Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ჰელმანდის პროვინციაში ჩავიდა


საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზა "შუკვანზე" ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა - ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ”საქართველოს მთავარსარდალმა ოფიციალური მიმართვის შემდეგ ჯარისკაცებთან ერთად ისადილა და ჰელმანდში ქართველ სამხედროებთან ერთად ჯავშანტექნიკით კონკრეტული მონაკვეთის პატრულირება მოახდინა.” პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის უწყებრივი მედლებით - "სამშობლოსათვის თავდადებული" - დააჯილდოვა ვიცე პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტები გიორგი ფილია და ბექა ელენჯერაძე და კაპრალი გიორგი ლომიძე.
XS
SM
MD
LG