ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 00:29

პოლიტიკა / საქართველო

პოზიტიური ცვლილებების მოლოდინში

x

მულტიმედია

აუდიო
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი არსებობს, - ითქვა შეხვედრაზე, რომელზეც  არასამთავრობო სექტორმა საარჩევნო კანონმდებლობის შესწორების მიზნით  მომზადებული კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრა გაიმართა კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში  და მის მრავალრიცხოვან აუდიტორიაში შევიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მოწყობამდე ერთი დღით ადრე, 1 მარტს, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მუხლობრივად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს გააცნეს. როგორც ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ გვითხრა, ეს შეხვედრა კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა, თუმცა გამოიკვეთა, რომ უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის.
კანონის მიზნად დარჩება კვლავაც გამჭვირვალობა პოლიტიკური ფინანსებისა და, შესაბამისად, დასჯადი იქნება ყველა ის ქმედება, რომელიც ამ კანონის გვერდის ავლას ისახავს მიზნად ...

” ჩვენ არ მიგვიღია გადაჭრით პირობები, თუ რა საკითხებს გაითვალისწინებენ და რას არა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენ რაც გვითხრეს, იყო ის, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ წინადადებებში  არსებითად არ იყო არც ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მათთვის პრინციპულად მიუღებელია, და შემოგვთავაზეს, რომ მცირედი ცვლილებებით წარვადგინოთ მომავალ კვირაში ახლებურად ჩვენი კანონპროექტი, ანუ იმ შენიშვნებით, რაც მათ გვითხრეს.”

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებათა პაკეტის ავტორები კანონპროექტში მნიშვნელოვანი შესწორებების  შეტანას არ აპირებენ და  არსებითი წინააღმდეგობა კანონპროექტის დებულებებზე არც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოუსმენიათ. პალიკო კუბლაშვილი 2 მარტს ამ ცვლილებათა კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციასაც დაესწრო. იგი შენიშნავს, რომ არის ფორმულირებები, რომლებზე შეჯერება  შესაძლებელიცაა და ლოგიკურიც.

”კანონის მიზნად დარჩება კვლავაც გამჭვირვალობა პოლიტიკური ფინანსებისა და, შესაბამისად, დასჯადი იქნება ყველა ის ქმედება, რომელიც ამ კანონის გვერდის ავლას ისახავს მიზნად. ამ მიზნის გარდა, სხვა თუ რამე დაზუსტება გვჭირდება, მზად ვართ დავაზუსტოთ.”

საკითხების მეტად დაკონკრეტებისაგან  ამ ეტაპზე პავლე კუბლაშვილიც თავს იკავებს. საკანონმდებლო წინადადებების ძირითადი მოთხოვნები კი შემდეგია:
მნიშვნელოვნად დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც შესაძლოა პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს დაექვემდებარონ; გაუქმდეს ნორმები, რომლებიც ცალსახად არღვევენ გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს; შემცირდეს პარტიებისა და სხვა პირებისათვის დადგენილი არაგონივრული სანქციები; გაუქმდეს ამომრჩეველთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და იგი ამომრჩევლის მომსყიდველი პირისთვის დაწესდეს; განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, საფუძვლები და პროცედურა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პირზე შეზღუდვების გავრცელება იქნება შესაძლებელი და სხვ. საარჩევნო კანონმდებლობაში ამ ცვლილებების განხორციელების მიზნით  სამოქალაქო მოძრაობა  ”ეს შენ გეხება” დაახლოებით 20 დღის წინ შეიქმნა. შეიძლება თუ არა უკვე შედეგებზე საუბარი? ამ შეკითხვით ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელს ქეთი ხუციშვილს მივმართეთ.
პროცესს, ბუნებრივია, პოზიტიურად ვაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს ...
” ჯერ თვალნათელი შედეგი არ გვინახავს. ჯერ მხოლოდ ის არის შედეგი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დისკუსიაზე და პრინციპში გამოთქვამს მზაობას იმისთვის, რომ გადახედოს კანონს. სხვა ხელშესახები შედეგები ჯერ არ მიგვიღია.”

ამბობს ქეთი ხუციშვილი. თუმცა ერთ-ერთ შედეგად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში 2 მარტს კამპანიამ  საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების  კანონპროექტის ძირითადი მოთხოვნების გასაცნობად პოლიტიკური სპექტრის თითქმის სრულად შეკრებაც შეძლო.

” პროცესს, ბუნებრივია, პოზიტიურად ვაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს, რომ ერთობა ჩამოყალიბებულიყო და ერთიანი ხმით ილაპარაკონ”, გვითხრა ”სახალხო კრების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

„თავისუფალმა დემოკრატმა“ ვიქტორ დოლიძემ კი დემოკრატიულ პროცესში სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

” ის, რაც დღეს გააკეთა არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო სექტორმა, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი საქმეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ჩართულობა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არ იყო მაინცდამაინც აქტიური, სწორედ მათ უნდა გააკეთონ ეს საქმე, მე ვფიქრობ.“

”ხალხის პარტიის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილი, თავის მხრივ,  პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ავტორებს გაწერილი წინადადებების რანგირებას ურჩევს:

”არის უამრავი ტექნიკური შენიშვნა, რომელიც კანონის გამართვისთვის აუცილებელია. როგორც წესი, ასეთი შენიშვნები ნებისმიერი კანონპროექტის თითქმის 2/3-ს წარმოადგენს. სერიოზული მნიშვნელობის საკითხები, როგორც წესი, მცირე ნაწილს წარმოადგენენ ხოლმე ყველა კანონპროექტისა. ხელისუფლება ამას იყენებს, ტექნიკურად ასწორებს კანონს და მერე ამბობს,  წარმოდგენილი შენიშვნების 2/3 გავითვალისწინე და ახლა ნუ მომთხოვთ 100 პროცენტით შესრულებასო. ამიტომ უნდა გამოიყოს თავიდანვე რანგირება საკითხებისა, მნიშვნელობის მიხედვით.”

კონფერენციამ კობა დავითაშვილის წინადადება საგულისხმოდ მიიჩნია, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ დოკუმენტში საკითხთა რანგის მიხედვით დალაგება შეუძლებელია. კამპანია ”ეს შენ გეხება” კი არსებობის შეწყვეტას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვა  შესაბამისი კანონების შესწორებით დასრულდება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო მომავალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა

​ამერიკული მედია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატურებად დემოკრატ სენატორ ჯეკ რიდს (როდ აილენდიდან), თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეშტონ კარტერსა და პოლიტიკის დარგში თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ქალს, მიშელ ფლურნუას, ასახელებს.
გაგრძელება

აუდიო ანექსიის პრობლემა და საქართველოს ერთადერთი იმედი

დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალჯერ დადასტურების ფონზე რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გეგმას.
გაგრძელება

აუდიო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

​25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, აღნიშნეს საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
გაგრძელება

„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“

დღეს საქართველოს ქალაქებში ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული