შაბათი, 29 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 11:15

საზოგადოება / საქართველო

რა მოხდა ხაშურის პოლიციაში

ხაშურის პოლიციის შენობახაშურის პოლიციის შენობა
x
ხაშურის პოლიციის შენობა
ხაშურის პოლიციის შენობა

მულტიმედია

აუდიო
27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებების თანახმად, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ქიმერიძე ბრალდებულის სახით იკითხებოდა. დაკითხვის დროს, სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორეზე კიბეზე ჩამოსვლისას, იგი კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. გარდაცვალების მიზეზიც,  განცხადების მიხედვით, დავარდნის შედეგად მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები გახდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.  მედიისა და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების გარდა, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების  საეჭვო გარემოებებს არც სახალხო დამცველის აპარატი გამორიცხავს.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოლომონ ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება კი, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში, აღნიშნულია განცხადებაში,  სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი  ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. შესაბამისად, იმის გასარკვევად, გარდაცვალებამდე სოლომონ ქიმერიძე არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ გახდა, სახალხო დამცველი  შესაბამის ორგანოებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისაკენ, ანუ საქმის   ობიექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ამას გარდა, ჩვენთან საუბარში  გიორგი ტუღუში ჩამოთვლის იმ დარღვევებსაც, რომლებიც  სოლომონ ქიმერიძის დაკავების პროცესშივე გამოიკვეთა. პირველი ამ ჩამონათვალში არის ის, რომ ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში სტატუსის გარეშე იმყოფებოდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ იგი ბრალდებულის სტატუსით იყო, თუმცა ეს ადგილზე არ გამოიკვეთა. როგორც ჩანს, იგი უბრალოდ დაიბარეს გასასაუბრებლად და მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში. მეორე არის ის, რომ რეალურად, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში დგას ვიდეოკამერები, ისინი არ ფუნქციონირებდა და არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, პოლიციას ზოგადად აკისრია ვალდებულება პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ მომენტიდან, როცა იგი პოლიციასთან ერთად იმყოფება. აქედან გამომდინარე, მტკიცებულების ტვირთი გადადის მთლიანად შინაგან საქმეთა ორგანოზე.”
თავიდან ოჯახს უთხრეს, აივნიდან გადმოვარდაო, მესამე სართულიდანო, და შემდეგ შეცვალეს ვერსია და ახალი ვერსიაა, რომ შიგნით კიბეებზე ჩამოვარდა ...

სახალხო დამცველი  დასძენს, რომ საქმეში პრაქტიკულად ერთადერთი მოწმეები არიან პოლიციელები. ამიტომ  იმისათვის,  რომ მათი არგუმენტები (კერძოდ, კიბის დაბალი მოაჯირი და სოლომონ ქიმერიძის მძიმე წონა, როგორც კიბიდან გადმოვარდნის მიზეზები) დამაჯერებელი იყოს, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ ეტაპზე კი, გიორგი ტუღუშის შეფასებით,  როგორც მინიმუმ  უკვე იკვეთება ის,   რომ პოლიციამ  პირის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, რისთვისაც   მას პასუხი უნდა მოეთხოვოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ,  ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ მწირი განცხადებით, რომლის თანახმად, ხაშურის პოლიციის  რაიონულ სამმართველოში ამა წლის 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე და 1965 წელს დაბადებული,  წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი სოლომონ ქიმერიძე პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა.უბედური შემთხვევის იმ ვერსიას კი, რომელიც ამ დაკითხვას მოჰყვა და  რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არ ენდობა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. იგი  თავადაც შეეცადა მცირე მოკვლევის წარმოებას.

აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა მაჯის სახსარში მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა ...
” თავიდან ოჯახს უთხრეს, აივნიდან გადმოვარდაო, მესამე სართულიდანო, და შემდეგ შეცვალეს ვერსია და ახალი ვერსიაა, რომ შიგნით კიბეებზე ჩამოვარდა. ეს ყველაფერი აღძრავს სერიოზულ ეჭვებს. ჩაყვანილი გვყავდა ექსპერტი გუშინ, ოჯახის თხოვნით, სხვათა შორის, და ოჯახთან შეთანხმებით, და ბოლოს აღარც მიგვიშვეს ოჯახის წევრებთან და როგორც იქ მეზობლებმა გვითხრეს, პოლიციელი იმსოფლელი, ქვიშხეთელი იყო შიგნით ამ დროს და ოჯახს არ აძლევდა საშუალებას ჩვენთან გასაუბრების და ტელეფონზეც არ აძლევდა პასუხის გაცემის საშუალებას”, ამბობს სოზარ სუბარი.

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ექსპერტიზა გარდაცვლილ სოლომონ ქიმერიძეს უკვე ჩაუტარდა და ექსპერტიზის დასკვნის ნახვა მომხდარს ნათელს მოჰფენდა. ექსპერტიზის  დასკვნამდე  სოლომონ ქიმერიძის დაზიანებების შესახებ ჯერჯერობით  მხოლოდ ექიმის დასკვნაა ცნობილი.

”აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა მაჯის სახსარში მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა. ტრავმული შოკი. მდგომარეობა მძიმე იყო. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, პირიქით, გაუარესდა, ავადმყოფი გარდაიცვალა დაახლოებით 6 საათის შემდეგ საავადმყოფოში მოყვანიდან”, უთხრა ”ნეტგაზეთს” ”მედიქალ პარკ საქართველოს” ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა.

ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი უკვე გამოაცხადეს შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნების დასაწყისად.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: anonim
03.03.2012 11:54
სამწუხარო ფაქტია, იმედია გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და თუ პოლიციელებს მიუძღვით ბრალი საკადრისად უნდა დაისაჯონ, როგორც მკვლელები და არაპროფესიონალები. ეს ვფიქრობ სახელმწიფოს ინტერესებიც უნდა იყოს და ასეც იქნება!

ავტორი: ანონიმი
02.03.2012 20:56
შალვა კაი ტიპია. სულ უფრო მეზრდება მასზე წარმოდგენა.

მომხდარის გამო კი ალალად ვწუხვარ მაგრამ როგორც ჩანს თუ შევარჩინეთ მსგავსი ფაქტები უფრო გახშირდება. აგონიაში არიან გრძნობენ სიტუაციზე კონტროლი ხელიდან გაურბით. შიშის დათესვა უნდათ და ამას დემონსტრაციულად აკეთებენ. ნურაფრის გეშინიათ დამთავრებულია ამათი ბოროტი ტაკიმასხარაობა, დამთავრებულია!

ავტორი: ანონიმი
02.03.2012 19:48
ეს შემთხვევა აუცილებლად კარგად უნდა გამოიძიონ.
მაგრამ გააჩნია ვინ უნდა ილაპარაკოს ამაზე. შალიკო რამიშვილს მანჭიობის და მაიმუნობის უფლება აქვს ( რასაც ამდენი ხანი აკეთებდა!), მაგრამ ეკრანებიდან რაიმეს სერიოზულად განხილვის უფლება არა მგონია რომ ჰქონდეს. გარდა იმისა, რომ ერთი ჩვეულებრივი მექრთამე-კრიმინალია, სინდისის ნატამალიც კი არა აქვს შემორჩენილი.
სირცხვილისგან, ეგ, ეკრანზე გამოჩენას ვერ უნდა ბედავდეს !

ავტორი: lianco საიდან გვწერთ: imereti
02.03.2012 18:11
გეშინოდეთ მოძალადეებს, ამ დიდმარხვაში ეს რა ჩაიდინეთ. განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ მთელ საქართველოში, რომ ეს საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული.
უსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

ავტორი: ანონიმი
02.03.2012 15:23
ჩვენ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ აქ? გვამები პოლიციიდან და ციხეებიდან გამოქვთ უკვე წლებია. პასუხი არ უგია ჯერ არავის. ნაცები მარტო თავიანთი ბელადის გასამართლებაში არიან მარდი.გასასამართლებელი როგორ ეყოლებათ ვინმე?! სხვა მაგათ არაფერი არ აინტერესებთ. არც ადამიანების წამებაზე აქვთ რეაქცია და გვამებზე. ვწეროთ და ვიკითხოთ აქ...

სხვა მასალები

რას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, საქართველო ომისთვის ემზადება.
გაგრძელება

აუდიო იმპორტირებული დელიკატესების გარეშე

​მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთიდან სურსათის იმპორტი აკრძალა და დახლებზე სიცარიელის საფრთხე გაჩნდა, ბევრი იჩენს ინიციატივას დანაკლისის შესავსებად რუსეთშივე წარმოებული პროდუქტით.
გაგრძელება

მანდარინის ჩაბარების სუბსიდირება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.
გაგრძელება

აუდიო მეზღაპრე თეა თოფურიას უკუღმართობები

თეა თოფურია ზღაპრების ორი წიგნის ავტორია. პირველი, „პარადიის არდადეგები“ ახალგამოსულზე წავიკითხე. ბავშვებმა მოიტანეს სახლში. ჩავხედე და ვეღარ მოვწყდი, სანამ ბოლოში არ გავედი, ჯიუტად არაფრით არ დავუთმე გაღიზიანებულ პატარებს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული