიო
ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვანო მერაბიშვილი მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს, თუმცა წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ ბრალდებული ქიმერიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მინისტრი, მსგავსი ფაქტების გამორიცხვის მიზნით, სპეციალური ბრძანებულების გამოცემასა და პოლიციის შენობაში მისული მოქალაქეების გადაადგილებისა და უსაფრთხოების მკაცრად რეგლამენტირებას აპირებს.

45 წლის სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში 27 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიციის განმარტებით, ბრალდებული დაკითხვის შემდეგ მესამე სართულიდან მეორეზე ჩაყვანისას კიბიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით განცხადება ერთი კვირის დაგვიანებით - 5 მარტს გააკეთა:
ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლიც ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება ...

„საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს სოფლებში, ქალაქებში, ქუჩებში და, მით უმეტეს, ის უნდა დაიცვას პოლიციის შენობებში. სპეციალურად შენდება გამჭვირვალე პოლიციის შენობები, რათა იქ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, თუმცა, ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურ შემთხვევას, თუმცა ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი.“

ვანო მერაბიშვილის თქმით, ამგვარი აღმაშფოთებელი ფაქტების პრევენციის მიზნით, სამინისტრომ  მეტი გამჭვირვალობის დანერგვა და ახალი წესების შემოღება გადაწყვიტა. კერძოდ, იგეგმება პოლიციის შენობაში ნებისმიერი სტატუსით მისული მოქალაქის გადაადგილებისა და უსაფრთხოების დაცვის მკაცრი რეგლამენტირება, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობა პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელს დაეკისრება:

„ის იქნება პასუხისმგებელი, მათ შორის, უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე და იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ, ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლიც ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება."

ვიდეოკამერებით, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა მინისტრი ლაპარაკობდა, ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობა კარგა ხნის აღჭურვილია, თუმცა ამ გარემოებას, როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, სოლომონ ქიმერიძის საქმეში მეტი სიცხადე არ შეუტანია:

„რეალურად, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში დგას ვიდეოკამერები, ისინი არ ფუნქციონირებდა და არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, პოლიციას ზოგადად აკისრია ვალდებულება პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ მომენტიდან, როცა იგი პოლიციასთან ერთად იმყოფება. აქედან გამომდინარე, მტკიცებულების ტვირთი გადადის მთლიანად შინაგან საქმეთა ორგანოზე.”

საჯარო უნდა იყოს, მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ნებისმიერი მასალა ...
სახალხო დამცველის მოკვლევიდან ასევე ირკვევა, რომ პოლიციის შენობაში მიყვანილ სოლომონ ქიმერიძეს არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია. სწორედ ეს გარემოება მიაჩნია საყურადღებოდ პოლიციის აკადემიის ყოფილ რექტორსა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელს ლევან იზორიას, რომლის თქმითაც, კამერები და გამჭვირვალე შენობა ვითარებას დიდად ვერ შეცვლის.

„სამართლებრივი საფუძველიც ისეთი აქვს პოლიციელს, რომ შეუძლია თვითნებურად ნებისმიერ დროს, ე.წ. გონივრული ეჭვით, პიროვნების შეჩერება და წაყვანა პოლიციაში. შეუძლია უთხრას, რომ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ქვაბი ან სხვა რამ მოიპარე და გონივრული ვადის განმავლობაში ჰყავდეს პოლიციაში, ვიდრე ეს გონივრული ეჭვი არ გაუქარწყლდება. ამიტომ შს მინისტრის ეს განცხადება არის ძალიან დაგვიანებული, ამაზე თავიდანვე უნდა ეზრუნათ და არა ასეთი სამწუხარო შედეგის დადგომის შემდეგ“, უთხრა ლევან იზორიამ რადიო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის პასუხად კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, თუკი ადამიანი იმყოფება სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ისედაც მთლიანად პოლიციას ეკისრება, ისევე როგორც პოლიციას აწევს მტკიცების ტვირთი. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოცემულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება და  ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოებისა თუ მტკიცებულების განსაჯაროება.

„საჯარო უნდა იყოს, მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ნებისმიერი მასალა. საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, ფაქტი ძალიან შემზარავია და იმისთვის, რომ საზოგადოებას ეჭვები გაუქრეს, აუცილებელია არა მხოლოდ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა, არამედ იმ მტკიცებულებათა გაცნობა, რომელსაც დაეყრდნობა პროკურატურის დასკვნა“, უთხრა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: საიდან გვწერთ: გ-დან
08.03.2012 10:34
ავტორი: ანო
07.03.2012 19:47
ავტორი: უი საიდან გვწერთ: გოგ-თიდან.
მოაღწია ინტერნეტმა შენ სოფლამდეც?-ასინეთა, მოაღწია! მოაღწია!

ავტორი: ანო
07.03.2012 19:47
ავტორი: უი საიდან გვწერთ: გოგ-თიდან.

მოაღწია ინტერნეტმა შენ სოფლამდეც?

ავტორი: უი საიდან გვწერთ: გოგ-თიდან
07.03.2012 15:07
ავტორი: ანო
06.03.2012 20:3-შუაშია შუაში!-"პირიქით ასინეთა პირიქით" ბურთი პოლიციაა,ქვა თქვენს კომენტარში გამოთქმული სისულელე კიბის მოაჯირებთან დაკავშირებით და სხვა აბდაუბდა, რომლითაც ცდილობთ იმათ ტალახიდან ამოთრევას, ვინც უკვე საბოლაოდ ჩაძირულია....

ავტორი: NATIA
07.03.2012 01:34
:)))))))))))))))))))))))))))))))))

ავტორი: ანო
06.03.2012 20:33
ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან

რეებს მიედ-მოედები, გეთაყვა? რა ბურთი, რის ქვა?!
იაზროვნე ცოტა!!

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
06.03.2012 14:54
ავტორი: NATIA
05.03.2012 22:01-შენი და ანოს კომენტარი ჩემი ბავშვობის ერთ ეპიზოდს მაგონებს: პატარა ბიჭის კუთვნილი ბურთით ფეხბურთს დიდები ვთამაშობდით სკოლის პატარა ეზოში(ფანჯრები ხშირად ტყდებოდა და ამიტომ ფეხბურთის თამაში აკრძალა დირექტორმა-ფრენბურთი, კალათბურთი დაიშვებოდა) აჯერად გატყდა თუ არა ფანჯარა-დირექტორიც გაჩნდა, ბურთი აიღო და ფანჯრის გამტეხ ბურთს დანით გავჭრიო -დაიმუქრა (ამაზე მხარეებს შორის შეთანხმება არსებობდა) ბურთის მეპატრონე პატარა ბიჭმა ( 5-7 წლის იყო და არც ვათამაშებდით) საკმაოდ უნიკალური და ძვირი საკუთრების გადარჩენა გადაწყვიტა და დირექტორს უთხრა: მინა ბურთს არ გაუტეხია მასწ, მირიანმა დაარტყა და რომ დაინახა ბურთი ფანჯრისაკენ მიფრინავდა, ქვა ესროლა მიმართულების შეცვლის განზრახვითო, მაგრამ ქვა ბურთს ასცდა, შუშა ჩაამსხვრია, ხოლი ბურთი უკვე გატეხილ ფანჯარაში შევარდაო -NATIA-მაგარი ფანატი უნდა იყო, მსგავსი კომენტარი რო "მოხიო"!

ავტორი: ანონიმი
06.03.2012 11:58
ვანო-ბაჭია(კურდღელიც ვერა)

ავტორი: საიდან გვწერთ: დუშეთი
06.03.2012 00:48
ანო შენი ლოგიკაც `სრულიად უნიკალური და იშვიათია`. ჰაი ჰუი

ავტორი: NATIA
05.03.2012 22:01
ჯერ გამოძიება არ არის დამთავრებული !
ექსპერტიზა რასაკვირველია უკვე ჩაუტარდებოდა. იქ უბრალოდ ვერ გადმოვარდებოდა, იქნებოდა ალბათ გაქცევის მცდელობა და ამის გამო გაწევ-გამოწევა და ალბათ ამ დროს ჩამოვარდა. აქ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც იქ იყოფებოდნენ და ვერ უზრუნველყვეს ბრალდებულის უსაფრთხო გადაადგილება.

და კიდევ ასეთ ზონებში უნდა მეტად აამაღლონ მოაჯირები ან გაკეთდეს უსაფრთხოებისთვის ბადეები,
დაჭერილი კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი .
რაც უფრო დეტალურად მოგვაწოდებენ ინფორმაციას, მით ნაკლები ადგილი დარჩება ჭორებისათვის !!!

ეს გაითვალისწინეთ ბატონო ვანო!

რაც შეეხება პოლიციაში (ახლანდელში! ) დაკავებულების ცემას, ეს ოპოზიციის მიერ შექმნილი ლეგენდაა .


ავტორი: ანო
05.03.2012 21:05
მე არ მჯერა რომ ეს კაცი მოკლეს.
კაი ვთქვათ რომ მართლა სცემდნენ ისე სასტიკათ რომ კაცი გარდაიცვალა. რო არ გარდაცვლილიყო მერე რას აპირებდა პოლიცია - გადამალავდნენ სანამ სინიაკები არ მოურჩებოდა?? ესეგი თავიდანვე მოკვლის მიზნით დაუწყეს ცემა ხო? ეს ხო ზღაპარია! დღეს პოლიციაში რომ მართლა ასე სცემდნენ ადამიანებს აქამდე არ გვეცოდინებოდა?? მიდი დაქოქეთ ეხლა გირგვლიანის საქმე და ჰაი და ჰუი. გირგვლიანის საქმე იყო სრულიად უნიკალური და იშვიათი. ქართული პოლიცია დღეს ნამდვილად არ კლავს ცემით ადამიანებს!

ავტორი: ანონიმი
05.03.2012 20:52
ეს ტიპი პუტინს როგორ გავს, არა? ქილერები არიან რა, ადამიანის სიცოცხლე ჩირად არ უღირთ. კოშმარია, კოშმარიიიიიიიიიიიიიიიი

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული